მუხლი 982. სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგები
სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი · სკ 982
1. პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
2. ბათილი განკარგვის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია ხელმყოფისაგან მოითხოვოს დაუყოვნებლივი ანაზღაურება.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(354)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 354-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-65-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2026
რაც შეეხება მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობით გამოწვეული ზიანის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნას, მისი სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 982.1 მუხლი, რომელიც ადგენს ქცევის შემდეგ წესს: პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა, აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
საქმე №ას-640-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2026
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელობის ფაქტი და მისთვის თანხის დაკისრების წინაპირობების არსებობა, რისი გათვალისწინებითაც დგინდება სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობის არსებობა.
საქმე №ას-28-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2026
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სადავო უძრავი ნივთის ფლობის გამო, საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოსარჩელეთა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 982.1 მუხლი (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი) (შდრ.
საქმე №ას-90-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2026
ამ მიმართებით კასატორი მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 976-ე და 982-ე მუხლებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს მოსარჩელის სამართლებრივ სიკეთეში ჩარევას, უდავოა, რომ მოპასუხე არღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, უარს აცხადებს ხელშეკრულების მისადაგებაზე და უნებართვოდ სარგებლობს მილსადენით გატარებული წყლით.
საქმე №ას-132-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2026
ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძვლად სსკ-ის 982-ე მუხლი იქნა მიჩნეული. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული ავტოფარეხის უკანონო მფლობელობის გამო ამ უკანასკნელებმა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა დაკარგეს, მათ უფლება ეძლევათ, ამოიღონ ეს ქონება ხელმყოფებისაგან.
საქმე №ას-199-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
საქმე №ას-218-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
საქმე №ას-71-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2026
საქმე №ას-913-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.04.2026
საქმე №ას-1118-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2026
საქმე №ას-1474-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.02.2026
საქმე №ას-1378-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.02.2026
საქმე №ას-850-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2025
საქმე №ას-1047-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
საქმე №ას-1080-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
საქმე №ას-1040-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
საქმე №ას-482-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
საქმე №ას-1209-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.10.2025
საქმე №ას-582-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2025
საქმე №ას-1095-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
საქმე №ას-1017-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.07.2025
საქმე №ას-217-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2025
საქმე №ას-1398-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2025
საქმე №ას-15-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.04.2025
საქმე №ას-229-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2025
საქმე №ას-212-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2024
საქმე №ას-140-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2024
საქმე №ას-894-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2024
საქმე №ას-542-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2024
საქმე №ას-696-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2024
საქმე №ას-16-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.06.2024
საქმე №ას-407-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2024
საქმე №ას-183-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2024
საქმე №ას-1084-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2024
საქმე №ას-1475-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2024
საქმე №ას-969-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2024
საქმე №ას-1079-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2024
საქმე №ას-312-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2024
საქმე №ას-1160-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2024
საქმე №ას-1334-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.12.2023
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 354-დან — დანარჩენი: «მთელი პრაქტიკა ამ მუხლზე».
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 982, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-982/