განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.10.2019
საქმის ნომერი
330210017002180972
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
15.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002180972

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმეN2ბ/6043-18 15 ოქტომბერი, 2019 წელი

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ლევან გვარამია

მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

მაია გიგაური

 

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი _ ა--------–---–-;

წარმომადგენელი _ თ-------------------–---–-;

 

მოწინააღმდეგე მხარე _ გ-----------------;

 

მესამე პირი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო);

წარმომადგენელი _ ნ-------------–---–-;

 

დავის საგანი _ არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

1. აპელანტის მოთხოვნა

გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება;

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით, გ-----------------ს (პირადი №0----------) სარჩელი მოპასუხე ა--------–---–-ს (პირადი №0----------) მიმართ არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

 

განესაზღვრა გ---- პ----------ს (პირადი N0----------) 2--- წლის 31 ა--------ს დაბადებული ნ-----–- კ----–---–ის (პირადი N0----------) ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის შემდეგ პირველი თვის ყოველი შაბათი 11:00 საათიდან 14:00 საათამდე მოპასუხე ა--------–---–-ს თანდასწრებით ამ უკანასკნელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განესაზღვრა გ---- პ----------ს (პირადი N0----------) 2--- წლის 31 ა--------ს დაბადებული ნ-----–- კ----–---–თან (პირადი N0----------) ურთიერთობისათვის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ოთხი თვის შემდეგ ყოველი კვირის შაბათი დღე 11:00 საათიდან 15:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა და თბილისის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლებით;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. გ---- პ----------ი და ა-- კ----–---–ი 2--- წლის ი----ის თვიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ნ-----–- კ----–---–ი ცხოვრობს მოპასუხესთან,ა-- კ----–---–თან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 02 ა--------ს სხდომის ოქმი).

 

2.2. მოსარჩელე გ----------------- ქორწინებაშია სხვა პირთან. იგი, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად, ცხოვრობს მისამართზე თბილისი, თ------ N--.

 

გ----------------- დასაქმებულია საქართველოს შ------ ს------- ს------------–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმი).

_ სსიპ სოციალური მომსახურების სამინისტროს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დ---------------------ს სერვის ცენტრის 2017 წლის

08 დეკემბრის დასკვნა N28672 (ს.ფ. 76-77).

 

2.3. მოპასუხე ა--------–---–- არასრულწლოვან ნ-----–- კ----–---–თან, მშობლებთან და ბაბუასთან ერთად, ცხოვრობს მისამართზე თბილისი, ჯ-----–---–ის N--. ოჯახის საცხოვრებელს წარმოადგენს ხუთ ოთახიანი არასტანდარტული ტიპის ბინა, რომელიც უზრუნველყოფილია საყოფაცხოვრებო ნივთებით, ტექნიკითა და ყველა საჭირო ავეჯით. საცხოვრებელ ბინაში საყოფაცხოვრებო პირობები და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არის მოწესრიგებული და დამაკმაყოფილებელი. სახლში შექმნილია ბავშვის ნორმალური განვითარებისათვისნ საჭირო ყველა პირობა.

 

ნ-----–- კ----–---–ის ფიზიკური და გონებრივი განვითარება შეესაბამება მის ასაკს. იგი არის საკმაოდ გონებამახვილი და კომუნიკაბელური ბავშვი. არასრულწლოვანი სწვალოს სსიპ თბილისის 2--- საჯარო სკოლაში. მისი აკადემიური მოსწრება არის დამაკმაყოფილებელი. ოჯახის წევრები მაქსიმალურად ზრუნავენ ნ-----–-ს ფიზიკური და გონებრივ განვითარებაზე. სახლში არის ბავშვის განვითარებისათვის შექმნილი ყველა პირობა, გამოყოფილია სამეცადინო კუთხე. თავისუფალ დროს ბავშვი ხატავს დედასთან ერთად. ნ-----–- დამატებით დადის ფრანგულისა და ინგლისურის წრეებზე, ასევე ცურვაზე. ის ხშირად გადის ოლიმპიადებზე.

 

ნ-----–- კ----–---–ს არ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემა, საჭიროების შემთხვევაში იგი იღებს სამედიცინო მ------------ას; სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმი).

_სსიპ სოციალური მომსახურების სამინისტროს თბილისის სოციალური

მომსახურების საქალაქო ცენტრის დ---------------------ს სერვის ცენტრის 2017 წლის

08 დეკემბრის დასკვნა N28672 (ს.ფ. 76-77).

 

2.4 მოპასუხე ა--------–---–- დასაქმებული იყო საქართველოს შ------ ს------- ს----------ოს მ------------ის ს---------–ი. ამჟამად, მას უკავია საქართველოს შ------ ს------- ს----------ოს ს------------ პ---–-–-ის განსაკუთრებულ ს------- ი-----------ის პოზიცია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმი).

_სსიპ სოციალური მომსახურების სამინისტროს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დ---------------------ს სერვის ცენტრის 2017 წლის

08 დეკემბრის დასკვნა N28672 (ს.ფ. 76-77).

 

2.5. გ----------------- არასრულწლოვანი ნ-----–- კ----–---–ის რჩენა-აღზრდის მიზნით ყოველთვიურად იხდის ალიმენტს 220 (ორას ოცი) ლარის ოდენობით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმი).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.6. გ---- პ----------ს და ა-- კ----–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 31 ა--------ს, შეეძინათ შვილი ნ-----–- პ----------ი.

