1. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.
1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიზინგის გამცემის მოთხოვნა ამ კოდექსის 580
7 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის საგნის მისთვის მფლობელობაში დაბრუნების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. ლიზინგის მიმღებს უფლება აქვს, მოსთხოვოს ლიზინგის გამცემს მისი მოქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, თუ ლიზინგის გამცემი ქონებას მფლობელობაში დაიბრუნებს ლიზინგის მიმღების მფლობელობის არამართლზომიერი ხელშეშლის გზით, ან თუ ლიზინგის გამცემს არ დაუწესებია დამატებითი ვადა ამ კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი ვადის დაწესება 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არ არის საჭირო. ამასთანავე, ლიზინგის მიმღებს არ აქვს უფლება, მოითხოვოს ლიზინგის საგანზე მფლობელობის აღდგენა.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5119 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს 2017 წლის 30
ივნისის
კანონი №1195 - ვებგვერდი, 14.07.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.06.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 30.06.2017 კანონი №1195
- 13.10.2011 კანონი №5119
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.09.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5806 . ქონების მფლობელობა და განკარგვა 1. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი. 1 1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიზინგის გამცემის მოთხოვნა ამ კოდექსის 580 7 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის საგნის მისთვის მფლობელობაში დაბრუნების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. 2. ლიზინგის მიმღებს უფლება აქვს, მოსთხოვოს ლიზინგის გამცემს მისი მოქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, თუ ლიზინგის გამცემი ქონებას მფლობელობაში დაიბრუნებს ლიზინგის მიმღების მფლობელობის არამართლზომიერი ხელშეშლის გზით, ან თუ ლიზინგის გამცემს არ დაუწესებია დამატებითი ვადა ამ კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი ვადის დაწესება 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არ არის საჭირო. ამასთანავე, ლიზინგის მიმღებს არ აქვს უფლება, მოითხოვოს ლიზინგის საგანზე მფლობელობის აღდგენა.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება