განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210018001661395
საქმე №2/ბ-1060-2018
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე- ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - თ----- კ--------
წარმომადგენელი- ი---- ა-------------
მოწინააღმდეგე მხარე (აპელანტი)- მ--- ბ---------
წარმომადგენელი-ნ-----–---- კ------
დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის შემცირება, საალიმენტო დავალიანების თანხის ჩათვლა/შემცირება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2---გვისტოს გადაწყვეტილება
1.1. აპელანტ თ----- კ--------ს მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ (ალიმენტის დაკისრებისა და საალიმენტო დავალიანების თანხის შემცირებაზე უარის თქმის ნაწილში) და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
1.2. აპელანტ მ--- ბ--------ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2.1. მოსარჩელის მოთხოვნა
2.1.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ----- კ--------სათვის მ--- ბ--------ის სასარგებლოდ მათი არასრულწლოვანი შვილების - 2003 წლის 26 აპრილს დაბადებული გ------- თ-----ის ძე ბ--------ისა და 2005 წლის 28 დეკემბერს დაბადებული ქ------- თ-----ის ასული ბ--------ის სარჩოდ ალიმენტის სახით დაკისრებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხის გონივრულ ოდენობამდე, 100(ასი)-100(ასი) ლარამდე შემცირება, ჯამურად ალიმენტის სახით გადასახდელად 200(ორასი) ლარის დაკისრება,გადაუხდელი საალიმენტო დავალიანების თანხის 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე შემცირება და 2018 წლის აპრილ-მაისში მოპასუხისათვის გადარიცხული თანხის 1 800 (ერთი ათას რვაასი) აშშ დოლარის ჩათვლა, ეროვნული ვალუტის კურსით - 4 400(ოთხი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. დაზუსტებული სარჩელი ს.ფ 233-247 ).
2.2. თავდაპირველი სარჩელის საფუძვლები
მოსარჩელე თ----- კ--------მ თავდაპირველად სარჩელი წარადგინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის 28 დეკემბერს, მ--- ბ--------ის წინააღმდეგ და მოითხოვა ალიმენტის თანხის შემცირება. (ტომი 1-ლი; ს.ფ. 2-14)
მოსარჩელემ 2016 წლის 28 დეკემბერს, წარდგენილი სარჩელით დაყენებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
-მოსარჩელე თ----- კ-------- და მ--- ბ--------- იმყოფებოდნენ რა რეგისტრირებულ ქორწინებაში, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი -2003 წლის 26 აპრილს დაბადებული გ------- თ-----ის ძე ბ--------- და 2005 წლის 28 დეკემბერს დაბადებული ქ------- თ-----ის ასული ბ---------.
-ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ----- კ--------ს დაეკისრა 500(ხუთასი)-500(ხუთასი) ლარის გადახდა ალიმენტის სახით ორივე შვილზე, სულ 1000(ერთი ათასი) ლარი თვეში თითოეული ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
-მოსარჩელე 2015 წელს დაავადდა მძიმედ და ხანგრძლივი დროის მანძილზე იმყოფებოდა ამბულატორიულ და სტაციონალურ მკურნალობაზე. ამ დროის მანძილზე ის არ მუშაობდა და არ გააჩნდა მატერიალური შემოსავალი. 2016 წლის ივლისიდან იძულებული გახდა დაეწყო მუშაობა მძღოლად, თუმცა მისი ყოველთვიური შემოსავალი არ აღემატება 16 500 (თექვსმეტი ათას ხუთასი) რუბლს, რაც საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსით შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს, ამასთან შემოსავლის სხვა დამატებითი წყარო არ გააჩნია და ასეთის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არც სამომავლოდ გაჩენის პერსპექტივა არსებობს.
-ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეს მასზე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის თანხის ოდენობა მიაჩნია მის მატერიალურ მგომარეობასთან შეუსაბამოდ და თვლის, რომ იგი უნდა შემცირდეს 100-100(ასი-ასი) ლარამდე.
2.2. დაზუსტებული სარჩელის საფუძვლები
მოსარჩელემ დაზუსტებული წარდგენილი სარჩელით დაყენებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მიუთითა თავდაპირველი სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და ამასთან დამატებით აღნიშნა, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მას დაუგროვდა სარჩელის აღძვრამდე 13 თვის და სარჩელის აღძვრის შემდგომი განვლილი პერიოდის საალიმენტო დავალიანება 15.000 (თხუთმეტი ათასი) ლარამდე ოდენობით, რისი გადახდის შესაძლებლობაც შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა შეუმცირდეს 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე, ამასთან აღნიშნულის ანგარიშში უნდა ჩაითვალოს 2018 წლის აპრილსა და მაისში მოპასუხისათვის გადმორიცხული 1800 (ერთი ათას რვაასი)აშშ დოლარი, რაც ეროვნული ვალუტის კურსით შეადგენს 4.400(ოთხი ათას ოთხასი) ლარს. (იხ.ს.ფ 233-247)
2.3. მოპასუხე მ--- ბ---------მ შესაგებლით არც თავდაპირველი და არც დაზუსტებული სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგზე:
2.3.1.წარმოდგენილი სარჩელი ნათელყოფს მოსარჩელის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას სკუთარი შვილების რჩენის მოვალეობის მიმართ, სარჩელში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოები კი არ დასტურდება სათანადო და უტყუარი მტკიცებულებებით.(იხ. შესაგებელი , ტომი 1-ლი; ს.ფ. 45-53)
2.3.2.მოსარჩელეს 2014 წლის იანვრის თვიდან შეწყვეტილი აქვს შვილების მიმართ მატერიალური დახმარება,იგი თავს არიდებს მამობრივ პასუხისმგებლობას, მალავს შემოსავლებს, უთითებს ჯანმრთელობის თითქოსდა მძიმე მდგომარეობაზე, რათა არსებითად შემცირდეს მისი საალიმენტო გადასახადი, რაც ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, გაზიარებულ არ უნდა იქნას.
2.3.3.მოსარჩელის მიერ გადმოგზავნილი 1800 (ერთი ათას რვაასი) აშშ დოლარი არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ საალიმენტო ვალდებულების შესრულების მიზნით გადახდილ თანხას, ვინაიდან აღნიშნული გადმოგზავნილი იყო მიზნობრივად, კერძოდ შვილებისათვის მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერის შესაძენად, შესაბამისად არ არსებობს სარჩელით წარმოდგენილი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
_თ----- კ--------ს (წარმომადგენელი ი---- ა-------------) სარჩელი ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
_მოსარჩელე თ----- კ--------ს (პირადი №6----------) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა - თითოეული შვილის მიმართ 500-500 (ხუთას-ხუთასი) ლარი შეუმცირდა 300 (სამასი) ლარით და არასრულწლოვანი შვილების -2003 წლის 26 აპრილს დაბადებულ გ------- თ-----ის ძე ბ--------ისა (პ/ნ 5---------- ) და 2005 წლის 28 დეკემბერს დაბადებულ ქ------- თ-----ის ასული ბ--------ის (პ/ნ 5----------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად დაეკისრა 200-200 (ორას-ორასი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის დღიდან -2016 წლის 27 დეკემბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე;
_ თ----- კ--------ს მოთხოვნა გადაუხდელი საალიმენტო დავალიანების თანხის ჩათვლის და შემცირების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;
2.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.4.1. მოსარჩელე თ----- კ--------სა და მოპასუხე მ--- ბ---------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი- 2003 წლის 26 აპრილს დაბადებული გ------- თ-----ის ძე ბ--------- და 2005 წლის 28 დეკემბერს დაბადებული ქ------- თ-----ის ასული ბ---------. ბავშვები გვარის შეცვლის შედეგად ატარებენ დედის გვარს, ბ---------ს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობები (ტომი 1-ლი,ს.ფ.111-112),- სასამართლოს გადაწყვეტილება (ტომი 1-ლი, ს.ფ 15-18, 23-26),- მხარეთა ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი)
2.4.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მ--- ბ--------ის სარჩელი და მოსარჩელე თ----- კ--------ს, მ--- ბ--------ის სასარგებლოდ, მათი არასრულწლოვანი შვილების გ------- და ქ------- ბ---------ების სარჩოდ, ალიმენტის სახით, დაეკისრა ყოველთვიურად თითოეულ შვილზე 500-500 ლარის, სულ 1000 ლარის გადახდა, შვილების სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე, სარჩელის აღძვრის დღიდან 2015 წლის 20 ნოემბრიდან.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას.
-ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება(იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 15-18).
2.4.3. მოპასუხე თ----- კ--------ს მიერ გასაჩივრებული იქნა 2016 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუმცა მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
-მხარეთა ახსნა-განმარტება (დაზუსტებული სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
-ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება(იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 15-18)
-ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 04 ივლისის განჩინება საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ (იხ ტომი 1-ლი, ს.ფ. 19-22)
-ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინება (იხ. ტომი ქ-ლი, ს.ფ. 23-26)
საქმეზე სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.4.4. საქმეში წარმოდგენილი გამოსაწერი ეპიკრიზის, ავადმყოფობის N3567 ისტორიით სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ მ----–---–- (კ--------) თ-----ი გ---ს ძე, მცხოვრები რუსეთის ფედერაცია, ქ. კ------–--–-, კ------–---ის ქუჩა N2---ში, ასაკი 51 წლის, იმყოფებოდა ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში 2016 წლის 02 იანვრიდან 2016 წლის 29 იანვრის ჩათვლით. მას დაესვა შემდეგი დიაგნოზი: მწვავე ჩირქოვანი ორმხრივი ორქიეპიდიდიმიტი, სათესლის პარკისა და შორისის ჩირქოვან-ნეკროზული ფლეგმონა, სეფსისი. 2016 წლის 07, 13 და 15 იანვარს ჩაუტარდა ოპერაციები და დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა ამბულატორიული მკურნალობისათვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი ავადმყოფობის ისტორიიდან (ს.ფ.27-29).
-მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი)
2.4.5. ჯსსსდ „კ------–--–ის ცრს“ ზრადსრულთა პოლიკლინიკური განყოფილების ამბულატორიული ბარათის ამონაწერით სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ თ-----ი გ---ს ძე კ--------, დაბადებული 0--------- წელს, 25.03.2015 წლიდან 30.03.15 წლამდე მკურნალობდა ჯსსსდ „კ------–--–ის ცრს“-ს ქირურგიულ განყოფილებაში. 26.03.2015 წელს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. 2017 წლის ამბულატორიული ბარათის მონაცემებით, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პოლიკლინიკაში სამედიცინო დახმარების თაობაზე არ მიუმართავს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ამბულატორიული ბარათის ამონაწერი (ს.ფ.132-133).
- მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი)
2.4.6. 2016 წლის 19 ნოემბერს გაცემული N3 შემოსავლების შესახებ ცნობის თანახმად სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ თ----- კ--------, დაბადებული 1963 წლის 02 დეკემბერს, 2016 წლის 04 ივლისიდან მუშაობდა მძღოლად ი/მ რ--------------სთან (---------------, ოგრნ 3--------------) და მისმა ხელფასმა 2016 წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით ჯამში შეადგინა
66000 რუბლი.
სასამართლო დეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა შემოსავლების შესახებ (ტომი1-ლი,ს.ფ.32-33).
-მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი)
2.4.7. საქმეში წარმოდგენილი ინდ. მეწარმეთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის ამონაწერით სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ინდ. მეწარმე ირინა რ--------------ს სამეწარმეო საქმიანობა შეწყვეტილი აქვს 2008 წლის 08 სექტემბრიდან.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი ინდ. მეწარმეთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან (იხ ტომი 1-ლი, ს.ფ.78-109)
2.4.8. საქმეში წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებით, გადახდის უწყისებითა და სახელფასე უწყისებით სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ 2017 წლის 01 იანვარს თ----- კ-------- ინდ. მეწარმე ი.ნ. პორიადინასთან გაფორმდა მძღოლად და მას 2017 წლის 16 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ერიცხებოდა ხელფასი - 2017 წლის 16 იანვრიდან - 30 ივნისის ჩათვლით 7177.50 რუბლი, ხოლო 2017 წლის 14 ივლისიდან - 31 ოქტომბრის ჩათვლით 7464.60 რუბლი. 2017 წლის 31 ოქტომბერს კი გაუქმდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- გადახდის უწყისები (იხ ტომი1-ლი,ს.ფ.152-193);
-შრომითი ხელშეკრულება (იხ. ტომი 1-ლი ს.ფ.194-202);
-სახელფასე უწყისი(იხ ტომი 1-ლი, ს.ფ.204-217).
2.4.9. მოსარჩელე თ-----ი კ-------- ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, მ----------ს ოლქის ქ. კ------–--–-ში, პროფესიით არის მძღოლი და არის შრომისუნარიანი პირი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას :
-ამონაწერი ავადმყოფობის ისტორიიდან (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ. 27-29).
-მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ. ტომი 1-ლი,2018 წლის 13 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ 294-305)
2.4.10. სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული საალიმენტო დავალიანება მხარის მიერ არ შესრულებულა. 2018 წლის 22 მაისის, 21 და 28 აპრილის ფულადი სახსრების გადარიცხვის შესახებ განცხადებების მიხედვით, თ-----ი კ--------მ მოპასუხე მ--- ბ---------ს პირად ანგარიშზე გადაურიცხა ფულადი თანხები 500-500 აშშ დოლარი და 800 9რვაასი) აშშ დოლარი, ჯამში 1800 (ერთი ათას რვაასი) აშშ დოლარი, რომელშიც დანიშნულება მითითებული არ არის.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-ინფორმაცია თანხების გადარიცხვების შესახებ (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ. 250-258).
-მხარეთა ახსნა-განმარტებები ( იხ ტომი 1-ლი 2018 წლის 13 აგვისტოს სასამ. სხდომის ოქმი)
2.4.11. მოპასუხე მ--- ბ--------- დასაქმებულია და აქვს შემოსავალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოპასუხის ახსნა-განმარტება ( 2018 წლის 13 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი)
2.5. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე , საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე, 1231-ე, 1234-ე, 1237-ე , საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებზე და განმარტა შემდეგი:
2.5.1. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მოითხოვს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, კონკრეტულად სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, შეიცვალა მისი მატერიალური მდგომარეობა. სასამართლომ მოუხმო განსახილველი სამარტაურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებს, სახელდობრ საქართველოს საქმოქალაქო კოდექსის 1202-ე, 1212-ე 1213-ე, 1214-ე მუხლებს და ასეთი შეაჯერა რა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში თ----- კ--------სა და მ--- ბ---------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, 2003 წლის 26 აპრილს დაბადებული გ------- თ-----ის ძე ბ--------- და 2005 წლის 28 დეკემბერს დაბადებული ქ------- თ-----ის ასული ბ---------. მხარეები ფაქტობრივად აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოპასუხე მ--- ბ--------- არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს საქართველოში, ხოლო მოსარჩელე თ----- კ-------- რუსეთის რესპუბლიკაში.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მ--- ბ--------ის სარჩელი და მოსარჩელე თ----- კ--------ს, მ--- ბ--------ის სასარგებლოდ, მათი არასრულწლოვანი შვილების გ------- და ქ------- ბ---------ების სარჩოდ, ალიმენტის სახით, დაეკისრა ყოველთვიურად თითოეულ შვილზე 500-500 (ხუთასი-ხუთასი) ლარის, სულ 1000 (ერთი ათასი) ლარის გადახდა, შვილების სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე, სარჩელის აღძვრის დღიდან 2015 წლის 20 ნოემბრიდან.
2.5.2. სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. სასამართლომ მიუთითა, რომ კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე სხვა არაერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
2.5.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო სამართლებრივ აქტს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ“. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება. ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
2.5.4.სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის №14 ზოგად კომენტარში, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.ამავე კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლომ აგრეთვე მიუთითა მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე, რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელებისგზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 1966 წლის 16 დეკემბრის ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
2.5.5. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანთა უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ისინი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ ამასთან განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არამარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2.5.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221 -ე მუხლზე, რომლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ალიმენტის დადგენილი ოდენობის შეცვლა, მისი შემცირების გზით უკავშირდება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობას: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; 2. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუარესდეს, მაგ: შემოსავლების შემცირება; 3. ოჯახური მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, რაც გულისხმობს კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდას 4. შემცირებული ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
2.5.6. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლზე აპელირებით აღნიშნა, რომ ისეთ შემთხვევში თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის, გარემოებათა შეცვლის შემთხვევაში იგი ექვემდებარება გადაანგარიშებას. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული მუხლი, მართალია, ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო- სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.
2.5.7. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლომ მიუთითა, რომ გ------- ბ--------- და ქ------- ბ--------- არიან არასრულწლოვნები, გვარის შეცვლის გამო, ამჟამად ატარებენ დედის გვარს და აქვთ ასაკიდან გამომდინარე მოთხოვნილებები და საჭიროებები, ბავშვები მამა - მოსარჩელე თ----- კ-------- ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, 2016 -2017 წლებში იგი მუშაობდა მძღოლის პოზიციაზე, ხოლო 2017 წლის 31 ოქტომბრიდან კი უმუშევარია. მის მიერ წარმოდგენილი ცნობებით ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ, ირკვევა, რომ მას გარკვეული პერიოდი ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა იგი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა საავადმყოფოდან 2016 წლის მარტში, ხოლო 2017 წლის ამბულატორიული ბარათის მონაცემებით, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პოლიკლინიკაში სამედიცინო დახმარების თაობაზე არ მიუმართავს.აქვე სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ დოკუმენტებში არაფერია მითითებული მის შრომისუუნარობაზე და სამომავლო სამსახურებრივი პერსპექტივის არარსებობაზე. 2016 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ თ----- კ-------- მ--- ბ---------ს ყოველთვიურად უგზავნიდა ფულად გზავნილს 1000(ერთი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო განსახილველ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ის უმუშევარია, რაც ცხადჰყოფს იმას, რომ შეიცვალა მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა, თავის მხრივ კი მოპასუხე მ--- ბ---------მ კი ვერ დაადასტურა მოსარჩელე თ----- კ--------ს ყოველთვიური სტაბილური შემოსავლის არსებობა სარჩელის აღძვრის და შემდგომი პერიოდისათვის.
შესაბამისად, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, შეიცვალა რა მოსარჩელე თ----- კ--------ს მატერიალური მდგომარეობა მისი გაუარესების გზით, სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ,მართალია, ბავშვების ინტერესი უპირატესია, მაგრამ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა - ყოველთვიურად 500-500 ლარი, აღარ არის მოსარჩელის რეალური ქონებრივი მდგომარეობის შესატყვისი და რომ აღნიშნულის მხედველობაში მიღებით ნაწილობრივ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1121-ე მუხლით ალიმენტის ოდენობის შემცირებისათვის აუცილებელი წინაპირობები, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირება, მაგრამ არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით, არამედ საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით. სასამართლომ მიუთითა, რომ ალიმენტის ოდენობის ნაწილობრივ შემცირება, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ შეიძლება შეფასდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების ხელყოფად.
ზემოხსენებულთან ერთად სასამართლომ განმარტა იმის შესახებ, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს სწორედ მშობლის შესაძლებლობები და რომ ამდენად, ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. თუმცა მაინც უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
2.5.8. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვნების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. არასრულწლოვანის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. აღნიშნა, რომ გაზრდილია ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობაც შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ამასთან მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ არ შეიძლება შეილახოს არცერთი მხარის კანონით დაცული უფლებები და ინტერესები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში გ------- და ქ------- ბ---------ები არიან რა არასრულწლოვნები, მათ აქვთ ასაკიდან გამომდინარე მოთხოვნილებები და საჭიროებები, რაც ყოველდღიურ ყოფაში მატულობს, შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხე, ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობით შემცირების შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ფინანსურ სახსრებს და რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს.ამასთან სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ბავშვების ინტერესების საზიანოდ ალიმენტის ოდენობის შეცვლას. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ შეცვლილი სახით მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა 100-100 ლარი, საკმაოდ მცირეა საქმის განხილვის დროის მდგომარეობით ბავშვებისათვის აუცილებელ ხარჯებთან მიმართებით.
2.5.9. სასამართლომ მიუთითა, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტვალდებულის დროებითი უმუშევრობაც კი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვები დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელეს არ უდასტურდება სტაბილურად ყოველთვიური მაღალი შემოსავლის მიღება, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ თ----- კ-------- 2017 წლის ოქტომბრამდე იყო დასაქმებული, იგი არ არის შრომისუუნარო და სამომავლოდ შვილების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შესძლოს კვლავ დასაქმება, ასევე სასამართლომ მხედველობაში მისაღებად მიიჩნია ის გარემოება, რომ ბავშვები საცხოვრებლად იმყოფებიან დედასთან - მ--- ბ---------სთან და მამის ვალდებულება შემოფარგლულია მხოლოდ ალიმენტის გადახდით, მას არ უწევს დამატებითი ხარჯების გაწევაში მონაწილეობა და მთლიანი ზრუნვა გადადის იმ მშობელზე, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს.
სასამართლომ მხედველობაში მიიიღო სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობის თაობაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, რაც საშუალო მომხმარებლისათვის 2016 წლის დეკემბრისათვის შეადგენდა - 161.60 ლარს, ხოლო ამჟამად კი -171.4 ლარს.
2.5.10. სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლზე, რომლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან .
საქმეზე დადგენილი ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის ნაწილობრივ შეცვლის, ბავშვების ასაკის, მათი ნორმალური რჩენა- აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს და მოსარჩელის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა, სარჩელის აღძვრიდან 2016 წლის 28 დეკემბრიდან, უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 200-200 (ორას -ორასი) ლარით.
2.5.11. დაზუსტებული სარჩელით წარმოდგენილ მოთხოვნასთან მიმართებაში სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით და დაადგინა, რომ სასარჩელო მოთხოვნა საალიმენტო დავალიანების თანხის შემცირებისა და ჩათვლის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილებულიყო შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ არ გაიზიარა, მოსარჩელის განმარტება, რომ 2015 წლის შემოდგომაზე იგი მძიმედ დაავადდა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდა ამბულატორიულ და სტაციონალურ (ჰოსპიტალურ) მკურნალობაზე. ამ დროის განმავლობაში იგი არ მუშაობდა, არ გააჩნდა არავითარი მატერიალური შემოსავალი, თავს ირჩენდა მეგობრების დახმარებით, რის გამოც ვერ შეძლო დაკისრებული ალიმენტის თანხის გადახდა, რადგან ამ გარემოებების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე დაადგინა, რომ ,მართალია, თ----- კ--------მ გაიკეთა ოპერაცია, თუმცა ოპერაციების გადატანის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებისთვის აღარ მიუმართავს. აღნიშნული ერთი თვის გარდა, თ----- კ-------- აღარ იმყოფებოდა მკურნალობის ქვეშ, მუშაობდა და ჰქონდა შემოსავალიც. რის გამოც განსახილველი სარჩელის აღძვრამდე უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობის 5000 ლარამდე შემცირების და შესაბამისად 1800 აშშ დოლარის (ეროვნული ვალუტის კურსით - 4400 ლარი) ჩათვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
3. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
წინამდებარე გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
3.1. თ----- კ--------ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ასეთის დამადასტურებელ მტკიცებულებებს მისცა უსწორო შეფასება და მსგავსად დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა, საალიმენტო თანხა (200-200 ლარი) განუსაზღვრა კაბალური ოდენობით, ხოლო საალიმენტო დავალიანების შემცირებაზე უთხრა უარი, რითაც შელახა მისი კანონიერი უფლებები და ინტერესები.
3.1.2 სასამართლომ ფაქტობრივი გარემოების არასწორი შეფასებით მიუთითა, რომ თითქოს მას სრულად აღუდგა ჯანმრთელობის და ქონებრივი მდგომარეობა და, რომ მის მოპასუხისთვის მის მიერ გადარიცხულ თანხებზე არ იყო მითითებული მათი დანიშნულება, რაც ასევე არასწორია, რადგან გარდა შვილების რჩენის ვალდებულებისა, სხვა რამ ვალდებულება მოპასუხის წინაშე მას არ გააჩნია.
3.2. მ--- ბ--------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
3.2.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ შეგნებულად თავი აარიდა მიეცა სამართლებრივი შეფასება ი/მ ი.ა. რ--------------ს მიერ 19.11.2016წ. გაცემულ №- ცნობას - შემოსავლების შესახებ, რა დროსაც ამ საბუთის სიყალბე უტყუარად დადასტურებულია რუსეთის ფედერაციის საშემოსავლო სამსახურის სარაიონთაშორისო ინსპექციის ამონაწერით, რომლითაც სამეწარმეო საქმიანობა ინდ. მეწარმეს შეწყვეტილი აქვს 2008 წლის 08 სექტემბრიდან და ამ თარიღის შემდგომ პერიოდში რაიმე სახის ცნობის გაცემის უფლება არ გააჩნდა.
3.2.2. სასამართლომ მართალია მიუთითა ი/მ ი.ნ. პორიადინას მიერ გაცემულ ცნობაზე,რომელიც იდენტურია სარჩელში მოსარჩელის მიერ მითითებული შემოსავლის ოდენობასთან, თუმცა არაფერი თქვა იმაზე, რომ მოსარჩელემ აშკარად უგულველბელყო სასამართლოს დავალება და არ წარმოადგინა საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერი შესაბამისი შემოსავლების ასახვით.
