1. მშობლებს შორის ქორწინების შეწყვეტა არ იწვევს შვილის გვარის გამოცვლას.
2. მშობელს, რომელთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვს, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართოს სასამართლოს შვილისთვის თავისი გვარის მიკუთვნების შესახებ. 10 წლამდე ბავშვის გვარის შეცვლისას, მისი სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღება მისი სურვილი. 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის გვარის შეცვლისთვის საჭიროა მისი თანხმობაც.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5013 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5913 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.
თავი მეორე
მშობლების უფლებები და მოვალეობები შვილების მიმართ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.05.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(32)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-494-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2021
…დედასთან ერთად. 5.3. სსკ-ის 1195-ე მუხლის თანახმად, შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით, თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით. ამავე კოდექსის 1196-ე მუხლის მიხედვით, მშობლებს შორის ქორწინების შეწყვეტა არ იწვევს შვილის გვარის გამოცვლას. 5.4.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1196-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მშობელს, რომელთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად…
სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 1196-ე მუხლი. აღნიშნული ნორმა იცავს იმ მშობლის უფლებას, რომელთანაც აღსაზრდელად დარჩა ბავშვი. ანუ გვარის მიკუთვნების თაობაზე იმ მშობელს წარმოეშობა მოთხოვნის უფლება, ვისთანაც არასრულწლოვანი შვილი დარჩა აღსაზრდელად და არა მეორე მშობელს;
საქმე №ას-888-1195-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2008
ქორწინების შეწყვეტის შემდეგ ბავშვი საცხოვრებლად დარჩა დედასთან, რის გამოც, სამოქალაქო კოდექსის 1196-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ბავშვს უნდა მიეკუთვნოს მოსარჩელის გვარი. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შვილისათვის გვარის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
…პირისაგან, რომელიც მას თავისთან ამყოფებს კანონიერი საფუძვლის ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. სამოქალაქო კოდექსი 1304-ე მუხლის თანახმად, მზრუნველობა შეწყდება იმ მიზეზის აღმოფხვრის გამო, რამაც გამოიწვია მზრუნველის დანიშვნა. სკ-ის 1196-ე მუხლის თანახმად, მშობლებს, რომლებთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვთ, შვილის ინტერესების შესაბამისად მიმართონ სასამართლოს თავიანთი გვარის მიკუთვნების შესახებ.
საქმე №3კ/1252-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.12.2002
საქმე №3კ/619-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2001
საქმე №3კ/256-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.04.2001
საქმე №3კ-18-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2000
საქმე №3კ-18-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2000
საქმე №3კ/18 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2000
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1196, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1196/