გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
831210019003070009
საქმე №2/102-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბაღდათი
შესავალი ნაწილი
ბაღდათის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი ირმა ჭუმბაძე
მოსარჩელე - ზ------ წე-------–ი
წარმომადგენელი - მ--- სვ--------ე-სა----–--ე;
მოპასუხე - თ-- წი----ე
დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის შემცირება.
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შემცირდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის განჩინებით, ზ------ წე------–-------ს დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და დაეკისროს ზ------ წე-------–ს, თავისი არასრულწლოვანი შვილის - ი-–-- წე-------–ის (დაბადებული - 2--- წლის 0------------–ს) სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 50 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლები: მოპასუხე თ-- წი----ე იყო მისი მეუღლე, შვილის ი-–-- წე-------–ის რჩენისთვის 2018 წლის 14 მარტის განჩინების საფუძველზე, მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა თვეში 320 ლარის ოდენობით, რასაც იხდიდა და საქმე იძულებით აღსასრულებლად არ გადაცემულა, ვინაიდან მისი თანამდებობრივი სარგო დარიცხული სახით შეადგენდა 1200 ლარს და იკლებდა რა პირადად სასიცოცხლო აუცილებელსაც კი, შვილისთვის თანხას რიცხავდა.
ამჟამად შპს ,,ს----------–-------------------–--–---–------------------------“ ადმინისტრაციული დეპარტამენტის სატრანსპორტო სამსახურის დირექტორის მოადგილის მძღოლის პოზიციიდან არის განთავისუფლებული 2019 წლის 11 მარტიდან, რის გამოც მნიშვნელოვნად გაუუარესდა ფინანსური მდგომარეობა, დარჩა შემოსავლის გარეშე, ამასთან 2019 წლის 22 თებერვლიდან აღმოჩნდა საბანკო დავალიანების პირისპირ, თვეში 423.11 ლარის ხარჯით. აქამდე ეხმარებიან მეგობრები, ნათესავები, მაგრამ ყოველ თვეში საბანკო კრედიტის 423.11 ლარის და 320.00 ლარის ერთობლივად გადახდა უკვე შეუძლებელი გახდა. რამდენიმე თვე გავიდა და სამსახური ვერ იშოვა, იმის გამო, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა 2019 წლის 14 მარტის შემდეგ უკიდურესად დაუმძიმდა, მისგან ალიმენტის დაკისრებული ოდენობით გადახდა შეუძლებელია, რადგან მოძრავი ნივთი, რომლის რეალიზაციის გზით მაინც შეძლებდა ალიმენტის დაფარვას გირავნობის საგანია.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელი სრულად დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თ-- წი----ემ შესაგებელი წარმოადგინა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, სასამართლო სხდომაზე კი განმარტა, რომ არ ეთანხმება ალიმენტის შემცირებას არცერთი თეთრით. რადგან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ზ------ წე-------–ს და თ-- წი----ეს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 0------------–ს შეეძინათ შვილი - ი-–-- წე-------–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება; (სასამართლო სხდომის ოქმი)
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება; (სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.2. ზ------ წე-------–ი და თ-- წი----ე, ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ი-–-- წე-------–ი ცხოვრობს დედასთან, თ-- წი----ესთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება; (სასამართლო სხდომის ოქმი)
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება; (სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის განჩინებით, მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, მოპასუხე ზ------ წე-------–ს თავისი არასრულწლოვანი შვილის - ი-–-- წე-------–ის (დაბ. 2--- წლის 0------------–ს) სარჩოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად 320 (სამასოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მორიგების აქტი (ს.ფ. 26-27).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 14 მარტის #პ/868 შპს ,,ს----------–-------------------–--–---–------------------------“ ბრძანებით დადგენილია, რომ ზ------ წე-------–თან 2019 წლის 11 მარტიდან შრომითი ურთიერთობა შეწყდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი).
- ბრძანება (ს.ფ. 26-27).
3.2.2. დადგენილია, რომ 2019 წლის 12 სექტემბერს გაცემული N21-11/98574 შემოსავლების შესახებ ცნობის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებით, 11.09.2019 წლის მდგომარეობით ზ------ წე-------–ის (პ/ნ 0----------) მიერ 01.03.2019 წლიდან დღემდე მიღებული ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 2014,47 ლარს (დაკავებული გადასახადი - 394,84 ლარი), ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით (11.09.2019 წლის მდგომარეობით) მოქალაქე ზ------ წე-------–ი (პ/ნ 0----------) არ იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე გადასახადის გადამხდელ პირად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა შემოსავლების შესახებ
-მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი)
3.2.3. საქმეში წარმოდგენილი სს ,,თიბისი ბანკთან’’ დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებით და სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს საოქმო განჩინებით, გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ ზ------ წე-------–ს ნამდვილად გააჩნია საბანკო ვალდებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მათი სამართლიანი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ ნაწილობრივ შეიცვალა მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობა, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, არასრულწლოვანთა რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ი-–-- წე-------–ის რჩენა-აღზრდისათვის განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა ნაწილობრივ უნდა შემცირდეს და ნაცვლად 320 (სამასოცი) ლარისა, იგი განისაზღვროს 200 (ორასი) ლარით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე, 1231-ე, 1237-ე მუხლები,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, კონკრეტულად სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, შეიცვალა მისი მატერიალური მდგომარეობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
6.2. დადგენი-–--, რომ ზ------ წე-------–ს და თ-- წი----ეს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 0------------–ს შეეძინათ შვილი - ი-–-- წე-------–ი. მხარეები ფაქტობრივად აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. ი-–-- წე-------–ი ცხოვრობს დედასთან თ-- წი----ესთან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის განჩინებით, მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე მოპასუხე ზ------ წე-------–ს თავისი არასრულწლოვანი შვილის - ი-–-- წე-------–ის (დაბ. 2--- წლის 0------------–ს) სარჩოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად 320 (სამასოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან .
6.3. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე სხვა არაერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
6.4. ,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
ამავე კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე, რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია, უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
6.5.განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანთა უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილ იქნას ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ის ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არამარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ალიმენტის დადგენილი ოდენობის შეცვლა, მისი შემცირების გზით უკავშირდება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობას: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; 2. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუარესდეს, მაგ: შემოსავლების შემცირება; 3. ოჯახური მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, რაც გულისხმობს კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდას 4. შემცირებული ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის, გარემოებათა შეცვლის შემთხვევაში იგი ექვემდებარება გადაანგარიშებას. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი, მართალია, ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.
მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე დავისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებებიდან დადგენილია, რომ ი-–-- წე-------–ი არის არასრულწლოვანი და აქვს ასაკიდან გამომდინარე მოთხოვნილებები და საჭიროებები.
6.7. დადგენილია, რომ მოსარჩელე ზ------ წე-------–ი სარჩელის აღძვრის მომენტისათვის აღარ არის დასაქმებული (2019 წლის 11 მარტიდან განთავისუფლებულია სამსახურიდან), შესაბამისად შეიცვალა მისი მატერიალური მდგომარეობა. მოპასუხე თ-- წი----ემ კი ვერ დაადასტურა მოსარჩელე ზ------ წე-------–ის ყოველთვიური სტაბილური შემოსავლის არსებობა სარჩელის აღძვრის და შემდგომი პერიოდისათვის.
შესაბამისად, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, შეიცვალა რა მოსარჩელე ზ------ წე-------–ის მატერიალური მდგომარეობა მისი გაუარესების გზით, სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მართალია ბავშვის ინტერესი უპირატესია, მაგრამ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა - ყოველთვიურად 320 ლარი, აღარ არის მოსარჩელის რეალური ქონებრივი მდგომარეობის შესატყვისი, ნაწილობრივ სახეზეა სსკ-ის 1121-ე მუხლით ალიმენტის ოდენობის შემცირებისათვის აუცილებელი წინაპირობები, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირება, მაგრამ არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით, არამედ საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით. ალიმენტის ოდენობის ნაწილობრივ შემცირება, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ შეიძლება შეფასდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების ხელყოფად.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები (შრომისუნარიანია),რის გამოც ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. თუმცა მაინც უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.
ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
6.8. მოპასუხე თ-- წი----ე არ არის თანახმა არასრულწლოვანი ი-–-- წი----ის რჩენა-აღზრდისათვის მიიღოს შემცირებული ალიმენტის ოდენობა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. არასრულწლოვანის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. გაზრდილია ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობაც შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ამასთან მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ არ შეიძლება შეილახოს არცერთი მხარის კანონით დაცული უფლებები და ინტერესები.
ი-–-- წე-------–ი არის არასრულწლოვანი, მას აქვს ასაკიდან გამომდინარე მოთხოვნილებები და საჭიროებები, რაც ყოველდღიურ ყოფაში მატულობს, შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხე, ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობით შემცირების შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ფინანსურ სახსრებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ბავშვის ინტერესების საზიანოდ ალიმენტის ოდენობის შეცვლას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ შეცვლილი სახით მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა 50 ლარი, საკმაოდ მცირეა დღეის მდგომარეობით ბავშვისათვის აუცილებელ ხარჯებთან მიმართებით.
6.9. სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტვალდებულის დროებითი უმუშევრობაც კი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე.
მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელეს არ უდასტურდება სტაბილურად ყოველთვიური მაღალი შემოსავლის მიღება, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ ზ------ წე-------–ი 2019 წლის 11 მარტამდე იყო დასაქმებული, იგი არ არის შრომისუუნარო და სამომავლოდ შვილების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შესძლოს კვლავ დასაქმება, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბავშვი საცხოვრებლად იმყოფება დედასთან და მამის ვალდებულება შემოფარგლულია მხოლოდ ალიმენტის გადახდით, მას არ უწევს დამატებითი ხარჯების გაწევაში მონაწილეობა და მთლიანი ზრუნვა გადადის იმ მშობელზე, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს.
ამასთან სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალ-გასავლებისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით.
საქმეზე დადგენილი ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის ნაწილობრივ შეცვლის, ბავშვის ასაკის, მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს და მოსარჩელის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა, სარჩელის აღძვრიდან 2019 წლის 27 ივნისიდან, უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარით.
ამდენად, მოსარჩელე ზ------ წე-------–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელე ზ------ წე-------–ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის განჩინებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა - 320 ლარი, უნდა შეუმცირდეს 120 (ასოცი) ლარით და დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 0------------–ს დაბადებული ი-–-- წე-------–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდა 2019 წლის 27 ივნისიდან.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 (ორმოცდაათი) ლარი, ვინაიდან სარჩელი ალიმენტის შემცირების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა გადახდეს მოპასუხეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 41-ე, 42-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ზ------ წე-------–ის (წარმომადგენელი მ--- სვ--------ე-სა----–--ე) სარჩელი ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოსარჩელე ზ------ წე-------–ს (პირადი №0----------) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის განჩინებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 320 (სამასოცი) ლარი, შეუმცირდეს 120 (ასოცი) ლარით და დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 0------------–ს დაბადებული ი-–-- წე-------–ის (პ/ნ 0---------- ) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის დღიდან, 2019 წლის 27 ივნისიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე;
3. მოპასუხე თ-- წი----ეს მოსარჩელე ზ------ წერეთლის სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე