საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ 18.12.2009
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 50, 31.12.2009, მუხ. 398) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა :
1. მე-4 მუხლის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მიტოვებული ბავშვი − 18 წლამდე ასაკის პირი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად სასამართლოს მიერ აღიარებულია მიტოვებულად და რომლის მშობელს (მშობლებს) ამ ბავშვის მიმართ ჩამორთმეული აქვს (აქვთ) მშობლის უფლება-მოვალეობები;“;
ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ნაპოვნი ბავშვი – 18 წლამდე ასაკის უცნობი პირი მისი აღმოჩენის მომენტიდან ვინაობის დადგენამდე;“;
გ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები:
„ს) მშობლის ვინაობის დადგენა – პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტ ის, დაბადების მოწმობის ან დაბადების სამოქალაქო აქტ ის ჩანაწერის მოპოვება;
ტ) ნაპოვნი ბავშვის ვინაობის დადგენა – პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის, დაბადების მოწმობის ან დაბადების სამოქალაქო აქტ ის ჩანაწერის მოპოვება .“.
2. მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეზღუდული აქვს მშობლის უფლება-მოვალეობები მშობლის უფლებების განუხორციელებლობისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად განხორციელების/ შესრულების გამო; “.
3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) რომლის ყველა კანონიერმა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა მის გაშვილებაზე მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“.
4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:
„ზ ) იმ პირისა, რომლ ი ს ოჯახის სოციალური სტატუსი შეფასებულია დადგენილი წესით და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე;
თ ) იმ პირისა, რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
5. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის პირი:
ა) რომელ ი ც არის ობოლი;
ბ) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად;
გ) რომლის მშობ ე ლსაც (მშობლებსაც) შეეზღუდა( შეეზღუდათ), ჩამოერთვა ( ჩამოერთვათ) ან შეუჩერდა (შეუჩერდათ) მშობლის უფლებ ა-მოვალეობები.“.
6. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. ბავშვის მიტოვებულად აღიარება
1. ბავშვი მიტოვებულად აღიარებას ექვემდებარება, თუ:
ა) ის არის ნაპოვნი ბავშვი და მისი აღმოჩენიდან 6 კვირის ვადაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ი ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ი ორგანოს ა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ვერ დადგინდა ამ ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა;
ბ) ის არის ნაპოვნი ბავშვი და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში და იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად დადგინდა ამ ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა, მაგრამ ის (ისინი) თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის უფლებ ების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას, 7 დღის ვადაში არ ცხადდება (ცხადდებიან) მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში ან მასთან (მათთან) დაკავშირება შეუძლებელია;
გ ) თუ მშობელმა (მშობლებმა) საკუთარი ქმედებით ან უმოქმედობით გამოხატა ( გამოხატეს)მისი მიტოვება და ის (ისინი), სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პრევენციისა და რეინტეგრაციის ღონისძიებების მიუხედავად, თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის უფლებ ების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას ან ბავშვის 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის ხანგრძლივობა აღემატება 6 თვეს (გარდა მშობლის (მშობლების) ჯანმრთელობის არასათანადო მდგომარეობი ს ან მშობლის (მშობლების) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნი ს შემთხვევებისა) და ბავშვის მშობელს (მშობლებს) შეჩერებული ან შეზღუდული აქვს (აქვთ) მშობლის უფლება-მოვალეობები.
2 . ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებ ა ს იღებს სასამართლო მისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მიმართვის შემდეგ.
3. ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ სასამართლოსთვის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მიმართვამდე აუც ი ლებელია მისი დაბადებ ა რეგისტრ ირებული იყოს .
4 . სასამართლო ბავშვის მიტოვებულად აღიარების საკითხს განიხილავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
5 . ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბავშვი აღიარებული იქნება მიტოვებულად.
6 . ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას მისი მშობლის ათვის (მშობლების ათვის ) მშობლის უფლება- მოვალეობების ჩამორთმევის თაობაზე.
7. ნაპოვნი ბავშვის აღმოჩენი დან ან მშობლ ის (მშობლებ ის ) მიერ საკუთარი ქმედებით ან უმოქმედობით გამოხატ ული ბავშვის მიტოვ ებიდან ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მშობლის (მშობლების) უფლება-მოვალეობები შეჩერებულად ჩაითვლება და ამ უფლებ ებს განახორციელებს და მოვალეობებს შეასრულებს სააგენტო ან მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო.
8. ბავშვის მიტოვებულად აღიარებ ამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო:
ა) იღებს გადაწყვეტილება ს ბავშვის დროებით განთავსების თაობაზე;
ბ) უზრუნველყოფს ბავშვის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას და არის მისი კანონიერი წარმომადგენელი;
გ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ბავშვის დაბადების რეგისტრაცი ის მოთხოვნით .
9 . პრევენციისა და რეინტეგრაციის ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .“.
7. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11 . თუ შვილად აყვანის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბავშვი მშვილებლის ოჯახში ცხოვრობდა და მშვილებელს თავის მშობლად თვლიდა, შვილება, გამონაკლისი ს სახით , შეიძლება შვილად ასაყვანის თანხმობის გარეშეც.“.
8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:
„მუხლი 161 . შვილად აყვანის რიგითობა
1. შვილად აყვანის დროს დაცული უნდა იქნეს რეესტრში არსებული რიგითობა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მშვილებელ ოჯახთან/პირთან გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობას.
2. შეთავაზებულ ბავშვზე მშვილებლის მიერ უარის თქმის შემთხვევაში მშვილებელი ინარჩუნებს არსებულ რიგითობას და მას უნდა შესთავაზონ სხვა ბავშვი მის მიერ შერჩეული კრიტერიუმების შესაბამისად, ხოლო ის ბავშვი, რომელზედაც მან უარი განაცხადა, დადგენილი წესით უნდა შესთავაზონ სხვა მშვილებელს.“.
9. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების მიმართ არ მოქმედებს შვილად აყვანის რიგითობის პრინციპი.“.
10. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მშვილებლისთვის (მშვილებლებისთვის) შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე მისი (მათი) თანხმობის შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ამზადებს დასკვნას სოციალური მუშაკის მიერ ჩატარებული კვლევის დასრულებიდან 1 კვირის ვადაში.“.
11. 23-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მშვილებლის მოთხოვნით, კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მოტივით, ბავშვს შეიძლება შეეცვალოს სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და დაბადების თარიღი. დაბადების თარიღი არ შეიძლება შეიცვალოს 1 თვეზე მეტი ვადით.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. 10 წლის ასაკს მიღწეული ბავშვის სახელის, გვარის, დაბადების ადგილის ა და დაბადების თარიღის შეცვლის, აგრეთვე დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად მშვილებლის მითითე ბის შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის აზრს, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი .“.
12. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მინდობით აღსაზრდელსა და დედობილს/მამობილს შორის ასაკობრივი სხვაობა უნდა იყოს არანაკლებ 16 წლისა.“.
მუხლი 2 . საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, № 31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა:
1. 11931 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11931 . ბავშვის მიტოვებულად აღიარება
ბავშვის მიტოვებულად აღიარების წესი განისაზღვრება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.
2. 1194-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
3. 1195-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
4. 12051 მუხლ ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 ნაწილები:
„5. მშობლის უფლება-მოვალეობები შეჩერებულად ითვლება მშობლის (მშობლების) მიერ საკუთარი ქმედებით ან უმოქმედობით გამოხატული ბავშვის მიტოვებისას, როდესაც ბავშვი განთავსებულია 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება-მოვალეობების შეჩერება მოქმედებს შეჩერების საფუძვლების არსებობის ვადით.
6. ოჯახში ძალადობის შემთხვევისას, როდესაც მშობლის მიმართ მოქმედებს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი, მშობლის წარმომადგენლობითი უფლება ან/და მშობლ ის უფლება, განსაზღვრო ს , თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს ბავშვმა, შეჩერებულად ითვლება შესაბამისად შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოქმედების ვადით.“.
5. 1245-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1245. მშვილებელი
მშვილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩამორთმეული ან შეზღუდული აქვს მშობლის უფლება-მოვალეობები მშობლის უფლებ ების განუხორციელებლობისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად განხორციელების/ შესრულების გამო. მშვილებელი არ შეიძლება იყოს ასევე პირი, რომელსაც ავადმყოფობის ან მორალური თვისებების გამო არ შეუძლია განახორციელოს მშობლის უფლებები.“.
6. 1254-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ყველა მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა მის გაშვილებაზე დადგენილი წესით.“.
7. 1255-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1255. 10 წლის ასაკს მიღწეული ბავშვის შვილება
1. იმ ბავშვის შვილად აყვანა, რომელსაც 10 წელი შეუსრულდა, მისი თანხმობის გარეშე დაუშვებელია.
2. ბავშვის თანხმობა ირკვევა შვილად აყვანის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე ბავშვის მოსმენის შედეგად.
3. თუ შვილად აყვანის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბავშვი მშვილებლის ოჯახში ცხოვრობდა და მშვილებელს თავის მშობლად თვლიდა, შვილება, გამონაკლისი ს სახით , შეიძლება შვილად ასაყვანის თანხმობის გარეშეც.“.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ .სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 19 ივნისი.
№6494- Iს