გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.10.2018
საქმის ნომერი
330210017002022738
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
15.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/19645-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

1- ოქტომბერი, 2018წ ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დ--–- აბჟანდაძე

სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი

მოსარჩელე ე-–------------ი

წარმომადგენელი ნ-----------ე

მოპასუხე გ----------–---–ი

წარმომადგენელი გ--------–----–---–ი

არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრი

დავის საგანი - არასრულწლოვანის გვარის შეცვლა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. არასრულწლოვანი - 2--- წლის 0- ნ-----ერს დაბადებულ დ--–--------–---–-სათვის გვარის შეცვლა და დედის გვარის - გ-------ის მინიჭება. შესაბამისი ცვლილების შეტანა არასრულწლოვანი ბავშვის, დ--–--------–---–-ს (დაბადებული 2--- წლის 0- ნ-----ერი) დაბადების სააქტო ჩანაწერში #----, კერძოდ, არასრულწლოვანი ბავშვის გვარის გრაფაში ს-----–---–ის ნაცვლად გ-------ის მითითება, დაბადების სააქტო ჩანაწერში სხვა მონაცემების შეუცვლ--–-დ.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

ე-–------------სა და გ----------–---–ს (გვარის შეცვლამდე - მ-------–---–ი) ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი - 2--- წლის 2 ნ-----ერს დაბადებული დ--–--------–---–-. 2--- წლიდან მხარეთა შორის შეწყდა როგორც ფაქტობრივი, ასევე რეგისტრირებული ქორწინება და მას მერე ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი იზრდება დედასთან. მასზე მზრუნველობას და მოვლა-პატრონობას სრულად ახორციელებს ე-–------------ი, ხოლო მამას არ აქვს ურთიერთობა შვილთან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1- თებერვლის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმეზე #2/450--09, ე-–------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ----------–---–ს არასრულწლოვანი შვილის, 2--- წელს დაბადებული დ--–--------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, მოსარჩელეს უარი ეთქვა არასრულწლოვანი შვილისათვის გვარის მიკუთვნების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოგვიანებით, გ----------–---–ის მიერ წარდგენილი სარჩელით, მამას განესაზღვრა შვილთან ურთიერთობის წესი, მაგრამ არასდროს უსარგებლია ამ უფლებით. იგი არ ნახულობს დ--–- ს-----–---–ს, არ აქვს კომუნიკაცია, არ ინტერესდება შვილის საჭიროებებითა და მდგომარეობით.

 

დ--–--------–---–- სარჩელის განხილვის პერიოდისათვის 1- წლისაა, არის ინტელექტუალურად განვითარებული, მისი ასაკის შესაბამისად სრულფასოვნად ჩამოყალიბებული. იგი სწავლობს ქ---------ს თბილისის საერთაშორისო სკოლის მეათე კლასში, არის წარჩინებული მოსწავლე, ემზადება სხვადასხვა ფასიან წრეზე, რომლის ღირებულებას მთლიანად ანაზღაურებს მხოლოდ დედა. მოპასუხესთან არასრულწლოვანს არ აქვს ურთიერთობა, არ მიიჩნევს მამას თავის ოჯახად, თვლის, რომ ატარებს უცნობი ადამიანის გვარს და ვერ ახდენს ამ გვარით თავის იდენტიფიცირებას. საგულისხმოა, რომ არასრულწლოვანი დაბადების მომენტისათვის იყო ,,მ-------–---–ის“ გვარზე. მოპასუხის მიერ მოგვიანებით მოხდა გვარის შეცვლა ,,ს-----–---–ით“, რა დროსაც მეუღლეები უკვე დაშორებულები იყვნენ და ოჯახური, მშობლიური გარემოს განცდა ბავშვს ახალ გვართან არ აკავშირებს.

შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცებით, არასრულწლოვანის ასაკისა და სურვილის გათვალისწინებით, მისი უპირატესი ინტერესიდან გამომდინარე, ბავშვისათვის სამომავლოდ მატრავმირებელი ფაქტორების თავიდან აცილების მიზნით, იმისათვის რომ შენარჩუნებული იქნეს ბავშვისთვის სტაბილური გარემო, ფსიქო -ემოციური ფონი, აუცილებელია დ--–- ს-----–---–ს შეეცვალოს გვარი ,,ს-----–---–ი“ დედის გვარით - ,,გ-------ი“.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ იგი მხარეთა დაშორების შემდეგ ინტერესდებოდა შვილის მდგომარეობით, სურდა ეზრუნა და ურთიერთობა ჰქონოდა მასთან, აღძრული ჰქონდა სარჩელი აღნიშნულის თაობაზე, მაგრამ მოსარჩელის მიერ ბავშვზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად, არ მიეცა ამის შესაძლებლობა. დედა არასრულწლოვანს მუდმივად განაწყობდა მამის წინააღმდეგ, რის გამოც უკანასკნელ წლებში მამამ, თავად ბავშვისავე ინტერესების გათვალისწინებით, მოერიდა რა მის უფრო მეტ გაღიზიანებას, შეწყვიტა ურთიერთობის უშედეგო მცდელობა, დათმო შვილი.

 

მოპასუხის განმარტებით, მას არასდროს აურიდებია თავი შვილის რჩენის ვალდებულებისგან, იხდიდა სასამართლოს მიერ დაკისრებულ ალიმენტს, რასაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამომავლოდ აღარ შეასრულებს. დ--–--------–---–-ს საუკეთესო ინტერესი გვარის შეცვლის მიმართ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ იკვეთება. არ დასტურდება, რომ ,,ს-----–---–ის“ გვარის ტარება ბავშვისათვის არის დამთრგუნველი ან მატრავმირებელი, რის გამოც არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ე-–------------ი და გ--- მ-------–---–ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2--- წლის 0- ი----იდან. მათ ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი - 2--- წლის 0- ნ-----ერს დაბადებული დ--–--------–---–- (გვარის შეცვლამდე - მ-------–---–ი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 1--17);

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, სამოქალაქო საქმე #2/450--09 (ს.ფ.18-27).

 

3.1.2. ე-–------------სა და გ----------–---–ს (გვარის შეცვლამდე-მ-------–---–ს) შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია 2--- წლიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1- თებერვლის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმეზე #2/450--09, მოპასუხე გ--- მ-------–---–ს მისი არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 0- ნ-----ერს დაბადებული დ--–--------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მის სრულწლოვანებამდე, სარჩელის აღძვრის დღიდან, 2--- წლის 1- ი----იდან. არასრულწლოვანი აღსაზრდელად მიეკუთვნა დედას - ე-–------------ს და ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მისი საცხოვრებელი ადგილი.

 

ამავე გადაწყვეტილებით, ე-–------------ს უარი ეთქვა არასრულწლოვანი შვილის, დ--–--------–---–-სათვის დედის გვარის მიკუთვნების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გ----------–---–ს უარი ეთქვა ე-–------------ისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევაზე.

 

საქმის განხილვის მსვლელობისას მოპასუხე გ--- მ-------–---–მა შეიცვალა გვარი და გახდა - ს-----–---–ი. მამის გვარის ცვლილება განხორციელდა არასრულწლოვანის დაბადების სააქტო ჩანაწერშიც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, სამოქალაქო საქმე #2/450--09 (ს.ფ.18-27);

-განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ (ს.ფ.28-31).

 

3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ის განჩინებით, სამოქალაქო საქმეზე #2/12655-2---, დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით: გ----------–---–მა, 2--- წლის 0- ნ-----ერს დაბადებული შვილის, დ--–--------–---–-ს სასარგებლოდ გასცა თანხმობა ე-–------------მა გამოცვალოს (აიღოს) საერთო შვილის საერთაშორისო (საზღვარგარეთის) პასპორტი.

 

ამავე განჩინებით, გ----------–---–მა გასცა თანხმობა დ--–--------–---–-ს საზღვარგარეთ დროებით გაყვანასთან დაკავშირებით, რაც იქნება დაკავშირებული გოგონას სწავლა-განათლებასთან, კულტურულ განვითარებასთან, მათ შორის, საზღვარგარეთ, 2--- წლის 1----------------–--დე და 2--- წლის ივლისის თვეში ვოკალურ-თეატრალურ სტუდიაში ,,ლურჯა ცხენები“ დაგეგმილ საკონცერტო საფესტივალო გასტროლებთან დაკავშირებით, რა დროსაც ე-–------------ი უფლებამოსილი იქნება წაჰყვეს თავის შვილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ის განჩინება, სამოქალაქო საქმეზე #2/12655-2--- (ს.ფ. 39-42)

 

3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201- წლის 2-----–---- გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმეზე #2/23187-14, გ----------–---–ს შეეზღუდა მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 0- ნ-----ერს დაბადებული დ--–--------–---–-ს მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთის ქვეყნებში გასვლის უფლების ნაწილში, რაც დაკავშირებულია დასვენების, განათლების, სპორტულ, შემოქმედებით-კულტურულ და სამეცნიერო მიზნებთან და არ ემსახურება ბავშვის/დ--–--------–---–-ს/ მუდმივად სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად დარჩენას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201- წლის 2-----–---- გადაწყვეტილება, სამოქალაქო საქმეზე #2/23187-14 (ს.ფ.43-50).

 

3.1.5. დ--–--------–---–- ირიცხება ,,ქიუ ეს აი - თბილისის საერთაშორისო სკოლის დასწრებული სწავლების მოსწავლედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ცნობა (ს.ფ.32-34).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2----–-–-------------ოს სოციალური მუშაკის მიერ განხორციელდა დ--–--------–---–-ს ოჯახის შეფასება. არასრულწლოვანთან მოხდა გასაუბრება გვარის შეცვლასთან დაკავშირებით. ბავშვის გადმოცემით, იგი დაბადებიდან ატარებდა მამის გვარს - მ-------–---–ს, თუმცა მამამ შეიცვალა გვარი, რის გამოც მიენიჭა მშობლის ახალი გვარი - ს-----–---–ი. დ--–- აღნიშნავს, რომ მას დისკომფორტს უქმნის მისი ახალი გვარი, ვინაიდან ხშირად არის დაცინვის ობიექტი მისი თანატოლების მხრიდან, რაც მას თრგუნავს. ამასთან, დ--–-ს არ აქვს კონტაქტი მამასთან, ვერ ახდენს იდენტიფიცირებას მის შვილად, ვინაიდან მათ არ ჰქონიათ ხანგრძლივი მამა-შვილს შორის არსებული ურთიერთობის გამოცდილება, ემოციური მიჯაჭვულობა. დ--–--------–---–- არის მოზარდობის პერიოდში, რომლისთვისაც დამახასითებელია გარკვეული ფსიქო-სოციალური სირთულეები, ოჯახური, სოციალური და პიროვნული ფაქტორები ზრდის დეპრესიის და სტრესის რისკს ბავშვებში. საუბრიდან გამოიკვეთა, რომ დ--–-სთვის ხშირ შემთხვევაში მისი გვარის გამო შექმნილი სიტუაცია არ არის სასიამოვნო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სოციალური მუშაკის დასკვნა #20301 (ს.ფ.69).

 

3.2.2. სოციალური მუშაკის მიერ 2----–-–----------------–ს შედგენილი დასკვნის მიხედვით, გ----------–---–ი უარს აცხადებს შვილის - დ--–--------–---–-ს გვარის შეცვლაზე. მისი აზრით, გოგონა სრულწლოვანების მიღწევამდე უნდა ატარებდეს მამის გვარს, შემდეგ ის თვითონ აირჩევს სასურველ გვარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-დასკვნა გ----------–---–ის ოჯახის შესახებ (ს.ფ.148).

 

3.2.3. ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების #-----------, 27/06/2018წ მიხედვით, დ--–--------–---–-ს სურვილია გვარის შეცვლა. გადაწყვეტილების მიღებისას იგი თავისუფალია და ეს არ არის სხვათა მხრიდან ზეწოლის ან ძალადობის შედეგი. გვარის შეცვლის ძირითადი მიზეზი მამასთან ურთიერთობის არქონაა. ეს არის ტრავმულ გამოცდილებაზე ბავშვის რეაქცია. დ--–- თვლის, რომ მამას არ აინტერესებს, რადგან წლების განმავლობაში არ იჩენს მასთან ურთიერთობის არანაირ სურვილს. შვილთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მშობელია და არა ბავშვი. ურთიერთობის აღდგენისთვისაც ინიციატივა მამამ უნდა გამოიჩინოს. ინიციატივის გამოჩენის შემთხვევაში, ბავშვისთვის დედის გვარის ქონა არ იქნება ხელისშემშლელი მამასთან ურთიერთობისთვის.

 

სასამართლო სხდომაზე ფსიქოლოგი ლ--–- პ---–-----–---–- განმარტავს, რომ დ--–--------–---–-ს სურვილი არ არის სხვისი მხრიდან რაიმე ზეგავლენის შედეგი. ბავშვი არის 1- წლის, გონიერი, თავისუფალია შეხედულებების ჩამოყალიბებაში, არგუმენტირებულად და დამოუკიდებლად ასაბუთებს თავის პოზიციას, რის გამოც მისი აზრის გათვალისწინება მნიშვნელოვანია. დედის გვარის ქონა მამა-შვილს შორის ურთიერთობის აღდგენას ხელს არ შეუშლის, ხოლო ბავშვის ნების გათვალისწინება კი მასზე დადებითად აისახება. პიროვნული იდენტიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია მამასთან ურთიერთობა და არა გვარი. დ--–- ს-----–---–ს მშობელთან ურთიერთობის არქონით უკვე მიღებული და გადატანილი აქვს ტრავმა, მამის გვარი კი გვევლინება ტრავმის შემხსენებელ ფაქტორად. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გამოიწვევს იმედგაცრუებას, რაც ცუდია, მით უფრო სხვაგვარი მოლოდინის ფონზე. სარჩელის დაკმაყოფილება არასრულწლოვანის სურვილიდან და მოლოდინიდან გამომდინარე იქნება დადებითი შედეგის მომტანი, სასიკეთო კუთხით აისახება მის ემოციურ მდგომარეობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები #-----------, 27/06/2018წ (ს.ფ.200-201);

-ფსიქოლოგის რეკომენდაცია (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სასამართლო სხდომაზე გაცხადებული დასკვნის მიხედვით, ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციაზე მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას პატივი უნდა სცეს და გაითვალისწინოს საკუთარი აზრის მქონე არასრულწლოვანის პოზიცია, რომელიც არ არის ვინმეს მხრიდან ზეგავლენის შედეგი. დ--–--------–---–- ცხოვრობს დედის მუდმივი ყურადღებისა და მეთვალყურეობის ქვეშ და სურვილი ჰქონდეს დედის გვარი, არგუმენტირებულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის დასკვნა (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2.5. სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვან დ--–- ს-----–---–თან გასაუბრების შედეგად, ირკვევა, რომ მისი ერთმნიშვნელოვანი ნებაა გვარის შეცვლა, ვინაიდან იგი ცხოვრობს დედასთან ერთად, არ იცნობს მამას, არ აქვს ურთიერთობა მასთან. გ----------–---–ი არასდროს ყოფილა მისი ცხოვრების ნაწილი, არ არის მისი ოჯახი, რის გამოც მისი სურვილია იყოს ოჯახის გვარზე, სკოლა დაამთავროს დედის გვარით, რა დროსაც იგი თავს უფრო მშვიდად, წყნარად და უკეთესად იგრძნობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-არასრულწლოვანის პოზიცია (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ფსიქოლოგის დასკვნის, ბავშვის სურვილისა და ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბავშვისათვის დედის გვარის ,, გ-------ის“ მინიჭება შეესაბამება მის ინტერესებს და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლი, ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3, მე-5, მე-8 , საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1195-ე, 1200-ე, 1196-ე მუხლები. სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 62-ე მუხლი, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის #12 (2---) ზოგადი კომენტარის შესავალი ნაწილი, #17 ზოგადი კომენტარი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელემ მოითხოვა არასრულწლოვანი შვილისათვის, 2--- წლის 2 ნ-----ერს დაბადებული დ--–--------–---–-სათვის გვარის შეცვლა, ნაცვლად ს-----–---–ისა, დედის გვარის ,,გ-------ის“ მიკუთვნება და ბავშვის დაბადების მოწმობის სააქტო ჩანაწერში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომ არასრულწლოვანის სურვილია მიენიჭოს დედის გვარი, ვინაიდან წლებია არ აქვს მამასთან ურთიერთობა, გაუცხოვებულია მასთან, თვლის რა, რომ იგი არ არის მისი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი და თავს მშვიდად, წყნარად და კომფორტულად იგრძნობს გამზრდელი დედის გვარის მინიჭებისას.

 

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტი თავადვე იძლევა ჩარევის ლეგიტიმური საფუძვლის დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.

 

მოხმობილი კონვენცია ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.

 

ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის პრეამბულაში აღნიშნულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბავშვი სრულყოფილად უნდა იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.

 

ბავშვის უფლებების კონვენციის მე-5 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებულ ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე.

 

ბავშვის უფლებების კონვენციის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებსა კისრულობენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მათ შორის მოქალაქეობა, სახელი და ოჯახური ურთიერთობა, როგორც გათვალისწინებულია კანონით, ამასთან არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1195-ე მუხლის თანახმად შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით;

 

სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1196-ე მუხლის მეორე ნაწილით, მშობლებს, რომლებთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვთ, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართონ სასამართლოს შვილისათვის თავიანთი გვარის მიკუთვნების შესახებ. თუ ბავშვი ათ წელზე მეტი ხნისაა, გვარის შეცვლისათვის საჭიროა მისი თანხმობაც.

 

სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 62-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სახელის ან/და გვარის შეცვლისათვის სავალდებულოა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია.

 

ადამიანის უფლებათა კომიტეტის # 17 ზოგადი კომენტარის თანახმად, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის უფლება გვარის შესახებ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ბავშვის უფლებათა კომიტეტმა საბერძნეთის მიმართ გამოთქმულ თავის რეკომენდაციაში, მიუთითა, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს და გამოიყენოს მისი სრული სახელი და გვარი, რომელსაც თავად, მშობლები ან კანონიერი წარმომადგენლები აირჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ უმთავრეს შემთხვევაში, მშობლები წყვეტენ ბავშვის გვართან დაკავშირებულ საკითხს, კონვენცია არ უშვებს იმას, რომ აღნიშნული უფლება მშობლის აბსოლუტური პრეროგატივაა. ეროვნულ კანონმდებლობას უნდა ჰქონდეს სათანადო მექანიზმები, რათა თავიდან აიცილონ ბავშვის ისეთი გვარით რეგისტრაცია, რომელმაც მისი დაცინვა, დისკრიმინაცია ან სხვა ცუდი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს (იხ. www.unicef.org/publications/files/Implementation Handbook for the Convention on the Rights of Child Part 1 of 3.pdf).

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში შემოწმების საგანია არის თუ არა დ--–--------–---–-ს საუკეთესო ინტერესებში, დედის გვარის მინიჭება და შეესაბამება თუ არა სარჩელის დაკმაყოფილება ბავშვის საუკეთესო ინტერესს.

 

დავის გადაწყვეტისათვის აღნიშნული, არსებითი საკითხის შეფასების მიზნით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე-–------------სა და გ----------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 0- ნ-----ერს შეეძინათ შვილი, დ--–- მ-------–---–ი.

 

დადგენილია ასევე, რომ მხარეები 2--- წლიდან ცხოვრობდენ ცალკ-ცალკე და მათ შორის მწვავე კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულებაა. ამ ეტაპზე ბავშვი ატარებს მამის გვარს - ს-----–---–ი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1- თებერვლის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმეზე #2/450--09, მოპასუხე გ--- მ-------–---–ს მისი არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 0- ნ-----ერს დაბადებული დ--–--------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მის სრულწლოვანებამდე, სარჩელის აღძვრის დღიდან, 2--- წლის 1- ი----იდან. არასრულწლოვანი აღსაზრდელად მიეკუთვნა დედას - ე-–------------ს და ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მისი საცხოვრებელი ადგილი.

 

ამავე გადაწყვეტილებით, ე-–------------ს უარი ეთქვა არასრულწლოვანი შვილის, დ--–--------–---–-სათვის დედის გვარის მიკუთვნების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გ----------–---–ს უარი ეთქვა ე-–------------ისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევაზე.

 

საქმის განხილვის მსვლელობისას მოპასუხე გ--- მ-------–---–მა შეიცვალა გვარი და გახდა - ს-----–---–ი. მამის გვარის ცვლილება განხორციელდა არასრულწლოვანის დაბადების სააქტო ჩანაწერშიც. ამ ეტაპზე ბავშვი ატარებს მამის გვარს - ს-----–---–ი.

 

სადავო არ არის ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებაც, რომ მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებით მამა-შვილს შორის დადგენილი ურთიერთობის წესისა, უკანასკნელი 5 წელია გ----------–---–ს არ აქვს ურთიერთობა შვილთან. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის მიერ გაცხადებული განმარტებით ირკვევა, რომ მამამ, უშედეგო ბრძოლის შემდეგ დათმო შვილი და სავარაუდოდ, სამომავლოდ არც საალიმენტო ვალდებულების შესრულებას აპირებს.

 

ამდენად, დადგენილია გარემოება იმის შესახებ, რომ ბავშვი სრულად არის გაუცხოვებული მამასთან, აღნიშნულის საპირისპიროდ კი აქვს განსაკუთრებული მიჯაჭვულობა დედასთან.

 

2----–-–-------------ოს სოციალური მუშაკის მიერ განხორციელდა დ--–--------–---–-ს ოჯახის შეფასება. არასრულწლოვანთან მოხდა გასაუბრება გვარის შეცვლასთან დაკავშირებით. ბავშვის გადმოცემით, იგი დაბადებიდან ატარებდა მამის გვარს - მ-------–---–ს, თუმცა მამამ შეიცვალა გვარი, რის გამოც მიენიჭა მშობლის ახალი გვარი - ს-----–---–ი. დ--–- აღნიშნავს, რომ მას დისკომფორტს უქმნის მისი ახალი გვარი, ამასთან, არ აქვს კონტაქტი მამასთან, ვერ ახდენს იდენტიფიცირებას მის შვილად, ვინაიდან მათ არ ჰქონიათ ხანგრძლივი მამა-შვილს შორის არსებული ურთიერთობის გამოცდილება, ემოციური მიჯაჭვულობა.

 

შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, არასრულწლოვანი დ--–--------–---–-ს ინტერესებიდან გამომდინარე, მისი პირადი სურვილის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, ბავშვს მიენიჭოს დედის გვარი ,,გ-------ი“.

 

არასრულწლოვანმა სასამართლო სხდომაზე გარკვევით და ნათლად დააფიქსირა თავისი მოთხოვნა და სურვილი მიიღოს დედის გვარი, ვინაიდან იგი მთელი ცხოვრება ცხოვრობს ე-–------------თან ერთად, არ იცნობს მამას. გ----------–---–ი არასდროს ყოფილა მისი ოჯახი და ცხოვრების ნაწილი. სკოლის დამთავრება უნდა დედის, ანუ თავისი ოჯახის გვარით, რათა სამომავლოდ დოკუმენტაციის მოწესრიგებისას არ შეექმნას პრობლემები. გვარის შეცვლით იგი თავს უფრო წყნარად, უკეთესად, ამაყად იგრძნობს. თუ სარჩელი არ დაკმაყოფილდება, დ--–--------–---–- სრულწლოვანების ასაკის მიღწევისთანავე მაინც განახორციელებს აღნიშნულ სურვილს. არასრულწლოვანის ამგვარი ნება, რომ არ არის სხვისი მხრიდან რაიმე ფორმით ზეგავლენის შედეგი, სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ფსიქოლოგმა. სპეციალისტი განმარტავს, რომ ბავშვი არის მოზრდილი ასაკის, 1- წლის, თავისუფალია შეხედულებების ჩამოყალიბებაში, გონიერია, არგუმენტირებულად და დამოუკიდებლად ასაბუთებს თავის პოზიციას, რის გამოც მისი აზრის გათვალისწინება მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგის რეკომანდაციით, დ--–--------–---–-ს ნების გათვალისწინება, მასზე აისახება დადებითად, ხოლო დედის გვარის ქონა კი მამა-შვილს შორის ურთიერთობის აღდგენას, რაზედაც სრულადაა პასუხისმგებელი მშობელი, ხელს არ შეუშლის. ამასთან, არასრულწლოვანის პიროვნული იდენტიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია მამასთან ურთიერთობა და არა გვარი. დ--–- ს-----–---–ს მშობელთან ურთიერთობის არქონით უკვე მიღებული და გადატანილი აქვს ტრავმა, მამის გვარი კი გვევლინება ტრავმისშემხსენებელ ფაქტორად. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გამოიწვევს იმედგაცრუებას, რაც ცუდია, მით უფრო დადებითი შედეგის მოლოდინის ფონზე. სარჩელის დაკმაყოფილება კი არასრულწლოვანის სურვილიდან და მოლოდინიდან გამომდინარე იქნება დადებითი შედეგის მომტანი, სასიკეთო კუთხით აისახება მის ემოციურ მდგომარეობაზე.

 

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის #12 (2---) კომენტარისა და “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-12 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა მოსმენილი იქნეს ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი, ან წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით.

 

არასრულწლოვანის მიერ გაკეთებული განმარტების შეფასებისას ფსიქოლოგი ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ ბავშვი სრულიად თავისუფალია არჩევანის გაკეთებისას, მასზე არ ხორციელდება რაიმე სახის ზეწოლა სხვა პირის მხრიდან.

 

სპეციალისტის მითითებით, დ--–--------–---–-ს ამგვარი ნება ფორმირებულია მშობლებს შორის წლების მანძილზე არსებული მწვავე დაპირისპირებით, იმ გარემოებით, რომ მამა არ ინტერესდებოდა არასრულწლოვანის მდგომარეობით, არ აქვს ურთიერთობა მასთან. შვილი-მშობლის ურთიერთობის აღდგენა და განვითარება ყველაზე ნაკლებად სწორედ ბავშვზეა დამოკიდებული. ბავშვთან ურთიერთობის ხასიათსა და ხარისხზე ყოველთვის უფროსია პასუხისმგებელი.

 

შესაბამისად, მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში არსებული მტკიცებულებების, ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებისა და ფსიქოლოგის დასკვნის, თავად არასრულწლოვანის განმარტების შესაბამისად, ამასთან, მამა-შვილის ურთიერთობის დაკვირვებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ--–--------–---–-ს საუკეთესო ინტერესია საქმის განხილვის ამ ეტაპზე არსებული ბავშვის მშვიდი, სტაბილური ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შენარჩუნება, წარსული მძიმე ემოციური ფონის თავიდან აცილება, ყველა მატრავმირებელი, შემახსენებელი ფაქტორის აღმოფხვრის გზით, რაც ხელს შეუწყობს არასრულწლოვანის სრულფასოვან განვითარებას.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებას იმის შესახებ, რომ ბავშვისათვის გვარის შეცვლა არ შეუქმნის საფრთხეს მომავალში მამასთან პოზიტიურის ურთიერთობის აღდგენასა და ჩამოყალიბებას. ბავშვისათვის მამის გვარის ტარება არ არის ბავშვის მამასთან დაახლოების გადამწყვეტი ფაქტორი. სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი ბავშვისათვის გვარის შეცვლის საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალ წერტილს წარმოადგენს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები. სასამართლომ ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი არასრულწლოვანი ბავშვის საზოგადოების ღირსეულ სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას და უნდა უზრუნველყოს მის საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის სათანადო პირობების შექმნა. ბავშვს, რომელსაც აქვს საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარი, შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება და აქვს უფლება მისი პოზიცია გათვალისწინებულ იქნას მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას ნებისმიერი ორგანოს მხრიდან.

