მუხლი 1200. შვილების აღზრდა მშობლების ურთიერთშეთანხმებით
1. შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ.
2. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.4
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1200. შვილების აღზრდა მშობლების ურთიერთშეთანხმებით 1. შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. 2. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.4
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(229)
საქმე №ას-700-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2025
…და უშუალო ჩართულობით; 7.8. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა,,ბავშვის უფლებების შესახებ‘’ კონვენციის მე-3, მე-9, მე-12, მე-13, მე-18 და 27-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 1197-ე- 1999-ე, 1200-ე, 1202-ე, 1203-ე, 1205-ე მუხლებსა და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-5, მე-12, მე-18,
საქმე №ას-822-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2025
…რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ - სარეზოლუციო ნაწილის 3.2. და 3.4. პუნქტების გაუქმებას. 8. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები: 8.1. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლი, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლი. 8.2. კასატორის…
საქმე №ას-677-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2024
…ისიც, რომ შეუნარჩუნდეს კავშირი მამასთან, რათა გაძლიერდეს მამის როლი და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში (იხ.: სუსგ. №ას-63-59-2017, 13.11.2018წ.; №ას-434-2021, 30.07.2021წ.; №ას-414-2024, 24.04.2024წ.). 20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო…
საქმე №ბს-676(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.11.2024
…ოქტომბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არასრულწლოვანის ადვოკატს აცნობა, რომ მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სამინისტრო იმოქმედებდა კანონმდებლობის და კომპეტენციის ფარგლებში, ამასთან, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლზე. სამინისტრომ ზ. მ-ისა და ს. კ-ეის განცხადებები, ასევე ამავე საკითხზე მათთან არსებული კორესპონდენციები, შემდგომი რეაგირების…
საქმე №ას-334-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2024
…სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეებზე „ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ“ (Elsholz v. Germany, N 25735/94, 2000 წლის 31 ივლისი, და „TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, (TK and KM v. UK), N 28945/95, 2001 წლის 10 მაისი). 18. სსკ-ის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ; მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო…
საქმე №ას-1517-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.05.2024
საქმე №ას-732-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2024
საქმე №ას-1558-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2023
საქმე №ას-1076-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2022
საქმე №ას-776-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2022
საქმე №ას-1258-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2022
საქმე №ას-716-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2022
საქმე №ას-96-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.06.2022
საქმე №ას-420-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.04.2022
საქმე №ას-733-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2022
საქმე №ას-440-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2021
საქმე №ას-494-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2021
საქმე №ას-857-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2020
საქმე №ას-617-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2020
საქმე №ას-617-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.11.2020
საქმე №ას-877-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2020
საქმე №ას-196-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2020
საქმე №ას-578-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2019
საქმე №ას-198-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2019
მუხლი 29. მშობლებისა და შვილების სამართალურთიერთობანი— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