1. შემსრულებელს არ შეუძლია მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, თუ მის მიერ საქმეთა შესრულება ეწინააღმდეგება მეპატრონის ნებას ან არ შეესაბამება მის ინტერესებს. თუ შემსრულებელს შეეძლო სცოდნოდა ამის შესახებ, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებით გამოწვეული ზიანი.
2. ეს წესი არ მოქმედებს, თუ მეპატრონის ნება ეწინააღმდეგება კანონის ნორმებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(36)
საქმე №ას-286-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2023
…არაუფლებამოსილი შესრულების (დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების) ფარგლებში. ამ შემთხვევაში, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს 545-ე მუხლის მეორე ნაწილთან ერთად წარმოადგენს 973-ე მუხლი. აღნიშნული ნორმა უნდა განიმარტოს სამოქალაქო კოდექსის 974-ე მუხლთან ერთად, რომელიც 973-ე მუხლიდან საგამონაკლისო წესს ადგენს, კერძოდ, შემსრულებელს არ შეუძლია, მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, თუ…
საქმე №ას-1030-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2020
…თუ ეს წინაპირობები სახეზე არ არის, მხოლოდ მაშინ მოწმდება 986-ე მუხლის მიხედვით მოთხოვნის წარმატებულობა (იხ. „რეგრესის კონდიქციის გამოყენება გამორიცხულია, როდესაც ეს რეგრესი სხვაგვარად არის შესაძლებელი, მაგალითად, 969-ე, 974-ე მუხლების საფუძველზე“, რუსიაშვილი, „უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის სარეფორმო წინადადება“, თბილისი 2020, გვ. 90). 23. პალატა მიიჩნევს, რომ უკუმოთხოვნის უპირატესი…
…შეიტყო საქონლის გამოგზავნისას და მისი მოხსნისთვის გასწია 5300 აშშ დოლარის ხარჯი, თუმცა აღნიშნული ხარჯის გაწევის აუცილებლობაზე ნავსადგურისთვის არ უცნობებია და მასზე თანხმობა არ მიუღია. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 971-ე, 974.1 მუხლებით და ვინაიდან კომპანიამ ნავსადგურს წინასწარ არ აცნობა სანქციების მოხსნისათვის ხარჯის გაწევის თაობაზე, მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხისათვის 5300 აშშ…
…მიხედვით, შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული. 56. მოცემულ შემთხვევაში მოქმედებს და სასამართლოს მიერ შემოწმებას ექვემდებარება სსკ-ის 974-ე მუხლი [1. შემსრულებელს არ შეუძლ. მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, თუ მის მიერ საქმეთა შესრულება ეწინააღმდეგება მეპატრონის ნებას ან არ შეესაბამება…
საქმე №ას-1715-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2019
…შესახებ მითითება მას უსაფუძვლოდ მისცა. 12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 974.1 და 170.1 მუხლები გამოიყენა. 13. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების…