გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN030210018002740342
N2/1330-2018
გადაწყვეტილება
ს----------–--- სახელით
27 ივნისი, 2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე:შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე
მოსარჩელე: ო---- ბ----–---–-,მოპასუხე: ს------- ბ--------,წარმომადგენელი: მ--- დ-------–--,დავის საგანი: ალიმენტის შემცირება და ალიმენტის დავალიანების თანხის გადახდისაგან გათავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი შვილების: 2----–-–-- 3-------------- დაბადებული ჯ------– ბ----–---–-ს, 2----–-–-- 1---------- დაბადებული ბ-------- ბ----–---–-ს და 2----–-–-- 1------------- დაბადებული ლ------- ბ----–---–-ს სასარგებლოდ ყოველთვიურად დაკისრებული ალიმენტის თითეულისათვის 150 ლარის გადახდის შემცირება ყოველთვიურად 50 ლარამდე მათ სრულწლოვანებამდე. შემცირებული ალიმენტის დაკისრების ათვლა დაიწყოს მოპასუხე ს------- ბ--------ს მიერ სარჩელის შეტანის დღიდან 2016 წლის 22 ივნისიდან.
1.2. 2016 წლის 22 ივნისიდან დაკისრებული ალიმენტიდან 30 თვის გადაუხდელი დავალიანების (450x30) 13 500 ლარის შემცირება 4500 ლარამდე, რომელსაც მოპასუხე ს------- ბ--------ს გადაუხდის ყოველთვიურად შვილების საზრდოდ შემცირებული ფორმით დაკისრებულ მიმდინარე ალიმენტთან ერთად, ხოლო (დავის საგნის) 9000 ლარის გადახდისაგან გათავისუფლება.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
მოსარჩელის განმარტებით, 2----–-–-- 28 აპრილიდან არარეგისტრირებულ, ხოლო 2----–-–-- 24 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ს------- ბ--------ს----, რომელსაც ქორწინების შემდგომ მიეკუთვნა მისი გვარი - ბ----–---–-. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი ჯ------– ბ----–---–- დაბადებული 2----–-–-- 3--------------, ბ-------- ბ----–---–- დაბადებული 2----–-–-- 1---------- და ლ------- ბ----–---–- დაბადებული 2----–-–-- 1-------------. ხასიათთა შეუთავსებლობის გამო, 2015 წლის მარტიდან ერთმანეთს დასცილდნენ, ხოლო მოგვიანებით, 2016 წლის 25 ნოემბრიდან ოფიციალურად შეწყვიტეს ქორწინება, რის შემდეგაც მოპასუხემ დაიბრუნა მისი გვარი ბ--------. 2016 წლის 22 ივნისს მოპასუხემ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ალიმენტის დაკისრება თითეულ ბავშვზე 150 ლარის ოდენობით. სარჩელში აღინიშნა, რომ დაცილების შემდეგ, თითქოს ბავშვებს სულ სამჯერ დაეხმარა ფინანსურად მიზერული თანხით, თუმცა რამდენით, ამას უკვე აღარ ამხელს. მოსარჩელის განმარტებით, არასტაბილური შემოსავლის გამო, შესაძლებლობის ფარგლებში ურიცხავდა მოპასუხეს ალიმენტის თანხებს. გარდა ამისა მოპასუხეს სარჩელში აღნიშნული ქონდა, რომ მუშაობდა შპს „ს---------------------------------“ კომპანიაში დისტრიბუტორად, არ უმხელდა ხელფასის ოდენობას და შვილებს არ უწევდა ფინასურ დახმარებას, რაც გახდა მიზეზი მოემართა სასამართლოსათვის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელე უთითებს, რომ აღნიშნულ სასამართლო პროცესზე, ფინანსური პრობლემების გამო, ვერ შეძლო გამოცხადება, იყო უმუშევარი და სათანადოდ ვერ დაიცვა თავისი ინტერესები, რაზედაც სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სამივე ბავშვის სარჩენად მათ სრულწლოვანებამდე დაეკისრა ყოველთვიურად თითოელისადმი 150 ლარის გადახდა, რომელსაც სტაბილური შემოსავლის უქონლობის გამო, ვერ იხდიდა და საალიმენტო დავალიანებამ, რომელიც არის 30 თვის გადაუხდელი შეადგინა 13500 ლარი. გარდა ზემოთ აღნიშნული გარემოებისა მის კმაყოფაზე იმყოფებიან ასევე მისი შვილები, რომლებიც ყავს პირველი ქორწინებიდან, გ------- ბ----–---–-, დაბადებული 1----–-–-- 1------------ და ა--------- ბ----–---–-, დაბადებული 2----–-–-- 9------------. უფროსი შვილის მოსამზადებლად აიღო სესხი 1200 ლარი, რომელიც არასტაბილური შემოსავლის გამო, დროულად ვერ დაფარა და დავალიანებამ შეადგინა 4246,47 ლარი. 200 ლარი აღებული აქვს, ს----------–--- ბ--------, რომელთანაც ანალოგიური პრობლემა შეექმნა დროულად ვერ შეძლო სესხის დაბრუნება და პროცენტიანად დასაფარი აქვს 1331,72 ლარი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე მ--- წ---–------, რომელთანაც აქვს ჯვარი დაწერილი, საჭიროებს მისგან ფინანსურ დახმარებას, ვინაიდან აქვს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები და საჭიროებს მუდმივ მკურნალობას.
მოსარჩელე ითხოვს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი შვილების: 2----–-–-- 3-------------- დაბადებული ჯ------– ბ----–---–-ს, 2----–-–-- 1---------- დაბადებული ბ-------- ბ----–---–-ს და 2----–-–-- 1------------- დაბადებული ლ------- ბ----–---–-ს სასარგებლოდ ყოველთვიურად დაკისრებული ალიმენტის, თითეულისათვის 150 ლარის გადახდის შემცირებას ყოველთვიურად 50 ლარამდე, მათ სრულწლოვანებამდე. შემცირებული ალიმენტის დაკისრების ათვლის დაწყებას მოპასუხე ს------- ბ--------ს მიერ სარჩელის შეტანის დღიდან 2016 წლის 22 ივნისიდან.
2016 წლის 22 ივნისიდან დაკისრებული ალიმენტიდან 30 თვის გადაუხდელი დავალიანების (450x30) 13 500 ლარის შემცირებას 4500 ლარამდე, რომელსაც მოპასუხე ს------- ბ--------ს გადაუხდის ყოველთვიურად შვილების საზრდოდ შემცირებული ფორმით დაკისრებულ მიმდინარე ალიმენტთან ერთად, ხოლო (დავის საგნის) 9000 ლარის გადახდისაგან გათავისუფლებას.
მოსარჩელე ო---- ბ----–---–-- საქმის მომზადების სტადიაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი შვილების: 2----–-–-- 3-------------- დაბადებული ჯ------– ბ----–---–-ს, 2----–-–-- 1---------- დაბადებული ბ-------- ბ----–---–-ს და 2----–-–-- 1------------- დაბადებული ლ------- ბ----–---–-ს სასარგებლოდ, თითოეულისთვის ყოველთვიურად დაკისრებული ალიმენტის 150 ლარის შემცირებას ყოველთვიურად 80 ლარამდე, მათ სრულწლოვანებამდე. შემცირებული ალიმენტის დაკისრების ათვლის დაწყებას მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების დღიდან. ასევე ითხოვს გადაუხდელი ალიმენტის თანხის 15375 ლარის გადახდისაგან გათავისუფლებას იმ საფუძვლით, რომ არა აქვს აღნიშნული თანხის გადახდის შესაძლებლობა, უმუშევარია, თანხის გადახდას ვერ შეძლებს, ამასთან ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო მისი ავადმყოფობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობის და უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელე ო---- ბ----–---–- 2----–-–-- 24 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ს------- ბ--------ს----.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- სარჩელის პირველი ფაქტობრივი გარემოებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ფოთის სამსახურის მიერ 2----–-–-- 24 თებერვალს გაცემული ქორწინების მოწმობით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.1.2. მოსარჩელე ო---- ბ----–---–- და მოპასუხე ს------- ბ-------- განქორწინდნენ 2016 წლის 25 ნოემბერს.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- სარჩელის მე-2 ფაქტობრივი გარემოებით, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის მიერ 2016 წლის 25 ნოემბერს გაცემული განქორწინების მოწმობით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.1.3. მოსარჩელე ო---- ბ----–---–- და მოპასუხე ს------- ბ--------ს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი - ჯ------– ბ----–---–-, დაბადებული 2----–-–-- 3--------------, ბ-------- ბ----–---–-, დაბადებული 2----–-–-- 1---------- და ლ------- ბ----–---–-, დაბადებული 2----–-–-- 1-------------.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- სარჩელის მე-3 ფაქტობრივი გარემოებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.1.4 2016 წლის 22 ივნისს მოპასუხემ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ალიმენტის დაკისრება თითეულ ბავშვზე 150 ლარის ოდენობით. 2016 წლის 07 ოქტომბრის ფოთის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად და მოპასუხე ო---- ბ----–---–- დაეკისრა ალიმენტი არასრულწლოვანი შვილების - ჯ------– ბ----–---–-ს, დაბადებული 2----–-–-- 3--------------, ბ-------- ბ----–---–-ს, დაბადებული 2----–-–-- 1---------- და ლ------- ბ----–---–-ს, დაბადებული 2----–-–-- 1------------- სასარგებლოდ თითეულისათვის 150-150 ლარის ოდენობით
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- სარჩელის მე-3 ფაქტობრივი გარემოებით, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილები, მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.1.5 მოსარჩელე ო---- ბ----–---–- პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი - გ------- ბ----–---–-, დაბადებული 1----–-–-- 1------------ და ა--------- ბ----–---–-, დაბადებული 2----–-–-- 9------------.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- სარჩელის მე-6 ფაქტობრივი გარემოებით, შვილების დაბადების მოწმობებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.1.6. მოპასუხე ს------- ბ-------- რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 1----, მისი შემოსავლის წყაროა მხოლოდ სოციალური დახმარება 390 ლარი და ქ.ფოთის მ----–----–-------- მ------ დახმარება 50 ლარი, მთლიანობაში 440 ლარი. სამივე შვილი ცხოვრობს მასთან ნაქირავებ ბინაში. უმუშევარია.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- ამონაწერით სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიანი ბაზიდან, მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს შორის დავის საგანია ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც სამართლებრივად იწვევს დაკისრებული ალიმენტის შემცირებას და დაგროვილი საალიმენტო დავალიანებისგან გათავისუფლებას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და უნდა შემცირდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დაკისრებული ალიმენტის თანხა და ო---- ბ----–---–- უნდა დაეკისროს მისი არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–-- 3-------------- დაბადებული ჯ------– ბ----–---–-ს, 2----–-–-- 1---------- დაბადებული ბ-------- ბ----–---–-ს და 2----–-–-- 1------------- დაბადებული ლ------- ბ----–---–-ს სასარგებლოდ თითეულისათვის ყოველთვიურად 80 ლარის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების გამოცხადების დღიდან - 2019 წლის 27 ივნისიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე.
მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომლითაც მოითხოვდა ალიმენტის დავალიანების თანხის 15375 ლარის გადახდისაგან გათავისუფლებას.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1221-ე, 1231-ე, 1237-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ, სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
6.2. კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით, მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.
6.3. მოსარჩელის განმარტებით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 07 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პერიოდში, იყო უმუშევარი. 2018 წლის 6 თებერვლიდან, 2018 წლის 13 აპრილამდე მუშაობდა შპს „სანტე ჯი ემ თი პროდუქტებში“ ძირითად შტატში თანამდებობაზე - ლოჯისტიკის სამსახურის მძღოლ-ექსპედიტორად და მისი ყოველთვიური ხელფასი (ხელზე ასაღები) შეადგენდა 400 ლარს, რაც დასტურდება „სანტე ჯი ემ თი პროდუქტებიდან“ წარმოდგენილი ცნობით. ამჟამადაც უმუშევარია, არ გააჩნია არანაირი შემოსავალი და უძრავ-მოძრავი ქონება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
მოპასუხის მითითებით, ის ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე დასაქმებულია და აქვს შემოსავალი, თუმცა, აღნიშნულის დასადასტურებლად მას არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ფოთის საქალაქო სასამართლო 2016 წლის 07 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა შეიცვალა - გაუარესდა. რაც წარმოადგენს დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველს, შესაბამისად უნდა შემცირდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დაკისრებული ალიმენტის თანხა და ო---- ბ----–---–- უნდა დაეკისროს მისი არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–-- 3-------------- დაბადებული ჯ------– ბ----–---–-ს, 2----–-–-- 1---------- დაბადებული ბ-------- ბ----–---–-ს და 2----–-–-- 1------------- დაბადებული ლ------- ბ----–---–-ს სასარგებლოდ თითეულისათვის ყოველთვიურად 80 ლარის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების გამოცხადების დღიდან - 2019 წლის 27 ივნისიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება ან ალიმენტის დავალიანების შემცირება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები მისი ავადმყოფობის ან სხვა საპატიო მიზეზით ალიმენტის დავალიანების გადახდევინებისაგან გათავისუფლების შესახებ და მარტოოდენ იმაზე მითითება, რომ არ გააჩნია სასამართლოს მიერ განსაზღვრული გადაუხდელი ალიმენტის თანხის ანაზღაურების შესაძლებლობა, არ ქმნის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს, ამიტომ ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას ალიმენტის დავალიანების თანხის 15375 ლარის გადახდისაგან გათავისუფლებაზე.
7. საპროცესო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და "ვ" პუქტების თანახმად, სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლოს ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები - ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე და მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით;
ამ დანაწესიდან გამომდინარე, ალიმენტის შემცირების ნაწილში მხარეები გათავისუფლებული არიან სახელწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამიტომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განისაზღვროს ალიმენტის დავალიანების თანხის - 15375 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების ნაწილში.
მოცემულ საქმეზე მოსარჩელე ო---- ბ----–---–- სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 270 ლარი, რომელიც უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, მასვე დაზუსტებული და გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, დამატებით უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელწიფო ბაჟი 191,24 ლარის ოდენობით (სასარჩელო მოთხოვნის ალიმენტის დავალიანების 15375 ლარის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში).
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ო---- ბ----–---–-ს სარჩელი, ს------- ბ--------ს მიმართ დაკისრებული ალიმენტის შემცირების და ალიმენტის დავალიანების თანხის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ.
2. შემცირდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის თანხა და ო---- ბ----–---–- დაეკისროს მისი არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–-- 3-------------- დაბადებული ჯ------–ი ბ----–---–-ს, 2----–-–-- 1---------- დაბადებული ბ-------- ბ----–---–-ს და 2----–-–-- 1------------- დაბადებული ლ------- ბ----–---–-ს სასარგებლოდ თითოეულისათვის ყოველთვიურად 80 ლარის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების გამოცხადების დღიდან - 2019 წლის 27 ივნისიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე.
3. უარი ეთქვას ო---- ბ----–---–- სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომლითაც მოითხოვდა ალიმენტის დავალიანების თანხის - 15 375 ლარის გადახდისაგან გათავისუფლებას.
4. ო---- ბ----–---–-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 270 ლარის ოდენობით, დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, მასვე დამატებით დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 191,25 ლარის გადახდა. სახელმწიფო ბაჟი განთავსდეს ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის № 200 122 900, სახაზინო კოდი 300 42 31 50.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა სირაძე