გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080210017002076960
N2/2538-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
6 დეკემბერი 2018 წ ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
მოსარჩელე - ვ--–---- ო----------ი;
წარმომადგენელი - ნ----- მ---------–--;
მოპასუხე - ჟ--–---- ჟ----–---–---ი;
წარმომადგენელი - მ-----–- ბ-------ე;
დავის საგანი - მამობის დადგენა, ცვლილებების შეტანა დაბადების სააქტო ჩანაწერში.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ვ--–---- ო----------ი აღიარებული იქნას 2008 წლის 22 აპრილს დაბადებული კ---- ჟ----–---–---ის და 2013 წლის 1 ოქტომბერს დაბადებული ა-------- ჟ----–---–---ის მამად; ცვლილება შევიდეს კ---- ჟ----–---–---ის და ა-------- ჟ----–---–---ის დაბადების სააქტო ჩანაწერში ბავშვებს მიეკუთვნოთ გვარი ო----------ი, ასევე მამის გრაფაში ჩაიწეროს ვ--–---- ო----------ი.
1.2 შემდგომში მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ვ--–---- ო----------ი აღიარებული იქნას 2008 წლის 22 აპრილს დაბადებული კ---- ჟ----–---–---ის და 2013 წლის 1 ოქტომბერს დაბადებული ა-------- ჟ----–---–---ის მამად, შესაბამისად ცვლილება შევიდეს კ---- ჟ----–---–---ის და ა-------- ჟ----–---–---ის დაბადების სააქტო ჩანაწერში და მამის გრაფაში ჩაიწეროს ვ--–---- ო----------ი.
;
მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლიდან ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა თ-- ჟ----–---–---თან, რომელიც გარდაიცვალა 2017 წლის 10 ივნისს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი 2008 წლის 22 აპრილს დაბადებული კ---- ჟ----–---–---ი და 2013 წლის 1 ოქტომბერს დაბადებული ა-------- ჟ----–---–---ი. რადგან ის და მისი მეუღლე არ იყვნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ბავშვები ატარებენ დღემდე დედის გვარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ჟ--–---- ჟ----–---–---ს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია. ხოლო სასამართლო სხდომაზე თანხმობა განაცხადა, რომ ვ--–---- ო----------ი აღიარებული იქნას კ---- ჟ----–---–---ის და ა-------- ჟ----–---–---ის მამად და შესაბამისი ცვლილება შევიდეს ბავშვების დაბადების სააქტო ჩანაწერში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვ--–---- ო----------ი და თ-- ჟ----–---–---ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2007 წლიდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი კ---- ჟ----–---–---ი, დაბადებული 2008 წლის 22 აპრილს და ა-------- ჟ----–---–---ი, დაბადებული 2013 წლის 1 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
- დაბადების მოწმობის ასლი (იხ. გვ. 15-16)
3.1.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ-- ჟ----–---–---ი გარდაცვლილია და ბავშვები იზრდებიან თ-- ჟ----–---–---ის დედასთან მოპასუხე ჟ--–---- ჟ----–---–---თან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
- გარდაცვალების მოწმობის ასლი (იხ. გვ. 19)
3.1.3. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული მოთხოვნა ცნო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
3.2 სადაო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს არცერთი გარემოება სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
1975 წლის 15 ოქტომბრის „ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი, ”სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონი,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე, 1195-ე, 1196-ე, 1198-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.1975 წლის 15 ოქტომბრის „ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ„ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ქორწინების გარეშე დაბადებული თითოეული ბავშვის მამობის დადგენა შეიძლება დამყარდეს ან დადგინდეს ნებაყოფლობითი აღიარებით ან სასამართლო გადაწყვეტილებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის თანახმად, 1. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. 2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. 3. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს. 4. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ბავშვის მამობის დადგენა შეუძლებელია, სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის (განცხადებაში მითითებული პირის) ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას.
მოცემულ შემთხვევაში, ვ--–---- ო----------ი და თ-- ჟ----–---–---ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, თ-- ჟ----–---–---ი გარდაცვლილია. მოსარჩელე ვ--–---- ო----------ი ითხოვს რომ იგი აღიარებული იქნას 2008 წლის 22 აპრილს დაბადებული კ---- ჟ----–---–---ის და 2013 წლის 1 ოქტომბერს დაბადებული ა-------- ჟ----–---–---ის მამად, მოპასუხე ჟ--–---- ჟ----–---–---ი სარჩელს ცნობს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, რაც მისი დაკმაყოფილების საფუძველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ--–---- ო----------ი აღიარებული უნდა იქნას 2008 წლის 22 აპრილს დაბადებული კ---- ჟ----–---–---ის და 2013 წლის 1 ოქტომბერს დაბადებული ა-------- ჟ----–---–---ის მამად, შესაბამისად, ცვლილება უნდა შევიდეს დაბადების სააქტო ჩანაწერში და მამად უნდა მიეთითოს ვ--–---- ო----------ი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ვ--–---- ო----------ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 55-, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ--–---- ო----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ვ--–---- ო----------ი აღიარებული იქნას 2008 წლის 22 აპრილს დაბადებული კ---- ჟ----–---–---ის და 2013 წლის 1 ოქტომბერს დაბადებული ა-------- ჟ----–---–---ის მამად, ცვლილება შევიდეს კ---- ჟ----–---–---ის და ა-------- ჟ----–---–---ის დაბადების სააქტო ჩანაწერში და მამის გრაფაში ჩაიწეროს ვ--–---- ო----------ი (პ/ნ 6----------).
3. მოსარჩელე ვ--–---- ო----------ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 10 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე