გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/17939-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა ცანავა
სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი
მოსარჩელე - თ---–-------–---ი
წარმომადგენელი - მ---------------–--ე
მოპასუხე - ე-–--------–----------ე, ლ-------–---–---–ი
წარმომადგენლები - დ----------------ე, ნ----------–---–ი
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ე-–--------–----------ისა (0----------) და ლ-------–---–---–------ს (პ/ნ 0----------) არასრულწლოვანი შვილიშვილების - 2--- წლის 2---------ს დაბადებული მ--------–----------ის, 2--- წლის 0-----–--ს დაბადებული ე-–--------–----------ის და 2--- წლის 1---------ს დაბადებული ე------------–----------ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად თითოეულისათვის 500 (ხუთასი) ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 18 ივნისიდან სრულწლოვანების მიღწევამდე;
მოსარჩელე თ---–----–---–---ი და მოპასუხეების - ე-–--------–----------ის და ლ-------–---–---–ის ვაჟი - გ---------–----------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2001 წლის 2--------–---ან 2017 წლის 1-----------------ე. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი, 2--- წლის 2---------ს დაბადებული - მ--------–----------ე, 2--- წლის 0-----–--ს დაბადებული - ე-–--------–----------ე და 2--- წლის 1---------ს დაბადებული - ე------------–----------ე. მოსარჩელის ყოფილი მეუღლე, გ---------–----------ე, თანაცხოვრების პერიოდში დამოკიდებული იყო ალკოჰოლზე და მუდმივად ძალადობდა ოჯახის წევრებზე, რაზეც მოწმობს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მთაწმინდის საპატრულო ინსპექტორის ქ. აფციაურის, 16.02.2015 წლის პატაკი, სადაც მითითებულია, რომ გ---------–----------ემ კონფლიქტის ნიადაგზე იძალადა თ---–----–---–---ზე. მისი ალკოჰოლზე დამოკიდებულება ასევე გამოიხატება 12.12.2016წ. დადგენილებით #ა-----------, რომლითაც შეჩერებული ჰქონდა ავტომობილის მართვის უფლება სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის გამო. 2016 წლის 29 ივნისის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, განაჩენით გ---------–----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ, არასრულწლოვანი შილების თანდასწრებით, მეუღლის - თ---–----–---–---ის ძალადობის ფაქტზე. მის მიმართ გამოცემული იქნა 12.17.2017 წელს შემაკავებელი ორდერები N 0----- და 20.04.2018 წელს N 0-----. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე სამ არასრულწლოვან შვილს ზრდის მარტო, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას არავინ დახამრებია. გარკვეული პერიოდი დახამარებას უწევდა ბავშვების ბებია და ბაბუა, თუმცა მოპასუხემ მათზეც მოახდინა ცუდი გავლენა და უარყოფითად განაწყო ისინი რძლის და შვილიშვილების მიმართ. მოსარჩელე არის უმუშევარი, იქიდან გამომდინარე, რომ 18 წლის ასაკში შექმნა ოჯახი, ვერ მოახერხა პროფესიული განვითარება. თ---–----–---–---მა 31.05.2018 წელს საჯარო რეესტრიდან გამოითხოვა ინფორმაცია მოპასუხეების სახელზე რიცხული უძრავი ქონების თაობაზე და აღმოჩნდა, რომ ე-–--------–----------ის სახელზე ირიცხება - ქ. თბილისში, უძრავი ქონებები, მდებარე: მ--------–----------------, ქ.თბილისი, ბ-------------–----–----ს გამზირი, არასაცხოვრებელი ფართი, ა-----ის რაიონში - მიწის ნაკვეთი, ქ. თბილისში, ავტოფარეხი ფართით 43.81 კვ.მ, მდებარე: ბ------–--–----------, ქ. თბილისში ბ-------------–----–---------- არასაცხოვრებელი ფართი (თანასაკუთრება), ხოლო ლ-------–---–---–ის სახელზე ირიცხება, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქ------–---ი, რ---------–-------------, ქ. თბილისში, ი----------–-–---–------------, ავტოსადგომი #1- ფართით 16.00 კვ.მ. ძვირადღირებული ქონების გარდა მათ გააჩნიათ მუდმივი შემოსავალი არანაკლებ 5000 ლარის, მათ რიგი ქონებებისა გაცემული აქვთ ქირით. აღნიშნული უძრავი ქონების გაქირავებით ისინი იღებენ ყოველთვიურ შემოსავალს. გ---------–----------ის სახელზე კი არ არის აღრიცხული არანაირი უძრავ- მოძრავი ქონება, ცხოვრობს მშობლებთან, არ არის დასაქმებული, არ აქვს არანაირი შემოსავალი და არანაირი სურვილი არ გააჩნია დაეხმაროს შვილებს, ის ალკოჰოლზეა დამოკიდებული. თ---–----–---–---ი ყოველგვარი დახმარების გარეშე ზრდის შვილებს, იგი არ არის დასაქმებული, არ აქვს არანაირი შემოსავალი, არ გააჩნია არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება. მოპასუხეებს ნამდვილად აქვთ ბავშვების რჩენის შესაძლებლობა აქედან გამომდინარე, არასრულწლოვანი ბავშვების რჩენის ვალდებულება უნდა დაეკისროს პაპას და ბებიას - ე-–--------–----------ეს და მ------–---–---–ს, რადგან არასრულწლოვნების მამა გ---------–----–------ე არის უმუშევარი, უქონელი, ალკოჰოლიზმით დაავადებული, არარიალიზებული პიროვნება, მოძალადე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეების განცხადებით, მოსარჩელე თ---–----–---–---მა რა სახის დოკუმენტაცია და ინფორმაციაც არ უნდა წარმოადგინოს, იმ ფაქტს ვერ უგუებელყოფს, რომ გ---------–----------ე მუდმივად ზრუნავს და მომავალშიც იზრუნებს შვილებზე. ყოფილ მეუღლესთან და რძალთან კონფლიქტის გამო ბავშვების მიმართ განწყობა არც მამას და არც ბებია - ბაბუას არ შეცვლიათ. თვლიან,რომ ბავშვებით მანიპულირება თ---–----–---–---ის მხრიდან შეურაცხმყოფელია.
მოსარჩელეს სურს, შეცდომაში შეიყვანოს სასამართლო იმ ფაქტით, რომ გ---------–----------ეს თავისუფლება აღეკვეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით, წარმოდგენილი 26.06.2016წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების მე-6 გვერდზე მითითებულია, რომ: „მსჯავრდებულ გ---------–----------ის მიერ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, ამასთან დაზარალებულის ინტერესის გათვალისწინებით, რომელსაც ამ დროისთვის არ გააჩნია რაიმე სახის პრეტენზია მის მიმართ და ფაქტობრივად კონფლიქტი არის ამოწურული, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ გ---------–----------ეს დანაშაული სასჯელი 9 თვით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი.“
აქედან გამომდინარე ცხადია,რომ სწორედ თ---–----–---–---ი თვლიდა გ---------–----------ეს უდანაშაულოდ, რაც აისახა კიდეც გადაწყვეტილებაში. მოპასუხეები აღნიშნავენ,რომ მოსარჩელემ შეაგროვა ინფორმაცია, არასწორი კუთხით გ---------–----------ის დახასიათების მიზნით. შემაკავებელი ორდერის გამოცემაც დაკავშირებული იყო, მამის მიერ შვილების ნახვის სურვილით,რომელიც თ---–----–---–---მა გამოიყენა და ფსიქოლოგიურ ზეწოლად შერაცხა, გამოიძახა საპატრულო პოლიცია. გ---------–----------ეს არ გაუსაჩივრებია ორდერი იქიდან გამომდინარე,რომ არ სურდა მისი შვილების დედის წინააღმდეგ სასამართლოში გამოსვლა, მას ეკრძალებოდა თ---–----–---–---თან მიახლოება, მაგრამ ბავშვების დახმარება არ შეუწყვეტია. მოსარჩელე მოპასუხეებისგან ითხოვს 1500 ლარს ალიმენტის სახით, მუხუცი პენსიონერი ბებია-ბაბუსიგან. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არანაირი დოკუმენტი, რომელიც დაასაბუთებდა გ---------–----------ისთვის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნას.
მტკიცებულება თითქოს 12 თვის განმავლობაში მოსარჩელეს არავინ დახმარებია, არის სიცრუე. მამას სურს შვილების დამხარება, რაშიც ხელს უშლის მოსარჩელე. მას უნდა ხელფასის სახით თანხის მიღება საკუთარი შივლების მოვლისთვის.
თ---–----–---–---ი არის შრომისუნარიანი, 35 წლის პირი, რომელსაც მიღებული აქვს განათლება და ფლობს შესაბამის დიპლიმს, რომლის მიღებაშიც დაეხმარნენ მოპასუხეები.
მოსარჩელე, პენსიონერ მშობლებს, თხოვს, რომ არჩინოს არა მარტო შვილიშვილები, არამედ ისიც. არ ცდილობს მოიძიოს სამსახური,მიუხედავად იმისა,რომ აქვს ამის პირობები, რადგან ბავშვები მთელი დღის განმავლობაში არიან სკოლაში. ასევე მოპასუხეები წლებია სთავაზობენ ხელშეწყობას, ბავშვების დატოვების მხრივ, მაგრამ უკრძალავს მათ ბავშვებთან მიახლოებას და ურთიერთობას. მისი მთავარი ინტერესი ფინანსური უზრუნველყოფაა.
გაუგებარია თუ რატომ უნდა დაეკისროთ გ---------–----------ის მოხუცებულ მშობლებს შვილიშილების რჩენის ვალდებულება,როცა ორივე მშობელი ახალგაზრდა, ჯანმრთელი და შრომისუნარიანია.
მოსარჩელე ცრუობს, როდესაც ამბობს,რომ მოპასუხეები უარყოფითად არიან განწყობილი შვილიშვილების მიმართ. ჯერ კიდევ სარჩელის აღძრვრამდე, ბებია - ბაბუა სთხოვდა მოსარჩელეს ბავშვების წაყვანას დასასვენებლად რაიონში, რაზეც ის უარს აცხადებდა. ბებია განსაკუთრებით ზრუნავდა ბავშვებზე, ასწავლიდა, იტოვებდა მათ, მიჰყავდა მუსიკის გაკვეთილზე.
ე-–--------–----------ის სახელზე აღრიცხულია უძრავი ქონება ა-----ის რაიონში, რომელიც არის პაპისეული, ქ.თბილისში, ბ------–--–-ის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება და ავტოფარეხი, რომელიც მოპასუხეებმა შეიძინეს ახლაგაზრდობისას და ავტოფარეხიდან სარგებლის მიღება წარმოუდგენელია, ხოლო ლ-------–---–---–ის სახელზე რეგისტრირებულია ქონება - ქ. ქ------–---ში და ამხანაგობის კრების საფუძველზე გაცემული ავტოფარეხი, რომელსაც აქვს სტატუსი მშენებარე. ამდენად, ყოველთვიურად 5000 ლარის ოდენობის შემოსავლის მითითება მოსარჩელის მხრიდან არ შეესაბამება სიმართლეს.
ე-–--------–----------ე არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (მეორე ჯგუფის) მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხით, აქვს შაქრიანი დიაბეტი და საჭიროებს ძვირად ღირებულ მედიკამენტებს და გამოკლვევებს, ასევე გადატანილი აქვს მიოკარდიული ინფაქტი.ასევე ლ-------–---–---–საც აწუხებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობელემბი,მათ შორის ფიბროზულ ცისტოზური დაავადება.
ე-–--------–----------ე და ლ-------–---–---–ი არიან საპენსიო ასაკს მიღწეული პირები, ხოლო ე-–--------–----------ე არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი.
მოპასუხეებს არავინ ეხმარებათ, მათ თავად უწევთ ერთმანეთზე ზრუნვა, მათ შორის მედიკამენტებისთვის,კომუნალურებისთვის თანხის გაღება.
გ---------–----------ეს არ აქვს უძრავი ქონება, რადგან მან გადაუფორმა ბინა თ---–----–---–---ს, რითაც გამოხატა მზრუნველობა ოჯახზე. მოსარჩელე ვერ ადასტურებს,რომ გ---------–----------ე არის უმუშევარი, ან არ შესწევს უნარი გადაიხადოს ალიმენტი. ის 16 წლის ასაკიდან მუშაობს, ამჟამადაც არის დასაქმებული, საკმაოდ მაღალანაზღაურებად პოზიციაზე და ბავშვების დედასთან - თ---–----–---–---თან ერთად ვალდებულია გაწიოს ხარჯები შვილების რჩენა-აღზრდის მიზნით. გაუგებარია რატომ ითხოვს მოსარჩელე ალიმენტის გადახდას პაპა-ბებიისგან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თ---–----–---–---ი და გ---------–----–------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2001 წლის 2--------–---ან, ხოლო მათ შორის ქორწინების რეგისტრაცია შეწყდა 2017 წლის 1--------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა (ტომი 1,იხ.ს.ფ.27)
- განქორწინების მოწმობა (ტომი 1, იხ.ს.ფ.28)
3.1.2. თ---–----–---–---ს და გ---------–----–------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: 2--- წლის 2---------ს დაბადებული მ--------–----------ე, 2--- წლის 0-----–--ს დაბადებული ე-–--------–----------ე და 2--- წლის 1---------ს დაბადებული ე------------–----------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობები (ტომი 1, იხ.ს.ფ.29-31)
3.1.3. თ---–----–---–---ის მიმართ სიტყვიერი, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური შეურაცხყოფების გამო გ---------–----------ის მიმართ 16.02.2015 წელს, 12.12.2017 წელს და 20.04.2018 წელს გამოიცა შემაკავებელი ორდერები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 16.02.2015 წ., 12.12.2017 წ. და 20.04.2018 წ. გამოიცემული შემაკავებელი ორდერები (ტომი2, იხ.ს.ფ.17-24).
3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.02.2015წ. შემაკავაბელი ორდერის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებით 2015 წლის 15 თებერვალს დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი გ---------–----------ის მიმართ. მსხვერპლი - თ---–----–---–---ი. შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მოძალადის იმ სახლიდან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება. შემაკავებელი ორდერის ვადა განისაზღვრა ერთი თვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.02.2015წ. შემაკავაბელი ორდერის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება (ტომი 2, ს.ფ.25-26)
3.1.5. 2016 წლის 12 დეკემბრის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებით (ა-----------) გ---------–----------ეს შეუჩერდა მართვის უფლება 2016 წლის 12 დეკემბრიდან 6 თვის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 12 დეკემბრის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება (ტომი1, ს.ფ.51)
3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის განაჩენით ბრალდებულ გ---------–----------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო და გირაოს თანხა განისაზღვრა 1000 (ათასი) ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის განაჩენი (ტომი 1, ს.ფ. 41-44)
3.1.7. 2015 წლის 05 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერით უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ნ. ნიკოლაძის ქ.#1, ს/კ/0--1-.0-.0--.0--.0--0-- საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო გ---------–----------ის სახელზე, რომელის ½ ნაწილი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 23.03.2015წ. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დარეგისტრირდა თ---–----–---–---ის სახელზე, ხოლო 13.11.2017წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება აღირიცხა შვილის - ე-–--------–----------ის (პ.ნ.0----------) სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 05.03.2015წ. საჯარო რეესტრის ამონაწერი, 23.03.2015წ. საჯარო რეესტრის ამონაწერი 13.11.2017წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ტომი 1, ს.ფ. 131-135).
3.1.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 05 ივნისის და 2018 წლის 20 ივლისის წერილების მიხედვით, უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით გ---------–----------ის (პ.ნ. 0----------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 05 ივნისის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვა (ტომი 1, იხ.ს.ფ.64).
3.1.9. 2018 წლის 05 ივლისს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ გაცემული ცნობის #0-------------ის მიხედვით ლ-------–---–---–ს (პ.ნ.0----------0) დანიშნული აქვს სახელმწიფო პენსია, გასაცემლის ოდენობა შეადგენს180 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 05 ივლისის, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ გაცემული ცნობა (ტომი1, ს.ფ. 166)
3.1.10. 2016 წლის 25 მარტს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ გაცემული ცნობის #0-------------ის მიხედვით ე-–--------–----------ეს (პ.ნ.0----------) დანიშნული აქვს და იღებს საპენსიო პაკეტს უვადოდ 160 ლარის ოდენობით. აგრეთვე აქვს დაფიქსირებული ბაზაში შშმპ მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 25 მარტს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ გაცემული ცნობა (ტომი1,ს.ფ. 167).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 04 ივნისის წერილის მიხედვით, უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით ლ-------–---–---–ის (პ.ნ.0----------) საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. ქ------–---ი, რ---------–----------, ს/კ 2-.4-.0-.2--.0--0--, ასევე უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. თბილისში, ი----------–-–---–---------, ს/კ 0--1-.0-.0--.0--.0--0-.0-5) ავტოსადგომი #1- (მშენებარე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 04 ივნისის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვა (ტომი 1,ს.ფ. 63).
3.2.2. საჯარო რეესტრის 21.12.2016 წ. , 04.01.2018წ., 25.03.2014 წ., 04.10.2011წ., 30.03.2018წ. ამონაწერების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 11 ივნისის წერილის მიხედვით უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, ბ-------------–----–--------------------, ს/კ 0--1-.1-.0--.0--.0--5-- არასაცხოვრებელ ფართზე რეგისტრირებულია ე-–--------–----------ის (პ.ნ 0----------) თანასაკუთრება, ასევე ე-–--------–----------ის (პ.ნ 0----------) საკუთრების უფლება რეგისტრირებულია შემდეგ უძრავ ქონებებზე მდებარე: ქ. თბილისი, ბ-------------–----–--------------------, ს/კ 0--1-.1-.0--.0--.0-.5--, ქ. თბილისი, ბ------------–--–-ის ქუჩა, (მიმდებარედ ნაკვეთი 0-/0-5, ს/კ 0--1-.3-.0--.0--) 115 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობების ჩამონათვალი #1, საერთო ფართი 226.13 კვ.მ, რაიონი ა-----ა, სოფელი ზ-------–--ი (ს/კ 5-.0-.3-.2--), ქ. თბილისი, მ--------–------------ (ს/კ 0--1-.1-.0--.0--.0--0-.0--) (მშენებარე) ს--------–-------------, 119.02 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2018 წლის 11 ივნისის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვა (ტომი 1,ს.ფ. 72-73).
3.2.3. შპს ,,პ-------------“ დირექტორის მიერ 2018 წლის 04 ივლისს გაცემული ცნობის მიხედვით გ---------–----------ე (პ/ნ 0----------) 2018 წლის 13 ივნისიდან დღემდე მუშობს შპს ,,პ-------------–-“ პრობლემური სესხების ოფიცრის პოზიციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,პ-------------“ დირექტორის მიერ 2018 წლის 04 ივლისს გაცემული ცნობა ( ტომი 1, ს.ფ.1-0);
3.2.4. 2015 წლის 16 აპრილს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ფორმა #IV-100/ა-ს მიხედვით ე-–--------–----------ის ძირითადი დაავადება: წინაგულთა ფიბრილაცია და თრთოლვა პაროქსიზმული ფორმა (148), კ.ა.დ. გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი (152.2), კორონალური სტენტირების შემდგომი მდგომარეობა (Z95.5), ტკივილი გულის არეში. თანმხლები დაავადებაა: არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, ინსულინდამოკიდებული (E11).
2018 წლის 10 დეკემბერს გაცემული პაციენტის გასინჯვის ფურცლის ფორმა #IV-200-5/ა-ს მიხედვით ე-–--------–----------ემ მარტის თვეში მოიტეხა მარცხენა დიდი წვივის ძვალი, 4 თვე იყო პრაქტიკულად უმოძრაოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 16 აპრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ფორმა #IV-100/ა (ტომი 1, ს.ფ.139-140).
- 2018 წლის 10 დეკემბერს გაცემული პაციენტის გასინჯვის ფურცელი ფორმა #IV-200-5/ა (ტომი 2, ს.ფ.139-140).
3.2.5. 2017 წლის 15 მაისს გაცემული პციენტის გასინჯვის ფურცლის მიხედვით, ლ-------–---–---–ის საბოლოო დიაგნოზია: მენოპაუზის შემდგომი ოსტეოპოროზი, ვიტამინ D-ს დეფიციტი, ჭეშმარიტი ჰიპერქოლესტერინემია, უზომოდ დარღვეული გლიკემია, არტერიული ჰიპერტენზია, ხოლო 01.05.2018წ. ეროვნული სკრინინგ ცენტრიდან გაცემული ცნობის მიხედვით ლ-------–---–---–ის დიაგნოზია ფიბროზულ ცისტოზური დაავადება.
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის მიერ 12/5/22018წ. გაცემული მამოგრაფიული კვლევის მიხედვით ლ-------–-------–ის დიაგნოსტიკური გამოკვლევის შედეგი არის ფიბრომატოზი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 15 მაისის პციენტის გასინჯვის ფურცლი (ტომი 1, ს.ფ. 141-142).
-01.05.2018წ. ეროვნული სკრინინგ ცენტრიდან გაცემული ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 143).
-ონკოლოგიის ინსტიტუტის მიერ 12/5/22018წ. გაცემული მამოგრაფიული კვლევა (ტომი 2, ს.ფ. 243).
3.2.6. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 13 ივლისის წერილის #2-----------ის მიხედვით 12.07.2018წ. მდგომარეობით შპს ,,პ--------------“ -ის (ს/ნ/4--------) საქმიანობის აქტივობის სტატუსია -აქტიური გადამხდელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 13 ივლისის წერილი (ტომი1, ს.ფ. 191-192)
3.2.7. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 ივლისის ცნობის მიხედვით, ფ/პ ე-–--------–----------ეს (პ.ნ.0----------), 19.07.2018წ. მდგომარეობით2017 წელს მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება, ამასთან ე-–--------–----------ე (პ.ნ.0----------) შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებით რეგისტრირებულია ფიზიკურ პირად და 2017 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის მიხედვით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 37088 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი 6217.6 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 ივლისის ცნობა (იხ. ტომი 1,ს.ფ.206)
3.2.8. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 ივლისის ცნობის მიხედვით, ფ/პ ე-–--------–----------ეს (პ.ნ.0----------), 19.07.2018წ. მდგომარეობით 01.01.2018 წლიდან 31.05.2018 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 9500 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი 1900 ლარს.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 ნოემბრის ცნობის მიხედვით, ფ/პ ე-–--------–----------ეს (პ.ნ.0----------), 15.11.2018წ. მდგომარეობით 01.01.2018 წლიდან 31.10.2018 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 22000 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი 4400 ლარს.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 დეკემბრის ცნობის მიხედვით, ფ/პ ე-–--------–----------ის (პ.ნ.0----------) მიერ, 11.12.2018წ. მდგომარეობით, 2018 წლის ოქტომბრის თვეში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 1700 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი 340 ლარს.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 დეკემბრის ცნობის მიხედვით, ფ/პ ე-–--------–----------ეს (პ.ნ.0----------), 11.12.2018წ. მდგომარეობით 2018 წლის სექტემბრის და ოქტომბრის თვეში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 4400 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი 880 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 ივლისის ცნობა (იხ. ტომი 1,ს.ფ.208, ტომი2, ს.ფ.65, ტომი 2, ს.ფ 237, ტომი 2, ს.ფ 239).
3.2.9. 2018 წლის 03 სექტემბერს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ფორმა #IV-100/ა-ს მიხედვით ე------------–----------ის, ჯანმრთელობის მდგომარეობის დასკვნის მიხედვით, მისი დიაგნოზია: ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექცია, დაუზუსტებელი, დაკვირვება, როცა ეჭვია დაუზუსტებელ ავადმყოფობებსა და მდგომარეობებზე, ჰელმინთოზები, დაუზუსტებელი.
2018 წლის 03 სექტემბერს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ფორმა #IV-100/ა-ს მიხედვით მ--------–----------ის და ე-–--------–----------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასკვნის მიხედვით, მათი დიაგნოზია: დაკვირვება, როცა ეჭვია დაუზუსტებელ ავადმყოფობებსა და მდგომარეობებზე, ჰელმინთოზები, დაუზუსტებელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 03 სექტემბერს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ფორმა #IV-100/ა-ს (ტომი2, ს.ფ. 2-7)
3.2.10. 18.09.2018წ. შპს ,,ა---------------“ მიერ გაცემული ინვოისების მიხედვით, ე------------–----------ისათვის მედიკამენტების შეძენის ხარჯმა შეადგინა - 348.79 ლარი, მ--------–----------ისათვის მედიკამენტების შეძენის ხარჯმა შეადგინა 325.61 ლარი, ხოლო ე-–--------–----------ისათვის მედიკამენტების შეძენის ხარჯმა შეადგინა 357.51 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 18.09.2018წ. შპს ,,ა---------------“ მიერ გაცემული ინვოისები (ტომი2, ს.ფ. 7-9)
3.2.11. შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 20 სექტემბერს გაცემული ცნობის მიხედვით 20.09.2018 წლის მდგომარეობით თ---–----–---–---ის (პ.ნ.6----------) მიერ 2017-2018 წლებში მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 20 სექტემბერს გაცემული ცნობა (ტომი 2, ს.ფ. 10).
3.2.12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ივლისის #3----- წერილის მიხედვით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, შპს ,,პ--------------“-ს (ს/კ/4--------) რეგისტრაცია გაუქმებული არ არის. ამასთან, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში შპს ,,პ--------------“ (ს/კ/4--------) რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ივლისის #327666 წერილი (ტომი 2, ს.ფ. 47).
3.2.13. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 დეკემბრის #2----------- წერილის თანახმად შპს ,,პ--------------“ 2018 წლის იანვრის თვიდან დღგ-ს დეკლარაციების წარმოდგენა არ უფიქსირდება. ამავე წერილის დანართის მიხედვით გ---------–----------ეს 2018 წლის ოქტომბრის თვიდან ხელფასი არ უფიქსირდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 დეკემბრის #2----------- წერილი (ტომი 2, ს.ფ. 80-85).
3.2.14. შპს ,,მ----------“ მიერ 2018 წლის 10 დეკემბერს გაცემული ცნობის მიხედვით გ---------–----------ე მუშაობს შპს ,,მ--------–-“ მცველის თანამდებობაზე და ნოემბრის თვის შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 360 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,მ----------“ მიერ 2018 წლის 10 დეკემბერს გაცემული ცნობა (ტომი 2, ს.ფ. 236).
3.2.15. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს გარემოებას იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვნების ე----------, მ------ და ე-–--------–----–---------ის მამას - გ---------–----–------ეს გააჩნია იმის სახსრები, რომ შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მისი მხრიდან, მინიმალურად იქნას დაკმაყოფილებული არასრულწლოვნების ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. მართალია მოპასუხეები მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ მათი შვილი არის დასაქმებული, მაგრამ გასათვალისწინებელია საქმეზე არსებული მტკიცებულებები, რომლის მიხედვით გ---------–----–------ის შემოსავლები (ხელფასის ოდენობა, რაც მას გააჩნდა შპს ,,პ----------–-“ მუშაობის ან თუნდაც შპს ,,მ--------–-“ მუშაობის პერიოდში), არ იძლვა იმის შესაძლებლობას, სასამართლოს გაუჩნდეს გონივრული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ის შეძლებს სამი არასრულწლოვანი შვილის მოთხოვნილებების დაკმაყოფიებას სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობის ფარგლების გათვალისწინებითაც კი. მართალია იმის გამო, რომ მამას არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან და ის ვალდებულია იზრუნოს საკუთარი შვილების რჩენა-აღზრდისათვის, რაც წარმოადგენს ამ შემთხვევაში სხვა დავის საგანს, მაგრამ სამოქალაქო კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს პაპა-ბებიის მხრიდან შვილიშვილების რჩენის ვალდებულებას, თუ მათ არ შეუძლიათ სარჩო მიიღონ თავისი მშობლებისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას და მათთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-1214-ე, 1225-ე ,1234-ე და 1237-ე მუხლები.
7. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელე თ---–----–---–---მა ალიმენტის მოპასუხეებისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხეები ელგუჯა ლეფსწვერიძე და ლ-------–---–---–ი როგორც არასრულწლოვნების: ე------------–----------ის, მ--------–----------ის და ე-–--------–----------ის პაპა-ბებია, ვალდებული არაიან არჩინონ არასრულწლოვანი შვილიშვილები, თუ ისინი ვერ იღებენ სარჩოს თავისი მშობლებისაგან.
დადგენილია, რომ მოსარჩელე თ---–----–---–---ს და გ---------–----------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: 2--- წლის 2---------ს დაბადებული მ--------–----------ე, 2--- წლის 0-----–--ს დაბადებული ე-–--------–----------ე და 2--- წლის 1---------ს დაბადებული ე------------–----------ე.
მოპასუხეები ე-–--------–----------ე და ლ-------–---–---–ი წარმოადგენენ გ---------–----------ის მშობლებს და არასრულწლოვანების ე------------–----------ის, მ--------–----------ის და ე-–--------–----------ის პაპა-ბებიას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლის თანახმად, პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან.
დადგენილია, რომ არასრულწლოვნების დედას, მოსარჩელე თ---–----–---–---ს არ გააჩნია არანაირი შემოსავალი, არ არის დასაქმებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმების და 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება და დადგენილია ის გარემოება, რომ არასრულწლოვნების დედას არ აქვს შემოსავალი, არ არის დასაქმებული, ხოლო მამას არ გააჩნია იმ ოდენობის შემოსავალი, რომ თითოეული ბავშვი უზრუნველყოფილი იყოს ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებთაც კი, მაშინ როდესაც თითოეულ არასრუწლოვანს ესაჭიროება ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე უზრუნველყოფა მშობლების მხრიდან. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებითაც, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.
დადგენილ გარემოებას წარმოადგენს და სადავო არ არის, რომ თ---–----–---–---ის მიმართ სიტყვიერი, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური შეურაცხყოფების გამო გ---------–----------ის მიმართ 16.02.2015 წელს, 12.12.2017 წელს და 20.04.2018 წელს გამოიცა შემაკავებელი ორდერები. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.02.2015წ. შემაკავაბელი ორდერის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებით, 2015 წლის 15 თებერვალს დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი გ---------–----------ის მიმართ, მსხვერპლი - თ---–----–---–---ი. შესაბამისად, მშობლებს შორის არის მწვავე კონფლიქტური დამოკიდებულება და მათ შორის ვერ ხდება არასრულეწლოვნების საჭიროებებიდან გამომდინარე მათ შორის შეთანხმება და მათი კეთილდღეობისთვის ერთობლივად ზრუნვა.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
იმ ფაქტის მტკიცება, რომ არასრულწლოვნების მამას - გ---------–----–------ეს გააჩნია მატერიალური სახსრები და შესაძლებლობა არჩინოს მისი, სამი არასრულწლოვანი შვილი, მოპასუხეების მტკიცების საგანს წარმოადგენდა, რაც მათ ვერ განახორციელეს, შესაბამისად მათ მიერ ვერ იქნა დასაბუთებული გარემოება, რომ სარჩოს მიმღები პირების მშობელს გააჩნია შესაძლებლობა უზრუნველყოს სარჩოს მიღების შესაძლებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან გამორიცხავდა პაპა-ბებიის მიმართ ალიმენტის დაკისრების ვარაუდს.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე ნათელია ის გარემოება, რომ გ---------–----–------ეს არ გააჩნია იმის სახსრები, რომ სამი არასრულწლოვანი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მისი მხრიდან, მინიმალურად იქნას დაკმაყოფილებული არასრულწლოვნების ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. სასამართლოს თვალის ასახვევად წარმოდგენილი ცნობა, რომლის თანახმად ბავშვების მამა, გ---------–----------ე 2018 წლის 13 ივნისიდან მუშაობს შპს ,,პ-------------–-" პრობლემური სესხების ოფიცრის პოზიციაზე, სადაც მისი ივლისის თვის ხელფასი შეადგენს 89 ლარს, ივლისის - 120 ლარს, სექტემბრის თვის 173 ლარს, ამასთან ყურადსაღებია, რომ სარჩელის შემოტანის მომენტისათვის გ---------–----------ე არ მუშაობს, სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2018 წლის 18 ივნისს, ხოლო შპს მ---------- 2018 წლის 10 დეკემბრის ცნობის თანახმად გ---------–----------ე 2018 წლის 13 ნოემბრიდან მუშაობს მცველის თანამდებობაზე და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 360 ლარს (ხელზე ასაღები 280 ლარს)
,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის პრეამბულაში აღნიშნულია, რომ ოჯახი, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედი და ბუნებრივი გარემოცვა ყველა მისი წევრისა და განსაკუთრებით ბავშვების აღზრდისა და კეთილდღეობისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ საჯარო დაცვითა და ხელშეწყობით, რათა შეეძლოთ მთლიანად იკისრონ ვალდებულებანი საზოგადოების ფარგლებში.
არასრულწლოვანთა უპირატესი ინტერესები დაცულია არაერთი საერთაშორისო აქტითა და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით. შესაბამისად, სამართლებრივი ნორმების ყოველგვარი დანაწესი განმარტებული უნდა იქნეს არასრულწლოვანის ინტერესების უპირატესად. ბავშვის აღზრდის ჭეშმარიტი უფლებებისათვის პრიორიტეტის მინიჭება მნიშნელოვანია ყველა იმ პირის უფლებებთან მიმართებით, ვისაც კანონით განსაზღვრული აქვს საალიმენტო ვალდებულებანი.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვების უფლების სათანადო დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვების უფლება მიიღონ ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვის ინტერესებს უმთავრესი მნიშვნელობა აქვს მასზე მზრუნველობასთან დაკავშირებულ საკითხებში. სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, პაპა-ბებიას ალიმენტი არასრულწლოვანი შვილიშვილების სასარგებლოდ შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ორი კუმულატიური პირობა: მათ აქვთ საკმაო შემოსავალი, რათა უზრუნველყონ შვილიშვილისათვის სარჩოს მიცემა და ამასთან, სარჩოს მიმღები პირის მშობელი ვერ უზრუნველყოფენ პირის რჩენას.
სასამართლოსთვის აღნიშნული კანონის დანაწესი კარგადაა ცნობილი, მაგრამ ამასთანავე განმარტავს, რომ კანონის ამ დანაწესისადმი არ შეიძლება ფორმალისტური მიდგომა, რადგან დავა ეხება არასრულწლოვანების ინტერესს, ფორმალური მიდგომით დაირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
ამ პრინციპების ლოგიკური, ფართო და ობიექტური განმარტებები, მშობლების ზნეობრივი მოვალეობები, მათი კეთილსინდისიერება, სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლის დანაწესის როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე ლოგიკური, სისტემური და შინაარსობრივი ანალიზი, საქმეში წარმოდგენილიმტკიცებულებები, ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა განმარტებები, სასამართლოს აძლევს საშუალებას დადგენილად მიიჩნიოს ბავშვების მამის მიერ სამი არასრულწლოვანი შვილისათვის ძირითადი საარსებობო პირობების შექმნის შეუძლებლობა ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში და სწორედ ესაა პაპა-ბებიასთვის ალიმენტის დაკისრების წინაპირობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილიშვილისათვის ალიმენტის გადასახდელად დაკისრება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს საკუთარი მშობლებისაგან, ამასთან წარმოდგენილი უნდა იყოს უტყუარი მტკიცებულებები პაპისა და ბებიის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის 21.12.2016 წ. , 04.01.2018წ., 25.03.2014 წ., 04.10.2011წ., 30.03.2018წ. ამონაწერების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 11 ივნისის წერილის მიხედვით უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, ბ-------------–----–--------------------, ს/კ 0--1-.1-.0--.0--.0--5-- არასაცხოვრებელ ფართზე რეგისტრირებულია ე-–--------–----------ის (პ.ნ 0----------) თანასაკუთრება, ასევე ე-–--------–----------ის (პ.ნ 0----------) საკუთრების უფლება რეგისტრირებულია შემდეგ უძრავ ქონებებზე მდებარე: ქ. თბილისი, ბ-------------–----–--------------------, ს/კ 0--1-.1-.0--.0--.0-.5--, ქ. თბილისი, ბ------------–--–-ის ქუჩა, (მიმდებარედ ნაკვეთი 0-/0-5, ს/კ 0--1-.3-.0--.0--) 115 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობების ჩამონათვალი #1, საერთო ფართი 226.13 კვ.მ, რაიონი ა-----ა, სოფელი ზ-------–--ი (ს/კ 5-.0-.3-.2--), ქ. თბილისი, მ--------–------------ (ს/კ 0--1-.1-.0--.0--.0--0-.0--) (მშენებარე) ს--------–-------------, 119.02 კვ.მ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 04 ივნისის წერილის მიხედვით, უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით ლ-------–---–---–ის (პ.ნ.0----------) საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. ქ------–---ი, რ---------–----------, ს/კ 2-.4-.0-.2--.0--0--, ასევე უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. თბილისში, ი----------–-–---–---------, ს/კ 0--1-.0-.0--.0--.0--0-.0-5) ავტოსადგომი #1- (მშენებარე).
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 ივლისის ცნობის მიხედვით, ე-–--------–----------ე (პ.ნ.0----------) შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებით რეგისტრირებულია ფიზიკურ პირად და 2017 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის მიხედვით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 37088 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი 6217.6 ლარს.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 ივლისის ცნობის მიხედვით, ფ/პ ე-–--------–----------ეს (პ.ნ.0----------), 19.07.2018წ. მდგომარეობით 01.01.2018 წლიდან 31.05.2018 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 9500 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი 1900 ლარს.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 ნოემბრის ცნობის მიხედვით, ფ/პ ე-–--------–----------ეს (პ.ნ.0----------), 15.11.2018წ. მდგომარეობით 01.01.2018 წლიდან 31.10.2018 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 22000 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი 4400 ლარს.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 დეკემბრის ცნობის მიხედვით, ფ/პ ე-–--------–----------ის (პ.ნ.0----------) მიერ, 11.12.2018წ. მდგომარეობით, 2018 წლის ოქტომბრის თვეში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 1700 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი 340 ლარს.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 დეკემბრის ცნობის მიხედვით, ფ/პ ე-–--------–----------ეს (პ.ნ.0----------), 11.12.2018წ. მდგომარეობით 2018 წლის სექტემბრის და ოქტომბრის თვეში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 4400 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი 880 ლარს.
შესაბამისად სახეზეა ის გარემოება, რომ არასრულწლოვნების პაპას და ბებიას გააჩნიათ საკმაო შემოსავალი მათი შვილიშვილების რჩენისათვის. შვილიშვილებზე ზრუნვის ვალდებულება პაპა-ბებიის მოვალეობაცაა, მით უფრო მაშინ, როდესაც ბავშვების მამას არ აქვს საკმარისი შემოსავალი მათი რჩენისა და აღზრდისათვის, ამასთან, პაპა-ბებიის არა მხოლოდ კანონისმიერი, არამედ ზნეობრივი მოვალეობაცაა იზრუნონ არასრულწლოვან შვილიშვილებზე, ისინი ვალდებული არიან შეასრულონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილების აღზრდისა და რჩენის ფუნქციები, ვინაიდან ასეთ დახმარებას ვერ იღებენ მამისგან. სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვების უფლების სათანადო დაცვას. საგულისხმოა, რომ 1225-ე მუხლის მიზანია არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების დაცვა, გამოდის ზრუნვის მოვალეობის მქონე პირთა ნების თავისუფალი გამოვლენის სფეროდან და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აყვანილია კანონისმიერი ვალდებულების რანგში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის შესაბამისად, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
მოცემულ საქმეზე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია ალიმენტი თითოეული არასრულწლოვანისათვის 500 ლარის ოდენობით. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ მათთვის ალიმენტის დაკისრების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მოპასუხეებს დანიშნული აქვთ საპენსიო პაკეტი, ამასთან საქმის მასალეში წარმოდგენილია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მტკიცებულებები, რომლის მიხედვით მოპასუხეებს გააჩნიათ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ფინანსური საჭიროებები, საქმის მასალებით არ დადასტურდა მოპასუხე მხარეების კმაყოფაზე სხვა პირების არსებობა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცმეულ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლიდან გამომდინარე არასრულწლოვნების პაპა-ე-–--------–----------ე და ბებია - ლ-------–---–---–ი, რომელთაც აქვთ საკმაო სახსრები, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილები: 2--- წლის 2---------ს დაბადებული მ--------–----------ე, 2--- წლის 0-----–--ს დაბადებული ე-–--------–----------ე და 2--- წლის 1---------ს დაბადებული ე------------–----------ე. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ალიმენტის სახით დადგენილი თანხა რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირის აღზრდა-განვითარებისათვის ნორმალური პირობების შექმნას.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვების ასაკის და მათი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, პაპის - ე-–--------–----------ის და ბებიის - ლ-------–---–---–ის მიერ, არასრულწლოვანი შვილიშვილების სასარგებლოდ ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეულისათვის 170-170 (ას სამოცდაათი) ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე თ-----------–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხეებს ე-–--------–----------ეს და ლ-------–---–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით 183.6 (ას ოთხმოცდა სამი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ---–----–---–---ის სარჩელი დაკმაყოფიდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ე-–--------–----------ეს (0----------) და ლ-------–---–---–------ს (პ/ნ 0----------) არასრულწლოვანი შვილიშვილების - 2--- წლის 2---------ს დაბადებული მ--------–----------ის, 2--- წლის 0-----–--ს დაბადებული ე-–--------–----------ის და 2--- წლის 1---------ს დაბადებული ე------------–----------ის სასარგებლოდ დაეკისროთ ალიმენტი ყოველთვიურად თითოეულისათვის 170-170 (ასსამოცდაათი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2018 წლის 18 ივნისიდან, მათ სრულწლოვანებამდე
3. სახელმწიფო ბაჟი 183,6 ლარის ოდენობით დაეკისროს მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლელა ცანავა