მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა ხდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ხოლო, თუ ასეთი შეთანხმება არ არის მიღწეული, მაშინ
–
სასამართლოს მიერ. სასამართლო განსაზღვრავს, თუ რომელი ნივთი რომელ მეუღლეს უნდა მიეკუთვნოს. პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთები (მუსიკალური ინსტრუმენტები, საექიმო მოწყობილობა, ბიბლიოთეკა და ა.შ.), თუნდაც ქორწინების პერიოდში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო სახსრებით, გადაეცემა იმ მეუღლეს, რომელსაც ეს ნივთები თავისი საქმიანობისათვის სჭირდებ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1165. პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთების ბედი თანასაკუთრების გაყოფისას
რედაქციის ისტორია
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1165. პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთების ბედი თანასაკუთრების გაყოფისას მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა ხდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ხოლო, თუ ასეთი შეთანხმება არ არის მიღწეული, მაშინ _– სასამართლოს მიერ. სასამართლო განსაზღვრავს, თუ რომელი ნივთი რომელ მეუღლეს უნდა მიეკუთვნოს. პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთები (მუსიკალური ინსტრუმენტები, საექიმო მოწყობილობა, ბიბლიოთეკა და ა.შ.), თუნდაც ქორწინების პერიოდში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო სახსრებით, გადაეცემა იმ მეუღლეს, რომელსაც ეს ნივთები თავისი საქმიანობისათვის სჭირდება.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ას-1080-2024
…გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების ინდივიდუალურ საკუთრებად ქცევაზე აპელირებს და მტკიცების საგანში შესაძლოა მოიაზრებოდეს სსკ-ის 1158.1; 1158.2; 1161-ე, 1162-ე, 1165-ე მუხლებით გათვალისწინებული შემადგენლობები. 4.9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაშიც, პრეზუმირებულია, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს…
- საქმე №ას-587-587-2018
…სარგებლიდან 13 000 აშშ დოლარის, ხოლო მოძრავი ქონების ღირებულებიდან - 18 390 ლარის გადახდა დაეკისრა. 8.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1158-ე, 1159-ე, 1160-ე, 1163-ე, 1164-ე, 1165-ე, 1168-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ არ დასტურდებოდა, ქონების გასხვისება აუცილებლობის გამო. 8.3 საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთზე და…
- საქმე №ას-1348-1268-2017
…კოლეგიის 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის 173-ე, 1151-ე, 1152-ე, 1158-ე, 1159-ე, 1168-ე, 1161-ე, 1164-ე, 323-ე და 1165-ე მუხლებით იხელმძღვანელა. 8.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული გარემოებები. 8.2. სასამართლოს განმარტებით, სადავო…
- საქმე №ას-159-149-2017
…სასამართლო გადაწყვეტილებით, დაინტერესებული პირის სარჩელის საფუძველზე. 11.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1212-ე, 1202-ე, 1214-ე, 1230-ე, 1234-ე, 1158-ე, 1161-ე, 1164-ე, 1165-ე, 1197-ე, 1198-ე, 1199-ე მუხლებით, ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციით და განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვების დაცვა. მათთვის…
- საქმე №ას-605-579-2016
…საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინებით, დარჩა უცვლელად (იხ. ტ.4, ს.ფ. 40-44). ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები 41. საქალაქო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 115-ე, 1158-ე, 1160- 1162-ე, 1165-ე, 1168-ე, 1169-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1215-ე, 1234-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემ
- საქმე №ას-506-480-2015
- საქმე №ას-119-115-2016
- საქმე №ას-218-205-2015
- საქმე №ას-1326-1252-2012
- საქმე №330100116001567525
- საქმე №010210016001571984
- საქმე №010210016001485042
- საქმე №330210115001175424
- საქმე №351210019002823894
- საქმე №190210118002287704
- საქმე №080210015001006774
- საქმე №330210017002026342
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1146. ქორწინების ბათილობის მომენტი
- მუხლი 1151. ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობა
- მუხლი 1153. დისკრიმინაციის აკრძალვა
- მუხლი 1158. მეუღლეთა თანასაკუთრება
- მუხლი 1160. თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ურთიერთშეთანხმებით
- მუხლი 1163. მეუღლის ქონების გადაქცევა მეუღლეთა თანასაკუთრებად
- მუხლი 1167. საერთო ქონების გაყოფა ქორწინების განმავლობაში
- მუხლი 1168. არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინება თანასაკუთრების გაყოფისას
- მუხლი 1170. ერთ-ერთი მეუღლის ვალის დაფარვის წესი
- მუხლი 1172. საქორწინო ხელშეკრულება
- მუხლი 1176. საქორწინო ხელშეკრულების შინაარსი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1165, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1165/