დამქირავებელს უფლება აქვს დაიცვას თავისი მფლობელობა ყოველი დამრღვევისაგან, მათ შორის, მესაკუთრისაგანაც.
თავი მეოთხე
ლიზინ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
სამოქალაქო კოდექსის 575-ე მუხლი · სკ 575
დამქირავებელს უფლება აქვს დაიცვას თავისი მფლობელობა ყოველი დამრღვევისაგან, მათ შორის, მესაკუთრისაგანაც.
თავი მეოთხე
ლიზინ
…საერთო სისტემებით მომსახურებას. უდავოა, რომ მოსარჩელე საიჯარო ფართებს ფლობს უძრავი ქონების მესაკუთრეებთან დადებული იჯარის ხელშეკრულებების საფუძველზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 581-ე მუხლი). სსკ-ის 575-ე მუხლის თანახმად, დამქირავებელს უფლება აქვს დაიცვას თავისი მფლობელობა ყოველი დამრღვევისაგან, მათ შორის, მესაკუთრისაგანაც.
ამდენად, სამინისტროს წერილში აღნიშნული მოთხოვნა, რომ ნივთი მათ დაბრუნებოდათ კანონსაწინააღმდეგო იყო, ვინაიდან ეწინააღმდეგებოდა როგორც სსკ-ის 531-ე, ისე - 162-ე, 575-ე მუხლებს; 4.7. სააპელაციო სასამართლოს მიერ ხანდაზმულობის საერთო 10-წლიანი ვადის გამოყენებას მეორე კასატორი არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ სსკ-ის 128.3-ე მუხლის ნაცვლად ამავე კოდექსის 129.1-ე მუხლი უნდა ყოფილიყო გამოყენებული.
…მიმართ არ არსებობს სსკ-ის 572-ე მუხლის გავრცელების საფუძველი და მასზე ვერ გავრცელდება ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი სსკ-ის 531-ე და 575-ე მუხლებიდან გამომდინარე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც 575-ე მუხლიც დაკავშირებულია დამქირავებლის მიერ დაქირავებული ნივთის მფლობელობასთან, რაც როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ საქმეში არ დასტურდება.
…სადავო ქონებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელეს რაიმე სახის მტკიცებულება, მაგალითად, ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, არ წარუდგენია, რაც იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ სადავო ქონებას მესამე პირი მართლზომიერად ფლობს. 8.6. სსკ-ის 575-ე მუხლის თანახმად „დამქირავებელს უფლება აქვს დაიცვას თავისი მფლობელობა ყოველი დამრღვევისაგან, მათ შორის მესაკუთრისგანაც“, იმავე კოდექსის 161-ე მუხლის…
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 575-ე მუხლი წარმოადგენს დამქირავებლის უფლებადამცავ ნორმას და ქირავნობის განმავლობაში მისი, როგორც ქირავნობის საგნის მართლზომიერი მფლობელის უფლებებს განამტკიცებს, კერძოდ, განსახილველი ნორმა ადგენს, რომ დამქირავებელს უფლება აქვს დაიცვას თავისი მფლობელობა ყოველი დამრღვევისაგან, მათ შორის, მესაკუთრისაგანაც.
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 575, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-575/