 

არასრულწლოვანმა ნ-----–- პ----------მა გვარის შეცვლის შემდეგ, 2--- წლის 16 ივლისს, მიიღო გვარი კ----–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 25 ა--------ს გაცემული დაბადების მოწმობა N-----------, აქტის ჩანაწერი N------- (ს.ფ. 40);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 29 ა--------ს გაცემული სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობა N------------ აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 41).

 

2.7. გ----------------- და ა--------–---–- განქორწინდნენ 2--- წლის 21 ი----ს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დ---------------------ს სამსახურის მიერ 2--- წლის 21 ი----ს გაცემული განქორწინების მოწმობა ს--------, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 39).

 

2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ა--------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე გ---- პ----------ს არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 31 ა--------ს დაბადებული ნ-----–- კ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 220 (ორას ოცი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2017 წლის 28 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

სასამართლო გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში; სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12

ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმე N---------- (ს.ფ. 29-38);

_ა--------–---–-ს სარჩელი სამოქალაქო საქმეზე გ-----------------ს მიმართ (ს.ფ. 14-28).

 

2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის განჩინებით, არასრულწლოვან ნ-----–- კ----–---–ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასების მიზნით საქმეში ჩაბმულ იქნა ფსიქოლოგი, დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) შესაბამისი ფსიქოლოგის ჩაბმულობის უზრუნველყოფა საქმის განხილვაში და ფსიქოლოგის წერილობითი ფორმით მოსაზრების წარმოდგენა.

 

თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგიური გამოკვლევის პროცესში სულ შედგა ხუთი ვიზიტი, დედის ა-- კ----–---–ის ვიზიტი 17.05.2018 წელი, მამის გ-----------------ს ვიზიტი 18.05.2018 წელი, ნ-----–- კ----–---–ის ვიზიტები 29.05.2018 წელი, 07.06.2018 წელი და 21.06.2018 წელი.

 

2018 წლის 24 ივლისის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების N04-0016301 მიხედვით:

 

არასრულწლოვანი ნ-----–- კომუნიკაბელური და მხიარული ბავშვია, აქვს მრავალმხრივი ინტერესები და ჩართულია სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში. ბავშვის შემეცნებითი სფეროს თავისებურებები და ლექსიკური მარაგი, ზოგადი ცოდნის დონე შეესაბამება ასაკს;

 

ფსიქოლოგთან ერთ-ერთ ვიზიტზე არასრულწლოვანმა სთხოვა ფსიქოლოგს მეტად აღარ დაებარებინა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავის, ინტერესების შესახებ აქტიურად და ხალისით საუბრობდა, მას მთელი ვიზიტის მანძილზე დაძაბულობა მაინც თან სდევდა; მამის შესახებ საუბრისას არასრულწლოვანი ნ-----–-ს დაძაბულობა და შფოთვა მკვეთრად გაიზარდა, რაც სხეულებრივი გამოვლინებითაც შესამჩნევი იყო - თვალები აუცრემლდა, სახეზე წამოწითლდა, გაუჭირდა საუბარი; არასრულწლოვანი ნ-----–- კ----–---–ის მხრიდან ვლინდება უკმაყოფილება და ემოციური დაძაბულობა შექმნილი სიტუაციით; მძაფრია არასრულწლოვანის მგრძნობელობა გარემოს ზემოქმედების, კრიტიკის მიმართ; ნ-----–- კ----–---–ს დედასთან, ა-- კ----–---–თან აქვს მჭიდრო ემოციური კავშირი, მათ შორის მეგობრული, მზრუნველი ურთიერთდამოკიდებულებაა; მეგობრულ და მზრუნველ გარემოს ბავშვს უქმნიან ოჯახშიც; აქტიური და საინტერესოა ნ-----–-ს სოციალური და საგანმანათლებლო ცხოვრებაც; ნ-----–- კ----–---–ი მამის როლს ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვნად მიიჩნევს და მით უფრო ტრავმირებულია თვითონ მამასთან ურთიერთობის არქონის გამო; შფოთვა და დაძაბულობა მკვეთრად გამოვლინდა მამის შესახებ საუბრისას. ამ დროს ნ-----–-ს საუბარიც გაუჭირდა და თვითონვე აღნიშნა ,,სიტყვები დავკარგეო“. იგი მხოლოდ მოკლე პასუხით შემოიფარგლა (,,მის გარეშეც კარგად ვარ, ,,არ ვიცი რატომ არ ჩანდა, არც ის ვიცი, ეხლა რატომ გამოჩნდა“) და გამოთქვა სურვილი მამის შესახებ საუბარი დასრულებულიყო;

არასრულწლოვანის ემოციური გამოვლინებები, მისი პასუხები მიუთითებს, რომ მისთვის მტკივნეული და მწვავეა შექმნილი მდგომარეობა; მამა-შვილის ურთიერთობა კი ვერ შედგება, სანამ ტრავმა არ გადამუშავდება, მით უმეტეს, ნ-----–- კ----–---–ი ამ ეტაზე გარდატეხის ასაკში იმყოფება, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. ეს ასაკი მსგავსი პროცესების წამოსაწყებად გაცილებით შეუფერებელია. ფსიქოლოგთან საუბრისას, ნ-----–- კ----–---–მა არაერთხელ აღნიშნა, რომ არ უნდოდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, მით უმეტეს თუ მამა იქნებოდა სხდომაზე. მას ფსიქოლოგთანაც არ სურდა ვიზიტებზე მისვლა; ნ-----–- არ არის ემოციურად მზად სასამართლოს სხდომაზე მისასვლელად და სასაუბროდ. დედის მირ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 3 წლის ასაკის მერე, თითქმის შვიდი წელია ნ-----–-ს არ ჰქონია მამასთან ურთიერთობა, ფაქტობრივად არც კი იცნობს მამას. ბავშვს ამ წლების მანძილზე მამა არ მოუკითხავს. მხოლოდ სასამართლოს სხდომების შემდეგ იკითხა ამდენი წელი სად იყოო;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის 2018 წლის

24 ივლისის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები N04-0016301 (ს.ფ. 149-150).

 

2.10. არასრულწლოვანი ნ-----–- კ----–---–ი სოციალური მუშაკთან ინდივიდუალური საუბრისას არ გამოთქვამს, რომ სურვილს კონტაქტი ჰქონდეს მამასთან, გ---- პ----------თან. ბავშვს არ ახსოვს მამა, არ უნახავს რამდენიმე წელია და ამ პერიოდში, გ---- პ----------ს არც უცდია მისი ნახვა.

 

მოსარჩელე გ---- პ----------ს არასრულწლოვანი ნ-----–- კ----–---–ი დაახლოებით შვიდი წელია არ უნახავს და მასთან არ ჰქონია რაიმე სახის ურთიერთობა (არც პირადი და არც თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებებით, მაგალითად ტელეფონით, სოციალური ქსელით და სხვ.);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

_სსიპ სოციალური მომსახურების სამინისტროს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დ---------------------ს სერვის ცენტრის 2017 წლის

08 დეკემბრის დასკვნა N28672 (ს.ფ. 76-77).

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სამი წლის იყო ნ-----–- კ----–---–ი, ბოლოს რომ ნახა. მოპასუხესთან და მის ოჯახთან არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო, გ---- პ----------ს კონფლიქტისათვის თავიდან აცილების მიზნით, 2--- წლის სექტემბრის თვის შემდეგ აღარ უცდია არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა. მოპასუხე ა--------–---–-ს მხრიდან ალიმენტის მოთხოვნით სარჩელის აღძვრის შემდგომ, მოსარჩელემ ,,საპასუხოდ“ მოითხოვა არასრულწლოვან შვილთან, ნ-----–- კ----–---–თან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები

სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.11. გ---- პ----------მა სარჩელით მოითხოვა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა შემდეგი წესით: სასწავლო პერიოდის განმავლობაში ყოველი კვირის პარასკევი დღე 18:00 საათიდან კვირა დღის 18:00 საათამდე ღამე დარჩენის უფლებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე და დასვენების დღეებში, 15:00 საათიდან 19:00 საათამდე, არასრულწლოვანის დაბადების დღე 31 ა--------ს 15:00 საათიდან 19:00 საათამდე; ზაფხულის არდადეგების პერიოდში 10 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით დროის მონაკვეთი და ასევე ზამთრის არდადეგების პერიოდში 03 იანვრიდან 13 იანვრის ჩათვლით.

 

გ---- პ----------ს და ა-- კ----–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 31 ა--------ს შეეძინათ შვილი ნ-----–- პ----------ი. მხარეები განქორწინდნენ 2--- წლის 21 ი----ს. მითითებული პერიოდიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. განქორწინების შემდგომ, შეიცვალა არასრულწლოვანი ნ-----–- პ----------ის გვარი. მან 2--- წლის 16 ივლისს გვარის შეცვლის შემდეგ, მიიღო გვარი "კ----–---–ი". არასრულწლოვანი ნ-----–- კ----–---–ი ცხოვრობს მოპასუხესთან, ა-- კ----–---–თან (3.2.1., 3.2.2., 3.1.1).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1196-ე მუხლის თანახმად, მშობლებს შორის ქორწინების შეწყვეტა არ იწვევს შვილის გვარის გამოცვლას. მშობლებს, რომლებთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვთ, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართონ სასამართლოს შვილისათვის თავიანთი გვაროს მიკუთვნების შესახებ. შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმებით, განქორწინების შემდეგ შეიცვალა არასრულწლოვანის გვარი და იგი 2--- წლის 16 ივლისიდან ატარებს დედის გვარს "კ----–---–ს" (3.2.1).

 

სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავეს ადგენს კოდექსის 1198-ე მუხლიც: 1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის მიხედვით, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა

თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. 2. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე გ----------------- ქორწინებაშია სხვა პირთან. იგი მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მისამართზე თბილისი, თ------ N--. იგი დასაქმებულია საქართველოს შ------ ს------- ს------------–ი. ამასთან, როგორც სოციალური სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნიდან ირკვევა, მოპასუხე ა--------–---–- არასრულწლოვან ნ-----–- კ----–---–თან, მშობლებთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობს მისამართზე თბილისი, ჯ-----–---–ის N--. ოჯახის საცხოვრებელს წარმოადგენს ხუთ ოთახიანი არასტანდარტული ტიპის ბინა, რომელიც უზრუნველყოფილია საყოფაცხოვრებო ნივთებით, ტექნიკითა და ყველა საჭირო ავეჯით. საცხოვრებელ ბინაში საყოფაცხოვრებო პირობები და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არის მოწესრიგებული და დამაკმაყოფილებელი. სახლში შექმნილია ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის საჭირო ყველა პირობა (3.1.2., 3.1.3).

