გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.09.2018
საქმის ნომერი
820210017001980487
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
13.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

820210017001980487 (2-355/17 )

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 სექტემბერი. 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი რუსუდან სანიკიძე

მოსარჩელე - შპს „-------

წარმომადგენელი - და--------------–--ლი

მოპასუხე - არ---–-----–-ძე

წარმომადგენელი და-–------ძე

მოპასუხე - ბად--------–აძე, არ---–-----–-ძე

დავის საგანი - ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული

ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ბად--------–აძესა და არ---–-----–-ძეს შპს ,-------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 25 იანვრის ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის-2363.53 ლარის, გადაუხდელი პროცენტის 241.65 ლარის, პირგასამტეხლოს 199.2 ლარის, გაწეული ხარჯების 366 ლარის , სულ 3170.38 ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხეებს დაეკისროთ სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება.

 

მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ 2016 წლის 25 იანვარს შპს ,-------“-სა და ფ/პ ბად--------–აძეს შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება რომლის თანახმადაც ერთის მხრივ შპს ,-------“ -მ აიღო ვალდებულება გადაეხადა ფ/პ ბად--------–აძისათვის სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასი. თავის მხრივ ბად--------–აძემ აიღო ვალდებულება კომპანიის საკუთრებაში გადაეცა ეს სატრანსპრტო საშუალება და ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სრულად დაეფარა, რო---რც მიღებული ძირითადი თანხა, ასევე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და სხვა დამატებითი ხარჯები დავალიანების დაფარვის რიგითობას კომპანია განსაზღვრავდა დამოუკიდებლად. ამავე წლის 14 აპრილს ფ/პ არ---–-----–-ძე საკუთარი სურვილით სოლიდარულ თავდევად დაუდგა ბად--------–აძეს, რომ ლიზინგის მიმღები სრულად დაჯეროვნად შეასრულებს შპს ,-------“-ს წინაშე არსებულ ვალდებულებებს.

ზემოთ მითითებული მოვალეობებიდან კომპანიის მხრიდან სრულად შესრულდა ნაკისრი ვალდებულება და ნასყიდობის ფასის გადახდა მოხდა 2016 წლის 25 იანვარს ხოლო ბად--------–აძისა და სოლიდარული თავდების არ---–-----–-ძის მხრიდან ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ. მოხდა სატრანსპორტო საშუალების შპს „მო---ს“ - ს საკუთრებაში გადაცემა, მიღებული სიტუაციიდან გამომდინარე, კომპანიამ გამოიყენა ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილი და დავალიანების ამოღების მიზნით რეალიზაცია სატრანსპორტო საშუალებას, ნასყიდობის ფასი იყო - 100 ლარი. ამასთან მოპასუხეს ტრანსპორტის გაყიდვამდე სესხის დასაფარად შპს „მო---ს“- ანგარიშზე შემოტანილი აქვს 1457 ლარი, ანუ ჯამში მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა შეადგენს 1557 ლარი შესაბამისად, მოხდა არსებული დავალიანების ნაწილობრივ დაფარვა, რადგან 1557 ლარს გამოაკლდა კომპანიის მიერ სატრანსპონრტო საშუალების რეალიზაციისათვის გაწეული ხარჯების ნაწილი- 242,5 ლარი, ვალდებულების ჯარიმის ნაწილი - 386,47 ლარი, პროცენტი - 540,2 ლარი და გადასახდელი ძირის ნაწილი 386,47 ლარი. რეალიზაციისათვის გაწეული ხარჯები იყო: მანქანის მოყვანის ჯარიმა- 200 ლარი, წერილის ხარჯი - 10 ლარი, ევაკუატორის ხარჯი - 250 ლარი და სითი პარკის ჯარიმა - 11 ლარი. კომპანიამ არსებულ ძირითად დავალიანებას 2750 ლარს გამოაკლო გადახდილი ძირი თანხა 386,47 ლარი და დავალიანებამ შეადგინა 2363,53 ლარი, დამატებული დარიცხული დარჩენილი პროცენტი - 241,65 , დარჩენილი ჯარიმის ნაწილი - 199,2 ლარი და რეალიზაციითვის გაწეული ხარჯის დაუფარავი ნაწილი - 366 ლარი ანუ მთლიანობაში დავალიანება შეადგენს 3170,38 ლარს, რის ანაზღაურებასაც ითხოვს მოსარჩელე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარე სასარჩელო მოთხოვნას ნაწილობრივ ეთანხმება. მათ თანხმობა განაცხადეს 1500 ლარის გადახდაზე, ამასთანავე მიუთითეს, რომ თანხის დიდი ნაწილი გადახდილია, დარჩენილი დავალიანების გადახდა შეჩერდა იმის გამო, რომ მოუხდათ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა და დაზიანდა ავტომანქანა, ისინი აპირებდნენ მანქანის შეკეთებას და ვალის გადახდის გაგრძელებას, მაგრამ მოსარჩელემ მისგან შეუთანხმებლად მოახდინა ლიზინგის საგნის წაღება და რეალიზაცია 100 ლარად. მოსარჩელეს თავად ადასტურებს რომ ტრანსპორტის გაყიდვამდე სესხის დასაფარად შპს „მო---ს“- ანგარიშზე შეტანილი აქვთ 1457 ლარი. სესხი შეადგენდა 2750 ლარს, მათი ინიციატივით მოხდა მანქანის რეალიზაცია, შესაბამისად გაუგებარია რა დაანგარიშებით მოხდა 3170.38 ლარის მოთხოვნა და ადრე გადახდილი ძირი თანხები რატომ უნდა ჩაითვალოს მხოლოდ ჯარიმისა და პროცენტის თანხაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 25 იანვარს შპს ,-------“-სა და ფ/პ ბად--------–აძეს შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება რომლის თანახმადაც ერთის მხრივ შპს ,-------“ -მ აიღო ვალდებულება გადაეხადა ფ/პ ბად--------–აძისათვის სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასი. თავის მხრივ ბად--------–აძემ აიღო ვალდებულება კომპანიის საკუთრებაში გადაეცა ეს სატრანსპრტო საშუალება და ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სრულად დაეფარა, რო---რც მიღებული ძირითადი თანხა, ასევე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და სხვა დამატებითი ხარჯები. ავტომობილის ღირებულება განისაზღვრა 2550 ლარი, ლიზინგის თანხა - 2750 ლარი, საპროცენტო სარგებელი თვეში 4.98 %-ის დარიცხვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2016 წლის 25 იანვრის ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება

 

3.1.2. ხელშეკრულების უზრუნვლყოფის მიზნით 2016 წლის 14 აპრილს ფ/პ არ---–-----–-ძე საკუთარი სურვილით სოლიდარულ თავდებად დაუდგა ბად--------–აძეს, რომ ლიზინგის მიმღები სრულად დაჯეროვნად შეასრულებს შპს ,-------“-ს წინაშე არსებულ ვალდებულებებს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

-თავდებობის ხელშეკრულება.

 

3.1.3. ლიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხე არ---–-----–-ძის მიერ გადახდილი თანხაა 1457 ლარი, დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელდა ლიზინგის საგნის ავტომობილის რეალიზაცია 100 ლარად. მთლიანობაში გადახდილი თანხა შეადგენს 1557 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

-დავალიანების ცნობა;

-ავტომობილის გადაცემის ხელშეკრულება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის სადავოა დარჩენილი ძირითადი დავალიანების ოდენობა. მოსარჩელე განმარტავს, რომ ძირითად დავალიანებას 2750 ლარზე გადახდილი ძირი თანხის ოდენობა შეადგენს 386,47 ლარს და ძირი გადასახდელი რჩება 2363,53 ლარი, რის მიხედვითაც მოხდა პროცენტებისა და ჯარიმის დაანგარიშება.

მოპასუხე მხარე არ ეთანხმება აღნიშნულ მტკიცებას, აცხადებს რომ ძირი თანხის დიდ ნაწილი გახდილი აქვს, და მის მიერ შეტანილი თანხები არ ჩათვლილიყო მხოლოდ ჯარიმის თანხაში. ამასთანავე ავტომობილის რეალიზაცია მოხდა არ რეალურ ფასად- 100 ლარად, მაშინ როცა ავტომანქანას 400 ლარზე მეტი ღირებულების მხოლოდ საბურავები და დისკები ჰქონდა და ასევე მანქანა ავტოხელოსანთან იყო დატოვებული შესაკეთებლად, საიდანაც მის დაუკითხავად წაიღო მოსარჩელემ და ვალი ამით უნდა გასწორებულიყო, მაგრამ გამოვიდა, რომ ავტომობილის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის ხარჯები გაცილებით აღემატება ღირებულებას.

 

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა ამისა საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვე დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. მხარეთა მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, რო---რც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა სრულად შესრულებისა და მისი ღირებულების აუანაზღაუარებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა, გარდა თავისი ზეპირი განმარტებისა და სარჩელზე დართული მტკიცებულებისა, წარმოადგინა სარეალიზაციო ავტომობილის ფოტო სურათები, იმის დასადასტურებლად, რომ ავტომანქანა ფაქტობრივად მთლიანად იყო დაშლილი და მისი რეალიზაცია უფრო მაღალ ფასად შეუძლებელი იყო.

 

მოსარჩელის არგუმენტების გაბათილების მიზნით მოპასუხე მხარემ იშუამდგომლა მოწმის დაკითხვაზე და მისი ინიციატივით მოწმის სახით დაკითხულმა ჯე---–-------ემ აჩვენა, რომ არ---–-----–-ძის მიერ მასთან შესაკეთებლად დატოვებულ BMW მარკის ავტომობილზე დაიწყო შესაკეთებელი სამუშაოები, მოახდინა დაზგაზე გაჭიმვა-გასწორება, მაგრამ მანქანა წაიღეს ,---------ს წარმომადგენლებმა.

 

მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა იმ საკითხში, რომ გადასახდელი თანხა შეადგენს სარჩელში მოთხოვნილ ოდენობას.

 

ამასთანავე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს არ---–-----–-ძესა და ბად--------–აძეს სრულად არ აქვთ სესრულებული ვალდებულება და შპს ,-------ს“ წინაშე გააჩნიათ ფულადი ვალდებულება, რისი დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ჩამოყალიბებული იქნება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა განმარტებები.

-მოწმის ჩვენება.

-ფოტომასალა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე 361-ე, 576-ე, 580-ე,891-ე, 892-ე მუხლები;

- სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ანუ საფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს ლიზინგის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა, ხოლო მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება სალიზინგო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2016 წლის 25 იანვარს შპს ,-------“-სა და ფ/პ ბად--------–აძეს შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება რომლის თანახმადაც ერთის მხრივ შპს ,-------“ -მ აიღო ვალდებულება გადაეხადა ფ/პ ბად--------–აძისათვის სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასი. თავის მხრივ ბად--------–აძემ აიღო ვალდებულება კომპანიის საკუთრებაში გადაეცა ეს სატრანსპრტო საშუალება და ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სრულად დაეფარა, რო---რც მიღებული ძირითადი თანხა, ასევე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და სხვა დამატებითი ხარჯები. ავტომობილის ღირებულება განისაზღვრა 2550 ლარი, ლიზინგის თანხა - 2750 ლარი, საპროცენტო სარგებელი თვეში 4.98 %-ის დარიცხვით.

 

დადგენილია, რომ ლიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხე არ---–-----–-ძის მიერ ვალდებულება არ შესრულდა სრულად და დროულად, მის მიერ გადახდილია 1457 ლარი.

 

6.2. საქართველოს 891-ე მუხლის გათვალისწინებით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებული ქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.

 

ამავე კოდექსის 892.1 მუხლის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. სკ-ის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სადავო არ არის ის გარემოება, რომ ხელშეკრულების უზრუნვლყოფის მიზნით 2016 წლის 14 აპრილს ფ/პ არ---–-----–-ძე საკუთარი სურვილით სოლიდარულ თავდებად დაუდგა ბად--------–აძეს, რომ ლიზინგის მიმღები სრულად დაჯეროვნად შეასრულებს შპს ,-------“-ს წინაშე არსებულ ვალდებულებებს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. იმავე კოდექსის 5804-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის მიმღებმა სათანადოდ უნდა მოუაროს ლიზინგის საგანს, შეინარჩუნოს ის ისეთივე მდგომარეობაში, რო---რშიც ჩაიბარა, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე არ---–-----–-ძის მიერ ეს მოთხოვნაც არ იქნა გათვალისწინებული და დაზიანებული იქნა ლიზინგის საგანი. შესაბამისად პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ლიზინგის საგანი რეალიზებული იქნა არა რეალურ ფასად, ვერ იქნება გათვალისწინებული, რადგან უდავოდ არის დადგენილი, რომ ლიზინგის გამცემმა ავტომანქანა ჩაიბარა დაზიანებულ მდგომარეობაში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, დაირღვა თანხის დაფარვის ვადები. ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. შესაბამისად, მოსარჩელემ შეწყვიტა ხელშეკრულება, დაიბრუნა ლიზინგის საგანი, თუმცა ამითაც ვერ იქნა უზრუნველყოფილი სრული თანხის დაფარვა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნევს, რომ ფულადი ვალდებულება მოპასუხის მიერ სრულად არ შესრულებულა. ასევე მოსარჩელემ ვერ დაადასტურა დარჩენილი დავალიანების 3170 ლარის ოდენობით არსებობა. წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ და საპროცენტო სარგებელი ორჯერ არის დაანგარიშებული (540,2 ლარი და 241,65 ლარი) საიდანაც 540.2 ლარი გაქვითულია გადახდილი თანხიდან. ასევე ორჯერ არის დაანგარიშებული პირგასამტეხლო-ჯარიმა (386. 47 ლარი და 199, 2 ლარი). შეუსაბამოა ასევე მოთხოვნა ავტომანქანის ტრანსპორტირებასა და მასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, რაც მთლიანობაში შეადგენს 608,5 ლარს, იმ პირობებში, როცა მანქანა გაყიდულია 100 ლარად. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს ძირითადი თანხის სახით გადასახდელი დარჩა 1833,2 ლარი (გადახდილ თანხას 1457 ლარს გამოკლებული პროცენტი 540.2 ლარი), რასაც უნდა დაემატოს მოთხოვნილი ჯარიმის ნახევარი 99,6 ლარი, დარჩენილი ხარჯის ნახევარი 183 ლარი და საპროცენტო სარგებელი 164,73 ლარი, მთლიანობაში 2280,53 ლარი, რისი ანაზღაურებაც სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37--ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო 1500 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხეს ამ ნაწილში მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება. ამის გამო, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 ლარის ოდენობით, ხოლო 50 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს „მო---ს“ სარჩელი ბად--------–აძისა და არ---–-----–-ძის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს არ---–-----–-ძეს და ბად--------–აძეს სოლიდარულად დაეკიროთ შპს „მო---ს“- ( ს/კ 4--------) სასარგებლოდ 2280.53 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეებს არ---–-----–-ძეს და ბად--------–აძეს დაეკისროთ შპს „მო---ს“- ( ს/კ 4--------) სასრგებლოდ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 50 ლარის გადახდა.

 

4. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს „მო---ს“- ( ს/კ 4--------) გადახდილი ბაჟის ნახევარი - 50 ლარი, რომელიც ამოირიცხოს ანგარიშიდან 300733150. (სს,,თიბისი ბანკი“, საგადასახადო დავალება N1496055946. გადახდის თარიღი 29/05/2017.)

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), მოსარჩელისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ხოლო მოპასუხისათვის სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ბათუმი. ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი. ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358)) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე