1. ყოველ ფიზიკურ პირს აქვს სახელის უფლება, რაც მოიცავს სახელსა და გვარს.
2. სახელის შეცვლა დასაშვებია. ამისათვის საჭიროა პირის დასაბუთებული განცხადება, რომელიც დადგენილი წესით უნდა განიხილოს სათანადო ორგანომ.
3. სახელის შეცვლა არ წარმოადგენს იმ უფლებებისა და მოვალეობების შეწყვეტის ან შეცვლის საფუძველს, რომლებიც შეძენილი იყო ადრინდელი სახელით. პირი მოვალეა მიიღოს აუცილებელი ზომები სახელის შეცვლის შესახებ კრედიტორებისა და მოვალეების გასაფრთხილებლად.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(87)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 87-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-150-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2026
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოკვეთილია სპეციალური კანონის მე-14 მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა, რაც ამავე კანონის 17.1 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას იწვევს, რომლის მიხედვით, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება დაეკისროს.
საქმე №ბს-1281(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.08.2025
რაც შეეხება ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოპასუხეთათვის დაკისრების კანონიერებას, სააპელაციო პალატამ მოიხმო სკ-ის 317-ე, 408-ე, 409-ე და 411-ე მუხლები და 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ასკ-ის მე-4 და მე-17 მუხლები, სსკ-ის მე-4 მუხლი, საკითხთან დაკავშირებით არსებული უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (იხ. სუსგ., №1330-1315(კ-11), 09.02.2012წ.;
საქმე №ბს-233(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2025
ქ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 17, 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
საქმე №ას-967-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024
…ფრენები გაუქმდა, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ თავიანთი ბილეთების საფასური ან გამოიყენონ მგზავრთათვის ხელსაყრელი პირობებით შეცვლილი მარშრუტი, ამასთან, უფრო გვიანი რეისის მოლოდინის პერიოდში მგზავრებზე ადეკვატურად უნდა იზრუნონ; მე-17 მუხლის საფუძველზე კი მგზავრებმა, რომელთა რეისები გარკვეული დროით დაყოვნდა (შეფერხდა), უნდა მიიღონ ადეკვატური დახმარება და შეძლონ თავიანთი რეისისათვის შეძენილი ბილეთის საფასურის ანაზღაურება ან ბილეთის გახანგრძლივება ხელსაყრელი პირობებით (იხ.
საქმე №ას-1503-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2024
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მის მიერ გავრცელებული არასწორი ფაქტების (ცილისწამების) უარყოფა - სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება, რადგან გამოვლენილია სპეციალური კანონის მე-14 მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა, რაც იწვევს ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, რომლის მიხედვითაც, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.
საქმე №ბს-1007(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2023
საქმე №ას-547-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2021
საქმე №ას-494-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2021
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 17, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-17/