მუხლი 16. ქმედუნარიანობის შეზღუდვა ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენების გამო
1. სასამართლოს მიერ მზრუნველობა შეიძლება დაუწესდეს სრულწლოვან პირს, რომელიც ბოროტად იყენებს ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ამის გამო თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს. იგი უფლებამოსილია დადოს ქონების განკარგვის გარიგება, აგრეთვე განკარგოს ხელფასი, პენსია ან სხვა სახის შემოსავალი მხოლოდ მზრუნველის თანხმობით, გარდა წვრილმანი ყოფითი გარიგებების დადებისა.
2. ქმედუნარიანობის სრულად აღდგენა იწვევს მზრუნველობის გაუქმება
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(120)
საქმე №2კ-412აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.09.2025
…წესდება აგრეთვე სრულწლოვან ქმედუნარიან პირზე მისი თხოვნით, თუ მას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობანი. შესაბამისად გამოიყენება მე-16 მუხლი. ხსენებული კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ მზრუნველობა შეიძლება დაუწესდეს სრულწლოვან პირს, რომელიც ბოროტად იყენებს ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს…
საქმე №ას-754-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2024
…და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება“, გათვალისწინებულია სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, სპეციალური კანონით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, რომლებიც რეგლამენტირებულია მისი მე-5, მე-15 და მე-16 მუხლებით. 13.2. სპეციალური კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, კერძო პირის მიმართ ცილისწამებისათვის მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ეკისრება…
საქმე №ბს-737(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.12.2024
…სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და შემდგომი მუხლების გამოყენების საჭიროებას განაპირობებს (სასკ-ის 1.2 მუხ.). საერთო წესის თანახმად რამოდენიმე მოპასუხის (ცენტრალური და ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოს) შემთხვევაში სსკ-ის მე-16 მუხლის საფუძველზე ტერიტორიული განსჯადობის გადაწყვეტა ხდება ერთ-ერთი მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. იმ შემთხვევაში როდესაც საქმე რამოდენიმე…
საქმე №ას-989-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2024
…მე-5 მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური დებატების ან სასამართლო სიტყვის თავისუფლების ფარგლებში არ გავრცელებულა უნდა დადგინდეს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული კვალიფიციური პრივილეგიის მიმნიჭებელი გარემოებების არარსებობა; ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოების არარსებობა (თუ პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ცილისწამებას…
საქმე №ას-66-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024
…მოპასუხისგან მას ბოლო ხელფასი ჩაერიცხა 2021 წლის დეკემბერში და გასწორდა ოქტომბრის ხელფასის დანაკლისი. 28. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, სშკ-ის მე- 16.5 და მე-60 მუხლების გაანალიზების საფუძველზე, რომ შრომითი ხელშეკრულებით არ იყო განსაზღვრული და მხარეთა შორის შეთანხმებული პირობა სხვა კომპანიებში მუშაობის შეზღუდვის…
საქმე №ას-432-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2024
საქმე №ას-771-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2024
საქმე №ბს-1163(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2024
საქმე №ბს-1164(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2024
საქმე №ბს-333(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2024
საქმე №ას-1503-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2024
საქმე №ას-1582-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2024