განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.03.2018
საქმის ნომერი
330210017002071292
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
30.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002071292

საქმე №2ბ/7604-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ს----------–--- სახელით

 

30 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე- თ----- ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი/ მოწინააღმდეგე მხარე - თ----- კ------–---–ი

წარმომადგენელი -ნ-----–--------------

 

მოწინააღმდეგე მხარე/აპელანტი - ი-----–- ვ-------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის და 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებები

 

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

1.1. აპელანტ თ----- კ------–---–ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ. ასევე დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა იურიდიული ხარჯების დაკისრებული თანხის პროპორციულად მოპასუხეზე დაკისრების შესახებ

 

1.2. აპელანტ ი-----–- ვ-------ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ----- კ------–---–ის (პირადი N0----------) სარჩელი;

ი-----–- ვ-------ეს დაეკისრა (პირადი N0----------) არასრულწლოვანი შვილი ე---------- ვ-------ის (დაბადებული 2----–-–-----------------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრიდან - 2017 წლის 01 სექტემბრიდან - მის სრულწლოვანების მიღწევამდე, 300 (სამასი) ლარის გადახდა;

2. ი-----–- ვ-------ეს დაეკისრა (პირადი N0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

გასაჩივრებული 2017 წლის 20 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

1. მიღებულ იქნა დამატებითი გადაწყვეტილება და მოსარჩელე თ----- კ------–---–ის წარმომადგენლის ნ-----–--------------ს მოთხოვნა სასამართლოს გარეშე ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. მოპასუხე ი-----–- ვ-------ეს (პირადი N0----------) დაეკისრა მოსარჩელე თ----- კ------–---–ის მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯის (იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული თანხა) სახით გაწეული თანხის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა მოსარჩელე თ----- კ------–---–ის (პირადი N0----------) სასარგებლოდ.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. მოსარჩელე თ----- კ------–---–ი და მოპასუხე ი-----–- ვ-------ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–----------------- შეეძინათ შვილი ე---------- ვ-------ე.

 

2.2. თ----- კ------–---–ი და ი-----–- ვ-------ე განქორწინდნენ 2011 წლის 09 მარტს.

 

2.3. არასრულწლოვანი ე---------- ვ-------ე ცხოვრობს დედასთან თ----- კ------–---–თან ერთად. ე---------- ვ-------ე სწავლობს სსიპ ა----------- ი------------–---–--------–---------–--------–---- N------------ სკოლაში.

 

2.4. თ----- კ------–---–ს და ი-----–- ვ-------ეს შორის 2016 წლის 27 თებერვალს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოპასუხე მხარემ იკისრა ვალდებულება შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გადაეხადა 1000 (ათასი) ევრო მხარეთა საერთო შვილის, ე---------- ვ-------ის „ე---------–------–-–-“ 2015-2016 წლების გადასახადის ბოლო სემესტრის დაფარვის მიზნით, ასევე, მან აიღო ვალდებულება გადაერიცხა 4000 ევრო მხარეთა საერთო არასრულწლოვანი შვილის „ე---------–------–-–-“ 2016-2017 წლების გადასახადის დაფარვის მიზნით. ამავე შეთანხმების მე-3 პუნქტის მიხედვით, ი-----–- ვ-------ემ დამატებით იკისრა ვალდებულება ყოველთვიურად არაუგვიანეს თვის ბოლო კალენდარული დღისა, თ----- კ------–---–ის საბ---ო ანგარიშზე ჩაერიცხა ფულადი თანხა 1000 ლარის ოდენობით მხარეთა საერთო არასრულწლოვანი შვილის სრულწლოვანების მიღწევამდე. იმ პერიოდისათვის, არასრულწლოვანი ე---------- ვ-------ე სწავლობდა „ე---------–------–-–-“.

 

2.5. მოპასუხე ი-----–- ვ-------ე 2015 წლიდან საქორწინო ურთიერთობაშია მ--- დ---–-–--–--ესთან. იგი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს მისამართზე თ---–-----–------------------------------------) კერძო საცხოვრებელ სახლში. მათ საერთო შვილი არ ჰყავთ.

 

2.6. ი-----–- ვ-------ეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. იგი ჩართულია „ც ჰ---------ს“ სახელმწიფო პროგრამაში, ჩაიტარა მკურნალობის კურსი და პერიოდულად საჭიროებს ექიმის კონსულტაციასა და კონტროლს.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.7. მხარეთა განმარტებით, დადგენილია, რომ 2016 წლის 27 თებერვლის შეთანხმებაში მოხსენებული ორი ავტომანქანა (ავტომანქანა, მ-------------–------- გამოშვების წელი - 2003, სარ. ნომ, S----- და მ---------------–----- გამოშვების წელი 2008, სანომრე ნიშანი 1------) იმყოფება მოპასუხე ი-----–- ვ-------ის მფლობელობაში, ხოლო ს----------–--- შსს მომსახურების სააგენტოში საკუთრების უფლებით ისევ ირიცხება მოსარჩელე თ----- კ------–---–ის სახელზე.

