განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210018002321844
საქმე №2ბ/6115-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი - რ----–-----------ი
წარმომადგენელი - ე-------------–---–-ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ნ---------------ა
წარმომადგენელი - ბ--–--------ე
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ---------------ას სარჩელი. რ----–-----------ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების 2--- წლის 23 ს----------ს დაბადებული რ-----– მ-------ის და 2--- წლის 9-----------რს დაბადებული ე--------------ას სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის თითოეულისათვის 250 ლარის გადახდა; ალიმენტის გადახდა დაიწყო 2018 წლის 23 თებერვლიდან.
2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. ნ---------------ა და რ----–-----------ი ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. მათი არასრულწლოვანი შვილები რ-----– მ-------ი და ე--------------ა ცხოვრობენ დედასთან, მოსარჩელე ნ----------------ასთან.
2.2. ნ---------------ა დასაქმებული არ არის. მას შემოსავალი ხელფასის სახით არა აქვს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.3. ნ---------------ასა და რ----–-----------ს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი. დაბადების მოწმობის თანახმად, 2--- წლის 19-----------რს დაბადებულია ე--------------ა, ხოლო 2--- წლის 23 ს----------ს დაბადებულია რ-----– მ-------ი. მათ მშობლებად რეგისტრირებულები არიან: დედა ნ---------------ა, მამა – რ----–-----------ი.
2.4. რ----–-----------ს აქვს შვილების ნორმალური რჩენისათვის საკმარისი შემოსავალი, მას მძიმე მატერიალური მდგომარეობა არა აქვს.
მოპასუხე სარჩელის საწინააღმდეგო გარემოებად მიუთითებს მის ქონებრივ მდგომარეობას, მწირ შემოსავლებს. მოპასუხის განმარტებით, სამეწარმეო საქმიანობა შეწყვიტა, აქვს მსხვილი საკრედიტო ვალდებულება.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურში 2----–-–---------–--ს წარდგენილი განაცხადება საქმიანობის შეჩერების შესახებ, რომელშიც მითითებულია, რომ 2----–-–---------–--იდან წყვეტს ეკონომიკურ საქმიანობას. მოპასუხის მიერ ასევე წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------ის ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ 2----–-–------------ის მდგომარეობით ი/მ რ----–-----------ის მიერ 2----–-–--------------ან 2----–-–------------ის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 0 ლარს.
2--- წლის 19 ივნისს სს "ს----------–-------კს"ა და ი.მ რ----–-----------ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო კრედიტი 5----- ლარი 18 თვის ვადით. წლიური პროცენტია 12%. კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით 2--- წლის 19 ივნისს დადებულია იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დატვირთულია მ---------------ას კუთვნილი უძრავი ქონება - რ-------------------, N-----------. სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად გადასახდელი თანხაა 2------ ლარი. გრაფიკი ითვალისწინებს მზარდი თანხით სესხის დაბრუნებას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განცხადებით და საკრედიტო ვალდებულების არსებობით არ დასტურდება მოპასუხის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რადგან სასამართლოს მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, მოპასუხეს გააჩნია საკმარისი შემოსავალი ოჯახის ნორმალური რჩენის ვალდებულების შესრულებისათვის. კერძოდ, სასამართლომ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია რ----–-----------ის 2----2--- წლის პერიოდის შემოსავლების შესახებ. შემოსავლების სამსახურის 2----–-–----- ივნისის წერილში მითითებულია, რომ 2--- წელს მოპასუხის ერთობლივი შემოსვალი შეადგენს 6681,10 ლარს, 2--- წელს შემოსავალი იყო 0 ლარი, 2--- წლის შემოსავლის შესახებ ცნობაში მითითებული არ არის. 2--- წლის ერთობლივი შემოსავალია 80 380,65 ლარი, 2--- წლის 25 212,21 ლარი, 2--- წელს 110 664,29 ლარი.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში მითითებულია ინფორმაცია რ----–-----------ის მიერ წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით. 2018 წლის შემოსავლების დეკლარირების ვადა არ დაწყებულა.
შემოსავლების სამსახურის ამ ინფორმაციით დასტურდება, რომ რ----–-----------ს ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობიდან მზარდი შემოსავალი ჰქონდა და 2--- წელს მისი წლიური შემოსავალი შეადგენს 110 664,29 ლარს. შემოსავლების სამსახურის ეს ინფორმაცია არ ეწინააღმდეგება მოპასუხის წარმოდგენილ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------ის ცნობის შინაარსს. ცნობაში მითითებულია, რომ 2--- წლის დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 0 ლარს, სასამართლოს მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაშიც მითითებულია, რომ 2--- წლის დასაბეგრი შემოსავალი არის 0 ლარი, თუმცა შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით 2--- წელს მოპასუხეს ჰქონდა შემოსავალი 1110 664,29 ლარი.
შემოსავლების სამსახურის ეს ინფორმაცია ასევე არ ეწინააღმდეგება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1-------ის ცნობას, სადაც მითითებულია, რომ 2----2--- წლებში დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 12 962,11 ლარს. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ეს ინფორმაცია მოპასუხის დასაბეგრი შემოსავლების ოდენობას შეეხება, რაც მითითებულია სასამართლოს მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაშიც, სადაც ასევე მითითებულია მოპასუხის ერთობლივი შემოსავლის ოდენობა.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმის მიუხედავად, რომ მოპასუხეს განცხადებული აქვს სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, მოპასუხე მძიმე ფინანსური მდგომარეობაში მყოფ პირად არ შეიძლება ჩაითვალოს. 2--- წლის შემდეგ მოპასუხეს ჰქონდა მზარდი შემოსავლები, რაც მის წარმატებულ სამეწარმეო საქმიანობას ადასტურებს.
მოპასუხის მძიმე მატერიალური მდგომარეობის დამადასტურებელი არ არის საკრედიტო ვალდებულების არსებობა. მოპასუხეს 2--- წლის 19 ივნისს აღებული აქვს კრედიტი 5----- ლარი. სასამართლომ აღნიშნა, რომ საკრედიტო ხელშეკრულება წარმოშობს მსესხებლის ვალდებულებას დააბრუნოს კრედიტი, თუმცა ასეთი ვალდებულების არსებობა თავისთავად მოპასუხის მატერიალურ მდგომარეობას არ აუარესებს. მოპასუხეს არ მიუთითებია, რომ ეს თანხა აიღო გადაუდებელი საჭიროებისათვის (მაგალითად მკურნალობის დასაფინანსებლად და სხვა). შესაბამისად, მან კრედიტი აიღო პირადი საჭიროებისათვის.
სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მოპასუხის შემოსავალი არ მცირდება და იგი წინა პერიოდთან შედარებით გაზრდილია. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მატერიალური გაჭირვება. შ-- ლ--–-------–-ს მიერ 2----–-–-----------ს გაცემული ცნობის თანახმად, რ----–-----------ი 2--- წლის 2 ივნისიდან 2018 წლის 18 ივნისამდე საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე ეწეოდა კომერციული საქმიანობას თავის კუთვნილ ადგილზე რიგი S---, ა-----–---. ამდენად, ამ ცნობის თანახმად, საქმის განხილვის დროისათვისაც, 2018 წლის 18 ივნისამდე რ----–-----------ი სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა ლ--–-------–-ს ტერიტორიაზე, რის გამოც მას ფაქტობრივად 2--- წლიდან სამეწარმეო საქმიანობა არ შეუწყვეტია.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. ამ შემთხვევაში ალიმენტის მოთხოვნა შეეხება მცირეწლოვანი ბავშვების რჩენას, ბავშვები არიან 6 წლის და 3 წლის ასაკის
მოპასუხემ ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის სახით 120-120 ლარის დაკისრების ნაწილში. მოპასუხე ყოველთვიურად ამ თანხის დაკისრებაზე თანხმობას აცხადებს იმის გამო, რომ მისი განმარტებით მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა მეტად არასახარბიელოა და გააჩნია ფინანსური პრობლემები, მკვეთრად შემცირებულია მისი შემოსავალი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს მოპასუხის ისეთი მატერიალური მდგომარეობა, რაც მის ფინანსურ სიძნელეებზე მიუთითებს და ასაბუთებს, რომ მოპასუხეს 120-120 ლარზე მეტი თანხის გადახდა შვილების რჩენისათვის არ შეუძლია. სასამართლოს მიაჩნია, რომ მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხეს შეუძლია მის მიერ მითითებულზე მეტი თანხის გადახდა შვილების რჩენისათვის.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა არ არის რთული, მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილურად კარგი, რის გამოც მოპასუხეს აქვს უნარი მიიღოს შემოსავალი, მატერიალურად დაეხმაროს არასრულწლოვან შვილებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის საკრედიტო ვალდებულების არსებობა შვილის რჩენის ვალდებულების შემცირების საფუძველი არ არის, რადგან საბანკო კრედიტი აღებული არ არის განსაკუთრებული საჭიროების გამო (მაგ: ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო მკურნალობის მიზნით). სასამართლომ განმარტა, კომუნალური ხარჯების ანაზღაურება, ასევე საკრედიტო ვალდებულების არსებობა ადამიანის ყოფა-ცხოვრებისათვის ჩვეულებრივი ვალდებულებებია და მათი არსებობა მეუღლეთა ერთად ცხოვრების პირობებშიც შვილის რჩენის ვალდებულებას არ ამცირებს.
