1. გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ხოლო დამქირავებელს უფლება აქვს წაუყენოს მას პრეტენზია გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ექვსი თვის განმავლობაში.
2. ზიანის ანაზღაურების გამო გამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება გაქირავებული ნივთის დაბრუნების მომენტიდან, ხოლო დამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადისა – ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდა
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 573. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობა 1. გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ხოლო დამქირავებელს უფლება აქვს წაუყენოს მას პრეტენზია გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ექვსი თვის განმავლობაში. 2. ზიანის ანაზღაურების გამო გამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება გაქირავებული ნივთის დაბრუნების მომენტიდან, ხოლო დამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადისა _– ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(36)
საქმე №ას-1052-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.09.2022
…უნდა აცნობოს მეიჯარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო (აქ უდავოდ მიიჩნია, რომ გაუარესდა კი არა, განადგურდა გაქირავებული ნივთი) გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ( სამოქალაქო კოდექსი 573-ე მუხლის პირველი ნაწილი). 8.4. განსახილველ შემთხვევაში, რადგან მოპასუხეზე იყო მტკიცების ტვირთი, პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ს–მა“ ვერ დაამტკიცა,…
საქმე №ას-24-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2022
…ამასთან, დამატებით მიუთითა, რომ მხარეთა შორის სადავო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე პრეტენზია მოიჯარის (დამქირავებლის) მიერ საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტიდან ექვსი თვის განმავლობაში მეიჯარისათვის წარდგენილი არ ყოფილა, რაც სამოქალაქო კოდექსის 573-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს უკარგავდა მოთხოვნის უფლებას. 5.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, საკასაციო წესით,…
საქმე №ას-1621-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2020
…რემონტის ჩატარება, ჩვეულებრივ, ევალება დამქირავებელს. მას არა აქვს საცხოვრებელი სადგომის გადაკეთების ან რეკონსტრუქციის უფლება გამქირავებლის თანხმობის გარეშე. დამქირავებელი მოვალეა, ეს სამუშაოები შეასრულოს საკუთარი ხარჯებით. ამავე კოდექსის 573–ე მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად, გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო, გამქირავებელს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ხოლო…
საქმე №ას-1271-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.04.2020
…შეგებებულ მოპასუხეს, 1481 ლარის გადახდა დაეკისრა, შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 316-ე, 317-ე, 319-ე, 128-ე, 130-ე, 327-ე, 115-ე, 361-ე, 573-ე და 163-ე მუხლები გამოიყენა. 7. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და პირველი მოსარჩელის…
…საფუძველზე („იურიდიული ნაყოფი“)] -იხ. სუსგ # ას 738-700-2015, 18.12.2015წ. განსახილველ საქმეზე დამატებით არის გამოსაკვლევი და დასადგენი მოსარჩელის (გამქირავებლის) მოთხოვნის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა სსკ-ის 573.1-ე მუხლის პირველი წინადადების „გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება“ და 408.1-ე მუხლის „იმ…