თუ ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია საცხოვრებელ სადგომზე და იქ დამქირავებელი თავის ოჯახის წევრებთან ერთად წარმართავს ერთიან საოჯახო მეურნეობას, დამქირავებლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრები სამართლებრივ ურთიერთობაში შედიან გამქირავებელთან. მათ უფლება აქვთ ქირავნობის ხელშეკრულება მოშალონ კანონით დადგენილ ვადაშ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 571. დამქირავებლის უფლებების გადასვლა მისი ოჯახის წევრებზე
რედაქციის ისტორია
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ბს-639-632(2კ-16)
…იგი ამ ბინის დამქირავებელს წარმოადგენდა. გ. ტ-ომ მ. დ-ასაგან მიიღო ყველა სახის აქტივი და პასივი, რაც მას გააჩნდა... მ. დ-ა იყო ქირავნობის ხელშეკრულების მონაწილე და მას ორდერით მიღებული ქონების სარგებლობის უფლება გააჩნდა. გ. ტ-ოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 571-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეეძლო მიეღო მხოლოდ ქირავნობის უფლება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის…
- საქმე №ბს-835-797(კ-07)
…მიერ გაქირავებული ნივთის დაზიანება; სამოქალაქო კოდექსის 558-ე მუხლით განმტკიცებულია ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე მოშლის ისეთი საფუძველი, როგორიცაა დამქირავებლის მიერ სამი თვის ქირის გადაუხდელობა; სამოქალაქო კოდექსის 571-ე და 590-ე მუხლების დისპოზიციებით განსაზღვრულია ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების მოშლის ისეთი საფუძველი, როგორიცაა დამქირავებლისა და მოიჯარის გარდაცვალება,…
- საქმე №3გ-ად-86-კ-02
…ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სკ-ს 571-ე მუხლის თანახმად, თუ ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია საცხოვრებელ სადგომზე და იქ დამქირავებელი თავის ოჯახის წევრებთან ერთად წარმართავს ერთიან საოჯახო…
- საქმე №3გ-ად-14-კ-03
…ნორმები, როდესაც მიუთითა, რომ ორივე ბინის დამქირავებელი იყო თ. მ.-ი და მასთან ერთად მცხოვრები პირები წარმოადგენდნენ მხოლოდ ოჯახის წევრებს. კასატორს მიაჩნია, რომ მისი სადავო ბინის დამქირავებლის ოჯახის წევრად მიჩნევა სკ-ს 549-ე და 571-ე მუხლების მიხედვით დაუშვებელი იყო. სასამართლოს, ნაცვლად აღნიშნული მუხლებისა, უნდა გამოეყენებინა საბინაო კოდექსის 62-62-ე მუხლები და იგი ეცნო დამქირავებლის თანაბარი…
- საქმე №3კ/335-02
…ე. ი-ოვამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ იგი დამქირავებლის ოჯახის წევრი იყო და სადავო ბინის თანამფლობელი, სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 571-ე მუხლების შესაბამისად. კანონით არ არის შეზღუდული იმ პირთა წრე, რომლებიც შეიძლება ჩაითვალონ დამქირავებლის ოჯახის წევრებად. სამოტივაციო ნაწილი: პალატა გაეცნო საქმის…
- საქმე №3გ/ად-231-კ-01
- საქმე №3კ/775-01
მეზობელი მუხლები
- მუხლი 560. განუსაზღვრელი ვადით ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელების მოთხოვნის უფლება
- მუხლი 562. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა პატივსადები მიზეზების არსებობისას
- მუხლი 564. დამქირავებლის მოვალეობანი ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას
- მუხლი 567. გაქირავებული ნივთის დაუბრუნებლობის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება
- მუხლი 568. გირავნობის უფლება დამქირავებლის ნივთებზე
- მუხლი 569. მიწის ნაკვეთის ქირავნობის ხელშეკრულების ფორმა
- მუხლი 573. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობა
- მუხლი 574. დავა მეუღლეებს შორის განქორწინებისას
- მუხლი 576. ცნება
- მუხლი 577. ლიზინგის მიმღების უფლებები მიმწოდებლის მიმართ
- მუხლი 578. უფლებები ლიზინგის საგანზე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 571, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-571/