1. თუ ხელმყოფმა არ იცოდა უფლებამოსილების ხარვეზი, გარდა უხეში გაუფრთხილებლობისა, იგი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება, თუ ანაზღაურების მოთხოვნის სასამართლოში განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს გამდიდრების ნიშნები.
2. ხელმყოფი პირის მიერ გამოყენებული სიკეთის მიმართ გაწეული ხარჯები არ ამცირებს მისი გამდიდრების ოდენობას.
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1902 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 984. პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება 1. თუ ხელმყოფმა უხეში გაუფრ თხილებლობის გამო არ იცოდა უფლებამოსილების ხარვეზი, გარდა უხეში გაუფრთხილებლობისა, იგი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება, თუ იმ დროისათვის, როდესაც ანაზღაურების მოთხოვნა ის სასამართლო წში გარნხილვის მომებნტისათვის გადაეცემა, აღარ არსებობს გამდიდრების ნიშნები. 2. ხელმყოფი პირის მიერ გამოყენებული სიკეთის მიმართ გაწეული ხარჯები არ ამცირებს მისი გამდიდრების ოდენობას. საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1902 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(18)
საქმე №ას-1017-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2022
…მოსარჩელემ შეგნებულად თუ შეცდომით სხვის ქონებაზე გაწია ხარჯი, არამედ, თავის მხრივ, ნივთის უკანონო მფლობელობით სარგებელი მიიღო. ამ ფაქტობრივ სიტუაციაზე სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებას გამორიცხავს ამავე კოდექსის 984-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თა.ხმად ხელმყოფი პირის მიერ გამოყენებული სიკეთის მიმართ გაწეული ხარჯები არ ამცირებს მისი გამდიდრების ოდენობას. ჩარევის…
საქმე №ბს-833(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2020
…არის ბრალეულობის ნიშნები გაუფრთხილებლობის სახით, რის შედეგადაც ვერ იქნა აღქმული ქმედებაში სამართლებრივი ხარვეზების არსებობა, თუმცა მიუხედავად ამისა თსუ-ს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, რადგან ადგილი არ აქვს მის გამდიდრებას, რაც სკ-ის 984-ე მუხლის თანახმად პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველია. ამდენად, მოპასუხის სათანადოობის საკითხის გადაწყვეტაში სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა…
საქმე №ას-1163-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
…არა მარტო მოსარჩელემ შეგნებულად თუ შეცდომით სხვის ქონებაზე გაწია ხარჯი, არამედ, თავის მხრივ, ნივთის უკანონო მფლობელობით სარგებელი მიიღო. ამ ფაქტობრივ სიტუაციაზე სსკ-ის 987-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებას გამორიცხავს ამავე კოდექსის 984-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, ხელმყოფი პირის მიერ გამოყენებული სიკეთის მიმართ გაწეული ხარჯები არ ამცირებს მისი გამდიდრების ოდენობას. ჩარევის…
…რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი და შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 17.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 974-ე, 979-ე, 980-ე, 982-ე, 984-ე, 985-ე, 987-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით, მოწმეთა ჩვენებებით და დაადგინა, რომ მოსარჩელე…
…არ იცოდა სადავო ქონებაზე სამინისტროს საკუთრების წარმოშობისა და მის წინაშე თავისი უფლებამოსილების ხარვეზის თაობაზე, შესაბამისად, პალატის განმარტებით, ამ დრომდე ფართის სარგებლობის საფასურის გადახდის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა, სსკ-ის 984.1 მუხლის მიხედვით, უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო; 11.5. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ მოპასუხე 2014 წლის 13 მაისიდან 2014…