გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.10.2018
საქმის ნომერი
330210017001779200
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/2575-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლელა ცანავა

სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი

მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით ნ-------–---–-----ი

წარმომადგენელი შ---------–---–--ე

მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით გ----------------–---–ი

წარმომადგენელი ს---------------–---ი, გ------------–-–---–ი

მესამე პირი ნ------------–---–ი, ს-----------------–---–ი, ლ-------------–---–ი (არასრულწლოვნები)

მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)

წარმომადგენელი რ----------------–---–ი

დავის საგანი ძირითადი სარჩელით არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, თანხის დაკისრება

დავის საგანი შეგებებული სარჩელით არასრულწლოვანთან ურთირთობის წესის განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. არასრულწლოვანი ნ------------–---–ის (დაბადებული 16.02.2002წ.), ს-----------------–---–ის (დაბადებული 10.01.2006წ.) და ლ-------------–---–ის (დაბადებული 10.01.2006წ.) საცხოვრებელ ადგილად დეიდის, ნ-------–---–-----ის (პ/ნ 0----------) საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა;

 

1.2. მოპასუხე გ----------------–---–ისთვის (პ/ნ 0----------) მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა, კერძოდ:

 

- არასრულწლოვანი ნ------------–---–ის (დაბადებული 16.02.2002წ.), ს-----------------–---–ის (დაბადებული 10.01.2006წ.) და ლ-------------–---–ის (დაბადებული 10.01.2006წ.) მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოდან პენსიის მიღების და განკარგვის ნაწილში,- საზღვრის კვეთის ნაწილში (სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღების, საგანმანათლებლო, სამკურნალო და ტურისტული მიზნით საზღვრის კვეთის შემთხვევებში),- საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობის ნაწილში,- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გვარის შეცვლისა და პირადობის მოწმობის/პასპორტის აღების ნაწილში,- სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობისას ინფორმირებული თანხმობის გაცემის ნაწილში,- ქონების განკარგვისა და მართვის ნაწილში,- საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის ნაწილში,- არასრულწლოვანთა სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში.

1.3. მოპასუხე გ----------------–---–ისთვის (პ/ნ 0----------) არასრულწლოვანი შვილების ნ------------–---–ის (დაბადებული 16.02.2002წ.), ს-----------------–---–ის (დაბადებული 10.01.2006წ.) და ლ-------------–---–ის (დაბადებული 10.01.2006წ.) სასარგებლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან არასრულწლოვანთათვის მარჩენალის (დედის) გარდაცვალების საფუძვლით დანიშნული პენსიის სახით მიღებული თანხის დაკისრება, რაც 2010 წლის იანვრიდან, 2017 წლის ივნისის ჩათვლით შეადგენს 21 252.5 ლარს.

 

შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.4. გ----------------–---–ისთვის (პ/ნ 0----------)ყოველი კვირა დღის 10.00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში, შვილებთან ნ------------–---–თან (დაბადებული 16.02.2002წ.), ს-----------------–---–თან (დაბადებული 10.01.2006წ.) და ლ-------------–---–თან (დაბადებული 10.01.2006წ.) ურთიერთობის წესის განესაზღვრა, ბავშვების სურვილის გათვალისწინებით.

 

სარჩელის საფუძვლები

 

მოსარჩელის და - ნ----–---–-----ი და მოპასუხე გ----------------–---–ი 2000 წლიდან 2009 წლის 26 ნოემბრამდე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი, კერძოდ, 2002 წლის 16 თებერვალს დაბადებული ნ------------–---–ი, 2006 წლის 10 იანვარს დაბადებული ს-----------------–---–ი და 2006 წლის 10 იანვარს დაბადებული ლ-------------–---–ი. ნ----–---–-----სა და გ----------------–---–ს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბული იყო, ვინაიდან ნ----–---–-----ისათვის მიუღებელი იყო გ----------------–---–ის ცხოვრების წესი. კერძოდ, მისი დამოკიდებულება ნარკოტიკულ საშუალებებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან. ამის გათვალისწინებით, ნ---ს გარდაცვალებამდე ბავშვები ცხოვრობდნენ მასთან. 2009 წლის 26 ნოემბერს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ნ----–---–-----ი 31 წლის ასაკში, ჰემორაგიული ინსულტით. იქიდან გამომდინარე, რომ დედის გარდაცვალების დროისათვის ბავშვები მცირეწლოვნები იყვნენ და საჭირო იყო მათზე ზრუნვა, მითუმეტეს ზემოაღნიშნული მძიმე ვითარების ფონზე, მთელი პასუხისმგებლობა ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით აიღეს გარდაცვლილის დებმა და მშობლებმა. ამ მოვლენიდან გასულია 8 წელი და მთელი ამ დროის მანძილზე არ ყოფილა წყვეტა ნ----–---–-----ის ოჯახსა და ბავშვების თანაცხოვრებას შორის. აღსანიშნავია, რომ ბავშვებს შეგნებული ცხოვრება გატარებული აქვთ სრულად დედის ოჯახში, მუდმივად არიან მათი მზრუნველობისა და მეთვალყურეობის ქვეშ, განათლების მიღებაში მონაწილეობენ როგორც მატერიალურად, ისე პირადად, დასასვენებლად დადიან მხოლოდ მათთან ერთად. აქედან გამომდინარე, საკმაოდ მჭიდრო და მყარია მათ შორის ჩამოყალიბებული ოჯახური ურთიერთობა. 2010 წელს გ----------------–---–მა სასამართლოში შეიტანა სარჩელი ნ----–---–-----ის ოჯახის წინააღმდეგ, ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნით. სარჩელი დაკმაყოფილდა, თუმცა გადაწყვეტილების აღსრულება ბავშვების სურვილიდან გამომდინარე ვერ მოხდა. მამას არ გამოუხატავს აღსრულების განსაკუთრებული სურვილი ბოლო წლების განმავლობაში და სამართალწარმოების შემდგომ ბავშვები კვლავ ცხოვრობენ დედის ოჯახში. არცერთხელ არ უნახავს მამას ისინი. ბავშვები დღემდე ცხოვრობენ დედის ოჯახში, თუმცა მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოსარჩელემ მიმართა საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა. აღნიშნულმა საშუალება მისცა მოსარჩელეს კვლავ მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა საქმის წარმოების განახლება. მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და განახლდა საქმისწარმოება, თუმცა საქმის განხილვის სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე თავდაპირველ საქმეში მოსარჩელემ (გ----------------–---–მა) წარმოადგინა შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც იგი უარს ამბობდა სარჩელზე და ითხოვდა საქმის წარმოების შეწყვეტას. შესაბამისად, შეწყდა ძირითადი სარჩელის განხილვაც. დღემდე მოპასუხე წარმოადგენს ბავშვების კანონისმიერ მეურვეს და წარმომადგენელს, რითაც ხელი ეშლებათ მათ თავიანთი უფლებების სრულყოფილად რეალიზებაში, მათ შორის სპორტულ აქტივობებში საზღვარგარეთ მონაწილეობის მიღებაში, ასევე სამკურნალო პროცედურების ჩასატარებლად საჭიროა მამის თანხმობა და სხვ. უფრო მეტიც, მამა არ ასრულებს კანონისმიერ ვალდებულებებს შვილების მიმართ, თუმცა სარგებლობს პრივილეგიებით, რაშიც მოიაზრება უპირველეს ყოვლისა, შვილების პენსიით სარგებლობა პირადი მიზნებისთვის წლების განმავლობაში. კერძოდ, მეუღლის გარდაცვალების შემდგომ მან მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა შვილებისთვის დედის გარდაცვალების საფუძვლით პენსიის დანიშვნა. მოთხოვნის წარდგენიდან დღემდე სამივე შვილის პენსიას მოპასუხე იღებს. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით დეტალურად არის ინფორმირებული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, თუმცა დღემდე რაიმე კონკრეტული ნაბიჯი არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვით მიზნით არ განუხორციელებიათ. ფაქტია, მამა შეგუებულია იმ ფაქტს, რომ ბავშვებმა იცხოვრონ დედის ოჯახში, რაც მეტყველებს მის მიერ წამოყენებული დავის მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე, თუმცა არ ცდილობს ხელი შეუწყოს არასრულწლოვნების ზრუნვაში.

 

შეგებებული სარჩელის საფუძვლები

 

გ----------------–---–ი და ნ----–---–-----ი 2000 წლიდან 2009 წლის 26 ნოემბრამდე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი, კერძოდ, 2002 წლის 16 თებერვალს დაბადებული ნ------------–---–ი, 2006 წლის 10 იანვარს დაბადებული ს-----------------–---–ი და 2006 წლის 10 იანვარს დაბადებული ლ-------------–---–ი. 2009 წლის 26 ნოემბერს გარდაიცვალა ნ----–---–-----ი და მას შემდეგ ბავშვები ცხოვრობენ ნ-------–---–-----თან. გ----------------–---–მა მიმართა სასამართლოს ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნით. სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხერხდა ნ-------–---–-----ის და მისი ოჯახის, ბავშვებზე უარყოფითი გავლენის გამო. ნ-------–---–-----ი და მისი ოჯახი ბავშვებს მამის მიმართ უარყოფითად განაწყობენ, შთააგონებენ რომ მათი დედის სიკვდილში დამნაშავე მხოლოდ მამაა. მამას ბავშვებთან ურთიერთობის სურვილი აქვს, მაგრამ ამის საშუალებას ნ-------–---–-----ი და მისი ოჯახი არ აძლევს.

 

2. მოპასუხის პოზიცია სარჩელზე

 

2.1. წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხე გ----------------–---–მა სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხის განმარტებით, ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულია მამის საცხოვრებელი ადგილი. მამას ყოველთვის ჰქონდა სურვილი მიეღო მონაწილეობა ბავშვების აღზრდაში. მისი გარდაცვლილი მეუღლის ოჯახი მის მიმართ იმდენად უარყოფითად არის განწყობილი, რომ მისი ბავშვებთან მიახლოება და მამობრივი ვალდებულების შესრულება ვერ ხერხდება. ყოველი ბავშვებთან მისი დაკავშირება იწვევს წ---–-------ის ოჯახის გაღიზიანებას, რაც უარყოფითად აისახება ბავშვების ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, იგი თავს არიდებს მისი ყოფილი მეუღლის ოჯახთან ურთიერთობას, რათა ბავშვების სტრესი და ემოციური მდგომარეობა უფრო მეტად არ გააუარესოს. გ----------------–---–ს გახსნილი აქვს ანგარიში ერთ-ერთ ბანკში, შესაბამისად პენსიის სახით მიღებული მთელი თანხა მას მოთავსებული აქვს შვილების სახელზე გახსნილ ანგარიშზე და დღეს ეს თანხა ბავშვების საკუთრებაა.

 

მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე

 

ნ-------–---–-----მა შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მამას აქვს უფლება ჰქონდეს ურთიერთობა შვილებთან, მათ შორის იცხოვროს მათთან ერთად და მონაწილეობა მიიღოს მათ აღზრდაში, თუმცა ეს უფლება არ არის შეუზღუდავი და მოცემულ შემთხვევაში, ბავშვების ინტერესები არის უპირატესი. საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, დადგენილია რომ არასრულწლოვნების ინტერესების დაცვისთვის უმჯობესია შენარჩუნდეს დღეს არსებული მდგომარეობა და მათ კანონიერ საცხოვრებელ ადგილად დარჩეს დეიდის საცხოვრებელი ადგილი. უკანასკნელი ცხრა წელია არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ ბავშვებს მამასთან, ისინი იმყოფებიან მათი განვითარებისათვის კეთილსაიმედო გარემოში და დღეის მდგომარეობით მათ აქვთ ყველანაირი წინაპირობა საიმისოდ, რომ განვითარდნენ როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად ჯანსაღად. ეს საკითხები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვები შეიცვლიან საცხოვრებელს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის, რ----------------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე გაცხადებული რეკომენდაციის თანახმად, შემოწმდა ნ------------–---–ის, ს-----------------–---–ის და ლ-------------–---–ის საცხოვრებელი გარემო, იგი მიჩნეულ იქნა უსაფრთხოდ. არასრულწლოვანის საპროცესო წარმომადგენლის განმარტებით, ნ------------–---–ის, ს-----------------–---–ის და ლ-------------–---–ის ასაკის, შემდგომი განვითარების, დეიდასთან მიჯაჭვულობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ბავშვების საცხოვრებელი ადგილის დეიდასთან განსაზღვრა. ასევე, მიზანშეწონილად მიაჩნია, მამას განესაზღვროს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობისთვის გარკვეული პერიოდი, ბავშვების სურვილის გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელის და - ნ----–---–-----ი და მოპასუხე გ----------------–---–ი 2000 წლიდან 2009 წლის 26 ნოემბრამდე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: 2002 წლის 16 თებერვალს დაბადებული ნ------------–---–ი, 2006 წლის 10 იანვარს დაბადებული ს-----------------–---–ი და 2006 წლის 10 იანვარს დაბადებული ლ-------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ნ------------–---–ი,ს-----------------–---–ის და ლ--------------–---–ის დაბადების მოწმობები (ტომი1, ს.ფ.31-33).

 

3.1.2. ნ----–---–-----ი გარდაიცვალა 2009 წლის 27 ნოემბერს. მოსარჩელე ნ-------–---–-----ი არის ნ----–---–-----ის და.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 18.05.2018 წ. გადაწყვეტილება (საქმე #2/26-10)(ტომი 1, ს.ფ.58-67)

- გარდაცვალების მოწმობა ( ტომი 1, ს.ფ. 29);

 

3.1.3 პასუხისმგებლობა ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით აიღეს გარდაცვლილი ნ----–---–-----ის დებმა - ნ-------–---–-----მა, მ----–---–-----მა და მშობლებმა - ნ-----–---–-----მა და ზ-------–---–-----მა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- -თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010წლის 18 მაისის გადაწყვეტილება (ტომი1, ს.ფ.58-67)

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, სხდომის ოქმი)

 

3.1.4. ქ. თბილისის #199-ე ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლის მე-8 კლასის დამრიგებლის რ---------------–ის მიერ გაცემული დახასათების მიხედვით, ნ------------–---–ი გამოირჩევა სანიმუშო სწავლით, კონტაქტური და მეგობრულია თანატოლებთან და პედაგოგებთან. მისი აღზრდა და თავდადება სწავლის მიმართ სამაგალითოა რაც მიუთითებს იმაზე, რომ ნ------------–---–ი იზრდება განათლებულ და კულტურულ ოჯახში, სადაც არ მოჰკლებია სიყვარული და სითბო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის #199-ე ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლის მე-8 კლასის დამრიგებლის რ---------------–ის მიერ გაცემული დახასიათება (ტომი 1, ს.ფ. 50).

 

3.1.5. სსიპ ქ. თბილისის #61-ე საჯარო სკოლის დირექტორის და კლასის დამრიგებლის მიერ გაცემული დახასიათების მიხედვით ლ---------------------------–---–ები გამოირჩევიან სანიმუშო სწავლით და სამაგალითო დისციპლინით, ისინი ჭკვიანი, ბეჯითი, სისტემატურად მომუშავე და წარმატებული მოსწავლეები არიან. იზრდებიან გარდაცვლილი დედის წ---–-------ის მზრუნველ ოჯახში. ოჯახი დიდ ყურადღებას აქცევს ბავშვების სწავლასა და აღზრდას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ ქ. თბილისის #61-ე საჯარო სკოლის დირექტორის და კლასის დამრიგებლის მიერ გაცემული დახასიათება (ტომი 1, ს.ფ.51).

 

3.1.6. თბილისის #26-ე ხელოვნების სკოლის პედაგოგის თ------------ის ხელწერილის მიხედვით, ს-----------------–---–ი და ლ-------------–---–ი სწავლობენ ფორტეპიანოს დაკვრას და გადიან ასევე კერძო პრაქტიკას ნ-------–---–-----ის ოჯახში, მათ აქვთკარგი მონაცემები, პასუხისმგებლობის გრძნობა, არიან მონდომებულები და მუსიკალურები.

 

ნ-----–-----------ის ხელწერილით, ის წლების განმავლობაში უწევს კონსულტაციებს და სამედიცინო დახმარებას ნ--------------------–-------------–---–ებს ნ------ და მ----–---–-----ების ოჯახში.

 

სტომატოლოგიური კლინიკა ,,ლაიფ დენტის“ ექიმის განმარტებით ნ--------------------–-------------–---–ები წლების განმავლობაში არიან პაციენტები და იტარებენ სტომატოლოგიურ პროცედურებს, რომლებიც დაჰყავს პაციენტების დეიდას - ნ-------–---–-----ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის #26-ე ხელოვნების სკოლის პედაგოგის თ------------ის ხელწერილი (ტომი 1, ს.ფ.52)

-ნ-----–-----------ის ხელწერილი (ტომი 1, ს.ფ.53)

-სტომატოლოგიური კლინიკა ,,ლაიფ დენტის“ ექიმის განმარტება (ტომი 1, ს.ფ.54)

 

3.1.7. შპს წყალთა სახეობის ცენტრი ,,ტონუსიდან“ გაცემული ცნობების მიხედვით ნ-----–--------------- და ლ-------------–---–ები ირიცხებიან შპს წყალთა სახეობის ცენტრი ,,ტონუსის“სპორტულ ჯგუფში, ცურვაში და ყოველთვიურად აბონიმენტის გადასახადი თითოეულზე 105 ლარი შეაქვს მათ დეიდას ნ-------–---–-----ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შპს წყალთა სახეობის ცენტრი ,,ტონუსიდან“ გაცემული ცნობები (ტომი 1, ს.ფ.55-56).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით გ----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და 2002 წლის 16 თებერვალს დაბადებული ნ------------–---–ი, 2006 წლის 10 იანვარს დაბადებული ს-----------------–---–ი და 2006 წლის 10 იანვარს დაბადებული ლ-------------–---–ი დაუბრუნდნენ მამას - 1974 წლის 24 ნოემბერს დაბადებულ გ----------------–---–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010წლის 18 მაისის გადაწყვეტილება (ტომი1, ს.ფ.58-67)

 

3.2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 02 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ-------–---–-----ის, მ----–---–-----ის, ნ-----–---–-----ის და ზ-------–---–-----ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება, ხოლო 2012 წლის 03 მაისის საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნ-------–---–-----ის, მ----–---–-----ის, ნ-----–---–-----ის და ზ-------–---–-----ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2012 წლის 03 მაისის საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ.68-71)

 

3.2.3. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ნ-------–---–-----ი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის საფუძველზე (ნომერი - 71776/12), 2016 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილებით დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს 2016 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ.87-105))

 

3.2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 04 აგვისტოს განჩინებით, ნ-------–---–-----ის, ზ-------–---–-----ის, მ----–---–-----ის და ნ-----–---–-----ის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მაისს #2/26-10 სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოქბის განახლების შესახებ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მაისს #2/26-10 სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება და დაიწყო საქმის ხელახალი განხილვა, ხოლო 2016 წლის 17 ოქტომბრის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, გ----------------–---–ის განცხადება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა და გ----------------–---–ის სარჩელზე მოპასუხეების ნ----- არასრულწლოვანი შვილების დაბრუნების თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 04 აგვისტოს განჩინება (ტომი 1, ს.ფ. 106-113);

2016 წლის 17 ოქტომბრის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება (ტომი 1, ს.ფ.115-117).

 

3.2.5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 03 ივლისის #04/43488 წერილის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული ,,სახელმწიფო გასაცემლების ერთიანი სააღრიცხვო ბაზის“ მიხედვით 2017 წლის ივნისის მდგომარეობით , ბენეფიციარებს - ნ------------–---–ს(პ/ნ 0----------), ს-----------------–---–ს (პ/ნ 0----------) და ლ-------------–---–ს (პ/ნ 0----------), მარჩენალის გარდაცვალების გამო, სოციალური პაკეტი დანიშნული აქვთ 2009 წლის 26 ნოემბრიდან. სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის, ძველი თბილისის სერვის ცენტრში ნ--------------------–-------------–---–ებს სოციალური პაკეტი დანიშნული აქვთ მამის- გ----------------–---–ის (პ/ნ 0----------) 2009 წლის 11დეკემბერს #03/4948 განცხადების საფუძველზე. არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი სოციალური პაკეტის თანხის გადარიცხვა ყოველთვიურად ხორციელდება გ----------------–---–ის (პ/ნ 0----------) სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 03 ივლისის #04/43488 წერილი (ტომი 1, ს.ფ.198).

 

3.2.6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 03 ივლისის #04-00-ვ/31520 წერილის მიხედვით, გ----------------–---–მა ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრს აღსრულების შესახებ განცხადებით მომართა 2012 წლის 05 ივნისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 03 ივლისის #04-00-ვ/31520 წერილის (ტომი 1, ს.ფ.201);

 

3.2.7. 2018 წლის 27 მარტის #19/2214 სს ,,საქართველოს ბანკიდან“ გაცემული ინფორმაციის მიხედვით:

ლ-------------–---–ის ანგარიშზე 06.03.2018წლის მდგომარეობით ირიცხება 3,560.56 აშშ დოლარი, ანგარიშის გახსნის თარიღი 12.04.2011წელი.

 

ნ------------–---–ის ანგარიშზე 06.03.2018 წლის მდგომარეობით ირიცხება 3,560.56 აშშ დოლარი, ანგარიშის გახსნის თარიღი 12.04.2011წელი.

 

ს-----------------–---–ის ანგარიშზე 06.03.2018 წლის მდგომარეობით ირიცხება 3,560.56 აშშ დოლარი, ანგარიშის გახსნის თარიღი 12.04.2011წელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2018 წლის 27 მარტის #19/2214 სს ,,საქართველოს ბანკიდან“გაცემული ინფორმაცია (ტომი 3, ს.ფ.27-30).

 

3.2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 ივლისის სასამართლოს დროებითი განკარგულების შესახებ განჩინებით (საქმე #2/2575-17) დაკმაყოფილდა ნ-------–---–-----ის შუამდგომლობა და გ----------------–---–ს (პირადი №0----------) შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილების - 2002 წლის 16 თებერვალს დაბადებული ნ------------–---–ის, 2006 წლის 10 იანვარს დაბადებული ს-----------------–---–ისა და 2006 წლის 10 იანვარს დაბადებული ლ-------------–---–ის მიმართ მარჩენალდაკარგულისათვის გათვალისწინებული სოციალური დახმარების აღებისა და აღნიშნული სოციალური დახმარების ფარგლებში საბანკო დაწესებულებაში წარმომადგენლობის ნაწილში მოცემულ საქმეზე დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 ივლისის განჩინება (ტომი 1, ს.ფ.193-197).

 

3.2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ განჩინებით (საქმე #2/2575-17) დაკმაყოფილდეს ნ-------–---–-----ის შუამდგომლობა.

 

გ----------------–---–ს (პირადი №0----------) ნაწილობრივ შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის - 2002 წლის 16 თებერვალს დაბადებული ნ------------–---–ის მიმართ საბანკო დაწესებულებაში წარმომადგენლობის ნაწილში კერძოდ, გ----------------–---–ს (პირადი №0----------) შეეზღუდა სს "საქართველოს ბანკში" ნ------------–---–ის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშზე G--------------------- არსებული თანხიდან 7084 ლარის ექვივალენტი აშშ დოლარის (განჩინების აღსრულების მომენტისათვის წინამდებარე საანკო დაწესებულებაში არსებული საბანკო გაცვლითი კურსის შესაბამისად) განკარგვა, ხელშეკრულების პირობების შეცვლა, აღნიშნული თანხის ფულადი ვალდებულებებისათვის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენება წინამდებარე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

 

გ----------------–---–ს (პირადი №0----------) ნაწილობრივ შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის - 2006 წლის 10 იანვარს დაბადებული ლ-------------–---–ის მიმართ საბანკო დაწესებულებაში წარმომადგენლობის ნაწილში კერძოდ, გ----------------–---–ს (პირადი №0----------) შეეზღუდა სს "საქართველოს ბანკში" ლ-------------–---–ის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშზე G--------------------- არსებული თანხიდან 7084 ლარის ექვივალენტი აშშ დოლარის (განჩინების აღსრულების მომენტისათვის წინამდებარე საანკო დაწესებულებაში არსებული საბანკო გაცვლითი კურსის შესაბამისად) განკარგვა, ხელშეკრულების პირობების შეცვლა, აღნიშნული თანხის ფულადი ვალდებულებებისათვის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენება წინამდებარე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

 

გ----------------–---–ს (პირადი №0----------) ნაწილობრივ შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის - 2006 წლის 10 იანვარს დაბადებული ს-----------------–---–ის მიმართ საბანკო დაწესებულებაში წარმომადგენლობის ნაწილში კერძოდ, გ----------------–---–ს (პირადი №0----------) შეეზღუდა სს "საქართველოს ბანკში" ს-----------------–---–ის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშზე G--------------------- არსებული თანხიდან 7084 ლარის ექვივალენტი აშშ დოლარის (განჩინების აღსრულების მომენტისათვის წინამდებარე საანკო დაწესებულებაში არსებული საბანკო გაცვლითი კურსის შესაბამისად) განკარგვა, ხელშეკრულების პირობების შეცვლა, აღნიშნული თანხის ფულადი ვალდებულებებისათვის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენება წინამდებარე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები (ტომი 3, ს.ფ. 279-281).

 

3.2.10. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ არასრულწლოვანების ნ------------–---–ისთვის (პ/ნ 0----------), ს-----------------–---–ისთვის (პ/ნ 0----------) და ლ-------------–---–ისთვის (პ/ნ 0----------) დედის გვარის - წ---–------ს მიკუთვნება, ამ ეტაპზე ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე არის მიზანშეწონილი და აუცილებელი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვნების - ნ--------------------–-------------–---–ების ასაკი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, დადგინდეს რომელი გვარით ახდენდნენ საკუთარი თავის იდენტიფიკაციას და რამდენად შეესაბამება გვარის შეცვლა ბავშვების საუკეთესო ინტერესებს.

 

3.2.11. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ - ნ--------------------–-------------–---–ებისათვის, პირადობის მოწმობის/პასპორტის აღებისა და საზღვრის კვეთის თაობაზე თანხმობის მიცემის ნაწილში, გ----------------–---–ისთვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა არის მიზანშეწონილი და აუცილებელი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად, არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც ამ ეტაპზე გამოკვეთავდა გ----------------–---–ის მხრიდან ბავშვის უფლებების რეალიზაციის ხელშეშლას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში პირადობის მოწმობის/პასპორტის აღებისა და საზღვრის კვეთის თაობაზე (სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღების, საგანმანათლებლო, სამკურნალო და ტურისტული მიზნით საზღვრის კვეთის შემთხვევებში) თანხმობის მიცემის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე და ბავშვების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მიზანშეწონილია არასრულწლოვნების საცხოვრებელ ადგილად დეიდის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, რის გამოც ნ-------–---–-----ის სარჩელი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე და მოპასუხე გ----------------–---–ს უნდა დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან არასრულწლოვანთათვის მარჩენალის (დედის) გარდაცვალების საფუძვლით დანიშნული პენსიის სახით მიღებული თანხა, რაც 2010 წლის იანვრიდან, 2017 წლის ივნისის ჩათვლით შეადგენს 21 252.5 ლარს, თითოეულისათვის 7084.16 ლარი. რაც შეეხება მოთხოვნას მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე გ----------------–---–ს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება: არასრულწლოვანი შვილების, ნ------------–---–ის, ს-----------------–---–ის და ლ-------------–---–ის მიმართ, სოციალური მომსახურების სააგენტოდან პენსიის მიღების და განკარგვის ნაწილში, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობის ნაწილში, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობისას ინფორმირებული თანხმობის გაცემის ნაწილში, ქონების განკარგვისა და მართვის ნაწილში, საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის ნაწილში, გარდა გ----------------–---–ის მიერ ს-----------------–---–ისათვის, ს------------–---–ისათვის და ლ-------------–---–ისათვის 2011 წლის 12 აპრილს სს საქართველოს ბანკთან დადებული საბავშვო ანაბრის ხელშეკრულების საფუძველზე გახსნილი ანაბრის მიღების, განთავსების და დაბრუნების ნაწილში, არასრულწლოვანთა სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში.

 

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე და ბავშვების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და გ----------------–---–ს განესაზღვროს ყოველი კვირა დღის 10.00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდი შვილებთან ნ------------–---–თან, ს-----------------–---–თან და ლ-------------–---–თან ურთიერთობისათვის, ბავშვების სურვილის გათვალისწინებით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1106-ე, 1127-ე, 1200-ე, 1201-ე, 1202-ე, 1199-ე, 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე მუხლები.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-12, მე-14, მე-18 მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე ნ-------–---–-----მა მოითხოვა არასრულწლოვანი ნ------------–---–ის, ს-----------------–---–ის და ლ-------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად თავისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ------------–---–ი (დაბადებული 16.02.2002წ.), ს-----------------–---–ი (დაბადებული 10.01.2006წ.) და ლ-------------–---–ი (დაბადებული 10.01.2006წ.) არიან ნ-------–---–-----ის დისშვილები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, 1. შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. 2. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებიდან დადგენილია, რომ არასრულწლოვანი, ნ------------–---–ი, ს-----------------–---–ი და ლ-------------–---–ი დედის - ნ----–---–-----ის გარდაცვალების შემდეგ, 2009 წლის 26 ნოემბრიდან ცხოვრობენ დეიდასთან - ნ-------–---–-----თან ერთად, მისამართზე მდებარე: ქ. თბილისი, პ-–-------------–---------------------. დედის გარდაცვალებიდან გასულია 8 წელი და მთელი ამ დროის მანძილზე არ ყოფილა წყვეტა ნ----–---–-----ის ოჯახსა და ბავშვების თანაცხოვრებას შორის.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდაში მონაწილეობის უფლება-მოვალეობა ორივე მშობელს ერთნაირად გააჩნია, მათი ცალცალკე ცხოვრების შემთხვევაში კი უნდა უნდა განისაზღვროს არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილი. საკითხის გადაწყვეტისას არსებითია ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ამ უკანასკნელის დასადგენად კი გამოკვლეული უნდა იყოს კონკრეტული გარემოებანი, უშუალოდ ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, მისი ურთიერთობა-მიჯაჭვულობა თითოეულ მშობელთან, გაუცხოვების არსებობისას კი მისი შესაძლო მიზეზები.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა გართულებულია, არასრულწლოვანი ბავშვების დედის ოჯახი და მათი მამა - გ----------------–---–ი ერთმანეთთან იმყოფებიან გამწვავებულ, კონფლიქტურ დამოკიდებულებაში, რაც უარყოფითად აისახება არასრულწლოვნების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და ქმნის მისი დაზიანების რისკებს. შესაბამისად, არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლიდან გამომდინარე, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ჯანსაღ გარემოში და მისი დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია სახელწმიფოს მხრიდან რეაგირება.

 

სახელმწიფო იცავს მშობლის უფლებას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს შვილის აღზრდაში და გადაწყვიტოს, ვისთან და სად იცხოვროს შვილმა (სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლი). მაგრამ მშობელთა შორის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ბავშვის ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) რომლის მე-3 მუხლის თანახმად, 1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. მე-14 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის თავისუფლებას.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმები სრულად შეესაბამება ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციით ბავშვის უფლებების დამცავ ნორმებს და ერთმნიშვნელოვნად ადგენს ბავშვის ინტერესების დაცვის პრიორიტეტს. ამასთან, ეს ინტერესი არ შეიძლება ვიწროდ იქნეს გაგებული. მშობლებთან დაშორება შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც აუცილებელია ერთ-ერთ მშობელთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბავშვების ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს, აღიზარდონ და იცხოვრონ მატერიალურად და მორალურად ჯანსაღ გარემოში. ბავშვის აღზრდისათვის გარემოს შესაბამისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა შემოწმდეს. ამ მიმართებით გადამწყვეტი მნიშვნელობა არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ მორალურ მხარეს უნდა მიენიჭოს. ამდენად, კანონი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვი დაშორდეს მშობელს და ზოგ შემთხვევაში სხვა ოჯახის წევრთან ან უფლებამოსილ პირთან განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ასეთი დაშორება მხოლოდ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული, ვინაიდან ბავშვისა და მშობლის დაშორება, ამ აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, უარყოფით გავლენას ახდენს მშობლის გარემოცვას მოწყვეტილი ბავშვის ფსიქიკაზე. კანონი ბავშვის მშობელთან დაშორებას ითვალისწინებს, რასაც საფუძვლად უდევს უპირველეს ყოვლისა, მშობლის უარყოფითი პიროვნული მახასიათებლები და ბავშვზე ნეგატიური ზეგავლენის დასაბუთებული საშიშროება.

 

ამავდროულად, ამგვარი გადაწყვეტილების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი აუცილებლობა უფლებამოსილი ორგანოების მიერ დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული. საოჯახო ურთიერთობების სპეციფიკასა და განსაკუთრებული მნიშვნელობას ადასტურებს კონსტიტუციის 36-ე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.

 

ყურადსაღებია უდავოდ დადგენილი გარემოება, რომ 2009 წლის 26 ნოემბრიდან, დედის გარდაცვალების შემდეგ, არასრულწლოვნები უწყვეტად ცხოვრებენ დედის ოჯახში. გარდაცვლილი ნ----–---–-----ის დებთან - ნ-------–---–-----თან, მ----–---–-----თან და მშობლებთან - ნ-----–---–-----თან და ზ-------–---–-----თან. დასახელებული საცხოვრებელი წარმოადგენს მათ მშობლიურ გარემოს, სადაც ბავშვები ადაპტირებული არიან. დადგენილია, რომ ბავშვები გამოირჩევიან სანიმუშო სწავლით, არიან წარმატებული მოსწავლეები, გამოირჩევიან სამაგალითო დისციპლინით, დადიან სხვადასხვა აქტივობებზე, დაკავებულია არიან სპორტით, რაშიც აქტიურად არის ჩაბმული დეიდა - ნ-------–---–-----ი. ის ასევე პერიოდულად ამოწმებს სამედიცინო დაწესებულებებში არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ოჯახი დიდ ყურადღებას აქცევს ბავშვების სწავლას და აღზრდას, არ აკლიათ სითბო და სიყვარული.

 

მართალია, საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობები განეკუთვნება კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროს, მაგრამ ამ ურთიერთობებიდან და დავების განხილვის თავისებურებებიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს ის გარემოებანი, რომელთა აუცილებლობა განაპირობებს არასრულწლოვანის ინტერესებისათვის

ყველაზე კეთილსაიმედო გადაწყვეტილების მიღებას

სუსგ №ას-53-51-2016, 2016 წლის 6 ივლისი).

 

მიმდინარე პერიოდისათვის, ბავშვის ფსიქო-ემოციური ფონის მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით, სასამართლოს არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესად მიაჩნია, დარჩნენ ისინი დეიდასთან - ნ-------–---–-----თან, ჩვეულ გარემოში, ხოლო მამას მიეცეს შვილთან ურთიერთობის გაგრძელებისა და განვითარების შესაძლებლობა. საქმეში არსებული მასალებით ამ ეტაპზე არ გამოიკვეთა არასრულწლოვნების უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის აუცილებლობა და ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მამის, გ----------------–---–ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზანშეწონილობა. ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, მათ, მიმდინარე პერიოდისათვის არ შეეცვალოთ საცხოვრებელი ადგილი.

 

არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბავშვების დედის ოჯახთან, კერძოდ ნ-------–---–-----თან ყოფნის ხანგრძლივობის საკითხს, მათ მიჯაჭვულობას, რადგან ისინი ამ ხნის მანძილზე ცხოვრობენ მასთან. სასამართლო აფასებს იმ რისკებს, რომლებიც ეხება, არასრულწლოვანი ასაკის მქონე ბავშვების საცხოვრებელი ადგილის შეცვლით მიღებულ და ჩვეულ გარემოსთან დაშორებით გამოწვეულ სტრესს. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება ნ-------–---–-----ის შესაბამისი უნარების არქონა, ფსიქოლოგიური გაუწონასწორებლობა, არამდგრადობა, მისი მხრიდან ბავშვის რომელიმე საჭიროების უგულებელყოფა.

 

ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების ეფექტური უზრუნველყოფა, რომელიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე მუხლით ითვალისწინებს იმ ზომების განხორციელების უფლებას, რომელიც მიმართულია მშობლისა და ბავშვის გაერთიანებისაკენ, მაგრამ ამასთან, მიმართებით სახელმწიფოს მიერ გარკვეული ზომების მიღების ვალდებულება არ ატარებს აბსოლუტურ ხასიათს, შესაბამისად ყველა სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობის გათვალისწინებით შესაძლებელია წარმოიშვას ბავშვის მშობელთან დაბრუნების აუცილებლობა.

 

სასამართლო ამასთან განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილებთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილებთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. გ----------------–---–ს უნარჩუნდება ბავშვებთან ურთიერთობის უფლება და ნ-------–---–-----ი მოვალეა ასევე არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე ხელი შეუწყოს მამას ამ უფლების განხორციელებაში (სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1202-ე მუხლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია).

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციაზე, რომლის თანახმად, არასრულწლოვნების საცხოვრებელი გარემო შემოწმების შედეგად მიჩნეულ იქნა უსაფრთხოდ, არასრულწლოვნების საპროცესო წარმომადგენლის განმარტებით, ნ------------–---–ის, ს-----------------–---–ის და ლ-------------–---–ის ასაკის, შემდგომი განვითარების, დეიდასთან მიჯაჭვულობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიაჩნია ბავშვების საცხოვრებელი ადგილის დეიდასთან - ნ-------–---–-----თან განსაზღვრა. ასევე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მამას განესაზღვროს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობისთვის გარკვეული პერიოდი, ბავშვების სურვილის გათვალისწინებით.

 

სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ არასრულწლოვნების საცხოვრებელ ადგილად დეიდის - ნ-------–---–-----ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიუხედავად, გ----------------–---–ს უნარჩუნდება რა შვილებთან ურთიერთობის უფლება, ამ უკანასკნელზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული, გამოიყენებს თუ არა იგი ამ უფლებას. კანონით დადგენილი ვალდებულებაა არ შეეზღუდოს მშობელს, შვილებთან ურთიერთობის უფლება, კანონის შესრულება კი თითოეული მოქალაქის მოვალეობაა.

 

ამდენად, ნ-------–---–-----ის მოთხოვნა არასრულწლოვანი ნ------------–---–ის, ს-----------------–---–ის და ლ-------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად დეიდის - ნ-------–---–-----ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოსარჩელემ მოითხოვა გ----------------–---–ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, არასრულწლოვანი ნ------------–---–ის, ს-----------------–---–ის და ლ-------------–---–ის მიმართ, სოციალური მომსახურების სააგენტოდან პენსიის მიღების და განკარგვის ნაწილში, საზღვრის კვეთის ნაწილში (სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღების, საგანმანათლებლო, სამკურნალო და ტურისტული მიზნით საზღვრის კვეთის შემთხვევებში), საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობის ნაწილში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გვარის შეცვლისა და პირადობის მოწმობის/პასპორტის აღების ნაწილში, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობისას ინფორმირებული თანხმობის გაცემის ნაწილში, ქონების განკარგვისა და მართვის ნაწილში, საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის ნაწილში, არასრულწლოვანთა სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ; მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. ხოლო პასპორტის აღებისათვის საჭიროა ორივე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოდაა დადგენილი, რომ არასრულწლოვნები: ნ------------–---–ი, ს-----------------–---–ი და ლ-------------–---–ი ცხოვრობენ დეიდასთან, ნ-------–---–-----თან ერთად. მან უნდა იზრუნოს ბავშვების მშვიდ და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. არასრულწლოვნებთან დაკავშირებული კონკრეტული იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებებისთვის, მას სჭირდება მოპასუხე - გ----------------–---–ის თანხმობა და გამომდინარე იქედან, რომ მხარეებს შორის არსებობს კონფლიქტური დამოკიდებულება, ლოგიკურია ხელი ეშლებათ არასრულწლოვნებს მათთვის, მათი ინტერესისთვის შესფერისი გადაწყვეტილებების მიღებაში, კერძოდ ნ------------–---–მა შეიცვალა სკოლა მისი განსაკუთრებული უნარებიდან გამომდინარე, რა დროსაც დღის წესრიგში დადგა მისი პირადი საქმის სკოლიდან გამოთხოვის საკითხი, რაც დიდ წინააღმდეგობებთან იქნა დაკავშირებული, ასევე დღის წესრიგში დადაგა სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში, რის გამოც მამის მხრიდან თანხმობის არარსებობის გამო უარის თქმა მოუწია არასრულლოვანს, გარადა აღნიშნულისა პრობლემა შეიქმნა ასევე არასრულწლოვნების სანდრო და ლ-------------–---–ების სკოლაში დარეგისტრირებაზე, რისთვისაც საჭირო გახდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსთვის მიმართვა.

 

შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვისათვის აუცილებელია გამოკვეთილი იყოს მიზანი, დადასტურდეს ბავშვის კონკრეტული საჭიროება და მეორე მშობლის მხრიდან ხელშეშლა. მხარეებს შორის არსებული კონფლიქტური სიტუაციიდან გამომდინარე ნათელად წარმოჩნდება მშობლის უფლების შეზღუდვის აუცილებლობა, მითუმეტეს იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სასამართლო ამ ეტაპზე მიიჩნევს არასრულწლოვნების საცხოვრებელ ადგილად დეიდის - ნ-------–---–-----ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზანშეწონილობას.

 

გასათვალისწინებელია, რომ დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ბავშვის ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებათა კონვენცია (21.04.1994წ.), რომლის მე-3 მუხლის თანახმად, 1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე N41615/07 Neulinder and Shuruk v. Switzerland აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველადი უთიერთობების შესანარჩუნებლად და, როცა ეს შესაძლებლია, უნდა „აღსდგეს“ ოჯახი. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“.

 

სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის განხილვისას აღნიშნავს, რომ საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.

 

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის #12 (2009) კომენტარისა და “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-12 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა მოსმენილი იქნეს ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი, ან წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით.

არასრულწლოვნების ასაკის გათვალისწინებით, მათ აქვთ ჩამოყალიბებული მიზანები, რომლის განუხორციელებლობითა და დაბრკოლებით მნიშვნელოვნად ეშლებათ ხელი საკუთარი ნების აღსრულებაში, იცხოვრონ ოჯახურ გარემოში დეიდასთან - ნ-------–---–-----თან და დედის ოჯახთან ერთად, დაუბრკოლებლად განახორციელონ მათი მიზნები და სურვილები საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რითაც ირღვევა მათი უფლებები.

 

ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტების, მეურვეობისა და მზრუნველობის პოზიციის, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-------–---–-----ის მოთხოვნა, გ----------------–---–ისთვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ არასრულწლოვნების: ნ------------–---–ის, ს-----------------–---–ის და ლ-------------–---–ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გ----------------–---–ს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება: არასრულწლოვანი ნ------------–---–ის, ს-----------------–---–ის და ლ-------------–---–ის მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოდან პენსიის მიღების და განკარგვის ნაწილში, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობის ნაწილში, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობისას ინფორმირებული თანხმობის გაცემის ნაწილში, ქონების განკარგვისა და მართვის ნაწილში, საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის ნაწილში, გარდა გ----------------–---–ის მიერ ნ------------–---–ისათვის, ს-----------------–---–ისათვის და ლ-------------–---–ისათვის 2011 წლის 12 აპრილს სს საქართველოს ბანკთან დადებული საბავშვო ანაბრის ხელშეკრულების საფუძველზე გახსნილი ანაბრის მიღების, განთავსების და დაბრუნების ნაწილში, არასრულწლოვანთა სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას გ----------------–---–ისათვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გვარის შეცვლისა და პირადობის მოწმობის/პასპორტის აღებისა და საზღვრის კვეთის თაობაზე თანხმობის მიცემის ნაწილში, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად, არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც ამ ეტაპზე გამოკვეთავდა გ----------------–---–ის მხრიდან ბავშვის უფლებების რეალიზაციის ხელშეშლას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გვარის შეცვლისა და პირადობის მოწმობის/პასპორტის აღებისა და საზღვრის კვეთის თაობაზე (სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღების, საგანმანათლებლო, სამკურნალო და ტურისტული მიზნით საზღვრის კვეთის შემთხვევებში) თანხმობის მიცემის ნაწილში. მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვისათვის აუცილებელია გამოკვეთილი იყოს მიზანი, დადასტურდეს ბავშვის კონკრეტული საჭიროება და მეორე მშობლის მხრიდან ხელშეშლა, რაც ამჟამად საქმის მასალებით არ მტკიცდება. ის გარემოება, რომ მომავალში შესაძლებელია არასრულწლოვანს დასჭირდეს საზღვრის გადაკვეთა და მოპასუხემ, სარგებლის მიღების მიზნით ხელი შეუშალოს დეიდას - ნ-------–---–-----ს ბავშვების უფლებების განხორციელებაში, არ იწვევს მოპასუხისათვის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის აუცილებლობას.

 

მომავალში შესაძლო დაბრკოლების (როდესაც საქმის განხილვის დროს არ არის დასახელებული კონკრეტულად თუ სად სურს წაიყვანოს ბავშვი, ან როდის, კონკრეტულად რა მიზანს ემსახურება გამგზავრება და სხვ.), თავიდან აცილების მიზნით, უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებების არარსებობისას, მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობით უფლების შეზღუდვა, ამ უკანასკნელის მშობლის უფლების ხელყოფა იქნებოდა. კანონმდებლობა ითვალისწინებს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, როგორც უკიდურეს ზომას, და ამასთან მხოლოდ მაშინ, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ამის აუცილებლობა არსებობს. (მოცემულობა კი უნდა დადგინდეს საჭიროების, გამგზავრების მიზნის, ვადების და სხვა გარემოებათა შეფასების საფუძველზე).

 

ამდენად, ზემოთმითითებული გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არსარულწლოვნების - ნ--------------------–-------------–---–ებისათვის პირადობის მოწმობის/პასპორტის აღებისა და საზღვრის კვეთის თაობაზე თანხმობის მიცემის ნაწილში, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას არასრულწლოვნებისათვის გვარის შეცვლის თაობაზე, სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1195-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით. ხოლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1196-ე მუხლის თანახმად, მშობლებს შორის ქორწინების შეწყვეტა არ იწვევს შვილის გვარის გამოცვლას. მშობლებს, რომლებთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვთ, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართონ სასამართლოს შვილისათვის თავიანთი გვარის მიკუთვნების შესახებ. თუ ბავშვი ათ წელზე მეტი ხნისაა, გვარის შეცვლისათვის საჭიროა მისი თანხმობაც.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის„ მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

ამავე კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა.

 

სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 62-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სახელის ან/და გვარის შეცვლისათვის სავალდებულოა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია.

ეროვნული კანონმდებლობა ბავშვის გვარის შეცვლის შესახებ სარჩელის აღძვრის დისკრეციას ანიჭებს მხოლოდ იმ მშობელს, რომელთანაც იმყოფება ბავშვი საცხოვრებლად. ამასთან, ასეთი სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვარის შეცვლა ბავშვის უპირატეს ინტერესებს შეესაბამება. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება სარჩელის დაკმაყოფილების განმაპირობებელი ერთ-ერთი წინაპირობა - ბავშვიებისათვის დედის გვარის მიკუთვნების საუკეთესო ინტერესი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა.

აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები.

 

თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (იხ.სუსგ ას-307-294-2015, 3.06.2015 წელი)

 

სასამართლომ ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი არასრულწლოვანი ბავშვის საზოგადოების ღირსეულ სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას და უნდა უზრუნველყოს მის საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრირებისათვის სათანადო პირობების შექმნა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სათანადო მტკიცებულებების არქონის პირობებში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვანების ნ--------------------–-------------–---–ების გვარის შეცვლა შეესაბამება მათ ინტერესებს და მამის გვარის ტარება რაიმე სახით ზიანს აყენებს ბავშვის უფლებებს ან დაბრკოლებას უქმნის საზოგადებაში დამკვიდრებასა და სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვნების - ნ--------------------–-------------–---–ების ასაკი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, დადგინდეს რომელი გვარით ახდენდნენ საკუთარი თავის იდენტიფიკაციას და რამდენად შეესაბამება გვარის შეცვლა ბავშვების საუკეთესო ინტერესებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შვილისათვის გვარის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მისი უპირატესი და გამოკვეთილი ინტერესის გათვალისწინებით, რაც განპირობებული უნდა იყოს ობიექტური სინამდვილით და არა ხელოვნურად შექმნილი ფაქტორებით. ამასთან, პირადი დამოკიდებულება და შეფასება მეორე მშობლის პიროვნული მახასიათებლებისადმი, არ შეიძლება გახდეს გვარის შეცვლისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის განმსაზღვრელი. ამ ეტაპზე მოსარჩელე ვერ ასაბუთებს ასეთი ინტერესის არსებობას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და ბავშვების ასაკის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის განხილვის ამ ეტაპზე არ გამოკვეთილა ბავშვებისთვის დედის გვარის მიკუთვნების აუცილებლობა, შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოპასუხე გ----------------–---–ისათვის (პ/ნ 0----------) არასრულწლოვანი შვილების ნ------------–---–ის (დაბადებული 16.02.2002წ.), ს-----------------–---–ის (დაბადებული 10.01.2006წ.) და ლ-------------–---–ის (დაბადებული 10.01.2006წ.) სასარგებლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან არასრულწლოვანთათვის მარჩენალის (დედის) გარდაცვალების საფუძვლით დანიშნული პენსიის სახით მიღებული თანხის, რაც 2010 წლის იანვრიდან, 2017 წლის ივნისის ჩათვლით შეადგენს 21 252.5 ლარს, თითოეულისათვის 7084.16 ლარის დაკისრება.

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებს წარმოადგენს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 03 ივლისის #04/43488 წერილის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული ,,სახელმწიფო გასაცემლების ერთიანი სააღრიცხვო ბაზის“ მიხედვით 2017 წლის ივნისის მდგომარეობით , ბენეფიციარებს - ნ------------–---–ს(პ/ნ 0----------), ს-----------------–---–ს (პ/ნ 0----------) და ლ-------------–---–ს (პ/ნ 0----------), მარჩენალის გარდაცვალების გამო, სოციალური პაკეტი დანიშნული აქვთ 2009 წლის 26 ნოემბრიდან. სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის, ძველი თბილისის სერვის ცენტრში ნ--------------------–-------------–---–ებს სოციალური პაკეტი დანიშნული აქვთ მამის - გ----------------–---–ის (პ/ნ 0----------) 2009 წლის 11 დეკემბრის #03/4948 განცხადების საფუძველზე. არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი სოციალური პაკეტის თანხის გადარიცხვა ყოველთვიურად ხორციელდება გ----------------–---–ის (პ/ნ 0----------) სახელზე.

 

,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტის მიხედვით: სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირები არიან: ო.ა) ობოლი და მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვები; ო.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ო.გ) ოჯახის მზრუნველობამოკლებული, თვითმომსახურების შეზღუდული უნარის მქონე სრულწლოვანი; ო.დ) მარჩენალდაკარგული; ო.ე) მიუსაფარი ბავშვი;

 

,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის #279-ე დადგენილების მე-2 მუხლის ,,დ“ პუნქტის მიხედვით, მარჩენალდაკარგული განმარტებულია, როგორც ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი (შვილები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე. ამავე აქტის მე-5 მუხლის 1 ნაწილის ,,ვ.დ“ პუნქტის მიხედვით სოციალური პაკეტი ენიშნებათ თითოეულ მარჩენალდაკარგულს – 100 ლარი;

 

სოციალური დახმარება ამ შემთხვევაში ეძლევათ არასრულწლოვნებს, რადგან მათ დაკარგეს მშობელი, რომელიც სიცოცხლეში იყო მათ რჩენაზე პასუხისმგებელი პირი, ამდენად აღნიშნული სოციალური პაკეტი არის მიზნობრივი დახმარება და მისი გამოყენება სწორედ იმ მიზნით უნდა მოხდეს, რა მიზნითაც ის დაინიშნა. არასრულწლოვნები 8 წელია იზრდებიან დედის ოჯახში და მათ მათი მხრიდან ესაჭიროებათ როგორც მორალური ასევე მატერიალური დახმარება, მოსარჩელის მოთხოვნა არის არასრულწლოვნების სასარგებლოდ მოპასუხისთვის მათი კუთვნილი თანხის დაკისრება და სამართლებრივი შედეგი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში დგება არა პირადად მისთვის, არამედ არასრულწლოვნებისთვის.

 

სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით: პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ბათილი განკარგვის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია ხელმყოფისაგან მოითხოვოს დაუყოვნებლივი ანაზღაურება.

 

აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.

 

აღნიშნულ შემთხვევაში სახეზე არის უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ პირმა სამართლებრივი სიკეთე განკარგა - სახეზეა პენსიის მიღების და განკარგვის ფაქტი და პირმა სამართლებრივი სიკეთე განკარგა თანხმობის გარეშე, რაშიც შესაძლებელია იგულისხმებოდეს, ის გარემოება, რომ ბავშვები იზრდებიან დედის ოჯახში, მათ გააჩნიათ გარკვეული მატერიალური მოთხოვნილებები, რაც ცნობილია იმ ოჯახისთვის, სადაც იზრდებიან ბავშვები და შესაძლოა არასრულწლოვნებისთვის უმნიშვნელოვანესი ყოფილიყო ან მომავალში იყოს ამავე ოჯახთან შეთანხმებით არასრულწლოვანთათვის იმ პენსიის მიღება და გარკვეული მომენტებისთვის მათი საჭიროებებისთვის გამოყენება, რაც მათ კანონით ეკუთვნით.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე გ----------------–---–ისათვის (პ/ნ 0----------), არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, არასრულწლოვანთათვის მარჩენალის (დედის) გარდაცვალების საფუძვლით დანიშნული პენსიის სახით მიღებული თანხის, რაც 2010 წლის იანვრიდან, 2017 წლის ივნისის ჩათვლით შეადგენს 21 252.5 ლარს, თითოეულისათვის 7084.16 ლარის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. გ----------------–---–მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა ყოველი კვირა დღის 10.00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში, შვილებთან ნ------------–---–თან (დაბადებული 16.02.2002წ.), ს-----------------–---–თან (დაბადებული 10.01.2006წ.) და ლ-------------–---–თან (დაბადებული 10.01.2006წ.) ურთიერთობის წესის განესაზღვრა, ბავშვების სურვილის გათვალისწინებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ ხოლო ამავე მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს ისეთ ქცევის წესს, რომ მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ არასრულწლოვნების - ნ------------–---–ის, ს-----------------–---–ის და ლ-------------–---–ის მამას წარმოადგენს გ----------------–---–ი, ხოლო არასრულწლოვნები ცხოვრობენ დეიდასთან, ნ-------–---–-----თან ერთად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დავაში მონაწილე თითოეულმა მხარემ, მათთვის კანონით მინიჭებული უფლების, კონკრეტულ შემთხვევაში მშობლის უფლების განხორციელებისას, უნდა დაიცვას კეთილსინდისიერება და მართლზომიერება სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, რომელიც კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ავალდებულებს მონაწილე სუბიექტებს უფლებები ბოროტად არ გამოიყენონ. ეს უკანასკნელი მათი ზნეობრივი მოვალეობაცაა. აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამოდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნების დეიდამ - ნ-------–---–-----მა მისთვის მინიჭებული მშობლის უფლება არ უნდა გამოიყენოს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს მეორე მშობლის, გ----------------–---–ის უფლებას, ურთიერთობა იქონიოს თავის შვილებთან.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.

 

საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი -„ბავშვის უფლებათა კონვენცია“ ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.

კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება.

„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის შესაბამისად „ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.“

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნული ნორმის შესახებ ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი #14 (2013 წ.) მითითებულია ბავშვის უფლების შესახებ, მის საუკეთესო ინტერესებს დაეთმოს უპირველესი ყურადღება (მე-3 მუხლის პირველი პუნქტი)*#, მე-60 პუნქტის მე-2 წინადადებაში მიუთითებს, რომ ერთ ან ორივე მშობელთან დაცილებული ბავშვი უფლებამოსილია, „რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“ (მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი).

 

ბავშვის საუკეთესო ინტერესები, კონვენციის მიხედვით, გულისხმობს მისი ფსიქიკური, გონებრივი, ემოციური, ფიზიკური განვითარების ინტერესს. ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საუკეთესო ინტერესი და მისი შინაარსი უნდა შეფასდეს კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე.

 

ზემოხსენებული სამართლებრივი რეგულაციების განმარტებიდან გამომდინარე, მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესს.

 

მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილი, საერთაშორისოდ აღიარებული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით. ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული ,,ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.

 

ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მშობელთან ურთიერთობის წესის დადგენისას სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ჰქონდეს მას ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. ,,ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ, როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები“. (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, 31-ე სესია, რეკომენდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 04.10.1979წ).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v.Poland, no. 17254/11, 15 april 2014).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში ზავადკა პოლონეთის წინააღმდეგ (Zawadka v. Poland, No 48542/99, 23.06.2005, საბოლოო გახდა 12.10.2005წ), კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ეროვნული სასამართლოების უმოქმედობა, გადაედგათ ნაბიჯები, რათა მომხდარიყო მომჩივნის - მამის უფლების რეალიზება, იძულებით აღსრულება, ენახა საკუთარი შვილი, როდესაც დედამ უარი განაცხადა დამორჩილებოდა მშობლებს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებას. საბოლოოდ, მომჩივანმა, დაჰკარგა მუდმივი კონტაქტი ბავშვთან, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ მისი უნარები, ყოფილიყო მშობელი.

 

ამრიგად, ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს, შემცირდეს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. შესაბამისად აღნიშნული უფლების შემცირების, შეზღუდვის ან გამორიცხვისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს შემდეგი გარემოებები: 1. არსებობს თუ არა საკითხის გადაწყვეტის უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალება; 2. არის თუ არა უფლების შესაძლო შეზღუდვა, შემცირება ან გამორიცხვა პროპორციული ზომა და 3. არის თუ არა უფლების შეზღუდვის, შემცირების ან გამორიცხვის აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული.

 

შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალსწინებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შემოწმების საგანია არის თუ არა არასრულწლოვნების ნ--------------------–-------------–---–ების საუკეთესო ინტერესებში მამასთან დეიდის თანდასწრების გარეშე მოთხოვნილი ოდენობით ყოფნა. კვლევის საგანია საკითხი იმის თაობაზე, თუ მამის უფლების განხორციელება მოთხოვნილი ოდენობით რამდენად შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესებს, არასრულწლოვნების განვითარების თავისებურებიდან გამომდინარე. გადასაწყვეტია საკითხი, როგორ უნდა განისაზღვროს მამის - გ----------------–---–ის ურთიერთობა არასრულწლოვან შვილებთან, ისე, რომ ამ ურთიერთობამ არ შელახოს ბავშვების საუკეთესო ინტერესები.

 

არასრულწლოვნების ინტერესის დადგენისათვის, მშობლის ბავშვებთან გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, ორივე მხარესთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნების სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით კი არ დასტურდება გარემოება იმისა, რომ მამის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბავშვების ხსენებული, რომელიმე საჭიროების უგულებელყოფას, და რომ მამას აღნიშნულის უზრუნველყოფა დამოუკიდებლად და დეიდის მეთვალყურეობის გარეშე არ შეუძლია.

 

საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო სამართლის ნორმები, მკაფიოდ ასახავს და მიუთითებს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვთან მიმართებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია მამისა და შვილის ურთიერთობა, შეჩვევის პერიოდის ჩამოყალიბების გათვალისწინებით. არასრულწლოვანი ნ------------–---–ის, ს-----------------–---–ის და ლ-------------–---–ის ნორმალური განვითარებისათვის, მიზანშეწონილია, მათ ურთიერთობა ჰქონდეთ როგორც დეიდასთან, ასევე ბიოლოგიურ მამასთან, მათი ყოველდღიური დღის რეჟიმის გათვალისწინებით. მამასა და შვილებს შორის სისტემატიური ურთიერთობის არ ქონამ, მისმა გახანგრძლივებამ მამასთან დიდი ხნით დაშორების გამო, მოსალოდნელია გამოიწვიოს ნ------------–---–ის, ს-----------------–---–ის და ლ-------------–---–ის გაუცხოება მამის მიმართ, რაც უარყოფითად აისახება ბავშვების ფსიქო-ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე.

 

ამდენად, სასამართლო ბავშვების, ნ------------–---–ის, ს-----------------–---–ის და ლ-------------–---–ის საუკეთესო ინტერესისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების, იქონიოს მამასთან კონტაქტი, მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოსარჩელე გ----------------–---–ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გ----------------–---–ს განესაზღვროს ყოველი კვირა დღის 10.00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდი შვილებთან ნ------------–---–თან, ს-----------------–---–თან და ლ-------------–---–თან ურთიერთობისათვის, ბავშვების სურვილის გათვალისწინებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მხარეები სარჩელის და შეგებებული სარჩელის წარდგენისას გათავისუფლებული იყვნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, არ არსებობს მათთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების საფუძველი.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე- 244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნ-------–---–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ნ------------–---–ის (დაბადებული 16.02.2002წ.), ს-----------------–---–ის (დაბადებული 10.01.2006წ.) და ლ-------------–---–ის (დაბადებული 10.01.2006წ.) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დეიდის ნ-------–---–-----ის (პ/ნ 0----------) საცხოვრებელი ადგილი.

3. მოპასუხე გ----------------–---–ს (პ/ნ 0----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება:

- არასრულწლოვანი ნ------------–---–ის (დაბადებული 16.02.2002წ.), ს-----------------–---–ის (დაბადებული 10.01.2006წ.) და ლ-------------–---–ის (დაბადებული 10.01.2006წ.) მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოდან პენსიის მიღების და განკარგვის ნაწილში,- საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობის ნაწილში,- სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობისას ინფორმირებული თანხმობის გაცემის ნაწილში,- ქონების განკარგვისა და მართვის ნაწილში,- საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის ნაწილში, გარდა გ----------------–---–ის მიერ ს-----------------–---–ისათვის, ს------------–---–ისათვის და ლ-------------–---–ისათვის 2011 წლის 12 აპრილს სს საქართველოს ბანკთან დადებული საბავშვო ანაბრის ხელშეკრულების საფუძველზე გახსნილი ანაბრის მიღების, განთავსების და დაბრუნების ნაწილში,- არასრულწლოვანთა სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში.

4. მოსარჩელეს უარი ეთქვას გ----------------–---–ისათვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გვარის შეცვლისა და პირადობის მოწმობის/პასპორტის აღებისა და საზღვრის კვეთის თაობაზე (სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღების, საგანმანათლებლო, სამკურნალო და ტურისტული მიზნით საზღვრის კვეთის შემთხვევებში) თანხმობის მიცემის ნაწილში, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე.

 

5. დაეკისროს მოპასუხე გ----------------–---–ს (პ/ნ 0----------) არასრულწლოვანი შვილების ნ------------–---–ის (დაბადებული 16.02.2002წ.), ს-----------------–---–ის (დაბადებული 10.01.2006წ.) და ლ-------------–---–ის (დაბადებული 10.01.2006წ.) სასარგებლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან არასრულწლოვანთათვის მარჩენალის (დედის) გარდაცვალების საფუძვლით დანიშნული პენსიის სახით მიღებული თანხა, რაც 2010 წლის იანვრიდან, 2017 წლის ივნისის ჩათვლით შეადგენს 21 252.5 ლარს, თითოეულისათვის 7084.16 ლარი.

 

6. გ----------------–---–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.

7. გ----------------–---–ს (პ/ნ 0----------) განესაზღვროს ყოველი კვირა დღის 10.00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდი შვილებთან ნ------------–---–თან (დაბადებული 16.02.2002წ.), ს-----------------–---–თან (დაბადებული 10.01.2006წ.) და ლ-------------–---–თან (დაბადებული 10.01.2006წ.) ურთიერთობისათვის, ბავშვების სურვილის გათვალისწინებით.

8. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 ივლისის და 2018 წლის 6 მარტის დროებითი განკარგულებები.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლელა ცანავა