გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1006-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.02.2018 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე ი--- გ----------ი
(მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
წარმომადგენლები მხარდამჭერი გია გ----------ი
მოპასუხე ვ-–- გ----------ი
(მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
წარმომადგენელი მაია ჩხეიძე
გია გ----------ი
წარმომადგენელი ანა ქორიძე
დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება
შეგებებულ სარჩელში უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. ი--- გ----------ის სასარჩელო მოთხოვნა
1.1.ვ-–- გ----------ის უკანონო მფლობელობიდან რუსთავში, მეგობრობის გამზ კ-------------------ის (კოდი 0------------------) გამოთხოვა და ი--- გ----------ისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
1.2.ვ-–- გ----------ისათვის ყოველთვიურად 300 ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრის დღიდან ბინის სრულად გამოთავისუფლებამდე;
1.1. ვ-–- გ----------ის სასარჩელო მოთხოვნა
ი--- გ----------ის და გია გ----------ისათვის უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯების 17 058 ლარის დაკისრება.
ი--- გ----------ის სარჩელის გარემოებები
2010 წლის 1 ნოემბერს ვ-–- გ----------სა და ი--- გ----------ის მეურვეს გია გ----------ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად, ი--- გ----------მა ვ-–- გ----------ს დროებით სარგებლობაში გადასცა უძრავი ქონება მდებარე რუსთავში, მეგობრობის გამზ კ------------------ (კოდი 0------------------). შეთანხმებით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება პირველივე მოთხოვნისთანავე გამოეთავისუფლებინა ბინა გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს მოთხოვნიდან ერთი თვისა. მოპასუხე არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ბინის დაცლაზე უარს აცხადებს.
მოსარჩელე მოითხოვს ბინის ქირის დაკისრებას, რადგან ქონების დაბრუნების მოთხოვნის წარდგენით მხარეებს შორის ქირავნობის ურთიერთობა შეწყდა, რის გამოც ეკისრება ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო ბინის ქირის ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
მოპასუხე ვ-–- გ----------ი სარჩელს ცნობს ნაწილობრივ, მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და მოსამზადებელ სხდომაზე ცნო ბინიდან გამოსახლების მოთხოვნა, ხოლო თანხის დაკისრების მოთხოვნა არ ცნო, რადგან მხარებს შორის ქირავნობით ურთიერთობაზე შეთანხმება არ ყოფილა.
2. ვ-–- გ----------ის შეგებებული სარჩელის გარემოებები
ი--- გ----------ის მეურვესთან დადებული შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ვ-–- გ----------ს უნდა შეესრულებინა საცხოვრებელი ბინის სარემონტო სამუშაოები. შეთანხმების დადების დროს ბინა იყო საცხოვრებლად უვარგისი, არ იყო ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, ხანძრისგან იყო დაზიანებული. ბინაში შეცვალა და თავიდან გაიყვანა წყლის, კანალი---ციის მილები, ელექტროსადენები, სანტექნიკა. გალესა კედლები და ჭერი. დააგო იატაკი. დაამონტაჟა ცენტრალური გათბობა, ამ სამუშაოთა ღირებულება ექსპერტიზის დასკვნით შეადგენს 17 058.02 ლარს. 2010 წლის 1 ნოემბერს დადებული შეთანხმება ითვალისწინებს, რომ მას ევალებოდა ბინაში უზრუნველეყო ელემენტარული საცხოვრებელი პირობები (წყალი, კანალიზაცია, გაზი ელექტროენერგია) და მინიმალურად აუცილებელი რემონატი, რის შესახებ მხარეებს უნდა შეედგინათ აქტი. 2011 წლს 1 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა აქტი, რომლის თანახმად შესრულებული სამუშაოების ღირებულებაა 3800 ლარი. ეს თანხა არის წყლის, კანალი---ციის, ელექტროსადენების და გაზის მილების შეყვანის და სანტექნიკური მოწყობილობების ხარჯი. ამის შემდეგ ჩაატარა სახლის გალესვის და სხვა სამუშაოები. მხარეებს შორის დადებული შეთანხმება ითვალისწინებს ბინის რემონტისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, რის გამოც მოპასუხეებს ევალებათ ამ ხარჯების ანაზღაურება, რადგან აუცილებელი იყო ბინის საცხოვრებლად გამოყენებისათვის.
გია გ----------ი და ი--- გ----------ი შეგებებულ სარჩელს არ ცნობენ შემდეგი გარემოებების გამო:
2010 წლის 1 ნოემბრის შეთახმებით ვ-–- გ----------ს ბინა გადაეცა დროებითი სარგებლობისათვის, თუმცა სარგებლობა უსასყიდლო არ იყო და მესაკუთრისათვის ბინის სარგებელს შეადგენს ბინაში სარემონტო სამუშაოების შესრულება ვ-–- გორიჭიანის მიერ საკუთარი ხარჯით. შეთანხმების მიხედვით, შესრულებული სამუშაოები ვ-–- გ----------ს აუნაზღაურდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ი--- გ----------ი დაბრუნდებოდა ფსიქიატრიული კლინიკიდან და ვ-–- გ----------ი ბინაში ცხოვრებას ამის გამო ვერ შეძლებდა, ხოლო თუკი იგი ხანგრძლივად ისარგებლებდა ბინით, მას სარემონტო სამუშაოების ხარჯები არ აუნაზღაურდებოდა. მხარეები არიან ახლო ნათესავები, ვ-–- გ----------ი მანამდე ცხოვრობდა დაგირავებულ ბინაში, რომელიც უნდა დაეცალა და საცხოვრებლის გარეშე რჩებოდა. სადაო ბინა საცხოვრებლად უვარგისი იყო, საჭირო იყო ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შექმნისათვის აუცილებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რაშიც გია გ----------ი თავადაც ეხმარებოდა გარკვეული მასალების ტრანსპორტირებით. 2011 წლის 1 აგვისტოს შედგენილი აქტი სწორედ ამ აუცილებელი და ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შექმნისათვის საჭირო ხარჯებს შეეხება, ხოლო ექსპერტიზის ხარჯებში მითითებული სამუშაოები ჩატარდა მესაკუთრესთან შეუთანხმებლად და მხოლოდ ვ-–- გ----------ის პირადი საჭიროების გამო შესრულდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. რუსთავში, მეგობრობის გამზ კ------------------ (კოდი 0------------------) 2010 წლისათვის იყო საცხოვრებლად უვარგის მდგმარეობაში, ბინა იყო ხანძრისგან დაიზიანებული. შესაცვლელი იყო წლის, კანალი---ციის გაყვანილობა, ელექტროდენები, გაზის მილები. სანტექნიკური მოწყობილობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- 2010 წლის 1 ნოემბრის შეთახმების ასლი (ს.ფ. 14. ტომი 1)
- მხარეთა განმარტებები განმარტება ( სხდომის ოქმები ჩD დისკები)
- შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე (ს.ფ. 171-173. ტომი 1)
3.1.2. რუსთავში, მეგობრობის გამზ. კ------------------ (კოდი 0------------------) არის ვ-–- გ----------ის მფლობელობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 3, ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 75-80. ტომი 1)
3.2.3. რუსთავში, მეგობრობის გამზ კ------------------ (კოდი 0------------------) საიჯარო ქირის საორიენტაციო საბაზრო ღირებულება შეადგენს თვეში 300 ლარს.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას
- შპს "გლობალ აუდიტის" დასკვნა (ს.ფ. 15-17. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 75-80. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი--- გ----------ი ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მის მხარდამჭერად დანიშნულია გია გ----------ი. 2010 წლის 1 ნოემბერს შეთანხმების დადების დროისათვის გია გ----------ი იყო ი--- გ----------ის მეურვე.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით, გია გ----------ის განცხადება დაკმაყოფილდა; ი--- გ----------ი ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, სამედიცინო დაწესებულებებში-მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა, ზიანის თავიდან აცილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში-პენსიისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა აღდგენა, განახლება (განკარგვის გარეშე). საბანკო დაწესებულებებში პენსიისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა აღდგენა განახლება (განკარგვის გარეშე), შრომითი საქმიანობა, უძრავი ქონების მართვა (განკარგვის გარეშე), ადმინისტრაციულ ორგანოებში და სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განსახორციელებლად.
ამავე გადაწყვეტილებით, მზია გ----------ი ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, სამედიცინო დაწესებულებებში-მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა, ზიანის თავიდან აცილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში-პენსიისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა აღდგენა, განახლება (განკარგვის გარეშე). საბანკო დაწესებულებებში პენსიისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა აღდგენა განახლება (განკარგვის გარეშე), შრომითი საქმიანობა, უძრავი ქონების მართვა (განკარგვის გარეშე), ადმინისტრაციულ ორგანოებში და სასამართლოში წარმომადგენელობითი უფლებამოსილების განსახორციელებლად.
გია გ----------ი დაინიშნა ი--- გ----------ის და მზია გ----------ის მხარდამჭერად ზემოთ აღნიშნულ სფეროებში. მხარდაჭერის ვადა (მათი გადასინჯვის პერიოდულობა) განისაზღვრა 01 (ერთი) წლით.
თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით 1. გია გ----------ის განცხადება დაკმაყოფილდა; ი--- გ----------ი ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა, ზიანის თავიდან აცილება, სოციალური მომსახურების სააგენტოში პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, აღდგენა, განახლების თაობაზე განცხადების წარდგენა, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში საპენსიო ბარათის განახლება, აღდგენა, შეცვლა, საპენსიო ბარათის პინ-კოდის შეცვლის თაობაზე განცხადების წარდგენა, შრომითი საქმიანობა, უძრავი ქონების მართვა, ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე და 831-ე მუხლების შესაბამისად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის (განცხადების) აღძვრა, სარჩელის საგნის შეცვლა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება, სააღსრულებო ფურცლის აღება.
ამავე გადაწყვეტილებით, მზია გ----------ი ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა, ზიანის თავიდან აცილება, სოციალური მომსახურების სააგენტოში პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, აღდგენა, განახლების თაობაზე განცხადების წარდგენა, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში საპენსიო ბარათის განახლება, აღდგენა, შეცვლა, საპენსიო ბარათის პინ-კოდის შეცვლის თაობაზე განცხადების წარდგენა, შრომითი საქმიანობა, უძრავი ქონების მართვა, ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე და 831-ე მუხლების შესაბამისად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის (განცხადების) აღძვრა, სარჩელის საგნის შეცვლა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება, სააღსრულებო ფურცლის აღება.
გია გ----------ი დაინიშნა ი--- გ----------ის და მზია გ----------ის მხარდამჭერად ზემოთ აღნიშნულ სფეროებში. გია გ----------ს მიენიჭა უფლება დამოუკიდებლად განახორციელოს ზემოაღნიშნული უფლებები მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად. მხარდაჭერის ვადა (მათი გადასინჯვის პერიოდულობა) განისაზღვრა 05 (ხუთი) წლით.
ამდენად, ი--- გ----------ი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მის მხარდამჭერად დანიშნულია გია გ----------ი. გი მხარდამჭერად დანიშნულია მხარდაჭეტის მიმღების მიერ ზიანის თავიდან აცილების სფეროშიც.
ვ-–- გ----------თან 2010 წლის 1 ნოემბერს შეთანხმების დადების დროს გია გ----------ი იყო ი--- გ----------ის მეურვე.
ი--- გ----------ი დასთან მზია გ----------თან ერთად მკურნალობის მიზნით იმყოფება წალკის რაიონის სოფელ ბედიანში მდებარე სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას
- გადაწყვეტილებების ასლები (ს.ფ. 18-21. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 3-7, ტომი 1)
3.2.2. რუსთავში, მეგობრობის გამზ კ------------------ (კოდი 0------------------) ბინის მესაკუთრეა ი--- გ----------ი.
2016 წლის 12 ოქტომბერს გაცემული საჯარო რეესტრიდან თანახმად, რუსთავში, მეგობრობის გამზ კორპ 41, მე-3 სართული, ბინა 115-ის (კოდი 0------------------) მესაკუთრედ რეგისტრირებულია ი--- გ----------ი. საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2010 წლის 25 ნოემბრიდან 1992 წლის 11 დეკემბერს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას
- საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 22-23. ტომი 1)
3.2.3. 2010 წლის 1 ნოემბერს ვ-–- გ----------სა და ი--- გ----------ის მეურვეს შორის დადებულია წერილობითი შეთანხმება რუსთავში, მეგობრობის გამზ კ-------------------ის (კოდი 0------------------) ვ-–- გ----------ის სარგებლობაში გადაცემის შესახებ.
2010 წლის 1 ნოემბერს ვ-–- გ----------სა და ი--- გ----------ის მეურვეს გია გ----------ს შორის წერილობით დადებულია შემდეგი შინაარსის შეთანხმება: ერთის მხრივ ვ-–- გ----------ი (შემდგომ მოსარგებლე) და მეორეს მხრივ ი--- გ----------ი, შემდეგში მესაკუთრე, რომელსაც წარმოადგენს მეურვე გია გ----------ი, ვთანხმდებით, რომ „მესაკუთრე“ დროებით სარგებლობაში გადაცემს მოსარგებლეს მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას, მდებარე რუსთავი, მეგობრობის გამზ კ------------------ . მოსარგებლე ვალდებულია ბინაში უზრუნველყოს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები (წყალი, კანალიზაცია, ელექტროენერგია) და მინიმალურად აუცილებელი რემონტი. შესრულებული სამუშაოები და ხარჯები აისახება შესაბამის აქტში. ასევე მოსარგებლე იღებს ვალდებულებას მესაკუთრის პირველივე მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაცალოს ბინა გონივრულ ვადაში (არაუმეტეს ერთი თვისა).
2011 წლის 1 აგვისტოს ვ-–- გ----------სა და ი--- გ----------ის მეურვეს გია გ----------ს შორის შედგენილია წერილობითი აქტი, სადაც მითითებულია, რომ მოსარგებლემ მესაკუთრის ბინაში რუსთავში, მეგობრობის გამზ კ------------------ შეასრულა 2010 წლის 1 ნოემბრის დათარიღებული შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოები და საერთო დანახარჯმა შეადგინა 3800 ლარი. აქტში არ არის მითითებული თანხა ფულად ერთეულში, თუმცა მხარეთა განმარტების თანახმად, აქტში მითითებულია 3800 ლარი.
მხარეთა განმარტებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2010 წლისათვის სადაო საცხოვრებელი ბინა იყო საცხოვრებლად უვარგის მდგომარეობაში. ბინაში ექსპლოატაციისათვის უვარგისი იყო წყლის, კანალი---ციის, გაზის მილსადენები, ელექტროგაყვანილობა. ი--- გ----------ის მეურვის გია გ----------ის განმარტებით, ბინაში აუცილებლად შესაცვლელი იყო და უნდა დამონტაჟებულიყო წყლის, კანალი---ციის, გაზგაყვანილობის ახალი სისტემა, ასევე ახალი ელექტროსადენები. გია გ----------ის განმარტებით, ვ-–- გ----------მა ეს სამუშაოები მისი დახმარებითაც შეასრულა, დაეხმარა მასალების ტრანსპორტირებაში, გარკვეული მასალების შეძენაში. 2011 წლის 1 აგვისტოს აქტში მითითებული სამუშაოების ღირებულება არის სწორედ წლის, კანალი---ციის და ელექტროსადენების შეცვლის ხარჯები, ასევე სანტექნიკური მოწყობილობების ხარჯები. შეთანხმება სხვა ხარჯების ანაზღაურებას არ ითვალისწინებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ 2010 წლის 1 ნოემბრის შეთანხმებით გათვალისწინებულია ვ-–- გ----------ის მიერ უძრავ ქონებაზე გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება და არა ქონებაზე გაწეული ყოველგვარი ხარჯის ანაზღაურება.
რა შეიძლება შეფასდეს აუცილებელ ხარჯებად, ქონების მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა დადგინდეს და ამ საკითხზე სასამართლო გადაწყვტილების აღწერილობითი ნაწილის მომდევნო ნაწილში იმსჯელებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- შეთახმების ასლი (ს.ფ. 14. ტომი 1)
- აქტის ასლი(ს.ფ. 101. ტომი 1)
3.2.4. რუსთავში, მეგობრობის გამზ კ-------------------ში ვ-–- გ----------მა შეცვალა წყლის, კანალი---ციის მილები, ელექტროენერგიის სადენები, სანტექნიკა, გალესა კედლები, ჭერი, დააგო იატაკი, დაამონტაჟა ცენტრალური გათბობის სისტემა, დაამონტაჟა მეტალოპლასტმასის კარები. ექსპერტიზის დასკვნით ამ სამუშაოების ღირებულებაა 17 058.02 ლარი.
სსიპ ლევან სამხარულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 27 ივლისის დასკვნით, შეფასებულია რუსთავში, მეგობრობის გამზ კ-------------------ში არსებული შემდეგი სამუშაოები: იატაკის მოჭიმვის, ლამინატის იატაკის მოწყობის, მეტლახის დაგების, კედლების შელესვის, კედელზე თაბაშირ-მუყაოს მოწყობის და ამავე მასალით ტიხრის მოწყობის, კედლებზე კაფელის გაკვრის, შპალერის გასაკრავად კედლების დამუშავების და შპალერის გაკვრის, კედლების შეღებვის, ჭერის დამუშავების და ქაღალდის გაკვრის, შეღებვის სამუშაოები, კარნიზების მოწყობის, სველ წერტილებში შეკიდული ჭერის მონტაჟის, ხის ფანჯრების დამუშავების და შეღებვის, რკინის კარის დამუშავების და შეღებვის, მდფ-ის კარის მოწყობის, მეტალოპლასტმასის კარის მოწყობის, უნიტაზის, ხელსაბანის, ტრაპის, შემრევის, გამწოვი ვენტილატორი, სამზარეულოში ჭურჭლის სარეცხი ნიჟარის მოწყობის, ელ-გამანაწილებელი ფარის, ელ.ავტომატის მოწყობის, როზეტების, ჩამრთველების, სპილენძის სადენების და ჭერის სანათების მოწყობის სამუშაოები. ასევე რადიატორის ვენტილების, გათბობის ქვაბის, წყლის მილების, პლასტმასის მილების, ვენტილების მონტაჟის, წყლის ფილტრის მონტაჟის ხარჯები.
ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ბინაში არსებულ სამუშაოებზე შეიმჩნევა სიძველის და მექანიკური ცვეთის კვალი, რომლის შეფასება ინჟინერ-ექსპერტის კომპეტენციაში არ შედის.
მოპასუხე არ ეთანხმება ამ ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნას იმ საფუძვლით, რომ სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულდა ვ-–- გ----------ის მიერ საკუთარი ინიციატივით, შეთანხმების პირობების დარღვევით, რადგან შეთანხმება გულისხმობს მხოლოდ მინიმალურად აუცილებელი სამუშაოების შესრულებას.
მხარეთა განმარტებებიდან გამომდინარე საქმეზე დასადგენი მნიშვნელოვანი გარემოებაა სადაო ბინაში ჩატარებული სამუშაოები წარმოადგენს თუ არა ბინის საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენებისათვის აუცილებელ ხარჯებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე (სსსკ-ის მე-4 მუხლის), რომლის არსი მდგომარეობს შემდეგში - მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
შეგებებული სარჩელის ავტორმა ხარჯების საკითხზე მტკიცებულებად წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვა, რომელშიც მითითებული სამუშაოების შესრულების ფაქტი მხარეებს შორის დავას არ იწვევს. მხარეებს შორის სადაოა შესრულებული სამუშაობის აუცილებლობა, რაც ბინის საცხოვრებლად გამოყენებას უზრუნველყოფდა. ასევე სადაოა, სამუშაოების შესახებ ინფორმირებული იყო თუ არა ბინის მესაკუთრე და არსებობდა თუ არა მესაკუთრის თანხმობა ამ სამუშაოების შესრულებაზე.
2010 წლის 1 ნოემბერს დადებული შეთანხმებით ვ-–- გ----------მა იკისრა ბინაში მინიმალურად აუცილებელი სამუშაობის შესრულების ვალდებულება. შეთანხმებაში მითითებულია, რომ ეს სამუშაოებია წყლის, კანალიზაციის, ელექტროენერგიის, გაზის გაყვანის სამუშოები. შეთანხმება ითვალისწინებს ამ სამუშაოების შესრულების შესახებ აქტის შედგენას. 2011 წლის 1 აგვისტოს შედგენილი აქტის თანახმად, სადაო ბინაში შესრულებულია 2010 წლის 1 ნოემბრის აქტში მითითებული სამუშაოები და საერთო დანახარჯმა შეადგინა 3800 ლარი. აქტში არ არის მითითებული შესრულებული სამუშაოების კონკრეტული ჩამონათვალი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბინაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება ამ აქტის საფუძველზე ვერ შეფასდება და ეს აქტი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულებად ვერ შეფასდება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 2010 წელს ბინის მდგომარეობის და 2010 წლის 1 ნოემბრის შეთანხმების შინაარსიდან გამომდინარე ბინაში ჩასატარებელი იყო არა კოსმეტიკური ან მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, არამედ კაპიტალური სამუშაოები. მხარეებს შორის 2010 წლის 1 ნოემბერს დადებულ შეთანხმებით დასტურდება, რომ ბინაში შესასრულებელი იყო წყლის, კანალიზაციის, გაზის, ელექტროენერგიის მიწოდების კომუნიკაციების გაყვანის სამუშაოები. შეთანხმებაში ეს სამუშაოები მითითებულია, როგორც ბინაში ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შექმნისათვის საჭირო სამუშაოები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბინის დანიშნულებით, საცხოვრებლად გამოყენებას მხოლოდ წყლის, კანალიზაციის მილების, გაზგაყვანილობის, ელექტროსადენების გაყვანის სამუშაოების შესრულება ვერ უზრუნველყოფს. ჩატარებული სამუშაოებიდან აუცილებელ ხარჯებს წარმოადგენს კედლების და ჭერის გალესვის სამუშაოები, კაფელის და მეტლახის დაგების ხარჯები, უნიტაზის, ხელსაბანის, სამზარეულოს ნიჟარის შეძენის და მონტაჟის, კედლების და ჭერის დამუშავების და შეღებვის სამუშაოები, ელექტროჩამრთველების, როზეტების, სველ წერტილებში შეკიდული ჭერის სამუშაოები, ტრაპის, სააბაზანო ოთახის ვენტილატორის, ჭერის სანათის, ხის კარის დამუშავების და შეღებვის, რკინის კარის დამუშავების და შეღებვის ხარჯები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ისეთ ვითარებაში, როცა ბინაში ხელახლა იყო დასამონტაჟებელი წყლის, კანალიზაციის მილები, ელექტროსადენები, გაზგაყვანილობა, მხოლოდ ამ სამუშაოების შესრულება ბინის საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში მოყვანას ვერ უზრუნველყოფდა. ასევე აუცილებელი იყო ამ კომუნიკაციების გაყვანის შემდეგ კედლების და ჭერის გალესვის, დამუშავების და შეღებვის სამუშაოები, კაფელის და მეტლახის დაგების სამუშაოების შესრულება, სანტექნიკური დანადგარების – უნიტაზის, ხელსაბანის, სააბაზანო ოთახში შეკიდული ჭერის, ტრაპის და ვენტილაციის მოწყობის სამუშაოები, სამზარეულო ნიჟარის მონტაჟის სამუშაოები. სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე ბინის საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენებისათვის საჭირო სამუშოებად უნდა შეფასდეს კარებების დამუშავების და შეღებვის სამუშაოები, რადგან ვ-–- გ----------ისათვის ბინის გადაცემის დროს კარებებიც დაზიანებული იყო, ისინი მოსარჩელეს არ შეუცვლია ახლით და შეასრულა მათი აღდგენის სამუშაოები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-–- გ----------ის მიერ შესრულებული სამუშაოების ნაწილი არ წარმოადგენს უძრავი ნივთით სარგებლობისათვის აუცილებელ ხარჯებს და ისინი შესრულდა ბინის მესაკუთრისგან უფლებამოსილი პირის თანხმობის გარეშე.
კერძოდ, ი--- გ----------ის მეურვის თანხმობის გარეშეა შესრულებული გათბობის სისტემის მონტაჟი, მეტალოპლასტმასის კარების მონტაჟი, თაბაშირმუყაოს ფილების კედლებზე გაკვრა, თაბაშირმუყაოს ფილით ტიხრის მონტაჟი, ჭერის კარნიზები, შპალერის გაკვრის სამუშაოები, ლამინატის დაგების სამუშაოები.
შეგებებული სარჩელს ავტორს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის დასტურად, რომ ამ სამუშაოებს ასრულებდა ი--- გ----------ის მეურვის თანხმობით, რომ მეურვე ინფორმირებული იყო ამ სამუშაოების შესახებ და ისინი არ გაუპროტესტებია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ უძრავი ნივთის მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის აუცილებელ სამუშაოებად უნდა შეფასდეს ის სამუშაოები, რაც უზრუნველყოფდა ბინისთვის კომუნალური მომსახურების კომუნიკაციების მონტაჟს, სამუშაოები რაც კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებს წარმოადგენს.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, იატაკზე მოჭიმვის, მეტლახის დაგების, კედლების ქვიშა-ცემენტით და გაჯით შელესვის, კედლებზე კაფელის მოწყობის, ჭერის ფითხით დამუშავების, ჭერზე ქაღალდის გაკვრის და შეღებვის, ჭერების ფითხით დამუშავების და შეღებვის, სველ წერტილებში შეკიდული ჭერის მოწყობის, ხის ფანჯრების და კარების დამუშავების და შეღებვის, უნიტაზის, ხელსაბანის, შემრევის, ტრაპების, გამწოვი ვენტილატორის მოწყობის, სამზარეულოში ჭურჭლის სარეცხი ნიჟარის მოწყობის, ელექტრო გამანაწილებელი ფარის მოწყობის, ელ. ავტომატის მოწყობის, როზეტების და ჩამრთველების მოწყობის, სპილენძის სადენების და ჭერის სანათების მოწყობის სამუშაოების ღირებულებაა 9256,02 ლარი, რაც არის ბინის დანიშნულებით სარგებლობისათვსი აუცილებელი სამუშაოების ღირებულება.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 130-148. ტომი 1)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ი--- გ----------ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს უნდა დაეკისროს უძრავი ქონების გამოთავისუფლება, ხოლო ბინის ქირის ანაზღაურების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს დაეკისროს ბინის საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენებისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 567-ე, 317-ე, 50-ე, 531-ე, 327-ე, 545-ე, 548-ე, 615-ე, 536-ე, 619-ე, 620-ე, 547-ე, 969-ე, 971-ე, 973-ე, 974-ე, 463-ე, 995-ე, 103-ე, 104-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.
საკუთრების უფლების შინაარსში შედის მესაკუთრის უფლებამოსილება ისარგებლოს, ფლობდეს კუთვნილ ნივთს, განკარგოს იგი ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე კანონისმიერი ან სახელშეკრულებო შემოჭვის ფარგლებში. მესაკუთრეს დასახელებულ ნორმაში მითითებული უფლებამოსილებები გააჩნია კანონისმიერი ან სახელშეკრულებო შემოჭვის ფარგლებში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტური უფლება არ არის და მესაკუთრის უფლება შემობოჭილია სხვათა მართლზომიერი უფლებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
ამ ნორმის საფუძველზე ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობისათვის აუცილებელია სამი ფაქტობრივი გარემოების ერთობლივად არსებობა. მოსარჩელე უნდა იყოს სადაო ქონების მესაკუთრე; მოპასუხის მფლობელობაში უნდა იყოს სადაო ქონება; მოპასუხე მოსარჩელის ქონებას უნდა ფლობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
მოპასუხე ვ-–- გ----------მა ცნო სასარჩელო მოთხოვნა რუსთავში, მეგობრობის გამზ კორპ 41, ბინაზე N115 მისი მფლობელობის აღკვეთის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. 2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია. მოპასუხემ ცნო სარჩელი სადაო უძრვი ქონებიდან მისი გამოსახლების შესახებ, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ასანაზღაურებლად ბინის ქირის დაკისრების შესახებ.
მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 567-ე მუხლი, რომლის თანახმად, 1. თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება. 2. ბათილია შეთანხმება, რომლითაც დამქირავებელს ეკისრება ზიანის ანაზღაურება იმაზე მეტი ოდენობით, ვიდრე მიყენებული იყო.
ამდენად, მოსარჩელე მოითხოვს გაქირავებული ნივთის დაუბრუნებლობის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებლად დადგენილი ქირის გადახდას. ამ ნორმის გამოყენების წინაპირობაა მხარეებს შორის ქირავნობის ხელშეკრულების არსებობა, რადგან კანონი ითვალისწინებს დაქირავებული ნივთის დაბრუნების დაყოვნებისათვის დადგენილი ქირის გადახდას, როგორც ზიანის ანაზღაურებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ან ხელშეკრულებათა შინაარსი. ამ ნორმით აღიარებულია სამოქალაქო სამართლის ძირითადი პრინციპი - მხარეთა ნების ავტონომია, რაც ნიშნავს პირის უფლებას საკუთარი სურვილისამებრ დადოს ხელშეკრულება და განსაზღვროს მისი შინაარსი.
მხარეებს შორის სადაო საკითხია მათ შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე წარმოშობილი გარიგების ძირითადი არსი რაში მდგომარეობს, სასყიდლიანი სარგებლობას ითვალისწინებს თუ არა. შესაბამისად წამოჭრილია ხელშეკრულების განმარტების აუცილებლობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2010 წლის 1 ნოემბერს დადებული წერილობითი შეთანხმებით, რომლის საფუძველზე ვ-–- გ----------ს სარგებლობაში გადაეცა ი--- გ----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - საცხოვრებელი ბინა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შეთანხმება ვ-–- გ----------ის მიერ ბინის სარგებლობის სანაცვლოდ მესაკუთრისათვის ანაზღაურების გადახდას არ ითვალისწინებს და თავისი არსით ქირავნობის ხელშეკრულება არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.
ქირავნობა წარმოადგენს ორმხრივ, კონსენსუალურ და სასყიდლიან ვალდებულებით -სამართლებრივ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ხელშეკრულების ერთი მხარე — გამქირავებელი კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულების მეორე მხარეს- დამქირავებელს დროებით სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ნივთი, მისცეს დამქირავებელს ნივთით სარგებლობის შესაძლებლობა ხელშეკრულების ვადის განმავლობაში, ხოლო დამქირავებელი, ვალდებულია გადაუხადოს გამქირავებელს ხელშეკრულებით შეთანხმებული ქირა
ქირავნობის ხელშეკრულება ჩვეულებრივი ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულებაა და შესაბამისად, მის მიმართ გამოიყენება გარიგებისა და ხელშეკრულების დადების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, 1. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. 2. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ქირავნობა სასყიდლიანი ურთიერთობაა. დამქირავებელი მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ნივთის სანაცვლოდ გამქირავებელს უხდის შეთანხმებულ ქირას. შესაბამისად, ქირა ქირავნობის ხელშეკრულების არსებითი პირობაა და ქონების სარგებლობაში გადაცემის შეთანხმება ქირავნობად ითვლება, თუ მხარეთა შეთანხმებით ქონების სარგებლობის სანაცვლოდ მოსარგებლემ ბინის მეპატრონეს უნდა გადაუხადოს ქირა. ამდენად, ქირავნობითი ურთიერთობა გამქირავებლისათვის სარგებლის, შემოსავლის მიღების შესახებ შეთანხმებაა.
სადაო შეთანხმების შინაარსიდან არ გამომდინარეობს ვ-–- გ----------ის ვალდებულება, ბინის მესაკუთრისათვის გადაეხადა ბინის ქირა იმ სახით, რომ ბინის ქირის ანგარიშში გაეწია ბინაზე კაპიტალური ხარჯები. შეთანხნებაში ქირის ოდენობა მითითებული არ არის და არც საქმის სხვა გარემოებებიდან ირკვევა ქირის ოდენობაზე შეთანხმება. 2010 წლის 1 ნოემბერს დადებული შეთანხმებით გათვალისწინებულია ვ-–- გ----------ის მიერ შესრულებული სამუშაოების და მათი ხარჯების შესახებ აქტის შედგენა. სამუშაოების ხარჯების შესახებ აქტის შედგენის მი---ნს წარმოადგენს ამ ხარჯების ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხარჯების დათვლის მიზანი გაურკვეველი რჩება.
მოპასუხის განმარტებით, სამუშაოების ხარჯები ანაზღაურდებოდა თუკი ვ-–- გ----------ი ბინის ხანგრძლივად სარგებლობას ვერ შეძლება და ვერ ისარგებლებდა ჩატარებული სამუშაოების შედეგით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი შეთანხმების არსებობა არ გამომდინარეობს წერილობით გაფორმებული შეთანხმების შინაარსიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 545-ე მუხლის თანახმად, 1. გამქირავებელი ვალდებულია დამქირავებელს აუნაზღაუროს ნივთზე გაწეული აუცილებელი ხარჯები. 2. სხვა ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება განისაზღვრება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 548-ე მუხლის თანახმად, 1. მიმდინარე რემონტის ჩატარება, ჩვეულებრივ, ევალება დამქირავებელს. მას არა აქვს საცხოვრებელი სადგომის გადაკეთების ან რეკონსტრუქციის უფლება გამქირავებლის თანხმობის გარეშე. 2. დამქირავებელი მოვალეა ეს სამუშაოები შეასრულოს საკუთარი ხარჯებით. 3. გამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია დამქირავებლის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობით.
ამ ნორმებით განსაზღვრულია, რა სამუშაოების შესრულება ევალება დამქირავებელს საკუთარი ხარჯით და რა სამუშაოები უნდა აუნაზღაუროს გამქირავებელმა. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 545-ე მუხლის ადგენს გამქირავებლის კანონისმიერ ვალდებულებას, აუნაზღაუროს დამქირავებელს ქირავნობის საგანზე გაწეული აუცილებელი და სხვა ხარჯები. ამ ვალდებულებას კანონი გამქირავებელს აკისრებს მიმდინარე (კოსმეტიკური ) რემონტის ჩატარების ვალდებულების საპირწონედ, რომელიც ეკისრება დამქირავებელს. თავისი სამართლებრივი ბუნებით ეს ნორმა იმპერატიულია, თუმცა მხარეებს მაინც შეუძლიათ შეთანხმდნენ საწინააღმდეგო წესზე.
მოსარჩელე ქირის ოდენობად მიუთითებს თვეში 300 ლარს, რის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს 2016 წლის 28 სექტემბერს შედგენილი შპს „გლობალ აუდიტის“ საექსპერტო დასკვნა, რომელიც ასახავს ბინის ქირის ღირებულებას დასკვნის შედგენის დროისათვის 2016 წლის მდგომარეობით, როცა გაწეული ხარჯების შედეგად ბინის სამეურნეო დანიშნულება მკვეთრად გაუმჯობესებულია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც რომ სადაო ურთიერთობა ქირავნობად შეფასდეს და გამქირავებლის სარგებლად მოსარგებლის მიერ ბინის კაპიტალური ხარჯების გაწევა, არ ირკვევა შეთანხმებული ბინის ქირის ოდენობა, რის გადაუხდელობის სანაცვლოდ ვ-–- გ----------ს უნდა შეესრულებინა აუცილებელი კაპიტალური ხარჯები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ 2010 წლის 1 ნოემბრის შეთანხმებით მხარეებს შორის წარმოიშვა თხოვების სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც ითვალისწინებს მოსარგებლის ვალდებულებას შეასრულოს უძრავი ნივთის დანიშნულებით სარგებლობისათვის აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 615-ე მუხლის თანახმად, თხოვების ხელშეკრულებით გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის.
თხოვება წარმოადგენს ორმხრივ, კონსენსუალურ და უსასყიდლო ვალდებულებით-სამართლებრივ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ხელშეკრულების ერთი მხარე —გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულების მეორე მხარეს — მონათხოვრეს გადასცეს ქონება უსასყიდლო სარგებლობისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით.
თხოვების ქირავნობით ურთიერთობისგან განმასხვავებელი არსებითი ელემენტია თხოვების უსასყიდლო ხასიათი, რადგან თხოვების დროს ქონების მოსარგებლე გამნათხოვრებელს არ უხდის ქონების სარგებლობის საფასურს.
ქირავნობის ხელშეკრულების შემთხვევაში აუცილებელია სახეზე იყო შეთანხმება გადასახდელი ქირის შესახებ, რადგან ქირავნობით ურთიერთობაში ხელშეკრულების არსებითი პირობაა ქირაზე შეთანხმება.
მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმებიდან არ გამომდინარეობს, რომ ბინის მესაკუთრისათვის ბინის სარგებელს წარმოადგენს ვ-–- გ----------ის მიერ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება, რის სანაცვლოდ ვ-–- გ----------ს არ უნდა გადაეხადა ყოველთვიური ბინის ქირა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 2010 წლის 1 ნოემბრის შეთანხმებაში პირდაპირ გათვალისწინებული არ არის ვ-–- გ----------ისათვის შესრულებული სამუშაოების ხარჯების ანაზღაურება, თუმცა შეთანხმების შინაარსიდან და მხარეთა მიერ განხორციელებული მოქმედებებიდან არ გამომდინარეობს, რომ ვ-–- გ----------ს ყოველთვიურად ბინის ქირის გადახდის სანაცვლოდ უნდა შეესრულებინა სარემონტო სამუშაოები.
შეთანხმებით გათვალისწინებულია შესრულებული სამუშაოების და მათი ღირებულების ასახვა მხარეთა მიერ შედგენილ აქტში. სასამართლოს მიაჩნია, რომ თუკი მხარეთა ნება იყო ვ-–- გ----------ისათვის სამუშაოების შესრულების ვალდებულების დაკისრება ამ სამუშაოების ხარჯების ანაზღაურების გარეშე, მაშინ ისინი არ გაითვალისწინებდნენ სამუშაოების შესრულების შესახებ აქტის შედგენას და მისი ღირებულების დადგენას. შესაბამისად, ასეთი აქტის შედგენის მი---ნს წარმოადგენდა სამუშაოების ღირებულების განსაზღვრა, რის მი---ნი თავის მხრივ ხარჯების ანაზღაურებაა.
მოპასუხის განმარტებით, ხარჯები ანაზღაურდებოდა იმ პირობით, თუ ვ-–- გ----------ი ქონების ხანგრძლივად სარგებლობას ვერ შეძლებდა, ხოლო თუკი ხანგრძლივი ვადით იცხოვრებდა ბინაში, თავად იგი ისარგებლებდა მის მიერვე გაწეული ხარჯებით განხორციელებული სამუშაოების შედეგით, რის სანაცვლოდ მესაკუთრეს ქირას არ გადაუხდიდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარი პირობა არ გამომდინარეობს მხარეთა შეთანხმებიდან, რადგან წერილობითი შეთანხმებით გათვალისწინებულია შესრულებული სამუშაოების და ღირებულების შესახებ აქტის შედგენა, რომლის მი---ნს შეიძლება წარმოადგენდეს ხარჯების ანაზღაურება, რადგან არც შეთანხმებაში და არ შემდგომ შედგენილ სამუშაოების აქტში არ არის მითითებული იმის შესახებ, რომ ეს სამუშაოები ბინის მესაკუთრის სასარგებლოდ უნდა შეესრულებინა ვ-–- გ----------ს საკუთარი ხარჯებით და ურთიერთობის დასრულების შემდეგ არ აუნაზღაურდებოდა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა, რადგან არ დასტურდება ქირის ოდენობაზე შეთანხმება. ქირავნობით ურთიერთობაში ქირა არის ამ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებითი პირობა, რის გამოც ამ შემთხვევაში სახეზე არ არის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი უფლება-მოვალეობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 536-ე მუხლის 1. თუ გაქირავებულ ნივთს აღმოაჩნდება ნაკლი, მაშინ დამქირავებელს ქირა შეუმცირდება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც შემცირდა ნივთის ვარგისიანობა ნაკლის გამო. ნაკლის გამოსწორებისას ეს უფლება ძალას კარგავს. უმნიშვნელო ნაკლი მხედველობაში არ მიიღება. 2. საცხოვრებელი სადგომის დამქირავებლისთვის აშკარად საზიანო ქირავნობის ხელშეკრულება ბათილია.
ეს ნორმა ითვალისწინებს ქირის შემცირებას ქირავნობის საგნის ნაკლის გამო იმ ზომით, რა მოცულობითაც შემცირდა ნივთის ვარგისიანობა ნაკლის გამო. ქირავნობითი ურთიერთობის არსიდან გამომდინარე ნივთის ნაკლის გამოსწორება გამქირავებლის ვალდებულებაა, რადგან მას ეკისრება დამქირავებლისათვის უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულება, ხოლო ნაკლის არსებობის შემთხვევაში მის გამოსწორება. ნაკლის შემთხვევაში დამქირავებელს აქვს შეღავათის უფლება, გადაიხადოს შემცირებული ქირა ვიდრე ნაკლი არ აღმოიფხვრება.
მხარდამჭერის გია გ----------ის განმარტებით, ნაკლის გამოსწორებისათვის ხარჯების გადახდის სანაცვლოდ ვ-–- გ----------ს არ უნდა გადაეხადა ქირა, რადგან თავად ისარგებლებდა შესრულებული სამუშაოების შედეგებით. ამდენად, მოპასუხის განმარტებიდან გამომდინარე, ვ-–- გ----------ი ბინის ქირის გადახდის ვალდებულების სანაცვლოდ ასრულებდა საკუთარი ხარჯით სამუშაოებს, რაც ქირავნობითი ურთიერთობის მანძილზე ქირის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლებას ნიშნავს. თუკი ქონების მოსარგებლეს ქირა არ უნდა გადაეხადა ქირავნობითი ურთიერთობის არცერთ ეტაპზე, ნიშნავს, რომ ქირის ოდენობაზე მხარეები არ შეთანხმებულან და მათ შორის ქირავნობის ხელშეკრულება არ დადებულა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ 567-ე მუხლით დადგენილი ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, მხარეებს შორის ქირავნობის ხელშეკრულების არსებობა არ დასტურდება, რის გამოც ზიანის ასანაზღაურებლად ქირის დაკისრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. ვ-–- გ----------ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და აუნაზღაურდეს უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯებიდან მხოლოდ აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 619-ე მუხლის თანახმად, 1. მონათხოვრემ უნდა გასწიოს ნათხოვარი ნივთის მოვლისათვის საჭირო ჩვეულებრივი ხარჯები. 2. გამნათხოვრებლის მოვალეობა სხვა ხარჯების ანაზღაურების თაობაზე განისაზღვრება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესებით.
ამ ნორმის საფუძველზე მონათხოვრემ, ქონების მოსარგებლემ უნდა გასწიოს მის სარგებლობაში არსებულ ქონების მოვლისათვის ჩვეულებრივი ხარჯები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ხარჯები არ ანაზღაურდება გამნათხოვრებლის მიერ. გამნათხოვრებელს ეკისრება ვალდებულება, აანაზღაუროს ნათხოვარ ნივთზე გაწეული ისეთი ხარჯები, რომლებიც არ მიეკუთვნება ნივთის მოვლისათვის საჭირო ჩვეულებრივ ხარჯებს, რომლებიც უნდა გასწიოს მონათხოვრემ საკუთარი ხარჯით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნივთის მოვლისათვის ჩვეულებრივი ხარჯს განეკუთვნება ისეთი სამუშაოების შესრულება, რაც აუცილებელია ნივთის დანიშნულებით სარგებლობის მიზნის შენარჩუნებისათვის და ემსახურება ნივთის დანიშნულების გაუარესების თავიდან აცილებას. ასეთ ხარჯებს არ განეკუთვნება ბინაში წყლის, გაზის, კანალიზაციის გაყვანილობის, ელექტროსადების გაყვანი, ელექტროჩამრთველების, როზეტების, სანტენიკური მოწყობილობების - ინუტაზის, ხელსაბანის, აბაზანაში გამწოვი ვენტილატორის, სამზარეულო ნიჟარის, კაფელსი და მეტლახის დაგების სამუშაოები, იატაკის მოჭიმვის, კედლების და ჭერის გალესვის, მათი შეღებვის სამუშაოები. ასევე ბინაში არსებული ხის კარ-ფანჯრის დამუშავების შეღებვის სამუშაოები.
ეს სამუშაოები არ წარმოადგენს ჩვეულებრივ ხარჯებს. ჩვეულებრივ ხარჯებად მიიჩნევა ისეთი სამუშაოები, რაც ქონების მოვლა-პატრობის მიზნითაა გაწეული და მათი მიზანია ქონების მდგომაროების, მისი სამეურნეო დანიშნულების შენარჩუნება, რათა ქონების მდგომარეობა არ გაუარესდეს. ჩვეულებრივია ხარჯები, რომლებიც აუცილებელია ნივთის ვარგისიანობის შენარჩუნებისათვის. ჩვეულებრივ ხარჯებში იგულისხმება ნივთის მიმდინარე რემონტის ხარჯები, რადგან 619-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარე მონათხოვრეს ეკისრება ვალდებულება გაუფრთხილდეს მისთვის უსასყიდლოს გადაცემულ ქონებას, გასწიოს მისი მოვლა-პატრონობის ხარჯები.
ზემოთმითითებული სამუშაოები განეკუთვნება უძრავი ნივთზე კაპიტალურ ხარჯებს, საცხოვრებელი ბინის დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის აუცილებელ ხარჯებს, რომლის ანაზღაურება გათვალისწინებულია მხარეებს შორის დადებული წერილობითი შეთანხმებით. შეთანხმების შინაარსიდან გამომდინარე ვ-–- გ----------მა იკისრა ვალდებულება შეესრულებია ბინის სარგებლობისათვის აუცილებელი სამუშაოები და მინიმალურად აუცილებელი რემონტი, რაც ბინის ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე გულისხმობდა ბინაში კომუნალური მომსახურების ყველა კომუნიკაციის ქსელის თავიდან გაყვანას. ამ საკომუნიკაციო ქსელების (წყლის, კანალიზაციის, გაზის და ელექტროსადენების) გაყვანის თანმდევი შედეგია კედლების შელესვა, ჭერის შელესვა, სანტექნიკური მოწყობილობების მონტაჟი, რაც საცხოვრებელ ბინაში ელემენტარული სანიტარული წესრიგის უზრუნველყოფისათვის არის საჭირო. ამ სამუშაოების შედეგად აღმოიფხვრა სადაო ბინის ნივთბრივი ნაკლი, ხოლო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 9256,02 ლარს, რომლის ანაზღაურება შეთანხმების საფუძველზე ეკისრება ბინის მეპატრონეს.
ხარჯების ანაზღაურების გამორიცხავ გარემოებას არ წარმოადგენს მოპასუხის ის მოსაზრება, რომ ამ სამუშაოთა შედეგით ხანგრძლივი ვადით ისარგებლა ვ-–- გ----------მა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე №ას-744-705-2015) ქირავნობითი ურთიერთობის საფუძველზე დამქირავებელს არ აუნაზღაურდა დაქირავებულ ქონებაზე გაზგაყვანილობის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარჯები იმ საფუძვლით, რომ ამ ინფრასტრუქტურით სარგებლობდა დამქირავებელი, მათ შორის ქირავნობითი ურთიერთობის დასრულების შემდეგაც.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში დავა შეეხება საცხოვრებელი სადგომის სარგებლობას. მართალია თხოვების სამართალურთიერთობაში ქონების მეპატრონე სარგებელს არ იღებს, მისი მხრიდან ხელშეკრულების დადების მოტივი უანგაროა, რის გამოც კანონი ითვალისწინებს გამნათხოვრებლის პასუხისმგებლობის შეზღუდვას, მას ეკისრება პასუხისმგებლობა მხოლოდ განზრახ ან გაუფრთხილებლად მიყენებული ზიანისათვის. თუმცა ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათის მიუხედავად, კანონი მონათხოვრეს აძლევს გარკვეული უფლებას და შესაბამისად ქონების მეპატრონეს აკისრებს ვალდებულებას აუნაზღაუროს ნივთზე გაწეული ის ხარჯები, რაც ჩვეულებრივი სარგებლობისათვის საჭირო დანიშნულებას აღემატება. ამ შემთხვევაში საკითხი შეეხება საცხოვრებელი ბინის სარგებლობას, რაც სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებას არ გულისხმობს და ამგვარი სარგებლობით რაიმე ქონებრივი სარგებელი ვ-–- გ----------ს არ მიუღია. იგი მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ბინას იყენებდა საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, რაც არ შეიძლება შეფასდეს მისთვის ქონებრივი სარგებლის მომტან გარიგებად, ქმედებად, რის გამოც მან დაზოგა საკუთარი ხარჯი, რაც შესაძლოა სხვაგვარ ურთიერთობაში ბინით სარგებლობის სანაცვლოდ გადაეხადა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ როგორც ქირავნობითი, ისე თხოვების სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ქონების მეპატრონის მხრიდან ანაზღაურებას ექვემდებარება ნივთზე გაწეული აუცილებელი ხარჯები, მით უფრო რომ სადაო შემთხვევაში ასეთი ხარჯების ანაზრაურების შესახებ მხარეებს შორის დადებულია წერილობითი შეთანხმება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ უძრავი ქონების სარგებლობის შედეგად გამოწვეული ცვეთა არ ამცირებს ხარჯების ოდენობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 620-ე მუხლის თანახმად, ნათხოვარი ნივთის ცვლილებებისა თუ გაუარესებისათვის მონათხოვრე პასუხს არ აგებს, თუკი ეს გამოწვეულია ხელშეკრულების შესატყვისი სარგებლობით. ექსპრტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ჩატარებულ სამუშაოებზე აღინიშნება სიძველის და მექანიკური ცვეთის კვალი, მაგრამ დასკვნაში არ არის მითითებული, რომ ჩატარებული სამუშაოები ექსპლოატაციის შედეგად იმდენად გაუარესებულია, რომ საჭიროა მათი ხელახლა შესრულება. ამდენად, სახეზეა ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენებით გამოწვეული ცვეთა, რაზეც პასუხისმგებლობა ნივთის მოსარგებლეს არ ეკისრება.
ნივთის ცვეთის გამო პასუხისმგებლობა ასევე არ ეკისრება ნივთის მოსარგებლეს ქირავნობით ურთიერთობაში. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 547-ე მუხლის თანახმად, გაქირავებული ნივთის ცვლილებების ან გაუარესებისათვის, რაც გამოწვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობით, დამქირავებელი პასუხს არ აგებს.
ამდენად, ამ შემთხვევაში სახეზეა ქონების გადაცემის შემდეგ ნივთის ღირებულების გაზრდა, მისი სამეურნეო დანიშნულების გაუმჯობესება, რის გამოც ვ-–- გ----------ს უნდა აუნაზღაურდეს ნივთზე გაწეული აუცილებელი ხარჯები 9256,02 ლარის ოდენობით.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ბინაზე გაწეული ამ ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა საფუძვლიანია ასევე ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზეც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 545-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გამქირავებელი ვალდებულია დამქირავებელს აუნაზღაუროს ნივთზე გაწეული აუცილებელი ხარჯები. 2. სხვა ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება განისაზღვრება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 619-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ქონებაზე გაწეული სხვა ხარჯების ანაზღაურების საკითხი წყდება დავალების გარეშე სხვის საქმეების შესულების წესების საფუძველზე.
ორივე შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს დამქირავებლის მიერ ქონებაზე გაწეული სხვა ხარჯების ანაზღაურებას დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 969-ე მუხლის მიხედვით, პირი (შემსრულებელი), რომელიც დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე ასრულებს სხვა პირის (მეპატრონის) საქმეებს, ვალდებულია შეასრულოს ისინი კეთილსინდისიერად. ამავე კოდექსის 971-ე მუხლის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე აცნობოს მეპატრონეს, რომ იკისრა საქმეთა შესრულება. შემსრულებელმა უნდა გააგრძელოს დაწყებული საქმეები, ვიდრე მეპატრონეს არ შეეძლება იმოქმედოს თვითონ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 973-ე მუხლის მიხედვით, შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 974-ე მუხლის თანახმად, 1. შემსრულებელს არ შეუძლია მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება,თუ მის მიერ საქმეთა შესრულება ეწინააღმდეგება მეპატრონის ნებას ან არ შეესაბამება მის ინტერესებს. თუ შემსრულებელს შეეძლო სცოდნოდა ამის შესახებ, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებით გამოწვეული ზიანი. 2. ეს წესი არ მოქმედებს, თუ მეპატრონის ნება ეწინააღმდეგება კანონის ნორმებს.
ამ ნორმების მიხედვით, დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესებიდან გამომდინარე ქონებაზე გაწეული სამუშაოების ხარჯები ანაზღაურდება იმ შემთხვევაში, თუ შესრულებულია ნივთის სარგებლობისათვის აუცილებელი ხარჯები; ქონების მეპატრონე ინფორმირებულია სამუშაოების შესახებ და თანახმაა შესრულდეს სამუშაოები. სამუშაოთა შესრულება მეპატრონის ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს და მისი თანხმობით ხორციელდებოდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მეპატრონის ნება ეწინააღმდეგენა კანონს.
სადაო სამუშაოებიდან ბინაში ლამინატის დაგების, მეტალოპლასტმასის კარების მონტაჟის, გათბობის სისტემის მონტაჟის, შპალერის გაკვრასთან, ჭერის კარნიზების მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოების დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესების საფუძველზე ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს, რადგან ეს სამუშაოები ვ-–- გ----------მა შეასრულა ბინის მეპატრონის თანხმობის გარეშე და ეწინააღმდეგება ბინის მეპატრონის ნებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მეპატრონის ინტერესებში სამუშაოთა შესრულებაში იგულისხმება ისეთი ვითარება, როცა ჩვეულებრივ გონიერი დამკვირვებლის შეხედულებით სადაო სამუშაოები შესრულდებოდა ბინის მეპატრონის მიერაც. დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესების მიზანი არ არის ყოველგვარი სამუშაოების ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება, რადგან ამ ნორმის საფუძველზე შესრულებული სამუშაოები უნდა იყოს ნივთის სამეურნეო დანიშნულებისათვის აუცილებელი და ნივთის მეპატრობის ნების შესაბამისი. ასეთ სამუშაოებად შეიძლება შეფასდეს ისეთი სამუშაოები, რაც ქონების სარგებლობისათვის მინიმალურად აუცილებელია, ნივთის დანიშნულებას, მის ვარგისიანობას საზოგადოდ დამკვიდრებული სტანდარტით უზრუნველყოფს და არა ისეთი სამუშაოები, რაც შემსრულებლის სუბიექტური შეხედულებით, ინდივიდუალურად მისი საჭიროების გამოა შესრულებული. დავალების გარეშე შესრულებული სამუშაოების მიზანი არ არის მეპატრონეს დაეკისროს თავს მოხვეული, მისი ნების და მატერიალური შესაძლებლობის შეუსაბამო ხარჯების ანაზღაურება, იმ სამუშაოთა ხარჯების დაკისრება, რაც აღემატება ნივთით ჩვეულებრივი სარგებლობის დანიშნულებას.
ზემოთდასახელებული სამუშაოები დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესებიდან არ ანაზღაურდება, რადგან მეპატრონის თანხმობის გარეშეა შესრულებული და თავისი არსით აუცილებელი ხარჯებს, მეპატრონის ინტერესებში შესრულებულ სამუშაოებს არ განეკუთვნება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო ბინის მესაკუთრის და მის მხარდამჭერისათვის ხარჯების ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
2010 წლის 1 ნოემბერს წერილობითი შეთანხმება დაიდო ი--- გ----------ის მეურვესა და ვ-–- გ----------ს შორის, რაც მათი სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძველი არ არის.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის საფუძველზე სოლიდარული ვალდებულება რა წარმოიშობა, თუ ერთერტრის პასუხიმგებლობა დამატებითია - ანუ იგი პასუხს აგებს იმ შემთხვევაში, როცა კრედიტორი მოვალისაგან მოთხოვნას ვერ დაიკმაყოფილებს.
მოსარჩელე მოპასუხეთა სოლიდარული ვალდებულების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 995-ე მუხლს, რომლის თანახმად, 1. მხარდაჭერის მიმღების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მხარდაჭერის მიმღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდამჭერი ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად დაენიშნა. 2. თუ მხარდაჭერის მიმღებს სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდამჭერი ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად დაენიშნა, მის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მხარდამჭერს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ზიანის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარდაჭერის მიმღების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მხარდამჭერს არ დაეკისრება, თუ ის დაადასტურებს, რომ მხარდაჭერის მიმღებს ზიანის მიყენების მომენტისათვის აღარ სჭირდებოდა მხარდაჭერა ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად.
ამ ნორმით გათვალისწინებულია მხარდაჭრის მიმღების პირის მიერ (ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის) მიერ მესამე პირებისათვის მიყენებული ზიანისათვის მხარდამჭერის პასუხისმგებლობის ფარგლები. ეს ნორმა მხარდამჭერს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს იმ შემთხვევაში, როცა იგი დანიშნულია მხარდამჭერად ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. ამ სფეროში მხარდამჭერად დანიშვნით მხარდამჭერის ეკისრება პასუხისმგებლობა, გააკონტროლოს და მეთვალყურეობა გაუწიოს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირს, რათა მან ზიანი არ მიაყენოს მესამე პირებს. ასეთი ზიანის არსებობისას მისი ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მხარდამჭერს, თუკი არ დამტკიცდება, რომ ზიანის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა ან ზიანის მიყენების დროს აღარ იყო ამ სფეროში მხარდაჭერის საჭიროება.
მხარდამჭერის ასეთი პასუხისმგებლობა ეფუძზნება კონტროლის ქვეშ მყოფი და გარეშემომყოფი პირების სიცოცხლისა და კეთილდღეობის დაცვის პოზიტიურ ვალდებულებას, ამ პრინციპის საფუძველზე ეკისრება მშობელს არასრულწლოვან შვილზე ზრუნვის ვალდებულება, არასრუწლოვანზე ან სულით ავადმყოფზე პასუხისმგებელი პირი პასუხის აგებს ამ პირის მიერ მიყენებულ ზიანზე, გარდა იმ შემთხვევისა თუ პასუხისმგებელი პირი დაამტკიცებს, რომ მან ქცევის ზედამხედველობის სტანდარტი შეასრულა. (უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბერსი განჩინება საქმე ას 711-677-2015).
სადაო შემთხვევაში ი--- გ----------ს პირადად არ გამოუვლენია ბინის სარგებლობაში გადაცემის ნება, მისი სახელით ნება გამოავლინა მისმა მეურვემ.
მხარდაჭერის მიმღებს, არასრულწლოვანს წარმომადგენელი ესაჭიროება იმ მიზნით, რომ არ დაამყარონ ისეთი სამართლებრივი ურთიერთობა, რაც მათ ზიანს მოიტანს, დააკისრებს პასუხისმგებლობის ტვირთს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 995-ე მუხლიდან გამომდინარე წარმოიშობა არა მხარდაჭერის მიმღების და მხრდამჭერის ერთობლივი, საერთო პასუხისმგებლობა ზიანის ანაზღაურების საკითხში, არამედ მხარდამჭერის სუბსიდიური პასუხისმგებლობა მხარდამჭერის ქმედების გამო. ამგვარი პასუხისმგებლობის საფუძველია ის გარემოება, რომ ზიანის მიყენების თავიდან აცილების ვალდებულება გულისხმობს მხარდამჭერის პასუხისმგებლობას მეთვალყუროება გაუწიოს მხარდაჭერის მიმღების ქცევას და თავიდან აიცილოს სხვა პირთათვის ზიანის მიყენება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს არც მოპასუხეთა სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძველი და არც მხარდამჭერისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების საფუძველი.
ამ შემთხვევაში დავა შეეხება 2010 წლის 1 ნოემბერს დადებული შეთანხმების საფუძველზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, რომლის გაფორმების დროს ი--- გ----------ის სახელით ხელშეკრულება დადო მისმა მეურვემ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, 1. გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. 2. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა, გარიგების ხასიათიდან გამომდინარე, იგი უშუალოდ უნდა დადოს პირმა, ან როცა კანონით აკრძალულია გარიგების დადება წარმომადგენლის მეშვეობით.
ამავე კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, იმ გარიგებით,რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს.
გია გ----------ი, როგორც მეურვე უფლებამოსილი იყო ი--- გ----------ის სახელით დაედო გარიგებები, ხოლო ამ გარიგებით წარმოშობილი უფლება-მოვალეობების ადრესატი არის წარმოდგენილი პირი. ამ შემთხვევაში წარმოდგენილი პირია ი--- გ----------ი, რის გამოც ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები წარმოეშვა ი--- გ----------ს.
მხარეებს შორის სადაო სამართალურთიერთობა არასახელშეკრულებო ურთიერთობა არ არის. სადაო შეთანხმების საფუძველზე სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობები წარმოეშვათ ერთის მხრივ ი--- გ----------ს, და მეორეს მხრივ ვ-–- გ----------ს, რის გამოც საცხოვრებელ ბინაზე გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება წარმოდგენილ პირს ი--- გ----------ს.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვ-–- გ----------მა საქმის განხილვის მომზადების ეტაპზე ცნო უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ მოთხოვნა, რის გამოც ამ მოთხოვნაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ი--- გ----------ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა 324 ლარი, საიდანაც 120 ლარის არის გამოსახლების მოთხოვნისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 40-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგანის ღირებულება განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი საფუძველზე კი სარჩელზე გადახსახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა დავის საგნის ღირებულების 3%, რაც ვინდიკაციურ სარჩელზე არის 120 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
შეგებებულ სარჩელზე გაწეული სასამართლო ხარჯის ექსპერტიზის ხარჯი, რომლის ოდენობაა 478,62 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მხარის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯები ანაზღაურდება დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. შეგებებული სარჩელის მოთხოვნიდან დაკმაყოფილდა მოთხოვნის 52%, რის გამოც ვ-–- გ----------ს უდნა აუნაზღაურდეს ექსპერტიზის ხარჯი ამ პროპორციით - 253,13 ლარის ოდენობით.
შეგებებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვ-–- გ----------ი, როგორც საარსებო შემწეობის მიმღები პირი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის გამოც შეგებებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. მოპასუხე ი--- გ----------ი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა გია გ----------ისათვის თანხის დაკისრების ნაწილში, რის გამოც მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების საფუძველი არ არსებობს. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე ამ საქმეზე სასამართლო ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო ბიუჯეტი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ი--- გ----------ის სარჩელი;
1.1. ვ-–- გ----------ის მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას ი--- გ----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე - რუსთავში, მეგობრობის გამზ კ------------------ (კოდი 0------------------) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს ი--- გ----------ს;
1.2. არ დაკმაყოფილეს ი--- გ----------ის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ;
2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ვ-–- გ----------ის სარჩელი;
2.1. ი--- გ----------ს დაეკისროს ვ-–- გ----------ისათვის 9256,02 ლარის გადახდა;
2.2. არ დაკმაყოფილდეს ვ-–- გ----------ის მოთხოვნა გია გ----------ისათვის თანხის დაკისრების შესახებ;
3. გია გ----------ს დაუბრუნდეს ი--- გ----------ის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 120 ლარი. თანხა გადახდილია 2016 წლის 12 ოქტომბერს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგ ანგარიშზე: სახაზინო კოდი 300063150.(საგადახდო დავალება N1);
4. ი--- გ----------ს დაეკისროს ვ-–- გ----------ისათვის ექსპერტიზის ხარჯების ასანაზღაურებლად 253,13 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წაინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი