1. შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით.
2. (ამოღებულია - 19.06.2012, №6494)
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 – ვებგვერდი, 02.07.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 19.06.2012-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1195. შვილის გვარის განსაზღვრა 1. შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით. 2. (ამოღებულია - 19.06.2012, №6494) საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(34)
საქმე №ას-305-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
…ამასთან, იმ სახის მტკიცებულება, რომელიც იქნებოდა საპირწონე ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნისა, კასატორებს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ, მათი საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია. 18. რაც შეეხება გვარის მიკუთვნებას, სსკ-ის 1195-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარ,…
საქმე №ას-494-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2021
…06.06.2015წ.. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 19.02.2016წ. შეეძინათ შვილი - გ.ა–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „ბავშვი“). 5.2. მხარეები 13.05.2016 წლიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. ბავშვი ცხოვრობს დედასთან ერთად. 5.3. სსკ-ის 1195-ე მუხლის თანახმად, შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით, თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან…
საქმე №ას-461-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2019
…კვლევით დადგინდეს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ კვლევის გენეტიკურ მეთოდზე დაყრდნობით დაადგინა მხარეთა თითქმის 100%-იანი ბიოლოგიური კავშირი, რაც სარწმუნო და გასაზიარებელია. რაც შეეხება გვარის მიკუთვნებას, აღნიშნული სამოქალაქო კოდექსის 1195-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება, რომლის შინაარსიც შემდეგია: შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი…
…გადახდა,დაეკისრა, სარჩელის აღძვრიდან სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე. 18.3 რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1190-ე, 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1202-ე, 1195-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებით და განმარტა, რომ შვილების მიმართ მშობლების უფლებებისა და მოვალეობების თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე, ცალკე…
…დაეკისრა მცირეწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის, თითოეულისათვის 150 ლარის, სულ 300 ლარის გადახდა, 2015 წლის 29 ოქტომბრიდან მათ სრულწლოვანებამდე. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 1190-ე, 1195-ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები. 11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების…