მუხლი 1168. არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინება თანასაკუთრების გაყოფისას
1. იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა – თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ.
3. აღნიშნული საფუძვლით სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დრო
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1168. არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინება თანასაკუთრების გაყოფისას 1. იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა _– თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. 3. აღნიშნული საფუძვლით სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(175)
საქმე №ას-609-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.01.2026
…მოპასუხეზე გაიცა სამომხმარებლო სესხი 23830 ლარის ოდენობით. სესხის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2025 წლის 25 სექტემბრამდე (იხ. ს.ფ. 75-76). 3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 1151-ე, 1158-ე, 1159-ე, 1164-ე, 1166-ე, 1168.1, 1169-ე, 1170.2 და 473.1 მუხლებით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ მოპასუხის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე…
საქმე №ას-1080-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
…რაც სარჩელის დაკმაყოფილებას განაპირობებს. 4.14. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის/აპელანტის მოთხოვნა სადავო ქონების უკანონოდ რეალიზაციიდან მიღებული თანხის 2/3 ნაწილის - 120 893 ლარის დაკისრებაა. პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით…
საქმე №ას-491-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.06.2025
…დადგენისას განმსაზღვრელია ქონების მეუღლეების მიერ ერთობლივად, რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში საერთო სახსრებით შეძენა და ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების საფუძვლის წარმოშობის თარიღი. ხოლო ამავე კოდექსის 1164-ე და 1168-ე მუხლებზე მითითებით პალატამ განმარტა მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფისა და წილთა თანაბრობის საკითხები. 5.7. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე პალატამ მიუთითა…
საქმე №ას-1435-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2024
…მოპასუხის მიმართ სესხის ხელშკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება მისივე დას - მოსარჩელეს დაუთმო. 4. სააპელაციო სასამართლომ დავა მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 1198.1, 1212-ე, 1214-ე, 1164-ე, 1168-ე, 623-ე, 624-ე, 1169-ე, 1170-ე მუხლებით. 5. აპელანტისათვის (მოპასუხე) დაკისრებული ალიმენტის ოდენობის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების…
საქმე №ას-723-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2024
…გარემოებაზე არცერთ მხარეს არ მიუთითებია. უფრო მეტიც, მხარეთა განცალკავებულად ცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად კასატორმა მოწმეთა დაკითხვაზეც იშუამდგომლა, რომლებმაც მათი ცალ-ცალკე ცხოვრების შესახებ ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითეს. სსკ-ის 1168.1 მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის…
საქმე №ას-169-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024
საქმე №ას-170-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2023
საქმე №ას-31-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2023
საქმე №ას-194-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.11.2023
საქმე №ას-1631-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.10.2023
საქმე №ას-337-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2023
საქმე №ას-516-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.04.2022
საქმე №ას-1314-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2022
საქმე №ას-116-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2021
საქმე №ას-260-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2021
საქმე №ას-1226-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2021
საქმე №ას-8-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.07.2020
საქმე №ას-1277-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.11.2019
საქმე №ას-259-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.08.2019
საქმე №ას-578-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2019
საქმე №ას-963-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2019
საქმე №ას-1183-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2019
საქმე №ას-1887-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2019
საქმე №ას-1369-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2018