კრედიტი მოპასუხის მიერ მისი ინტერესებისათვის აღებული ფულადი რესურსია, გამოყენებულია მისი მატერიალური ინტერესის დასაკმაყოფილებლად, რადგან არ დასტურდება რა გადაუდებელი საჭიროებისათვის (მაგ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამედიცინო ხარჯის ასანაზღაურებლად) აიღო კრედიტი. კრედიტის აღება მოემსახურა მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მოპასუხემ კრედიტის თანხა გამოიყენა პირადი საჭიროებისათვის და არა რაიმე განსაკუთრებული აუცილებლობით წამოჭრილი პრობლემის გამო ისესხა თანხა. ამდენად, საკრედიტო, საგადასახადო ან კომუნალური მომსახურების ხარჯების ანაზღაურება არ არის ისეთი ვალდებულება, რის გამოც შვილის რჩენისათვის გადასახდელი ალიმენტი შეიძლება შემცირდეს.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით. ამ ნორმის შესაბამისად, ალიმენტის გადახდისგან გათავისუფლება ან მისი შემცირება შესაძლებელია ალიმენტის გადამხდელის ავადმყოფობის ან სხვა საპატიო გარემოებების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრაზე გავლენას ახდენს ისეთი განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამოც პირს არ შეუძლია შვილის რჩენისათვის სახსრების გაღება, რადგან თავად საჭიროებს მატერიალურ ან ფიზიკურ დახმარებას. ასეთი გარემოებებია მძიმე ავადმყოფობა, უკიდურესი სოციალური გაჭირვება. ასეთი მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა მოპასუხეს არა აქვს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მცირეა მოპასუხის მიერ დასახელებული თანხა 120-120 ლარი, რომლის გადახდაზე თანახმაა. ალიმენტის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოპასუხე ყოველდღიურად მისი არასრულწლოვანი შვილების აღზრდის პროცესში არ მონაწილეობს, ყოველდღიურად ხარჯების გაწევა და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა არ უწევს, ეს საკითხები მთლიანად მოსარჩელის გადასაწყვეტია.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 250-250 ლარის ოდენობით ალიმენტი, რადგან არ დასტურდება ყოველთვიურად ორივე შვილისათვის საერთო ჯამში 700 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების აუცილებლობა ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 23 თებერვლიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
3.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტით და საკრედიტო ვალდებულების არსებობით თითქოსდა არ დასტურდება მოპასუხის მძიმე მატერიალური ქონებრივი მდგომარეობა და მიუთითა, რომ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, რომელიც ასახავს რ----–-----------ის ბრუნვებს 2----2--- წლების მდგომარეობით, მხარეს უდასტურდება მზარდი შემოსავლები, აღნიშნული მსჯელობა არის არასწორი და წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ მოსამართლის ვარაუდებს, რომელიც საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებიდან არ გამომდინარეობს. პირიქით, საქმეში წარდგენილი ყველა მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება, რომ მხარეს დავის მიმდინარეობისას არ გააჩნდა არანაირი შემოსავალი. კერძოდ: შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ცნობის თანახმად, რ----–-----------ის შემოსავალი 2----2018 წლებში შეადგენდა 0 ლარს, წარმოდგენილია აგრეთვე დოკუმენტი რითაც დასტურდება, რომ მხარეს 10.07.2--- წლიდან, შეწყვეტილი აქვს ეკონომიკური საქმიანობა. თავად სასამართლოს მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი დოკუმენტის თანახმად, 2----2--- წლებში, დასაბეგრი შემოსავლის ოდენობა შეადგენდა 0 ლარს, რაც იმის დასტურია, რომ მიუხედავად ბრუნვების არსებობისა, მეწარმე იყო წაგებაში და მას არ გააჩნდა არანაირი მოგება სამეწარმეო საქმიანობიდან. სასამართლომ, რ----–-----------ს, ყოველგვარი საფუძვლისა და მტკიცებულების გარეშე, დააკისრა თანხა, რომელიც არ გამომდინარეობს მხარის ეკონომიური შესაძლებლობებიდან, რითაც უგულებელყო სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნები, მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებასთან დაკავშირებით. სასამართლომ ფაქტობრივად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის ცნობით რომელიც ასახავს აპელანტის ბრუნვებს სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტამდე, რაც არასწორია. კანონის თანახმად, სასამართლოს მიერ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მოპასუხის იმჟამინდელი მდგომარეობა, როდესაც მიმდინარეობდა საქმის განხილვა და არა წარსული დროის შემოსავლები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. არასრულწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილების უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი უზრუნველყოფილ იქნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. აღნიშნული კი, ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.
პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულებები ბანკის წინაშე, ვერ შეძლებს მის მიერ მითითებულზე მეტი თანხის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულების დადება მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. პალატა აღნიშნავს, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს აუცილებელი საარსებო მინიმუმის გარეშე. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად განისაზღვრა თითოეულისათვის 250 ლარი. შესაბამისად, მოპასუხის მოთხოვნა - შემცირდეს დაკისრებული ალიმენტის ოდენობა, უსაფუძვლოა.
4.2. რაც შეეხება კერძო საჩივარს, პალატა განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ალიმენტის მიკუთვნების შესახებ. ამავე საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. ამავე საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.
პალატა, საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ ზემოდასახელებული ნორმით დადგენილი მართლწესრიგის გათვალისწინებით მიზანშეწონილია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე მართებულად იქნა დაკმაყოფილებული და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ----–-----------ს უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. რ----–-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება.
3. რ----–-----------ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3.1. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის განჩინება, რაზედაც კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.
4. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილი