განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.10.2018
საქმის ნომერი
010210118001874272
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210118001874272

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე № 2/ბ-782-18 10 ოქტომბერი 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

ოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი (მოპასუხე) მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - - რ----–-- ბ---–----- სს ,,თ----- ლ-------“

დავის საგანი - ლ-------ს საგნის დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანისა და ლ-------ს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, ამავე სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინება

 

1. აპელანტის მოთხოვნა:გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება, საქმის არსებითი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება 2017 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. მიღებული იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სს „თ----- ლ-------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. მოპასუხეებს, შპს ,,რ----–-- ტ----- ლ------------" (ს/კ 4--------) და რ----–-- ბ---–-----ს (პ/ნ 6----------), სს ,,თ----- ლ-------ს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 6 638.91 აშშ დოლარის გადახდა; 3. მოპასუხეებს შპს ,,რ----–-- ტ----- ლ------------" (ს/კ 4--------) და რ----–-- ბ---–-----ს (პ/ნ 6----------) სს ,,თ----- ლ-------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 484.24 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარიდან 50 ლარის ანაზღაურება, ჯამში 534,24 ლარის გადახდა, ხოლო 100 ლარი მოსარჩელე სს ,,თ----- ლ-------ს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ხაზინიდან, როგორც ზედმეტად გადახდილი; 4. საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა დარჩეს უცვლელი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი: 1. რ----–-- ბ---–------ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს; 2. დარჩეს უცვლელად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2013 წლის 22 მარტს, სს თ----- ლ-------- და შპს ,,რ----–---ტ----- ლ-----------" შორის გაფორმდა N620-1071-10736 და N620-1071-10737 ლ-------ს ხელშეკრულებები, რომლითაც, ლ-------ს მიმღებს გადაეცა ორი ერთული ქონება, უნაგირა საწევარი და მისაბმელი. აღნიშნული ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად, ამავე რიცხვში, სს ,,თ----- ლ--------" და ფიზიკურ პირს, რ----–-- ბ---–-----ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. ლ-------ს მიმღების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებების პირობები, რასაც უწყვეტი ხასიათი მიეცა და ვალდებულების შესასრულებლად ლ-------ს მიმღებისთვის მიცემული გაფრთხილების ვადაც უშედეგოდ გავიდა. ამიტომ, სს ,,თ----- ლ-------ს" მხრიდან, ცალმხრივად შეწყდა აღნიშნული ხელშეკრულებები, მოთხოვნილ იქნა ლ-------ს საგნების დაბრუნება, რომლის თაობაზეც მოთხოვნა დაკმაყოფილდა ქობულეთის მაგისტრატი მოსამართლის მიერ და 2016 წლის 28 მარტს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, ლ-------ს საგნების ლ-------ს გამცემის მფლობელობაში დაბრუნებაზე. მიუხედავად იძულებითი სააღსრულებო ღონისძიებებისა, ვერ ხორციელდება ლ-------ს საგნების სს ,,თ----- ლ-------ს" მფლობელობაში დაბრუნება და შპს ,,რ----–---ტ----- ლ-----------" ყოველგვარი სამართლებრივი საფუძლის გარეშე განკარგავს და ახორციელებს ლ-------ს საგნებით სარგებლობას, რომლის საბალანსო ღირებულება შეადგენს 2125.01 აშშ დოლარს. გარდა ამისა, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის, შპს ,,რ----–---ტ----- ლ-----------ს" ვადაგადაცილებული დავალიანება შეადგენდა 4,513.91 აშშ დოლარს. ვინაიდან, არ ხდება ლ-------ს საგნების დაბრუნება, ასევე არსებული დავალიანების გადახდა, სს ,,თ----- ლ-------" ადგება ზიანი, ამიტომ სს ,,თ----- ლ-------"-სათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნებისათვის, როგორც ლ-------ს მიმღებმა-შპს ,,რ----–---ტ----- ლ----------მა", ისე თავდებმა პირმა-რ----–-- ბ---–-----მ, სს ,,თ----- ლ-------" ჯამურად უნდა გადაუხადონ მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება-4,513.91 აშშ დოლარი და ლ-------ს საგნების საბალასო ღირებულება- 2125.01 აშშ დოლარი, სულ- 6,638.91 აშშ დოლარი. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასაბუთება: 2.1. 2017 წლის 05 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს ,,თ----- ლ-------ს" წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,რ----–---ტ----- ლ-----------“ და რ----–-- ბ---–----- (თავდები) და ლ-------ს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების, ასევე ლ-------ს საგნების დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანის, სულ-6,638.91 აშშ დოლარისა და საპროცესო ხარჯების მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა. 2.2. 2017 წლის 25 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, მოსარჩელის, სს „თ----- ლ-------ს“ წარმომადგენელს ფერიდე გაზდელიანს სატელეფონო აქტის საშუალებით განემარტა, რომ სარჩელი მიღებულია წარმოებაში და ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება და გზავნილის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა, აღნიშნულის განმარტებიდან 2 თვის ვადაში (ს.ფ.102). 2.3. მოსარჩელის წარმომადგენელმა მოპასუხეებს, სარჩელში მითითებულ მისამართზე გაუგზავნა სარჩელი თანდართული მასალებით, თუმცა ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდა, რის გამოც იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სარჩელისა და თანდართული საბუთების შინაარსი მოპასუხეებისათვის ეცნობებინათ შეტყობინების საჯაროდ გავრცელების გზით (ს.ფ.103). 2.4. ბათუმის საქალაქო საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონულ სამმართველოს დაევალა, განჩინების ჩაბარების მომენტიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში, შპს ,,რ----–---ტ----- ლ----------“-ს (ს/კ 446955803 ქ------–-------------–--------------) და რ----–-- ბ---–-----ს (პ/ნ 6----------, ქ------–-------------–--------------) ჩააბაროს სს ,,თ----- ლ-------ს“ (ს/კ 2--------) სარჩელის ასლი და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ107-108). 2.5. 2017 წლის 20 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოდან გადმოგზავნილი იქნა გასაუბრების ოქმი, რომლის თანახმადაც, მოპასუხე რ----–-- ბ---–------ დედამ-თ------- ბ---–-----მ, 2017 წლის 14 ივლისს უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე (ს.ფ.112-113). 2.6. სასამართლო გზავნილის თანახმად, წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხე მხარეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა, თუმცა მითითებულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. 2.7. შპს ,,რ----–-- ტ----- ლ-----------სა“ და რ----–-- ბ---–------ მიერ, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ვინაიდან, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, მე- 400, 405-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 465-ე, 524-ე, 580-ე, 891-ე, 898-ე, 895-ე მუხლების შესაბამისად იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდა. 2.8. 2017 წლის 18 სექტემბერს, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა რ----–-- ბ---–-----მ და ბათუმის საქალაქო სასასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. საჩივრის ავტორმა საჩივარში დააფიქსირა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 73-ე, 232-233-ე მუხლების აღწერილობა (დისპოზიცია) და იმავდროულად განმარტა, რომ 2014 წლის 6 ივნისს გაასხვისა შპს ,,რ----–-- ტ----- ლ-----------ს“ 100%-იანი წილი თურქეთის მოქალაქეზე, რომლის თაობაზეც თავის დროზე აცნობა კომპანიის კრედიტ ოფიცერს, ამიტომ მისთვის გაუგებარია შპს ,,თ----- ლ-------ს“ სარჩელზე რატომ არის მოპასუხე. 2.9. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში, უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება. 2.10. დადგენილია, რომ სასარჩელო განცხადება და თანდართული მასალები მოპასუხეებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით, სარჩელში მითითებულ მისამართზე. 2017 წლის 20 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ქობულეთის პოლიციის რაიონული სამმართველოდან გადმოგზავნილი გასაუბრების ოქმის, თანახმად, მოპასუხე რ----–-- ბ---–------ ოჯახის წევრმა-დედამ თ------- ბ---–-----მ 2017 წლის 14 ივლისს უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია რომ რ----–-- ბ---–------ათვის, ასევე მისთვის როგორც შპს ,,რ----–-- ტ----- ლ-----------ს“ დირექტორისათვის გზავნილი სსსკ 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარებულად ითვლება 2017 წლის 14 ივლისს, რომლისთვისაც, შესაგებლის წარმოდგენისათვის დადგენილი 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 15 ივლისს და ამოიწურა, ამავე წლის 25 ივლისს (არასამუშაო დღეების გათვალისწინებით) 24:00 საათზე. ვინაიდან, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2017 წლის 27 ივლისს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილი იყო სსკ-ის 2321-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რაც გამორიცხავდა საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ, საერთოდ არ მიქცია ყურადღება იმ გარემოებას რომ მან, 2014 წლის 6 ივნისს გაასხვისა შპს ,,რ----–-- ტ----- ლ-----------ს“ 100%-იანი წილი თურქეთის მოქალაქეზე, რომელიც დღემდე არის ამ კომპანიის მესაკუთრე, ასევე გადადგა შპს-ს დირექტორობიდან. აღნიშნულის თაობაზე დროულად აცნობა კომპანიის კრედიტ ოფიცერს. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია შპს ,,თ----- ლ-------ს“ სარჩელზე, თუ რატომ არის მოპასუხე. 3.2. იქედან გამომდინარე, რომ გაასხვისა საწარმოს 100%-იანი წილი, ბუნებრივია ყურადღება არ მიაქცია სასამართლოს გზავნილს, რადგან ჩათვალა, რომ მოსარჩელე, რომლისთვისაც ცნობილი იყო აღნიშნული გარემოებები, თავად გაასწორებდა უსწორობას და მას აღარ დაასახელებდა მოპასუხედ.

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სამართლებრივ დასაბუთებას და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: 4.3. დადგენილია, რომ 2013 წლის 22 მარტს, სს თ----- ლ-------- და შპს ,,რ----–---ტ----- ლ-----------" შორის გაფორმდა N620-1071-10736 და N620-1071-10737 ლ-------ს ხელშეკრულებები, რომლითაც, ლ-------ს მიმღებს გადაეცა ორი ერთული ქონება, უნაგირა საწევარი და მისაბმელი. აღნიშნული ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად, ამავე რიცხვში, სს ,,თ----- ლ--------" და ფიზიკურ პირს, რ----–-- ბ---–-----ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა, რ----–-- ბ---–-----მ იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად ეგო პასუხი შპს ,,რ---–--- ტ----- ლ-----------ს“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 4.4. დადგენილია, რომ მოპასუხე რ----–-- ბ---–------ათვის სს ,,თ----- ლ-------ს" სარჩელზე, მეორედ გაგზავნილი გზავნილის რ----–-- ბ---–------ ოჯახის წევრმა-დედამ, 2017 წლის 15 ივლისს, უარი განაცხადა ჩაბარებაზე. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სსკ-ის 75-ე მუხლის თანახმად, რ----–-- ბ---–------ათვის სარჩელი ჩაბარებულად ითვლება 2017 წლის 15 ივლისს, საიდანაც, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით სსკ-ის 2321-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, საპროცესო ნორმების მოთხოვნებს შეესააბამება. 4.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. 4.6. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება, ან სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას. 4.7. ამავე კოდექსის 102-103-ე მუხლების თანახმად, გარემოება, რაც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, ამასთან მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. 4.8. საჩივარში დაფიქსირებული რ----–-- ბ---–------ მსჯელობით დგინდება, რომ შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო მისი სურვილით, ვინაიდან მიაჩნდა, რომ არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა და სასამართლო ვალდებული იყო ეს გარემოება შეეფასებინა და უარი ეთქვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე. აღნიშნულთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლო განმარტავს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის განმარტებიდან გამომდინარე, არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. ამდენად, ამ საპროცესო ეტაპზე არ ხდება მტკიცებულებების შეფასება და სასამართლო, მხოლოდ სარჩელში დაფიქსირებულ ფაქტების სამართლის ნორმებთან შესაბამისობას ადგენს. ვინაიდან, სარჩელში მოსარჩელემ აღნიშნა, რომ რ----–-- ბ---–----- იყო ძირითადი მოვალის (ლ-------ს მიმღების) თავდები, ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით წარმოშობილი დავალიანების თავდები პირისათვის დაკისრება, სრულად გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მოთხოვნებიდან. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თავდები ფიზიკური პირისათვის-რ----–-- ბ---–------ათვის სოლიდარულად თანხის დაკისრება იურიდიულად გამართლებულია, რაც გამორიცხავს აპელანტის მსჯელობის გაზიარების შესაძლებლობას. 4.9. სააპელაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საჩივრის ავტორს არ მიუთითებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა ისეთ გარემოებებზე, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, რ----–-- ბ---–------ საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა. 4.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით, და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილებები გამოიტანა, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ რ----–-- ბ---–------ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის, რ----–-- ბ---–------ სააპელაციო საჩივარზე მის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-684,40 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. რ----–-- ბ---–------ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინება;

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე