მუხლი 980. ხარჯებისა და დანაკლისის ანაზღაურების წესი
1. თუ მიმღებმა გასწია ხარჯები ან მას წარმოეშვა ქონებრივი დანაკლისი იმასთან დაკავშირებით, რომ საგანი სამუდამოდ შეძენილად მიაჩნდა, მაშინ იგი მოვალეა დააბრუნოს საგანი ხარჯებისა და დანაკლისის ანაზღაურების პირობით. ეს წესი არ გამოიყენება, როცა გადაცემული საგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი მიჩნეულ იქნეს სამუდამოდ შეძენილად.
2. ანაზღაურების მოვალეობანი 979-ე და 980-ე მუხლების მიხედვით უნდა შესრულდეს ერთდროულად. უკან დაბრუნების ხარჯები და რისკი ეკისრება შემსრულებელ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(67)
საქმე №ას-61-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2025
…რაიმე. თუ თავდაპირველ ვითომ-კრედიტორის მითითება საეჭვოა, მაშინ უკუმოთხოვნა შეიძლება მხოლოდ ახალი ვითომ-კრედიტორის მიმართ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ცხადყოფს, რომ ანაზღაურების მოვალეობის მიმართ შესაბამისად გამოიყენება 979-ე და 980-ე მუხლები. 15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად კონდიქციური დანაწესების (სსკ-ის 976-ე-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში…
საქმე №ას-1355-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.01.2023
…ხარჯები (მაგ; წყალთან, ბუნებრივ აირთან დაკავშირებული სარემონტო სამუშაოები და სხვა გაუმჯობესებანი) შესაძლოა უფლებამოსილი პირის ინტერესში ყოფილიყო და, ბუნებრივია, მას მესაკუთრის გამდიდრება მოჰყვა; ამასთან, სრულად გამოირიცხება სსკ-ის 980-ე მუხლის გამოყენება, რადგან ამ ნორმით „თუ მიმღებმა გასწია ხარჯები ან მას წარმოეშვა ქონებრივი დანაკლისი იმასთან დაკავშირებით, რომ საგანი სამუდამოდ შეძენილად…
საქმე №ას-71-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2022
…რაც გამორიცხავდა მისი ჩვენების დამაჯერებლობას. 5.16. მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ასევე უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან, სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა კი, განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 980-ე მუხლის პირველი ნაწილ. (თუ მიმღებმა გასწია ხარჯები ან მას წარმოეშვა ქონებრივი დანაკლისი იმასთან დაკავშირებით, რომ საგანი სამუდამოდ შეძენილად…
საქმე №ას-741-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2022
…საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე. 9. სსკ-ის 980-ე მუხლი ითვალისწინებს კონდიქციური ვალდებულების განსაკუთრებულ შემთხვევას, როცა ქონების უსაფუძვლოდ მიმღებს, იგი სამუდამოდ შეძენილად მიაჩნია და ამის გამო…
საქმე №ას-446-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2022
…სასამართლო განმარტავს, რომ იმავე მოტივაციითვე უნდა შეფასდეს აპელანტის პრეტენზია მესაკუთრისთვის გადაცემული 2 500 აშშ დოლარის გადაცემის თაობაზე, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით (დამატ. იხ. სსკ-ის 979-ე და 980-ე მუხლები). 11. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ არსებული სარჩელის ფარგლებში დასადგენია აპელანტის მიერ…
საქმე №ას-1838-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2022
საქმე №ას-975-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2022
საქმე №ას-633-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2021
საქმე №ას-590-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2021
საქმე №ას-529-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2021
საქმე №ას-734-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.11.2020
საქმე №ას-10-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.06.2020
საქმე №ას-1840-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2020
საქმე №ას-672-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2020