1. თუ ქონება ლიზინგის მიმღებს არ მიეწოდა, მიეწოდა ვადაგადაცილებით ან ის არ შეესაბამება ლიზინგის ხელშეკრულების პირობებს, ლიზინგის მიმღებს უფლება აქვს, არ მიიღოს ქონება და მიმწოდებლისგან მოითხოვოს იმგვარი ქონება, რომელიც ხელშეკრულების პირობების შესაბამისი იქნება, ან/და მოითხოვოს მისგან ზიანის ანაზღაურება.
2. ქონების მიწოდების პირობების დარღვევისას ქონების დაღუპვის ან დაზიანების რისკი რჩება მიმწოდებელზე, ამ კოდექსის 5805 მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5119 - ვებგვერდი, 31.10.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.10.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
…გამცემი, ანუ არის თუ არა ლიზინგის საგნის გამცემი იმავდროულად, ლიზინგის საგნის მიმწოდებელიც. აღნიშნულის ხაზგასმა მნიშვნელოვანია, ლიზინგის საგნის ნაკლის გამო, გამოწვეულ ზიანზე პასუხისმგებელი პირის სწორად განსაზღვრისათვის. სსკ-ის 5801 და 5803 მუხლების დანაწესი ამ სახის ზიანზე პასუხისმგებელ პირად ცალსახად განიხილავს ლიზინგის საგნის მიმწოდებელ პირს. 20. განსახილველ შემთხვევაში 2011 წლის 24…
…ვალდებულება ეკისრებოდა აპელანტის მიერ თანხის გადახდის ფაქტის საფუძველზე. 4.25.4. ე.ი. ვალდებულებას არა ქონების მიწოდების ფაქტი, არამედ ფულის გადახდა წარმოშობდა. 4.25.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 580-ე მუხლის 1 ნაწილისა და 5801 მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, კი ლიზინგის ხელშეკრულებით ვალდებულების წარმოშობის საფუძველი და ამ ხელშეკრულების მიზანი, სწორედ სარგებლობაში ქონების გადაცემა და…