მუხლი 567. გაქირავებული ნივთის დაუბრუნებლობის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება
1. თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება.
2. ბათილია შეთანხმება, რომლითაც დამქირავებელს ეკისრება ზიანის ანაზღაურება იმაზე მეტი ოდენობით, ვიდრე მიყენებული იყ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(66)
საქმე №ას-356-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2025
…ჯერ კიდევ არსებობს. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ კი გამქირავებელმა შეიძლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება დაყოვნებისათვის იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მოხდებოდა ქირის გადახდა დაყოვნების განმავლობაში დამქირავებლის მიერ. 26. სსკ-ის 567-ე მუხლის თანახმად, თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს…
საქმე №ას-801-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2025
…სადავო ფაქტობრივი გარემოება, რის გამოც არ არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი. 3.12. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 327-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 581-ე, 531-ე, 567-ე, 591-ე მუხლებზე, 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 317-ე მუხლზე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. პალატის მითითებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა 13…
საქმე №ას-1521-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.01.2025
…მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა... ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. სსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება…
საქმე №ას-153-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2024
…მოსარჩელემ ხელშეკრულების ე.წ. ავტომატური შეწყვეტის თარიღიდან 2021 წლის 25 იანვრიდან მოითხოვა ჯარიმა საიჯარო ქირის 150%-ის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე და 567-ე მუხლების საფუძველზე სამართლებრივ შეფასებას. თუ ხელშეკრულება შეწყვეტილია, არ არსებობს საიჯარო ქირა და საქმე გვაქვს ზიანთან ან პირგასამტეხლოსთან, რაც უნდა…
საქმე №ას-414-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.09.2023
…არ იყო და შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით განმტკიცებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფაქტობრივ სამართლებრივ საფუძვლებს არ იძლეოდა. 7.14.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 567.1, 394.1 და 398.2 მუხლებზე და აღნიშნა, განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ მოიჯარის მიერ ქირის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო, მეიჯარემ ს.ს.ი.პ.…
საქმე №ას-1200-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2023
მუხლი 9. გაქირავების უფლება— საავტორო და მომიჯნავე უფლებების ზოგიერთი საკითხისათვის მიძღვნილი დიპლომატიური კონფერენცია
მუხლი 13. გაქირავების უფლება— საავტორო და მომიჯნავე უფლებების ზოგიერთი საკითხისათვის მიძღვნილი დიპლომატიური კონფერენცია
მუხლი 13. გაქირავების უფლება— ისმო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია ჟენევა საავტორო და მომიჯნავე უფლებების ზოგიერთი საკითხისადმი მიძღვნილი დიპლომატიური კონფერენცია ჟენევა, 2-20 დეკემბერი, 1996 წ.
ისმო-ს ხელშეკრულება შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ მიღებულია დიპლომატიური კონფერენციის მიერ
მუხლი 9. გაქირავების უფლება— ისმო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია ჟენევა საავტორო და მომიჯნავე უფლებების ზოგიერთი საკითხისადმი მიძღვნილი დიპლომატიური კონფერენცია ჟენევა, 2-20 დეკემბერი, 1996 წ.
ისმო-ს ხელშეკრულება შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ მიღებულია დიპლომატიური კონფერენციის მიერ