გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/4201-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი 2018 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ზოია კვარაცხელია
სხდომის მდივანი: ანა კალანდაძე
მოსარჩელე: ლი--------------ი
წარმომადგენელი: და--------------ე
მოპასუხე: აკ----------------ე
წარმომადგენელი: გი-----------ე
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე: შპს „კ----------
წარმომადგენელი: დ----------------------
დავის საგანი: ქორწინების შეწყვეტა, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. შეწყდეს ქორწინება ლი--------------ს (პ/ნ------------, დაბადებული 0--------- წელს) და აკ----------------ს (პ.--------------), დაბადებული 3------- წელს) შორის, რეგისტრირებული 2----–-–------------ს (ქორწინების მოწმობა მ---------- სააქტო ჩანაწერი მ----------);
1.2. მოსარჩელე ლი-----------–---–ის (პ/ნ. 4----------) ცნობა მოპასუხე აკ-----------------ის (პ/ნ. 0----------) საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებების: საცხოვრებელი ბინის (საკადასტრო კოდით 0-------------------------) ½ წილის და ავტოსადგომის (საკადასტრო კოდით 0-------------------------) ½ წილის მესაკუთრედ;
1.3. მოსარჩელე ლი-----------–---–ის (პ/ნ. 4----------) ცნობა მოპასუხე აკ-----------------ეს და შპს „კ---------- შორის 2016 წლის 09 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებდან „უძრავი ქონების ნასყიდობის და მშენებლობის განხორციელების შესახებ“ მე-3 მუხლის 3.2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და 2017 წლის 28 აპრილის შეთანხმებიდან „ფართების იდენტიფიცირების თაობაზე“ მე-2 მუხლის 2.1 პუნქტით და შპს „კო-----–“-სა და აკ----------------ეს შორის 2017 წლის 07 ივნისს დადებული შეთანხმებიდან ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების შესახებ“ გამომდინარე შპს „კ----------“ მიმართ არსებული მოთხოვნების, მათ შორის უძრავი ქონების მოპასუხე აკ----------------ს საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის ½ წილის მესაკუთრედ;
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელე ლი------------–ი და აკ---------------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–------------იდან, ქორწინების პერიოდში შეეძინათ შვილები - 2010 წლის 30 დეკემბერს დაბადებული ან-------------ე და 2009 წლის 27 აპრილს დაბადებული გი--------------------ე.
2016 წლის 09 ნოემბერს შპს ,,კ----------’’ და აკ----------------ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით N------------------ მოპასუხემ შეიძინა უძრავი ქონებები - საცხოვრებელი ბინა (ს/კ 0-------------------------) და ავტოსადგომი (0--12---------------------). აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე 2016 წლის 14 ნოემბერს, მოპასუხე აკ---------------- საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მითითებული ქონებების მესაკუთრედ.
ამასთან, 2016 წლის 09 ნოემბერს გაფორმდა მხარეებს შორის კიდევ ერთი ხელშეკრულება ,,უძრავი ქონების ნასყიდობისა და მშენებლობის განხორციელების შესახებ, რომლის 3.2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ზემოთ მითითებული ქონებებისა, შპს ,,კ-------–-’’ ვალდებული იყო გადაეცა აკ-------------------ვის ორი ბინა 50-50 კვ/მეტრი ფართის ოდენობით ანუ ჯამში 100 კვ/მეტრი საცხოვრებელი ფართი.
2017 წლის 28 აპრილის ფართების იდენტიფიცირების შესახებ შეთანხმების მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტისა და ამავე შეთანხმებაში ცვლილებების განხორციელების შესახებ, 2017 წლის 07 ივნისის შეთანხმების თანახმად, შპს ,,კ-------–-’’ იღებდა ვალდებულებას, რომ გადაეცა საკუთრებაში აკ-------------------ვის საცხოვრებელი ბინა ფართით 46,70 კვ/მეტრი, მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მ-------------–ზე (მონიშნული, რ-------–---------), ხოლო ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად შპს ,,კ-------–-’’ გადასცემდა აკ----------------ს საკუთრებაში საცხოვრებელ ბინას ფართით 58.05 კვ/მეტრი (მონიშნულია, როგორც ბი------).
მოსარჩელე მხარის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნული ქონება არის ქორწინების პერიოდში შეძენილი, დღემდე მხოლოდ აკ---------------- არის უძრავი ქონებების მესაკუთრედ რეგისტრირებული. მათ შორის უაღრესად დაძაბული ურთიერთობაა, მოსარჩელეს სურს მოპასუხესთან განქორწინება და რადგან მოპასუხე აკ---------------- ნებაყოფლობით არ თანხმდება განქორწინებაზე და რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფაზე, მოსარჩელე იძულებულია მიმართოს სასამართლოს.
მოსარჩელის მიერ სარჩელის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე, 1158-ე, 1159-ე, 1160-ე, 1163-ე, მე-8, 54-ე, მუხლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი ( იხილეთ ს. ფ. 1-27, 134-161),მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი);
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო უძრავი ქონებები აკ----------------მ 2014 წლის 23 აპრილს რეგისტრირებული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მემკვიდრეობით მიიღო აწ გარდაცვლილი დედის - გუ----------------------ნ. აკ----------------ს და მის მშობლებს, ქ. თბილისში, დ-----------------ში ჰქონდათ კერძო სახლი, სწორედ ამ ტერიტორიაზე და ამ საკადასტრო კოდზე ინვესტორის შპს ,,კ----------’’ მისვლის შემდეგ მოხდა ამ ტერიტორიის ინვესტორზე გადაცემა და კორპუსის აშენება. რაც შეეხება ნასყიდობის ხელშეკრულებას ის შეიძლება უფრო ჩაითვალოს, როგორც გაცვლის ხელშკრულება, გამომდინარე იქედან, რომ აკ----------------ს არ უყიდია შპს ,,კ-------–--სგან’’ არანაირი უძრავი ქონება, ამ ხელშკრულების საფუძველზე, შეთანხმება მოხდა უძრავი ქონების ფართიდან გამომდინარე და არა ნასყიდობის თანხის გადაცემით. სამკვიდრო მოწმობაში მითითებული 237 კვ.მ ფართის ზრდა არ მომხდარა და შესაბამისად არც ქონების მატება არ მომხდარა.
