განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001879734
N2ბ/3164-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქ თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ქირია
სხდომის მადივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - გ------ ქ---------–---–ი
წარმომადგენელი - ქ------- ა--------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ლ------------ე
წარმომადგენელი - დ----- გ------ა
დავის საგანი - ბავშვის გვარის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით ლ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. 2012 წლის 15 სექტემბერს დაბადებული ნ-----–---- მ--------ის (პირადი N0----------) მამად აღიარებულ იქნა გ------ ქ---------–---–ი, რის შესახებაც შევიდა ცვლილება ნ-----–---- მ--------ის დაბადების სააქტო ჩანაწერში N0----------, სადაც მამის გრაფაში მიეთითა გ------ ქ---------–---–ი. მიენიჭა 2012 წლის 15 სექტემბერს დაბადებულ ნ-----–---- მ--------ეს (პირადი N0----------, სააქტო ჩანაწერი N0----------) გვარი - ქ---------–---–ი. გ------ ქ---------–---–ს ლ------------ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–---- მ--------ის (ქ---------–---–ის) რჩენა-აღზრდისთვის, ყოველთვიურად ალიმენტი 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან, კერძოდ, 2017 წლის 10 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2012 წლის 11 ივლისს ლ------------ეს შეეძინა შვილი ნ-----–---- მ--------ე (ტომი 1, ს/ფ 17);
2.2. მხარეები, ლია მ--------ე და გ------ ქ---------–---–ი ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ნ-----–---- მ--------ე აღსაზრდელად იმყოფება დედასთან ლ------------ესთან;
2.3. არასრულწლოვანი ნ-----–---- მ--------ე დადის საჯარო საბავშვო ბაღში.
2.4. მოსარჩელე ლ------------ე 30.04.2013 წლიდან მუშაობს შპს ,,პ-----------ში“. ამჟამად დასაქმებულია აფთიაქების ქსელი N2- აფთიაქის კ--------------------–------ის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელზე გასაცემი ანაზღაურება შეადგენს 350 (სამას ორმოცდაათი) ლარს; მოსარჩელე ლ------------ე მუშაობს დილის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე(ტომი 1, ს/ფ 18);
2.5. ლ------------ის ფინანსური ვალდებულება სს ,,ს----------–--------თან“ გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 23.03.2017 წლის მდგომარეობით შეადგენს: N3------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 4722.96 ლარს, საკრედიტო ბარათზე - 466.82 ლარს და მეორე საკრედიტო ბარათზე - 474.13 ლარს; ასევე, ლ------------ეს სს ,,ბ--------------–--იდან“ მიღებული აქვს სესხი, რომლის დაფარვის ვადაა 30.08.2018 წლამდე (ტომი 1, ს/ფ 20-21; 22-23);
2.6. მოპასუხე გ------ ქ---------–---–ს პირველი ქორწინებიდან ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, 2004 წლის 25 ივნისს დაბადებული გ------- ქ---------–---–ი (ტომი 2, ს/ფ 19);
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.7. გ------ ქ---------–---–ი მუშაობს შპს ,,ე-------------------–ში“ წ-----------–---–----ის თანამდებობაზე, მას არ აქვს ყოველთვიური ფიქსირებული ხელფასი, მისი სამუშაოს ანაზღაურება ხდება გამომუშავებით, შესრულებული სამუშაოს მიხედვით, დროის იმ პერიოდში, როცა იგი სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მუშაობს, მას ანაზღაურება არ ერიცხება.
შპს ,,ე-------------------–ის“ 20%-იანი წილის მფლობელსა და დირექტორს წარმოადგენს ლ---- ქ---------–---–ი, ხოლო 80%-იანი წილის მფლობელია გ------ ქ---------–---–ი;
შპს ,,ე-------------------–ის“ დამფუძნებელი გ------ ქ---------–---–ი საზოგადოების საწარმოო პროცესების მხარდაჭერისათვის პერიოდულად ახორციელებს რეინვესტიციას. 2016 წელს განახორციელა 230 106 ლარის რეინვესტიცია, ხოლო 2017 წელს - 360 008 ლარი (ტომი 1, ს/ფ 37; ტომი 2, ს/ფ 16-18);
2.8. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 26.10.2017 წლის N0-------- ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გენეტიკური გამოკვლევებისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ გ------ ქ---------–---–ი არის ლ------------ის შვილის, 2012 წლის 15 სექტემბერს დაბადებული, ნ-----–---- მ--------ის ბიოლოგიური მამა (ტომი 1, ს/ფ 81-88);
2.9. მოპასუხე გ------ ქ---------–---–ი მოსარჩელე ლ------------ეს ურიცხავდა გარკვეული ოდენობის თანხას არასრულწლოვანი ბავშვის, ნ-----–---- მ--------ის რჩენა - აღზრდის მიზნით, კერძოდ გადარიცხული თანხები შეადგენს: 03.12.2015 წელს - 700 ლარს, 06.01.2016 წელს - 700 ლარს, 05.02.2016 წელს - 700 ლარს, 04.03.2016 წელს - 700 ლარს, 04.03.2016 წელს - 700 ლარს, 04.05.2016 წელს - 700 ლარს, 03.06.2016 წელს - 700 ლარს, 04.07.2016 წელს - 500 ლარს, 03.08.2016 წელს - 500 ლარს, 05.09.2016 წელს - 500 ლარს, 04.10.2016 წელს - 500 ლარს, 02.11.2016 წელს - 500 ლარს, 28.11.2016 წელს - 500 ლარს, 03.01.2017 წელს - 500 ლარს, 02.02.2017 წელს - 500 ლარს, 02.03.2017 წელს - 500 ლარს, 03.04.2017 წელს - 500 ლარს, 04.05.2017 წელს - 500 ლარს, 04.12.2017 წელს - 500 ლარს, 04.01.2018 წელს - 500 ლარს;
ერთ-ერთი უსაფუძვლო გადარიცხვის (08.06.2016 წელი - 13.147 ლარი) უკან დაბრუნების თაობაზე, მხარეთა შორის მიმდინარეობს სამოქალაქო დავა, სადაც მოსარჩელეს წარმოადგენს გ------ ქ---------–---–ი, მოპასუხეს - ლ------------ე);
მოპასუხე გ------ ქ---------–---–მა ლ------------ეს არასრულწლოვანი ნ-----–---- მ--------ის რჩენა - აღზრდის მიზნით, 2018 წლის მარტის თვეში გადაუხადა თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (ტომი 1, ს/ფ 115-135);
2.10. სს ,,თ----------ის“ მიერ წარმოდგენილი გ------ ქ---------–---–ის სახელზე გახსნილი პირადი ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით, სს ,,თ-----------ში“ და სს ,,ბ--------------–--აში“ მოპასუხის საბანკო ანგარიშზე 2017 წლის 01 იანვრიდან - 2018 წლის 21 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ფიქსირდება გარკვეული სახის ტრანზაქციები, როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში (ტომი 1, ს/ფ 158-201; 202-290; 295-300; 300-426);
2.11. სსიპ შ--------–---------------ის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან - 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით გ------ ქ---------–---–ის კუთვნილი დასაგებრი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში ხელფასის სახით - 17343 ლარს, თებერვლის თვეში - დივიდენდის სახით 21052.6 ლარს, პროცენტის სახით - 7125.5 ლარს და ხელფასის სახით - 21120 ლარს, მარტის თვეში - დივიდენდის სახით - 21 052.6 ლარს, ხელფასის სახით - 29702.5 ლარს, აპრილის თვეში - პროცენტის სახით - 3098.8 ლარს და ხელფასის სახით - 17 359.9 ლარს, მაისის თვეში, დივიდენდის სახით - 21052.6 ლარს, პროცენტის სახით - 763.3 ლარს, ხელფასის სახით - 21891.6 ლარს, ივნისის თვეში, ხელფასის სახით - 11090.9, 2017 წლის ივლისის თვეში, დივიდენდის სახით - 36842.1 ლარს, პროცენტის სახით - 2377 ლარს და დივიდენდის სახით - 7710 ლარს, აგვისტოს თვეში, დივიდენდის სახით - 21052 ლარს, პროცენტის სახით - 2024.5 ლარს და ხელფასის სახით - 9405 ლარს, სექტემბრის თვეში, დივიდენდის სახით - 21052.6 ლარს, პროცენტის სახით - 1481.3 ლარს და ხელფასის სახით - 10787.5 ლარს, ოქტომბრის თვეში, დივიდენდის სახით - 21052.6 ლარს, პროცენტის სახით - 1340.1 ლარს და ხელფასის სახით - 7615 ლარს, ნოემბრის თვეში, დივიდენდის სახით - 21052.6 ლარს, პროცენტის სახით - 605.3 ლარს და ხელფასის სახით - 24076 ლარს, დეკემბრის თვეში, დივიდენდის სახით - 21052.6 ლარს და ხელფასის სახით - 62816.3 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში, დივიდენდის სახით - 21052.6 ლარს, პროცენტის სახით - 1717.7 ლარს და ხელფასის სახით - 10175 ლარს (ტომი 2, ს/ფ 3-7);
2.12. მოპასუხე მხარის განმარტებით, გ------ ქ---------–---–ი იმყოფება ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში სხვა პირთან და ელოდება შვილს. აღნიშნულ გარემოებას არ ეთანხმება მოსარჩელე და მიუთითებს, რომ ამ ფაქტის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მოწინააღმდეგე მხარეს განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი არ აქვს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.13. მოსარჩელე მოითხოვს 2012 წლის 15 სექტემბერს დაბადებული ნ-----–---- მ--------ის მამად გ------ ქ---------–---–ის აღიარებას და ბავშვის დაბადების მოწმობის სააქტო ჩანაწერში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას. ასევე, ნ-----–---- მ--------ისათვის გვარი - ქ---------–---–ის მინიჭებას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე, 1190-ე მუხლებზე და არასრულწლოვანი ბავშვის მამის დადგენის მიზნით დანიშნა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექპერტიზა.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 26.10.2017 წლის N0-------- ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გენეტიკური გამოკვლევებისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ გ------ ქ---------–---–ი არის ლ------------ის შვილის, 2012 წლის 15 სექტემბერს დაბადებული, ნ-----–---- მ--------ის ბიოლოგიური მამა.
მოპასუხეს აღნიშნული დასკვნა სადაოდ არ გაუხდია და არც საწინააღმდგეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვის მამობის დადგენის ნაწილში სასარჩელო უნდა დაკმაყოფილებულიყო.
მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა არასრულწლოვანი ნ-----–---- მ--------ისათვის ბიოლოგიური მამის, გ------ ქ---------–---–ის გვარის მინიჭება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება არასრულწლოვანის დაბადების სააქტო ჩანაწერში. მოპასუხე აღნიშნულ მოთხოვნას არ ეთანხმებოდა და მიუთითებდა, რომ არასრულწლოვანი ნ-----–---- მ--------ისათვის ამ ასაკში (იყო 5 წლის) გვარის შეცვლა და მამის გვარზე გადასვლა არ გამომდინარებდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან. ბავშვს ყველა იცნობდა დედის გვარით ,,მ--------ე“ და მისი გვარის შეცვლა ამ ასაკში არ იქნებოდა მიზანშეწონილი, ბავშვი დაბადებიდან ცხოვრობდა დედასთან და მამასთან არ უცხოვრია საერთოდ, შესაბამისად, მას არ ჰქონდა გათავისებული მამის კუთვნილების ფაქტი. ამდენად, მისთვის, 5 წლის ასაკში, მამის გვარის მინიჭება არ გამომდინარეობდა კანონის მიზნებიდან და არ შეესაბამებოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. გვარის შეცვლით არ დადგებოდა ის შედეგი, რაც ყველაზე უკეთ შეესაბამებოდა არასრულწლოვანის ინტერესებს.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე არასრულწლოვანი ბავშვისათვის ბიოლოგიური მამის გვარის მინიჭებას მოითხოვდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქართველოში არსებული ტრადიციებისა და ჩვეულების მიხედვით, როგორც წესი, შვილი ატარებდა მამის გვარს და მომავალში შესაძლოა, დედის გვარზე მყოფ არასრულწლოვანს განეცადა სტრესი ან ჰქონოდა არასრულფასოვნების შეგრძნება, რაც არამართლზომიერად დაარღვევდა არასრულწლოვანი ბავშვის კანონით დაცულ უფლებებს.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1195-ე, 1196-ე, 1199-ე, 1200-ე მუხლებზე, ასევე ადამიანის უფლებათა კომიტეტის N17 კომენტარზე და განმარტა, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა ბავშვის გვარის შეცვლის შესახებ სარჩელის აღძვრის დისკრეციას ანიჭებს მხოლოდ იმ მშობელს, რომელთანაც იმყოფება ბავშვი საცხოვრებლად. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი ბავშვისათვის ბიოლოგიური მამის გვარის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალ წერტილს წარმოადგენდა არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები. სასამართლოს ყოველმხრივ უნდა შეეწყო ხელი არასრულწლოვანი ბავშვის საზოგადოების ღირსეულ სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას და უნდა უზრუნველეყო იგი საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრირებისათვის სათანადო პირობებით. სასამართლოს განმარტებით, ქართული ტრადიციული სამართლის საწყისი ადათობრივი სამართალია. ბუნებრივია, ის ადგილობრივ ეთნიკურ ტრადიციულ სამართალს ემყარება. ქვეყანაში არსებული ტრადიციებისა და ჩვეულებების მიხედვით, მიზანშეწონილია, არასრულწლოვანმა, რომლის მამის ვინაობაც აღნიშნულია დაბადების სააქტო ჩანაწერში, ატაროს და საზოგადოება მას იცნობდეს ბიოლოგიური მამის გვარით, ვინაიდან იმ სოციუმის გათვალისწინებით, სადაც მომავალში არასრულწლოვანს მოუწევს აღზრდა-განვითარება და საზოგადოების ღირსეულ წევრად დამკვიდრება, სასურველია და უფრო მეტიც, აუცილებელიც კი არის, მას ჰქონდეს მამის გვარი.
სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ნ-----–---- მ--------ე ჯერ არ იყო სასკოლო ასაკის, იგი მალე დაიწყებდა სწავლას სკოლაში და უმჯობესია, სკოლაში, როგორც დამკვიდრებული წესია, მას იცნობდნენ მამის გვარით, როგორც მასწავლებლები, ასევე თანაკლასელები. სასამართლომ აღნიშნა, რომ სწორედ არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, უნდა მინიჭებოდა მას ბიოლოგიური მამის გვარი, ვინაიდან სწორედ ახლა, ამ ასაკში (სკოლაში მიყვანის პერიოდისათვის) უფრო მეტად ათვითცნობიერებდა და ითავისებდა თავის სახელს და გვარს, როგორც მისი პიროვნული იდენტიფიცირების საშუალებას.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ტრადიციული მიდგომა მამის გვარის მინიჭების შესახებ, სამართლებრივად მნიშვნელობის მქონე გარემოება იყო, ვინაიდან ბავშვის უპირატესი ინტერესი ზემოაღნიშნული მსჯელობის თანახმად, თანხვედრაში იყო საქართველოში არსებულ ტრადიციებთან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან არ გამოიკვეთა არასრულწლოვანი ბავშვისათვის მოპასუხის გვარის მინიჭების რაიმე ხელისშემშლელი გარემოება, რაც უარყოფითად აისახებოდა როგორც არასრულწლოვანი, ასევე მოპასუხე მხარის ინტერესებზე. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ არასრულწლოვანს, გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ, ჰქონდა უფლება აზრი გამოეთქვა მისთვის გვარის შეცვლის საკითხზეც. მომავალში იგი უფლებამოსილი იყო, თავად გადაეწყვიტა თუ რომელი მშობლის გვარს ატარებდა.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ------------ის სარჩელი, მოპასუხე გ------ ქ---------–---–ის მიმართ, მამობის აღიარებისა და მამის გვარის ,,ქ---------–---–ის“ მინიჭების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, უნდა დაკმაყოფილებულიყო.
2.14. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ლ------------ემ მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2012 წლის 15 სექტემბერს დაბადებული ნ-----–---- მ--------ე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1197-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე მუხლებზე, „ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის მე-18, 2--ე მუხლებზე და განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შეთხვევაში, დადგენილი იყო, რომ ლ------------ე და გ------ ქ---------–---–ი არ ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და არ ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ნ-----–---- მ--------ე ცხოვრობდა მოსარჩელესთან ლ------------ესთან. ნ-----–---- მ--------ე ამ ეტაპზე დადიოდა საჯარო საბავშვო ბაღში. მოსარჩელე ლ------------ე 30.04.2013 წლიდან მუშაობდა შპს ,,პ----------ში“. ამჟამად დასაქმებული იყო აფთიაქების ქსელი N2- აფთიაქის კ--------------------–------ის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელზე გასაცემი ანაზღაურება შეადგენდა 350 (სამას ორმოცდაათი) ლარს. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე მხარეს გააჩნდა საბანკო ვალდებულებები. მოცემულ საქმეზე დადგინდა, რომ ლ------------ის შვილის, 2012 წლის 15 სექტემბერს დაბადებული, ნ-----–---- მ--------ის ბიოლოგიური მამას წარმოადგენდა მოპასუხე გ------ ქ---------–---–ი.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილი იყო, რომ მოპასუხე გ------ ქ---------–---–ი მოსარჩელე ლ------------ეს ურიცხავდა გარკვეული ოდენობის თანხას არასრულწლოვანი ბავშვის, ნ-----–---- მ--------ის რჩენა-აღზრდის მიზნით, რასაც ეთანხმებოდა მოსარჩელე მხარეც. მოპასუხე გ------ ქ---------–---–მა ლ------------ეს არასრულწლოვანი ნ-----–---- მ--------ის რჩენა-აღზრდის მიზნით, 2018 წლის მარტის თვეში გადაუხადა თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგენილიყო მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის. მოცემულ საქმეზე დადგინილი იყო მოპასუხე გ------ ქ---------–---–ის ყოველთვიური მატერიალური შემოსავლის ოდენობა. გ------ ქ---------–---–ი მუშაობდა შპს ,,ე-------------------–ში“ წ-----------–---–----ის თანამდებობაზე, მას არ ჰქონდა ყოველთვიური ფიქსირებული ხელფასი, მისი სამუშაოს ანაზღაურება ხდებოდა გამომუშავებით, შესრულებული სამუშაოს მიხედვით, დროის იმ პერიოდში, როცა იგი სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მუშაობდა, მას ანაზღაურება არ ერიცხებოდა. შპს ,,ე-------------------–ის“ 20%-იანი წილის მფლობელსა და დირექტორს წარმოადგენდა ლ---- ქ---------–---–ი, ხოლო 80%-იანი წილის მფლობელი იყო გ------ ქ---------–---–ი; შპს ,,ე-------------------–ის“ დამფუძნებელი გ------ ქ---------–--–ი საზოგადოების საწარმოო პროცესების მხარდაჭერისათვის პერიოდულად ახორციელებდა რეინვესტიციას. 2016 წელს განახორციელა 230 106 ლარის რეინვესტიცია, ხოლო 2017 წელს - 360 008 ლარის. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში მიიღო სსიპ შ--------–---------------ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია 2017 წლის 01 იანვრიდან - 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით გ------ ქ---------–---–ის კუთვნილი დასაგებრი შემოსავლების შესახებ (იხ. ფაქტობრივი გარემოება 2.11.)
სასამართლოს განმარტებით, მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. მოპასუხე დასაქმებულია ქ--------ის პოზიციაზე და ამასთან, წარმოადგენს შპს ,,ე-------------------–ის“ დამფუძნებელ წევრს. მხარის წარმოამდგენელი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მიღებული შემოსავლის უმეტესი ნაწილი მიემართება კლინიკაში განხორციელებული რეინვესტიციაზე, რაც კლინიკის საწარმოო ფუნქციონირებას ემსახურება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ კლინიკაში უკვე განხორციელებულია გარკვეული თანხის ოდენობის რეინვესტიცია, რამაც არ შეიძლება გავლენა იქონიოს დასადგენ ალიმენტის ოდენობაზე. სასამართლო აქვე აღნიშნა, რომ საალიმენტო ვალდებულება უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით.
სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოპასუხის კმაყოფაზე მყოფ პირთა რაოდენობა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე გ------ ქ---------–---–ს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა არასრულწლოვანი შვილი, 2004 წლის 25 ივნისს დაბადებული გ------- ქ---------–---–ი, რომლის რჩენის ვალდებულება ეკირა მოპასუხე მხარეს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი იყო მისი საუკეთესო ინტერესები. ამდენად, ყურადსაღები იყო არასრულწლოვანი გ------- ქ---------–---–ის კანონით დაცული უფლება - მშობლისაგან მიიღოს რჩენისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა, მის კმაყოფაზე ოჯახის სხვა წევრის ყოფნის ფაქტი. ამასთან, მოპასუხე მხარის განმარტებით, გ------ ქ---------–---–ი იმყოფებოდა ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში სხვა პირთან და ელოდებოდა შვილს. აღნიშნულ გარემოებას არ დაეთანხმა მოსარჩელე და მიუთითა, რომ ამ ფაქტის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მოწინააღმდეგე მხარეს განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი არ ჰქონდა.
საქმეზე დადგენილი ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის, ნ-----–---- მ--------ის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნებოდა თვეში 1500 (ათას ხუთასი) ლარი სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ------------ის მოთხოვნა - გ------ ქ---------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის ნ-----–---- მ--------ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, გვარის მინიჭების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, სასამართლომ არ დაადგინა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, რამაც სათანადო შეფასების გარეშე დატოვა გვარის მინიჭების გავლენა ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე. კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ნ-----–---- მ--------ეს უკვე ორ თვეში უსრულდება 6 წელი და იგი 4 თვეში სკოლაში სწორედ არსებული სახელითა და გვარით იქნება სოციუმის მიერ მიღებული და აღქმული. იგი თავდაპირველად სწორედ დღეის მდგომარეობით არსებული სახელითა გვარით აღიქვამს როგორც საკუთარ თავს, ასევე მას გაიცნობს ბავშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს გარემოში - სკოლაში არსებული მასწავლებლები, მოსწავლეები, მათი მშობლები - ანუ იგი საზოგადოების წინაშე სწორედ ნ-----–---- მ--------ის სახით წარსდგება. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მხრიდან არ იყო წარმოდგენილი არანაირი დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ ამ ასაკის ბავშვისათვის, მის ირგვლივ არსებული ბაღისა თუ სასკოლო გარემოებების გათვალისწინებით, რამდენად მიზანშეწონილია გვარის ცვლილება, არის თუ არა ეს მის საუკეთესო ინტერესებში, დაუშვებელ----ოცემული შეფასებას დაექვემდებაროს მხოლოდ ნორმატიული განმარტებების ფონზე, მით უფრო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს უახლესი პრაქტიკა განვითარებული საქართველოს უზენაესი სასამართლო მხრიდან. კერძოდ, 2017 წლის 06 ივნისის განჩინებით საქმეზე Nას-245-233-2017 საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები გააჩნიათ (სსკ-ის 1197-ე მუხლი), არასრულწლოვნისთვის მამის გვარის მიკუთვნება იმ პირობებში, როდესაც ბავშვი დაბადებიდან დედასთან ცხოვრობს, ხოლო მამასთან ერთი დღეც არ უცხოვრია, არ გამომდინარეობს კანონის მიზნებიდან და არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბავშვი თუმცა გვარის მინიჭების მომთხოვნთან, დედასთან ცხოვრობს და მამასთან მას არც ერთი დღე არ გაუტარებია, ფაქტია, რომ ბავშვს გათავისებული აქვს (და მომავალში, სკოლაში უფრო მეტად ექნება) თავისი სახელი და გვარი (ბავშვს აქვს სახელის უფლება, რაც მოიცავს სახელსა და გვარს, სსკ-ის მე-17 მუხლი), რომელიც მისი პიროვნული იდენტიფიკაციის საშუალებაა.
3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას შეფასების გარეშე დატოვა ყოველთვიურად თუ კონკრეტულად, ბავშვის აღზრდა-რჩენის რა საჭირობებიდან გამომდინარე მიიღო 1500 ლარის გადახდის გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მხრიდან არ იყო საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, თუ თუნდაც წერილობითი განმარტება ამგვარი საჭიროების თაობაზე, სასამართლო ვალდებული იყო დაესაბუთებინა, როგორ განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა.
გარდა აღნიშნულისა, სასამართლო განხილვის ეტაპზე დადგინდა, რომ რჩენის მიზნით მოპასუხე მოსარჩელეს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად ყოველთვიურად უხდიდა 500 ლარს. სასამართლოზე საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ გაჟღერებულა, რომ მოცემული თანხა არ იყო საკმარისი ბავშვის რჩენისათვის. ამასთან, მშობლებს თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება, ხოლო საალიმენტო ვალდებულება უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით. ამდენად, გაუგებარია, თუკი სასამართლოსთვის ერთი მხრივ კლინიკაში რეინვესტიციის მუდმივი საჭიროება არ არის ალიმენტზე უპირატესი, რატომ ჩაითვალა მოსარჩელის სასესხო ვალდებულების შესრულება ამგვარი უპირატესობის მქონედ. ასევე გაუგებარია, თუკი წლების განმავლობაში გადახდილი 500 ლარი სრულად უზრუნველყოფდა ბავშვის რჩენას, რატომ მოხდა გასამმაგებული თანხის სრულად დაკისრება მხოლოდ მოპასუხისათვის, მაშინ, როცა სსკ 1202-ე მუხლისა და „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, მშობლებს თანაბრად ეკისრებათ რჩენის ვალდებულება - შესაბამისად, თუნდაც სასამართლოს დაედასტურებინა 1500 ლარის ყოველთვიურად ბავშვისათვის გაღების საჭიროება, მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა არაუმეტეს 750 ლარის გადახდის ვალდებულება.
3.3. აპელანტი წინამდებარე სააპელაციო საჩივრით, ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვალს საოქმო განჩინებას, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე.
აპელანტის განმარტებით, მიღებული საოქმო განჩინებით, მას შემდეგ, რაც სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა 10:19 წუთზე გადაიზარდა მთავარ სხდომაში და მხარეებმა დაიწყეს საკუთარი ახსნა-განმარტება, 10:40 წუთზე სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე. არ არსებობდა არანაირი საპატიო მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ შეძლო მხარემ მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა მთავარი სხდომის გამართვამდე. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა მოსამზადებელ ეტაპზე, მხარე არ იყო შეზღუდული ესარგებლა თავისი საპროცესო უფლებით. უფრო მეტიც, მას გარკვეული მტკიცებულებების გამოთხოვაზე არაერთხელ ჰქონდა მიმართული სასამართლოსთვის და შეჯიბრობითობის პრინციპის გათვალისწინებით, როგორც მხარეს, ასევე სასამართლოს შეეძლო პროცედურული წესების დაცვით განეხორციელებინა სათანადო მოქმედებები. ამდენად, მთავარ სხდომაზე მოცემული შუამდგომლობა, საპატიო მიზეზის მითითების გარეშე, არ უნდა დაქვემდებარებოდა სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილებას. ამასთან, აპელანტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მიერ გამოთხოვილი იქნა პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი საბანკო ამონაწერი სრულად, რაც არარელ----ტური იყო საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად. გამოთხოვილი მტკიცებულებით არანაირი ფაქტი არ დადგენილა, მოპასუხის უფლება პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით კი დაირღვა.
3.4. აპელანტი წინამდებარე სააპელაციო საჩივრით, ასევე ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 აპრილის საოქმო განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე.
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს წინასწარ ჰქონდა ჩამოყალიბებული თავისი პოზიცია განსახილველი დავის საგნის მიმართ, რაც არაერთხელ იქნა დაფიქსირებული სასამართლო განხილვისას (თუნდაც, მოპასუხის წარმომადგენლისათვის მტკიცებულებათა გამოთხოვის შუამდგომლობაზე პასუხის შეზღუდვის თვალსაზრისით), რაც წარმოადგენდა მოსამართლის აცილების წინაპირობას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. 2012 წლის 15 სექტემბერს, ლ------------ეს შეეძინა შვილი ნ-----–---- მ--------ე;
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, 15.09.2012 წელს დაბადებული ნ-----–---- მ--------ის მამად აღიარებულ იქნას გ------ ქ---------–---–ი, რის შესახებაც შევიდა ცვლილება ნ-----–---- მ--------ის დაბადების სააქტო ჩანაწერში N0----------, სადაც მამის გრაფაში მიეთითა გ------ ქ---------–---–ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება ნ-----–---- მ--------ის მამად გ------ ქ---------–---–ის აღიარების ნაწილში, მოპასუხე გ------ ქ---------–---–ს არ გაუსაჩივრებია და შესულია კანონიერ ძალაში.
4.3. არასრულწლოვანი ნ-----–---- მ--------ე აღსაზრდელად იმყოფება დედასთან ლ------------ესთან;
4.4. ლია მ--------ე 30.04.2013 წლიდან მუშაობს შპს ,,პ-----------ში“. ამჟამად იგი დასაქმებულია აფთიაქების ქსელი N2- აფთიაქის კ--------------------–------ის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელზე გასაცემი ანაზღაურება შეადგენს 350 (სამას ორმოცდაათი) ლარს;
4.5. ლ------------ე მუშაობს დილის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე;
4.6. ლ------------ის ფინანსური ვალდებულება სს ,,ს----------–--------თან“ გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 23.03.2017 წლის მდგომარეობით შეადგენს: N3------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე -4722.96 ლარს, საკრედიტო ბარათზე - 466.82 ლარს და მეორე საკრედიტო ბარათზე - 474.13 ლარს; ასევე, ლ------------ეს სს ,,ბ--------------–--იდან“ აქვს მიღებული აქვს სესხი, რომლის დაფარვის ვადაა 30.08.2018 წ.
4.7. ნ-----–---- მ--------ე სწავლობს შპს ,,რ---------–-------------–----------------–-----–---–---–ის’’ (საგანმანათლებლო პროგრამა ,,ს----------------ის’’) პირველ კლასში. აღნიშნული სასწავლებლის სწავლების საფასური წლიურად შეადგენს 4500 ლარს, თვეში - 450 ლარს. სტანდარტულ სასწავლებელში მოსწავლის მომსახურეობა გახანგრძლივებულ ჯგუფში 5 საათამდეა. ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსწავლეს ესაჭიროება დამატებით დრო 6 საათამდე გახანგრძლივებულ ჯგუფში დასარჩენად, რაც თვეში შეადგენს დამატებით გადასახადს - 40 ლარს;
4.8. მოპასუხე გ------ ქ---------–---–ს პირველი ქორწინებიდან ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, 2004 წლის 25 ივნისს დაბადებული გ------- ქ---------–---–ი;
4.9. გ------ ქ---------–---–ი მუშაობს შპს ,,ე-------------------–ში“ წ-----------–---–----ის თანამდებობაზე, მას არ აქვს ყოველთვიური ფიქსირებული ხელფასი, მისი სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება შესრულებული სამუშაოს მიხედვით;
4.10. შპს ,,ე-------------------–ის“ 20%-იანი წილის მფლობელსა და დირექტორს წარმოადგენს ლ---- ქ---------–---–ი, ხოლო 80%-იანი წილის მფლობელია გ------ ქ---------–---–ი;
4.11. შპს ,,ე-------------------–ის“ დამფუძნებელი გ------ ქ---------–---–ი საზოგადოების საწარმოო პროცესების მხარდაჭერისათვის პერიოდულად ახორციელებს რეინვესტიციას. 2016 წელს განახორციელა 230 106 ლარის რეინვესტიცია, ხოლო, 2017 წელს - 360 008 ლარის რეინვესტიცია;
4.12. მოპასუხე გ------ ქ---------–---–ი მოსარჩელე ლ------------ეს ურიცხავდა გარკვეული ოდენობის თანხას არასრულწლოვანი ბავშვის, ნ-----–---- მ--------ის რჩენა - აღზრდის მიზნით, კერძოდ გადარიცხული თანხები შეადგენს: 03.12.2015 წელს - 700 ლარს, 06.01.2016 წელს - 700 ლარს, 05.02.2016 წელს - 700 ლარს, 04.03.2016 წელს - 700 ლარს, 04.03.2016 წელს - 700 ლარს, 04.05.2016 წელს - 700 ლარს, 03.06.2016 წელს - 700 ლარს, 04.07.2016 წელს - 500 ლარს, 03.08.2016 წელს - 500 ლარს, 05.09.2016 წელს - 500 ლარს, 04.10.2016 წელს - 500 ლარს, 02.11.2016 წელს - 500 ლარს, 28.11.2016 წელს - 500 ლარს, 03.01.2017 წელს - 500 ლარს, 02.02.2017 წელს - 500 ლარს, 02.03.2017 წელს - 500 ლარს, 03.04.2017 წელს - 500 ლარს, 04.05.2017 წელს - 500 ლარს, 04.12.2017 წელს - 500 ლარს, 04.01.2018 წელს - 500 ლარს;
ერთ-ერთი უსაფუძვლო გადარიცხვის (08.06.2016 წელი - 13.147 ლარი) უკან დაბრუნების თაობაზე, მხარეთა შორის მიმდინარეობს სამოქალაქო დავა, სადაც მოსარჩელეს წარმოადგენს გ------ ქ---------–---–ი, მოპასუხეს - ლ------------ე;
მოპასუხე გ------ ქ---------–---–მა ლ------------ეს არასრულწლოვანი ნ-----–---- მ--------ის რჩენა-აღზრდის მიზნით, 2018 წლის მარტის თვეში გადაუხადა თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
4.13. სს ,,თ----------ის“ მიერ წარმოდგენილი გ------ ქ---------–---–ის სახელზე გახსნილი პირადი ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით, სს ,,თ-----------ში“ და სს ,,ბ--------------–--აში“ მოპასუხის საბანკო ანგარიშზე 2017 წლის 01 იანვრიდან - 2018 წლის 21 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ფიქსირდება გარკვეული სახის ტრანზაქციები, როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში;
4.14. სსიპ შ--------–---------------ის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით გ------ ქ---------–---–ის კუთვნილი დასაგებრი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში ხელფასის სახით - 17343 ლარს, თებერვლის თვეში - დივიდენდის სახით 21052.6 ლარს, პროცენტის სახით - 7125.5 ლარს და ხელფასის სახით - 21120 ლარს, მარტის თვეში - დივიდენდის სახით - 21 052.6 ლარს, ხელფასის სახით - 29702.5 ლარს, აპრილის თვეში - პროცენტის სახით - 3098.8 ლარს და ხელფასის სახით - 17 359.9 ლარს, მაისის თვეში, დივიდენდის სახით - 21052.6 ლარს, პროცენტის სახით - 763.3 ლარს, ხელფასის სახით - 21891.6 ლარს, ივნისის თვეში, ხელფასის სახით - 11090.9, 2017 წლის ივლისის თვეში, დივიდენდის სახით - 36842.1 ლარს, პროცენტის სახით - 2377 ლარს და დივიდენდის სახით - 7710 ლარს, აგვისტოს თვეში, დივიდენდის სახით - 21052 ლარს, პროცენტის სახით - 2024.5 ლარს და ხელფასის სახით - 9405 ლარს, სექტემბრის თვეში, დივიდენდის სახით - 21052.6 ლარს, პროცენტის სახით - 1481.3 ლარს და ხელფასის სახით - 10787.5 ლარს, ოქტომბრის თვეში, დივიდენდის სახით - 21052.6 ლარს, პროცენტის სახით - 1340.1 ლარს და ხელფასის სახით - 7615 ლარს, ნოემბრის თვეში, დივიდენდის სახით - 21052.6 ლარს, პროცენტის სახით - 605.3 ლარს და ხელფასის სახით - 24076 ლარს, დეკემბრის თვეში, დივიდენდის სახით - 21052.6 ლარს და ხელფასის სახით - 62816.3 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში, დივიდენდის სახით - 21052.6 ლარს, პროცენტის სახით - 1717.7 ლარს და ხელფასის სახით - 10175 ლარს.
4.16. გ------ ქ---------–---–ი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, 2012 წლის 15 სექტემბერს დაბადებული ნ-----–---- მ--------ისათვის, გვარი - ქ---------–---–ის მინიჭების ნაწილში, და იმ ნაწილში, რომლითაც გ------ ქ---------–---–ს ლ------------ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–---- მ--------ის (ქ---------–---–ის) რჩენა-აღზრდისთვის, ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან, კერძოდ, 2017 წლის 10 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელემ) ნ-----–---- მ--------ისათვის, გვარი - ქ---------–---–ის მინიჭების ნაწილში, უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე. ხოლო, ალიმენტის დაკისრების ნაწილში, მოსარჩელე მხარემ შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვა გ------ ქ---------–---–ს ლ------------ის სასარგებლოდ დაკისრებოდა არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–---- მ--------ის რჩენა-აღზრდისთვის, ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 500 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 10 აპრილიდან) გადაწყვეტილების გამოტნამდე, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან - ბავშვის სრულწლოვანებამდე - 1300 (ათას სამასი) ლარის გადახდა;
4.17. პალატა მიიჩნევს, რომ ნ-----–---- მ--------ისათვის, გვარი - ქ---------–---–ის მინიჭების ნაწილში, ლ------------ის სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის, ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ - ცნოს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ (მოწინააღმდეგე მხარემ) უარი თქვა მოპასუხე გ------ ქ---------–---–ის მიმართ ნ-----–---- მ--------ისათვის, გვარის - ქ---------–---–ის მინიჭების ნაწილში, წარდგენილ სარჩელზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2-2-ე მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში, სამოქალაქო საქმეზე წყდება საქმის წარმოება.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) ამ ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება და შესაბამისად, ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება.
4.18. პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულებას. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის 2--ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელ----ისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები. კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
დასახელებული ნორმებით დადგენილ----შობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელი არ მუშაობს და მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნას. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე, ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, პალატა ერთის მხრივ, მხედველობაში იღებს, რომ არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს დედასთან - ლ------------ესთან, რომელიც დილის 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე მუშაობს აფთიაქების ქსელი N2- აფთიაქის კ--------------------–------ის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელზე გასაცემი ანაზღაურება შეადგენს 350 (სამას ორმოცდაათი) ლარს. ამასთან, ლ------------ეს გააჩნია ფინანსური ვალდებულება სს ,,ს----------–--------ის“ წინაშე N3------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 4722.96 ლარის ოდენობით და საკრედიტო ბარათზე - 466.82 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე საკრედიტო ბარათზე - 474.13 ლარის ოდენობით. ნ-----–---- მ--------ე სწავლობს შპს ,,რ---------–-------------–----------------–-----–---–---–ის’’ (საგანმანათლებლო პროგრამა ,,ს----------------ის’’) პირველ კლასში, სადაც, სწავლების საფასური წლიურად შეადგენს 4500 ლარს, თვეში - 450 ლარს. გახანგრძლივებულ ჯგუფში დასარჩენად, 5 საათიდან - 6 საათამდე, გადასახადი დამატებით შეადგენს 40 ლარს. ხოლო, ხოლო, მეორეს მხრივ, ყურადრებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე გ------ ქ---------–---–ს პირველი ქორწინებიდან ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, 2004 წლის 25 ივნისს დაბადებული გ------- ქ---------–---–ი; გ------ ქ---------–---–ი მოსარჩელე ლ------------ეს ურიცხავდა გარკვეული ოდენობის თანხას არასრულწლოვანი ბავშვის, ნ-----–---- მ--------ის რჩენა-აღზრდის მიზნით. გ------ ქ---------–---–ი წარმოადგენს შპს ,,ე-------------------–ის“ დამფუძნებელს და 80%-იანი წილის მფლობელს. ამასთან, სსიპ შ--------–---------------იდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 01 იანვრიდან - 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით გ------ ქ---------–---–ს დასაგებრი შემოსავლების სახით ყოველთვიურად ერიცხებოდა როგორც ხელფასი ისე დივიდენდი და პროცენტის სახით დარიცხული თანხები (იხ. 4.14. პუნქტი); აღნიშნული მონაცემებისა და არასრულწლოვნის მზარდი მოთხოვნების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს დაზუსტებული მოთხოვნის შესაბამისად.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ აპელანტმა ორჯერ განახორციელა რეინვერტირება, კერძოდ, 2016 წელს - 230 106 ლარის, ხოლო 2017 წელს - 360 008 ლარის, პალატა ამ გარემოებებს ვერ მიიჩნევს ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად. პალატა განმარტავს, რომ ბავშვების აღზრდა, მათზე ზრუნვა და მათი რჩენა წარმოადგენს მშობლის ძირითად ვალდებულებას, რასაც არ ამცირებს მშობლების სხვა ფინანსური ვალდებულებების არსებობა. პალატა განმარტავს, რომ ქართული კანონმდებლობითა და სასამართლო პრაქტიკით ბავშვის მოვლისთვის გაწეული ხარჯის გადანაწილების კონკრეტული ფორმულა არ არსებობს. სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ბავშვი დედასთან ცხოვრობს მშობლებს შორის ბავშვის მოვლის ხარჯი პროპორციულად არ უნდა გადანაწილდეს. ეს დასკვნა სიტუაციის ობიექტური და სამართლიანი შეფასებიდან გამომდინარეობს. ზოგადი პრინციპის თანახმად, ივარაუდება, რომ დედას, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს, მისი აღზრდისთვის მეტი ხარჯის გაწევა უწევს ვიდრე მამას, რომელიც მხოლოდ ალიმენტს იხდის. შესაბამისად, მიუხედავად საკანონმდებლო დანაწესისა, რომლის თანახმად ბავშვის რჩენის ვალდებულება მშობლებს თანაბრად ეკისრებათ, ალიმენტის განსაზღვრისას სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნის ასაკიდან გამომდინარე, მისი მზარდი საჭიროებებისა და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციასა“ და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლების თანახმად, ალიმენტის ოდენობა არასრულწლოვან ბავშვზე უნდა განისაზღვროს 500 ლარით, სარჩელის აღძვრიდან, (2017 წლის 10 აპრილი) - გადაწყვეტილების გამოტნამდე (2018 წლის 26 ნოემბერი), ხოლო, 1300 (ათას სამასი) ლარის ოდენობით, გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან (26.11.2018 წ) - ბავშვის სრულწლოვანებამდე.
4.19. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით აპელანტი ასევე ასაჩივრებს: ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინებას; და ბ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 აპრილის საოქმო განჩინებას.
საქართველოს სსკ-ის 377.3. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები,რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინებით, მოსარჩელის წარმომადგენლის დ----- გ------ას შუამდგომლობა, მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა. სსიპ შ--------–---------------იდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია გ------ ქ---------–---–ის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 21 თებერვლამდე მიღებული ყველანაირი შემოსავლის შესახებ; შპს "ე--------" ჰოსპიტალიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია გ------ ქ---------–---–ის მიერ 2017 წლის 10 აპრილიდან 2018 წლის 21 თებერვლამდე მიღებული ყველანაირი შემოსავლის შესახებ; სს "თ-----" ბანკიდან გამოთხოვილ იქნა ამონაწერი გ------ ქ---------–---–ის პირადი ანგარიშიდან, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 21 თებერვლამდე.
დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 აპრილის საოქმო განჩინებით, მოპასუხის წარმომადგენლის ქ------- ა--------–--ის შუამდგომლობა, მოსამართლის აცილების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შუამდგომლობის ავტორმა მოსამართლის აცილება მოითხოვა შემდეგ გარემოებებზე მითითებით: 2018 წლის 21 თებერვალს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულ იქნა მოსარჩელის შუამდგომლობა მოპასუხის შემოსავლებზე ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ 1) მხარეს არ მიუთითებია იმ ობიექტურ გარემოებაზე, რის გამოც მან საქმის მოსამზადებელ სტადიაზე ვერ შეძლო მტკიცებულებათა წარმოდგენა ან გამოთხოვა, 2) არ არსებობდა არანაირი საპატიო მიზეზი, რის გამოც მას არ შეეძლო შესაბამისი შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე, 3) ამგვარი შუამდგომლობა ერთხელ უკვე წარდგენილი იყო მოსარჩელის მიერ (რაც ცხადად მოწმობს, რომ მას უკვე ჰქონდა ამგვარი შესაძლებლობა და იცოდა მისი წარდგენის საჭიროების შესახებ), საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, ასეთი დაუსაბუთებელი შუამდგომლობის დაკმაყოფილება მიუთითებს, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე დაინტერესებული იყო ერთი მხარის ინტერესების საკეთილდღეოდ და ნათლად აფიქსირებდა გადაწყვეტილების მიმართ საკუთარ პოზიციასაც. გარდა ამისა, კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია მოწინააღმდეგე მხარისთვის მისი დეტალური ფინანსური ინფორმაციის და საბანკო ამონაწერის გადაცემა. ამ ინფომაციის გადაცემა მოწინააღმდეგე მხარისთვის ნიშნავს მისი პირადი ინფორმაციის გასაჯაროებას, კერძოდ, მისთვის ცნობილი ხდება მოპასუხის პირადი ცხოვრების უამრავი დეტალი, რაც კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია და წარმოადგენს მისი უფლებების უხეშ დარღვევას.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით მოსამართლემ გამოხატა მიკერძოება ერთ-ერთი მხარის მიმართ.
უპირველესყოვლისა, პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის დაკმაყოფილების თაობაზე, არ ქმნის ვარაუდის საფუძველს მოსამართლის მიკერძოებულობისა და დაინტერესების თაობაზე. სასამართლომ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით დაასაბუთა მტკიცებულებათა გამოთხოვაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების გადაწყვეტილება. პალატა განმარტავს, რომ აცილების შესახებ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში მხარე ვალდებულია, მიუთითოს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით. მოცემულ შემთვევაში კი, მხარე შემოიფარგლა საკითხის სამართლებრივი შეფასებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინებასთან მიმართებით, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა რამოდენიმეჯერ ჩატარდა და ორივე მხარე გამოთქვამდა სურვილს მორიგების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსამზადებელ სდომაზე არ იყო წარმოდგენილი და განხილული შუამდგომლობები, რაც გამოწვეული იყო განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით - მხარეების მორიგების რეჟიმში ყოფნა. ამასთან, ალიმენტის დაკისრების შესახებ, დავის განხილვისას, მხარის რეალური მატერიალური მდგომარეობის განსაზღვრისათვის, დადგენილი პრაქტიკით, ყოველთვის ხდება მტკიცებულებათა გამოთხოვა მხარის შემოსავლების შესახებ, ინფორმაციის მისაღებად. ასევე, სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ, მოსარჩელის მიერ დაყენებული იყო სასამართლოს ერთ-ერთ მოსამზადებელ სხდომაზე, შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, თუმცა განჩინება შეუსრულებელი დარჩა ტექნიკური ხარვეზის, კერძოდ, ადრესატის არასწორად მითითების გამო.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა მტკიცებულებათა გამოთხოვის საკითხი, შესაბამისად არ არსებობს აღნიშნული განჩინების გაუქმებისა და მისგან გამომდინარე მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გაუქმების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ გ------ ქ---------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ნ-----–---- მ--------ისათვის, გვარი - ქ---------–---–ის მინიჭების ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნაზე (მასზე უარის თქმის გამო) უნდა შეწყდეს წარმოება და უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტის ნაწილში; ამასთან, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის 1.3. პუნქტის ნაწილში და მოპასუხე გ------ ქ---------–---–ს ლ------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–---- მ--------ის რჩენა-აღზრდისთვის, ყოველთვიურად ალიმენტის სახით 500 (ხუთასი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან, (2017 წლის 10 აპრილი) - გადაწყვეტილების გამოტნამდე (2018 წლის 26 ნოემბერი), ხოლო გადაწყვეტილების გამოტანიდან (2018 წლის 26 ნოემბერი), ბავშვის სრულწლოვანებამდე - 1300 (ათას სამასი) ლარის გადახდა.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, 1. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. 2. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი სააპელაციო საჩივრისთვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4%, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ------ ქ---------–---–ს ლ------------ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–---- მ--------ის რჩენა-აღზრდისთვის, ყოველთვიურად ალიმენტი 500 (ხუთასი) ლარი, სარჩელის აღძვრიდან, (2017 წლის 10 აპრილი) - გადაწყვეტილების გამოტნამდე (2018 წლის 26 ნოემბერი), ხოლო, გადაწყვეტილების გამოტანიდან (2018 წლის 26 ნოემბერი) ბავშვის სრულწლოვანებამდე - 1300 (ათას სამასი) ლარი.
ამდენად, დავის საგნის ღირებულება უნდა განისაზღვროს (1300X12) 15 600 ლარით, რომლის 4% შეადგენს 624 ლარს (15 600X4/100). მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, გ------ ქ---------–---–ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 720.00 ლარის ოდენობით, გ------ ქ---------–---–ს უნდა დაუბრუნდეს ნ----- კ-----ას მიერ 2018 წლის 15 მაისს სააპელაციო საჩივარზე სს „ს----------–--------ში“ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან (720.00 - 624.00), 96 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------ ქ---------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნ-----–---- მ--------ისათვის, გვარი - ქ---------–---–ის მინიჭების ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნაზე შეწყდეს წარმოება; შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტის ნაწილში;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის 1.3. პუნქტის ნაწილში და მოპასუხე გ------ ქ---------–---–ს ლ------------ის სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–---- მ--------ის რჩენა-აღზრდისთვის, ყოველთვიურად ალიმენტის სახით 500 (ხუთასი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 10 აპრილი) - გადაწყვეტილების გამოტნამდე (2018 წლის 26 ნოემბერი), ხოლო, გადაწყვეტილების გამოტანიდან (2018 წლის 26 ნოემბერი) ბავშვის სრულწლოვანებამდე - 1300 (ათას სამასი) ლარის გადახდა;
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში, დარჩეს უცვლელად;
5. გ------ ქ---------–---–ს დაუბრუნდეს ნ----- კ-----ას მიერ 2018 წლის 15 მაისს სააპელაციო საჩივარზე სს „ს----------–--------ში“ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან (720.00 - 624.00), 96 ლარი;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გელა ქირია