გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.01.2019
საქმის ნომერი
330210018002783885
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
22.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/37226-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლელა ცანავა

სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი

მოსარჩელე - ლ--–-------ე, ა-----------------–---–ი

წარმომადგენელი - ი---------------ე

მოპასუხე - მ-----–----------–-–---–ი

წარმომადგენლები - ზ---------------ე

დავის საგანი - ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე მ-----–----------–-–---–ისთვის (პ/ნ 3----------) მცირეწლოვანი შვილიშვილის - 2--- წლის 2-----–--ს დაბადებული ა-----------------–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად თითოეულისათვის 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 26 დეკემბრიდან სრულწლოვანების მიღწევამდე;

 

სარჩელის საფუძვლები

 

ლ--–-------ე და გ----------------–---–ი დაქორწინდნენ 2009 წლის 2-----------ს. თანაცხოვრების პერიოდში 2--- წლის 2-----–--ს შეეძინათ შვილი ა-----------------–---–ი. გ----------------–---–ი გარდაიცვალა 2015 წლის 3-----------ს, რომლის დედა არის მოპასუხე მ-----–----------–-–---–ი. მოსარჩელე შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლების ოჯახში. მოპასუხე შვილიშვილს მატერიალურად არ ეხმარება. ლ--–-------ე არასდროს ყოფილა წინააღმდეგი ბებიისა და შვილიშვილის ურთიერთობაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მ-----–----------–-–---–მა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა. ბებიას განესაზღვრა შვილიშვილთან ურთიერთობის წესი. როდესაც გადაწყვიტა ბავშვის წაყვანა, ეს უკანასკნელი გახდა ავად და ბუნებრივია ვერ წაიყვანა, რის გამოც მოპასუხემ გამოხატა სერიოზული პრეტენზიები და გამოიძახა პატრული. მოპასუხეს ხან აქვს ბავშვთან ურთიერთობის სურვილი, ხან არა. მატერიალურად კი საერთოდ არ ეხმარება. პირიქით, მამის გ----------------–---–ის ქონებიდან, ყველაფერზე დაუწყო დავა მცირეწლოვან ა-----------------–---–ს. მოპასუხე მ-----–----------–-–---–ი შვილის გარდაცვალების დღიდან საერთოდ არანაირ მონაწილეობას არ იღებს შვილიშვილის რჩენაში. მიუხედავად იმისა, რომ მას გააჩნდა საკმარისი შემოსავლები, არ უზრუნია მამის გარეშე დარჩენილ ბავშვზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მ-----–----------–-–---–ის განმარტებით მოსარჩელე არ აძლევდა ბებიას და შვილიშვილს ურთიერთობის საშუალებას, როდესაც მიდიოდა ბავშვის სანახავად მოსარჩელესთან სახლში, მოსარჩელე ლ--–-------ე და მისი ოჯახის წევრები, ასევე ახლო ნათესავები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მან სასამართლოს მიმართა ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა. ლ--–-------ე ხელს უშლიდა სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების აღსრულებას, რის გამოც, იძულებული გახდა მიემართა პოლიციისათვის, რის შემდეგაც პოლიციის დახმარებით შეძლო შვილიშვილის წაყვანა, რომელიც დიდი სიხარულით გაჰყვა მას. მისი განმარტებით შვილიშვილს ნახულობს და ყოველი ნახვისას მისი ახლო ნათესავების დახმარებით მატერიალურადაც ეხმარება. მის გარდაცვლილ შვილს გ----------------–---–ს არ გააჩნდა ქონება, რომელსაც თითქოსდა ბავშვს ედავება . თუ რაიმე დავა მიმდინარეობს მოსარჩელე ლ--–-------ეს და მოპასუხეს შორის, ეს გამოწვეულია ლ--–-------ის არაკეთილსინდისიერი და არამართლზომიერი ქმედებებით, ვინაიდან მ-----–----------–-–---–ის მიერ, წარსულში არსებული დანაზოგებითა და ვალებით, ნასესხები თანხით, დაფუძნებული ამხანაგობა ,,გ---“-ს მიერ, მისი ხარჯებითა და მოქმედებებით, აშენებული უძრავი ქონებიდან ზეპირსიტყვიერად ითხოვდა შენობის ნახევარს.

 

მოპასუხე განმარტავს, რომ მას არ გააჩნია პენსიის გარდა არანაირი შემოსავალი და ასევე ისიც ფაქტია, რომ ბავშვს ყავს დედა, რომლის ოჯახსაც, მისგან განსხვავებით, აქვს ფინანსური, ყოველთვიური შემოსავალი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ალოგიკურია მისი როგორც ბავშვის ბებიისთვის, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ლ--–-------ე და და გ----------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2009 წლის 2-----------დან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (იხ.ს.ფ.15)

 

3.1.2. ლ--–-------ეს და და გ----------------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - 2--- წლის 2----–--ს დაბადებული ა-----------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა (იხ.ს.ფ.15)

 

3.1.3. გარდაცვალების მოწმობის (#0----------, აქტის ჩანაწერი #0----------) მიხედვით გ----------------–---–ი გარდაიცვალა 2015 წლის 3-----------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა (#0----------, აქტის ჩანაწერი #0----------) (იხ.ს.ფ.17).

 

3.1.4. დაბადების მოწმობის (#0----------, აქტის ჩანაწერი #-) მიხედვით გ------------------–---–ის დაბადების თარიღია 1978 წლის 1---------ი და მის მშობლებს წარმოადგენენ მამა- ლ------------------–---–ი და დედა - მ-----–----------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა (#0----------, აქტის ჩანაწერი #-) (ს.ფ.18)

 

3.1.5. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 29 ოქტომბრის წერილის მიხედვით 29.10.2018 წლის მდგომარეობით, ერთობლივი საქმიანობის ბინამენაშენეთა ამხანაგობა ,,გ---ს“ (ს/ნ 2--------) ხელმძღვანელად ფიქსირდება მ-----–----------–-–---–ი (პ/ნ 3----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 29 ოქტომბრის წერილი #2----------- (ს.ფ.19)

 

3.1.6. მოსარჩელე ლ--–-------ე არ არის დასაქმებული, ის დაკავებულია მცირეწლოვანი შვილის - ა-----------------–---–ის აღზრდით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა- განმარტება(იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. თბილისის საქალალქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე#2/1231-17) მ-----–----------–-–---–ის (პირადი №3----------) სარჩელი ლ--–-------ის (პირადი №0----------) მიმართ შვილიშვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ 1.1. მოსარჩელე მ-----–----------–-–---–ს განესაზღვრა (პირადი №3----------) 2--- წლის 2-----–--ს დაბადებულ ა-----------------–---–თან ურთიერთობისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან პირველი სამი თვის განმავლობაში ყოველი კვირის შაბათი დღე 12:00 საათიდან 15:00 საათამდე თავისი (მ-----–----------–-–---–ის) ან/და მოპასუხე ლ--–-------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; 1.2. მოსარჩელე მ-----–----------–-–---–ს განესაზღვრა (პირადი №3----------) 2--- წლის 2-----–--ს დაბადებულ ა-----------------–---–თან ურთიერთობისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მეოთხე და მეხუთე თვის განმავლობაში ყოველი კვირის შაბათი დღე 12:00 საათიდან 15:00 საათამდე თავისი (მ-----–----------–-–---–ის) ან/და მოპასუხე ლ--–-------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; 1.3.

მოსარჩელე მ-----–----------–-–---–ს განესაზღვრა (პირადი №3----------) 2--- წლის 2-----–--ს დაბადებულ ა-----------------–---–თან ურთიერთობისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ხუთი თვის შემდეგ ყოველი კვირის შაბათი დღე 12:00 საათიდან 18:00 საათამდე თავისი (მ-----–----------–-–---–ის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალალქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 20-30).

 

3.2.2. თბილისის საქალალქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე#2/23825-17) მ-----–----------–-–---–ის სარჩელი მოპასუხეების ლ--–-------ის და ა-----------------–---–ის მიმართ, სამკვიდრო ქონების (აქტივის) პროპორციულად მამკვიდრებელ, 2015 წლის 3-----------ს გარდაცვლილი გ----------------–---–ის კრედიტორის სასარგებლოდ, მ-----–----------–-–---–ის მიერ გადახდილი თანხის 15 000 აშშ დოლარის, 2/3 ნაწილის, 5000-5000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის საქალალქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება (საქმე#2/23825-17) (ს.ფ. 31-42).

 

3.2.3. თბილისის საქალალქო სასამართლოს 11.01.2018 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე #2/1931-17), მ-----–----------–-–---–ის სარჩელზე მოპასუხეების ლ--–-------ის და ა-----------------–---–ის მიმართ, გ----------------–---–ის (დაბ: 15/01/1978წ.) სახელზე რეგისტრირებულ ავტომობილზე: მარკა მოდელი - ფ---–------------------ი, სანომრე ნიშანი - 0--, ფერი-რუხი 4/8, გამოშვების წელი 2003, ს/კ W---------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - A--------- გაცემული 23/02/2--- წელს და 2016 წლის 24 ივნისის N1-------- სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, 1/3 წილის თანამესაკუთრე მ-----–----------–-–---–ის (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ, საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- თბილისის საქალალქო სასამართლოს 11.01.2018 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე #2/1931-17) (ს.ფ.43-45);

 

3.2.4. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს გარემოებას იმის თაობაზე, რომ მცირეწლოვანი ა-----------------–---–ის რჩენა-აღზრდისათვის, აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, დედის - მოსარჩელე ლ--–--------ის მხრიდან შესაძლებელია მინიმალურად მაინც იქნას დაკმაყოფილებული მცირეწლოვანის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. საქმეში წარმოდგენილი მასალები არ იძლვა იმის შესაძლებლობას, სასამართლოს გაუჩნდეს გონივრული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ლ--–-------ეს შეუძლია მცირეწლოვანი შვილის მოთხოვნილებების დაკმაყოფიება სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობის ფარგლების გათვალისწინებითაც კი. რაიმე სახის მტკიცებულება, რაც გააქარწყლებდა სასამართლოს ამგვარ ვარაუდს მოპასუხე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

იმ ფაქტის მტკიცება, რომ არასრულწლოვნების დედას - ლ--–-------ეს გააჩნია მატერიალური სახსრები და შესაძლებლობა არჩინოს მისი, მცირეწლოვანი შვილი - ა-----------------–---–ი, მოპასუხის მტკიცების საგანს წარმოადგენდა, რაც მან ვერ განახორციელა, შესაბამისად, მის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული გარემოება, რომ სარჩოს მიმღები პირების მშობელს გააჩნია შესაძლებლობა უზრუნველყოს სარჩოს მიღების შესაძლებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან გამორიცხავდა ბებიის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესაძლებლობას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას და მათთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-1214-ე, 1225-ე ,1234-ე და 1237-ე მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე ლ--–-------ემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხე მ-----–----------–-–---–ი, როგორც მცირეწლოვანი ა-----------------–---–ის ბებია, ვალდებული არის არჩინოს მცირეწლოვანი შვილიშვილი - ა-----------------–---–ი თუ ის ვერ იღებს სარჩოს თავისი მშობლებისაგან.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ--–-------ეს და და გ----------------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი, 2--- წლის 2----–--ს დაბადებული ა-----------------–---–ი.

 

მოპასუხე მ-----–----------–-–---–ი წარმოადგენს გ----------------–---–ის დედას და მცირეწლოვანი ა-----------------–---–ის ბებიას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლის თანახმად, პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან.

 

დადგენილია, რომ მცირეწლოვანი - ა-----------------–---–ის დედას, მოსარჩელე ლ--–-------ეს არ გააჩნია არანაირი შემოსავალი, არ არის დასაქმებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმების და 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

დადგენილია ის გარემოება, რომ მცირეწლოვანი ა-----------------–---–ის დედა არ არის დასაქმებული, არ აქვს შემოსავალი, ხოლო მამა - გ----------------–---–ი გარდაიცვალა 2015 წლის 3-----------ს. შესაბამისად, მშობლების მხრიდან ა-----------------–---–ი არ არის უზრუნველყოფილი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით, მაშინ როდესაც თითოეულ მცირეწლოვანს ესაჭიროება ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე უზრუნველყოფა მშობლების მხრიდან. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებითაც, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.

 

დადგენილია ასევე ის გარემოებებიც, რომ მცირეწლოვანი ა-----------------–---–ის დედას - ლ--–-------ეს და ბებიას - მოპასუხე მ-----–----------–-–---–ს შორის არის მწვავე კონფლიქტური დამოკიდებულება და მცირეწლოვანის საჭიროებებიდან გამომდინარე მათ შორის ვერ ხდება შეთანხმება და მისი კეთილდღეობისთვის ერთობლივად ზრუნვა.

 

დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 29 ოქტომბრის წერილის მიხედვით 29.10.2018 წლის მდგომარეობით ერთობლივი საქმიანობის ბინამენაშენეთა ამხანაგობა ,,გ---ს“ (ს/ნ 2--------) ხელმძღვანელად ფიქსირდება მ-----–----------–-–---–ი (პ/ნ 3----------), ამასთან, საქმეში არსებული 2018 აპრილის გადაწყვეტილებიდან (საქმე #2/23825-17 ) ნათლად ჩანს, რომ მ-----–----------–-–---–მა 2016 წლის 24 თებერვალს შეასრულა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული კუთვნილი ვალდებულება 15000 აშშ დოლარის გადახდით, ხოლო 2018 წლის 11 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებიდან იკვეთება ასევე, რომ მოპასუხე წარმოადგენს გ----------------–---–ის სახელზე, 24.06.2016წ. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ავტომანქანის, მარკა, მოდელი - ფ---–------------------ი 1/3 წილის მესაკუთრეს. მოპასუხე წარმოდგენილ შესაგებელში თავად განმარტავს, რომ მას აქვს ასევე შემოსავლის საით პენსია.

 

შესაბამისად, გამომდინარე ზემოთმითითებულიდან და იქედან, რომ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ის გარდა საჭირო აუცილებელი მოთხოვნილებებისა არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საკუთარი თავის რჩენისათვის, ამასთან, ის წარმოადგენს მისი გარდაცვლილი შვილის - გ----------------–---–ისნ შვილის- მოსარჩელე ა-----------------–---–ის (რომელსაც არ შეუძლია სარჩო მიიღოს მამისგან) ბებიას, სასამართლოს უჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ მ-----–----------–-–---–ს შეუძლია დაეხმაროს მამის გარეშე დარჩენილ შვილიშვილს შესაძლებლობის ფარგლებში.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის პრეამბულაში აღნიშნულია, რომ ოჯახი, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედი და ბუნებრივი გარემოცვა ყველა მისი წევრისა და განსაკუთრებით ბავშვების აღზრდისა და კეთილდღეობისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ საჯარო დაცვითა და ხელშეწყობით, რათა შეეძლოთ მთლიანად იკისრონ ვალდებულებანი საზოგადოების ფარგლებში.

 

არასრულწლოვანთა უპირატესი ინტერესები დაცულია არაერთი საერთაშორისო აქტითა და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით. შესაბამისად, სამართლებრივი ნორმების ყოველგვარი დანაწესი განმარტებული უნდა იქნეს არასრულწლოვანის ინტერესების უპირატესად. ბავშვის აღზრდის ჭეშმარიტი უფლებებისათვის პრიორიტეტის მინიჭება მნიშნელოვანია ყველა იმ პირის უფლებებთან მიმართებით, ვისაც კანონით განსაზღვრული აქვს საალიმენტო ვალდებულებანი.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვების უფლების სათანადო დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვების უფლება მიიღონ ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვის ინტერესებს უმთავრესი მნიშვნელობა აქვს მასზე მზრუნველობასთან დაკავშირებულ საკითხებში. სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, პაპა-ბებიას ალიმენტი არასრულწლოვანი შვილიშვილების სასარგებლოდ შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ორი კუმულატიური პირობა: მათ აქვთ საკმაო შემოსავალი, რათა უზრუნველყონ შვილიშვილისათვის სარჩოს მიცემა და ამასთან, სარჩოს მიმღები პირის მშობელი ვერ უზრუნველყოფენ პირის რჩენას. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშის ინტერესების დაცვას და მისთვის ძირითადი საარსებობო პირობების შექმნას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს.

 

შვილიშვილებზე ზრუნვის ვალდებულება ბებიის მოვალეობაცაა, მით უფრო მაშინ, როდესაც ბავშვების მამა გარდაცვლილია და შვილიშვილი მოკლებული მამის მხრიდან ზრუნვას რჩენისა და აღზრდისათვის, ამასთან, ბებიის არა მხოლოდ კანონისმიერი, არამედ ზნეობრივი მოვალეობაცაა იზრუნოს მცირეწლოვან შვილიშვილებზე, რომელმაც დაკარგა მამა, ის ვალდებულია შეასრულოს მცირეწლოვანი შვილიშვილის აღზრდისა და რჩენის ფუნქციები, ვინაიდან ასეთ დახმარებას ვერ იღებს მამისგან. სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვების უფლების სათანადო დაცვას. საგულისხმოა, რომ 1225-ე მუხლის მიზანია არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების დაცვა, გამოდის ზრუნვის მოვალეობის მქონე პირთა ნების თავისუფალი გამოვლენის სფეროდან და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აყვანილია კანონისმიერი ვალდებულების რანგში.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის შესაბამისად, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

მოცემულ საქმეზე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია ალიმენტი 250 ლარის ოდენობით. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ მათთვის ალიმენტის დაკისრების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მოპასუხეს დანიშნული აქვს საპენსიო პაკეტი, საქმის მასალებით არ დადასტურდა მოპასუხე მხარის კმაყოფაზე სხვა პირების არსებობა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცმეულ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლიდან გამომდინარე ბავშვის ასაკის და მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მცირეწლოვანი ა-----------------–---–ის ბებიას - მ-----–----------–-–---–ს შვილიშვილის - ა-----------------–---–ის სასარგებლოდ ყოველთვიურად უნდა დაეკისროს ალიმენტის გონივრული ოდენობა 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ლალი მიქაძე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხე მ-----–----------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, 1. პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. 2. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების დანაწესის მიხედვით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე.

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ალიმენტის გადახდის დაკისრება, შესაბამისად, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე მოსარჩელეების ლ--–-------ის და ა-----------------–---–ის სასარგებლოდ მოპასუხე მ-----–----------–-–---–ს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ--–-------ის და ა-----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფიდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხე მ-----–----------–-–---–ს (პ/ნ 3----------) მცირეწლოვანი შვილიშვილის - ა-----------------–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით, მის სრულწლოვანებამდე.

3. მ-----–----------–-–---–ს (პ/ნ 3----------) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. მ-----–----------–-–---–ს (პ/ნ №3----------) მოსარჩელეების ლ--–-------ის (პ/ნ 0----------) და ა-----------------–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 300 (სამასი) ლარი იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლელა ცანავა