1. არასრულწლოვანი შვიდიდან თვრამეტ წლამდე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა.
2. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ითვლება ასევე სრულწლოვანი, რომელსაც სასამართლომ დაუწესა მზრუნველობა. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი თავის ქმედუნარიანობაში უთანაბრდება არასრულწლოვანს.
3. ქმედუნარიანობის შეზღუდვა უქმდება მაშინ, როცა აღარ არის ის საფუძველი, რომლის გამოც პირს შეეზღუდა ქმედუნარიანობა.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(173)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 173-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-541-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე, სშკ-ის მე-14 მუხლზე, ასევე, პირველი მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას და ამავე კოდექსის მე-14 მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, ბათილია დასაქმებულთან დადებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც კანონს ან იმავე დასაქმებულთან დადებულ კოლექტიურ ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება აუმჯობესებს დასაქმებულის მდგომარეობას.
საქმე №ას-754-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2024
…მიმართ ცილისწამებისათვის მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ეკისრება ტვირთი დაამტკიცოს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. ამავე კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ…
საქმე №ას-1096-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2024
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „შერიფე იითი თურქეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფოს მომჩივანის მიმართ ევროპული კონვენციის მე-8 და მე-14 მუხლები არ დაურღვევია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ განსახილველი საქმე შეადარა საქმეს - „მუნოს დიაზი ესპანეთის წინააღმდეგ“ და განმარტა, რომ ამ შემთხვევისგან განსხვავებით, შერიფე იითს ვერ ექნებოდა სახელმწიფოსგან თანაცხოვრების სამართლებრივი შედეგების აღიარების მართლზომიერი მოლოდინი.
საქმე №ას-432-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2024
…მიმართ ცილისწამებისათვის მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ეკისრება ტვირთი დაამტკიცოს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. ამავე კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ…
საქმე №ას-856-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.10.2024
…რომელშიც სამინისტრო ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ანაზღაურებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური (მათ შორის, მოხმარებული ელექტროენერგიის) მომსახურების ხარჯებს და რომელიც სახელმწიფო ან კერძო საკუთრება იყო. ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელ ფართობთან/საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,…
საქმე №ას-1606-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.04.2024
საქმე №ას-1582-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2024
საქმე №ას-913-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2024
საქმე №ას-1501-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2024
საქმე №ას-622-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2023
საქმე №ას-836-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2023
საქმე №ას-733-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2022
საქმე №ას-1760-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2022
საქმე №ას-1271-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.02.2022
საქმე №ას-392-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2021
საქმე №ას-953-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2021
საქმე №ას-810-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2021
საქმე №ას-944-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2021
საქმე №ას-1337-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2020
საქმე №ბს-427(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.11.2019
საქმე №ას-905-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2019
…დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 1 წლისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე შეტყობინება კრედიტორს ეგზავნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 21. სამუშაო ჯგუფის ქმედუნარიანობა— ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 14, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-14/