თუ დამქირავებელმა ნივთი სარგებლობისათვის მესამე პირს გადასცა, გამქირავებელს შეუძლია ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მესამე პირს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნებ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 566. დაქირავებული ქონების გადაცემა მესამე პირისათვის
სამოქალაქო კოდექსის 566-ე მუხლი · სკ 566
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-431-2024
საკასაციო სასამართლო დასახელებული ნორმების საფუძველზე განმარტავს, რომ ვალდებულებითი ურთიერთობა, მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ფარდობითი ხასიათის ურთიერთობაა, რაც, გარკვეული გამონაკლისების გარდა (მაგ: სკ-ის 566-ე მუხლი), გულისხმობს, მხოლოდ კრედიტორის უფლებამოსილებას უშუალოდ მოვალისგან გარკვეული მოქმედების (უმოქმედობის) შესრულებაზე.
- საქმე №ას-186-175-2017
სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ სამკვიდრო მოწმობა ახალი სსკ-ის ამოქმედების შემდეგ გაიცა, სამკვიდრო მოწმობის ბათილობის საფუძველს არ წარმოადგენდა, რადგან სსკ-ის ძველი რედაქციის 556-ე მუხლის ბოლო წინადადების მიხედვით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან, ხოლო ამავე კოდექსის 566-ე მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეებად მოწოდებულ პირებს შეუძლიათ მოსთხოვონ მემკვიდრეობის გახსნის ადგილის სანოტარო კანტორას მემკვიდრეობის უფლების მოწმობა;
- საქმე №ას-750-718-2014
საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად არამართებულად გამოიყენა საქართველოს 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 566-ე მუხლი, აგრეთვე საქართველოს 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.
- საქმე №330210118002483006
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 539- 540-ე, 546-ე, 566-ე, 567-ე მუხლები. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. მოსარჩელე გ-----------–----ემ მოითხოვა: 2002 წლის 15 მარტს ა-–--------------–----ის სახელზე გაცემული სამკვიდრო…
- საქმე №330210118002488934
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 539- 540-ე, 546-ე, 566-ე, 567-ე მუხლები. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. მოსარჩელე ნ-----–---------–---–-------–--ემ მოითხოვა 1979 წლის 2 იანვარს ნ-----------–--ის სახელზე გაცემული…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 559. ქირავნობის ურთიერთობის შეწყვეტა ვადის გასვლით
- მუხლი 560. განუსაზღვრელი ვადით ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელების მოთხოვნის უფლება
- მუხლი 561. ხელშეკრულების მოშლის ვადა
- მუხლი 562. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა პატივსადები მიზეზების არსებობისას
- მუხლი 564. დამქირავებლის მოვალეობანი ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას
- მუხლი 565. დაკავების უფლების დაუშვებლობა
- მუხლი 567. გაქირავებული ნივთის დაუბრუნებლობის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება
- მუხლი 568. გირავნობის უფლება დამქირავებლის ნივთებზე
- მუხლი 569. მიწის ნაკვეთის ქირავნობის ხელშეკრულების ფორმა
- მუხლი 570. ათ წელზე მეტი ვადით დადებული ხელშეკრულების მოშლის წესი
- მუხლი 571. დამქირავებლის უფლებების გადასვლა მისი ოჯახის წევრებზე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 566, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-566/