გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.11.2019
საქმის ნომერი
160210019003124286
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
06.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #160210019003124286

N 2/570-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17.10.2019 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი ელენე თაგაური

მოსარჩელე - ელ------------------ი

მოპასუხე - ლა-------–---ა

მესამე პირი - სს------–---–-------------------------------------------–-------------–------------–--ა

წარმომადგენელი - მა------–--------ე

თარჯიმანი- ნა--–-------------ა

დავის საგანი - ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის გადახდისაგან განთავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ელ------------------ის განთავისუფლება არასრულწლოვანი შვილების 2----–-–----------------- დაბადებული რო-–----------------- და 2----–-–---------------- დაბადებული ჰუ-----------------ის რჩენა-აღზრდისათვის დაკისრებული ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან;

1.2. არასრულწლოვანი შვილების რო-–-----------------ა და ჰუ-----------------ის საცხოვრებელ ადგილად მამის ელ------------------ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა;

სარჩელის საფუძვლები:

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ელ------------------ა და მოპასუხე ლა-------–---ა 2003 წლიდან იმყოფებიან ფაქტობრივ, ხოლო 2015 წლის 4 მაისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი 2----–-–----------------- დაბადებული რო-–---------------- და 2----–-–---------------- დაბადებული ჰუ-----------------ი. 2016 წლიდან მხარეები ერთმანეთს დაშორდნენ, რის შემდეგაც არასრულწლოვანი შვილები საცხოვრებლად დარჩნენ დედასთან ქ. ბაქოში, სადაც სასწავლებლად დადიოდნენ სკოლა-ლიცეუმში. 2019 წლის 27 მარტის მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილებით ლა-------–---ას სასარჩელო მოთხოვნის საფუძველზე, შეწყდა ქორწინება მხარეებს შორის და ელ------------------ს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა 120 ლარის გადახდა თითოეულისათვის. მოგვიანებით გარემოება შეიცვალა, არასრულწლოვანმა ბავშვებმა აღარ მოინდომეს ქ. ბაქოში - დედასთან ლა-------–---ასთან ცხოვრება და საცხოვრებლად გადავიდნენ მამასთან - მოსარჩელე ელ------------------თან, რომელთანაც ამჟამადაც განაგრძობენ ცხოვრებას საკუთარი სურვილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღარ არსებობს მოსარჩელის მიერ ალიმენტის გადახდის ვალდებულება.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ლა-------–---ამ სასამართლოში შესაგებელი არ წარმოადგინა. იგი არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

2.2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

სს------–---–-------------------------------------------–-------------–------------–--ის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ელ------------------ი ამჟამად ცხოვრობს მშობლების სახლში, დასთან ერთად, სოფელ კა-----ში. საცხოვრებელი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. სახლი უსაფრთხოა ბავშვებისათვის, დაცულია სანიტარულ- ჰიგიენური ნორმები. დამაკმაყოფილებელია ბავშვების კვება, ჰიგიენა, აცვიათ სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი, აქვთ საჭირო ნივთები სკოლისათვის, აქვთ გასართობი საშულებები. ელ------------------ის ოჯახში არ არის დამაბრკოლებელი გარემოება ბავშვების ზრდა-განვითარებისათვის.

 

ლა-------–---ა დაშორების შემდეგ ცხოვრობს მშობლების სახლში სოფელ კა-----ში. საცხოვრებელი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ოთახები აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით. ლა-------–---ას ოჯახში არ არსებობს არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება ბავშვების ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის. დედას შესწევს უნარი სათანადო მზრუნველობა განახორციელოს ბავშვების მიმართ. ლა-------–---ას გადმოცემით ბავშვებთან ერთად ცხოვრების პერიოდში მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა შვილებთან, გამოხატავდა მათ მიმართ სიყვარულს და მზრუნველობას, აძლევდა რჩევა-დარიგებებს და ახერხებდა მათი ქცევის მართვას. ბავშვების ამჟამინდელი პროტესტიდან გამომდინარე ლა-------–---ა ვეღარ ახერხებს ბავშვებთან სრულყოფილ ურთიერთობას. საუბრისას არასრულწლოვნები დედას პასუხობენ მოკლე პასუხებით ან საერთოდ არიდებენ თავს მასთან საუბარს. ლა-------–---ას ოჯახის წევრები გამოხატავენ მათი ოჯახის წევრების მიმართ თანადგომას. ორივე ბავშვი არის ჯანმრთელი, აქტიური, შეუძლიათ საკუთარი ემოციების დაფიქსირება და აზრის გამოხატვა. გასაუბრებისას მათ განაცხადეს, რომ სურთ მამასთან ერთად ცხოვრება და არ სურთ დედასთან დაბრუნება.

 

არასრულწლოვანის წარმომადგენელმა მა------–--------ემ სასამართლო პროცესზე მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას. განმარტა, რომ ბავშვების წეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ბავშვების რო-–----------------- და ჰუ-----------------ის საცხოვრებელ ადგილად მამის ელ------------------ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

 

სასამართლომ ასევე მოუსმინა არასრულწლოვნებს როვშან რუსტამოვს და ჰუ-----------------ს, რომლებმაც განმარტეს, რომ ამჟამად ცხოვრობენ მამასთან - ელ------------------თან, რომელიც ზრუნავს მათზე. ასევე აღნიშნეს, რომ მათ არ სურთ დედასთან დაბრუნება საცხოვრებლად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ელ------------------ა და მოპასუხე ლა-------–---ა 2003 წლიდან იმყოფებიან ფაქტობრივ, ხოლო 2015 წლის 4 მაისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი 2----–-–----------------- დაბადებული რო-–---------------- და 2----–-–---------------- დაბადებული ჰუ-----------------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

- დაბადების მოწმობები (ს. ფ. 21-22);

- მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება (ს.ფ.23-29)

 

3.1.2. მხარეების დაშორების შემდეგ არასრულწლოვანი შვილები საცხოვრებლად დარჩნენ დედასთან ქ. ბაქოში, სადაც სასწავლებლად დადიოდნენ სკოლა-ლიცეუმში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის17 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

 

3.1.3. 2019 წლის 27 მარტის მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილებით ლა-------–---ას სასარჩელო მოთხოვნის საფუძველზე, შეწყდა ქორწინება მხარეებს შორის და ელ------------------ს ლა-------–---ას სასარგებლოდ შვილების - 2----–-–----------------- დაბადებული როვსან რუსტამოვის და 2----–-–---------------- დაბადებული ჰუ-----------------ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტიოს სახით დაეკისრა თითოეული ბავშვისათვის 120 ლარის გადახდა 2018 წლის 6 დეკემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

- მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება (ს.ფ.23-29)

 

3.1.4. რო-–----------------- და ჰუ-----------------ის ნების საფუძველზე, ამჟამად ისინი ცხოვრობენ მამასთან - ელ------------------თან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

 

3.1.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილების მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, სს------–---–-------------------------------------------–-------------–------------–--ის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ელ------------------ი ამჟამად ცხოვრობს მშობლების სახლში, დასთან ერთად, სოფელ კა-----ში. საცხოვრებელი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. სახლი უსაფრთხოა ბავშვებისათვის, დაცულია სანიტარულ- ჰიგიენური ნორმები. დამაკმაყოფილებელია ბავშვების კვება, ჰიგიენა, აცვიათ სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი, აქვთ საჭირო ნივთები სკოლისათვის, აქვთ გასართობი საშულებები. ელ------------------ის ოჯახში არ არის დამაბრკოლებელი გარემოება ბავშვების ზრდა-განვითარებისათვის.

ლა-------–---ა დაშორების შემდეგ ცხოვრობს მშობლების სახლში სოფელ კა-----ში. საცხოვრებელი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ოთახები აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით. ლა-------–---ას ოჯახში არ არსებობს არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება ბავშვების ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის. დედას შესწევს უნარი სათანადო მზრუნველობა განახორციელოს ბავშვების მიმართ. ლა-------–---ას გადმოცემით ბავშვებთან ერთად ცხოვრების პერიოდში მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა შვილებთან, გამოხატავდა მათ მიმართ სიყვარულს და მზრუნველობას, აძლევდა რჩევა-დარიგებებს და ახერხებდა მათი ქცევის მართვას. ბავშვების ამჟამინდელი პროტესტიდან გამომდინარე ლ. ვალიევა ვეღარ ახერხებს ბავშვებთან სრულყოფილ ურთიერთობას. საუბრისას არასრულწლოვნები დედას პასუხობენ მოკლე პასუხებით ან საერთოდ არიდებენ თავს მასთან საუბარს. ორივე ბავშვი არის ჯანმრთელი, აქტიური, შეუძლიათ საკუთარი ემოციების დაფიქსირება და აზრის გამოხატვა.

 

არასრულწლოვანის წარმომადგენელმა მა------–--------ემ სასამართლო პროცესზე მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებლად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტის გადახდისაგან განთავისუფლება არის საფუძვლიანი და შეესაბამება ბავშვების ჭეშმარიტ ინტერესებს. ასევე განმარტა, რომ ამჟამად რო-–---------------- და ჰუ-----------------ი ცხოვრობენ მამასთან, მარნეულის რაიონის სოფელ კა-----ში, სადაც ბავშვებზე სათანადოდ ზრუნავენ. ამასთანავე განმარტა, რომ აუცილებელია, რომ არასრულწლოვან ბავშვებს ურთიერთობა ჰქონდეს დედასთან ლა-------–---ასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სს------–---–-------------------------------------------–-------------–------------–--ის დასკვნა (ს.ფ. 37-61)

- არასრულწლოვნების კანონიერი წარმომადგენლის განმარტება (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, 1197-ე, 1198-ე, 1999-ე, 1200-ე, 1201-ე, 1202-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლებით, ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3, მე-5, მე-8-9-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კანონმდებლობაში, ისევე, როგორც საერთაშორისო აქტებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვის ინტერესების დაცვას, როგორც არასრულწლოვანი პირისა, რომელსაც თავისი განვითარების, მათ შორის ფიზიკური განვითარების მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია თავისი უფლებების სრულყოფილად რეალიზაცია. ამასთან, ბავშვზე ზრუნვის უფლება და შესაბამისი ვალდებულება უპირველეს ყოვლისა ენიჭება მის მშობლებს.

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ" კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.

 

ხოლო მე-5 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.

 

ამასთანავე, აღიარებული პრინციპია, რომ ორივე მშობელი ბავშვის მიმართ თანაბარი უფლებით სარგებლობს და არცერთ მათგანს არ შეიძლება რაიმე უპირატესობა მიენიჭოს. ეს უფლება მშობლებს უნარჩუნდებათ მაშინაც, თუ ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მათ ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ ნებისმიერი საკითხი, რაც დაკავშირებულია ბავშვის აღზრდასთან, სწავლასთან, განვითარებასთან, დასვენებასთან, მკურნალობასთან და ა. შ. ამასთან, ეს უფლება შეუზღუდავი არ არის. შესაძლოა, მშობლებმა ვერ შეძლონ თანხმობის მიღწევა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მოსაზრებების გამო. ასეთი შემთხვევისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული გაურკვეველი და გამოუვალი მდგომარეობა, საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია ენიჭება სასამართლოს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

საგულისხმოა, რომ საზოგადოდ აღიარებული მოსაზრების მიუხედავად, რომ მშობლებს ყოველთვის შვილის საუკეთესო ინტერესები ამოძრავებთ, არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი ან ორივე მშობლის მიერ თავისი უფლების გამოყენება ზიანის მომტანი იყოს ბავშვისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

„ბავშვთა უფლებათა შესახებ" კონვენციის მე-19 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომას ღებულობენ იმ მიზნით, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტად გამოყენებისაგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ დაუდევარი მოპყრობისაგან, უხეში მოქცევისა თუ ექსპლუატაციისაგან, სექსუალური ბოროტების ჩათვლით.

 

ამდენად, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ჩარევა ლეგიტიმურია და ბავშვის საუკეთესო ინტერესებითაა ნაკარნახევი. ჩარევა გამოიხატება ერთ-ერთი ან ორივე მშობლისათვის მშობლის უფლების შეზღუდვაში, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში - მშობლის უფლების ჩამორთმევაში იმ შემთხვევისათვის, თუ ის ბოროტად იყენებს მშობლის უფლებას, ან არ ასრულებს მშობლის მოვალეობას, რითაც ზიანი ადგება ბავშვის ინტერესებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. სარჩელის და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ამჟამად ბავშვები ცხოვრობენ მამასთან, ბავშვების დედა არ გამოხატავს სურვილს, რომ მასთან იცხოვრონ შვილებმა, ამასთანავე ბავშვებს სურთ მამასთან ცხოვრება, მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილზე არ არის დამაბრკოლებელი გარემოება ბავშვების ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის. ამასთანავე მოსარჩელე არ არის წინააღმდეგი, რომ დედამ იქონიოს კავშირი შვილებთან. აღსანიშნავია თავად არასრულწლოვნების განმარტება, რომლის თანახმადაც მათ სურს, რომ მათ საცხოვრებლად განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი. აქვე გასათვალისწინებელია მოპასუხის, ბავშვების დედის პოზიცია, მან სასამართლოში შესაგებელი არ წარმოადგინა, რაც მიანიშნებს მის დამოკიდებულებას, ინტერესის არქონას სადავო საკითხოს მიმართ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ელ------------------ი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მან გაუწიოს ბავშვებს მზრუნველობა და აღზარდოს ისინი. საცხოვრებელი პირობები, თუ ის არ ეწინააღმდეგება ბავშვების ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ და სოციალურ განვითარებას, არ შეიძლება ზღუდავდეს ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდის აუცილებლობას.

 

გასათვალისწინებელია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი დასკვნა, რომლის თანახმად, ელ------------------ი ამჟამად ცხოვრობს მშობლების სახლში, დასთან ერთად, მარნეულის რაიონის სოფელ კა-----ში. საცხოვრებელი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. სახლი უსაფრთხოა ბავშვებისათვის, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. დამაკმაყოფილებელია ბავშვების კვება, ჰიგიენა, აცვიათ სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი, აქვთ საჭირო ნივთები სკოლისათვის, აქვთ გასართობი საშულებები. ელ------------------ის ოჯახში არ არის დამაბრკოლებელი გარემოება ბავშვების ზრდა-განვითარებისათვის. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანსეწონილია მათ საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრეებლი ადგილის განსაზღვრა.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით სწორედ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს აქვს მინიჭებული უფლება და, ამასთანავე, დაკისრებული ვალდებულება, დაიცვას არასრულწლოვნების ინტერესები და ის საქმის განხილვაში როგორც არასრულწლოვანთა წარმომადგენელი მონაწილეობს, რაც უზრუნველყოფს ბავშვების ინტერესების დაცვას ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, მათი ჭეშმარიტი საჭიროებების გათვალისწინებით.

 

ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლო დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე. ერთ-ერთ საქმეზე (Johansen v. Norway, Judgment of 7 August 1996. Reports.1996-III.) სასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით.

 

სასამართლოს აღნიშნავს, რომ საქმის განხილვის შედეგად იკვეთება, რომ არ არსებობს მამასა და შვილების ურთიერთობის შემაფერხებელი ობიექტური მიზეზები და ამ შემთხვევაში ელ------------------ისაგან განრიდება არ შეიძლება ბავშვის ინტერესების შესაბამისად იქნეს მიჩნეული.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვების ასაკისა და მისი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, მშობლის კანონით გარანტირებული უფლებების შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეკომენდაციის, არასრულწლოვნების დედის პოზიციის (მან შესსაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა) და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს ხელი შეუშალოს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში.

 

6.2. ელ------------------ი უნდა განთავისუფლდეს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. საქართველოს სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1222-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა მშობლების ან შვილების მატერიალური, თუ ოჯახური მდგომარეობა მას შემდეგ, რაც სასამართლო დაადგენს იმ თანხის ოდენობას, რომელიც უნდა გადაიხადონ მშობლებმა სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების სასარგებლოდ, ან შვილებმა - შრომისუუნარო მშობლების სასარგებლოდ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, სასამართლოს შეუძლია ერთ-ერთი მათგანის სარჩელით შეცვალოს ალიმენტის დადგენილი ოდენობა.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა და თავად ვალდებულება ალიმენტის გადახდისა, არ არის მუდმივი ხასიათის. სასამართლო უფლებამოსილია, გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდისაგან ვალდებული პირი, თუ არსებობს საპატიო მიზეზი. საალიმენტო ვალდებულება ემსახურება პირის რჩენის უზრუნველყოფას და უპირატესობა ენიჭება არასრულწლოვანის ინტერესებს. შესაძლებელია, არსებითად შეიცვალოს გარემოება, რაც შესაძლოა გახდეს ალიმენტვალდებული პირის ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ალიმენტის გადახდისაგან განთავისუფლება ან ალიმენტის დავალიანების შემცირება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. ამასთან საალიმენტო ვალდებულებით იტვირთება ის მხარე რომელთანაც ბაშვები არ ცხოვრობენ და რომელიც არ მონაწილეობს ბავშვების რჩენა-აღზრდის პროცესში.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან საერთო მეურნეობას. ასევე დადგენილია, რომ მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილებით ელ------------------ს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით თითოეული ბავშვისათვის დაეკისრა 120 ლარის გადახდა. ასევე დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვები დღეის მდგომარეობით აღსაზრდელად იმყოფებიან მამასთან - მოსარჩელე ელ------------------თან, რომელიც ზრუნავს მათზე.

 

ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით, არსებობს მოსარჩელის ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

აქვე სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს დავის მიმართ ინტერესი არ გამოუჩენია, მან შესაგებელი არ წარმოადინა სასამართლოში, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს სარჩელის საფუძვლიანობას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოსი შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

გამომდინარე ყოველივე ზემნოთაღნისნულიდან, გამომდინარე იქედან, რომ სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟ, ამასთანავე ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ლა-------–---ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები სასამართლოს მიერ გამოყენებული არ ყოფილა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 38-39-ე, 46-ე, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ელ------------------ის სარჩელი მოპასუხე ლა-------–---ას მიმართ ალიმენტის გადახდისაგან განთავისუფლების და არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელე ელ------------------ი განთავისუფლდეს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ლა-------–---ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების 2----–-–----------------- დაბადებული რო-–----------------- და 2----–-–---------------- დაბადებული ჰუ-----------------ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად, თითოეული ბავშვისათვის, 2018 წლის 6 დეკემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე დაკისრებული ალიმენტის 120 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. არასრულწლოვანი ბავშვების - 2----–-–----------------- დაბადებული რო-–-----------------ა და 2----–-–---------------- დაბადებული ჰუ-----------------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის - ელ------------------ის საცხოვრებელი ადგილი- მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი კა-----ი.

4. მოპასუხე ლა-------–---ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე