გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.03.2018
საქმის ნომერი
200210017002191257
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
22.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/907-17

N 200210017002191257

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 მარტი, 2018 წელი თ--–--ი

შესავალი ნაწილი

თ--–---- რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი

მოსარჩელე - მ--- რ------ე

მოპასუხე - ზ----- ღ------–---–ი

წარმომადგენელი - ს----- ო---–---–ი

დავის საგანი მამობის აღიარება, მამის გვარის მინიჭება, ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ზ-----ი ღ------–---–ი ცნობილ იქნეს 2----–-–---------–--ს დაბადებული მ------ი რ------ის (პ/ნ 2----------) ბიოლოგიურ მამად, მ------ რ------ეს მიენიჭოს ბიოლოგიური მამის გვარი- ღ------–---–ი და შესაბამისი ცვლილებები იქნეს შეტანილი მ------ რ------ის დაბადების სააქტო ჩანაწერში.

1.2. მოპასუხე -ზ-----ი ღ------–---–ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის- 2----–-–---------–--ს დაბადებული მ------ რ------ის რჩენა -აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის 200(ორასი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან მის სრულწლოვანებამდე.

1.3. მოსარჩელე მ--- რ------ის მიერ გაწეული სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება დაეკისროს მოპასუხე ზ-----ი ღ------–---–ს.

 

სარჩელის თანახმად, მ--- რ------ე და ზ-----ი ღ------–---–ი როგორც ცოლ-ქმარი ერთად ცხოვრობდნენ 2016 წლის თებერვლიდან 2017 წლის თებერვლამდე. 2017 წლის თებერვალში გარკვეული უთანხმოებების გამო მ--- რ------ე ზ-----ი ღ------–---–ის ოჯახიდან წამოსვლა მოუწია და ცხოვრობდა ბებიასთან, ამ დროს მ--- რ------ე იყო ოთხი თვის ორსული. 2----–-–---------–--ს დაიბადა მ------ი, მისი დაბადებისთანავე მ--- რ------ე დაუკავშირდა მამას ზ-----ი ღ------–---–ს, აცნობა ბავშვილის დაბადება და სთხოვა, რომ მისი გვარი მიენიჭებინა ბავშვისთვის, რაზეც ზ-----ი ღ------–---–მა უარი განაცხადა. შესაბამისად ბავშვის მოწმობა გაცემულია იმგვარად, რომ მამის გრაფა ცარიელია, ხოლო მ------ს მიენიჭა დედის გვარი -რ------ე. ბავშვის დაბადებიდან დღემდე ზ-----ი ღ------–---–ი ყურადღებას არ იჩენს ბავშვის მიმართ და არ აღიარებს მამობას, ამიტომ საჭირო გახდა მ--- რ------ემ სასამართლოს მომართოს, რათა სასამართლოს მეშვეობით დადგინდეს ზ-----ი ღ------–---–ის ბიოლოგიური მამობა მ------ი რ------ის მიმართ. გარდა ამისა, მ--- რ------ე ბავშვს ზრდის უკიდურესი გაჭირვების პირობებში, იგი ცხოვრობს ბებიასთან და არ აქვს არანაირი შემოსავალი, მოპასუხე ზ-----ი ღ------–---–ის ოჯახს აქვს შემოსავლები სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან, ამასთან, მოპასუხე არის შრომისუნარიანი პირი და მას შეუძლია ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობა გადაუხადოს ბავშვს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მოსარჩელე მ--- რ------ის სასარჩელო მოთხოვნას ნაწილობრივ ეთანხმება, კერძოდ იგი მოსარჩელესთან 2016 წლიდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში და გარკვეული პერიოდის მანძილზე მართლაც ერთად ცხოვრობდნენ გ---------ის რაიონის სოფელ ვ----------ში, ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შორის მალევე წარმოიშვა უთანხმოება, ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ ხასიათებით, ამიტომ ამ უთანხმოების გამო დაშორდნენ და იგი საცხოვრებლად გადავიდა თავის ბებიასთან თ--–---- რაიონის სოფელ ბ--–---ში, რა დროსაც იგი იყო ფეხმძიმედ. რამდენიმე ხანში შეეძინა ქალიშვილი, თუმცა იმ პერიოდში მას ბავშვისთვის არ მიუცია თავისი გვარი. იგი არ უარყოფს 2----–-–---------–--ს დაბადებულ მ------ რ------ის მამობას, გათვითცნობიერებული აქვს, რომ მომავალში მამობის დადგენისა და მისი შვილისათვის გვარის მინიჭება აკისრებს გარკვეულ ვალდებულებას მიიღოს მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში და მის გარკვეულწილად ეკონომიკურად უზრუნველყოფაში, ამიტომაც აღნიშნული შესაგებლის სასამართლოში წარმოდგენამდე, მისი დაბადების რეგისტრაციის შესაბამის დოკუმენტში ცვლილების შეტანის მიზნით, მიმართა სამოქალაქო რეესტრის გ---------ის სამსახურს ბავშვისათვის მამობის დადგენისა და თავისი გვარის მინიჭების მოთხოვნით, მაგრამ აღნიშნული პროცედურისათვის მოითხოვეს ორივე მშობლის თანხმობა, ანდა საჭირო იყო შესაბამისი, სასამართლო გადაწყვეტილების წარდგენა. მოპასუხე არ ეთანხმება ალიმენტის ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით მისთვის დაკისრებას, შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელის აპელირება იმ ფაქტზე თითქოს იგი ეკონომიკურად გაჭირვებულია არ შეესაბამება რეალობას, იგი ამჟამად მართალია თავის ბებიასთან ცხოვრობს, მაგრამ იმავე სოფელში ცხოვრობენ მისი ძმა და მშობლები, რომლებიც როგორც მისთვისაა ცნობილი მას ეხმარებიან ეკონომიკურად. რაც შეეხება თითქოს და მას აქვს შემოსავლები სასოფლო სამეურნეო კულტურებიდან არ შეესაბამება რეალობას. მან ბებიისაგან მიიღო მემკვიდრეობით საცხოვრებელი ბინა და ერთი ნაკვეთი, რომელზედაც მოჰყავს ერთწლიანი კულტურები, საიდანაც არ აქვს ისეთი შემოსავალი, რომ მან ყოველთვიურად ალიმენტის სახით იხადოს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა 200 ლარის ოდენობით, მითუმეტეს მოცემული დროისათვის არის უმუშევარი და არავითარი შემოსავლები არ გააჩნია, თუმცა არ არის წინააღმდეგი მისი შვილის რჩენისა და გაზრდისათვის მას ალიმენტის სახით გადაუხადოს გარკვეული, მისთვის ხელმისაწვდომი და რეალობასთან მიახლოებული თანხა. გარდა ამისა მამამისის ვ------- ღ------–---–ის (იგი დაავადებულია ონკოლოგიური ავადმყოფობით), მკურნალობის მიზნით დღეის მდგომარეობით ბანკ ”კ-----ოში” აქვს საკრედიტო ვალდებულებები და იმის გამო რომ არ აქვს შესაძლებლობა ყოველთვიურად იხადოს სესხის ძირი და პროცენტები, დიდი სესხის თანხის გადახდა გადანაწილებული აქვს ორი თვის პერიოდზე, კერძოდ 2018 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეებზე, ვინაიდან ამ პერიოდამდე შესაძლებელია დღიური სამუშაოებიდან და სასოფლო სამეურნეო კულტურების ყიდვა გაყიდვისაგან მიღებული თანხებით შეძლოს ბანკის ვალების გასტუმრება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ბანკმა რაც კი გააჩნია მწირი უძრავი ქონების სახით ყველაფერი წაართვას და გაუყიდოს. აქვე აღნიშნავს, რომ ამავე ბანკ ”კ-----ოში” იხდის სამომხმარებლო სესხის თანხის ძირსა და დარიცხულ პროცენტს ყოველთვიურად 38.00 ლარის ოდენობით, რომლის გადახდასაც ასრულებს 2019 წლის ივლისის თვეში. ასევე, მოსარჩელესთან განშორების შემდეგ მამამისს ვ-------ი ღ------–---–ს, რომელიც ცალკე კომლად ცხოვრობს, როგორც აღნიშნა აღმოაჩნდა ონკოლოგიური დაავადება და საჭიროებს ყოველდღიურ და ყოველ საათობრივ მეთვალყურეობას და მოვლა პატრონობას. (ცნობისათვის მამამისს ტკივილების გაყუჩების მიზნით დანიშნული აქვს 8-საათში ერთხელ ნარკოტიკული საშუალების მიღება ინექციის სახით) .

