მუხლი 1160. თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ურთიერთშეთანხმებით
1. იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას.
2. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ:
ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ;
ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას.
3. მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1160. თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ურთიერთშეთანხმებით 1. იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაში შედისა, ხორციელდება მეუღლეთა შეთანხმებით, იმისდა მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. ერთ-ერთი2. მეუღლიეთა თანას მიაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება შვერ იძლქნება ბათილად იქნეს ცნობილი მეორე მეუღლის მოთხოვნით იმხო საფუძველზე, როდ იმ შე: ა) მთხვევაშნ არ ი, თუ ქცონდა გარიგების გშესახებ; ბ) ის არ ეთანხმკებოდა გარიგებავს. 3. მეუღლეს ა, რ ჰქოგორც თანდა ამიესაკუთრეს, უფლება აქვს, მოსილთხოვოს ქონების გა დნკა დარგვით მტკიცღებული იქნსარგებელი. სა, ქართველომ მას 2007 წლის 29 ივნიცოდსის კა ან უნდა სცოდნოდა, რომ მაი №5127 - ს ასეთი მ I, №27, 17.07.2007წ., მუფლება არ ჰქონდახ.2
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(164)
საქმე №ას-1080-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
…25.01.2019წ., პ.19, №ას-275-2020, 16.11.2021წ; №ას-1227-2018, 15.02.2022წ.; ას-841-2021, 24.06.2022წ.). 16. განსახილველ შემთხვევაში, დასტურდება, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას, რომლის განკარგვაც სსკ-ის 1160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნდა მომხდარიყო ურთიერთშეთანხმებით. საქმის მასალებით, ირკვევა, რომ 2017 წლის 5 ივნისის უძრავი ნივთის ნასყიდობის…
საქმე №ას-15-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.04.2025
…სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ 40,02% წილის საბაზრო ღირებულება - 1 174 159,97 აშშ დოლარია და მოსარჩელის კუთვნილი 7,18%-იანი წილის ღირებულება - 210656,38 აშშ დოლარს შეადგენს. ამდენად, სსკ-ის 1160.3 და 982.1 მუხლები დაზარალებულ მეუღლეს ანუ მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვით მიყენებული ზიანის ანაზღაურება…
საქმე №ას-350-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2024
…იყო ან უნდა სცოდნოდა, სადავო ქონებაზე სხვა თანამესაკუთრის არსებობა, ამდენად, სადავო სამართალურთიერთობაში მეორე მოპასუხე სააპელაციო სასამართლომ კეთილსინდისიერ მხარედ მიიჩნია (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 1160.2, 312.3, 312.4 მუხლები). 15. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს…
საქმე №ას-1416-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2024
…6.4. სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სადავო ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრება შედავებული არ იყო, შესაბამისად, უძრავი ქონების ½ ნაწილზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დადასტურებული იყო. 6.5. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის პირველი ნაწილზე (იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი…
საქმე №ას-76-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2024
…სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ასევე, 1160-ე მუხლის მიხედვით, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას.…
საქმე №ას-382-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.06.2023
საქმე №ას-1518-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2023
საქმე №ას-700-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.09.2022
საქმე №ას-438-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.06.2022
საქმე №ას-1400-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.04.2022
საქმე №ას-1285-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.04.2022
საქმე №ას-737-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.03.2022
საქმე №ას-427-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2022
საქმე №ას-1314-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2022
საქმე №ას-1760-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2022
საქმე №ას-260-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2021