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნით, ნ-----–- კ----–---–ის ფიზიკური და გონებრივი განვითარება შეესაბამება მის ასაკს. იგი არის საკმაოდ გონებამახვილი და კომუნიკაბელური ბავშვი. არასრულწლოვანი სწავლობს სსიპ თბილისის 2--- საჯარო სკოლაში. მისი აკადემიური მოსწრება არის დამაკმაყოფილებელი. ოჯახის წევრები მაქსიმალურად ზრუნავენ ნ-----–-ს ფიზიკური და გონებრივ განვითარებაზე. სახლში არის ბავშვის განვითარებისათვის შექმნილი ყველა პირობა, გამოყოფილია სამეცადინო კუთხე. თავისუფალ დროს ბავშვი ხატავს დედასთან ერთად. ნ-----–- დამატებით დადის ფრანგულისა და ინგლისურის წრეებზე, ასევე ცურვაზე. ის ხშირად გადის ოლიმპიადებზე. არასრულწლოვანი ნ-----–- კ----–---–ს არ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემა, საჭიროების შემთხვევაში იგი იღებს სამედიცინო მომსახურებას. სოციალური სამსახურის შეფასებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით მიზანშეწონილია მშობლებს შორის არსებულმა კონფლიქტმა არ იქონიოს ბავშვზე გავლენა. მშობლების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე მისი სურვილი და საჭიროებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც.

 

ბავშვის უფლებების კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, 1. მონაწილე სახელწმიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხება მას. ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. 2 ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით დადგებილი წესით. ამავე კონვენციის მე-13 მუხლის მიხედვით, 1. ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში ჩაება არასრულწლოვანი ნ-----–- კ----–---–ი (ს.ფ. 50-54). ნ-----–- კ----–---–მა ფსიქოლოგიური კვლევის მიმდინარეობისას, ფსიქოლოგთან ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ არ სურს სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, მით უმეტეს თუ მამა, გ---- პ----------ი იქნება იქ. ფსიქოლოგის მითითებით ნ-----–- კ----–---–ი არ არის ემოციურად მზად სასამართლო სხდომაზე მოსასვლელად და სასაუბროდ (თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგიური კვლევის შედეგები, 24.07.2018 წელი, ს.ფ. 149-150).

 

ევროპული სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს, და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას. ეს ცალსახად არის ჩამოყალიბებული კომიტეტის N12 ზოგად კომენტარში, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია, აგრეთვე, განუყოფელ კავშირებზე მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-12 მუხლს შორის. ამ ორ ნორმას ურთიერთშემავსებელი როლი აქვს: პირველის მიზანს ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზაცია წარმოადგენს, ხოლო მეორე ადგენს მეთოდოლოგიას ბავშვის ან ბავშვების მოსაზრებების მოსმენისა და მათი ჩართვისათვის ყველა იმ საკითხში, რომელიც მათ შეეხება, მათ შორის მათი საუკეთესო ინტერესების შეფასების პროცესში. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სათანადო გამოყენება ვერ მოხდება, თუ არ დაკმაყოფილდა მე- 12 მუხლის მოთხოვნები. მსგავსად ამისა, მე-3 მუხლის პირველი პუნქტი აძლიერებს მე- 12 მუხლის ფუნქციურობას, ყურადღებას ამახვილებს რა ბავშვების არსებით როლზე მათ ცხოვრებაზე ზეგავლენის მომხდენი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში. როდესაც საქმე ეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას, მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები (მე-5 მუხლი)... ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს, და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას. ბავშვის უფლება, მოუსმინონ და მათი შეხედულება აღიქვან სერიოზულად, წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას. ბავშვის უფლებების კომიტეტმა (შემდგომში კომიტეტი) მუხლი 12 განსაზღვრა, როგორც კონვენციის ოთხი ძირითადი პრინციპის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი, ამასთან, დანარჩენი ძირითადი პრინციპებია - არა- დისკრიმინაციის პრინციპი, სიცოცხლისა და განვითარების უფლება, და ბავშვის ინტერესების უკეთ უზრუნველყოფისთვის უპირველესი ყურადღების დათმობა, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოცემული მუხლი არა მხოლოდ აყალიბებს უფლებას როგორც ასეთს, არამედ გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა სხვა უფლების ინტერპრეტაციისა და განხორციელებისას (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2016 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 42, 43, 44, http://www.supremecourt.ge/files/upload- file/pdf/saqartvelos-winaagmdeg-n.w..pdf).

 

საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით, მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. ვინაიდან დავა შეეხება არასრულწლოვანის კანონიერ ინტერესებს, აქ უპირატესია ბავშვის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელი წინაპირობების გათვალისწინება. სასამართლოს ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. მოცემული დავის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის განჩინებით, არასრულწლოვან ნ-----–- კ----–---–ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასების მიზნით საქმეში ჩაბმულ იქნა ფსიქოლოგი, დაევალა სსიპ სოციალური მ------------ის სააგენტოს (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) შესაბამისი ფსიქოლოგის ჩაბმულობის უზრუნველყოფა საქმის განხილვაში და ფსიქოლოგის წერილობითი ფორმით მოსაზრების წარმოდგენა. ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, არასრულწლოვანი ნ-----–- კომუნიკაბელური და მხიარული ბავშვია, აქვს მრავალმხრივი ინტერესები და ჩართულია სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში. ბავშვის შემეცნებითი სფეროს თავისუბურებები და ლექსიკური მარაგი, ზოგადი ცოდნის დონე შეესაბამება ასაკს. არასრულწლოვანი ფსიქოლოგთან ვიზიტებზე მხოლოდ აუცილებლობის გამო მოდიოდა. ერთ-ერთ ვიზიტიზე სთხოვა კიდევაც ფსიქოლოგს მეტად აღარ დაებარებინა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავის, ინტერესების შესახებ აქტიურად და ხალისით საუბრობდა, მთელი ვიზიტის მანძილზე დაძაბულობა მაინც თან სდევდა. მამის შესახებ საუბრისას კი დაძაბულობა და შფოთვა მკვეთრად გაიზარდა, რაც სხეულებრივი გამოვლინებითაც შესამჩნევი იყო - თვალები აუცრემლდა, სახეზე წამოწითლდა, გაუჭირდა საუბარი. არასრულწლოვანი ნ-----–- კ----–---–ის მხრიდან ვლინდება უკმაყოფილება და ემოციური დაძაბულობა შექმნილი სიტუაციით, მიიჩნევს, რომ არაგონივრულია იყოს გულახდილი. მძაფრია მგრძნობელობა გარემოს ზემოქმედების, კრიტიკის მიმართ. არასრულწლოვანს დედასთან აქვს მჭიდრო ემოციური კავშირი. მათ შორის მეგობრული, მზრუნველი ურთიერთდამოკიდებულებაა. ნ-----–- კ----–---–ი მამის როლს ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვნად მიიჩნევს და მით უფრო ტრავმირებულია თვითონ მამასთან ურთიერთობის არქონის გამო. როგორც უკვე აღინიშნა, შფოთვა და დაძაბულობა მკვეთრად გამოვლინდა მამის შესახებ საუბრისას. ამ დროს ნ-----–-ს საუბარიც გაუჭირდა და თვითონვე აღნიშნა ,,სიტყვები დავკარგეო“. იგი მხოლოდ მოკლე პასუხით შემოიფარგლა (,,მის გარეშეც კარგად ვარ, ,,არ ვიცი რატომ არ ჩანდა, არც ის ვიცი, ეხლა რატომ გამოჩნდა“) და გამოთქვა სურვილი მამის შესახებ საუბარი დასრულებულიყო. არასრულწლოვანის ემოციური გამოვლინებები, მისი პასუხები მიუთითებს, რომ მისთვის მტკივნეული და მწვავეა შექმნილი მდგომარეობა. მამა- შვილის ურთიერთობა კი ვერ შედგება, სანამ ტრავმა არ გადამუშავდება, მით უმეტეს, ნ-----–- კ----–---–ი ამ ეტაზე გარდატეხის ასაკში იმყოფება, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. ეს ასაკი მსგავსი პროცესების წამოსაწყებად გაცილებით შეუფერებელია (3.2.4).

 

ზემოაღნიშნულ ფსიქოლოგის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს და თავად არასრულწლოვანი ბავშვის სურვილს ემყარება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს (წარმომადგენლის) პოზიცია, რომ ამ ეტაპზე არ იქნება მიზანშეწონილი გ---- პ----------ს არასრულწლოვან ნ-----–- კ----–---–თან განესაზღვროს ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი, თუნდაც მცირე ხნით, ვინაიდან, აღნიშნული აუცილებლად უარყოფით გავლენას მოახდენს არასრულწლოვანზე და მისთვის იქნება ტრავმის გამომწვევი მამასთან შეხვედრა, მასთან ურთიერთობის იძულება.

 

საგულისხმოა ასევე ის გარემოება, რომ ა-- კ----–---–მა 2017 წლის 28 ივლისს სარჩელი მიმართა სასამართლოს გ-----------------ს მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 31 ა--------ს დაბადებული ნ-----–- კ----–---–ის ალიმენტის გადახდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ა--------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე გ---- პ----------ს არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 31 ა--------ს დაბადებული ნ-----–- კ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 220 (ორას ოცი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2017 წლის 28 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მხარეთა განმარტებით, გ----------------- არასრულწლოვანი ნ-----–- კ----–---–ის რჩენა-აღზრდის მიზნით ყოველთვიურად იხდის ალიმენტს 220 (ორას ოცი) ლარის ოდენობით (3.1.5., 3.2.3).

 

მშობელთა უპირველესი მოვალეობაა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა, სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ხდება, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. მოცემულ საქმეზე, განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს. ~ არასრულწლოვანი ნ-----–- კ----–---–ი სოციალური მუშაკთან ინდივიდუალური საუბრისას არ გამოთქვამს სურვილს კონტაქტი ჰქონდეს მამასთან, გ---- პ----------თან. ბავშვს არ ახსოვს მამა, არ უნახავს რამდენიმე წელია და ამ პერიოდში, გ---- პ----------ს არც უცდია მისი ნახვა. შესაბამისად მიზეზი იმისა, თუ რატომ არ სურს არასრულწლოვანს მამასთან ურთიერთობა, წარმოადგენს მამა-შვილს შორის ურთიერთობის ხანგრძლივი წყვეტა, რაც ბავშვის ასაკიდან გამომდინარე იწვევს მამასთან სრულ გაუცხოვებას.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სამი წლის იყო ნ-----–- კ----–---–ი, ბოლოს რომ ნახა. მოპასუხესთან და მის ოჯახთან არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო, გ---- პ----------ს კონფლიქტისათვის თავიდან აცილების მიზნით, 2--- წლის სექტემბრის თვის შემდეგ აღარ უცდია არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა. მოპასუხე ა--------–---–-ს მხრიდან ალიმენტის მოთხოვნით სარჩელის აღძვრის შემდგომ, მოსარჩელემ ,,საპასუხოდ“ მოითხოვა არასრულწლოვან შვილთან, ნ-----–- კ----–---–თან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა (3.2.5). არასრულწლოვანი ამ ეტაპზე არის 10 წლის, მას ჩამოყალიბებული აქვს ასაკის შესაბამისი აზროვნება, ნათლად, აშკარად გამოხატავს თავის სურვილებს, ნებას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია მისი პოზიცია დავის საგანთან მიმართებით: ნ-----–- კ----–---–ს არათუ მამასთან, გ---- პ----------თან ურთიერთობა სურს, მისი ნახვა და მასთან ხშირი კონტაქტი, არამედ, მასზე საუბარსაც კი თავს არიდებს. მამის ხსენება და მასთან დაკავშირებით კითხვების დასმა, ბავშვი შფოთვას და დაძაბულობას იწვევს, რაც სხეულებრივი გამოვლინებებითაც შესამჩნევი ხდება. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ამ ეტაპზე, მოცემული ვითარებიდან, არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის (იგი გარდატეხის ასაკშია) და ემოციური ფონის გათვალისწინებით, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ბავშვის, ნ-----–- კ----–---–ის მამასთან, გ---- პ----------თან ურთიერთობის შესაძლებლობას. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასამართლოს პოზიტიური ვალდებულება, მშობელთა შეუთანხმებლობისას შვილის აღზრდის საკითხის მოგვარების თაობაზე, უნდა ემყარებოდეს ეროვნული და საერთაშორისო აქტებით აღიარებულ ბავშვის უპირატეს ინტერესებს, რაც საქმის გარემოებების ობიექტური და სრულყოფილი კვლევის გზით უნდა განხორციელდეს. უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის 3.1. მუხლი).

