თუ საერთო ქონების გაყოფისას ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს მიეცემა შესაბამისი ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1166. წილის კომპენსაცია საკუთრების გაყოფისას
სამოქალაქო კოდექსის 1166-ე მუხლი · სკ 1166
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-609-2025
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 1151-ე, 1158-ე, 1159-ე, 1164-ე, 1166-ე, 1168.1, 1169-ე, 1170.2 და 473.1 მუხლებით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ მოპასუხის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე თავად დაადასტურა ის სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში მოპასუხემ შეიძინა სატრანსპორტო საშუალება 6000 აშშ დოლარად (იხ.
- საქმე №ას-700-2022
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1166-ე მუხლზე დაყრდნობით საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ბინის ½ წილის ნატურით მიკუთვნების ნაცვლად კომპენსაციის (ბინის ღირებულების ½) ანაზღაურების თაობაზე.
- საქმე №ას-1183-2018
…ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. 12.3 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე, 173-ე, 183-ე, 311-312-ე, 524-ე, 525-ე, 529-ე, 1158-ე- 1160-ე, 1161-ე, 1163-ე, 1166-ე, 1168-ე, 1169-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-3, მე-4, 102-ე, 105-ე, 208-ე მუხლებით.
- საქმე №ას-119-115-2016
…მუხლი}. 4. 2014 წლის 12 დეკემბერს მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მან ქორწინების შეწყვეტა, ავტომანქანაზე თანამესაკუთრედ ცნობა და ავტომანქანის შესაბამისი წილის, 19 000 ლარის კომპენსაცია მოითხოვა {სსკ-ის 1158.1 და 1166-ე მუხლები}. 5. 5. მოპასუხემ სარჩელი ცნო განქორწინების ნაწილში, ხოლო ავტომანქანაზე თანამესაკუთრედ ცნობისა და ავტომანქანის შესაბამისი წილის, 19 000 ლარის კომპენსაციის მოთხოვნა არ ცნო იმ მოტივით, რომ სადავო ავტომანქანა მისი მამის, ტ.გ–ძის, სახსრებითაა შეძენილი და ამიტომ არ წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.
- საქმე №ას-218-205-2015
გარდა საპროცესო ნორმის დარღვევისა, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლზე, რომელიც ადგენს მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფის წესს, როგორც ქორწინების, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ, ამავე კოდექსის 1166-ე მუხლით განსაზღვრულია საკუთრების გაყოფისას წილის კომპენსაციის მარეგულირებელი წესი, რომლის თანახმადაც, თუ საერთო ქონების გაყოფისას ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს მიეცემა შესაბამისი ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცია.
- საქმე №ას-631-592-2010
- საქმე №330210018002532330
- საქმე №330210117002011466
- საქმე №010210016001571984
- საქმე №010210016001485042
- საქმე №330210118002662492
- საქმე №330210117002011466
- საქმე №330210018002660652
- საქმე №190210118002287704
- საქმე №330210017001960754
- საქმე №330210018002532330
- საქმე №190210015001033263
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1160. თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ურთიერთშეთანხმებით
- მუხლი 1161. მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება
- მუხლი 1162. ქორწინების განმავლობაში შეძენილი ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები
- მუხლი 1163. მეუღლის ქონების გადაქცევა მეუღლეთა თანასაკუთრებად
- მუხლი 1164. მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა
- მუხლი 1165. პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთების ბედი თანასაკუთრების გაყოფისას
- მუხლი 1167. საერთო ქონების გაყოფა ქორწინების განმავლობაში
- მუხლი 1168. არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინება თანასაკუთრების გაყოფისას
- მუხლი 1169. მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფის წესი
- მუხლი 1170. ერთ-ერთი მეუღლის ვალის დაფარვის წესი
- მუხლი 1171. თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1166, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1166/