განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002209887
საქმე №2ბ/1101-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები _ ირაკლი ბონდარენკო
ნატალია ნაზღაიძე
სხდომის მდივანი _ მარინე თათრიაშვილი
აპელანტი - ფ--------------------
წარმომადგენელი - ლ----------------------
მოწინააღმდეგე მხარე - ფ------------------, ა--------–--------------
წარმომადგენელი - ლ-------------–---
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 21 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ გაუქმება, სამკვიდროს მიღების ფაქტის დადასტურება, მესაკუთრედ ცნობა
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ა--------–--------------ს და ფ------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ი-------------–---–-ს მიერ ფ--------------------ს სახელზე 2----–-–---------–--- გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის N---------) 2/3 ნაწილში. ა--------–-------------- (პ/ნ 0----------) და ფ------------------ (---------------) ცნობილ იქნენ ფ--------------------ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ლ---------- დასახლება N- (საკადასტრო კოდი N-----------------, 1/3-1/3 ნაწილის მესაკუთრედ.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. მოსარჩელეები ა--------–-------------- და ფ------------------ და მოპასუხე ფ-------------------- წარმოადგენენ ა---ს (იგივე ა---ზ) ო----------ს და გ-------------–--------ს შვილებს;
ა---ს (ა---ზ) ო---------- გარდაიცვალა 1----–-–-----------------; გ-------------–-------- გარდაიცვალა 2----–-–-----------------;
2.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების მიხედვით, ა---ს (ა---ზ) ო----------ს დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ლ------------------–--- N- (ლიტერი ,,ა“, ლიტერი ,,ბ“, ლიტერი - გ-დ-ვ-ვც (დამხმარე), ლიტერო ე-კ (დამხმარე);
ა---ს ო---------- 1----–-–-----------დან რეგისტრირებული იყო ამავე მისამართზე;
საჯარო რეეტსრის ამონაწერით (მომზადების თარიღი 1--------- წელი) უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ლ------------------–--- N-, დაზუსტებული ფართობი: 1320 კვ.მ., (საკადასტრო კოდი N----------------- თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა--------–--------------ს და თანამესაკუთრის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტად მითითებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათება (სააღრიცხვო ბარათი N------, აღრიცხული 1985წ.) N------------, დამ--–--ბის თარიღი 1--------- წელი;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.3. 2----–-–---------–---, მოპასუხე ფ--------------------ს სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, ფ-------------------ს, როგორც მამკვიდრებლის - 1----–-–----------------- გარდაცვლილი ა---ს (ა---ზ) ო----------ს კანონისმიერ მემკვიდრეს, პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან - შვილს, საკუთრებაში გადაეცა ა---ს ო----------ს კუთვნილი წილი უძრავი ქონებიდან, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ლ------------------–--- N-; აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ლ------------------–--- N-, დაზუსტებული ფართობი 1320.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი N----------------- თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხე ფ--------------------ს სახელზე.
საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ლ------------------–--- N-, დაზუსტებული ფართობი 1320.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი N----------------- თანასაკუთრების უფლებით ირიცხება ა--------–--------------ს და ფ--------------------ს სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენს: 1. სამკვიდრო მოწმობა N---------, დამ--–--ბის თარიღი 21.07.2---, ნოტარიუსი ი---------–---–-; 2. ცნობა-დახასიათება (სააღრიცხვო ბარათი N------ აღრიცხული 1985წ.) N-------------, დამ--–--ბის თარიღი 1---------;
2.4. მოსარჩელე ა--------–-------------- და ფ------------------ 1----–-–------------------------–-- არიან სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართზე - ქ. თბილისი, ლ------------------–--- N-;
მამკვიდრებლის, ა---ს (ა---ზ) ო----------ს, გარდაცვალების დროისათვის და მას შემდეგაც დღემდე, მის დანაშთ სამკვიდრო ქონებაში, ცხოვრობენ მოსარჩელეები - ა--------–--------------, ფ------------------ და მოპასუხე ფ--------------------. მოსარჩელეები ა--------–-------------- და ფ------------------ ფაქტობრივი ფლობით შეუდგნენ მამის დანაშთი სამკვიდრო ქონების მართვას და სარგებლობას. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მამკვიდრებლის გარდაცავლებიდან 6 თვის განმავლობაში, მოსარჩელეები ცხოვრობდნენ სადავო სახლში, არ შეუწყვეტიათ ამ ქონებით სარგებლობა და მართავდნენ და ახორციელებდნენ ამ ქონების მოვლა-პატრონობას. შესაბამისად, მოსარჩელეები მამკვიდრებლის - ა---ს ო----------ს გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში ფაქტობრივად დაეუფლნენ მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას, მდებარე: თბილისი, ლ------------------–--- N-. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს მ--–-- ზ------------------, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელეების და მოპასუხის დეიდაშვილს. მისი განმარტებით, მოსარჩელეები - ა--------–-------------- და ფ------------------ ა---ს ო----------ს გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდნენ აღნიშნულ მისამართზე, სადაც სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საცხოვრებელი სახლი დგას. ერთ სახლში ცხოვრობს მოსარჩელე ა--------–--------------, მეორე სახლში - ფ------------------ და მესამე სახლში - ფ--------------------. ეზო საერთო სარგებლობაშია და მათ შორის რაიმე გამყოფი ღობე არ არსებობს. მამკვიდრებლის გარდაცვალებისას, გამოსვენება მოხდა ა--------–--------------ს მფლობელობაში არსებული ქონებიდან. გარდაცვალებამდე, ა---ს ო---------- ცხოვრობდა მოსარჩელე ფ------------------ს სახლში. მოწმის მითითებით, მოსარჩელე ა--------–-------------- ცხოვრობდა აღნიშნულ სახლში, მდებარე: თბილისი, ლ------------------–--- N-, იგი ესწრებოდა როგორც დაკრძალვას, ასევე ორმოცსა და წლისთავს, გარდაცვალების შემდეგაც გარკვეული პერიოდი უწყვეტად ცხოვრობდა სადავო სახლში. შემდგომში კი სამუშაოდ, პერიოდულად იმყოფებოდა ა-------------ს რესპუბლიკაში, ქ--–--------–-. მისი ძირითადი საცხოვრებელი მისამართი არის სადავო ქონების მისამართი (თბილისი, ლ------------------–--- N-). დღეის მდგომარეობითაც, მოსარჩელეები ცხოვრობენ სადავო საცხოვრებელ სახლში.
სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მ--–--თა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეებმა - ა--------–-------------მა და ფ------------------მ მოითხოვეს 2--- წლის 21 ივლისს ნოტარიუს ი-------------–---–-ს მიერ ფ-------------------ას სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის (რეესტრში რეგისტრაციის N---------) 2/3 ნაწილში ბათილად ცნობა და მოპასუხე ფ--------------------ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ლ------------------–--- N- (საკადასტრო კოდი N----------------- 1/3-1/3 ნაწილის მესაკუთრედ აღიარება.
დადგენილია, რომ მოსარჩელეები ა--------–-------------- და ფ------------------ და მოპასუხე ფ-------------------- წარმოადგენენ ა---ს (იგივე ა---ზ) ო----------ს და გ-------------–--------ს შვილებს. ა---ს (ა---ზ) ო---------- გარდაიცვალა 1----–-–-----------------, ხოლო გ-------------–-------- გარდაიცვალა 2----–-–-----------------.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოქმედი 1997 წლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.
სასამართლოს შეფასებით, დავის საგანს წარმოადგენს 1----–-–----------------- გარდაცვლილი ა---ს (ა---ზ) ო----------ს დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე (მდებარე ქ. თბილისი, ლ------------------–--- N-) 2--- წლის 21 ივლისს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა და მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების (უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ.თბილისი, ლ------------------–--- N-) 1/3-1/3 ნაწილზე მოსარჩელეების ა--------–--------------ს და ფ------------------ს თანამესაკუთრეებად აღიარება მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით. მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის მოქმედებდა 1964 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი.
1964 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 539-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით ან ანდერძით. მემკვიდრეობის კანონისმიერი წესი მოქმედებს ყოველთვის, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოქმედი 1997 წლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, 1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. 2. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
1964 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 542-ე მუხლისა და 1997 წლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის. 1964 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 544-ე და 1997 წლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. 1964 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 540-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე. დღეს მოქმედი 1997 წლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელეები ა--------–-------------- და ფ------------------ და მოპასუხე ფ-------------------- წარმოადგენენ მამკვიდრებლის - ა---ს (ა---ზ) ო----------ს პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს, რომლებიც თანასწორი მემკვიდრეობის უფლებით სარგებლობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასაიტების მიხედვით, ა---ს (ა---ზ) ო----------ს დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ლ------------------–--- N- (ლიტერი ,,ა“, ლიტერი ,,ბ“, ლიტერი - გ-დ-ვ-ვც (დამხმარე), ლიტერი ე-კ (დამხმარე); დადგენილია ასევე, რომ ა---ს ო---------- 1----–-–-----------დან რეგისტრირებული იყო ამავე მისამართზე. საჯარო რეესტრის ამონაწერით (მომზადების თარიღი 1--------- წელი) უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ლ------------------–--- N-, დაზუსტებული ფართობი: 1320 კვ.მ., (საკადასტრო კოდი N----------------- თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა--------–--------------ს და თანამესაკუთრის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტად მითითებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათება (საარრიცხვო ბარათი N------, აღრიცხული 1985წ.) N------------, დამ--–--ბის თარიღი 1--------- წელი. შესაბამისად, დადგენილია, რომ სამკვიდრო მასა, რომელზეც მოსარჩელეები მემკვიდრეობითი საფუძვლით აცხადებენ სამართლებრივ პრეტენზიას, შეადგენს უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ლ------------------–--- N-, დაზუსტებული ფართობი 1320.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი N----------------- 1/2 ნაწილს, ხოლო ქონების დანარჩენი ნაწილი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელე ა--------–--------------ს სახელზე.
1964 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 566-ე მუხლის და 567-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეებად მოწოდებულ პირებს შეუძლიათ მოსთხოვონ მემკვიდრეობის გახსნის ადგილის სანოტარო კანტორას, მემკვიდრეობის უფლების მოწმობა. მემკვიდრეობის უფლების მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს ექვსი თვის გასვლის შემდეგ სამკვიდროს გახსნის დღიდან. იგივე სამართლებრივი დანაწესია მოცემული 1997 წლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-1500 მუხლებით, კერძოდ, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. მემკვიდრეებს სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს.
საქმის მასალების მიხედვით, 2----–-–---------–--- მოპასუხე ფ--------------------ს სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, ფ-------------------ს, როგორც მამკვიდრებლის - 1----–-–----------------- გარდაცვლილი ა---ს (ა---ზ) ო----------ს კანონისმიერ მემკვიდრეს, პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან - შვილს, საკუთრებაში გადაეცა ა---ს ო----------ს კუთვნილი წილი უძრავი ქონებიდან, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ლ------------------–--- N-. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ლ------------------–--- N-, დაზუსტებული ფართობი 1320.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი N----------------- თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხე ფ--------------------ს სახელზე. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე ფ-------------------მა, დაუმალა რა ნოტარიუსს სხვა პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეების არსებობა, არამართლზომიერად მიიღო სრულ სამკვიდრო ქონებაზე (მდებარე: ქ. თბილისი, ლ------------------–--- N-, ერთი მეორედი ნაწილი) სამკვიდრო მოწმობა. ვინაიდან გარდა მოპასუხისა, მამკვიდრებელს ჰყავდა კიდევ ორი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, შვილები - ა--------–-------------- და ფ------------------. მათაც მოპასუხის მსგავსად გააჩნიათ თანაბარი უფლება დანაშთ ქონებაზე.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ ექვსი თვის ვადაში, ქ. თბილისში, ლ------------------–--- N--ში (1/2 ნაწილი) მდებარე სამკვიდრო ქონებას დაეუფლნენ ფაქტობრივად და შეუდგნენ მის ფლობას და მართვას.
სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას, სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმეში არსებულ მტკიცებულებები, რის შედეგად ჩამოაყალიბა თავის შინაგან რწმენა გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულებების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
1964 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის თანახმად, იმისთვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. არ შეიძლება სამკვიდროს მიღება რაიმე პირობების წამოყენებით. სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ორი გზით: მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსისათვის მიმართვის ან/და სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების გზით. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა მემკვიდრის სხვადასხვა მოქმედებით შეიძლება დადგინდეს, თუმცა ამ მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. შესაბამისად, უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობას და მართვას. ამა თუ იმ მისამართზე პირთა რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების მტკიცებულებას. ფაქტობრივი მფლობელობის გზით ქონების მიღებისათვის საერთოდ არაა აუცილებელი მემკვიდრე სამკვიდრო ქონების მისამართზე იყოს რეგისტრირებული. რეგისტრაციის პარალელურად მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს ქონების დაუფლების მტკიცებულებები. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ცნების განმარტების მიზნებისათვის, სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება გულისხმობს აღნიშნულ სამკვიდროში შემავალი ქონების ან მისი ნაწილის პერიოდულად ფლობას, გამოყენებას. სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებულ მოქმედებად მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში ანდა გარკვეული პერიოდულობით ამ სახლის ფლობა და მართვა, როგორც საკუთარისა.
სამკვიდროს მიღებისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა განახორციელოს იურიდიული ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაკარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მოსარჩელე ა--------–-------------- და ფ------------------ 1----–-–------------------------–-- არიან სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართზე - ქ. თბილისი, ლ------------------–--- N-. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მამკვიდრებლის, ა---ს (ა---ზ) ო----------ს, გარდაცვალების დროისათვის და მას შემდეგაც დღემდე, მის დანაშთ სამკვიდრო ქონებაში, ცხოვრობდენ მოსარჩელეები ა--------–--------------, ფ------------------ და მოპასუხე ფ--------------------. შესაბამისად, მოსარჩელეები მამკვიდრებლის ა---ს ო----------ს გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში ფაქტობრივად დაეუფლნენ მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას, მდებარე: თბილისი, ლ------------------–--- N-. აღნიშნული გარემოება დადასტურდა მ--–-- ზ------------------ს (მ----------------–---–-) ჩვენებითაც. მოწმის განმარტებით, მოსარჩელეები - ა--------–-------------- და ფ------------------ მამის, ა---ს ო----------ს გარდაცვალებამდე და მას შემდეგაც ცხოვრობდნენ აღნიშნულ მისამართზე. მითითებულ გარემოებას სადავოდ არ ხდის არც მოპასუხე. ამ უკანასკნელის განმარტებით, ა--------–-------------- ცხოვრობს თავის საკუთარ სახლში და არა მამის დანაშთ საცხოვრებელ სახლში. თუმცა თავად ზემოაღნიშნულ მისამართზე მოსარჩელეთა ცხოვრების ფაქტს, მოპასუხე სადავოდ არ ხდის და არც საწინააღმდეგო გარემოებაზე მიუთითებს. უდავოა, რომ დღეის მდგომარეობითაც, მოსარჩელეები ცხოვრობენ სადავო საცხოვრებელ სახლში.
მხარეთა განმარტებით დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელი დღეის მდგომარეობით ფაქტობრივად გამიჯნულია მხარეებს შორის. საცხოვრებელ მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (ერთიანი საკადასტრო კოდით) დგას სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საცხოვრებელი სახლი. ერთ სახლში ცხოვრობს მოსარჩელე ა--------–--------------, მეორე სახლში - ფ------------------ და მესამე სახლში - ფ--------------------. ეზო საერთო სარგებლობაშია და მათ შორის რაიმე გამყოფი ღობე არ არსებობს. სამართლებრივად მხარეებს შორის ერთიანი სახლთფლობელობა წილების შესაბამისად გამიჯნული არ არის. საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონება, მდებარე: მისამართზე ქ. თბილისი, ლ------------------–--- N-, დაზუსტებული ფართობი 1320.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი N----------------- თანასაკუთრების უფლებით ირიცხება ა--------–--------------ს და ფ--------------------ს სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენს: 1. სამკვიდრო მოწმობა N---------, დამ--–--ბის თარიღი 21.07.2---, ნოტარიუსი ი---------–---–-; 2. ცნობა-დახასიათება (სააღრიცხვო ბარათი N------ აღრიცხული 1985წ.) N-------------, დამ--–--ბის თარიღი 1---------. რეესტრის მონაცემების მიმართ კი მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამავე კოდექსის 953-ე მუხლის მიხედვით, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 954-ე მუხლი).
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საზიარო უფლების არსზე. სამოქალაქო კანონმდებლობით, როდესაც რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის ესა თუ ის უფლება, მაშინ ეს უფლება საზიაროა. საზიარო უფლებები კანონისმიერ ვალდებულებით ურთიერთობებს მიეკუთვნება იმდენად, რამდენადაც საზიარო უფლების მოწილეების უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოიშობა და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება. საერთო საკუთრება ქონებაზე შეიძლება სხავდასხვა საფუძვლიდან წარმოიშვას - მემკვიდრეობით, ქორწინებით, ნივთის ერთობლივი შეძენით და ა.შ. კანონი საერთო საკუთრების ორ სახეს ითვალისწინებს: წილად და თანაზიარ საერთო საკუთრებას. წილადი საკუთრების შემთხვევაში - თანამესაკუთრეს ეკუთვნის უფლება განსაზღვრულ წილზე. თითოეულ მესაკუთრეს აქვს საერთო საკუთრების წილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თითოეული მესაკუთრის უფლება შეზღუდული არ არის საერთო ნივთის რაიმე კონკრეტული ნაწილით. ხოლო თანაზომიერი წილი - როდესაც თითოეულ მოწილეს არა აქვს საერთო საკუთრების უფლებიდან წინასწარ განსაზღვრული წილი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია მოსარჩელე ა--------–--------------ს და მოპასუხე ფ--------------------ს თანასაკუთრების უფლება. მოპასუხე ფ--------------------ს საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტია სამკვიდრო მოწმობა, რომელიც მან, როგორც მამკვიდრებელ ა---ს (ა---ზ) ო----------ს პირველი რიგის მემკვიდრემ მიიღო მთლიან სამკვიდრო ქონებაზე. მამკვიდრებლის უფლება საზიარო საგნის შესაბამის წილზე, რომლის ნახევარზე აღრიცხულია მოსარჩელე ასრათალ ო----------ს ინდივდიუალური საკუთრება, გამიჯნული არ არის მეორე თანამესაკუთრის საკუთრებისგან. შესაბამისად, საერთო საზიარო საგანი, რომელიც მართალია, ფაქტობრივად მხარეებს გამიჯნული აქვთ და ფლობენ დამოუკიდებლად ცალ-ცალკე საცხოვრებელ სადგომებს, არსებობს ერთიანი საკადასტრო კოდით, გაუმიჯნავი სახით. როგორც საქმის მასალებით დგინდება, ცალკე არ არის გამოყოფილი მამკვიდრებელ ა---ს (ა---ზ) ო----------ს დანაშთი სამკვიდრო მასა. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, ამ საერთო სახლთმფლობელობის ფლობა და მართვა მოსარჩელეთა მხრიდან, გულისხმობს მათ მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღებას, ვინაიდან კონკრეტულად არ ჩანს, ამ საერთო თანაზიარი საკუთრებიდან კონკრეტულად ქონების რა ნაწილი ეკუთვნის საკუთრების უფლებით ა--------–-------------ს, ხოლო რა ნაწილი მოიაზრება სადავო სამკვიდრო ქონებაში. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანი არ შეეხებოდა ქონების ნატურით გაყოფას და მხარეებისათვის ფაქტობრივად დაკავებული ფართების შესაბამისად ქონების მიკუთვნებას. მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენდა მემკვიდრეობითი სამართლებრივი საფუძვლით, როგორც ა---ს (ა---ზ) ო----------ს პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეთა უფლების რეალიზაცია და მამკვიდრებლის დანაშთი ქონებიდან კუთვნილი 1/3-1/3 წილის საკუთრებაში აღრიცხვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ, მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან. სადავო სამკვიდრო მოწმობა გაიცა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, 2----–-–---------–---. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნოტარიუსის მიერ მოპასუხე ფ--------------------ს სახელზე სამკვიდრო მოწმობა გაიცა მთლიან სამკვიდრო ქონებაზე ისე, რომ არ იქნა გათვალისწინებული აწ გარდაცვლილი ა---ს (ა---ზ) ო----------ს დანაშთ ქონებაზე იმავე რიგის ყველა მემკვიდრის უფლებები, რაც წარმოადგენს აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის შესაბამის ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველს. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების - ა--------–--------------ს და ფ------------------ს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან არსებობდა 2----–-–---------–--- გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში (რეესტრში რეგისტრაციის N---------) 2/3 ნაწილში ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ლ------------------–--- N- (საკადასტრო კოდი N----------------- 1/3-1/3 ნაწილის მესაკუთრედ მოსარჩელეების ა--------–--------------ს და ფ------------------ს აღიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლომ აგრეთვე ვერ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლზე, რომლითაც მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდროს მიღების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას. ამდენად, სამკვიდროს მიღების ფაქტს, განსახილველი ნორმების (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე, 1433-ე მუხლი) თანახმად, გააჩნია უკუძალა. ე.ი. მემკვიდრე, რომელმაც მიიღო სამკვიდრო ქონება, ითვლება, მის მესაკუთრედ სამკვიდროს გახსნის დღიდან. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვს თვეში ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ მემკვიდრეს სამკვიდრო უკვე მიღებული აქვს, რაც მის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლის ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა მემკვიდრეობითი უფლების მოწმობის გასაჩივრების ვადას. განსახილველ შემთხვევაში, უტყუარად დადასტურებულია, რომ მოსარჩელეებმა ა--------–-------------მა და ფ------------------მ სამკვიდრო ქონება მიიღეს ფაქტობრივი დაუფლების წესით კანონით დადგენილ ვადაში და შესაბამისად, აღნიშნულთან მიმართებით, მოპასუხის პოზიცია სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტური სანივთო უფლების კლასიკური სახეა, რომელიც დროში არ იზღუდება. აბსოლუტური უფლების ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ იგი სხვა პირთა თანაქმედებისაგან დამოუკიდებლად არსებობს. ამ უფლების განხორციელება უფლებამოსილი პირის აბსოლუტური ძალაუფლების სფეროს განეკუთვნება, ხოლო მისი დაცვა უზრუნველყოფილია ნებისმიერი შესაძლო ხელყოფისაგან. ამდენად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ გარემოებათა ურთიერთშეჯიბრებისა და შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მემკვიდრეობითი-სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელეების - ა--------–--------------ს და ფ------------------ს მოთხოვნა, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივად ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების შესახებ, საფუძვლიანი იყო და დააკმაყოფილა იგი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, სასამართლო ვერ გაერკვა, თუ რას წარმოადგენდა სამემკვიდრეო მასა, თუმცა გადაწყვეტილებაში იმსჯელა საკუთრების საზიარო უფლებაზე და მიუთითა, რომ მთლიანი სადაო ქონებას წარმოადგენს 1020 კვმ ფართობს, საკადასტრო კოდით 0---------------- და მიუთითა, რომ იგი რეგისტრირებულია ა--------–--------------ს და თანამესაკუთრის სახელზე, ამავე დროს დადგენილ ფაქტობრივ სადავო გარემოებებში აღნიშნა, რომ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ლ---------- დას. N- დაზუსტებული ფართობი 1320 კვ.მ., საკადასტრო კოდი 0---------------- თანასაკუთრების უფლებით აღერიცხა მოპასუხე ფ--------------------ს სახელზე. გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ ო----------ს დანაშთ სამკვიდრეო ქონებას წარმოადგენს უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ლ---------- დას. N- (ლიტერი ,,ა", ლიტერი ,,ბ", ლიტერი ,,-გ-დ-ვ-ვც“, დამხმარე, ლიტერი-,,ე-კ“), საქმის მასალებით და სასამართლოს გადაწყვეტილებითაც კი დადგენილია, რომ სადაო საცხოვრებელი დღეის მდგომარეობით ფაქტობრივად გამიჯნულია მხარეებს შორის, საცხოვრებელ მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთზე დგას სამი საცხოვრებელი სახლი, ერთ სახლში ცხოვრობს მოსარჩელე ა--------–--------------, მეორე სახლში - ფატმა ო---------- და მესამე სახლში - ფ--------------------. ეზო საერთო სარგებლობაშია და სახლთმფლობელობა გამიჯნული არ არის, ასეთ ვითარებაში კი სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაკონკრეტებული არ არის მთლიანი საკადასტრო კოდით აღრიცხულ უძრავი ქონების 1/3-1/3 ნაწილის მესაკუთრედ ცნო მოსარჩელეები, თუ მხოლოდ ფ--------------------ს სახელზე არსებულ უძრავ ქონებაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამ--–--ბს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემ--–--ბისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- მოსარჩელეები ა--------–-------------- და ფ------------------ და მოპასუხე ფ-------------------- წარმოადგენენ ა---ს (იგივე ა---ზ) ო----------ს და გ-------------–--------ს შვილებს;
- ა---ს (ა---ზ) ო---------- გარდაიცვალა 1----–-–-----------------; გ-------------–-------- გარდაიცვალა 2----–-–-----------------;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების მიხედვით, ა---ს (ა---ზ) ო----------ს დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ლ------------------–--- N- (ლიტერი ,,ა“, ლიტერი ,,ბ“, ლიტერი - გ-დ-ვ-ვც (დამხმარე), ლიტერო ე-კ (დამხმარე);
- ა---ს ო---------- 1----–-–-----------დან რეგისტრირებული იყო ამავე მისამართზე;
- საჯარო რეესტრის ამონაწერით (მომზადების თარიღი 1--------- წელი) უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ლ------------------–--- N-, დაზუსტებული ფართობი: 1320 კვ.მ., (საკადასტრო კოდი N----------------- თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა--------–--------------ს და თანამესაკუთრის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტად მითითებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათება (სააღრიცხვო ბარათი N------, აღრიცხული 1985წ.) N------------, დამ--–--ბის თარიღი 1--------- წელი;
- 2----–-–---------–---, მოპასუხე ფ--------------------ს სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, ფ-------------------ს, როგორც მამკვიდრებლის - 1----–-–----------------- გარდაცვლილი ა---ს (ა---ზ) ო----------ს კანონისმიერ მემკვიდრეს, პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან - შვილს, საკუთრებაში გადაეცა ა---ს ო----------ს კუთვნილი წილი უძრავი ქონებიდან, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ლ------------------–--- N-; აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ლ------------------–--- N-, დაზუსტებული ფართობი 1320.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი N----------------- თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხე ფ--------------------ს სახელზე.
- საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ლ------------------–--- N-, დაზუსტებული ფართობი 1320.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი N----------------- თანასაკუთრების უფლებით ირიცხება ა--------–--------------ს და ფ--------------------ს სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენს: 1. სამკვიდრო მოწმობა N---------, დამ--–--ბის თარიღი 21.07.2---, ნოტარიუსი ი---------–---–-; 2. ცნობა-დახასიათება (სააღრიცხვო ბარათი N------ აღრიცხული 1985წ.) N-------------, დამ--–--ბის თარიღი 1---------;
- მოსარჩელე ა--------–-------------- და ფ------------------ 1----–-–------------------------–-- არიან სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართზე - ქ. თბილისი, ლ------------------–--- N-;
- მამკვიდრებლის, ა---ს (ა---ზ) ო----------ს, გარდაცვალების დროისათვის და მას შემდეგაც დღემდე, მის დანაშთ სამკვიდრო ქონებაში, ცხოვრობენ მოსარჩელეები - ა--------–--------------, ფ------------------ და მოპასუხე ფ--------------------. მოსარჩელეები ა--------–-------------- და ფ------------------ ფაქტობრივი ფლობით შეუდგნენ მამის დანაშთი სამკვიდრო ქონების მართვას და სარგებლობას. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მამკვიდრებლის გარდაცავლებიდან 6 თვის განმავლობაში, მოსარჩელეები ცხოვრობდნენ სადავო სახლში, არ შეუწყვეტიათ ამ ქონებით სარგებლობა და მართავდნენ და ახორციელებდნენ ამ ქონების მოვლა-პატრონობას. შესაბამისად, მოსარჩელეები მამკვიდრებლის - ა---ს ო----------ს გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში ფაქტობრივად დაეუფლნენ მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას, მდებარე: თბილისი, ლ------------------–--- N-.