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მ--- რ------ე და ზ-----ი ღ------–---–ი როგორც ცოლ-ქმარი ერთად ცხოვრობდნენ 2016 წლის თებერვლიდან 2017 წლის თებერვლამდე. 2017 წლის თებერვალში გარკვეული უთანხმოებების გამო მ--- რ------ე ზ-----ი ღ------–---–ის ოჯახიდან წამოსვლა მოუწია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

- მ--- რ------ისა და ზ----- ღ------–---–ის ფოტოსურათი (ს.ფ. 20);

 

3.1.2. 2----–-–---------–--ს დაიბადა მ------ი, მისი დაბადებისთანავე მ--- რ------ე დაუკავშირდა მამას ზ-----ი ღ------–---–ს, აცნობა შვილის დაბადება და სთხოვა, რომ მისი გვარი მიენიჭებინა ბავშვისთვის, რაზეც ზ-----ი ღ------–---–მა უარი განაცხადა. შესაბამისად ბავშვის მოწმობა გაცემულია იმგვარად, რომ მამის გრაფა ცარიელია, ხოლო მ------ს მიენიჭა დედის გვარი -რ------ე.ბავშვის დაბადებიდან სარჩელის სასამართლოში შეტანამდე ზ-----ი ღ------–---–ი ყურადღებას არ იჩენდა ბავშვის მიმართ და არ აღიარებდა მამობას,თუმცა სასამართლო სხდომაზე და ასევე შესაგებელით მ------ის მამობისა და გვარის მინიჭების ნაწილში მოპასუხემ ცნო სარჩელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მ------ რ------ის დაბადების მოწმობა ( ს.ფ. 21)

- მოპასუხის შესაგებელი და ახსნა-განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მ--- რ------ე ბავშვს ზრდის უკიდურესი გაჭირვების პირობებში, იგი ცხოვრობს ბებიასთან და არ აქვს არანაირი შემოსავალი, მოპასუხე ზ-----ი ღ------–---–ის ოჯახს აქვს შემოსავლები სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან, ამასთან, მოპასუხე არის შრომისუნარიანი პირი და მას შეუძლია ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობა გადაუხადოს ბავშვს. მოპასუხე მხარემ ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა რომ მას შეუძლია 50 ლარის გადახდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- – მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

- მოპასუხის განმარტება(სხდომსი ოქმი)

 

მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის ამჟამად დასაქმებას და მატერიალურ შემოსავალს დაადასტურებდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. მოპასუხემ ცნო სარჩელი მამობის აღიარების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში, რაც წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე, 1195-ე, 1200-ე, 1212-1214-ე, 1198-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელემ მოითხოვა 2----–-–---------–--ს დაბადებული მ------ რ------ის (პ/ნ 2----------) მამად ზ----- ღ------–---–ის (დაბადებული 2---------წ., პირადი №1----------) აღიარება. მოცემული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისაგან შვილის წარმოშობის დადგენის წესს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის თანახმად, 1. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. 2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. 3. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით ბავშვის მამობის დადგენისას მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორიც ერთმანეთთან დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილ შვილებს.

 

მოპასუხემ ცნო სარჩელი მ------ რ------ის მამად აღიარების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე მ--- რ------ეს 2----–-–---------–--ს შეეძინა შვილი: მ------ რ------ე. არასრულწლოვანი ბავშვის ბიოლოგიური მამა არის ზ----- ღ------–---–ი, რომელიც აცხადებს თანხმობას აღიარებულ იქნეს არასრულწლოვანი ბავშვის მამად და მას მიენიჭოს მამის გვარი ღ------–---–ი.

 

ამდენად, მ--- რ------ის სარჩელი მოპასუხე ზ----- ღ------–---–ის მიმართ მამობის აღიარების და ასევე მ------ისათვის მამის გვარის ,,ღ------–---–ის" მინიჭების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1195-ე მუხლის თანახმად შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით;

სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით.

