1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ:
ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება;
ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.
2.
მიმწოდებელი
შეიძლება
იმავდროულად
იყოს
ლიზინგის გამცემი,თუ
მიმწოდებლის
ჩვეულებრივი
საქმიანობა
არის
ქონების
მიწოდება
ან
ქონების
ლიზინგით
გაცემა
. ქონება შეიძლება შეძენილ იქნეს ასევე ლიზინგის მიმღებისგან.
3. ლიზინგით გაცემული ქონება ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას განმეორებით შეიძლება გაიცეს ლიზინგით
, მაგრამ
იმისათვის
, რომ
მასზე
გავრცელდეს ამ თავის დებულებები
, ლიზინგის
გამცემმა
უნდა
მოიპოვოს
ლიზინგის
მიმღებისგან
ქონების
დამოუკიდებელი
შერჩევის
დადასტურება
.
4. ლიზინგის საგანი არ შეიძლება იყოს ფული, ფასიანი ქაღალდი, წილი ან პაი სამეწარმეო საზოგადოებაში.
5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი და ლიზინგის დაფინანსების თანხის გაცემის შედეგად ლიზინგის მიმღების ჯამური ვალდებულებები ამავე ლიზინგის გამცემის მიმართ 200 000 (ორასი ათას) ლარზე ნაკლებია, ლიზინგის გამცემის მიერ საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული.
6. თუ ლიზინგის გამცემი მეწარმეა, ლიზინგის გაცემისას ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთანავე, ლიზინგის გამცემი ვალდებულია დაიცვას ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები საკომისიოსთან, ფინანსურ ხარჯთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით. ამ მიზნებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გამოთვლის წესი.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5119 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის
კანონი №3315
–
ვებგვერდი, 07.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4104 – ვებგვერდი, 10.01.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 22.12.2018 კანონი №4104
- 21.07.2018 კანონი №3315
- 13.10.2011 კანონი №5119
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(237)
- საქმე №ას-1337-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
…არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. 12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილი /თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი…
- საქმე №ას-886-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2025
…ოდენობა. 24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მხარეთა შორის წარმოშობილია ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც მოწესრიგებულია სსკ-ის 576-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით…
- საქმე №ას-1414-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2025
…საგანია ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ოდენობა. 14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც მოწესრიგებულია სსკ-ის 576-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით…
- საქმე №ას-96-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.06.2022
…ფაქტიურად მოსარჩელე კომპანიის მიერ გადახდილი 36 451 აშშ დოლარი ზიანის სახით წარმოიშვა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 306-307). 59. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას და მიუთითებს ხელშეკრულების დადების დროს მოქმედ სსკ-ის 576-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით…
- საქმე №ას-462-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2022
…(მოსარჩელესთან) (რომელიც ამავდროულად წარმოადგენს ლიზინგის საგნის მიმღების შპს „ჰ.ჯ–ს“ 100%-იანი წილის მფლობელს) გაფორმებული თავდებობისა და გირავნობის ხელშეკრულებით. 25. პირველ რიგში, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლს, რომელიც ლიზინგის ინსტიტუტის მომწესრიგებელი ცენტრალური ნორმაა და ამ სახის ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.…
- საქმე №ას-1846-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.05.2022
- საქმე №ას-425-425-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2021
- საქმე №ას-1700-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2020
- საქმე №ას-916-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2020
- საქმე №ას-849-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2019
- საქმე №ას-1262-1182-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2018
- საქმე №ას-267-267-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2018
- საქმე №ას-343-328-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2016
- საქმე №3კ/771-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2002
- საქმე №3გ/ად-95-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.12.2001
- საქმე №ას-1712-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №100210018002245053 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 22.04.2019
- საქმე №050210116001411785 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 18.05.2018
- საქმე №820210917001980997 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 04.05.2018
- საქმე №080210017002206838 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.09.2019
- საქმე №020210018002726919 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 20.08.2019
- საქმე №330210117002194636 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.04.2019
- საქმე №330210016001375703 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.02.2019
- საქმე №330210116001290285 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.02.2019
- საქმე №060210918002648925 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 21.11.2018
- საქმე №511210918002553328 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 14.11.2018
- საქმე №100210918002553358 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 07.11.2018
- საქმე №330210017001983058 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.10.2018
- საქმე №020210918002480802 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 10.10.2018
- საქმე №100210018002245053 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.09.2018
- საქმე №010210018002181082 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.08.2018
- საქმე №330310014624604 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.03.2018
- საქმე №050210917002179769 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 28.02.2018
- საქმე №330210019003349684 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.02.2020
- საქმე №160210920003481267 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 19.02.2020
- საქმე №330210019003057545 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.02.2020
- საქმე №281210920003446728 · ჩხოროწყუს მაგისტრატი სასამართლო · 31.01.2020
- საქმე №190210019003203791 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 24.01.2020
- საქმე №281210019003308688 · ჩხოროწყუს მაგისტრატი სასამართლო · 30.11.2019
- საქმე №281210919003297668 · ჩხოროწყუს მაგისტრატი სასამართლო · 25.11.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 237-დან.