- მოწმის განმარტებით, მოსარჩელეები - ა--------–-------------- და ფ------------------ ა---ს ო----------ს გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდნენ აღნიშნულ მისამართზე, სადაც სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საცხოვრებელი სახლი დგას. ერთ სახლში ცხოვრობს მოსარჩელე ა--------–--------------, მეორე სახლში - ფ------------------ და მესამე სახლში - ფ--------------------. ეზო საერთო სარგებლობაშია და მათ შორის რაიმე გამყოფი ღობე არ არსებობს. მამკვიდრებლის გარდაცვალებისას, გამოსვენება მოხდა ა--------–--------------ს მფლობელობაში არსებული ქონებიდან. გარდაცვალებამდე, ა---ს ო---------- ცხოვრობდა მოსარჩელე ფ------------------ს სახლში. მოწმის მითითებით, მოსარჩელე ა--------–-------------- ცხოვრობდა აღნიშნულ სახლში, მდებარე: თბილისი, ლ------------------–--- N-, იგი ესწრებოდა როგორც დაკრძალვას, ასევე ორმოცსა და წლისთავს, გარდაცვალების შემდეგაც გარკვეული პერიოდი უწყვეტად ცხოვრობდა სადავო სახლში. შემდგომში კი სამუშაოდ, პერიოდულად იმყოფებოდა ა-------------ს რესპუბლიკაში, ქ--–--------–-. მისი ძირითადი საცხოვრებელი მისამართი არის სადავო ქონების მისამართი (თბილისი, ლ------------------–--- N-). დღეის მდგომარეობითაც, მოსარჩელეები ცხოვრობენ სადავო საცხოვრებელ სახლში.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოებები და ისინი ერთმანეთის შეუსაბამოა, პალატა ასევე, ვერ გაიზიარებს ფ--------------------ს მოსაზრებას, თითქოსდა სასამართლო ვერ გაერკვა, თუ რას წარმოადგენდა სამემკვიდრეო მასა.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისში, ლ------------------–--- N-, დაზუსტებული ფართობი 1320.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი N----------------- თანასაკუთრების უფლებით ირიცხება ა--------–--------------ს და ფ--------------------ს სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენს სამკვიდრო მოწმობა N---------, დამ--–--ბის თარიღი 21.07.2---, ნოტარიუსი ი---------–---–-; და ცნობა-დახასიათება (სააღრიცხვო ბარათი N------ აღრიცხული 1985წ.) N-------------, დამ--–--ბის თარიღი 1---------; საქმეში არსებული სამკვიდრო მოწმობის თანახმად კი, ფ-------------------მა ნოტარიუსს მიმართა მამის, ა---ს ო----------ს დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მიზნით, რომლის რეკვიზიტებია: თბილისი, ლ------------------–---, N-, საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, საერთო ფართი - 1320 კვ.მ., დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასაიტების მიხედვით, ა---ს (ა---ზ) ო----------ს დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ლ------------------–--- N- (ლიტერი ,,ა“, ლიტერი ,,ბ“, ლიტერი - გ-დ-ვ-ვც (დამხმარე), ლიტერი ე-კ (დამხმარე);
პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილი 2--- წლის 21 ივლისის სამკვიდრო მოწმობის მე-7 პუნქტის თანახმად, სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, ლ------------------–--- N-, დაზუსტებული ფართობი 1320.00 კვ.მ, საიდანაც მამკვიდრებლის წილი მიიღო ფ-------------------მა, როგორც ა---ს ო----------ს კანონისმიერმა მემკვიდრემ. ამდენად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა სამკვიდრო მასის მოცულობა და აპელანტის პოზიცია იმ საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, რომ სასამართლო გასცდა მოსარჩელეთა მოთხოვნას და მიაკუთვნა მათ იმაზე მეტი, ვიდრე მოითხოვეს, დაუსაბუთებელია.
4.2. პალატა განმარტავს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა მემკვიდრის სხვადასხვა მოქმედებით შეიძლება დადგინდეს, თუმცა ამ მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება. პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. იგივე სახით რეგულირდებოდა აღნიშნული საკითხი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 1964 წლის რედაქციითაც. აღნიშნული ნორმატიული აქტის 556-ე მუხლის თანახმად, იმისთვის, სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრემ უნდა მიიღოს მემკვიდრემ უნდა მიიღოს იგი. არ შეიძლება სამკვიდროს მიღება რაიმე პირობების წამოყენებით. სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
შესაბამისად, უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობას და მართვას. ამა თუ იმ მისამართზე პირთა რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების მტკიცებულებას. ფაქტობრივი მფლობელობის გზით ქონების მიღებისათვის საერთოდ არაა აუცილებელი მემკვიდრე სამკვიდრო ქონების მისამართზე იყოს რეგისტრირებული. რეგისტრაციის პარალელურად მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს ქონების დაუფლების მტკიცებულებები. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ცნების განმარტების მიზნებისათვის, სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება გულისხმობს აღნიშნულ სამკვიდროში შემავალი ქონების ან მისი ნაწილის პერიოდულად ფლობას, გამოყენებას. სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებულ მოქმედებად მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში ანდა გარკვეული პერიოდულობით ამ სახლის ფლობა და მართვა, როგორც საკუთარისა. ამავდროულად, სამკვიდროს მიღებისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა განახორციელოს იურიდიული ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას.
საქმის მასალებით დადგენილია ის გარემოება, რომ საცხოვრებელ მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (ერთიანი საკადასტრო კოდით) დგას სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საცხოვრებელი სახლი. ერთ სახლში ცხოვრობს მოსარჩელე ა--------–--------------, მეორე სახლში - ფ------------------ და მესამე სახლში - ფ--------------------. ეზო საერთო სარგებლობაშია და მათ შორის რაიმე გამყოფი ღობე არ არსებობს. სამართლებრივად მხარეებს შორის ერთიანი სახლთმფლობელობა წილების შესაბამისად გამიჯნული არ არის. ამასთან, დადგენილია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია მოსარჩელე ა--------–--------------ს და მოპასუხე ფ--------------------ს თანასაკუთრების უფლება. მოპასუხე ფ--------------------ს საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტია სამკვიდრო მოწმობა, რომელიც მან, როგორც მამკვიდრებელ ა---ს (ა---ზ) ო----------ს პირველი რიგის მემკვიდრემ მიიღო მთლიან სამკვიდრო ქონებაზე. მამკვიდრებლის უფლება საზიარო საგნის შესაბამის წილზე, რომლის ნახევარზე აღრიცხულია მოსარჩელე ასრათალ ო----------ს საკუთრება, გამიჯნული არ არის მეორე თანამესაკუთრის საკუთრებისგან. შესაბამისად, საერთო საზიარო საგანი, რომელიც მართალია, ფაქტობრივად მხარეებს გამიჯნული აქვთ და ფლობენ დამოუკიდებლად ცალ-ცალკე საცხოვრებელ სადგომებს, არსებობს ერთიანი საკადასტრო კოდით, გაუმიჯნავი სახით. ამასთან, როგორც საქმის მასალებით დგინდება, ცალკე არ არის გამოყოფილი მამკვიდრებელ ა---ს (ა---ზ) ო----------ს დანაშთი სამკვიდრო მასა.
გარდა ამისა, ქონების მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი დასტურდება მ--–--თა განმარტებ-ებითაც. როგორც მითითეული მტკიცებულებებით ირკვევა, მოსარჩელეები - ა--------–-------------- და ფ------------------ ა---ს ო----------ს გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდნენ აღნიშნულ მისამართზე, სადაც სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საცხოვრებელი სახლი დგას. ერთ სახლში ცხოვრობს მოსარჩელე ა--------–--------------, მეორე სახლში - ფ------------------ და მესამე სახლში - ფ--------------------. ეზო საერთო სარგებლობაშია და მათ შორის რაიმე გამყოფი ღობე არ არსებობს. მხოლოდ ამ ეზოთი სარგებლობაც ნიშნავს სამკვიდროს დაუფლებას, რადგან მისი ნახევარიც გარდაცვლილის საკუთრებაში იყო.
მ--–--თა ჩვენებებით კი დგინდება, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებისას, გამოსვენება მოხდა ა--------–--------------ს მფლობელობაში არსებული ქონებიდან. მ--–--თა განმარტებით, გარდაცვალებამდე, ა---ს ო---------- ცხოვრობდა მოსარჩელე ფ------------------ს სახლში. მოსარჩელე ა--------–-------------- ცხოვრობდა აღნიშნულ სახლში, მდებარე თბილისში, ლ------------------–--- N-, იგი ესწრებოდა როგორც დაკრძალვას, ასევე ორმოცსა და წლისთავს, გარდაცვალების შემდეგაც გარკვეული პერიოდი უწყვეტად ცხოვრობდა სადავო სახლში. შემდგომში კი სამუშაოდ, პერიოდულად იმყოფებოდა ა-------------ს რესპუბლიკაში, ქ--–--------–-. მისი ძირითადი საცხოვრებელი მისამართი არის სადავო ქონების მისამართი (თბილისი, ლ------------------–--- N-). დღეის მდგომარეობითაც, მოსარჩელეები ცხოვრობენ სადავო საცხოვრებელ სახლში.
შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილების მსჯელობას მასზედ, რომ ამ საერთო სახლთფლობელობის ფლობა და მართვა მოსარჩელეთა მხრიდან, გულისხმობს მათ მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღებას, ვინაიდან, კონკრეტულად არ ჩანს, ამ საერთო თანაზიარი საკუთრებიდან კონკრეტულად ქონების რა ნაწილი ეკუთვნის საკუთრების უფლებით ა--------–-------------ს, ხოლო რა ნაწილი - მოიაზრება სადავო სამკვიდრო ქონებაში.
4.3. რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად გაიზიარა მ--–--თა ჩვენებები, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენის ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
პალატა შენიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის მასალები და მათ შორის, მ--–--თა ჩვენებები ერთობლიობაში შეაფასა და მხოლოდ მ--–--თა ჩვენებებს არ დაყრდნობია სადავო გარემოებების დადგენის თვალსაზრისით. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე კი, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფ--------------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ იქნა გადახდილი 3200 ლარი, თუმცა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში, ფ--------------------ს წარმომადგენლის მიერ მიერ დაყენებულია შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის გამო იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის - 650 ლარის მოწინააღმდეგე მხარეებისთვის გადასახდელად დაკისრების შესახებ.
სააპელაციო სასამართლო შენიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც სასამართლო განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი გამოტანილ იქნა მოწინააღმდეგე მხარეთა ინტერესების სასარგებლოდ, აპელანტის წარმომადგენლის აღნიშნული შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ--------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები: ირაკლი ბონდარენკო
ნატალია ნაზღაიძე