გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.12.2018
საქმის ნომერი
330210018002551166
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/21738 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე სო--- გო----–---–ი (შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მოსარჩელის წარმომადგენელი დი-----------------ე

მოპასუხე ნი--- კო---–---–ი (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

მოპასუხის წარმომადგენელი ირ---–---------ე

მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)

წარმომადგენელი მა------–-----ე

დავის საგანი თავდაპირველი სარჩელით მამობის დადგენა, გვარის მინიჭება, არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

დავის საგანი შეგებებული სარჩელით ალიმენტის გადახდის დაკისრება, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. სასარჩელო მოთხოვნა თავდაპირველი სარჩელით

 

1.1.1. . არასრულწლოვანი ბავშვის - ნა----–-ა კო---–---–ის (დაბადებული 2015 წლის 1----------, პირადი №0----------) მამად სო--- გო----–---–ის (პირადი N1----------) აღიარება;

 

1.1.2. არასრულწლოვანი ნა----–-ა კო---–---–ისათვის (დაბადებული 2015 წლის 1----------, პირადი №0----------) მამის გვარის ,,გო----–---–ის” მინიჭება;

 

1.1.3. სო--- გო----–---–ისათვის არასრულწლოვან შვილთან, 2015 წლის 1---------- დაბადებული ნა----–-ა კო---–---–თან ურთიერთობისათვის წესის განსაზღვრა შემდეგი წესით: პირველი 2 თვის განმავლობაში, ყოველი კვირის შაბათი დღე, 13:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე. ხოლო ორი თვის შემდეგ, ყოველი კვირის ოთხშაბათი დღე 17:00 საათიდან 21:00 საათამდე და ყოველი კვირის შაბათი დღე 11:00 საათიდან 20:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით.

 

მოსარჩელე სო--- გო----–---–ს და მოპასუხე ნი--- კო---–---–ს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2015 წლის 1---------- დაბადებული ნა----–-ა კო---–---–ი. ვინაიდან მხარეები არც ფაქტობრივ და არც რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ, ნა----–-ა კო---–---–ის დაბადების მოწმობაში მამად არ ჩაიწერა სო--- გო----–---–ი და შესაბამისად არ მოხდა მამად სო--- გო----–---–ის აღიარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სო--- გო----–---–მა ვერ შეძლო ნა----–-ა კო---–---–ის დაბადების მოწმობის აღება, რისთვისაც მიმართა სერვისების განვითარების სააგენტოს, რომელმაც განუცხადა მოწმობის გაცემაზე უარი. სო--- გო----–---–ი არის 2015 წლის 1---------- დაბადებული ნა----–-ა კო---–---–ის ბიოლოგიური მამა. ამასთან, სარჩელით მოთხოვნილია ბავშვისათვის მამის გვარის ,,გო----–---–ის“ მინიჭება, ვინაიდან ქართული ტრადიციების მიხედვით, არასრულწლოვანი ბავშვი უმეტეს შემთხვევაში ატარებს მამის გვარს. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას. სასამართლომ ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი არასრულწლოვანი ბავშვის საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრირებისათვის სათანადო პირობებით. ქვეყანაში არსებული ტრადიციებისა და ჩვეულებების მიხედვით, მიზანშეწონილია, არასრულწლოვანმა, რომლის მამის ვინაობაც აღნიშნულია დაბადების სააქტო ჩანაწერში, ატაროს და საზოგადოება მას იცნობდეს ბიოლოგიური მამის გვარით, ვინაიდან იმ სოციუმის გათვალისწინებით, სადაც მომავალში არასრულწლოვანს მოუწევს აღზრდა-განვითარება და საზოგადოების ღირსეულ წევრად დამკვიდრება, სასურველია და მეტიც აუცილებელია მას ჰქონდეს მამის გვარი. მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ნა----–-ა კო---–---–ი არ არის სასკოლო ასაკის და სკოლაში სასურველია მას იცნობდნენ, როგორც დამკვიდრებული წესია, მამის გვარით.

როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარეს თავის შვილთან, ნა----–-ა კო---–---–თან არ აქვს ურთიერთობა. ამის მიზეზი კი მოპასუხე მხარის და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგობაა. მოპასუხე ნი--- კო---–---–ი არ აძლევს შესაძლებლობას სო---ს გო----–---–ს ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან შვილთან. მოსარჩელე მხარეს საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი სახლი. ასევე, სახლში ყველა საყოფაცხოვრებო პირობა იმისა, რომ მიიღოს მისი არასრულწლოვანი შვილი და მოუაროს მას. მოსარჩელე სო--- გო----–---–ი არის დასაქმებული. იგი არის სტომატოლოგი და მას აქვს თავისუფალი გრაფიკი. მისი სურვილის შემთხვევაში მას შეუძლია დატოვოს თავისუფლად სამსახური და ნახოს ბავშვი იმ დღეებში რა დღეებშიც სასამართლო დაუდგენს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობას. რაც შეეხება ამ ეტაპზე მოსარჩელის ურთიერთობას მის არასრულწლოვან შვილთან, ამ შემთხვევაში ურთიერთობაში არის წყვეტა და წელზე მეტია სო--- გო----–---–ი ვერ ახერხებს ურთიერთობა იქონიოს მის არასრულწლოვან შვილთან, ვინაიდან მოპასუხე მხარე და მისი ოჯახი ამის წინააღმდეგია. ამასთან, მოსარჩელე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ამ ეტაპზე არასრულწლოვანი ბავშვი მასთან გაუცხოვებულია და სურს მასთან ურთიერთობის აღდგენის მიზნით მოხდეს პირველი ორი თვის განმავლობაში ერთი საათი, ხოლო შემდგომ ურთიერთობა გაგრძელდეს ყოველი კვირის ოთხშაბათს და შაბათ დღეს მოთხოვნილი დროით. ამასთან, მოსარჩელე არ არის წინააღმდეგი, რომ თავდაპირველ ეტაპზე არასრულწლოვან ბავშვს ახლდეს ძიძა ან სხვა პირი, რომელთან ყოფნასაც მიჩვეულია ბავშვი. გარდა ამისა, მოსარჩელე სო--- გო----–---–ი მზად არის, როგორც მამამ, არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობა წარმართოს ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თავისებურებების გათვალისწინებით. აუცილებელია მამამ იცოდეს რა პრობლემები აქვს არასრულწლოვან შვილს ჯანმრთელობის მხრივ. მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

მოსარჩელე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ ნაწილში დააზუსტა სასამართლოს მთავარ სხდომაზე.

(იხ. სარჩელი, სასამართლოს სხდომის ოქმები).

 

1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით

1.2.1. მოპასუხე სო--- გო----–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ნა----–-ა გო----–---–ის (დაბადებული 2015 წლის 1----------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 600 (ექვსასი) ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 0---------------) ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

1.2.2. მოპასუხე სო--- გო----–---–ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არასრულწლოვანი ნა----–-ა გო----–---–ის (დაბადებული 2015 წლის 1----------) მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ, კერძოდ აზ-----------ს რესპუბლიკის, თუ-------ს რესპუბლიკის, შე-----ს ზონის ქვეყნებსა და დი----------------ს ქვეყნებში დროებით გაყვანის (21 დღის ვადით) ნაწილში ამ უკანასკნელის სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

ნი--- კო---–---–მა 2014 წელს შექმნა ოჯახი სო--- გო----–---–თან. მათი ოჯახი უზრუნველყოფილი იყო ყველა საჭიროებებით, თუმცა სო--- გო----–---–ი უყურადღებო იყო მოსარჩელის მიმართ. ორსულობის პერიოდში სო--- გო----–---–მა დატოვა სახლი და ბავშვის შეძენამდე მხოლოდ ერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია ნი--- კო---–---–თან. მას არ გამოუჩენია ოჯახის გაერთიანების ინიციატივა. მხარეებს 2015 წლის 1---------- შეეძინათ შვილი ნა----–-ა კო---–---–ი. მოპასუხე მხარე არც ბავშვის დაბადების და არც მის შემდგომ არ დაინტერესებულა მშობლის უფლების განხორციელებით. ნი--- კო---–---–ი არასრულწლოვან შვილს ზრდის მარტო, მშობლების დახმარებით. მოპასუხე მხარე არ მონაწილეობის შვილის აღზრდაში, არ იღებს საჭირო ხარჯებს და არ არის დაინტერესებული იკისროს მშობლის უფლება-მოვალეობები. არასრულწლოვანი შვილი, ნა----–-ა კო---–---–ი სწავლობს მე------------ს საბავშვო ბაღში, რომლის საფასურია 400 (ოთხასი) ლარი. ბავშვს აქვს ე.წ. ,,ცრუ კრუპი“ და საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, მედიკამენტებით უზრუნველყოფას და სამედიცი--- მომსახურებას. ნი--- კო---–---–ის სახელფასო ანაზღაურება შეადგენს 375 (სამას სამოცდათხუთმეტი) ლარს. მოპასუხე სო--- გო----–---–ი დასაქმებულია კერძო სექტორში და იღებს შემოსავალს სხვადასხვა წყაროებიდან. მოპასუხე არცერთხელ მატერიალურად არ დახმარებია თავის შვილს და არც არავითარი მზრუნველობა და ყურადღება არ გამოუჩენია.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საზაფხულო პერიოდში, არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, მას პერიოდულად ესაჭიროება საზღვარგარეთ გაყვანა ჯანმრთელობის პრობლემების, დასვენების, შემეცნებითი თუ სხვა მიზეზით, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, აზ-----------ს რესპუბლიკაში, თუ-------ს რესპუბლიკაში, შე-----ს ზონის ქვეყნებში და დიდ ბრიტანეთში, 01 ივნისიდან 01 სექტემბრამდე პერიოდში, 21 დღის ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია ბავშვის პასპორტის აღება, სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა და მისი საზღვარგარეთ დროებით გაყვანა, აუცილებელია მოპასუხე სო--- გო----–---–ს შეეზღუდოს არასრულწლოვანი შვილის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლება პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ დროებით გაყვანის შესახებ სავალდებულო თანხმობის გაცემის ნაწილში, სხვა უფლება-მოვალეოების შეუზღუდავად.

(იხ. შეგებებული სარჩელი, სასამართლოს სხდომის ოქმები).

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილის, 2015 წლის 1---------- დაბადებული ნა----–-ა კო---–---–ის მამად სო--- გო----–---–ის აღიარების შესახებ. არასრულწლოვანი ნა----–-ა კო---–---–ის ბიოლოგიური მამას წარმოადგენს სო--- გო----–---–ი. ის გარემოება, რომ მამას არ ჰქონდა შვილთან ურთიერთობა და ამაში ხელს უშლიდა დედა ნი--- კო---–---–ი, არის მცდარი, რადგან სო--- გო----–---–ი თავისი დამოკიდებულებიდან გამომდინარე არასდროს ყოფილა დაინტერესებულა შვილთან იმ ურთიერთობის ჩამოყალიბებით, რაც ნორმალურ პირობებში უზრუნველყოფდა შვილის მამასთან ადაპტაციას. მოპასუხე მხარე თანხმობას აცხადებს მამამ იქონიოს შვილთან ურთიერთობა, გაიცნოს საკუთარი შვილი და მათ შორის ჩამოყალიბდეს მამა-შვილის ურთიერთობა, თუმცა ბავშვის ფსიქიკიდან და მისი ასაკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება, რომ ბავშვის ნახვის პირველ ეტაპზე, ერთი წლის მანძილზე, ნახვის პერიოდი განისაზღვროს ყოველ კვირა დღეს 15:00 საათიდან 16:00 საათამდე, ხოლო მომდევნო ერთი წლის შემდეგ, როცა უკვე ბავშვი გაიცნობს მამას, ურთიერთობის ხანგრძლივობა გაიზარდოს ორ საათამდე. აუცილებელია, ბავშვის ნახვა განხორციელდეს ოჯახის რომელიმე წევრის ან მათ მიერ გამოყოფილი წარმომადგენლის თანდასწრებით. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით არ უნდა მოხდეს მისი ქალაქგარეთ გაყვანა. ბავშვს ჰყავს პირადი პედიატრი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია საჭირო გახდეს მისი ექიმთან დაუყონებლივ მიყვანა. სამედიცი--- დაწესებულების მიერ გაცემული ცნობების მიხედვით, ბავშვს უჭირს ახალ გარემოსთან სოციალიზაცია, რა დროსაც საჭიროებს ოჯახის წევრების ჩართულობას და მათ დახმარებას. ბავშვისთვის დამახასიათებელია ახალ გარემოში შფოთვები, ადაპტაციის სირთულე და მიჯაჭვულობის ობიექტთან განშორების შიში.

ამდენად, მოპასუხე ნი--- კო---–---–ი ეთანხმება მოთხოვნას ნა----–-ა კო---–---–ის მამად სო--- გო----–---–ის აღიარების და დაბადების სააქტო ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას ნა----–-ა კო---–---–ის გვარად ,,გო----–---–ის“ განსაზღვრის შესახებ, რადგან მოთხოვნას არ გააჩნია შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. მიუხედავად იმისა, რომ შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები გააჩნიათ, არასრულწლოვნისათვის ნა----–-ა კო---–---–ისათვის მამის სო--- გო----–---–ის გვარის მიკუთვნება იმ პირობებში, როდესაც ბავშვი დაბადებიდან წლებია დედასთან ცხოვრობს, ხოლო მამასთან ერთი დღეს არ უცხოვრია, არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ეროვნული კანონმდებლობა ბავშვის გვარის შეცვლის შესახებ სარჩელის აღძვრის დისკრეციას ანიჭებს მხოლოდ იმ მშობელს, რომელთანაც იმყოფება ბავშვი საცხოვრებლად. ამასთან, ასეთი სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვარის შეცვლა ბავშვის უპირატეს ინტერესებს შეესაბამება. არასრულწლოვან ნა----–-ა კო---–---–ს გათავისებული აქვს თავისი სახელი და გვარი, რომელიც მისი პიროვნული იდენტიფიკაციის საშუალებაა. მან იცის, რომ არის ნა----–-ა კო---–---–ი. ბავშვს საბავშვო ბაღში იცნობენ გვარით ,,კო---–---–ი“. მისთვის მამის გვარის მიკუთვნება არ წარმოადგენს მამასთან ურთიერთობის აღდგენისათვის განმსაზღვრელ ფაქტორს. ასევე, მოპასუხე მხარე თანხმობას აცხადებს მამამ იქონიოს ბავშვთან ურთიერთობა, გაიცნოს საკუთარი შვილი და მათ შორის ჩამოყალიბდეს მამა-შვილის ურთიერთობა, თუმცა აღნიშნული უნდა მოხდეს ბავშვის ფსიქიკის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის და მოსარჩელის პიროვნული ფაქტორის გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის დადგენის ნაწილში, სარჩელს ეთანხმება ნაწილობრივ, მოპასუხე ნი--- კო---–---–ი თანახმაა მოსარჩელე სო--- გოგოინაშვილმა არასრულწლოვანი ნა----–-ა კო---–---–ი პირველი ერთი წლის განმავლობაში ნახოს ყოველ კვირა დღეს 15:00 საათიდან 16:00 საათამდე თანმხლები პირის თანდასწრებით, ხოლო ერთი წლის შემდეგ მითითებული დრო გაიზარდოს ორ საათამდე. არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციული მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვან ბავშვს უჭირს ადამიანებთან ურთიერთობაში შესვლა, მათთან მიჩვევა, რის გამოც ზემოაღნიშნული დროის მონაკვეთი საკმარისი იქნება მამასთან საურთიერთობოდ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბავშვის მოსალოდნელი სტრესი.

(იხ. შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები).

 

2.2. მოპასუხე შეგებებულ სარჩელით მოთხოვნას ეთანხმება ნაწილობრივ.

 

2.1.1. მოპასუხე ეთანხმება სარჩელს არასრულწლოვანი შვილის, 2015 წლის 1---------- დაბადებული ნა----–-ა კო---–---–ის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში;

2.1.2. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი ნა----–-ა კო---–---–ის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ (შეგებებულ სარჩელში მითითებულ ქვეყნებში) გაყვანის ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამამოსილების შეზღუდვის შესახებ, კერძოდ, მოპასუხე თანახმაა მოსარჩელემ ნი--- კო---–---–მა ზაფხულის პერიოდში არასრულწლოვანი შვილი წაიყვანოს საზღვარგარეთ 21 დღის ვადით, რის თაობაზეც მოხდეს მამის, სო--- გო----–---–ის წინასწარ ინფორმირება.

(იხ. შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები).

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის სრულყოფილი განვითარებისათვის და მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია მას ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. ორივე მათგანს შექმნილი აქვს კარგი საყოფაცხოვრებო პირობები. ბავშვის უპირატესი ინტერესების და მისი კანონიერი უფლებების გათვალისწინებით, აუცილებელია, ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან, რასაც ეტაპობრივად უნდა შეეწყოს ხელი. ვინაიდან არასრულწლოვან ნა----–-ა კო---–---–ს ფაქტიურად არ ჰქონია მამასთან ურთიერთობა. მას მიჯაჭვულობა აქვს დედის მიმართ. რი გამოც მიზანშეწონილია, ამ ეტაპზე, მამა ბავშვს შეხვდეს მცირე დროის მონაკვეთით, რათა ბავშვი შეეჩვიოს, დაუახლოვდეს და კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდეს მამასთან, მიჩვევის შემდგომ კი გაიზარდოს მამას არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის დადგენილი დროის ხანგრძლივობა. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული არასრულწლოვანი ნა----–-ა კო---–---–ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, მისი ჯანმრთელობის პრობლემები, მას აქვს გარკვეული პრობლემები ადამიანებთან ურთიერთობის, რის გამოც აუცილებელია მოხდეს ამ ფაქტორის გათვალისწინებით მამასთან ურთიერთობის წესის დადგენა. თუ სწორად მოხდა ბავშვის ცხოვრებაში მამის შესვლა აღნიშნულმა შესაძლოა დადებითად იმოქმედეს ბავშვის ჯანმრთელობაზეც.

რაც შეეხება ბავშვისათვის მამის გვარის მინიჭების საკითხს, ვინაიდან მხარეები ვერ თანხმდებიან, შესაძლებელია ამ ეტაპზე, ბავშვის გვარის განსაზღვრა მოხდეს დედის და მამის გვარის შეერთებით. ამასთან, უმჯობესია, ბავშვისთვის გვარის მინიჭების საკითხი გადაწყდეს სასკოლო ასაკამდე, ვინაიდან სასკოლო პერიოდში მნიშნელოვანია არასრულწლოვანი ჩვეულებრივ ატარებდეს იმ გვარს, რომლითაც მას იცნობენ და ახდენენ მის იდენტიფიცირებას. სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილის მიმართ საზღვარგარეთ გაყვანისა და პასპორტის აღების ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ, მოპასუხე მხარე (შეგებებულ სარჩელით) დაეთანხმება. რა თქმა უნდა, აუცილებელია მოხდეს მისი წინასწარ ინფორმირება ბავშვის სახელმწიფო საზღვრებს გარეთ გაყვანასთან დაკავშირებით.

(არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენლის განმარტება (იხ. სხდომის ოქმი)).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნი--- კო---–---–ს 2015 წლის 1---------- შეეძინა შვილი ნა----–-ა კო---–---–ი. მცირეწლოვანი ბავშვის ბიოლოგიურ მამას წარმოადგენს მოსარჩელე სო--- გო----–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 0---------- (ს.ფ. 57);

- სახელმწიფო სერვისები განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 23 მარტს გაცემული ცნობა (ს.ფ. 18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.1.2. მხარეები, სო--- გო----–---–ი და ნი--- კო---–---–ი ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა ბავშვის დაბადებამდე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.1.3. მოპასუხე ნი--- კო---–---–ი არასრულწლოვან შვილთან, ნა----–-ა კო---–---–თან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისი, ილ----------------------------------. სოციალური და საცხოვრებელი პირობების შეფასების მიზნით, ვიზიტი განხორციელდა ნი--- კო---–---–ის საცხოვრებელში. ნა----–-ა კო---–---–ი უზრუნველყოფილია ყველა ძირითადი საჭიროებით, აქვს საკუთარი საწოლი და კუთხე, ასაკის შესაბამისი ყველა საჭირო ნივთი, ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ნა----–-ა კო---–---–ს აქვს ე.წ. ,,ცრუ კრუპი“, რომელიც ხშირად ემართება. ამიტომ ოჯახის წევრები დიდი ყურადღებით ეკიდებიან მის ჯანმრთელობას. არასრულწლოვანი უზრუნველყოფილია სამედიცი--- მომსახურებით და შესაბამისი მედიკამენტებით. ბავშვი დადის საბავშვო ბაღში ,,მე----------ი“. ნა----–-ა ადვილად შემოვიდა კონტაქტში, არის მხიარული და აქტიური, უყვარს თამაში და ტელევიზორის ყურება. ნი--- კო---–---–ის თქმით, არასრულწლოვანი ნა----–-ა ზოგჯერ გაღიზიანებულია და ადვილად ბრაზდება. არ საუბრობს მამის შესახებ, არასდროს ახსენებს მას. ბავშვს კარგი დამოკიდებულება აქვს დედასთან და დედის მშობლებთან. ოჯახის შემოსავალი წარმოადგენს ნი--- კო---–---–ის მამის ანაზღაურება, ასევე თავად ნი--- კო---–---–ის დასაქმებულია. საცხოვრებელ ბინაში საყოფაცხოვრებო პირობები კარგია, უზრუნველყოფილია ოჯახისათვის საჭირო ყველა ძირითადი ნივთით. ამდენად, ნი--- კო---–---–ის ოჯახის შეფასების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვანის საჭიროებები დაკმაყოფილებულია, უზრუნველყოფილია საკვებით, ტანსაცმლით, მედიკამენტებით, ეპყრობიან მას სითბოთი და სიყვარულით;

ნი--- კო---–---–ის გადმოცემით, თანაცხოვრების პერიოდში, ყოფილი მეუღლე სო--- გო----–---–ი იყო უყურადღებო მის მიმართ. მოპასუხის ორსულობის პერიოდში, სო--- გო----–---–მა დატოვა მოპასუხის მშობლების საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელე მხოლოდ სამშობიაროში იყო მოსული და მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ ნახა შვილი. ნი--- კო---–---–ი მშობიარობის შემდეგ ნა----–-ასთან ერთად დაბრუნდა მშობლების საცხოვრებელ ბინაში და მას შემდეგ ცხოვრობს მათთან. მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები არ არიან წინააღმდეგნი, რომ ბავშვს ჰქონდეს ურთიერთობა მამასთან, თუმცა არ არიან თანახმა, რომ ბავშვი მამამ წაიყვანოს ღამით, რადგან ამ ეტაპზე სო--- გო----–---–ი მისთვის უცხო ადამიანია და აღნიშნული შესაძლოა სტრესის მომტანი იყოს არასრულწლოვანისათვის;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2018 წლის 27 სექტემბრის დასკვნა N2---- (ს.ფ. 102);

 

3.1.4. სოციალური მუშაკის მიერ მოსარჩელის მხარის შეფასების მიზნით განხორციელდა ვიზიტი მისამართზე - ქ. თბილისი, მო-------------------------------------------, სადაც სო--- გო----–---–ი ცხოვრობს ერთ ოთახიან კეთილმოწყობილ ბინაში. საცხოვრებლის ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ბინაში განთავსებულია საჭირო ავეჯი და ტექნიკა, დაცულია ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები, მოწესრიგებულია სველი წერტილები და საცხოვრებელში არასრულწლოვანისათვის შექმნილია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო. სო--- გო----–---–ის გადმოცემით, მას და მის მეუღლეს ნი--- კო---–---–ს ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, თუმცა, თანაცხოვრების მოკლე პერიოდში, ნი--- კო---–---–ის მშობლების ,,უხეში ჩარევის“ შედეგად დაეძაბათ ურთიერთობა. სო--- გო----–---–ს სურვილი ჰქონდა მეუღლესთან ერთად ეცხოვრა მოსარჩელის კუთვნილ ბინაში, რომელიც მდებარეობს ზემოთხსენებულ მისამართზე, რაც მეუღლის მშობლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მოპასუხე მხარე არ აძლევს შესაძლებლობას მოსარჩელეს არასრულწლოვან შვილთან იქონიოს ურთიერთობა. სო--- გო----–---–ის გადმოცემით, როდესაც იგი ინტერესდება შვილის მდგომარეობით ან გამოთქვამს სურვილს, მოპასუხე მხარე ოჯახის წევრების ზეგავლენით უარს აცხადებს. მოსარჩელე სოციალურ მუშაკთან საუბარში გამოხატავს მზრუნველობას და სიყვარულს შვილის მიმართ და განიცდის, რომ არ შეუძლია ურთიერთობა იქონიოს და მონაწილეობა მიიღოს არასრულწლოვანი შვილის განვითარებაში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ის--------------ს სერვის ცენტრის 2018 წლის 16 ოქტომბრის დასკვნა N2---- (ს.ფ. 113);

 

3.1.5. არასრულწლოვანი ნა----–-ა კო---–---–ი დადის კერძო საბავშვო ბაღში, იგი ირიცხება ,,მე------------ს“ ბაგა-ბაღში და მისი ყოველთვიური გადასახდელი საფასური შეადგენს 400 (ოთხასი) ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

_,,მე------------ს“ მიერ 2018 წლის 06 აგვისტოს გაცემული ცნობა (ს.ფ. 165);

 

3.1.6. ნი--- კო---–---–ი 2015 წლის იანვრიდან მუშაობს შპს ,,b----------”-ში ოფისის მენეჯერის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 375 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

_შპს ,,b----------”-ის მიერ 06.08.2018 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 164);

 

3.1.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით, ნი--- კო---–---–ის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 375 ლარს, მარტის თვეში - 750 ლარს, აპრილის თვეში - 375 ლარს, მაისის თვეში - 375 ლარს, ივნისის თვეში - 375 ლარს, ივლისის თვეში - 375 ლარს, აგვისტოს თვეში - 375 ლარს, სექტემბრის თვეში - 375 ლარს და ოქტომბრის თვეში - 375 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 20 ნოემბერს გაცემული ცნობა N2-----------, დანართი (ს.ფ. 179, 181);

 

3.1.8. სო--- გო----–---–ი დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი. იგი მუშაობს სასურსათო მაღაზია შპს ,,გრ------ში“ მენეჯერის პოზიციაზე და მისი სახელფასო განაკვეთი შეადგენს 400 (ოთხასი) ლარს;

 

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ის--------------ს სერვის ცენტრის 2018 წლის 16 ოქტომბრის დასკვნა N2---- (ს.ფ. 113);

 

3.1.9. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით, სო--- გო----–---–ის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 8.75 ლარს, მარტის თვეში - 2125 ლარს, ივნისის თვეში - 500 ლარს, ივლისის თვეში - 500 ლარს და აგვისტოს თვეში - 500 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 20 ნოემბერს გაცემული ცნობა N2-----------, დანართი (ს.ფ. 179, 181);

 

3.1.10. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, მო-----------------------------------------------, საკადასტრო კოდი N0----------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სო--- გო----–---–ის სახელზე. აღნიშნული ბინა მოსარჩელეს შეძენილი აქვს იპოთეკური სესხით. ბინა დღემდე დატვირთულია სს ,,სა---------–-------ს“ იპოთეკით. ასევე, უძრავი ქონებაზე რეგისტრირებულია რამდენიმე ყადაღა.

სო--- გოგონაშვილის სახელზე რეგისტრირებული იყო არასაცხოვრებელი ფართი გუ-------ში 204 კვ.მ., რომელიც მას შეძენილი ჰქონდა 2011 წელს და 2017 წლის დეკემბერში გადაფორმებული იქნა ბანკზე ვალის სანაცვლოდ; ასევე, ავტოფარეხი 26 კვ.მ. თბილისში, ბა-----------------ზე შეძენილი ჰქონდა მოსარჩელეს 2014 წელს და 2018 წელს გაყიდულია აუქციონზე. მიწის ნაკვეთი 2000 კვ.მ. დ საცხოვრებელი სახლი გუ-------ი, სოფელი ჭა------ი - დღევანდელი მდგომარეობით ოჯახის საკუთრებაშია და დატვირთულია იპოთეკით სს ,,ფი---------ს“ სასარგებლოდ 2017 წელს. სო--- გოგინაშილის წილია 1/5 ნაწილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 21.07.2015 წელი (ს.ფ. 71-72);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 11.03.2015 წელი (ს.ფ. 73-74);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარითი 18.01.2018 წელი (ს.ფ. 75-76);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 20.07.2018 წელი (ს.ფ. 77-78);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 26.12.2017 წელი (ს.ფ. 79-80);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 07.03.2017 წელი (ს.ფ. 81-82).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არასრულწლოვანი ნა----–-ა კო---–---–ი დაბადებიდან ატარებს გვარს ,,კო---–---–ი“. იგი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას თავისი ასაკის მაჩვენებლების შესაბამისად ახდენს აღნიშნული გვარით. მას ყველა იცნობს ,,კო---–---–ის“ გვარით, მათ შორის საბავშვო ბაღში და ასევე, ყველა იმ საზოგადოებაში სადაც ბავშვს უწევს ყოფნა, მისი იდენტიფიცირება ხდება ამ გვარით. არასრულწლოვანი დაბადებიდან ცხოვრობს დედასთან, იგი ამ ეტაპზე ფაქტიურად არ იცნობს მამას და შესაბამისად, მისთვის უცნობია გვარი ,,გო----–---–იც“. არასრულწლოვანმა ნა----–-ა კო---–---–მა ახლა უნდა დაიწყოს მამასთან ურთიერთობას. არასრულწლოვან ბავშვთან დაკავშირებით ყოველგვარი საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვისთვის გვარის მინიჭების დროს სახელმძღვანელოა ქართული ტრადიციები და ქვეყანაში არსებული საერთო საზოგადოებრივი აზრი. მართალია, საქართველოში, როგორც წესი, ბავშვი დაბადებიდან ტრადიციების შესაბამისად ატარებს მამის გვარს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, საკითხი გვარის მინიჭების თაობაზე უნდა გადაწყდეს კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. როგორც უკვე აღინიშნა, ნა----–-ა კო---–---–ი დაბადებიდან დედის გვარზეა და იგი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას რამდენიმე წელია ახდენს ამავე გვარით. საქმეში წარმოდგენილი მასალების და მხარეთა განმარტებების შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე ბავშვისთვის მამის გვარის მინიჭება ვერ განიხილება მამასთან ურთიერთობის აღდგენის და მასთან დაახლოების ერთ-ერთ ფაქტორად. მხოლოდ ქართული ტრადიციები არ შეიძლება წარმოადგენდეს ბავშვისთვის მამის გვარის მინიჭების საფუძველს. კონკრეტული და არა ზოგადი, თეორიული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად არ მიჩნევს არასრულწლოვან ნა----–-ა კო---–---–ს ნაცვლად დედის გვარისა, მიეკუთვნოს მამის გვარი. შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე გვარის შეცვლა და ბავშვისთვის მხოლოდ მამის გვარის მინიჭება ვერ განიხილება მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.2.2. არასრულწლოვან ნა----–-ა კო---–---–ს აღენიშნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები. იგი არის ხშირად მოავადე. 1 წლის ასაკიდან აღენიშნება ,,მორეციდავე ობსტრუქციული ბრონქიტები", გადაიტანა ,,ლარინგოტრაქეიტი" რამოდენიმეჯერ. ,,პნევმონიის" დიაგნოზით მოხდა სტაციონარში 1 წლის წინ. 2018 წლის ნოემბრის დასაწყისში განვითარდა მწვავე ურტიკარია, რომელსაც წინ უძღოდა მწვავე რესპირაციული ინფექცია. პაციენტი მუდმივად იმყოფება ექიმი პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდება მონტელუკასტით მკურნალობა უწყვეტად. პედიატრის რეკომენდაციით ჩაუტარდა სპეციფიკური ალერგოდიაგნოსტიკა, რის შედეგადაც ატოპია არ გამოვლინდა. პერიოდულად აღენიშნება ქვედა კიდურების ტკივილი, ძილის დროს.

არასრულწლოვან ნა----–-ა კო---–---–ს 2018 წლის 20 აგვისტოს შპს ,,მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში“ ჩაუტარდა ექიმ-ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია. პაციენტი ინტერვიურების დროს იყო ზედმეტად მორცხვი და დაძაბული. მუდმივად ბებიას და პაპას ეფარებოდა და ხელს კიდებდა. თერაპევტთან წარმატებული ვერბალური და არავერბალური კონაქტი ვერ დამყარდა დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში. თერაპევტის მხრიდან კონტაქტის მცდელობაზე ბავშვი თავს არიდებდა კონტაქტს. რაც ახალ, უცხო გარემოსთან და პერსონასთან ადაპტაციის სირთულეზე, ბებიასთან და პაპასთან ძლიერ მიჯაჭვულობაზე მეტყველებს. ბავშვზე დაკვირვების შედეგად გამოვლინდა შფოთვის მაღალი დონე. აღწერილი ქცევითი პატერნები მიუთითებს ახალ გარემოში მაღალ შფოთვაზე, ადაპტაციის სირთულეზე და მიჯაჭვულობის ობიექტთან განშორების შიშზე.

ექიმ-ფსიქოთერაპევტის მიერ გაცემული შრომითი და სამკურნალო რეკომენდაციების მიხედვით, ადაპტაციის ბუნებრივი პროცესი მოისაზრებს რომ ამ გარემოში ბავშვს უნდა გაუჩნდეს უსაფრთხოების და დაცულობის შეგრძნება. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომლის ხანგრძლივობაც ინდივიდუალურია. აგრეთვე შესაძლებელია ვერ მოხდეს ადაპტაცია. ადაპტაციის ხელშეწყობა მოიაზრებს ახალ, უცხო პერსონებთან და გარემოსთან კონტაქტი დაიწყოს მცირე დროის ხანგრძლივობით და შემდეგ მოხდეს კონტაქტის დროის თანდათან გაზრდა. ადაპტაციისათვის აუცილებელი, რომ უცხო პერსონასთან და გარემოსთან კონტაქტის დროს, ბავშვთან ერთად ფიზიკურად იმყოფებოდეს პერსონა, რომელთანაც ბავშვს აქვს პოზიტიური მიჯაჭვულობა, რაც მოიაზრებს რომ ეს პერსონა უნდა იყოს ბავშვისთვის ნაცნობი, ,,შინაური“ და მასში აღძრავდეს დაცულობის და უსაფრთხოების შეგრძნებას. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მითითებით, ზემოაღნიშნული გარემოებები აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული მამას და ბავშვს შორის ურთიერთობის თანდათან აღდგენის მიზნით დროის მონაკვეთის დადგენისას. მამასა და შვილს შორის კი აუცილებელია არსებობდეს (თანდათან ჩამოყალიბდეს) ჯანსაღი და ნორმალური ურთიერთობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

_შპს ,,მ----–---–-----------–-----–--------–-------------------ოს“ მიერ 2018 წლის 20 აგვისტოს გაცემული N35904 ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 68);

_შპს ,,მ----–---–-----------–-----–--------–-------------------ოს“ მიერ 2018 წლის 20 აგვისტოს გაცემული N35916 ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 69);

_შპს ,,თს-------–------------–------------------------------------–-----ს“ მიერ 2016 წლის 11 მაისს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 125-126);

_შპს ,,თს-------–------------–------------------------------------–-----ს“ მიერ 2018 წლის 16 მაისს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 127-128);

_შპს ,,თს-------–------------–------------------------------------–-----ს“ მიერ 2017 წლის 12 ივლისს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 129-130);

 

3.2.3. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მოსარჩელისა და მოპასუხის მოსაზრებას ბავშვთან ურთიერთობის განსაზღვრის ნაწილში, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ითვალისწინებს არასრულწლოვანი ნა----–-ა კო---–---–ის ასაკობრივ მაჩვენებლებს და რეჟიმს, ასევე გარემო-სოციალურ პირობებს, აგრეთვე მშობლების დატვირთულობას და შვილის მიმართ მზრუნველობა-დამოკიდებულებას. ვინაიდან ამ ეტაპზე ჩამოყალიბებულია მიჯაჭვულობა ბავშვის მხრიდან მხოლოდ დედის მიმართ, ამასთან, მამის მიმართ გააჩნია გაუცხოვება, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯი მამა-შვილს ურთიერთობის მოწესრიგებისათვის, რაც არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და იმ ფაქტორს, რომ ბავშვს უჭირს უცხო ადამიანებთან ურთიერთობა და მისთვის გაუცხოვებულ გარემოში ადაპტაცია. შესაბამისად, ურთიერთობის წესი უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ მამასთან, რომელსაც მოცემულ ეტაპზე ფაქტიურად არ იცნობს არასრულწლოვანი ნა----–-ა კო---–---–ი, ურთიერთობის ჩამოყალიბება და მასთან მიჩვევა მოხდეს ეტაპობრივად ისეთ გარემოში, რაც მატრავმირებელი არ იქნება არასრულწლოვნისთვის. აცილებული უნდა იქნეს ყოველგვარი რისკ-ფაქტორი, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდი---ს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

არასრულწლოვანი ბავშვის უფლებების უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელია, მასზე იზრუნოს ორივე მშობელმა და მათ შორის არსებულმა უთანხმოებამ გავლენა არ მოახდი---ს მის განვითარებაზე, მიზანშეწონილია საკითხი გადაწყდეს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს თავდაპირველ ეტაპზე ბავშვთან ურთიერთობისათვის მცირე დროის განსაზღვრას დედის ან ამ უკანასკნელის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით და აღნიშნული დროის ხანგრძლივობის გაზრდას მას შემდეგ, რაც ბავშვს მამასთან ჩამოუყალიბდება სრული მიჯაჭვულობა. აღნიშნული შემდგომ კი მამას მიეცეს უფლება არასრულწლოვანი ბავშვი წაიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილას და დადგენილი დროის (კონკრეტული საათების) გასვლის შემდგომ იმავე დღეს დააბრუნოს დედასთან. ამასთან, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მსგავსი დავის განხილვაში სოციალური სამსახურის (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) როლის გათვალისწინებით, მამა-შვილის, სო--- გო----–---–ისა და ნა----–-ა კო---–---–ის პირველ შეხვედრას დაესწროს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის წარმომადგენელი. ამასთან, მამა-შვილის მიჯაჭვულობასთან დაკავშირებით, სადავოობის შემთხვევაში (ანუ არასრულწლოვანი ბავშვი ნა----–-ა კო---–---–ი) სრულად არის თუ არა მამას, სო--- გო----–---–ს მიჩვეული მამის მხრიდან დამოუკიდებლად წაყვანის თვალსაზრისით) თანხმობას გასცემს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრი. არასრულწლოვანი ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა დეტალი, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ბავშვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ცხოვრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ის--------------ს სერვის ცენტრის 2018 წლის 16 ოქტომბრის დასკვნა N2---- (ს.ფ. 113);

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 20 ნოემბერს გაცემული ცნობა N2-----------, დანართი (ს.ფ. 179, 181);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.2.4. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მხარის მოსაზრებას ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს. სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოპასუხე სო--- გო----–---–ის რეალური ფინანსური მდგოამრეობა და არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. მოპასუხემ ცნო სარჩელი მამობის აღიარების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, რაც წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

4.2. სასამართლომ განიხილა სასარჩელო მოთხოვნა ბავშვისათვის მამის გვარის განსაზღვრის თაობაზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების საფუძველზე მიაჩნია, რომ მოთხოვნა არასრულწლოვანი ნა----–-ა კო---–---–ისათვის მამის სო--- გო----–---–ის გვარის მინიჭების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

4.3. სასამართლომ განიხილა სო--- გო----–---–ის სარჩელის მოთხოვნა, მოისმინა მხარეთა, წარმომადგენელთა, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ სო--- გო----–---–ის სარჩელი ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რაც გამომდინარეობს არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან და შეესაბამება მშობელთა და შვილის ურთიერთდამოკიდებულების მართებულობას.

4.4. - 4.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო რაც შეეხება სარჩელის მოთხოვნას პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში სო--- გო----–---–ის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა ცნო მოპასუხემ, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ გამოიყენა:

- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-5, მე-8, მე-9, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე, 1190-ე, 1195-ე, 1196-ე, 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე. 1201-ე, 1202-ე, 1205-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე გო----–---–მა მოითხოვა 2015 წლის იანვარს დაბადებული ნა----–-ა კო---–---–ის მამად აღიარება და ბავშვის დაბადების მოწმობის სააქტო ჩანაწერში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ნა----–-ა კო---–---–ისათვის გვარის - ,,გო----–---–ის“ მინიჭება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის მიხედვით, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლებამოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის თანახმად, 1. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. 2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. 3. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს.

 

დადგენილია, რომ ნი--- კო---–---–ს 2015 წლის 1---------- შეეძინა შვილი ნა----–-ა კო---–---–ი. მოსარჩელე სო--- გო----–---–ის მითითებით, მცირეწლოვანი ნა----–-ა კო---–---–ი არის მისი ბიოლოგიური შვილი. მოპასუხე ეთანხმება აღნიშნულ გარემოებას და სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვანი ნა----–-ა კო---–---–ის მამას სო--- გო----–---–ის აღიარების თაობაზე ცნობს. მხარეთა განმარტებით, ისინი იმყოფებოდნენ ფაქტობრის საქორწი--- ურთიერთობაში და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა ბავშვის დაბადებამდე. ამდენად, დადგენილია, რომ მოსარჩელე სო--- გო----–---–ი წარმოადგენს 2015 წლის 1---------- დაბადებული ნა----–-ა კო---–---–ის ბიოლოგიურ მამას.

 

მოპასუხე ნი--- კო---–---–მა ცნო სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენის შესახებ საქმის მომზადების სტადიაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ამდენად, სარჩელი არასრულწლოვანი ნა----–-ა კო---–---–ის მამას სო--- გო----–---–ის აღიარების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და შესაბამისი ცვლილებები უნდა განხორციელდეს 2015 წლის 1---------- დაბადებული ნა----–-ა კო---–---–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში.

 

მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს არასრულწლოვანი ნა----–-ა კო---–---–ის ბიოლოგიური მამის, სო--- გო----–---–ის გვარის მინიჭება. აღნიშნულ მოთხოვნას მოპასუხე მხარე არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ არ არსებობს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. მიუხედავად იმისა, რომ შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები გააჩნიათ, არასრულწლოვნისათვის ნა----–-ა კო---–---–ისათვის მამის სო--- გო----–---–ის გვარის მიკუთვნება იმ პირობებში, როდესაც ბავშვი დაბადებიდან დედასთან ცხოვრობს, ხოლო მამასთან ერთი დღეც არ უცხოვრია, არ გამომდინარეობს კანონის მიზნებიდან და არ შეესაბამება ბავშვი საუკეთესო ინტერესებს. ეროვნული კანონმდებლობა ბავშვის გვარის შეცვლის შესახებ სარჩელის აღძვრის დისკრეციას ანიჭებს მხოლოდ იმ მშობელს, რომელთანაც იმყოფება ბავშვი საცხოვრებლად. ამასთან, ასეთი სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვარის შეცვლა ბავშვის უპირატეს ინტერესებს შეესაბამება. არასრულწლოვან ნა----–-ა კო---–---–ს გათავისებული აქვს თავისი სახელი და გვარი, რომელიც მისი პიროვნული იდენტიფიკაციის საშუალებაა. მან იცის, რომ არის ნა----–-ა კო---–---–ი და მას ყველგან (მათ შორის საბავშვო ბაღშიც) იცნობენ ამ გვარით, არ არის მართებული მოცემულ პირობებში მოხდეს გვარის შეცვლა. აღნიშნული არ გამომდინრეობს არასრულწლოვანი ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩი--- დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. აღნიშნული კონვენციის პრეამბულაში აღნიშნულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბავშვი სრულყოფილად უნდა იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. კონვენციის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეობისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-5 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებულ ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1195-ე მუხლის თანახმად, შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით, თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით. ამავე კოდექსის 1196-ე მუხლის მიხედვით, მშობლებს შორის ქორწინების შეწყვეტა არ იწვევს შვილის გვარის გამოცვლას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგენს ბავშვის ინტერესებს. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის მიხევდით, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ.

 

ადამიანის უფლებათა კომიტეტის N17 ზოგადი კომენტარის თანახმად, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის უფლება გვარის შესახებ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ბავშვის უფლებათა კომიტეტმა საბერძნეთის მიმართ გამოთქმულ თავის რეკომენდაციაში, მიუთითა, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს და გამოიყენოს მისი სრული სახელი და გვარი, რომელსაც თავად, მშობლები ან კანონიერი წარმომადგენლები აირჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ უმთარვეს შემთხვევაში, მშობლები წყვეტენ ბავშვის გვართან დაკავშირებულ საკითხს, კონვენცია არ უშვებს იმას, რომ აღნიშნული უფლება მშობლის აბსოლიტურ პრეროგატივაა. (იხ.www.unicef.org/publications/files/Implementation_Handbook_for_the_Convention_on_the_Rights_of_the_Child.pdf);

 

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ნა----–-ა კო---–---–ი დაბადებიდან ატარებს გვარს ,,კო---–---–ი“. იგი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას თავისი ასაკის მაჩვენებლების შესაბამისად ახდენს აღნიშნული გვარით. მას ყველა იცნობს ,,კო---–---–ის“ გვარით, მათ შორის საბავშვო ბაღში და ასევე, ყველა იმ საზოგადოებაში სადაც ბავშვს უწევს ყოფნა, მისი იდენტიფიცირება ხდება ამ გვარით. არასრულწლოვანი დაბადებიდან ცხოვრობს დედასთან, იგი ამ ეტაპზე ფაქტიურად არ იცნობს მამას და შესაბამისად, მისთვის უცნობია გვარი ,,გო----–---–იც“. არასრულწლოვანი ნა----–-ა კო---–---–თან ურთიერთობის წესის განსაზღვრა ხდება აღნიშნული გადაწყვეტილებით, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მამა-შვილს შორის ურთიერთობის ეტაპობრივად აღდგენას, ჩამოყალიბებას. არასრულწლოვან ბავშვთან დაკავშირებით ყოველგვარი საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვისთვის გვარის მინიჭების დროს სახელმძღვანელოა ქართული ტრადიციები და ქვეყანაში არსებული საერთო საზოგადოებრივი აზრი. მართალია, საქართველოში, როგორც წესი, ბავშვი დაბადებიდან ტრადიციების შესაბამისად ატარებს მამის გვარს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, საკითხი გვარის მინიჭების თაობაზე უნდა გადაწყდეს კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. როგორც უკვე აღინიშნა, ნა----–-ა კო---–---–ი დაბადებიდან დედის გვარზეა და იგი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს ამავე გვარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, ჩვეულებანი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება სამართლისა და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს ან საჯარო წესრიგს და განმარტავს, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში დამკვიდრებული ტრადიციები და ჩვეულებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინდივიდებს შორის წარმოშობილი ურთიერთობების მოწესრიგებაში, თუმცა მხოლოდ ტრადიციებსა და ჩვეულებებზე მითითება ვერ გამოდგება ბავშვისათვის გვარის მინიჭების განმსაზღვრელ მთავარ ფაქტორად. ბავშვთან დაკავშირებული დავების განხილვისას სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა, ხოლო ტრადიციებთან ბავშვის ინტერესის კონკურენციისას ამ უკანასკნელს უნდა მიენიჭოს უპირატესობა.

 

სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევამ არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. ბავშვის რომელიმე მშობელთან ცხოვრების ფაქტს ენიჭება სამართლებრივი მნიშვნელობა გვარის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას. დამკვიდრებული პრაქტიკით, აღნიშნული ფაქტი უფლებას აძლევს მშობელს, რომელთანაც საცხოვრებლად დარჩა ბავშვი, მოითხოვოს ბავშვისთვის თავისი გვარის მიკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1196-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს, რომლებთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა, უფლება აქვთ, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართონ სასამართლოს შვილისათვის თავიანთი გვარის მიკუთვნების შესახებ (სუსგ, 2017 წლის 12 ივნისის განჩინება, საქმე ას -929-894-2016).

