სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(24)
საქმე №ას-1027-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
…სააგენტოს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაკლიანი შესრულება. 33. როგორც უკვე აღინიშნა, შპს „უ–სა“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა გაცვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს. სსკ-ის 523-ე მუხლის თანახმად, გაცვლის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ნასყიდობის შესაბამისი წესები. სსკ-ის 487-ე მუხლი ითვალისწინებს უნაკლო ნივთის გადაცემის მოვალეობას.
საქმე №ას-1089-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2026
…( სსკ-ს 521-ე მუხლი - გაცვლის ხელშეკრულებით მხარეებს ეკისრებათ ქონებაზე საკუთრების უფლების ურთიერთგადაცემა. გაცვლის ხელშეკრულების ყოველი მხარე ითვლება იმ ქონების გამყიდველად, რასაც ცვლის, და იმის მყიდველად, რასაც სანაცვლოდ იღებს; 523-ე მუხლი - გაცვლის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ნასყიდობის შესაბამისი წესები; 509-ე მუხლ - თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე).
საქმე №ას-1146-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2025
494-1-ე, 408-ე, 409-ე, ასევე 521-ე და 523-ე მუხლების საფუძველზე. დავის სფეციფიკიდან გამომდინარე უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ნორმები მოიცავს ნასყიდობისა და გაცვლის ხელშეკრულებების, ასევე ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და ვალდებულების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს.
საქმე №ას-1283-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2024
პალატა მითითებული გარემოებების ნამდვილობას არ გამოიკვლევს, რადგან მათი დადასტურების შემთხვევაშიც, სამოქალაქო კოდექსის 523-ე მუხლის თანახმად, გაცვლის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ნასყიდობის შესაბამისი წესები, სადავო ნასყიდობის გარიგებით გაცვლის შედეგის მიღწევა…
საქმე №ას-185-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
…განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს: 4.1. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1, 317.1, 327.1, 361.2, 521-ე, 523-ე, 930-ე, 933-ე, 59-ე მუხლებით. პალატის მითითებით, 12.02.2009 წლის იბა „ა...“-ის წევრთა კრების ოქმით ამხანაგობაში შპს „ა...“-ის კუთვნილი სავაჭრო-საოფისე ფართი №19-დან 127 კვ.მ და №14 ფართით 188,24 კვ.მ გაიცვალა მოსარჩელის კუთვნილ ფართის შესაბამის რკინის ნაგლინზე (არმატურაზე).
საქმე №ბს-1065(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.11.2019
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდისათვის სამოქალაქო კოდექსის 580-ე მუხლის მოქმედ რედაქციაზე, რომლის თანახმადაც, ლიზინგის მიმართ გამოიყენებოდა ქირავნობის ხელშეკრულების ის წესები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებოდნენ 576-579-ე მუხლებს.
საქმე №ბს-524-625-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2007
ლიზინგის ხელშეკრულებიდან და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 578-ე და 537-ე მუხლების პირველი ნაწილების, 580-ე, 361-ე, 394-ე, 408-ე, 409-ე, 411-ე, 412-ე და 414-ე მუხლების თანახმად, მოითხოვდა ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხეთათვის 712275,46
საქმე №3გ-ად-228-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.11.2002
საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სკ-ს 580-ე მუხლის თანახმად: “ლიზინგის მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების ის წესები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან 576-579-ე მუხლებს".
საქმე №3გ/ად-95-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.12.2001
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 523, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-523/