1. ქონება მიიღება ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის გამცემისთვის ან მიმწოდებლისთვის იმის დადასტურებით, რომ ქონება შეესაბამება მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობებს, ან როდესაც ლიზინგის მიმღები არ აცხადებს ქონებაზე უარს მას შემდეგ, რაც მისი შემოწმების გონივრული შესაძლებლობა ჰქონდა, ან როცა ლიზინგის მიმღები იწყებს ქონებით სარგებლობას.
2. ქონების მიღების შემდეგ ლიზინგის მიმღები უფლებამოსილია მიმწოდებლისგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ ქონება არ შეესაბამება მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობებს.
3. ქონების მიღების შემდეგ ლიზინგის მიმღებზე გადადის ქონების დაღუპვის ან დაზიანების რისკი.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5119 - ვებგვერდი, 31.10.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.10.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
…ქირის გადახდაა. სწორედ ამიტომ ზოგიერთ ქვეყანაში ამ ხელშეკრულებას „ფინანსური ლიზინგის“ ხელშეკრულებას უწოდებენ, რითაც ლიზინგსა და ქირავნობას შორის განსხვავებას უსვამენ ხაზს; 4.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 580-ე მუხლის თავდაპირველი რედაქცია ლიზინგის ხელშეკრულების მოსაწესრიგებლად ქირავნობის წესებზე უთითებდა. ლიზინგის ხელშეკრულების ამ თავისებურების გამო, იგი,…
…16206,74 აშშ დოლარი, თუმცა ეს საფასური წარიმართა 2009 წლის 1 ოქტომბრის „გამაერთიანებელი“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიზინგის მიმღების ვალდებულების უზრუნველყოფაში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდისათვის სამოქალაქო კოდექსის 580-ე მუხლის მოქმედ რედაქციაზე, რომლის თანახმადაც, ლიზინგის მიმართ გამოიყენებოდა ქირავნობის ხელშეკრულების ის წესები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებოდნენ…
საქმე №ბს-524-625-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2007
…ნაკლის აღმოფხვრა, თუნდაც დამატებითი ვადის დაწესებით, მოსარჩელე უარს ამბობდა და გადიოდა 2002 წლის 28 სექტემბრის ¹...... ლიზინგის ხელშეკრულებიდან და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 578-ე და 537-ე მუხლების პირველი ნაწილების, 580-ე, 361-ე, 394-ე, 408-ე, 409-ე, 411-ე, 412-ე და 414-ე მუხლების თანახმად, მოითხოვდა ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხეთათვის 712275,46
საქმე №3გ-ად-228-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.11.2002
…უმეტეს, რომ სასამართლოს ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების გამოტანამდე მან არ ისარგებლა ლიზინგის ხელშეკრულების 9.3.1, 9.3.2, 9.3.3, 9.3.4, 9.3.5, 9.3.7 პუნქტებით. საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სკ-ს 580-ე მუხლის თანახმად: “ლიზინგის მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების ის წესები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან 576-579-ე მუხლებს". აქედან გამომდინარე,…
საქმე №3გ/ად-95-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.12.2001
…ვადის გადაცილებას, რისთვისაც კანონი ითვალისწინებს ლიზინგის გამცემის პასუხისმგებლობას კოდექსის ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილის 394-ე, 405-ე, 407-ე, 352-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქციების სახით. კასატორის აზრით, სამოქალაქო კოდექსის 580-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ქირავნობის ურთიერთობების მომწესრიგებელი 533-ე, 535-ე და 537-ე მუხლები. მოწინააღმდეგე მხარე _…