3.2.3. სასამართლო არარსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობა შეიცვალა ნაწილობრივ და რომ ეს უკანასკნელი 2017 წლის 31 ოქტომბრიდან უმუშევარია .
3.2.4.სასამართლომ პასუხგაუცემელი დატოვა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ ბავშვების გულის მოგების მიზნით გამოაგზნა 1800 აშშ დოლარი, ძვირადღირებული მობილური ტელეფონების და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, ისეთ ვითარებაში, როდესაც იმყოფება მატერიალური თვალსაზრისით მძიმე ეკონომიურ პირობებში.
3.2.5.არსებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, უმუშევარ მშობელს 70-100 ლარამდე უწესებენ საალიმენტო ვალდებულებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მხედველობაში მიიღო საარსებო მინიმუმის ოდენობა და კვლავ დასაქმების შესაძლებლობა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
3.2.6. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სარჩელის აღძვრიდან (28.12.2016წ.) უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 200-200 ლარით გადასახდელი ალიმენტის ოდენობა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--- ბ--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თ----- კ--------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სახელდობრ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2---გვისტოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ იმ ნაწილში (მე-3 პუნქტი), რომლითაც თ----- კ--------ს სარჩელი გადაუხდელი საალიმენტო დავალიანების თანხის ჩათვლის და შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება. თ----- კ--------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ-თ----- კ--------ს გადაუხდელი ალიმენტის თანხის ანგარიშში გადახდილად ჩაეთვალოს 1800 (ერთი ათას რვაასი) აშშ დოლარი ეროვნული ვალუტის კურსით 4 400 (ოთხი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
4.1.ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.1. მოსარჩელე თ----- კ--------სა და მოპასუხე მ--- ბ---------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი- 2003 წლის 26 აპრილს დაბადებული გ------- თ-----ის ძე ბ--------- და 2005 წლის 28 დეკემბერს დაბადებული ქ------- თ-----ის ასული ბ---------. ბავშვები გვარის შეცვლის შედეგად ატარებენ დედის გვარს, ბ---------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ------- და გ------- ბ---------ების დაბადების მოწმობები (იხ. ტომი 1-ლი; ს.ფ.111-112),4.2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ--- ბ--------ის სარჩელი და მოსარჩელე თ----- კ--------ს, არასრულწლოვანი შვილების გ------- მატაჟიანცის და ქ------- კ--------ს სასრგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად თითოეულ შვილზე 500-500 (ხუთასი-ხუთასი) ლარის, სულ 1000 (ერთი ათასი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის დღიდან -2015 წლის 20 ნოემბრიდან შვილების სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე. ამავე გადაწყვეტილებით გ------- მეტაჟიანცს და ქ------- კ--------ს შეეცვალათ გვარი და მიენიჭათ დედის გვარი ბ--------- და დადგენილ იქნა დაბადების სააქტო ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილების შეტანა.არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
-ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება(იხ ტომი 1-ლი; ს.ფ. 15-18).
4.3. არასრულწლოვანი ბავშვები-ქ------- და გ------- ბ---------ები ცხოვრობენ დედასთან-მ--- ბ---------სთან ერთად საქართველოში, ხოლო თ----- კ-------- ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში,კერძოდ მ----------ს ოლქის ქ. კ------–--–-ში, პროფესიით არის მძღოლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებლი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის სხდომის ოქმი)
4.5. თ----- კ--------ს აწუხებს ჯანმრთელობის პრობლემები, რაც დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით, სახელდობრ:
4.5.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით- გამოსაწერი ეპიკრიზის, ავადმყოფობის №-567 ისტორიით სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მ----–---–- (კ--------) თ-----ი გ---ს ძე, მცხოვრები რუსეთის ფედერაცია, ქ. კ------–--–-, კ------–---ის ქუჩა №2---ში, ასაკი 51 წლის, იმყოფებოდა ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში 2016 წლის 02 იანვრიდან 2016 წლის 29 იანვრის ჩათვლით. მას დაესვა შემდეგი დიაგნოზი: მწვავე ჩირქოვანი ორმხრივი ორქიეპიდიდიმიტი, სათესლის პარკისა და შორისის ჩირქოვან-ნეკროზული ფლეგმონა, სეფსისი. 2016 წლის 07, 13 და 15 იანვარს ჩაუტარდა ოპერაციები და დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა ამბულატორიული მკურნალობისათვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. (იხ. ტომი 1-ლი.ს.ფ. 27-29)
4.5.2. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით -ჯსსსდ „კ------–--–ის ცრს“ ზრადსრულთა პოლიკლინიკური განყოფილების ამბულატორიული ბარათის ამონაწერით დადგენილია იქნა, რომ თ-----ი გ---ს ძე კ--------, დაბადებული 0--------- წელს, 2015 წლის 25 მარტიდან ამავე წლის 30 მარტამდე მკურნალობდა ჯსსსდ „კ------–--–ის ცენტრალური რაიონული სავადმყოფოს “-ს ქირურგიულ განყოფილებაში. 26.03.2015 წელს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა: სათესლე ჯირკვლის მილის კისტის ამოკვეთა. (იხ. ტომი 1-ლი; ს.ფ.132-134);
4.5.3.საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით-რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულების-,,ვ.ა. ა-–-------ის სახელობის ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის 2018 წლის 21 ნოემბრის ცნობით დადგენილია, რომ კ-------- თ-----ი, დაბადებული 1963 წლის 02 დეკემბერს, მცხოვრები მისამართზე მ----------ს ოლქი, კ------–--–ის რ-ნი, ქ. კ------–--–-, კ----------–-----ს ქ. №2---, პასპორტი, სერია 4----------, 2018 წლის 01 ოქტომბრიდან ამავე წლის 11 ოქტომბრამდე იმყოფებოდა ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულების-,,ვ.ა.ა-–-------ის სახელობის ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის, ქ. ს------------------ი, ა-------------ს ქ.№2 ონკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობის ქირურგიული მეთოდების განყოფილებაში სტაციონალურ მკურნალობაზე (იხ. ტომი მე-2 ს.ფ. 99-100-101)
4.5.4 საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით-რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულების-,,ვ.ა. ა-–-------ის სახელობის ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის კარდეოლოგიური განყოფილების აღდგენითი მკურნალობის№2 , გაწერის ეპიკრიზი№--------- 2018 დადგენილია, რომ კ-------- თ-----ი, დაბადებული 1963 წლის 02 დეკემბერს, (დაავადების ისტორიის №-------- 2018) მცხოვრები მისამართზე მ----------ს ოლქი, კ------–--–ის რ-ნი, ქ. კ------–--–-, კ----------–-----ს 2018 წლის 23 სექტემბრიდან ამავე წლის 01 ოქტომბრამდე იმყოფებოდა ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულების-,,ვ.ა. ა-–-------ის სახელობის ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის კარდეოლოგიურ განყოფილებაში სტაციონალურ მკურნალობაზე. ძირითადი დიაგნოზი: გულის იშემიური დაავადება, კორონალური არტერიების ათეროსკლეროზი. 22.09 18Q მიოკარდიის ინფარქტი ქვედა კედლის გარშემორტყმით. PTCA მკას-ს სტენტირებით. კონკურებადი დიგნოზი; მწვავე პანკრიატიტი, საშუალო მძიმე მიმდინარეობა. თანმხლები დიაგნოზი: ჰიპერლიპიმედია II ა ტიპის, კუჭის ლეიომიომა, წყლული, გამწვავება, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სპერმისტული ტვინის კისტის ამოკვეთა (2015 წელი) (იხ.ტომი მე-2, ს.ფ 102-106)
4.5.5. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით-რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულების-,,ვ.ა. ა-–-------ის სახელობის ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის ონკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობის ქირურგიული მეთოდების განყოფილების გაწერის ეპიკრიზით დადგენილია, რომ კ-------- თ-----ი, დაბადებული 1963 წლის 02 დეკემბერს, (დაავადების ისტორიის № 2------ 2018) მცხოვრები მისამართზე : მ----------ს ოლქი, კ------–--–ის რ-ნი, ქ. კ------–--–-, კ----------–-----ს ქ. №2---, 2018 წლის 01 ოქტომბრიდან ამავე წლის 11 ოქტომბრამდე გეგმიურად იმყოფებოდა ქირურგიულ, ანასთეზიოლოგიისა და რეანიმაციის განყოფილების №4 ინტენსიური თერაპიის პალატით (ა-------------ს) ქირურგია. გაწერის ძირითადი დიაგნოზი: K 85 მწვავე პანკრიატიტი , მძიმე ფორმა, კუჭის ლეიომიომა, ნაწიბუროვანი დეფორმაცია და თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვის ქრონიკული ნაწიბუროვანი წყლული, . კონკ: გულის იშემიური დაავადება, 22.09 18Q მიოკარდის ინფარქტი ქვედა გვერდითი ლოკალიზაცია. 22.09 2018. კორონალური ანტიოგრაფია. 23.09. 2018 წ. PTCA მმარჯვენა კორონალური არტერიის სტენტირებით. ჰიპერლიპიმედია II ა ტიპის, სპერმისტული ტვინის კისტის ამოკვეთა (2015 წელი) (იხ. ტომი მე-2 ს.ფ. 107-109);
4.5.6. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით-რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულების-,,ვ.ა. ა-–-------ის სახელობის ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის 2018 წლის 21 ნოემბრის ცნობით დადგენილია, რომ კ-------- თ-----ი, დაბადებული 1963 წლის 02 დეკემბერს, 2018 წლის 23 სეტემბრიდან ამავე წლის 01 ოქტომბრამდე იმყოფებოდა ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულების-,,ვ.ა.ა-–-------ის სახელობის ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის, ქ. ს------------------ი, პ------------ს გამზირ .№15 სტაციონალურ მკურნალობაზე დიაგნოზით: ძირითადი-გულის იშემიური დავადება. კორონალური არტერიების ათეროსკლეროზი. 22.09 18Q მიოკარდიის ინფარქტი ქვედა კედლის გარშემორტყმით. PTCA მკას-ს სტენტირებით (2 BMS); კონკურებადი: მწვავე პანკრიატიტი, საშუალო მძიმე მიმდინარეობა. თანმხლები: ჰიპერლიპიმედია II ა ტიპის, კუჭის ლეიომიომა, წყლული, გამწვავება, თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვის წყლული. 23.09.18. კორონალური ანტიოგრაფია. (იხ.ტომი მე-2, ს.ფ.110-112);
4.6. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ , რაც დაკავშირებულია ხარჯებთან , ასევე განაპირობა თ----- კ--------ს შრომისუნარიანობის შეზღუდვა, რამაც გავლენა მოახდინა შემოსავლის მიღებაზე და ასახულ იქნა მის მატერიალურ მდგომარეობაზე, მას არ აქვს მაღალი შემოსავალი, სახელდობრ:
4.6.1.საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით-2017 წელში ფიზიკური პირის შემოსავლების შესახებ ცნობით დადგენილია, რომ იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით ფიზიკური პირის-თ----- კ--------ს დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა 16 500 (თექვსმეტი ათას ხუთასი ) რუბლს, ხოლო ივლისის თვიდან ოქტომბრის ჩათვლით-17 160 (ჩვიდმეტი ათას ასსამოცი) რუბლს. (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 135-137)
4.6.2.საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით- შრომითი ხელშეკრულებით, გადახდის უწყისებითა და სახელფასე უწყისებით დადგენილია, რომ 2017 წლის 01 იანვარს თ----- კ-------- ინდ. მეწარმე ირინა ნ-----–----ის ასულ პორიადინასთან გაფორმდა მძღოლად და მას 2017 წლის 16 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ერიცხებოდა ხელფასი . სახელდობრ, 2017 წლის 16 იანვრიდან - 30 ივნისის ჩათვლით 7177.50 რუბლი, ხოლო 2017 წლის 14 ივლისიდან - 31 ოქტომბრის ჩათვლით 7464.60 რუბლი. 2017 წლის 31 ოქტომბერს კი გაუქმდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- გადახდის უწყისები (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ.152-193);
-შრომითი ხელშეკრულება (იხ ტომი 1-ლი, ს.ფ.194-202);
-სახელფასე უწყისები(იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ.204-217).
4.7. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით - ფულადი სახსრების გადარიცხვის შესახებ განცხადებებით დადგენილია, რომ თ----- კ--------მ მოპასუხე მ--- ბ---------ს 2018 წლის 21 აპრილს პირად ანგარიშზე გადაურიცხა ფულადი თანხა 800 (რვაასი) აშშ დოლარი, 2018 წლის 28 აპრილს 500(ხუთასი)აშშ დოლარი და ამავე წლის 22 მაისს 500(ხუთასი) აშშ დოლარი, ჯამში 1800 (ერთი ათას რვაასი) აშშ დოლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-ინფორმაცია თანხების გადარიცხვების შესახებ (ს.ფ. 250-258).
-მხარეთა ახსნა-განმარტებები ( 2018 წლის 13 აგვისტოს სასამართლოსხდომის ოქმი, 2018 წლის 10 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
4.8. მ--- ბ--------- დასაქმებულია და აქვს შემოსავალი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მ--- ბ--------ის ახსნა-განმარტება ( 2018 წლის 13 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი)
4.2.სამართლებრივი დასაბუთება
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის პრეამბულით, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა დეკლარაციით დადგენილია, რომ ,,ბავშვი მისი ფიზიკური და გონებრივი სიმწიფის გამო საჭიროებს სპეციალურ დაცვას და ზრუნვას, მათ შორის სათანადო სამართლებრივ დაცვას როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ“ . ,,სპეციალური დაცვის“ აუცილებელ ერთ-ერთ კომპონენტად კონვენცია განიხილავს არასრულწლოვანის სოციალურ უფლებას, რომელიც უდაოა, რომ ამავე კონვენციით აღიარებულ ,,საუკეთესო ინტერესის“ ცნებაში მოიაზრება. კონვენციის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის თანახმად აღიარებულია შემდეგი: ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული, თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდრეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების, ან კანონით მისზე პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს.
მოხმობილი კონვენციის 27-ე მუხლით ასევე აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
არასრულწლოვანის დაცვის (მათ შორის სოციალური) იმპლემენტაცია სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებშია ასახული, რომელთაგან ერთ-ერთს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე-1238-ე მუხლები წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლი წარმოადგენს მშობელთა სოციალური ვალდებულების საკანონმდებლო დეკლარირებას, რომლითაც იმპერატიულად დადგენილია, რომ მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ალიმენტი, სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს მინიმალურ მატერიალურ დაცვას იმ პირისა, რომელიც საჭიროებს ზრუნვას და სწორედ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირს არ შეუძლია დამოუკიდებლად მიაღწიოს იმ საარსებო აუცილებლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რომელიც მისი განვითარების ინტერესს ემსახურება, კანონი მას აღჭურავს ფართო უფლებამოსილებით ვალდებულ პირს მოსთხოვოს სარჩოს გადახდა, რომლის ნებაყოფლობით განუხორციელებლობის შემთხვევაში მას სრული რესურსი გააჩნია მიმართოს სამართლებრივი იძულების მექანიზმებს.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის შესაბამისად, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე - ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას.
ზემოთ მოხმობილი ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარეთა რეალური ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. ამასთან სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს,უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ,განსახილველი ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს,ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა. ამდენად, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის, გარემოებათა შეცვლის შემთხვევაში იგი ექვემდებარება გადაანგარიშებას. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.
კონკრეტულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, საქმეზე ფაქტობრივ გარემოებად დგინდება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ----- კ--------ს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით თითოეულ შვილთან მიმართებით დაეკისრა ყოველთვიურად 500-500 (ხუთასი-ხუთასი) ლარის, სულ 1000 (ერთი ათასი) ლარის გადახდა, სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ თ----- კ--------ს ჯერ კიდევ ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიღებამდე, წინარე პერიოდში, გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, სახელდობრ 2015 წლის მარტში მას ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა-სათესლე ჯირკვლის მილის კისტის ამოკვეთა, 2016 წლის იანვარში მას დაესვა დიაგნოზი: მწვავე ჩირქოვანი ორმხრივი ორქიეპიდიდიმიტი, სათესლის პარკისა და შორისის ჩირქოვან-ნეკროზული ფლეგმონა, სეფსისი და 2016 წლის 07, 13 და 15 იანვარს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაციები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 2018 წელში კიდევ უფრო დამძიმებულ იქნა, სახელდობრ მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში,იმყოფებოდა რა სტაციონალურ მკურნალობაზე დიაგნოზის სახით დაესვა გულის იშემიური დაავადება, კორონალური არტერიების ათეროსკლეროზი. 22.09 18Q მიოკარდიის ინფარქტი ქვედა კედლის გარშემორტყმით. PTCA მკას-ს სტენტირებით. კონკურებადი დიგნოზი: მწვავე პანკრიატიტი, საშუალო მძიმე მიმდინარეობა. თანმხლები დიაგნოზი: ჰიპერლიპიმედია II ა ტიპის, კუჭის ლეიომიომა, წყლული, გამწვავება, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სპერმისტული ტვინის კისტის ამოკვეთა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ , რაც დაკავშირებულია ხარჯებთან , ასევე განაპირობა თ----- კ--------ს შრომისუნარიანობის შეზღუდვა, რამაც გავლენა მოახდინა შემოსავლის მიღებაზე და ასახულ იქნა მის მატერიალურ მდგომარეობაზე, მას არ აქვს მაღალი შემოსავალი, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის კონტექსტში ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის მიზნით მხედველობაში მისაღები გარემოებაა, რაც ცხადჰყოფს იმას, რომ შეიცვალა მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა, თავის მხრივ კი მოპასუხე მ--- ბ---------მ კი ვერ დაადასტურა მოსარჩელე თ----- კ--------ს ყოველთვიური სტაბილური შემოსავლის არსებობა სარჩელის აღძვრის და შემდგომი პერიოდისათვის.
შესაბამისად, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, შეიცვალა რა მოსარჩელე თ----- კ--------ს მატერიალური მდგომარეობა მისი გაუარესების გზით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით აბსოლუტურად მართებულად მიიჩნია, რომ ,მართალია, ბავშვების ინტერესი უპირატესია, მაგრამ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა - ყოველთვიურად 500-500 ლარი, აღარ არის მოსარჩელის რეალური ქონებრივი მდგომარეობის შესატყვისი და რომ აღნიშნულის მხედველობაში მიღებით ნაწილობრივ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1121-ე მუხლით ალიმენტის ოდენობის შემცირებისათვის აუცილებელი წინაპირობები, რაც არ შეიძლება შეფასდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების ხელყოფად.
ზემოხსენებულთან ერთად სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ ბავშვები. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
განსახილველ შემთხვევაში, ასევე გასათვალისწინებელია ბავშვების ასაკი, კერძოდ, დგინდება, რომ ბავშვები არიან 13 და 15 წლის არასრულწლოვნები, რომელთა ასაკის ზრდასთან ერთად მატულობს მათი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ოდენობაც. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ მოთხოვნილი ალიმენტის შემცირება 100-100 (ასი - ასი) ლარამდე არ შეიძლება ჩაითვალოს იმ გონივრულ ოდენობად, რაც აუცილებელია არასრულწლოვანთათვის ელემენტარული პირობების შესაქმნელად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, ასევე, ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, უცილებელი სასიცოცხლო მინიმუმის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა, რომ ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა თითოეულ შვილთან მიმართებით იქნება 200-200 (ორასი-ორასი) ლარი და შესაბამისად სასამართლო გადაწყვეტილება სარჩელით წარმოდგენილი წინამდებარე მოთხოვნის ამ სახით ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე სავსებით დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად გადაწყვეტილებით განხილულ ამ მოთხოვნასთან მიმართებაში როგორც აპელანტ თ----- კ--------ს, ასევე აპელანტ მ--- ბ--------ის მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უბნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რაც შეეხება სარჩელით წარმოდგენილ მე-2 მოთხოვნას, რომლითაც მოსარჩელე თ----- კ-------- მოითხოვს გადაუხდელი საალიმენტო დავალიანების თანხის 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე შემცირებასა და 2018 წლის აპრილ-მაისში მოპასუხისათვის გადარიცხული თანხის 1 800 (ერთი ათას რვაასი) აშშ დოლარის აღნიშნულში ჩათვლას, ეროვნული ვალუტის კურსით - 4 400(ოთხი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით, ასეთი სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია ნაწილობრივ დასაბუთებულად, სახელდობრ სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის, აპელანტ თ----- კ--------ს განმარტებას იმის თაობაზე, რომ მან ზემოხსენებული თანხები მ--- ბ---------ს გადმოურიცხა სწორედ საალიმენტო დავალიანების ნაწილობრივ დასაფარად და შესაბამისად დაგროვილი საალიმეტო დავალიანების მოცულობა უნდა შემცირდეს 4 400(ოთხი ათას ოთხასი) ლარით, ხოლო რაც შეეხება მ--- ბ--------ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ 1800 (ერთი ათას რვაასი) აშშ დოლარი თ----- კ--------ს მიერ გადმორიცხულ იქნა სხვა დანიშნულებით, სახელდობრ შვილებისათვის შეპირებული ძვირადღირებული ტექნიკის-მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერის შესაძენად, აღნიშნული გაზიარებულ ვერ იქნება, ასეთის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს განსახილველი საკითხის საპროცესო მხარეზე. კერძოდ, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლიდან გამომდინარე აგებულია შეჯიბრობითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგადპროცესუალური სტანდარტიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარმატებულობას თავად მხარე განაპიროებებს, კერძოდ იმის მიხედვით, თუ რამდენად შეძლებს იგი საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარდგენას, მისი წარმატების ხარისხიც მაღალია. განსახილველ შემთხვევაში, როდესაც დადგენილია, რომ თ----- კ--------ს გააჩნია 15000 ლარზე მეტი ოდენობის საალიმენტო დავალიანება და საქმეში მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი მისი განმარტების უარმყოფელი მტკიცებულება, სააპელაციო პალატა იზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მას გარდა საალიმენტო ვალდებულების შესრულებისა, სხვა ვალდებულება მოპასუხის წინაშე არ გააჩნია და რომ მან სწორედ სააალიმენტო ვალდებულების შესასრულებლად გადმოგზავნა 1800 (ერთი ათას რვაასი) აშშ დოლარი შესაბამისად ასეთი მას უნდა ჩაეთვალოს საალიმენტო ვალდებულების შერულების ანგარიშში ზემოაღნიშნულის ექვივალენტის ლარში -(ოთხი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--- ბ--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თ----- კ--------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სახელდობრ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ იმ ნაწილში (მე-3 პუნქტი), რომლითაც თ----- კ--------ს სარჩელი გადაუხდელი საალიმენტო დავალიანების თანხის ჩათვლის და შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება. თ----- კ--------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ-თ----- კ--------ს გადაუხდელი ალიმენტის თანხის ანგარიშში გადახდილად ჩაეთვალოს 1800 (ერთი ათას რვაასი) აშშ დოლარი ეროვნული ვალუტის კურსით 4 400 (ოთხი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მ--- ბ--------- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მას, როგორც მოწინააღმდეგე მხარეს, უნდა დაეკისროს აპელანტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდა დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.
დადგენილია, რომ მ--- ბ--------- გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან, თუმცა მან სააპელაციო საჩივარზე შეცდომით გადაიხადა ბაჟი 150(აორმოცდაათი) ლარი. შესაბამისად, მ--- ბ---------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს შეცდომით გადახდილი სახლმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით უკან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1.მ--- ბ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.თ----- კ--------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება გაუქმდეს ნაწილობრივ იმ ნაწილში (მე-3 პუნქტი), რომლითაც თ----- კ--------ს სარჩელი გადაუხდელი საალიმენტო დავალიანების თანხის ჩათვლის და შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
4.თ----- კ--------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5.თ----- კ--------ს გადაუხდელი ალიმენტის თანხის ანგარიშში გადახდილად ჩაეთვალოს 1800 (ერთი ათას რვაასი) აშშ დოლარი ეროვნული ვალუტის კურსით 4 400 (ოთხი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება თ----- კ--------ზე თითოეული შვილის, სახელდობრ 2003 წლის 26 აპრილს დაბადებულ გ------- ბ--------ისა და 2005 წლის 28 დეკემბერს დაბადებულ ქ------- ბ--------ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრის დღიდან - 2016 წლის 27 დეკემბრიდან მათი სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე ყოველთვიურად 200-200 (ორასი-ორასი) ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელი.
6.აპელანტ თ----- კ--------ს მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
7.მ--- ბ---------ს თ----- კ--------ს სასარგებლოდ დაეკისროს 176 ლარის გადახდა;
8. მ--- ბ---------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს შეცდომით გადახდილი სახლმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება 1 , რეფერენსი-7223738682; გადახდის თარიღი-05.11.2018; გადასახადის გადამხდელის დასახელება--მ--- ბ---------, გადამხდელის ბანკი-სს ,,საქართველოს ბანკი“, ბანკის კოდი- BAGAGE22 ; მიმღების დასახელება-ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, ანგარიშის სახაზინო კოდი-300183150; მიმღების ბანკი-სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი-TRESGE22, გადახდის დანიშულება- მ--- ბ--------ის საჩივრის განხილვის საფასური).
9.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
10.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
11. საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ნანა კალანდაძე