ლიზინგის ხელშეკრულებით არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე იმ მიზეზით, რომ მეორე მხარე არ ასრულებს თავის ვალდებულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიზინგის მიმღების მფლობელობის უფლება იზღუდება ამ კოდექსის 5805 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5119 - ვებგვერდი, 31.10.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.10.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
…იყო, აღარ შეესრულებინა ლიზინგისა და სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. აპელანტმა თავისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად დაასახელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 5805-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ასევე, 579-ე, 369-ე, 405-ე, 398-ე და 399-ე მუხლებით განსაზღვრული სამართლებრივი ნორმები. 18. სსკ-ის 576-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ლიზინგის ხელშეკრულება…
საქმე №3გ-ად-228-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.11.2002
…თანახმად: “გამქირაველს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაუხადა სამი თვის განმავლობაში.” ეს კი ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობას არ წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ს 579-ე მუხლის თანახმად: “ლიზინგის მიმღების ბრალით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს არ შეუძლია წაუყენოს მას ისეთი მოთხოვნები, რომლებიც სცილდება…
…ხელშეკრულების მოშლის დაუშვებლობა ლიზინგის საგნის მიღების შემდეგ ( სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის მე-2 ნაწილი) ლ------ის საზღაურის გადახდის ვალდებულებაზე უარის დაუშვებლობა გამცემის მიერ ვალდებულების დარღვევის მიუხედავად ( სამოქალაქო კოდექსის 579-ე მუხლი) და ა.შ თუმცა, აღნიშნული ტიპის ვალდებულებების ლ------ის მიმღებისათვის დაკისრებით არ უნდა დაირღვეს მხარეთა ორმხრივი ინტერესების დაცვის…