 

2.8. საქმეში წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, შპს „G-----------“ მესაკუთრე და 100%-იანი წილის მფლობელია ი-----–- ვ-------ე. ს----------–--- გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2013 წლის 02 დეკემბერს შპს „გ-–-----–--–--------------“ გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია.

 

შპს „G-----------“ - სა და შპს „ნ-----------“ შორის მოხდა კარიერის ყიდვა-გაყიდვის შეთანხმება. კომპანია დროში შეზღუდვის გამო ვერ ასწრებდა ინერტული მასალის მოწოდებას და შპს „ნ--- ს-----თან“ გაფორმდა ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება ქვიშა-ხრეშის მოპოვების შესახებ. დღეის მდგომარეობით, არსებული უთანხმოების და დაბრკოლების გამო, ვერ ხერხდება მუშაობა შეძენილ კარიერთან და ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით.

 

2.9. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას მოსარჩელე თ----- კ------–---–ის ტურისტულ კომპანიაში დასაქმებისა და მატერიალური შემოსავლის არსებობის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, თ----- კ------–---–ის დასაბეგრი შემოსავლები 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში 78.2 ლარს. სხვა მტკიცებულება, რაც მოსარჩელე მხარის დასაქმებისა და სტაბილური შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა, საქმეზე წარმოდგენილი არ არის.

 

2.10. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, ი-----–- ვ-------ის დასაბეგრი შემოსავლები 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით შეადგენს: 2016 წლის მარტის თვეში - 1875 ლარს, 2016 წლის აპრილის თვეში - 2125 ლარს.

 

2016 წლის მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, შპს „G-----------“-ის ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 257 088 ლარს, დასაბეგრი შემოსავალი - 0 ლარს, კუთვნილი მოგების გადასახადი - 0 ლარს.

 

2.11. შპს „G-----------“-ს სს „ს----------–--- ბ-----ან“ ჰქონდა საკრედიტო ურთიერთობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც დადებულია გირავნობის და სხვა უზრუნველყოფის ხელშეკრულებები. ასევე, ბ---სა და ი-----–- ვ-------ეს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ი-----–- ვ-------ემ სრული პასუხისმგებლობა აიღო მსესხებელმა შპს „G-----------“-ს მიერ ბ---ის მიმართ ვალდებულებების შესრულებაზე.

 

2016 წლის 08 თებერვალს სს „ს----------–--- ბ---ს“ და შპს „G-----------“-ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც შპს „G-----------“-ზე გაიცა კრედიტი 8000 ლარის ოდენობით, 18 თვის ვადით, წლიური 16% საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. 2016 წლის 28 მარტს სს „ს----------–--- ბ---ს“ და შპს „G-----------“-ს ასევე დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც შპს „G-----------“-ზე გაიცა კრედიტი 40 000 ლარის ოდენობით, 6 თვის ვადით, წლიური 17% სარპროცენტო სარგებლის დარიცხვით.

 

შპს „G-----------“-ს სესხების დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, თანდართული გრაფიკის შესაბამისად. კრედიტებით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ დაირღვა გადახდის გრაფიკები.

 

სასამართლოში მიმდინარეობს დავა სს „ს----------–--- ბ---ის“ მიერ წარდგენილ სარჩელზე მოპასუხეების შპს „G-----------“-ს და ი-----–- ვ-------ის მიმართ საკრედიტო დავალიანების გადახდევინებისა და გირავნობის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით. ბ---ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს შპს „G-----------“-ს და ი-----–- ვ-------ეს სს „ს----------–--- ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 196477.62 ლარის გადახდა. მოცემული დავის ფარგლებში, სარჩელში მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები არის დაყადაღებული.

 

2.12. მოპასუხე ი-----–- ვ-------ემ თ----- კ------–---–ის ანგარიშზე ორჯერ გადარიცხა ალიმენტის სახით 100-100 ლარი, სულ 200 (ორასი) ლარი არასრულწლოვანი ე---------- ვ-------ის სასარგებლოდ;

 

2.13. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.14. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–----------------- დაბადებული ე---------- ვ-------ე.

 

სასამართლომ მიუთითა ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლზე რომლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე, რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.

 

ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალურ რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ისინი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.

 

3. თ----- კ------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ 1000 ლარის ოდენობის ალიმენტის მოთხოვნა „ეწინააღმდეგება, როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს“, თუმცა არ დაასაბუთა თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა სასამართლო ამ დასკვნამდე. ამიტომ მხარე ალიმენტის სრული ოდენობით დაკისრებას ითხოვს.

 

3.2 სასამართლომ სწორად მოიხმო „ბავშვთა უფლებათა შესახებ“ კონვენცია, რომლითაც ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვის ვალდებულებაა განმტკიცებული, თუმცა არასწორად დაასკვნა, რომ ბავშვის მოვლის ყველა ხარჯის დასაფარად თვეში 300 ლარი იქნება საკმარისი.

 

3.3 იმის გამო, რომ ი-----–- ვ-------ე საკუთარ არასრულწლოვან შვილს არ ეხმარება მატერიალურად, დედა იძულებული გახდა ბავშვი კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში გადაეყვანა. განქორწინების შემდგომ ი-----–- ვ-------ეს არანაირი მატერიალური დახმარება არ გაუწევია თავისი არასრულწლოვანი შვილისთვის. სარჩელის აღძვრის შემდგომ მხოლოდ ორჯერ 100-100 ლარი გადაუხადა ალიმენტის სახით.

 

3.4 ი-----–- ვ-------ემ არ შეასრულა მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება, არ გადაიხადა კერძო სკოლის გადასახადი და შვილს არ უხდიდა ალიმენტს ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით.

 

3.5 დამატებითი გადაწყვეტილება იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის მოპასუხეზე მხოლოდ 150 ლარის დაკისრების ნაწილში არ არის გონივრული და ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 5--- მუხლს.

 

ი-----–- ვ-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.6. აპელანტი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და ალიმენტი შემცირდეს. კერძოდ, მოაპასუხე მხარემ აღიარა სარჩელი 100 ლარის ნაწილში.

 

3.7. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმად მოსარჩელეს შემოსავალი არ აქვს.

 

3.8. თ----- კ------–---–ი არის რამდენიმე კომპანიის მეწილე და დირექტორი, აღნიშნული კომპანიები ფუნქციონირებენ.

 

3.9. ბავშვის რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება, ასევე მხედველობაშია მისაღები სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმის ოდენობაც, რომელიც 2017 წლისთვის 168.8 ლარს შეადგენდა. ალიმენტი უნდა შემცირდეს 150 ლარამდე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1 მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის 1---------წ. დაბადებული ე---------- ვ-------ის სასარგებლოდ ალიმანტის გადახდა 1000 ლარის ოდენობით 27.02.2016 წლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა მხოლოდ სარჩელის აღძვრის მომენტიდან, ანუ 01.09.2017 წლიდან. შესაბამისად, მოსარჩელე სააპელაციო საჩივრით ითხოვს სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, მოპასუხე კი - დაკისრებული ალიმენტის შემცირებას.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის შემდეგი გარემოებები:

- თ----- კ------–---–ი (შემდგომში „მოსარჩელე“) და ი-----–- ვ-------ე (შემდგომში „მოპასუხე“) იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში;

 

- მათ 2----–-–----------------- შეეძინათ შვილი ე---------- ვ-------ე;

 

- მხარეები განქორწინდნენ 2011 წლის 09 მარტს;

 

- არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან ერთად;

 

- იგი სწავლობს სსიპ ა----------- ი------------–---–--------–---------–--------–---- 5--- სკოლაში;

 

- მოპასუხე 2015 წლიდან საქორწინო ურთიერთობაშია მ--- დ---–-–--–--ესთან და მასთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, წ------, ს--------------, კერძო საცხოვრებელ სახლში. მათ საერთო შვილი არ ჰყავთ;

 

- მოპასუხეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. იგი ჩართულია „ც ჰ---------ს“ სახელმწიფო პროგრამაში, ჩაიტარა მკურნალობის კურსი და პერიოდულად საჭიროებს ექიმის კონსულტაციასა და კონტროლს.

 

4.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ როგორც მშობლების, ისე შვილის რეალური მატერიალურ მდგომარეობის, ასევე ბავშის ასაკის და ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების გათვალისწინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით და არ არსებობს მისი შემცირების ან გაზრდის რაიმე საფუძველი. დაკისრებული ალიმენტის ოდენობა გონივრულია, კერძოდ:

 

- საქმეში წარმოდგენილია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, ი-----–- ვ-------ის დასაბეგრი შემოსავალი 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით შეადგენდა: 2016 წლის მარტში 1875 ლარს, 2016 წლის აპრილის თვეში 2125 ლარს;

 

- 2016 წლის მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, შპს „G-----------“-ის (რომლის დამფუძნებელი პარტნიოროც არის მოპასუხე) ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 257 088 ლარს, დასაბეგრი შემოსავალი კი - 0 ლარს, კუთვნილი მოგების გადასახადი - 0 ლარს (ტ.1, ს.ფ.42-44; 17). მოპასუხე მსჯელობს მისი კომპანიის ფინანსურ პრობლემებზე (ტ.1, ს.ფ. 80-103).

 

- სასამართლოში მიმდინარეობს დავა სს „ს----------–--- ბ---ის“ მიერ წარდგენილი სარჩელზე მოპასუხეების შპს „G-----------“-ს და ი-----–- ვ-------ის მიმართ საკრედიტო დავალიანების გადახდევინებისა და გირავნობის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით. ბ---ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 196 477.62 ლარის გადახდა (ტ.1, ს.ფ.80-94).

 

- სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, თ----- კ------–---–ის დასაბეგრი შემოსავლები 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში 78.2 ლარს. სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც მოსარჩელე მხარის დასაქმებისა თუ სტაბილური შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული მოპასუხის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელე ფლობს რამოდენიმე კომპანიის წილს და არის დირექტორი.

 

4.3. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონ---ლი განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ს----------–--- სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მშობლებს.

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. კანონმდებლობით განსაზღვრულია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი შვილები და ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე.

 

4.4. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ 27.02.2016წ. შეთანხმებას მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, იგი მოწმობს, რომ მხარეებს ჰქონდათ მცდელობა ურთიერთშეთანხმებით მოეგვარებინათ ქონებრივი საკითხები, მათ შორის შვილის „ე---------–------–-–-“ (სადაც ის იმ პერიოდში სწავლობდა) სწავლის ღირებულების გადახდა, ალიმენტი, უძრავი ქონების ყველა სახის ვალდებულებისაგან გათავისუფლება; მოპასუხის მხრიდან ვალდებულებების სრულად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მოპასუხეს გადაუფორმებდა შეთახნმებაში მითითებულ სატრანსპორტო საშუალებებს; ყველა ქონება, რომელიც ირიცხებოდა თ----- კ------–---–ის სახელზე, გარდა შეთანხმების მე-5 პუნქტში ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებებისა, სრულად რჩებოდა თ----- კ------–---–ს და მათზე საკუთრების უფლება ვეღარ გახდებოდა სადავო ი-----–- ვ-------ის მიერ (ტ.1, ს.ფ.19-21). ორივე მხარე ადასტურებს, რომ შეთანხმების პირობები ბოლომდე შესრულებული დღესაც არ არის (იხ.: მხარეთა ახსნა-განმარტებები სააპელაციო პალატაში 27.03.2018წ. გამართულ სხდომაზე).

 

რაც შეეხება საკითხს მასზედ, რომ მოპასუხეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა შვილის სრულწლოვანებამდე ალიმენტის სახით 1000 ლარი (იხ.: შეთანხმების მე-3 პუნქტი), როგორც გადაწყვეტილებითაც არის დადგენილი და საწინააღმდეგო არ დასტურდება, ალიმენტი გადახდილია ჯამში მხოლოდ 200 ლარი. პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ წერილობით გამოვლენილი ნება ყოველთვიური ალიმენტის 1000 ლარის ოდენობით გადახდაზე, რაც ზემოაღწერილი მისი ამჟამინდელი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლო, არ წარმოადგენს დამაბრლოლებელ გარემოებას იმისათვის, რომ ორივე მშობლის ქონებრივი მდგომარეობის და ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო მოთხოვნილებების გათვალისწინებით ასეთი ოდენობა დაადგინოს სასამართლომ. სამოქალაქო კოდექსის 1221 მუხლის პირველი ნაწილი მშობელს ანიჭებს სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების უფლებასაც კი. ასევე, ამავე კოდექსის 1237-ე მუხლით შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს ალიმენტის გადახდისაგან განთავისუფლება ან ალიმენტის დავალიანების შემცირება. სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით. მოცემულ შემთხვევაში, ბავშვის მოთხოვნილებების, ასევე მშობლების და შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის, ასევე მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების ან გაზრდის საფუძველი. მისი ოდენობა გონივრულია და თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეს მისი გადახდა სარჩელის წარდგენის მომენტიდან.

არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4.5. სააპელაციო სასამართლო ასევე იზიარებს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილების დასკვნებს, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯი (წარმომადგენლის დახმარებაზე გაწეული ხარჯი) 150 ლარის ოდენობით.

 

ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 5--- მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოს და აწესებს მხოლოდ ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის განსაზღვრა. პალატას მიაჩნია, რომ დავის სირთულის და მოპასუხე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოსგარეშე ხარჯის 150 ლარის ოდენობით ანაზღაურება გონივრული და სამართლიანია. არ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

პირველი აპელანტი, თ----- კ------–---–ი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან. მეორე აპელანტის ი-----–- ვ-------ის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 75 ლარის ოდენობით რაც უნდა დარჩეს სახელმწიფოს ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ----- კ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ი-----–- ვ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება და 2017 წლის 20 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ს----------–--- უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: თ----- ზამბახიძე