მოპასუხე აკ----------------ს განმარტებით მისი მეუღლე ლი------------–ი მასთან თანაცხოვრების პერიოდში არ მუშაობდა, იყო დიასახლისი, უვლიდა ოჯახს და ბავშვებს. სადავო ქონება არ შეიძლება ჩაითავლოს, როგორც მეუღლეების შეძენილი ქონება, რადგან ის არის სამკვიდრო ქონებიდან მიღებული. მან არ იცის რა ღირებულების ქონება გადასცა შპს ,,კ----------, ქონების ფასი არ აინტერესებდა და რადგან მოხდა მისი სამკვიდრო ქონების გაცვლა შპს ,,კ----------“ მიერ შემოთავაზებულ იგივე ოდენობის ფართში.
მოპასუხე მხარე ეთანხმება სარჩელს განქორწინების მოთხოვნის ნაწილში, მაგრამ არ ცნობს სარჩელს ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შესაგებელი ( იხილეთ ს. ფ.177-214
მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)
მესამე პირის (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) შპს „კ----------“ პოზიცია
მესამე პირის (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) შპს ,,კ----------“ წარმომადგენლის დ----------------------ს განმარტებით, ის ეთანხმება აკ----------------ს შესაგებელში მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ აკ----------------ს არ უყიდია შპს ,,კ----------აგან’’ უძრავი ქონება, არამედ ეს ქონება აუშენა და გადასცა მამოპასუხეს, ამ უკანასკნელის მიერ შპს ,,კ----------ათვის’’ გადაცემული ქ. თ---–--–-------------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთის ღირებულების სანაცვლოდ. კერძოდ: აკ----------------ს საკუთრებაში ირიცხებოდა თბილისი დ------------------- ში მდებარე 237 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა ფართით 177 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0---------------.
შპს ,,კ-------–--“ 2016 წლის 09 ნოემბრის ხელშეკრულებით საკუთრებაში მიიღო ეს მიწის ნაკვეთი იმ პირობით, რომ ამ ქონების ღირებულების ანგარიშში განახორციელებდა ამავე ნაკვეთზე მშენებლობას და აშენების შემდეგ გადასაცემდა შესაბამის ფართებს აკ----------------ს. შესაბამისად, ყველა ის ფართი, რომლებიც უკვე გადაეცა აკ----------------ს ან უნდა გადაეცეს შემდგომში, წარმოადგენს სწორედ ზემოაღნიშნული ქონების ღირებულების სანაცვლოდ მისთვის გაცემულ ფართებს.
მესამე პირის განმარტებით, მხარეთა შორის ფაქტია, რომ გაფორმებულია ნასყიდობის ხელშკრულებები, მაგრამ ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა, ის შეიძლება ჩაითვალოს როგორც გაცვლის ხელშკრულება, რადგან რეალობიდან გამომდინარე არსებობდა სამკვიდრო ქონება, შედგა გარიგება, მხარეებს შორის ნასყიდობის თანხის გადაცემა არ მომხდარა და ერთმანეთში მოხდა უძრავი ქონებების ფართების გაცვლა - ფართების გადაცემა ნატურით. ამდენად, ხელშეკრულებებში ნასყიდობის საფასური არ დაფიქსირდა ამას მნიშვნელობა არ აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შპს ,,კ----------“ შესაგებელი ( იხილეთ ს. ფ. 219-230),მესმე პირის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ლი------------–ი და მოპასუხე აკ---------------- ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–------------იდან. მხარეებს ქორწინების პერიოდში შეეძინათ შვილები ან-------------ე, დაბადებული 2010 წლის 30 დეკემბერს და გი-----ი ს----------ე დაბადებული 2009 წლის 27 აპრილს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა, (ს.ფ. 30);
- ან--------------ს დაბადების მოწმობა ნ---------- (ს.ფ 31);
- გი-------------------ს დაბადების მოწმობა ნრ #9----- (ს.ფ 27);
3.1.2. მოპასუხე აკ----------------მ, მეუღლესთან - ლი------------–თან თანაცხოვრების პერიოდში, 2014 წლის 23 აპრილს რეგისტრირებული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღო სამკვიდრო ქონება დაზუსტებული ფართობით - 237კვ.მ და შენობა-ნაგებობების საერთო ფართით 177.11კვ.მ, აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, მემკვიდრის განცხადებით სამკვიდრო ქონების მემკვიდრეობით მიღებული წილის ღირებულება შეადგენდა - 60000 (სამოციათას) ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 23 აპრილის სამკვიდრო მოწმობა #1-------- (იხ. ს.ფ. 142-144)
- მოსარჩელის და მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)
3.1.3. მხარეები, ლი------------–ი და აკ---------------- რეგისტრირებული ქორწინებიდან 2----–-–------------იდან ერთად ცხოვრობდნენ აკ----------------ს მიერ მემკვიდრეობით მიღებულ უძრავ ქონებაში, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დ-------------- #---, ხოლო შემდეგ გააგრძელეს თანაცხოვრება სადავო უძრავ ქონებაში, ფაქტობრივად, დაშორების დღემდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა- განმარტებები (იხ.სხდომის ოქმი)
3.1.4. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით აკ---------------- (პ/ნ 0----------) საჯარო რეესტრში აღირიცხულია უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ქ-----–--------------------- ს/კ 0------------------------- -ის და უძრავი ქონების მდებარე: ქ. თ---–-----------–--------------------- ს/კ 0--12--------------------- -ის მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.33-46).
-მხარეთა ახსნა- განმარტებები (იხ.სხდომის ოქმი)
3.1.5. დადგენილია და სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ლი------------–ი აკ----------------სთან თანაცხოვრების პერიოდში უვლიდა ოჯახს, შვილებს, და ეწეოდა საოჯახო მეურნეობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა- განმარტებები (იხ.სხდომის ოქმი)
3.1.6. ლი------------–ი და აკ---------------- აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან საერთო მეურნეობას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის და მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)
3.1.7. შპს ,,თ-----------------------------ის“ მიერ უძრავი ქონების შეფასების თაობაზე დასკვნის მიხედვით, უძრავი ქონებების მდებარე ქ. თბილისი, დ---------------- საცხოვრებელი ბინის (ს/კ 0-------------------------), ფართი 117,45 კვ.მ და ქ. თბილისი, დ---------------- ნიშნულზე განთავსებული ავტოსადგომის (0--12---------------------), ფართით 15,47კვ.მ. საბაზრო ღირებულება შეადგენს 128 700 ლარს, ხოლო ც------------------------------------- არსებულ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი 0--------------- მშენებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, შპს ,,კ----------“ მიერ აკ----------------ზე გადასაცემი ორი ბინის, საერთო ფართით 104.20 კვ.მ, საბაზრო ღირებულება შეადგენს 88 000 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,თ-----------------------------ის“ მიერ უძრავი ქონების შეფასების დასკვნები (იხ.ს.ფ.66-95)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. აკ----------------ს და შპს ,,კ---------- შორის 2016 წლის 09 ნოემბერს დადებული იქნა ხელშეკრულება ,,უძრავი ქონების ნასყიდობისა და მშენებლობის განხორციელების შესახებ“, რომლის მიხედვით გამყიდველს წარმოადგენს აკ----------------, ხოლო მყიდველს წარმოადგენს შპს ,,კ----------. მითითებული ხელშკრულების მიხედვით ნასყიდობის საგანს წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. თ---–---------------------------კ 0--------------- ფართით 237 კვ.მ და მასზე არსებული საცხოვრებელი შენობა - ნაგებობა საერთო ფართით 177.11 კვ.მ. მითითებული ხელშკრულების მიხედით ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენს 107725 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2016 წლის 09 ნოემბერს დადებული იქნა ხელშეკრულება ,,უძრავი ქონების ნასყიდობისა და მშენებლობის განხორციელების შესახებ“ (ს.ფ 48-55).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)
3.2.2. შპს ,,კ----------’’ და აკ----------------ს შორის 2016 წლის 09 ნოემბერს დადებული იქნა ,,მშენებარე უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ“ ხელშეკრულება N------------------, რომლის მიხედვით გამყიდველს წარმოადგენს შპს ,,კ----------, ხოლო მყიდველს წარმოადგენს აკ----------------. მითითებული ხელშკრულებების მიხედვით ნასყიდობის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონებები, მდებარე ქ. თბილისი, დ---------------- საცხოვრებელი ბინა (ს/კ 0-------------------------), ფართი 117,45 კვ.მ, რომლის ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენს 58725 აშშ დოლარს და ქ. თბილისი, დ---------------- ნიშნულზე განთავსებული ავტოსადგომი (0--12---------------------), ფართით 15,47კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,კ----------’’ და აკ----------------ს შორის 2016 წლის 09 ნოემბერს დადებული იქნა ,,მშენებარე უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ“ ხელშეკრულება N------------------ (ს.ფ.37-45).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)
3.2.3. შპს ,,კ----------’’ და აკ----------------ს შორის 2016 წლის 09 ნოემბერს დადებული იქნა ,,უძრავი ქონების ნასყიდობისა და მშენებლობის განხორციელების შესახებ, რომლის 3.2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ზემოთ მითითებული ქონებებისა, შპს ,,კ-------–-’’ ვალდებული იყო გადაეცა აკ-------------------ვის ორი ბინა 50-50 კვ/მეტრი ფართის ოდენობით ანუ ჯამში 100 კვ/მეტრი საცხოვრებელი ფართი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2016 წლის 09 ნოემბერს დადებული იქნა ხელშეკრულება ,,უძრავი ქონების ნასყიდობისა და მშენებლობის განხორციელების შესახებ“ (ს.ფ 48-55).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)
3.2.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 28 აპრილს მხარეებს შორის დაიდო შეთანხმება ,,ფართების იდენტიფიცირების თაობაზე“, რომლითაც მოხდა ,,უძრავი ქონების ნასყიდობისა და მშენებლობის განხორციელების შესახებ’’ 2016 წლის 09 ნოემბერის ხელშეკრულების 3.2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტში მითითებული 100 კვ/მეტრი საცხოვრებელი ფართების იდენტიფიცირება. 2017 წლის 28 აპრილს ხელშეკრულების ‘’2.1 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისში. დ----------- N-----------------–--------რე მიწის ნაკვეთზე -ს/კ .0---------------. შპს ,,კ-------–--’’ უნდა აუშენოს და გადასცეს აკ----------------ს 104.20კვ/მეტრის ოდენობის ფართი ამ მუხლში მითითებული ოდენობით.
2017 წლის 28 აპრილს ხელშეკრულების მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად შპს ,,კ-------–-’’ იღებს ვალდებულებას, რომ გადასცეს საკუთრებაში აკ----------------ს საცხოვრებელი ბინა ფართით 46,70 კვ/მეტრი, მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მ-------------–ზე, რომლის ადგილმდებარეობა და განლაგება მითითებულია აღნიშნული ხელშეკრულებაზე თანდართული მ-------------–ის გეგმაზე და მონიშნულია, რ-------–---------. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად შპს ,,კ-------–-’’ გადასცემს აკ----------------ს საკუთრებაში საცხოვრებელ ბინას ფართით 57.55 კვ/მეტრი, რომელიც მითითებულია ელშეკრულებაზე თანდართულ მ-------------–ის გეგმაზე და მონიშნულია, როგორც ბ--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2017 წლის 28 აპრილს მხარეებს შორის დაიდო შეთანხმება ,,ფართების იდენტიფიცირების თაობაზე“ (ს.ფ 56-62).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)
3.2.5. 2017 წლის 07 ივნისს ერთის მხრივ ,,მ–------–-“ - შპს ,,კ---------- და მეორეს მხრივ ,,ფართის მიმღებს“ - აკ----------------ს შორის დაიდო შეთანხმება (ხელშკრულებაში ცვლილებების განხორციელების შესახებ), რომლის თანახმად შპს ,,კ-------–-’’ იღებს ვალდებულებას, რომ გადასცეს საკუთრებაში აკ----------------ს საცხოვრებელი ბინა ფართით 46,70 კვ/მეტრი, მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მ-------------–ზე და მონიშნულია, რ-------–---------. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად შპს ,,კ-------–-’’ გადასცემს აკ----------------ს საკუთრებაში საცხოვრებელ ბინას ფართით 58.05 კვ/მეტრი და მონიშნულია, როგორც ბი------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2017 წლის 07 ივნისის შეთანხმება (ხელშკრულებაში ცვლილებების განხორციელების შესახებ) (ს.ფ. 210(
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)
3.2.6. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 19 ივლისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების მიხედვით ლი------------–ი ცნობილი იქნა დაზარალებულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2017 წლის 19 ივლისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება (ს.ფ. 63-64)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)
3.2.7 სასამართლო დადგენილად და სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ 2016 წლის 09 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებები ,,უძრავი ქონების ნასყიდობისა და მშენებლობის განხორციელების შესახებ“, ასევე, შპს ,,კ----------’’ და აკ----------------ს შორის 2016 წლის 09 ნოემბერს დადებული ხელშეკრულება ,,მშენებარე უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ“ N------------------, არ წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშკრულებებს და რეალურად იყო გაცვლის ხელშკრულებები.
სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მისი შინაარსის ცოდნას ადასტურებს, რაც იმას გულისხმობს, რომ როგორც აკ---------------- გაეცნო, ასევე შპს ,,კ---------- გაეცნო ნასყიდობის ხელშეკრულებებს და მხარეებმა ხელმოწერით დაადასტურეს მასზე თანხმობა. ამდენად, ცალსახაა ორივე მხარის განზრახვა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე. ნათელია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას მის მხარეებს გარიგების დადებისთანავე ჰქონდათ განზრახვა, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა. სასამართლო დადგენილად თვლის, რომ მხარეებს ნამდვილად სურდათ ის გარიგება, რაც დადეს, ანუ აღნიშნული ხელშეკრულებებით მათი შინაგანი ნება გამოვლინდა მათსავე სურვილის გათვალისწინებით. ამრიგად, არ არსებობს გამოვლენილი ნების ნაკლი. საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების განმარტებიდან ნათლად ჩანს, რომ მხარეებს ერთდროულად შესასრულებელი ვალდებულება გააჩნდათ ერთმანეთის მიმართ, ამდენად, მხარეს შეეძლო უარი განეცხადებინა თავის მხრივ ვალდებულების შესრულებაზე (ნასყიდობის საგნის გადაცემაზე), სანამ არ მიიღებდა საპასუხო შესრულებას. როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, სადავო ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხის სახელზე ანუ ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგი დადგა და მოპასუხე საჯარო რეესტრში აღირიცხა მესაკუთრედ. მართალია მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ ხელშეკრულებებში ფორმალურად არის მითითებული ნასყდობის საგნის ფასი, რადგან არ მომხდარა თანხის გადაცემა და ნასყიდობის საფასურში გადაეცა მხარეს ფართები, მაგრამ სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ხელშეკრულებების დადებიდან გასულია თითქმის ერთი წელი და ამ ხნის განმავლობაში გამყიდველს მყიდველისაგან ან პირიქით, ნასყიდობის ხელშკრულება სადავოდ არ გაუხდია და მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მხარეებს შორის ნამდვილად დადებულია ნასყიდობის ხელშეკრულებები, მაგრამ ამასთან ითვალისწინებს მხარის მიერ მითითებულ იმ გარემოებას, რომ არ უნდა იქნას სასამართლოს მიერ ყურადღება გამახვილებული ნასყიდობის საფასურის ოდენობაზე, რა შემთხვევაშიც გარკვევით ჩანს, რომ შპს ,,კო-----–ზე“ გადაცემული ნასყიდობის საგნის ღირებულება 107725 აშშ დოლარი, მნიშვნელოვნად აღემატება სამკვიდრო მოწმობაში მითითებული ქონების ღირებულების საფასურს, რაც მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების, მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდაზე მიუთითებს.
3.2.8 სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადავო უძრავ ქონებებზე და მოთხოვნებზე არსებობდა ინდივიდუალური საკუთრება და თანასაკუთრება არ წარმოშობილა. კერძოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაძლოა, მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება გადაიქცეს თანაზიარად. ქონების სამართლებრივი რეჟიმის ასეთი ტრანსფორმირება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ქორწინების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ქონების ღირებულება, რომელიც ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენდა. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხე აკ----------------მ, მეუღლესთან - ლი------------–თან თანაცხოვრების პერიოდში, 2014 წლის 23 აპრილს რეგისტრირებული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღო სამკვიდრო ქონება დაზუსტებული ფართობით - 237კვ.მ და შენობა-ნაგებობების საერთო ფართით 177.11კვ.მ., აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, მემკვიდრის განცხადებით სამკვიდრო ქონების მემკვიდრეობით მიღებული წილის ღირებულება შეადგენდა - 60000 (სამოციათას) ლარს.
სწორედ მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში 2016 წლის 09 ნოემბერს დაიდო შპს ,,კ---------- და მოპასუხე აკ----------------ს შორის ,,უძრავი ქონების ნასყიდობის და მშენებლობის განხორციელების შესახებ“ და ,,მშენებარე უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ“ ხელშკრულებები. აღნიშნულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით როგორც მესამე პირი, ასევე თავად მოპასუხე მიუთითებს, რომ მართალია მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ ამავე ხელშეკრულების ნასყიდობის საფასურს არ უნდა მიაქციოს სასამართლომ ყურადღება, რადგან ნასყიდობის საფასური მითითებულია ფორმალურად იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ მხარეებს შორის არ მომხდარა თანხის გადაცემა, არამედ მოხდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გადაცემა, რის სანაცვლოდაც შპს ,,კ---------- იღებდა ვალდებულებას მოპასუხისთვის გადაეცა უძრავი ქონებები მდებარე ქ. თბილისი, დ----------------/1---------- საცხოვრებელი ბინა (ს/კ 0-------------------------), ფართი 117, 45 კვ.მ და ავტოსადგომი (0--12---------------------), ფართით 15,47კვ.მ. ასევე საცხოვრებელი ბინა ფართით 46,70 კვ/მეტრი, მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მ-------------–ზე (ბინ-----) და საცხოვრებელი ბინა ფართით 58.05 კვ/მეტრი (ბი------).
სასამართლო მიუთითებს, რომ არცერთ მხარეს სადავოდ არ გაუხდია საქმეში არსებული შპს ,,თ-----------------------------ის“ მიერ უძრავი ქონების შეფასების დასკვნა, რომლის მიხედვით უძრავი ქონებების მდებარე ქ. თბილისი, დ---------------- საცხოვრებელი ბინის (ს/კ 0-------------------------), ფართი 117,45 კვ.მ და ქ. თბილისი, დ---------------- ნიშნულზე განთავსებული ავტოსადგომის (0--12---------------------), ფართით 15,47კვ.მ. საბაზრო ღირებულება შეადგენს 128 700 ლარს, ხოლო ც------------------------------------- არსებულ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი 0--------------- მშენებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, შპს ,,კ----------“ მიერ აკ----------------ზე გადასაცემი ორი ბინის, საერთო ფართით 104.20 კვ.მ, საბაზრო ღირებულება შეადგენს 88 000 ლარს. შესაბამისად, სახეზეა, რომ მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქონების ღირებულება და იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში მნიშვნელოვნად მოხდა ქონებრივი ზრდა დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით - სამკვიდრო მოწმობითა და აუდიტის მიერ მითითებული ქონების შეფასების დასკვნით. ამ მტკიცებულებებიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად გაზრდილია ქონების ღირებულება, რაც საკმარისია ქონების სამართლებრივი რეჟიმის ტრანსფორმაციისთვის, შესაბამისად სწორედ მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში განხორციელა მოპასუხის ინდივიდუალური ქონების საერთო ქონებად ტრანსფორმირება და აღნიშნული ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად გადაქცევა, რა დროსაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მეუღლეთა მფლობელობაში, სარგებლობასა და განკარგვაში არსებული უძრავი ქონება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა ის პრევენციული ღონისძიებები და გარემოებები, რაც მისი მხრიდან გამორიცხავდა მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში მოპასუხის საკუთრებაში არსებული ინდივიდუალური ქონების საერთო ქონებად ტრანსფორმირების და აღნიშნული ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად გადაქცევის შესაძლებლობას, აღნიშნული, სსსკ-ის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების თანახმად, მოპასუხის მტკიცების საგანს წარმოადგენდა, რაც მან ვერ დაძლია და შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით.
მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის, დადგენილია საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით. ნორმის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოპასუხემ ცნო ძირითადი სარჩელი ქორწინების შეწყვეტის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
4.2 დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე და გამომდინარე იქედან, რომ დადასტურდა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი საფუძვლები, არსებობს ლი------------–ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1106-ე, 1158-ე-1160-ე, 1161-ე, 1164-ე, 183-ე, 170-ე, 172-ე, 311-ე, 173-ე, 524-ე მუხლები.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი.
,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ლი------------–ი და აკ---------------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–------------იდან.
სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად: 1.განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ლი------------–ს და აკ----------------ს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია, ამასთან არ იკვეთება მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე აკ----------------მ სარჩელი ცნო ქორწინების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს სარჩელის დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, სარჩელი ლი------------–ს და აკ----------------ს შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ აკ----------------მ, მეუღლესთან - ლი------------–თან თანაცხოვრების პერიოდში, 2014 წლის 23 აპრილს რეგისტრირებული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღო სამკვიდრო ქონება დაზუსტებული ფართობით - 237კვ.მ და შენობა-ნაგებობების საერთო ფართით 177.11კვ.მ, აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, მემკვიდრის განცხადებით სამკვიდრო ქონების მემკვიდრეობით მიღებული წილის ღირებულება შეადგენდა - 60000 (სამოციათას) ლარს.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ აკ----------------ს და შპს ,,კ---------- შორის 2016 წლის 09 ნოემბერს დადებული იქნა ხელშეკრულება ,,უძრავი ქონების ნასყიდობისა და მშენებლობის განხორციელების შესახებ“, რომლის მიხედვით გამყიდველს წარმოადგენს აკ----------------, ხოლო მყიდველს წარმოადგენს შპს ,,კ----------. მითითებული ხელშკრულების მიხედვით ნასყიდობის საგანს წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. თ---–---------------------------კ 0--------------- ფართით 237 კვ.მ და მასზე არსებული საცხოვრებელი შენობა - ნაგებობა საერთო ფართით 177.11 კვ.მ.
დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ,,კ----------’’ და აკ----------------ს შორის 2016 წლის 09 ნოემბერს დადებული იქნა ,,მშენებარე უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ“ ხელშეკრულება N------------------, რომლის მიხედვით გამყიდველს წარმოადგენს აკ----------------, ხოლო მყიდველს წარმოადგენს შპს ,,კ----------, მითითებული ხელშკრულებების მიხედვით ნასყიდობის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონებები მდებარე ქ. თბილისი, დ---------------- საცხოვრებელი ბინა (ს/კ 0-------------------------), ფართი 117,45 კვ.მ და ქ. თბილისი, დ---------------- ნიშნულზე განთავსებული ავტოსადგომი (0--12---------------------), ფართით 15,47კვ.მ.
დადგენილია, რომ 2017 წლის 28 აპრილს ხელშეკრულების მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტისა და 2017 წლის 07 ივნისის ხელშკრულებების თანახმად თანახმად შპს ,,კ-------–-’’ იღებს ვალდებულებას, რომ გადასცეს საკუთრებაში აკ----------------ს საცხოვრებელი ბინა ფართით 46,70 კვ/მეტრი, მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მ-------------–ზე და მონიშნულია, რ-------–---------. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად შპს ,,კ-------–-’’ გადასცემს აკ----------------ს საკუთრებაში საცხოვრებელ ბინას ფართით 58.05 კვ/მეტრი და მონიშნულია, როგორც ბი------.
სასამართლო დადგენილად თვლის, რომ მხარეებს ნამდვილად სურდათ ის გარიგება, რაც დადეს, ანუ მათი შინაგანი ნება გამოვლინდა მათსავე სურვილის გათვალისწინებით. ამრიგად, არ არსებობს გამოვლენილი ნების ნაკლი. მოპასუხე მხარის განმარტებით ხელშეკრულებებში ნასყიდობის საფასური ფორმალურად არის მითითებული, რადგან არ მომხდარა არც ნასყიდობის საგნის ღირებულების განსაზღვრა და არც თანხის გადაცემა, რის გამოც სასამართლო დადგენილად და სარწმუნოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უძრავი ქონების შეფასების დადგენისთვის სასამართლომ არ უნდა იხელმძღვანელოს აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ნასყიდობის საფასურის მიხედვით.
საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების განმარტებიდან ნათლად ჩანს, რომ მხარეებს ერთდროულად შესასრულებელი ვალდებულება გააჩნდათ ერთმანეთს მიმართ, ამდენად, მხარეს შეეძლო უარი განეცხადებინა თავის მხრივ ვალდებულების შესრულებაზე (ნასყიდობის საგნის გადაცემაზე), სანამ არ მიიღებდა საპასუხო შესრულებას. როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, სადავო ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხის სახელზე. მხარეებს აღნიშნული ხელშეკრულებები სადავოდ არ გაუხდიათ.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამათლო გაიზიარებდა მოპასუხისა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვის გარეშე მესამე პირის, შპს „კ-------–--ს“ წარმომადგენლის მოსაზრებას და მიიჩნევდა, რომ მხარეთა შორის გაფორმდა გაცვლის ხელშეკრულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 521-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის გამომდინარე, სასამართლო ჩათვლიდა, რომ მხარეთ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რადგან აღნიშნული ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, გაცვლის ხელშეკრულების ყოველი მხარე ითვლება იმ ქონების გამყიდველად, რასაც ცვლის, და იმის მყიდველად, რასაც სანაცვლოდ იღებს. მით უფრო, რომ, ამავე კოდექსის 523-ე მუხლის დანაწესის მიხედვით , გაცვლის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ნასყიდობის შესაბამისი წესები.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობით ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, კონკრეტულ შემთხვევაშიც, ამ გარიგებით განსაზღვრული ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგი დადგა და მოპასუხე საჯარო რეესტრში აღირიცხა მესაკუთრედ.
6.3 საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი ან წილადი საკუთრება) წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამავე კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრება), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თანსაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს : ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
კანონმდებელი სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლით ადგენს რა ქონების მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელების შესაძლებლობას, განსაზღვრავს ამისათვის საჭირო წინაპირობებს. კერძოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაძლოა, მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება გადაიქცეს თანაზიარად. მოცემული სამართლებრივი ნორმა განსაზღვრავს ერთმნიშვნელოვნად, რომ ქორწინების პერიოდში უძრავი ქონების ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა უნდა მოხდეს მეუღლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად აღიარებისათვის უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს ქონების ღირებულების მნიშვნელოვან გაზრდაზე იმ ხარჯების შედეგად, რაც ქორწინების განმავლობაში იქნა გაწეული. მოცემულ შემთხვევაში ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე მოხდა უძრავი ქონების ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდა, რაც საკმარისია სამართლებრივი რეჟიმის ტრანსფორმაციისათვის. ქონების ღირებულების მნიშვნელოვან გაზრდად ითვლება გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება, ე.ი. კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს არა მარტო ქონების ღირებულების გაზრდაზე, არამედ ამ ღირებულების მნიშვნელოვან გაზრდის თავისებურებაზე.
უდავოდაა მიჩნეული, რომ 2016 წლისათვის ლი------------–ი და აკ---------------- ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ და ზრდიდნენ არასრულწლოვან შვილებს. სასამართლოს ამ მხრივ შინაგან რწმენას უმყარებს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხემ თავად განმარტა სასამართლო სხდომაზე, რომ ლი------------–ი არ მუშაობდა, იყო დიასახლისი, უვლიდა ბავშვებს, შესაბამისად ის ეწეოდა საოჯახო მეურნეობას ზრუნვდა და ემსახურებოდა ოჯახის საერთო მიზნებს. გამომდინარე აღნიშნულიდან სადავო უძავი ქონება მოკლებული იყო ინდივიდუალური მოხმარების ხასიათს. ამგვარი პრეზუმირებული ფაქტის უარყოფისა და გაქარწყლების ვალდებულება ეკისრება ფაქტის უარმყოფელ მხარეს, ხოლო მოპასუხემ იმ გარემოების მტკიცების ტვირთის რეალიზაცია, რომ მოსარჩელე არ ეწეოდა საოჯახო მეურნეობას ვერ უზრუნველყო, ამასთან, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას რეგისტრირებული ქორწინების არსებობა წარმოადგენს, რაც სათანადო მტკიცებულებით - ქორწინების მოწმობით მოსარჩელის მხრიდან დადასტურებულია, შესაბამისად, სადავო ქონება, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე მართლზომიერადაა მოქცეული სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლითა 1163-ე მუხლით და განსაზღვრულ მეუღლეთა, თანასაკუთრების რეჟიმში.
დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ აკ----------------მ, მეუღლესთან - ლი------------–თან თანაცხოვრების პერიოდში, 2014 წლის 23 აპრილს რეგისტრირებული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღო სამკვიდრო ქონება დაზუსტებული ფართობით - 237კვ.მ და შენობა-ნაგებობების საერთო ფართით 177.11კვ.მ., აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, მემკვიდრის განცხადებით სამკვიდრო ქონების მემკვიდრეობით მიღებული წილის ღირებულება შეადგენდა - 60000 (სამოციათას) ლარს, ხოლო შპს ,,თ-----------------------------ის“ მიერ უძრავი ქონების შეფასების დასკვნის მიხედვით უძრავი ქონებების მდებარე ქ. თბილისი, დ---------------- საცხოვრებელი ბინის (ს/კ 0-------------------------), ფართი 117,45 კვ.მ და ქ. თბილისი, დ---------------- ნიშნულზე განთავსებული ავტოსადგომის (0--12---------------------), ფართით 15,47კვ.მ. საბაზრო ღირებულება შეადგენს 128 700 ლარს, ხოლო ც------------------------------------- არსებულ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი 0--------------- მშენებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, შპს ,,კ----------“ მიერ აკ----------------ზე გადასაცემი ორი ბინის, საერთო ფართით 104.20 კვ.მ, საბაზრო ღირებულება შეადგენს 88 000 ლარს. შესაბამისად, ცალსახაა, რომ მოპასუხის მიერ, შპს ,,კ----------თვის“ მემკვიდრეობით მიღებული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემით 60000 ლარის ღირებულების ქონების გაზრდა მოხდა 216000 ლარით (128000 ლარს დამატებული 88000 ლარით), რითაც ცალსახაა, რომ განხორციელდა ქონების სამართლებრივი რეჟიმის ტრანსფორმირება და მხარეთა ქორწინების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ქონების ღირებულება, რომელიც ერთ-ერთი მეუღლის ამ შემთხვევაში აკ----------------ს, ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი პირდაპირ რეგულირდება გამოსაყენებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით – სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი შემადგენლობა ადგენს კანონისმიერ პრეზუმფციას იმის შესახებ, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე ვრცელდება თანასაკუთრების რეჟიმი. მოცემულ შემთხვევაში სადავო უძრავი ქონებაზე განხორციელდა მეუღლის ინდივიდუალური საკუთრების გადაქცევა მეუღლეთა შორის თანაზიარად, შესაბამისად, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, რომელიც მიუთითებს საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მხარეებს შორის ქორწინების შეწყვეტის და ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ ლი------------–ის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე ლი------------–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 3050 (სამიათას ორ მოცდაათი) ლარი და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ლი------------–ის სარჩელი ქორწინების შეწყვეტის და ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა, არსებობს მოპასუხე აკ-------------------ის ლი------------–ის სასარგებლოდ 3050 (სამი ათას ორმოცდაათი) ლარის დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--------- წლის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით ყადაღა დაედო აკ----------------ს (პ/ნ:-----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებებს მდებარე: ქ. თბილისი, ც-------------------- 1--, ს/კ 0------------------------- და უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ც-------------------- 1--, ს/კ 0--12--------------------- (ავტოსადგომი) და აკ----------------ს (პ/ნ:-----------) აეკრძალა შპს „კ---------- და აკ----------------ს შორის დადებული 2016 წლის 09 ნოემბრის ხელშეკრულების „უძრავი ქონების ნასყიდობისა და მშენებლობის განხორციელების შესახებ“ მე-3 მუხლის 3.2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და შპს „კ----------“ და აკ----------------ს შორის დადებული 2017 წლის 28 აპრილის შეთანხმების „ფართების იდენტიფიცირების თაობაზე“ მე-2 მუხლის 2.1. პუნქტით გათვალისწინებული უძრავ ქონებებთან დაკავშირებით შპს „კ----------“ მიმართ არსებული მოთხოვნის უფლებების ½-ის გასხვისება, მოთხოვნის უფლებების რაიმე ფორმით უფლებრივი დატვირთვა და უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება, მოთხოვნის უფლებების შემცირება, მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმა, ხელშეკრულების მოშლა/გასვლა/შეწყვეტა ლი------------–ის წერილობითი თანხმობის გარეშე; ხოლო შპს „კ---------- (40-------- აეკრძალა შპს „კ----------“ და აკ----------------ს შორის დადებული 2016 წლის 09 ნოემბრის ხელშეკრულების „უძრავი ქონების ნასყიდობისა და მშენებლობის განხორციელების შესახებ „მე-3 მუხლის 3.2. პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და შპს „კ----------“ და აკ----------------ს შორის დადებული 2017 წლის 28 აპრილის შეთანხმების „ფართების იდენტიფიცირების თაობაზე“ მე-2 მუხლის 2.1. პუნქტით გათვალისწინებული უძრავ ქონებების ½ წილის მოპასუხის, აკ----------------სათვის (პ/ნ:-----------) საკუთრებაში გადაცემის ან რაიმე ფორმით აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმების ან სხვაგვარი შეცვლა ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების ½ ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ლი------------–ის სარჩელი ქორწინების შეწყვეტის და ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი, იგი დარჩეს უცვლელად დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 48-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1.მოსარჩელე ლი--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს ქორწინება ლი--------------ს (პ/ნ------------, დაბადებული 0--------- წელს) და აკ----------------ს (პ.--------------), დაბადებული 3------- წელს) შორის, რეგისტრირებული 20--–-–------------ს (ქორწინების მოწმობა მ---------- სააქტო ჩანაწერი მ----------);
3. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;
4. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;
5 მოსარჩელე ლი-----------–---–ი (პ.ნ. 4----------) ცნობილ იქნას მოპასუხის აკ-----------------ის (პ.--------------) საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებების: საცხოვრებელი ბინის (საკადასტრო კოდით 0-------------------------) ½ წილის და ავტოსადგომის (საკადასტრო კოდით 0--12---------------0--0--) ½ წილის მესაკუთრედ;
6. მოსარჩელე ლი-----------–---–ი (პ.ნ. 4----------) ცნობილ იქნას მოპასუხის აკ-----------------ეს და შპს „კ---------- შორის 2015 წლის 06 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებდან „უძრავი ქონების ნასყიდობის და მშენებლობის განხორციელების შესახებ“ მე-3 მუხლის 3.2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, 2017 წლის 28 აპრილის შეთანხმებიდან „ფართების იდენტიფიცირების თაობაზე“ მე-2 მუხლის 2.1 პუნქტით და შპს „კო-----–“-სა და აკ----------------ეს შორის დადებული 2017 წლის 07 ივნისს დადებული შეთანხმებიდან ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების შესახებ“ გამომდინარე შპს „კ----------“ მიმართ არსებული მოთხოვნების, მათ შორის უძრავი ქონების მოპასუხე აკ----------------ს საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის ½ წილის მესაკუთრედ ცნობა;
7.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--------- wlis განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც ყადაღა დაედო აკ----------------ს (პ/ნ:-----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებებს მდებარე: ქ. თბილისი, ც-------------------- 1--, ს/კ 0------------------------- და უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ც-------------------- 1--, ს/კ 0--12--------------------- (ავტოსადგომი) და აეკრძალა აკ----------------ს (პ/ნ:-----------) შპს „კ---------- და აკ----------------ს შორის დადებული 2016 წლის 09 ნოემბრის ხელშეკრულების „უძრავი ქონების ნასყიდობისა და მშენებლობის განხორციელების შესახებ“ მე-3 მუხლის 3.2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და შპს „კ----------“ და აკ----------------ს შორის დადებული 2017 წლის 28 აპრილის შეთანხმების „ფართების იდენტიფიცირების თაობაზე“ მე-2 მუხლის 2.1. პუნქტით გათვალისწინებული უძრავ ქონებებთან დაკავშირებით შპს „კ----------“ მიმართ არსებული მოთხოვნის უფლებების ½-ის გასხვისება, მოთხოვნის უფლებების რაიმე ფორმით უფლებრივი დატვირთვა და უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება, მოთხოვნის უფლებების შემცირება, მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმა, ხელშეკრულების მოშლა/გასვლა/შეწყვეტა ლი------------–ის წერილობითი თანხმობის გარეშე; ხოლო შპს „კ---------- (40-------- აეკრძალა შპს „კ----------“ და აკ----------------ს შორის დადებული 2016 წლის 09 ნოემბრის ხელშეკრულების „უძრავი ქონების ნასყიდობისა და მშენებლობის განხორციელების შესახებ „მე-3 მუხლის 3.2. პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და შპს „კ----------“ და აკ----------------ს შორის დადებული 2017 წლის 28 აპრილის შეთანხმების „ფართების იდენტიფიცირების თაობაზე“ მე-2 მუხლის 2.1. პუნქტით გათვალისწინებული უძრავ ქონებების ½ წილის მოპასუხის, აკ----------------სათვის (პ/ნ:-----------) საკუთრებაში გადაცემის ან რაიმე ფორმით აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმების ან სხვაგვარი შეცვლა ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების ½ ნაწილში, დარჩეს უცვლელად დავის საბოლოო გადაწყვეტამდე;
8. მოპასუხე აკ-----------------ეს (პ.--------------) მოსარჩელე ლი--------------ის (პ.ნ. 4----------) სასარგებლოდ, დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშში სარჩელზე სახ. ბაჟის სახით ჩარიცხული თანხის და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გაწეული ხარჯის, 3050 (სამიათას ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
9.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზოია კვარაცხელია