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებას ბავშვისათვის დედის და მამის შეერთებული გვარის მინიჭების თაობაზე, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებისა და ასევე, თავად მხარეთა მოთხოვნებისა და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არასრულწლოვანი ბავშვისათვის მშობლების შეერთებული გვარის მიკუთვნება არ წარმოადგენს მის საუკეთესო ინტერსს, ამასთან, არ არის თავად მხარეთა მოთხოვნაც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შვილების მიმართ მობლებს თანაბარი უფლება-მოვალეოებები გააჩნიათ, არასრულწლოვნისათვის მამის გვარის მიკუთვნება იმ პირობებში, როდესაც ბავშვი დაბადებიდან დედასთან ცხოვრობს, ხოლო მამასთან ერთი დღეს არ უცხოვრია, არ გამომდინარეობს კანონის მიზნებიდან და არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ეროვნული კანონმდებელობა ბავშვის გვარის შეცვლის შესახებ სარჩელის აღძვრის დისკრეციას ანიჭებს მხოლოდ იმ მშობელს, რომელთანაც იმყოფება ბავშვი საცხოვრებლად. ამასთან, ასეთი სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვარის შეცვლა ბავშვის უპირატეს ინტერესებს შეესაბამება. საქმეში წარმოდგენილი მასალების და მხარეთა განმარტებების შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე ბავშვისთვის მამის გვარის მინიჭება ვერ განიხილება მამასთან ურთიერთობის აღდგენის და მასთან დაახლოების ერთ-ერთ ფაქტორად. მხოლოდ ქართული ტრადიციები არ შეიძლება წარმოადგენდნეს ბავშვისთვის მამის გვარის მინიჭების საფუძველს. კონკრეტული და არა ზოგადი, თეორიული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად არ მიჩნევს არასრულწლოვან ნა----–-ა კო---–---–ს ნაცვლად დედის გვარისა, მიეკუთვნოს მამის გვარი. შესაბამისად, კონკრეტულ ეტაპზე გვარის შეცვლა და ბავშვისთვის მამის გვარის მინიჭება ვერ განიხილება მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებად. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გვარის შეცვლის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების არცერთი წინაპირობა: ბავშვი არ ცხოვრობს მოსარჩელესთან, სო--- გო----–---–თან. ამასთან, ბავშვზე ყველანაირად დღემდე რჩენა-აღზრდის თვალსაზრისით ზრუნავს დედა ნი--- კო---–---–ი თავისი ოჯახით. რაიმე სახის მტკიცებულება იმისა, რომ არასრულწლოვან ბავშვს თავიდანვე მინიჭებოდა მამის გვარი, ან ამ უკანასკნელს ეზრუნა შვილზე და ურთიერთობა ჰქონოდა მასთან, საქმეზე არ მოიპოვება. ყოველივე აქედან გამომდინარე,ბავშისთვის მამის გვარის მიკუთვნება არ შეესაბამება ბავშვის ინტერესებს. რადგან ბავშვს (მიუხედავად თავისი ასაკისა) გარკვეულწილად გათავისებული აქვს თავისი სახელი და გვარი, რომელიც მისი პიროვნული იდენტიფიკაციის საშუალებაა. მოცემულ ეტაპზე, არასრულწლოვანს გაუცხოვება გააჩნია მამასთან და ამ უკანასკნელის გვართანაც. მამის გვარის მინიჭება კი არ წარმოადგენს მამა-შვილს შორის ურთიერთობის აღდგენისათვის რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ფაქტორს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული ტრადიციული მიდგომა ბავშვისთვის მამის გვარის მინიჭების შესახებ, ვერ იქნება სამართლებრივად მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ბავშვის უპირატესი ინტერესი ზემოაღნიშნული მსჯელობის თანახმად, თანხვედრაში არ არის ტრადიციებთან, რომელიც გულისხმობს ბავშვისათვის მამის გვარის მიკუთვნებას, რის გამოც უპირატესობა უნდა მიენიჭოს არასრულწლოვანი ნა----–-ა კო---–---–ის ინტერესების უპირატეს დაცვას.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელე სო--- გო----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვანი ნა----–-ა კო---–---–ისათვის მამის გვარის - ,,გო----–---–ის“ მინიჭების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. სო--- გო----–---–მა სარჩელით ასევე მოითხოვა არასრულწლოვან შვილთან, 2015 წლის 1---------- დაბადებულ ნა----–-ა კო---–---–თან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა შემდეგი წესით: პირველი 2 თვის განმავლობაში, ყოველი კვირის შაბათი დღე, 13:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე. ხოლო ორი თვის შემდეგ, ყოველი კვირის ოთხშაბათი დღე 17:00 საათიდან 21:00 საათამდე და ყოველი კვირის შაბათი დღე 11:00 საათიდან 20:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით. მოსარჩელემ ითხოვა რომ საწყის ეტაპზე არასრულწლოვან ბავშვთან ორი თვის განმავლობაში ჰქონოდა ურთიერთობა ერთი საათის განმავლობაში და შემდეგ გაზრდილიყო ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 1---------- დაბადებული ნა----–-ა კო---–---–ი წარმოადგენს სო--- გო----–---–ის და ნი--- კო---–---–ის საერთო შვილს. ნა----–-ა კო---–---–ი დაბადებიდან ცხოვრობს დედასთან. როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნიდან ირკვევა, ნი--- კო---–---–ი არასრულწლოვან შვილთან, ნა----–-ა კო---–---–თან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისი, ილ----------------------------------. ნა----–-ა კო---–---–ი უზრუნველყოფილია ყველა ძირითადი საჭიროებით, აქვს საკუთარი საწოლი და კუთხე, ასაკის შესაბამისი ყველა საჭირო ნივთი, ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ნა----–-ა კო---–---–ს აქვს ე.წ. ,,ცრუ კრუპი“, რომელიც ხშირად ემართება. ამიტომ ოჯახის წევრები დიდი ყურადღებით ეკიდებიან მის ჯანმრთელობას. არასრულწლოვანი უზრუნველყოფილია სამედიცი--- მომსახურებით და შესაბამისი მედიკამენტებით. ნა----–-ა ადვილად შედის კონტაქტში, არის მხიარული და აქტიური, უყვარს თამაში და ტელევიზორის ყურება. ნი--- კო---–---–ის თქმით, არასრულწლოვანი ნა----–-ა ზოგჯერ გაღიზიანებულია და ადვილად ბრაზდება. არ საუბრობს მამის შესახებ, არასდროს ახსენებს მას. ბავშვს კარგი დამოკიდებულება აქვს დედასთან და დედის მშობლებთან. საცხოვრებელ ბინაში საყოფაცხოვრებო პირობები კარგია, უზრუნველყოფილია ოჯახისათვის საჭირო ყველა ძირითადი ნივთით. ამდენად, ნი--- კო---–---–ის ოჯახში არასრულწლოვანის საჭიროებები დაკმაყოფილებულია. იგი იზრდება კეთილსაიმედო, მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.

 

როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები, მკაფიოდ ასახავს და მიუთითებს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვთან მიმართებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კანონი პატივს სცემს მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს მყუდრო, მშვიდ, ოჯახურ გარემოში, რა დროსაც ითვალისწინებს მის ასაკს, პირად მიდრეკილებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა და მისი სამომავლო განვითარება და კეთილდღეობა.

 

დადგენილია, რომ სო--- გო----–---–ი ცხოვრობს მისამართზე - ქ. თბილისი, მო-------------------------------------------, ერთ ოთახიან კეთილმოწყობილ ბინაში. საცხოვრებლის ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ბინაში განთავსებულია საჭირო ავეჯი და ტექნიკა, დაცულია ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები, მოწესრიგებულია სველი წერტილები და საცხოვრებელში არასრულწლოვანისათვის შექმნილია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო.

 

საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკების დასკვნებიდან ვლინდება არასრულწლოვანი ბავშვის ორივე მშობლის ოჯახში შექმნილი აქვთ მეტ-ნაკლებად ნორმალური საცხოვრებელი პირობები და ორივე შემთხვევაში, შექმნილია არასრულწლოვანისათვის კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მამისათვის არასრულწლოვან ნა----–-ა კო---–---–თან ურთიერთობის დაწყების, მამასთან თანდათან ურთიერთობის აღდგენის და შემდგომში (მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების შემდეგ) საცხოვრებელ სახლში წაყვანის უფლების მინიჭების საწინააღმდეგო ჩანაწერი არ არის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ გაცემულ დასკვნაში და არც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით დასტურდება. მართალია, მოცემულ ეტაპზე, არასრულწლოვანი ნა----–-ა კო---–---–ი ფაქტიურად არ იცნობს მამას და მის მიმართ გაუცხოვებულია, თუმცა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეკომენდაციით, აუცილებელია მამასა და შვილს შორის ურთიერთობა აღდგეს, რათა არასრულწლოვანს ჰქონდეს ორივე მშობელთან ნორმალური და ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულება, რაც დადებითად იმოქმედებს მის სრულფასოვან განვითარებასა და საზოგადოების წევრად ჩამოყალიბებაზე.

სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა, სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ხდება, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლომ უნდა გაითვალისწი---ს ბავშვის ასაკი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მათი ცხოვრების წესი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

 

სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. ,,ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები (ევროპის საბჭოს ასამბლეა, 31-ს სესია, რეკომენდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 04.10.1979წ.). სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი დანაწესი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და მათთვის ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ არასრულწლოვან ნა----–-ა კო---–---–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორც საქმეში წარმოდგენილი სამედიცი--- დოკუმენტაციიდან ვლინდება, იგი არის ხშირად მოავადე. 1 წლის ასაკიდან აღენიშნება ,,მორეციდავე ობსტრუქციული ბრონქიტები", გადაიტანა ,,ლარინგოტრაქეიტი" რამოდენიმეჯერ. ამასთან, არასრულწლოვანს ჩაუტარდა ექიმ-ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია. პაციენტი ინტერვიურების დროს იყო ზედმეტად მორცხვი და დაძაბული. მუდმივად ბებიას და პაპას ეფარებოდა და ხელს კიდებდა. თერაპევტთან წარმატებული ვერბალური და არავერბალური კონაქტი ვერ დამყარდა დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში. თერაპევტის მხრიდან კონტაქტის მცდელობაზე ბავშვი თავს არიდებდა კონტაქტს, რაც ახალ, უცხო გარემოსთან და პერსონასთან ადაპტაციის სირთულეზე, ბებიასთან და პაპასთან ძლიერ მიჯაჭვულობაზე მეტყველებს. ბავშვზე დაკვირვების შედეგად გამოვლინდა შფოთვის მაღალი დონე. აღწერილი ქცევითი პატერნები მიუთითებს ახალ გარემოში მაღალ შფოთვაზე, ადაპტაციის სირთულეზე და მიჯაჭვულობის ობიექტთან განშორების შიშზე. გაცემული შრომითი და სამკურნალო რეკომენდაციების მიხედვით, ადაპტაციის ბუნებრივი პროცესი მოისაზრებს რომ ამ გარემოში ბავშვს უნდა გაუჩნდეს უსაფრთხოების და დაცულობის შეგრძნება. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომლის ხანგრძლივობაც ინდივიდუალურია. აგრეთვე შესაძლებელია ვერ მოხდეს ადაპტაცია. ადაპტაციის ხელშეწყობა მოიაზრებს ახალ, უცხო პერსონებთან და გარემოსთან კონტაქტი დაიწყოს მცირე დროის ხანგრძლივობით და შემდეგ მოხდეს კონტაქტის დროის თანდათან გაზრდა. არასრულწლოვანის ასაკთან, მამის მიმართ არსებულ გაუცხოვებასთან ერთად აუცილებელია გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბავშის ზემოაღნიშნული როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური მდგომარეობა და მისი ემოციური ფონი უცხო გარემოში ადაპტაციასთან დაკავშირებით, რასაც ასევე ადასტურებს მეურვებისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მცირეწლოვანი ნა----–-ა კო---–---–ის წარმომადგენლის (სოც. სააგენტოს წარმომადგენლის) პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მშობლებს უნდა ჰქონდეთ არასრულწლოვან შვილთან თანაბარი ურთიერთობა და მისი სრულფასოვან აღზრდა-განვითარებისათვის და ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია რეგულარული ურთიერთობა ორივე ბიოლოგიურ მშობელთან. სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯი მამა-შვილს ურთიერთობის მოწესრიგებისათვის, რაც არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და იმ ფაქტორს, რომ ბავშვს უჭირს უცხო ადამიანებთან ურთიერთობა და მისთვის გაუცხოვებულ გარემოში ადაპტაცია. შესაბამისად, ურთიერთობის წესი უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ მამასთან, რომელსაც მოცემულ ეტაპზე ფაქტიურად არ იცნობს არასრულწლოვანი და ბავშვს მასთან საერთოდ არ უცხოვრია, ურთიერთობის ჩამოყალიბება და მასთან მიჩვევა უნდა მოხდეს ეტაპობრივად ისეთ გარემოში, რაც მატრავმირებელი არ იქნება არასრულწლოვნისთვის. აცილებული უნდა იქნეს ყოველგვარი რისკ-ფაქტორი, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდი---ს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. შესაბამისად, თავდაპირველ ეტაპზე დროის ხანგძლივობა უნდა განისაზღვროს მცირე პერიოდით დედის, ნი--- კო---–---–ის ან ამ უკანასკნელის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, რაც გაადვილებს არასრულწლოვანის მამასთან ურთიერთობის დაწყებას და ბავშვს თავს უცხოდ არ აგრძნობინებს. ხოლო შემდეგ დადგენილი დროის მონაკვეთი უნდა გაიზარდოს მამასთან ჩამოყალიბებული მიჯაჭვულობის შესაბამისად, სწორედ მამასთან მიჩვევისა და მასთან არსებული გაუცხოვების აღმოფხვრის შემდგომ, უნდა მიენიჭოს მამას უფლება არასრულწლოვანი წაიყვანოს დამოუკიდებლად და დააბრუნოს დედასთან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი საათების შემდეგ.