 

სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 62-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სახელის ან/და გვარის შეცვლისათვის სავალდებულოა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია.

 

6.2. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი: მ------ რ------ე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის ზოგადი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

დადგენილია, რომ მ--- რ------ე და ზ----- ღ------–---–ი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან საერთო მეურნეობას. არასრულწლოვანი მ------ რ------ე ცხოვრობს მოსარჩელესთან და იმყოფება მის კმაყოფაზე.

რაც შეეხება მოპასუხე მხარის მატერიალურ მდგომარეობას, ზ----- ღ------–---–ი დადგენილია რომ მას აქვს ერთი ნაკვეთი, რომელზედაც მოჰყავს ერთწლიანი კულტურები და ასევე დადის დღიურ სამუშაოზე.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოპასუხის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება. თუმცა აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო განმარტავს, რომ მშობელთა ვალდებულების არსებობა, არჩინონ თავიანთი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.

ალიმენტის გონივრული ოდენობა უნდა ეფუძნებოდეს, ერთის მხრივ, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის შესაბამისი პირობების შექმნას, ხოლო მეორეს მხრივ, ითვალისწინებდეს მშობლის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. მშობლის უმუშევრობის ფაქტი უპირობოდ არ წარმოადგენს მისთვის ალიმენტის მინიმალური ოდენობის დაკისრების საფუძველს. უმუშევრობა თავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან სახსრების უქონლობას. ამ შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, ადრინდელი შემოსავლის ოდენობა და ა.შ. აუცილებელია განისაზღვროს ალიმენტვალდებულის რეალური მატერიალური მდგომარეობა.

ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია წარმოადგენს იმ საერთაშორისო-სამართლებრივი აქტს, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის, მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება.

 

მოპასუხე ზ----- ღ------–---–ი თავისი მატერიალური შემოსავლის და უმუშევრობის გათვალისწინებით თანახმაა გადაიხადოს 50 ლარი ალიმენტის სახით, ასევე აღიარებს მშობლის უპირველეს ვალდებულებას - არჩინოს და იზრუნოს არასრულწლოვანი შვილებზე. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ არასრულწლოვანი ბავშვები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილები რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. თუმცა მშობლის სტაბილური შემოსავლის არარსებობა თავისთავად გავლენას ახდენს ალიმენტის ოდენობის დადგენაზე.

სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალის, ყოველთვიური ხარჯვითი ნაწილისა და არასრულწლოვანი ბავშვების მდგომარეობის გათვალისწინებით.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ორივე მშობელმა სულ მცირე საარსებო მინიმუმით უნდა უზრუნველყოს თითოეული არასრულწლოვანი, და ეს ვალდებულება თანაბრად უნდა გაიყონ. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირთათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვების ასაკისა და მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისა და სამსულიანი ოჯახში ერთი წევრისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი მ------ რ------ის სასარგებლოდ მოსარჩელის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა თითოეულისათვის უნდა განისაზღვროს 100 (ასი) ლარით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: ა) მოსარჩელეები - ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე; ე) მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად პირველი ნაწილის, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი მამად აღიარების შესახებ მოთხოვნის ნაწილში ცნო მოსამზადებელ ეტაპზე. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილისა, მოპასუხე თავისუფალია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხე ზ----- ღ------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 46-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1.მოსარჩელე მ--- რ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1.ზ----- ღ------–---–ი ცნობილი იქნეს 2----–-–---------–--ს დაბადებული მ------ რ------ის მამად, მ------ რ------ეს მიენიჭოს მამის გვარი ღ------–---–ი და შესაბამისი ცვლილებები იქნეს შეტანილი მ------ რ------ის (პირადი ნომერი 2-----------) დაბადების სააქტო ჩანაწერში.

1.2.მოპასუხე ზ----- ღ------–---–ს (პირადი 1----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის: მ------ რ------ის (დაბადებული 2----–-–---------–--ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 100(ასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან (2017 წლის 21 ნოემბრიდან) ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

1.3.მოპასუხე ზ----- ღ------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე