გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/19905-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა ცანავა
სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი
მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებული სარჩელით) - ე-------------–--–-–---–-
წარმომადგენელი - თ---–-------
მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებული სარჩელით) - შ-------------–---–-
წარმომადგენელი- კ-----------------–-–---–-
მოპასუხე შეგებებული სარჩელით - ვ-–---------------–---
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - შპს "მ---------------–---"
დავის საგანი სარჩელით განქორწინება, თანხის დაკისრება
დავის საგანი შეგებებული სარჩელით ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების და ვალების გაყოფა, გარიგების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. 1. ქორწინების შეწყვეტა ე-------------–--–-–---–ს (პ/ნ3----------, დაბადებული 1-.0-.1---წ.) და შ-------------–---–ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 0-.0-.1--- წ.) შორის რეგისტრირებული 2--- წლის 2-----------ს, ქორწინების მოწმობა №0----------, სააქტო ჩანაწერი №-------.
1. 2. შ-------------–---–-სთვის (პ/ნ 0----------) ე-------------–--–-–---–-ს (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ, ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების რეალიზაციიდან გამომდინარე, კომპენსაციის - 10 000 აშშ დოლარის (ეროვნული ვალუტის ექვივალენტით - 24 000 ლარი) დაკისრება.
1. 3. შ-------------–---–-სთვის (პ/ნ 0----------) ე-------------–--–-–---–-ს (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ, ქორწინების პერიოდში შეძენილი მოძრავი ნივთების ღირებულების ნახევრის, ჯამში - 6 850 ლარის დაკისრება.
1. 4. შ-------------–---–-სთვის (პ/ნ 0----------) ე-------------–--–-–---–-ს (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ მის მერ შპს ,------–-------------- 100%-იანი წილის გასხვისებით მიღებული 3000 ლარიდან - 1 500 ლარის დაკისრება.
1. 5. შ-------------–---–-სთვის (პ/ნ 0----------) ე-------------–--–-–---–-ს (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი მოძრავი ნივთების ღირებულების ნახევრის, ნახევრის - 3 525 ლარის დაკისრება.
1. 6. შ-------------–---–-სთვის (პ/ნ 0----------) ე-------------–--–-–---–-ს (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ, ლომბარდში არსებული ოქროს სამკაულების ღირებულების ნახევრის - 3030 ლარის დაკისრება.
2. შეგებებული სასარჩელით სასარჩელო მოთხოვნა
2. 1. ე-------------–--–-–---–-სათვის (პ/ნ 3----------) შ-------------–---–-ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ მხარეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი და მის მიერ წაღებული მოძრავი ნივთების ღირებულების ნაშთის - 90 (ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით დაკისრება.
2. 2. ე-------------–--–-–---–-სათვის (პ/ნ 3----------) შ-------------–---–-ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ მხარეთა მიერ ქორწინების განმავლობაში საკრედიტო დაწესებულებების მიმართ არსებული ვალდებულებების ნახევრის - 7473,35 ლარის გადახდა დაეკისრება.
2. 3. ე-------------–--–-–---–-სათვის (პ/ნ 3----------) მხარეთა მიერ ქორწინების განმავლობაში, ე-------------–--–-–---–-ს სახელზე აღრიცხული, შპს „----------------–---–-- არსებული კუთვნილი 5% -იანი წილის ღირებულების 5000 აშშ დოლარის დაკისრება.
2. 4. შპს ,--–--------------–----- 50%-იანი წილის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სარჩელის საფუძვლები
ე-------------–--–-–---–- და შ-------------–---–- იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2--- წლის 2----------იდან. თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წელს მხარეებმა შეიძინეს საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ქ. თბილისი, ჩ---------------------------------, საკადასტრო კოდით: 0--1--1--0---0---0--0--. გარკვეული პერიოდის შემდგომ, დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, ე-------------–--–-–---–მა შეწყვიტა მეუღლესთან ფაქტობრივი ქორწინება, ხოლო მოპასუხეს განუცხადა, რომ მასთან აპირებდა განქორწინებას და ამასთან, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების კუთვნილი წილის მოთხოვნას. მიუხედავად, იმისა, რომ მოსარჩელე მეუღლეს უხსნიდა კანონით გათვალისწინებული მისი წილის თაობაზე, შ-------------–---–მა 2--- წლის 2------ს, უძრავი ქონება გაასხვისა ვინმე - რ-------------–---–ზე, 70 000 აშშ დოლარად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს, რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, შეძენილი უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხის ნახევარს. მხარეებს აღნიშნული უძრავი ქონების შესაძენად აღებული ჰქონდათ კრედიტი, მოპასუხემ რეალიზაციით მიღებული თანხიდან - 50 000 აშშ დოლარით დაფარა საკრედიტო ვალდებულება, ხოლო დარჩენილი 20 000 აშშ დოლარის ნახევარი, რაც შეადგენს 10 000 აშშ დოლარს, წარმოადგენს ე-------------–--–-–---–-ს საკუთრებას, რასაც უარყოფს მოპასუხე. ე-------------–--–-–---–- მოთხოვნას აცხადებს ასევე, თანაცხოვრების პერიოდში, საცხოვრებელი ბინის, ტექნიკითა და ავეჯით მოწყობიდან გამომდინარე გაწეული ხარჯების ნახევარის ანაზღაურებაზე, კერძოდ: სამზარეულოს ღირებულების 4 000 ლარიდან - 2 000 ლარზე, აბაზანის 3 000 ლარიდან - 1 500 ლარზე, სარეცხი მანქანის 900 ლარიდან - 450 ლარზე, საძინებლის 2 000 აშშ დოლარიდან, ლარის ექვივალენტით 4 800 ლარიდან - 2 400 ლარზე, კომოდის 500 ლარიდან - 250 ლარზე, საწოლის მატრასის 500 ლარიდან - 250 ლარზე, დივანი ღირებულებით - 950 ლარზე, გაქურა - 900 ლარზე, სამეული - 2 000 ლარზე, ჟურნალის მაგიდა - 200 ლარზე, ტელევიზორის მაგიდა - 100 ლარზე, საწერი მაგიდა - 100 ლარზე, კარადა - 150 ლარზე, სარეცხი მანქანა - 800 ლარზე, მუსიკალური ცენტრი - 850 ლარზე, ტელევიზორი 1 000 ლარზე, ბაჯაღლოს ბეჭედი - 720 ლარზე, ოქროს ჯაჭვი - 600 ლარზე, ოქროს სამეული - 1 000 ლარზე, სამი ოქროს ბეჭედი - ჯამში 600 ლარზე, ორი ცალი ოქროს კულონი - ჯამში 140 ლარზე, სამაჯური - 3 000 ლარზე. აღნიშნული ღირებულების ნახევარი - 3 030 ლარზე და ასევე შპს ,------–-------------- 100%-იანი წილის გასხვისებით მიღებული 3 000 ლარიდან - 1 500 ლარზე.
შეგებებული სარჩელის საფუძვლები
ე-------------–--–-–---–- და შ-------------–---–- იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2--- წლის 2----------იდან. 2--- წლის 0- თებერვალს ფაქტობრივად დაშორდნენ ერთმანეთს. მხარეებმა ქორწინების პერიოდში შეიძინეს უძრავ - მოძრავი ქონებები. როგორც ცნობილია, ე-------------–--–-–---–მა აღძრა სარჩელი თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებასთან დაკავშრებით და ბუნებრივია, რომ შეგებეული სარჩელით მოსარჩელე შ-------------–---–- ცდილობს დაიცვას საკუთარი ინტერესები.
თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების გასხვისებიდან მიღებული 70 000 აშშ დოლარიდან, ნამდვილად დაფარა შ------------–---–მა, საკრედიტო ვალდებულება - 50 000 აშშ დოლარით, რასაც ადასტურებს ე-------------–--–-–---–-. მაგრამ, აღსანიშნავია ის, რომ მხარეებს საერთო საკრედიტო ვალდებულებები კიდევ დარჩათ. კერძოდ, მხარეთა მიერ ქორწინების შეწყვეტის შემდგომ, შ------------–---–მა დაფარა შემდეგი ვალდებულებები: ონლაინ სასესხო დაწესებულების ვალდებულება - 4 538 ლარი, საიდანაც - 2269 ლარი იყო ე-------------–--–-–---–-ს გადასახდელი წილი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის 1600 ლარი, ე-------------–---–-–---–ის გადასახდელი წილით, რაც შეადგენს 800 ლარს, შპს „--------------–-- კი დაფარა 1300 აშშ დოლარი, ე-------------–--–-–--–ის გადასახდელი წილის 650 აშშ დოლარის ჩათვლით. ხოლო ლომბარდის მიმართ არსებული ვალდებულება ამჟამად შეადგენს 5 688.7 ლარს, საიდანაც ე-------------–--–-–--–ის გადასახდელ წილს წარმოადგენს - 2 844,35 ლარი. გამომდინარე აქედან, გარდა ს----------–--------ის საკრედიტო ვალდებულებისა, სხვადასხვა დაწესებულების ვალდებულება დაფარა შ------------–---–მა ჯამში - 14946.7 ლარის ოდენობით, აქედან ე-------------–--–-–--–ის წილი შეადგენს - 7473.35 ლარს. აღნიშნული საკრედიტო ვალდებულებების ოდენობა განაპირობა საერთო საქმიანობამ შპს „-----–--------------- სახით, სადაც მუდმივად იდებოდა ინვესტიცია. მხარეთა შეთანხმებით შპს გადაფორმდა ე-------------–--–-–---–-ს დაზე - ე---------–--–-–---–ზე, საიდა შ------------–---–ს არანაირი სარგებელი არ მიუღია. დღეის მდგომარეობით ე-------------–--–-–--–ი შპს „-----–------------–-- არის დასაქმებული. ასევე ქორწინების განმავლობაში, ე-------------–--–-–--–ი დარეგისტრირდა „----------------–----- 5% წილის მესაკუთრედ, რაც შ-------------–---–-ს ცნობით, შეადგენს 10 000 აშშ დოლარს და აქედან მოითხოვს მისთვის, კანონით გათვალისწინებულ, წილს.
შეგებებული სარჩელით მოსარჩელე განმარტავს, რომ ე-------------–--–-–---–მა მხარეთა დაშორების შემდეგ წაიღო შემდეგი ნივთები: გათბობის სისტემა 3200 ლარის ღირებულების, სამზარეულო - 4000 ლარის ღირებულების, აბაზანის გარნიტური - 3000 ლარის ღირებულების, მუსიკალური ცენტრი - 580 ლარის ღირებულების, მიკროტალღური ღუმელი - 300 ლარის ღირებულების, ფარდები - 250 ლარის ღირებულების, ლეპტოპი - 1200 ლარის ღირებულების და აიპედი - 1300 ლარის ღირებულების.
ე-------------–--–-–---–მა, მას შემდეგ რაც მხარეებმა მორიგების მიზნით კონსულტაციები გამართეს, 2--- წლის 0-------------ს შპს „----------------–---–-- მისი კუთვნილი 5% იანი წილი გაასხვისა მოპასუხე - ვ-–---------------–--ზე. აღნიშნულის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ შ-------------–---–მა ვერ მიიღოს უფლება ამ წილის ნაწილზე, როგორც ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე.
ე-------------–--–-–--–ის განცხადებით, დავის საგანი შეადგენს 32 350 ლარს, რასაც უნდა გამოაკლდეს მის მიერ წაღებული მოძრავი ნივთების ღირებულება, კერძოდ 13 880 ლარი, რაც შეადგენს 18 470 ლარს. ასევე უნდა გამოაკლდეს შ------------–---–ის მიერ მეუღლეთა საერთო საკრედიტო ვალდებულებების შესრულების ნახევარი, რაც შეადგენს 10996,65 ლარს და შპს „-----–--------------- ღიღებულების 10000 აშშ დოლარიდან, შ-------------–---–-ს წილი 5000 აშშ დოლარი - 12 000 ლარის ექვივალენტში.
2. მოპასუხის პოზიცია ძირითად სარჩელზე
მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ. განმარტა, რომ ქორწინების პერიოდში ნამდვილად შეიძინეს უძრავ - მოძრავი ქონება, თუმცა მხარეებს ერთობილვად აღებული აქვთ საკრედიტო ვალდებულებები, საბანკო დაწესებულებაში, ლომბარდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციბში, რის შესახებაც არის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები, რომელიც წარმოადგენს ერთობილვ ვალდებულებებს. აღნიშნული ვალდებულებების ოდენობა უტოლდება მოსარჩელის მიერ წამოყენებულ სასარჩელო მოთხოვნებს. შ-------------–---–ს მეუღლისგან ფარულად არ განუხორციელებია, არც ერთი, მოქმედება, მათ შორის უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია გააჩნდა ე-------------–--–-–---–ს. მოპასუხის განმარტებით მან ნამდვილად დაფარა 50 000 აშშ დოლარის საბანკო ვალდებულება, ხოლო დარჩენილი თანხა გამოიყენა სხვადასხვა ერთობილი ვალდებულებების დასაფარად. უძრავი ნივთების დიდი ნაწილი წაიღო მოსარჩელემ, გათბობის დანადგართან ერთად, რომელის შესახებ არ მიუთითებია მოსარჩელეს.
1.1. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე
ე-------------–--–-–---–მა შეგებებული სარჩელი არ ცნო. მისი განცხადებით, ნივთების, მის მიერ, წაღებას და დაუფლებას ადგილი არ ჰქონია. სწორედ შ-------------–---–-ს მიერ უძრავი ქონების გასხვისებას, მოჰყვა ე-------------–--–-–---–-ს მიერ თავდაპირველი სარჩელის აღძვრა. არ არის დადასტურებული დრო და გარემოება, ხსენებული ნივთების ე-------------–--–-–---–-ს მიერ დაუფლების შესახებ. აღნიშნული ნივთების ღირებულებად ასახელებს 13700 ლარს, რასაც არ აკლებს თავად მოპასუხის ½ წილს და მოითხოვს მთლიანი ღირებულების გამოქვითვას, რაც თავისთავად უსაფუძვლოა. იგი ეთანხმება გარემოებას, რომლის მიხედვით შ-------------–---–მა 50 000 აშშ დოლარით დაფარა საკრედიტო ვალდებულება, ხოლო დანარჩენი საკრედიტო ვალდებულებების არსებობის შესახებ ე-------------–--–-–---–-სთვის, შეგებებული სარჩელის აღძვრის შემდგომ გახდა ცნობილი, მას არანაირი სამართლებრივი მონაწილეობა არ მიუღია, შ-------------–---–-ს მიერ აღებულ სასესხო ვალდებულებებში. არ დასტურდება, რომ აღნიშნული სესხები მოხმარდა ოჯახის ან სხვა რაიმე საერთო ინტერესებს. ასევე შ-------------–---–მა შპს „-----–--------------- გასხვისებით მიიღო სარგებელი და ეს დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებეულებებით, რაც იყო სასყიდლიანი გასხვისება. ე-------------–--–-–---–მა შპს „----------------–-----ში არსებული მისი წილი გაასხვისა რეალურად, აღნიშნული წილის ოდენობის შეფასებაც არარეალურად და დაუსაბუთებლად მიაჩნია ე-------------–--–-–---–ს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შ-------------–---–- (პ/ნ 0----------) და ე-------------–--–-–---–- (პ/ნ 3----------) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2--- წლის 2----------იდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქორწინების მოწმობა (იხ.ს.ფ. 4. ტომი I);
3.1.2. 1-.0-.2--- წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა- ნაგებობების ჩამონათვალი №- №-, №-,№-, მდებარე: ქ.თბილისი, ჩ-------------------------, ირიცხება შ-------------–---–-ს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.5. ტომი I).
3.1.3. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ 2--- წლის 2------ის, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შ------------–---–მა გაასხვისა რ-------------–---–ზე 70 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, მხარეების მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისი, ჩ-------------------------, საიდანაც 50000 აშშ დოლარი მოპასუხემ გადაიხადა ვალების დასაფარად, ხოლო ქონების რეალიზაციიდან დარჩა 20000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)
3.1.4. საჯარო რეესტრის 3-.0-.2--- წლის ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა ნაგებობების ჩამონათვალი №- №-, №-,№-, მდებარე: ქ.თბილისი, ჩ-------------------------, ირიცხება რ-------------–---–ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ.7. ტომი I).
3.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1-----–--ის განჩინებით, ე-------------–--–-–---–-ს განცხადება დაკმაყოფილა. ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში შ-------------–---–-ს (0----------) კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 35 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1-----–--სი განჩინება (იხ.ს.ფ.13-16. ტომი I).
3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 0- ს---------ის განჩინებით შ-------------–---–-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ე-------------–--–-–---–ს (პ/ნ 3----------) აეკრძალა შ---------------------–---–---------------- მისი კუთვნილი 5%-იანი წილიდან 1/2 ნაწილის გასხვისება და სხვაგვარი ვალდებულებით დატვირთვა. ასევე ე-------------–--–-–---–ს (პ/ნ 3----------) აეკრძალა საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში მის (ე-------------–--–-–---–-ს) საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის 7473,35 ლარის განკარგვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 07 ს---------ის განჩინება (იხ.ს.ფ.156-160. ტომი I).
3.1.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 2----------რის განჩინებით, შ-------------–---–-ს განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე ვ-–---------------–--ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა შპს ,-----------------–---–-- (ს/ნ 4--------) მისი კუთვნილი 5%-იანი წილიდან 1/2 ნაწილის გასხვისება და სხვაგვარი ვალდებულებით დატვირთვა. განმცხადებელს უარი ეთქვა სადავო ქონების - შპს „----------------–----- დარჩენილი 2.5%-იანი წილის მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 2----------რის განჩინება (იხ.ს.ფ.13-16. ტომი I).
3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2-.0-.2--- წლის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, შპს „-----–-------------- დირექტორს/მესაკუთრეს წარმოადგენს ე---------–--–-–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2-.0-.2--- წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ.ს.ფ.43-44. ტომი I).
3.2.2. 2--- წლის 2------ის, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შ------------–---–მა გაასხვისა უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ჩ-------------------------, რ-------------–---–ზე, 70 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ.9. ტომი I).
3.2.3. T---------–-- 2-.0-.2--- წლის ცნობის მიხედვით, შ------------–---–ი ნამდვილად არის დასაქმებული აღნიშნულ ტელევიზიაში, ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე და ყოველთვიურად ერიცხება საშემოსავლოს ჩათვლით 500 ლარი, 2--- წლის 10 იანვრიდან - 01 ს---------ამდე დაერიცხა - 250 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- T---------–-- 2-.0-.2--- წლის ცნობა (იხ.ს.ფ.75. ტომი I).
3.2.5. შპს ,-------------------------, 2-.0-.2--- წლის ცნობის თანახმად, შ------------–---–ი სარგებლობს სალომბარდე მომსახურებით და 2-.0-.2--- წლის მდგომარეობით მისი ჯამური დავალიანება შეადგენს 5688.7 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ---------------------ის 2-.0-.2--- წლის ცნობა (იხ.ს.ფ.141. ტომი I).
3.2.6. შპს „----–--------------- ამონაწერის თანახმად, საკრედიტო ვალდებულება მითითებულია - 1600.00 ლარი ,ხოლო ჩარიცხული თანხა 70.00 ლარი. აღნიშნული დოკუმენტი არ არის დამოწმებული ბეჭდით და არ დასტურდება ვინ არის მითითებულ ვალდებულებაზე მსესხებელი პირი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „----–--------------- ცნობა (იხ.ს.ფ.142. ტომი I).
3.2.7. 2-.0-.2--- წლის გადაწყვეტილებით (ხელწერილი) შ-------------–---–მა ე---------–--–-–---–ზე გაასხვისა შპს „-----–--------------- 100% წილი - 3 000 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება (ხელწერილი) (იხ.ს.ფ.106, ტომი1)
3.2.8. 0-.0-.2--- წლის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის, მიხედვით შპს ,-----------------–-----, დერექტორს წარმოადგენს - დ----------------–---–ი, ხოლო მესაკუთრეები არიან - ე-------------–--–-–---–-, დ----------------–---–ი, დ------------–--ი, ე-–--------------ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ.ს.ფ.145-146. ტომი I).
3.2.9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროცნული სააგენტოს მიერ დამოწმებული გადაწყვეტილებით, ე-------------–--–-–---–მა უსასყიდლოდ გადასცა საკუთრების უფლებით, შპს „----------------–---–-- მის კუთვნილი 5% წილი ვ-–---------------–--ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ.179. ტომი I).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის, დადგენილია საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით. ნორმის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი სადავო უძრავი და მოძრავი ქონების და შპს ,------–-------------- 100%-იანი წილის გასხვისებით და თანხის განკარგვით მიღებული სარგებლის ½ წილზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ასევე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელი, ქორწინების პერიოდში შეძენილი მოძრავი ნივთების ღირებულების, საკრედიტო დაწესებულებებიდან, ლომბარდიდან აღებული საერთო ვალების და შპს ,-----------------–----- 5%-იანი წილის ღირებულების ½ ნაწილის დაკისრების მოთხოვის თაობაზე, ხოლო შეგებებული სარჩელის მოთხოვნაზე - შპს "-–--------------–----- 5% წილის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე უარი უნდა ეთქვას მოსარჩელეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1106-ე, 1127-ე, 1151-ე, 1152-ე, 1158-ე, 1159-ე, 1164-ე, 1161-ე, 1168-ე, 1160-ე, 982-ე, 979-ე, 173-ე, 174-ე, 442-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ე-------------–--–-–---–- და მოპასუხე შ-------------–---–- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2--- წლის 2----------იდან.
სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად: 1.განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ე-------------–--–-–---–ს და მოპასუხე შ-------------–---–ს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე შ-------------–---–მა სარჩელი ცნო, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს სარჩელის დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, სარჩელი ე-------------–--–-–---–ს და მოპასუხე შ-------------–---–ს შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. მოსარჩელემ, მოპასუხე შ-------------–---–-ს მიმართ ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების რეალიზაციიდან გამომდინარე, თანხის - 10 000 აშშ დოლარის, ქორწინების პერიოდში შეძენილი მოძრავი ნივთების ღირებულების ნახევრის და შპს ,------–-------------- 100%-იანი წილის გასხვისებით მიღებული თანხის ნახევრის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომ ნივთები და წილი შპს ,------–----------------- შეძენილია მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში და წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას, ხოლო შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შ-------------–---–მა ქორწინების პერიოდში შეძენილი მოძრავი ნივთების ღირებულების, საკრედიტო დაწესებულებებიდან, ლომბარდიდან აღებული საერთო ვალების ნახევრის და შპს ,-----------------–----- 5%-იანი წილის ღირებულების ½ ნაწილის დაკისრება მოითხოვა გამომდინარე იქედან, რომ მოძრავი ნივთები, არსებული სასესხო ვალდებულებები და შპს ,-----------------–----- 5%-იანი წილი ასევე შეძენილია მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში და წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.
დადგენილია, რომ ე-------------–--–-–---–- და შ-------------–---–- დაქორწინდნენ 2--- წლის 2----------იდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლი).
ამავე კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანხმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წილი თანაბარია თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.
დადგენილია, რომ მხარეებმა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში 2--- წელს შეიძინეს უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ჩ-------------------------, რომელიც 2--- წლის 2------ის, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით შ------------–---–მა გაასხვისა რ-------------–---–ზე, დადგენილია და სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ქონება გასხვისდა 70 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საიდანაც 50000 აშშ დოლარი მოპასუხემ გადაიხადა ვალების დასაფარად, ხოლო ქონების რეალიზაციიდან დარჩა 20000 აშშ დოლარი.
მხარეთა კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულება, უძრავი ქონების გასხვისების პერიოდში, მათი ცალკ-ცალკე ცხოვრება და მხარეთა ახსნა-განმარტება, სხვა უარმყოფელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ქმნის მტკიცებას იმისას, რომ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების შედეგად უძრავი ქონების ღირებულების - 70000 აშშ დოლარის 1/2 წილი მოსარჩელე ე-------------–--–-–---–ს არ მიუღია, მაგრამ მოსარჩელე არ უარყოფს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ქონების გასხვისებით მიღებული თანხიდან - 70000 აშშ დოლარიდან 50000 აშშ დოლარი მოპასუხემ გადაიხადა ვალების დასაფარად და უძრავი ქონების გასხვისებით მიღებული თანხიდან სადავოს წარმოადგენს მხოლოდ 20000 აშშ დოლარი, რისი ½ წილიც მოსარჩელეს არ მიუღია, ამასთან, მოპასუხემ წაიღო ქორწინების განმავლობაში, მათ მიერ ერთობლივად შეძენილი მოძრავი ნივთები, გაასხვისა შპს ,------–-------------- 100%-იანი წილი, რომელთა ღირებულების ნახევარიც ასევე არ მიუღია მოსარჩელეს.
მოპასუხე მხარის სამართლებრივ შედავებას კი წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეებს ქორწინების განმავლობაში შეძენილი აქვთ გარკვეული მოძრავი ნივთები, რომელთა განკარგვა მოახდინა მოსარჩელე ე-------------–--–-–---–მა, ერთობლივად აღებული აქვთ ასევე საკრედიტო ვალდებულებები საბანკო დაწესებულებაში, ლომბარდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციბში, რომელიც წარმოადგენს საერთო ვალდებულებებს, ამასთან მოსარჩლემ გაასხვისა თანაცხოვრების პერიოდში შპს ,-----------------–---–-- მისი წილი, ხოლო აღნიშნული ვალდებულებების ოდენობა უტოლდება მოსარჩელის მიერ წამოყენებულ სასარჩელო მოთხოვნებს, რის გამოც უძრავი ქონების გასხვისებით მიღებული დარჩენილი თანხა -20000 აშშ დოლარი, გამოიყენა სხვადასხვა ერთობლივი ვალდებულებების დასაფარად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ნივთი მდებარე: ქ. თბილისი, ჩ-------------------------, 2--- წლის 2------ის, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით შ------------–---–მა გაასხვისა რ-------------–---–ზე, დადგენილია და სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ქონება გასხვისდა 70 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საიდანაც 50000 აშშ დოლარი მოპასუხემ გადაიხადა ვალების დასაფარად, ხოლო ქონების რეალიზაციიდან დარჩა 20000 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი პირდაპირ რეგულირდება გამოსაყენებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით – სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი შემადგენლობა ადგენს კანონისმიერ პრეზუმფციას იმის შესახებ, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე ვრცელდება თანასაკუთრების რეჟიმი. შესაბამისად, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, რომელიც მიუთითებს საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რაზეც ამყარებს თავის მოთხოვნას. ეს არის უნივერსალური მიდგომა მტკიცების ტვირთის განაწილების მიმართ. ამასთან, არის შემთხვევები, როცა კანონმდებლობა მტკიცების ტვირთს განსხვავებულად ანაწილებს მხარეებს შორის - ეს ხდება ე.წ. ”პრეზუმფციების” მეშვეობით. პრეზუმფცია გარკვეული გარემოებას ერთი მხარის სასარგებლოდ დადგენილად მიიჩნევს ისე, რომ ამის დამტკიცებას, დადასტურებას არ მოითხოვს, ხოლო ამავდროულად მეორე მხარეს კი აკისრებს ამ გარემოების ნეგატიური დადასტურების, ანუ უარყოფის ფუნქციას, ანუ პრეზუმფცია რომ მცდარია, უნდა დაამტკიცოს მეორე მხარემ.
ხსენებული ნორმის მიხედვით, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას რეგისტრირებული ქორწინების არსებობა წარმოადგენს, რაც სათანადო მტკიცებულებით - ქორწინების მოწმობით ე-------------–--–-–---–-ს მხრიდან დადასტურებულია, შესაბამისად, სადავო ქონება, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე მართლზომიერადაა მოქცეული სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით განსაზღვრულ მეუღლეთა, ე-------------–--–-–---–-ს და შ-------------–---–-ს თანასაკუთრების რეჟიმში.
შესაბამისად, ვინაიდან ე-------------–--–-–---–- წარმოადგენს გასხვისებული ნივთის თანამესაკუთრეს, მას ქონების რეალიზაციიდან და ვალების გადაფარვის შემდგომ დარჩენილი თანხის ნახევრის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა მოპასუხე მხარის მიერ ამავე თანხის განკარგვისას. ე-------------–--–-–---–ს აქვს იმ სარგებლიდან წილის მოთხოვნის უფლება, რომელიც მიიღო მოპასუხე შ-------------–---–მა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების (საერთო ქონების) გასხვისების და დარჩენილი სარგებლის განკარგვის შედეგად.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გასხვისების და დარჩენილი სარგებლის განკარგვის შედეგად მოსარჩელე - ე-------------–--–-–---–-ს სასარგებლოდ 20000 აშშ დლარის ½ ნაწილის 10000 აშშ დოლარის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად, ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობაც და განკარგვა შეუძიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.
დადგენილია და მხარეები არ უარყოფენ, რომ რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში შეიძინეს გარკვეული მოძრავი ნივთები, რომელიც წარმოადგენდა მათ თანასაკუთრებას კერძოდ: სამზარეულო ღირებულებით - 4 000 ლარი, აბაზანა ღირებულებით - 3 000 ლარი, სარეცხი მანქანა ღირებულებით - 800 ლარი, საძინებლი ღირებულებით - 2 000 აშშ დოლარი - ლარის ექვივალენტით 4 800 ლარი, კომოდი - ღირებულებით - 500 ლარი, საწოლის მატრასი ღირებულებით - 500 ლარი, დივანი ღირებულებით - 950 ლარი, გაზქურა ღირებულებით - 900 ლარი, სამეული ღირებულებით - 2 000 ლარი, ჟურნალის მაგიდა ღირებულებით - 200 ლარი, ტელევიზორის მაგიდა ღირებულებით - 100 ლარი, ფეხსაცმლის კარადა ღირებულებით - 150 ლარი, მუსიკალური ცენტრი ღირებულებით - 850 ლარი, მიკროტალღური ღუმელი ღირებულებით - 300 ლარი, პლაზმური ტელევიზორი ღირებულებით - 1 000 ლარი, ფარდები - 250 ლარის ღირებულების, ლეპტოპი - 1200 ლარის ღირებულების და აიპედი - 1300 ლარის ღირებულების.
მოძრავი ნივთების ამ ჩამონათვალიდან მოსარჩელე მხარე ახსნა- განმარტებით არ უარყოფს, რომ მან უძრავი ქონების გაყიდვის შემდგომ წაიღო სამზარეულო ღირებულებით - 4 000 ლარი, აბაზანა ღირებულებით - 3 000 ლარი, გათბობის სისტემა ღირებულებით - 3200 ლარი და ფარდები ღირებულებით - 250 ლარი, ხოლო დანარჩენი ყველა ნივთი მოპასუხის მიერ იქნა წაღებული და მოთავსებული ნ---------–----–-–---–ის ავტოფარეხში, რაც დაადასტურა ასევე მოწმე ნ---------–----–-–---–მა. რაიმე სახის საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლიდან გამომდინარე ვინაიდან მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), ხოლო 1164-ე მუხლის მიხედვით მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე მხარემ მეორე მესაკუთრის თანხმობის გარეშე განკარგა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში ერთობლივად შეძენილი ნივთების ნაწილი, მას უნდა დაეკისროს სამზარეულოს ღირებულების - 4 000 ლარის, აბაზანის ღირებულების - 3 000 ლარის, გათბობის სისტემის ღირებულების - 3200 ლარის და ფარდების ღირებულების - 250 ლარის, სულ - 10450 ლარის ნახევრის - 5225 ლარის ანაზღაურება
მოპასუხე შ-------------–---–-ს სასარგებლოდ, ხოლო გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა დანარჩენი მოძრავი ნივთების მოსარჩელე მხარის მიერ განკარგვის ფაქტი, ამასთან განმარტა, რომ გარკვეული ნივთების ნაწილი მან შეინახა ავტოფარეხში, რაც დაადასტურა ასევე მოწმემ ნ---------–----–-–---–მა, რომელიც წარმოადგენს მოპასუხის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) ახლო ნათესავს (დეიდაშვილს) და შესაბამისად დაინტერესებულ პირს, როგორც მეორე მოწმე - შ-------------–---–-ს დედა თ-----------–----ი, ამასთან, არანაირი შედავება, მტკიცებულება არ წარმოუდგენია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ნივთები მასთან არ იმყოფება, მოძრავი ნივთების, კერძოდ: სარეცხი მანქანის ღირებულების - 800 ლარი, საძინებლის ღირებულების - 2 000 აშშ დოლარი, ლარის ექვივალენტით - 4 800 ლარი, კომოდის - ღირებულების - 500 ლარი, საწოლის მატრასის ღირებულების - 500 ლარი, დივანის ღირებულების - 950 ლარი, გაზქურის ღირებულების - 900 ლარის, სამეულის ღირებულების - 2 000 ლარი, ჟურნალის მაგიდის ღირებულების - 200 ლარის, ტელევიზორის მაგიდის ღირებულებით - 100 ლარი, ფეხსაცმლის კარადის ღირებულების - 150 ლარის, მუსიკალური ცენტრის ღირებულების - 580 ლარის, მიკროტალღური ღუმელის ღირებულების - 300 ლარის, პლაზმური ტელევიზორის ღირებულების - 1 000 ლარის სრული ღირებულების- 12880 ლარის ½ წილი - 6440 ლარი უნდა დაეკისროს შ-------------–---–ს, ე-------------–--–-–---–-ს სასარგებლოდ.
რაც შეეხება ქორწინების განმავლობაში მხარეების მიერ შეძენილ ოქროს ნივთებს, სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1162-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმის ანალიზი მიუთითებს, რომ ქორწინების განმავლობაში ოქროს ნივთები - ძვრიფასეულობა თუნდაც იყოს ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, არ შეიძლება განხილულ იქნეს ინდივიდუალური საკუთრების ობიექტად. დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. სასამართლოს განმარტავს, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება გულისხმობს ქორწინების პერიოდში შეძენილ ყოველგვარ ქონებას. სადავო მოძრავი ნივთები მიიჩნევა მეუღლეთა თანასაკუთრებად, ვინაიდან ქორწინების საჩუქრის სახით მხარეთათავის ნივთები გადაცემულია ერთად ცხოვრების პერიოდში ოჯახის საერთო ინტერესებისა და კეთილდღეობისათვის. სადავო ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრებისგან განსხვავებული რეჟიმის გავრცელების მტკიცების ტვირთის რეალიზება მოსარჩელე მხარემ ვერ შესძლო.
დადგენილია, რომ მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ჰქონდათ ოქროს ნივთები, კერძოდ: ბაჯაღლოს ბეჭედი ღირებულებით - 720 ლარი, ოქროს ჯაჭვი ღრებულებით - 600 ლარი, ოქროს სამეული ღრებულებით - 1 000 ლარი, სამი ოქროს ბეჭედი ღრებულებით - ჯამში 600 ლარი, ორი ცალი ოქროს კულონი ღრებულებით - ჯამში 140 ლარი, სამაჯური ღრებულებით - 3000 ლარი.
მხარეებს სადავო არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ აღნიშნული ოქროს ნივთები (ნაკეთობები) მოპასუხე მხარის მიერ მატერიალური შემოსავლის მიღების მიზნით დალომბარდებული იქნა და მოპასუხემ მიიღო ოქროს ნივთების ღირებულების შესაბამისი სარგებელი. მოპასუხე მხარის განმარტებით შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს 5688.7 ლარი.
გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე მხარეს ან განუხორციელებია მტკიცების ტვირთის საპროცესო რეალიზაცია, მას არ წარმოუდგენია სადავო ოქროს ნივთების შეფასების დოკუმენტი, არ წარმოუდგენია მტკიცებულება ლომბარდიდან მათი ღირებულების შეფასების შესახებ, სასამართლოს მიერ გათვალისწინებული უნდა იქნას მოსარჩელის მიერ მითითებული ოქროს ნივთების ღირებულება და მოპასუხე შ-------------–---–ს უნდა დაეკისროს მოსარჩელე ე-------------–--–-–---–-ს სასარგებლოდ, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ოქროს ნივთების ღირებულების, სულ - 6060 ლარის ნახევრის - 3030 ლარის გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 1165-ე მუხლის მიხედვით მუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა ხდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ხოლო, თუ ასეთი შეთანხმება არ არის მიღწეული, მაშინ-სასამართლოს მიერ. სასამართლო განსაზღვრავს, თუ რომელი ნივთი რომელ მეუღლეს უნდა მიეკუთვნოს. პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთები (მუსიკალური ინსტრუმენტები, საექიმო მოწყობილობა, ბიბლიოთეკა და ა.შ.), თუნდაც ქორწინების პერიოდში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო სახსრებით, გადაეცემა იმ მეუღლეს, რომელსაც ეს ნივთები თავისი საქმიანობისათვის სჭირდება.
გამომდინარე იქედან, რომ მხარეები არ უარყოფენ იმ გარემოებას, რომ ე-------------–--–-–---–ს პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე სჭირდება ლეპტოპი და აიპედი, ამასთან, მოსარჩელე მხარე თავად უთითებს, რომ მისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მან ნამდვილად წაიღო მითითებული ნივთები, სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ სადავო ნივთები- ლეპტოპი და აიპედი უნდა მიეკუთვნოს ე-------------–--–-–---–ს.
მხარეები ასევე არ უარყოფენ, რომ შპს ,------–--------------- 100%-იანი წილი შეძენილი იქნა შ-------------–---–-ს მიერ, მხარეების რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, რომელიც შ-------------–---–-ს მიერ გასხვისებული იქნა ე---------–--–-–---–ზე, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოადგენილი ხელწერილით (იხ. გადაწყვეტილება ს.ფ.106), ხოლო ასევე არ ურყოფენ მხარეები იმ გარემოებას, რომ შპს ,-----------------–----- 5%-იანი წილის შეძენა ე-------------–--–-–---–-ს მიერ მოხდა მხარეების თანაცხოვრების პერიოდში, რომელიც ე-------------–--–-–---–მა უსასყიდლოდ გადასცა ვ-–---------------–--ს (იხ.ს.ფ.179-182). შ-------------–---–მა შეგებებულ სარჩელში მიუთითა, რომ შპს ,-----------------–---–-- 5%-იანი წილი შეფასებული იქნა 10000 აშშ დოლარად, ხოლო ე-------------–--–-–---–-ს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მითითებული გარემოების გამაქარწყლებელი მტკიცებულება, რითაც განახორციელებდა შედავებას წილის ღირებულებასთან დაკავშირებით, ამდენად შპს ,------–-------------- 100%-იანი წილი და შპს ,-----------------–----- 5%-იანი წილი წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას და სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, შ-------------–---–ს უნდა დაეკისროს შპს ,------–-------------- 100%-იანი წილის გასხვისებით მიღებული 3000 ლარის ნახევრის - 1500 ლარის გადახდა ე-------------–--–-–---–-ს სასარგებლოდ, ხოლო ე-------------–--–-–---–ს უნდა დაეკისროს შპს ,-----------------–----- 5%-იანი წილის გასხვისების გამო, ამავე წილის ღირებულების - 10000 აშშ დოლარის ნახევრის 5000 აშშ დოლარის გადახდა შ-------------–---–-ს სასარგებლოდ, ხოლო გამომდინარე იქედან, რომ ე-------------–--–-–---–ს დაეკისრა შპს ,-----------------–----- 5%-იანი წილის გასხვისების გამო, ამავე წილის ღირებულების 10000 აშშ დოლარის ნახევრის 5000 აშშ დოლარის გადახდა, სასამართლო ვერ იმსჯელებს შ-------------–---–-ს მოთხოვნაზე შპს ,--–--------------–----- 50%-იანი წილის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო.
რაც შეეხება შ-------------–---–-ს მითითებას მხარეების მიერ საბანკო დაწესებულებებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან ერთობლივად აღებული საკრედიტო ვალდებულებების თაობაზე, სასამართლო მიუთითებს, რომ შ-------------–---–-ს მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოადგენილი, საქმის მასალებში მოიპოვება შპს ,-----–--------------ის დირექტორის ხელმოწერილი დოკუმენტის ასლი, რომელიც არ არის დამოწმებული ბეჭდით და არ არის მითითებული მსესხებლის სახელი და გვარი, რასაც სასამართლო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს, ასევე არის წარმოადგენილი შ---------------–---–ის ანგარიშიდან ამონაწერი, რომელსაც ასევე ვერ მიიჩნევს სასამართლო მხარეების თანაცხოვრების პერიოდში ერთობლივად აღებული საკრედიტო ვალდებულების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რის გამოც შ-------------–---–ს უარი უნდა ეთქვას საბანკო დაწესებულებებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან ერთობლივად აღებული საკრედიტო ვალდებულებების ნახევრის ე-------------–--–-–---–-სათვის დაკისრების თაობაზე.
სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტების, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე შ-------------–---–მა ცნო სარჩელი განქორწინების მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზემოთმითითებული გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გასხვისების და განკარგვის შედეგად ე-------------–--–-–---–-ს სარჩელის, ასევე შ-------------–---–-ს შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი, ამასთან მოპასუხე შ-------------–---–ს უნდა დაეკისროს მოსარჩელე ე-------------–--–-–---–-ს სასარგებლოდ 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარისა და 10970 (ათიათას ცხრაას სამოცდაათი) ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელე ე-------------–--–-–---–ს უნდა დაეკისროს მოპასუხე შ-------------–---–-ს სასარგებლოს 5225 (ხუთიათას ორას ოცდახუთი) ლარისა და 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის გადახდა, ასევე შ-------------–---–ს უარი უნდა ეთქვას შპს "----------------–----- 5% წილის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილების ბათიად ცნობის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის შესაბამისად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა ვალდებულების შეწყვეტის ერთ-ერთი გავრცელებული საშუალებაა, რომელსაც, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ასევე საპროცესო-სამართლებრივი დატვირთვა გააჩნია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ე-------------–--–-–---–-ს და შ-------------–---–-ს მოთხოვნები გაქვითვის გზით უნდა შეწყდეს და მოპასუხე შ-------------–---–ს უნდა დაეკისროს რეგისტრირებული ქორწინების დროს შეძენილი უძრავი და მოძრავი ქონების ღირებულებიდან 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი და 5747 (ხუთიათას შვიდას ორმოცდაშვიდი) ლარი,7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მოპასუხემ განქორწინების შესახებ სარჩელი ცნო საქმის მომზადების ეტაპზე, მოპასუხე გათავისუფლდა მოთხოვნის ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ე-------------–--–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან - 1020 ლარიდან - 50 ლარი. ვინაიდან, მოთხოვნათა გაქვითვის შემდგომ მოპასუხე შ-------------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 აშშ დოლარის და 5747 ლარის გადახდა, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ე-------------–--–-–---–-ს სასარგებლოდ 575.9 ლარის გადახდა სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის სპეციფიკის გათვალისწინებით ე-------------–--–-–---–-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 970 (1020-50) ლარის ოდენობით და შ-------------–---–-ს მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 587.00 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1-----–--ის განჩინებით დადგინდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ე-------------–--–-–---–-ს განცხადება დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში შ-------------–---–-ს (0----------) კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 35 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 0- ს---------ის განჩინებით დადგინდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შ-------------–---–-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
მოპასუხე ე-------------–--–-–---–ს (პ/ნ 3----------) აეკრძალა შ---------------------–---–---------------- მისი კუთვნილი 5%-იანი წილიდან 1/2 ნაწილის გასხვისება და სხვაგვარი ვალდებულებით დატვირთვა. ასევე ე-------------–--–-–---–ს (პ/ნ 3----------) აეკრძალა საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში მის (ე-------------–--–-–---–-ს) საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის 7473,35 ლარის განკარგვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 2----------რის განჩინებით დადგინდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შ-------------–---–-ს განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
მოპასუხე ვ-–---------------–--ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა შპს ,-----------------–---–--(ს/ნ 4--------) მისი კუთვნილი 5%-იანი წილიდან 1/2 ნაწილის გასხვისება და სხვაგვარი ვალდებულებით დატვირთვა, ხოლო განმცხადებელს უარი ეთქვა სადავო ქონების - შპს „----------------–----- დარჩენილი 2.5%-იანი წილის მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.
ვინაიდან ე-------------–--–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან შ-------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ არ არსებობს სარჩელის და შეგებებული სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიებების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე- 244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ე-------------–--–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შ-------------–---–-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3. შეწყდეს ე-------------–--–-–---–სა და შ-------------–---–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება.
4. მოპასუხე შ-------------–---–ს დაეკისროს მოსარჩელე ე-------------–--–-–---–-ს სასარგებლოდ 10000 (თექვსმეტი ათასი) აშშ დოლარისა და 10970 (ათიათას ცხრაას სამოცდაათი) ლარის გადახდა.
5. მოსარჩელე ე-------------–--–-–---–ს დაეკისროს მოპასუხე შ-------------–---–-ს სასარგებლოს 5225 (ხუთიათას ორას ოცდახუთი) ლარისა და 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის გადახდა.
6. ე-------------–--–-–---–ს და შ-------------–---–ს წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები გაქვითვის გზით შეწყდეს.
7. მოპასუხე შ-------------–---–ს დაეკისროს რეგისტრირებული ქორწინების დროს შეძენილი უძრავი და მოძრავი ქონების ღირებულებიდან 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი და 5747 (ხუთიათას შვიდას ორმოცდაშვიდი) ლარი.
8. უარი ეთქვას შ-------------–---–ს შპს "----------------–----- 5% წილის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.
9. შ-------------–---–ს დაეკისროს 575.9 (ხუთას სამოცდათხუთმეტი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა ე-------------–--–-–---–-ს სასარგებლოდ, ხოლო ე-------------–--–-–---–-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 970 (ცხრაას სამოცდაათი) ლარი და შ-------------–---–-ს მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 587 (ხუთას ოთხმოცდაშვიდი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
10. ე-------------–--–-–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ, სს "ს----------–--------ში" გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1020 ლარიდან 50 ლარი ( საგადასახადო დავალება #1, გადამხდელის ბანკი - სს ,,ს----------–--------ი“, სახაზინო კოდი 300773150).
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლელა ცანავა