 

მშობლის ინტერესს და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით. ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლების არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება მხარეთათვის კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს, რომელიც აღსრულებადი უნდა იყოს. მამა-შვილს შორის არსებული გაუცხოვების აღმოფხვრის და მათი ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, სასამართლო ადგენს ბავშვის ნახვის დღეებსა და საათებს, რომელთა გონივრულად, უპირატესად, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით გამოყენება, ორივე მშობლის პასუხისმგებლობის საკითხია. კერძოდ, ბავშვის დედა ვალდებულია, ხელი შეუწყოს მამა-შვილის ურთიერთობას, ხოლო თავის მხრივ მამა ვალდებულია, ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, ფრთხილად და მზრუნველობით მოეკიდოს და გამოიყენოს თითოეული საათი, რათა ბუნებრივად მოხდეს მშობლისა და შვილის ურთიერთობის ჰარმონიული განვითარება (იხ.სუსგ 2016 წლის 1 მარტის განჩინება, საქმე ას N-1122-1078-2016 გადაწყვეტილება, საქმე ას-1149-1081-2015). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მამასა და შვილს შორის ურთიერთობის თანდათან ჩამოყალიბების, ეტაპობრივად მიჩვევის და არასრულწლოვანი ნა----–-ა კო---–---–ის მამასთან მიჯაჭვულობის ჩამოსაყალიბებლად, სასამართლო განსაზღვრას კონკრეტულ დღეებსა და საათებს (შემდგომში დროის ხანგრძლივობის გაზრდით), რომელიც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიშია მოცემული და სავალდებულოა მოდავე მხარეთათვის შესასრულებლად. ამასთან, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მსგავსი დავის განხილვაში სოციალური სამსახურის (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) როლის გათვალისწინებით, მამა-შვილის, სო--- გო----–---–ისა და ნა----–-ა კო---–---–ის პირველ შეხვედრას დაესწროს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის წარმომადგენელი. ამასთან, მამა-შვილის მიჯაჭვულობასთან დაკავშირებით, სადავოობის შემთხვევაში (ანუ არასრულწლოვანი ბავშვი ნა----–-ა კო---–---–ი) სრულად არის თუ არა მამას, სო--- გო----–---–ს მიჩვეული მამის მხრიდან დამოუკიდებლად წაყვანის თვალსაზრისით) თანხმობას გასცემს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრი. სასამართლო დავის სპეციფიკიდან გამომდინარე ადგენს ზემოაღნიშნული მონიტორინგის განხორციელების ვალდებულებას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან, რათა მაქსიმალურად უკეთ იქნებს დაცული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები და მისი მამასთან ურთიერთობის აღდგენა, მასთან მიჩვევა განხორციელდეს ყოველგვარი სტრეს-ფაქტორების გარეშე. ამდენად, სასამართლოს მიერ მამასა და შვილს შორის ურთიერთობისათვის განსაზღვრული რეჟიმი, მოცემულ ეტაპზე, შეესაბამება როგორც არასრულწლოვანი ნა----–-ა კო---–---–ის სწორი აღზრდის ინტერესებს, ასევე მშობლების დღის რეჟიმს, მათ დატვირთულობას და ბავშვთან ურთიერთდამოკიდებულების მართებულობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ასაკისა და მისი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, მამის კანონით გარანტირებული უფლებების შესაბამისად მოსარჩელე სო--- გო----–---–ის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. ნი--- კო---–---–მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი ნა----–-ა კო---–---–ი (დაბადებული 2015 წლის 1----------).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩი---ნ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე.

 

განსახილველ შეთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი ნა----–-ა კო---–---–ი ცხოვრობს დედასთან ნი--- კო---–---–თან და იმყოფება მის რჩენა-კმაყოფაზე. დადგენილია, რომ ნი--- კო---–---–ი 2015 წლის იანვრიდან მუშაობს შპს ,,b----------”-ში ოფისის მენეჯერის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 375 ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, მას 2018 წლის 01 იანვრიდან უფიქსირდება სტაბილური მატერიალური შემოსავალი ხელფასის სახით. ამასთან, მოსარჩელე ნი--- კო---–---–ს არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში მატერიალურად ეხმარებიან მშობლები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. ამდენად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, მოპასუხე სო--- გო----–---–ის მატერიალური მდგომარეობა. სო--- გო----–---–ი დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი. იგი მუშაობს სასურსათო მაღაზია შპს ,,გრ------ში“ მენეჯერის პოზიციაზე და მისი სახელფასო განაკვეთი შეადგენს 400 (ოთხასი) ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით, სო--- გო----–---–ის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 8.75 ლარს, მარტის თვეში - 2125 ლარს, ივნისის თვეში - 500 ლარს, ივლისის თვეში - 500 ლარს და აგვისტოს თვეში - 500 ლარს. გარდა ამისა, მოპასუხე მხარის სახელზე ირიცხება გარკვეული უძრავი ქონება. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, მო-----------------------------------------------, საკადასტრო კოდი N0----------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სო--- გო----–---–ის სახელზე. აღნიშნული ბინა მოსარჩელეს შეძენილი აქვს იპოთეკური სესხით. ბინა დღემდე დატვირთულია სს ,,სა---------–-------ს“ იპოთეკით. ასევე, უძრავი ქონებაზე რეგისტრირებულია რამდენიმე ყადაღა. ასევე, სო--- გოგონაშვილის სახელზე რეგისტრირებული იყო არასაცხოვრებელი ფართი გუ-------ში 204 კვ.მ., რომელიც მას შეძენილი ჰქონდა 2011 წელს და 2017 წლის დეკემბერში გადაფორმებული იქნა ბანკზე ვალის სანაცვლოდ; ასევე, ავტოფარეხი 26 კვ.მ. თბილისში, ბა-----------------ზე შეძენილი ჰქონდა მოსარჩელეს 2014 წელს და 2018 წელს გაყიდულია აუქციონზე. მიწის ნაკვეთი 2000 კვ.მ. და საცხოვრებელი სახლი გუ-------ი, სოფელი ჭა------ი - დღევანდელი მდგომარეობით ოჯახის საკუთრებაშია და დატვირთულია იპოთეკით სს ,,ფი---------ს“ სასარგებლოდ 2017 წელს. სო--- გოგინაშილის წილია 1/5 ნაწილი. მოპასუხე მხარეს ერიცხება საბანკო დავალიანებები, თუმცა მისი ფინანსური ვალდებულებები (მესამე პირის წინაშე) არ ამცირებს არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს. სასესხო ვალდებულებთან შედარებით უპირატესობა უნდა ენიჭება არასრულწლოვანის ინტერესებს - მიიღოს მისი აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. თუმცა სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით და ალიმენტის გადამხდელ პირს არ აკისრებს იმგვარი საალიმენტო ვალდებულების შესრულებას, რაც მას ჩააყენებს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოპასუხე სო--- გო----–---–ის ჯანმრთელობის მდგოამრეობა დამაკმაყოფილებელია და მას გარდა არასრულწლოვანი ნა----–-ა კო---–---–ისა, სხვა პირის რჩენის ვალდებულება, კანონით არ ეკისრება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშის საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის დადგენისას ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს ბავშვის სპეციალური მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც შესაძლებელია გამომდინარეობდეს მისი ფიზიკური თუ გონებრივი მდგომარეობიდან. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი დადის კერძო საბავშვო ბაღში, იგი ირიცხება ,,მე------------ს“ ბაგა-ბაღში და მისი ყოველთვიური გადასახდელი საფასური შეადგენს 400 (ოთხასი) ლარს. ამასთან, არასრულწლოვანს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისიწნებით ესაჭიროება ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა, კონკრეტული სამედიცი--- მედიკამენტების მიღება, რაც დაკავშირებულია მატერიალურ ხარჯთან.

 

მოპასუხე თავისი მატერიალური მდგომარეობით გათვალისწინებით, თანახმაა გადაიხადოს ყოველთვიური ალიმენტის სახით არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ 200 (ორასი) ლარი. სასამართლო მიუთითებს იმ სამართლებრივ დანაწესზე, რომ ორივე მშობელი თანაბრად არის ვალდებული არასრულწლოვანი ბავშვი უზრუნველყოს სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით და არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისთვის აუცილებელ ხარჯს. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვების განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვის რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით. საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ოჯახური და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 200 (ორასი) ლარი.

 

6.5. მოსარჩელე ნი--- კო---–---–მა შეგებებული სარჩელით ასევე მოითხოვა მოპასუხე სო--- გო----–---–ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არასრულწლოვანი ნა----–-ა გო----–---–ის (დაბადებული 2015 წლის 1----------) მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ, კერძოდ აზ-----------ს რესპუბლიკის, თუ-------ს რესპუბლიკის, შე-----ს ზონის ქვეყნებსა და დი----------------ს ქვეყნებში დროებით გაყვანის (21 დღის ვადით) ნაწილში ამ უკანასკნელის სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა მხოლოდ ბავშვის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ დროებით გაყვანის ნაწილში და არა ყველა სამართლებრივ ურთიერთობაში წარმომადგენლობის უფლების შეზღუდვა.

 

დადგენილია, რომ მხარეებს, ნი--- კო---–---–ს და სო--- გო----–---–ს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2015 წლის 1---------- დაბადებული ნა----–-ა კო---–---–ი. მოსარჩელე მხარე ბავშვის დროებით საზღვარგარეთ გაყვანას აფუძნებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანის ჯანმრთელობის პრობლემების, დასვენების, შემეცნებითი თუ სხვა მიზეზით აუცილებელია ზაფხულის პერიოდში კონკრეტული პერიოდით (21 დღის ვადით) ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა, რაც შეესაბამება ბავშვის სწორად აღზრდა-განვითარების ინტერესებს. ამასთან, აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნას მხარი დაუჭირა მეურვეობისა და მზურნველობის ორგანოს წარმომადგენელმა.

 

მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. მოპასუხე სო--- გო----–---–ი სრულად დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვანის პასპორტის აღებისა და დასახელებულ ქვეყნებში საზღვარგარეთ დროებით გაყვანის ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე სო--- გო----–---–მა სასარჩელო მოთხოვნა ცნო, ნი--- კო---–---–ის სარჩელი მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის, ნა----–-ა კო---–---–ის მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ დროებით გაყვანის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.

 

სო--- გო----–---–ის თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ნი--- კო---–---–მა სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ. ნი--- კო---–---–ის შეგებებული სარჩელი ასევე დაკმაყოფილებულ იქნა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების შესაბამისად, მოსარჩელე სო--- გო----–---–ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში 2018 წლის 15 ივნისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარიდან 25 (ოცდახუთი) ლარი, ხოლო ნი--- კო---–---–ს უნდა დაუბრუნდეს 2018 წლის 06 ნოემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარიდან 25 (ოცდახუთი) ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა (როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე მხარის მიერ გადახდილი) უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების პროპორციულად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სო--- გო----–---–ის (პირადი N1----------) თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

1.1. ნა----–-ა კო---–---–ის (დაბადებული 2015 წლის 1----------; პირადი N0----------) მამად ცნობილი იქნეს სო--- გო----–---–ი (პირადი N1----------) რის შესაბამისადაც, მოხდეს არასრულწლოვანი ნა----–-ა კო---–---–ის (დაბადებული 2015 წლის 1----------; პირადი N0----------) დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მამის გრაფაში მიეთითოს სო--- გო----–---–ი (პირადი N1----------); დაბადების სააქტო ჩანაწერში სხვა მონაცემები დარჩეს უცვლელი.

1.2. არასრულწლოვანი ბავშვის ნა----–-ა კო---–---–ის (დაბადებული 2015 წლის 1----------; პირადი N0----------) გვარის შეცვლის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

1.3. სო--- გო----–---–ს (პირადი N1----------) არასრულწლოვან შვილთან, ნა----–-ა კო---–---–თან (დაბადებული 2015 წლის 1----------; პირადი N0----------) ურთიერთობა განესაზღვროს შემდეგი სახით:

ა) პირველი ორი თვე მამა-შვილის ურთიერთობა შედგეს ყოველი კვირის შაბათ დღეს - დღის 13:00 საათიდან იმავე დღის 14:00 საათამდე, დედის ან ამ უკანასკნელის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით პარკში, სკვერში, სუპერმარკეტში (იგულისხმება "გუდვილი", "თბილისი მოლი", "ფრესკო", "ისთფოინთი"), ტაძარში, მაკდონალდსში, საბავშვო გასართობ ცენტრში - ნი--- კო---–---–ის მითითების შესაბამისად. აღნიშნულ ინფორმაციას ნი--- კო---–---–ი ატყობინებს სო--- გო----–---–ს სატელეფონო საშუალებით ("სმს" შეტყობინების სახით) არა ნაკლებ 4-6 საათით ადრე;

ბ) მესამე-მეოთხე თვეს მამა-შვილის ურთიერთობა შედგეს ყოველი კვირის ოთხშაბათი დღის 18:00 საათიდან იმავე დღის 19:00 საათამდე, ხოლო შაბათი დღის 13:00 საათიდან იმავე დღის 15:00 საათამდე, დედის ან ამ უკანასკნელის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით - პარკში, სკვერში, სუპერმარკეტში (იგულისხმება "გუდვილი", "თბილისი მოლი", "ფრესკო", "ისთფოინთი"), ტაძარში, მაკდონალდსში, საბავშვო გასართობ ცენტრში - ნი--- კო---–---–ის მითითების შესაბამისად. აღნიშნულ ინფორმაციას ნი--- კო---–---–ი ატყობინებს სო--- გო----–---–ს სატელეფონო საშუალებით ("სმს" შეტყობინების სახით) არა ნაკლებ 4-6 საათით ადრე.

ზემოაღნიშნული ურთიერთობის წესი გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ არ მოხდება არასრულწლოვანი ბავშვის მამასთან სრული მიჯაჭვულობა;

გ) არასრულწლოვანი ბავშვის მამასთან მიჩვევის შემდგომ - სო--- გო----–---–ისა და ნა----–-ა კო---–---–ის ურთიერთობა პირველი სამი თვის განმავლობაში განისაზღვროს შემდეგი სახით:

ოთხშაბათი დღის 18:00 საათიდან იმავე დღის 19:00 საათამდე, ხოლო შაბათი დღის 12:00 საათიდან იმავე დღის 15:00 საათამდე, არასრულწლოვანი ბავშვის წაყვანის და უკან დედის, ნი--- კო---–---–ის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;

დ) მამა-შვილის ურთიერთობა შემდგომი თვეების განმავლობაში განისაზღვროს შემდეგი სახით:

ოთხშაბათი დღის 18:00 საათიდან იმავე დღის 19:00 საათამდე, ხოლო შაბათი დღის 12:00 საათიდან იმავე დღის 17:00 საათამდე, არასრულწლოვანი ბავშვის წაყვანის და უკან დედის, ნი--- კო---–---–ის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;

1.4. მამა-შვილის, სო--- გო----–---–ისა და ნა----–-ა კო---–---–ის პირველ შეხვედრას დაესწროს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის წარმომადგენელი. ნი--- კო---–---–მა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრს აღნიშნული პირველი შეხვედრის ადგილის და დროის შესახებ;

1.5. მამა-შვილის მიჯაჭვულობასთან დაკავშირებით, სადაოობის შემთხვევაში, (ანუ არასრულწლოვანი ბავშვი ნა----–-ა კო---–---–ი სრულად არის თუ არა მამას, სო--- გო----–---–ს მიჩვეული მამის მხრიდან დამოუკიდებელი წაყვანის თვალსაზრისით) თანხმობას გასცემს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრი.

1.6. მამა-შვილის (სო--- გო----–---–ისა და ნა----–-ა კო---–---–ის) ურთიერთობისას სო--- გო----–---–ს ჩართული ჰქონდეს ტელეფონი (ან სხვა საკომუნიკაციო საშუალება მხარეთა შეთანხმებით) - დედის ნი--- კო---–---–ის მხრიდან შვილზე ინფორმაციის მიღების მიზნით.

1.7. იმ შემთხვევაში თუ სო--- გო----–---–ი ვერ ახერხებს დათქმულ დროს შვილთან შეხვედრას - ეს უკანასკნელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ არა ნაკლებ 3-4 საათით ადრე შეატყობი---ს ნი--- კო---–---–ს სატელეფონო შეტყობინების (სმს შეტყობინების) სახით.

2. ნი--- კო---–---–ის (პირადი N0----------- შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2.1. სო--- გო----–---–ს (პირადი N1----------) არასრულწლოვანი შვილის ნა----–-ა კო---–---–ის (დაბადებული 2015 წლის 1----------; პირადი N0----------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრის 2018 წლის 0--------------- ბავშვის სრულწლოვნების მიღწევამდე;

2.2. სო--- გო----–---–ს (პირადი N1----------) შეეზღუდოს მშობლის უფლება არასრულწლოვანი შვილის ნა----–-ა კო---–---–ის (დაბადებული 2015 წლის 1----------; პირადი N0----------) - მიმართ პასპორტის აღების და საზღვარგარეთ, კერძოდ აზ-----------ს რესპუბლიკის, თუ-------ს რესპუბლიკის, შე-----ს ზონის ქვეყნებსა და დი----------------ს ქვეყნებში გაყვანა/შემოყვანასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის ნაწილში ყოველი წლის 01 ივნისიდან იმავე წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში 22 დღემდე ვადით. არასრულწლოვანი ბავშვის, ნა----–-ა კო---–---–ის (დაბადებული 2015 წლის 1----------; პირადი N0----------) საზღვარგარეთ გაყვანის შემთხვევაში ეცნობოს სო--- გო----–---–ს (პირადი N1----------) სატელეფონო შეტყობინების (სმს შეტყობინების) სახით.

2.3. არასრულწლოვანი ნა----–-ა კო---–---–ის (დაბადებული 2015 წლის 1----------; პირადი N0----------) საზღვარგარეთ გაყვანის შემთხვევაში მამა-შვილს შორის დადგენილი ურთიერთობის წესი (იგულისხმება გადაწყვეტილების 1.3. პუნქტი) არ მოქმედებს;

3. დაუბრუნდეს სო--- გო----–---–ს (პირადი N1----------) მისი წარმომადგენლის დი-----------------ის (პირადი N5----------) სახელმწიფო ბიუჯეტში (სს "თიბისი ბანკი", საგადახდო დავალება N0, მიმღების ანგარიში №300773150) 2018 წლის 15 ივნისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარიდან 25 (ოცდახუთი) ლარი;

 

4. დაუბრუნდეს ნი--- კო---–---–ს (პირადი N0----------- კობა კო---–---–ის (პირადი N0----------) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში (სს "ბაზისბანკი, საგადახდო დავალება N1, მიმღების ანგარიში №300773150) 2018 წლის 06 ნოემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარიდან 25 (ოცდახუთი) ლარი;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: გიორგი მაისურაძე