 

შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს დედის აქტიურ როლს ყველა ასპექტში შვილის მიმართ, ასევე არასრულწლოვანის სურვილს გვართან დაკავშირებით ცვლილების განხორციელებასთან მიმართებით. ამ ეტაპზე, არასრულწლოვან დ--–--------–---–-სათვის დედის გვარი - გ-------ის მინიჭება უზრუნველყოფს მისთვის მშვიდ და კომფორტული გარემოს შექმნას. თავად არასრულწლოვანს სურს იცნობდნენ დედის გვარით და აღარ უნდა ატაროს მამის გვარი. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი, დაბადებიდან ცხოვრობს დედასთან და მამასთან ბოლო რამდენიმე წელია ურთიერთობა არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ უმთავრეს შემთხვევაში, მშობლები წყვეტენ ბავშის გვართან დაკავშირებულ საკითხს, აღნიშნული არ წარმოადგენს მშობლის აბსოლუტურ პრეროგატივას. ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვისათვის გვარის შეცვლა უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ინტერესებს. საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან არ გამოიკვეთა არასრულწლოვანი ბავშვისათვის გვარის მინიჭების რაიმე ხელისშემშლელი გარემოება, რაც უარყოფითად აისახებოდა არასრულწლოვანის ინტერესებზე. სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. არასრულწლოვანს მისი ასაკის გათვალისწინებით ჩამოყალიბებული და გათვითცნობიერებული აქვს სურვილი დედის გვარის მიღებისა, შესაბამისად სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის ამგვარი ჩამოყალიბებული სურვილისათვის დაბრკოლების შექმნამ, წარსულში მიღებული ტრავმის შემხსენებელი ფაქტორის აღმოფხვრის დაყოვნებამ, შესაძლებელია ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანის ინტერესებს.

 

ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, საქმეში არსებული მტკიცებულებების, ფსიქოლოგის რეკომენდაციის, არასრულწლოვანის პოზიციისა და მისი საუკეთესო, ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, არასრულწლოვან დ--–- ს-----–---–ს მიეკუთვნოს დედის გვარი, რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 1195-ე და 1196-ე მუხლი (შვილის გვარის განსაზღვრა). შესაბამისად, არასრულწლოვანი დ--–--------–---–-ს გვარი უნდა განისაზღვროს ,,გ-------ით“ და შესაბამისი ცვლილება იქნეს შეტანილი ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება, არ წარმოადგენს დაბრკოლებას, მამის მხრიდან ამგვარი ინიციატივის გამოჩენის შემთხვევაში, ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობის აღდგენისათვის.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახლმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: არაქონებრივ დავაზე - 100 ლარს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ამავე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7; 42-ე მუხლების გათვალისწინებით უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხე გ----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14, 38-39-ე, 41-ე, 46-ე, 55-ე, 42-ე, მე-7, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე-–------------ის სარჩელი გ----------–---–ის მიმართ, არასრულწლოვანის გვარის შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდეს:

 

1.1. არასრულწლოვან - 2--- წლის 0- ნ-----ერს დაბადებულ დ--–- ს-----–---–ს შეეცვალოს გვარი და მიენიჭოს დედის გვარი - გ-------ი, რის შესაბამისადაც შევიდეს ცვლილება არასრულწლოვანი ბავშვის, დ--–--------–---–-ს (დაბადებული 2--- წლის 0- ნ-----ერი) დაბადების სააქტო ჩანაწერში #----, კერძოდ, არასრულწლოვანი ბავშვის გვარის გრაფაში ს-----–---–ის ნაცვლად მიეთითოს გ-------ი, ხოლო დაბადების სააქტო ჩანაწერში სხვა მონაცემები დარჩეს უცვლელი.

 

2. გ----------–---–ს (პ/ნ 6----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

3. ე-–------------ს (პ/ნ 6----------) დაუბრუნდეს სარჩელზე მ--–---- ხ-------ის მიერ 2----–-–----------–--ს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი, რომელიც ჩარიცხულია სს ”თ------------–-”, ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი # 300-731-0.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: დ--–- აბჟანდაძე