 

ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. აღნიშნული საკითხის განხილვისას უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის აუცილებლობა სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში ფსიქოლოგმა ჩატარებული კვლევის შედეგად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია ამ ეტაპზე ბავშვის მამასთან ურთიერთობა. სოციალური სამსახურის წარმომადგენლის პოზიციით, აღნიშნულს წინ უნდა უძღვოდეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ბავშვის მომზადება, რადგან მან შეძლოს მამასთან ურთიერთობის თანდათანობით აღდგენა. არასრულწლოვანი ბავშვის მოსარჩელე მხარესთან გაუცხოვება უკავშირდება მამა-შვილს შორის შეხვედრების ხანგრძლივი დროით წყვეტას. განსახილველი დავის ფარგლებში, არ გამოიკვეთა მოსარჩელე გ-----------------ს იმგვარი სახის უარყოფითი პიროვნული მახასიათებელი, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს არასრულწლოვან ნ-----–- კ----–---–ის ზრდა-განვითარების უპირატეს ინტერესებს. კომპეტენტური ორგანოს დასკვნის შედეგად, მოცემულ ეტაპზე არ არის მზაობა არასრულწლოვანის მხრიდან მამასთან ურთიერთობისა, თუმცა ბავშვის უფლებაა ჰქონდეს ორივე მშობელთან ურთიერთობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალში მისი სრულფასოვანი აღზრდა-განვითარებისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებს, რომ ბავშვის სურვილები და გრძნობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მშობელთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას (Sahin v. Germany (CG), no. 30943/96, ველი 73, ECHR 2003- VIII). სწორედ ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ გ---- პ----------ს არასრულწლოვან შვილთან, ნ-----–- კ----–---–თან ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროს გარკვეული დრო, თუმცა არა სარჩელით მოთხოვნილი წესით. კერძოდ, არსებული სპეციფიკური ვითარებიდან გამომდინარე, გ---- პ----------ს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი უნდა განესაზღვროს მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის შემდეგ პირველი თვის ყოველი შაბათი 11:00 საათიდან 14:00 საათამდე დედის, ა--------–---–-ს თანდასწრებით ამ უკანასკნელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ოთხი თვის შემდეგ კი ყოველი კვირის შაბათი დღე 11:00 საათიდან 15:00 საათამდე დამოუკიდებლად თავის საცხოვრებელ ადგილად წაყვანისა და თბილისის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლებით. სასამართლომ მიიჩნევს, რომ მამასთან, გ---- პ----------თან ურთიერთობის აღსადგენად, არასრულწლოვან ნ-----–- კ----–---–ს აქვს გონივრული დრო, რათა გაიაროს ფსიქოლოგიური მომზადება მამასთან ურთიერთობის წყვეტის შედეგად ჩამოყალიბებული ბარიერების მოსახსნელად.

 

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე, მამა-შვილის არსებული გაუცხოვების აღმოფხვრისა და მათი ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, სასამართლო ადგენს ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთს, რომლის გონივრულად, უპირატესად ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით გამოყენება ორივე მშობლის პასუხისმგებლობის საკითხია. მშობლების მხრიდან ჰარმონიული მზრუნველი დამოკიდებულება ხელს შეუწყობს ბავშვის სრულყოფილ განვითარებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, არასრულწლოვანს არ ჰქნია მამასთან უერთიერთობა წლების განავლობაში, იგი ფაქტიურად არ იცნობს მამას, მასზე საუბრის დროს იძაბება და არ სიამოვნებს ამ საკითხის გაშლა, რაც დეტალურად არის ასახული ფსიქოლოგის დასკვნაში.

 

არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა აქვს თავად ბავშვის პოზიციას, მის ასაკს და ფსიქო ემოციურ დამოკიდებულებას.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ არასრულწლოვანი არის გარდატეხის ასაკში და მას მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს არათუ მამასთან შეხვედრაზე ან მასთან საუბარზე, არამედ მესამე პირებთან მამის შესახებ საუბარზეც კი.

 

3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გაითვალისწინა არც არასრულწლოვნის ნეგატიური დამოკიდებულება და არც ფსიქოლოგის დასკვნა.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, ხოლო როდესაც იგი ეხება არასრულწლოვანს, გადაწყვეტილება მაქსიმალურად უნდა პასუხობდეს მის საუკეთესო ინტერესებს და ბავშვის აღზრდის პატივისცემას. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის გათვალისწინებული არასრულწლოვნის ასაკი - გარდატეხის პერიოდი, როცა იგი ძალზედ მკვეთრად განიცდის მის გარშემო მომხდარ ფაქტებს. ამასთან გარდატეხის ასაკი არ სრულდება „სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამ ან ოთხ თვეში“. აპელანტის შეფასებით, გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს არასრულწლოვანის სურვილის საწინააღმდეგოდ, რაც კიდევ უფრო ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოიწვევს მამის მიმართ და დაძაბავს ურთიერთობას.

 

სასამართლოს მიერ ასევე არ იქნა გათვალისწინებული ფსიქოლოგის დასკვნა, სადაც ნათლად და გარკვევით არის ჩამოყალიბებული, რომ მამა-შვილის შეხვედრა ვერ შედგება, სანამ ბავშვს არ გაუვლის ტრამვა. ხოლო ბავშვის გარდატეხის ასაკი მითუფრო შეუფერებელი დროა მსგავსი პროცესების წამოსაწყებად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო მტკიცებულებებისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არასრულწლოვნის ინტერესების უგულებელყოფით, რის გამოციგი უნდა გაუქმდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. დადგენილია, რომ მხარეები გ---- პ----------ი და ა-- კ----–---–ი 2006 წლიდან იმყოფებებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 31 ა--------ს, შეეძნათ შვილი ნ-----–- კ----–---–ი (იხ. სარჩელი, შესაგებელი, დაბადების მოწმობა ტ.1, ს.ფ. 3; 40; 62);

 

2--- წლის 21 ი----იდან მხარეები არიან განქორწინებული და ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ნ-----–- კ----–---–ი ცხოვრობს დედასთან, მოპასუხე - ა-- კ----–---–თან (იხ. განქორწინების მოწმობა ტ.1, ს.ფ. 39, მხარეთა ახსნა-განმარტება)

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეს ჰყავს სხვა ოჯახი და იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში;

 

საქმის განხილვის დროისათვის მხარეები დასაქმებული არიან. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელე არასრულწლოვანი ნ-----–- კ----–---–ის რჩენა-აღზრდის მიზნით ყოველთვიურად იხდის ალიმენტს 220 (ორას ოცი) ლარის ოდენობით (იხ. მხარეთა-ახსნა-განმარტება, 12.10.2017წ. სასამართლოს გადაწყვეტილება ტ.1, ს.ფ. 29-38)

 

4.2. განსახილველი სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელეს განესაზღვრა არასრულწლოვან ურთიერთობის დროის მონაკვეთი შემდეგნაირად: გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის შემდეგ პირველი თვის ყოველი შაბათი 11:00 საათიდან 14:00 საათამდე მოპასუხე ა--------–---–-ს თანდასწრებით ამ უკანასკნელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ოთხი თვის შემდეგ ყოველი კვირის შაბათი დღე 11:00 საათიდან 15:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა და თბილისის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლებით;

 

აპელანტი სააპელაციო საჩივარს ძირითადად ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანს წლების განმავლობაში არ ჰქონია ურთიერთობა მამასთან, ფაქტიურად არ იცნობს მას, რის გამოც ურთიერთობის სურვილი არ აქვს. არასრულწლოვანი არის გარდატეხის ასაკში და მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს არათუ მამასთან შეხვედრაზე, ან მასთან საუბარზე, არამედ მესამე პირებთან მამის შესახებ საუბარზეც კი. აღნიშნულ მოსაზრებას, აპელანტი ასევე ამყარებს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ფსიქოლოგის დასკვნებზე.

 

4.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მოსახურების საქალაქო ცენტრის (მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო) 08.12.2017წ. დასკვნის მიხედვით: „ბ-ნი გ----ს გადმოცემით, ყოფილ მეუღლესთან განქორწინების შემდგომ, მას არ ჰქონია ნ-----–-ასთან კონტაქტი. აღნიშნულ ფაქტს ასევე ადასტურებს, ნ-----–-ას დედაც..... ქ-ნი ა--------–---–-ს გადმოცემით, მას აქვს სურვილი ნ-----–-ას ჰქონდეს ურთიერთობა მამასთან - გ---- პ----------თან, ბავშვის სურვილის გათვალისწინებით. თუმცა ნ-----–-ასთან ინდივიდუალური საუბრისას ირკვევა, რომ მას არ აქვს სურვილი კონტაქტი ჰქონდეს მამასთან, მას არ ახსოვს ის, არ უნახავს რამდენი წელია და ამ პერიოდში არასდროს უცდია მისი ნახვა, თუმცა აქვს სურვილი გაიცნოს მისი ნახევარძმა“ (იხ. ტ.1, ს.ფ. 76)

 

4.4. 24.07.2018წ. ფსიქოლოგიური გამოკვლების შედეგების თანახმად: „ნ-----–-ა კომუნიკაბელური და მხიარული ბავშვია, აქვს მრავალმხრივი ინტერესები და ჩართულია სხვადასხვა საგანმანათლებრლო თუ გასართობ აქტივობებში. ვიზიტებზე მხოლოდ აუცილებლობის გამო მოდიოდა, ერთ-ერთ ვიზიტზე სთხოვა კიდეც ფსიქოლოგს მეტად აღარ დაებარებინა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავის, ინტერესების შესახებ აქტიურად და ხალისით საუბრობდა, მთელი ვიზიტების მანძილზე დაძაბულობა მაინც თან სდევდა. მამის შესახებ საუბრისას კი დაძაბულობა და შფოთვა მკვეთრად გაიზარდა, რაც სხეულებრივი გამოვლინებითაც შესამჩნევი იყო - თვალები აუცრემლდა, სახეზე წამოწითლდა, გაუჭირდა საუბარი („სიტყვები დავკარგე“).

 

ნ-----–-სთან საუბრისას ირკვევა, რომ იგი მამის როლს ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვნად მიიჩნევს და მით უფრო ტრამვირებულია თვითონ მამასთან ურთიერთობის არქონის გამო. ... შფოთვა და დაძაბულობა მკვეთრად გამოვლინდა მამის შესახებ საუბრისას. ამ დროს ნ-----–-ს საუბარიც გაუჭირდა და თვითონვე აღნიშნა „სიტყვები დავკარგეო“. იგი მხოლოდ მოკლე პასუხით შემოიფარგლა („მის გარეშეც კარგად ვარ“; „არ ვიცი რატომ არ ჩანდა, არც ის ვიცი ეხლა რატომ გამოჩნდა“) და გამოხატა სურვილი მამის შესახებ საუბარი დასრულებულიყო. ნ-----–-ს ემოციური გამოვლინებები, მისი პასუხები მიუთითებს, რომ მისთვის მტკივნეული და მწვავეა (ტრავმის შემხსენებელია) შექმნილი მდგომარეობა. მამა-შვილის ურთიერთობა კი ვერ შედგება, სანამ ტრამვა არ გადამუშავდება მით უმეტეს, რომ ამ ეტაპზე ნ-----–- გარდატეხის ასაკში იმყოფება, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. ეს ასაკი მსგავსი პროცესების წამოსაწყებად გაცილებით შეუფერებელია“ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 149-150);

 

4.5. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და შესაბამისად, მოსარჩელისათვის ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრაზე უარის თქმის საფუძველს.

 

პალატა განმარტავს, რომ შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1198-ე მუხლის მეხუთე ნაწილი მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება და იმავე კოდექსის 1202-ე მუხლი მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

პალატა მიუთითებს, რომ მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვთან კონტაქტის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, რომელიც ეფექტური და შეძლებისდაგვარად რეგულარული უნდა იყოს. რასაკვირველია, ამ საკითხის გადაწყვეტის დროს, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს, რომელიც ორ ასპექტს გულისხმობს: ერთი მხრივ, ბავშვის ინტერესებშია, რომ იგი განვითარდეს ჯანსაღ გარემოში და მშობელს არ მიეცეს ისეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, რომელიც ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობასა და განვითარებას; მეორე მხრივ, ცხადია, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ შენარჩუნდეს მისი კავშირი მამასთან, რათა გაძლიერდეს მამის როლი და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში.

 

ყოველგვარი რისკი, რომელიც არასრულწლოვნის ნორმალურ განვითარებას შეიძლება შეეხოს, უნდა იქნას გამორიცხული. ამ მხრივ სასამართლო მიუთითებს ევროპული სასამართლოს ერთ-ერთ საქმეზე (Johansen v. Norway) სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით. პალატა განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ ვითარებაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც - ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი.

 

ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.

 

მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.

 

ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.

 

4.6. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, როდესაც საქმე არასრულწლოვნის ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე აპელირებს 24.07.2018წ. ფსიქოლოგიური გამოკვლების შედეგებზე და მიუთითებს, რომ ნ-----–- იმყოფება გარდატეხის ასაკში, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას და ეს ასაკი ასეთი პროცესების წამოსაწყებად შეუფერებელია. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ამგვარ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ბავშვისთვის ორივე მშობელი და მათი სოციუმი არის რესურსი მისი შემდგომი ფსიქო - ფიზიკური განვითარებისთვის. პალატა მიიჩნევს და თავად სოციალური დასკვნის შინაარსიც იძლევა იმ დასკვნის საფუძელს („მის გარეშეც კარგად ვარ“; „არ ვიცი რატომ არ ჩანდა“), რომ მამასთან უერთიერთობის სურვილის არ ქონა განაპირობა სწორედ მამა-შვილს შორის ურთიერთობის ხანგრძლივმა წყვეტამ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მოცემულობის შენარჩუნება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მამა-შვილს შორის გაუცხოების პროცესს, აღნიშნული კი თავისთავად უარყოფითად აისახება არასრულწლოვნის განვითარებაზე, მისი უფლების განხორციელებაზე - ჰქონდეს ურთიერთობა ირივე მშობელთან. ვინაიდან, სრულფასოვანი აღზრდა-განვითარებისათვის სწორედ ორივე მშობელთან ურთიერთობაა მნიშვნელოვანი. ამასთან, უდავოა, რომ მოსარჩელე შვილის მიმართ დადებითად არის განწყობილი, ის შემჩნეული არ არის ისეთ საქმიანობაში, რაც შეიძლება, საფრთხეს უქმნიდეს ბავშვის აღზრდასა და განვითარებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა სარჩელი და სწორად განსაზღვრა ურთიერთობის წესი, რაიმე დასაბუთებული არგუმენტები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ, აპელანტის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მზრუნველი, ოჯახური და კომფორტული გარემოს შექმნა ორივე მშობლის ვალდებულებაა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში თითოეულ მშობელს, რადგან ისინი განცალკევებით ცხოვრობენ, ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის ევალება შვილთან ურთიერთობისათვის ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება, რაც არა მხოლოდ ზნეობრივი, არამედ კანონისმიერი ვალდებულებაცაა.

 

4.7. საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტმა შეთავაზა სასამართლოს არ იძლევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ა--------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ლევან გვარამია

 

მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

 

მაია გიგაური