გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.02.2019
საქმის ნომერი
330210017001960754
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
13.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/15191 -17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

1- თებერვალი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - ნ------------------ი

წარმომადგენელი - ბა---------–---–ი

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - მ------რ ჭუ--------ე

მოპასუხე - ვა------ ჭუ--------ე

წარმომადგენელი კო---------------–-–---–ი

დავის საგანი თავდაპირველი სარჩელით - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების 2/3 ნაწილის მესაკუთრედ აღიარება, თ----- დაკისრება

დავის საგანი შეგებებული სარჩელით - თ----- დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სასარჩელო მოთხოვნა (თავდაპირველი სარჩელით)

1.1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მ------რ ჭუ--------ის და და ვა------ ჭუ--------ეს შორის ქ. თბილისი, ლუ--–------------------------------------–--------------ზე (ს/კ 0-------------------------) გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება 2/3 ნაწილში;

1.1.2. ცნობილ იქნეს ნ------------------ი უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ლუ--–------------------------------------–------------- (ს/კ 0-------------------------) 2/3 ნაწილის მესაკუთრედ;

1.1.3. ცნობილ იქნეს ნ------------------ი ავტომანქანის, მარკა, მოდელი N----------- სახ. ნომერი N------, 2/3 წილის მესაკუთრედ;

1.1.3. დაეკისროს მ------რ ჭუ--------ეს ნ------------------ის სასარგებლოდ ა/მანქანა M------------ ღირებულების 2/3-ის ანაზღაურება, კერძოდ, 1- 0-- აშშ დოლარის 2/3 – 670- აშშ დოლარის ოდენობით;

1.1.4. დაეკისროთ მ------რ ჭუ--------ის და ვა------ ჭუ--------ეს 2--0--2--- წელს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ვა------ ჭუ--------ისათვის გადაცემული 2611 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, მდებარე ზე----------ს რეიონის სოფელი ზო------–ი (ს/კ 3-----------) რეალიზაციის შედეგად მიღებული თ----- 160- ლარის 2/3 -ის ანაზღაურება 1-66 ლარის ოდენობით;

 

ნ------------------ი და მ------რ ჭუ--------ე დაქორწინდნენ 2--- წლის 15 ნოემბერს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: და-- ჭუ--------ე (დაბადებული 03.0--2---წ.) და ვ--- ჭუ--------ე (დაბადებული 2--0--2---წ.). მხარეთა თანაცხოვრების დროს, 0--0--2---წ. მ------რ ჭუ--------ის სახელით შეძენილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, ლ----–-------------------------------------------–-------------, შავი კარკასის მდგომარეობაში, მშენებარე ბინაში, ერთობლივი ხარჯებით, მათ შორის ერთობლივი სესხით, რომელიც გამოტანილი იქნა სს ,,პრ-----------------დან“ 15 0-- აშშ დოლარის ოდენობით. 1--0--2---წ. მდგომარეობით მ------რ ჭუ--------ის სახელზე ირიცხება თანაცხოვრების დროს, 1--0--2---წ. მოსარჩელის მიერ ბანკი ,,რე------–---ს“ მეშვეობით აღებული სესხით, 220- აშშ დოლარად შეძენილი ავტომანქანა ,,N-----------”, 2---წ. 220- აშშ დოლარად. მითითებული სესხის თანხას, 1--1-.2---წ. ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე დაემატა 1-0- ლარი და სესხის თანხამ შეადგინა 7070 ლარი. სესხის თანხა იფარებოდა ყოველთვიურად ნ------------------ის სახელფასო ანგარიშიდან თ----- ჩამოჭრის გზით. დარჩენილი სესხის თანხა - 4 486 ლარი, დაფარული იქა მოსარჩელის მიერ 2--0--2--- წელს. 1--0--2---წ. მ------რ ჭუ--------ის სახელით შეძენილი იქნა ავტომანქანა ,,მე------------–ი“, რომელიც გასხვისებულია მის მიერ მხარეთა შორის კონფლიქტის წარმოშობიდან რამდენიმე დღეში - 1--0--2--- წელს. კონფლიქტის წარმოშობისთანავე, 2--0--2--- წელს, მ------რ ჭუ--------ესა და მის ძმას - ვა------ ჭუ--------ეს შორის გაფორმდა თანაცხოვრების დროს შეძენილი ბინის და მიწის ნაკვეთის ჩუქების ხელშეკრულება. მიწის ნაკვეთი გასხვისებულია ვა------ ჭუ--------ის მიერ. ნ------------------ის და მ------რ ჭუ--------ის შორის კონფლიქტის შესახებ ცნობილი იყო ვა------ ჭუ--------ისათვის. ავტომანქანა ,,M------------“ აშშ -ში შეძენის დროს არ იყო მუშა მდგომარეობაში, ის განბაჟდა და შეკეთდა საერთო ხარჯებით. საბოლოო ჯამში, მანქანის ღირებულება ერთობლივი ხარჯებით გაიზარდა ისე, რომ მისმა საშუალო ღირებულებამ მიაღწია 1- 0-- აშშ დოლარს. ა/მანქანა არ არის მოსარჩელე მხარის მფლობელობაში, რის გამოც მას არ აქვს ა/მანქანის აუდიტორის/ექსპერტისთვის წარდგენის შესაძლებლობა. საქმის მასალებით დასტურდება თუ რა თანხასთანაა დაკავშირებული საქართველოში ჩამოყვანილი ავტომანქანის განბაჟება. ასევე, საქმეში წარმოდგენილია იმავე პარამეტრების ავტომობილების ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც ცხადყოფს, რომ მოპასუხე შეგნებულად, თითქმის ნახევრით, ამცირებს იმ ავტომობილის ღირებულებას, რომელიც შეძენილი იქნა თანაცხოვრებისას და რომელიც გაასხვისა.

მოსარჩელის განმარტებით, ნ------------------ის მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი არსებობს, კერძოდ, კი სახეზეა კანონმდებლობით გათვალისწინებული ქონების თანასაკუთრებაში აღრიცხვის ორივე საფუძველი: 1. ყველა სადავო ნივთის თანაცხოვრების დროს შეძენის და 2. ამ ქონებიდან სადავო ბინის ფართის და ღირებულების, ასევე, ა/მანქანის ღირებულების გაზრდა თანაცხოვრების დროს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ქონებიდან არც ერთი არ წარმოადგენს მოპასუხე მ------რ ჭუ--------ის ინდივიდუალურ საკუთრებას. მ------რ ჭუ--------ის მიერ თანაცხოვრების დროს შეძენილ ქონებაზე ძმასთან ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება მიზნად ისახავდა ნ------------------ის და არასრულწლოვანი შვილების საკუთრების უფლების ხელყოფას. ძმებს შორის გაფორმებული მოჩვენებითი გარიგებების გაფორმებით მათ ჰქონდათ ერთი მიზანი, ნ------------------ის და არასრულწლოვან შვილებს ხელი შეშლოდათ თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონებიდან წილის მიღებაში. ისინი ამ მიზნით მოქმედებდნენ შეთანხმებულად და მართლსაწინააღმდეგოდ, რამაც მოსარჩელის საკუთრების უფლების დაკარგვა განაპირობა და სადავო გარიგებები დაიდო მოსაჩვენებლად, იმ მიზნით, რომ ნ------------------ს დაეკარგა თანასაკუთრების უფლება. აღნიშნული გარემოებები ქმნის ნ------------------ისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობას. სადავო ბინის შეძენა 35 0-- აშშ დოლარად და მისი ამჟამინდელი ღირებულება 82 0-- აშშ დოლარი, დადასტურებულია საქმის მასალებით. ვინაიდან მ------რ ჭუ--------ემ არ მისცა მოსარჩელე მხარეს ბინის ღირებულების და ფართის დადგენის მიზნით ლევან სამხარაულის ეროვნულ ბიუროში 1--0--2--წ. დანიშნული ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა, კერძოდ, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხეებმა ექსპერტი არ შეუშვეს სადავო ბინაში, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, ნ------------------ის მითითება ბინის ღირებულების (82 0-- აშშ დოლარი) და ფართის (1-6 კვ.მ.) თაობაზე ითვლება დადასტურებულად. სახეზეა ასევე ნ------------------ისათვის მისაკუთვნებელი წილის 2/3-ით განსაზღვრის ყველა წინაპირობა, კერძოდ, 1. არასრულწლოვანი ბავშვების დედასთან ცხოვრების ფაქტი. 2. თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების ოჯახის ინტერესების საწინააღმდეგოდ ხარჯვის ფაქტი. 3. არასრულწლოვანი ბავშვების პატივსადები ინტერესები. საქმეში წარმოდგენილია ბინის რემონტის ჩატარების მინზით იპოთეკის სესხის აღება ნ------------------ის თავდებობით. მ------რ ჭუ--------ის მცდელობა დაადასტუროს აღნიშნული 15 0-- აშშ დოლარის ღირებულების ავეჯის შეძენა შავი კარკასის მდგომარეობაში არსებულ ბინაში, არარეალურია. ბინაში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები მითითებული ერთობლივი სესხით, ხოლო მეუღლეებმა ეტაპობრივად წლების განმავლობაში შეიძინეს ავეჯი და ტექნიკა, რომელთა საბაზრო ღირებულება ჯამში 50-- ლარს არ აღემატება. საქმეში არსებობს სადავო ბინაში განთავსებული მოძრავი ნივთების ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულება აღმასრულებლის მიერ ნივთების დაყადაღების აქტი.

სადავო ბინისა და მიწის ნაკვეთზე მოჩვენებითი ჩუქების ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მ------რ ჭუ--------ემ ჩუქების ხელშეკრულებებით ძმის სახელზე აღრიცხა მხოლოდ თანაცხოვრების დროს შეძენილი უძრავი ქონება - საცხოვრებელი ბინა და მისი ნაკვეთი. მას ძმისთვის არ გადაუცია საკუთრებაში არსებული, მემკვიდრეობით მიღებული ორი მიწის ნაკვეთი სოფელ ზო------–ი. აღნიშნული მიწის ნაკვეთების მ------რ ჭუ--------ის საკუთრებაში არსებობის შესახებ ნ------------------მა შეიტყო 2018 წლის ბოლოს, მას შემდეგ რაც მესამე პირად იქნა ჩაბმული მ------რ ჭუ--------ის სარჩელის თაობაზე ადმინისტრაციულ საქმეში და საქმის ელექტრონულ მასალებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა. მ------რ ჭუ--------ე ასა--ვრებს ალიმენტის ნებაყოფლობით გადაუხდელობის გამო მიმდინარე იძულებითი აღსრულების ფარგლებში განხორციელებულ მოქმედებებს, რისთვისაც გადახდილი აქვს 250 ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით, მაშინ როდესაც ალიმენტის სახით ნებაყოფლობით ერთი ლარიც არ გადაუხდია. აღნიშნული გარემოება დამატებით ადასტურებს ნ------------------ისათვის მისაკუთვნებელი წილის 2/3-თ განსაზღვრის აუცილებლობას. ამასთან, მ------რ ჭუ--------ის სახელზე თბილისში, გლ-----------------ში არსებული ბინა არ ყოფილა მემკვიდრეობით მიღებული, მან თავად წარმოადგინა გლ-----------------ში არსებული ბინის მის მიერ 1--0--2---წ. შეძენის (და არა მემკვიდრეობით მიღების) დამადასტურებელი ხელშეკრულება. დაუსაბუთებელია მ------რ ჭუ--------ის მოსაზრება თითქოს მისთვის ოჯახიდან მიღებული წილით მოხდა სადავო ბინის შეძენა. სადავო ბინის შავი კარკასის მდგომარეობაში შეძენა მოხდა თანაცხოვრების დროს, მეუღლეთა ერთობლივი ხარჯით.

მოსარჩელე ნ------------------ი ასევე ითხოვს ა/მანქანის ,,N------------ის“ თანამესაკუთრედ ცნობას. მითითებული მანქანის ნახევრის ნ------------------ის სახელზე აღრიცხვას ეთანხმება მ------რ ჭუ--------ე მის მიერ 0--0--2---წ. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით, თუმცა სასარჩელო მოთხოვნაა მანქანაზე 2/3 წილის მიკუთვნება. აღნიშნული ა/მანქანა მ------რ ჭუ--------ის ინდივიდუალური საკუთრება არასდროს ყოფილა. ავტომანქანა M------------” შეძენილი იქნა ერთობლივი თანხით, რომლის შეკეთებას მოხმარდა ნ------------------ის მიერ 1--0--2---წ. აღებული სესხი 250- ლარის ოდენობით. ა/მანქანის გასხვისება მოხდა თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, რომლის შედეგად მიღებული ანაზღაურება ნ------------------ს არ მიუღია და არც ოჯახის ინტერესებს მოხმარებია. ამასთან, ა/მანქანის ღირებულების იმგვარად შემცირების მიზეზი, რომ ღირებულება გახდა მისი აუქციონზე შეძენილ თანხაზე ნაკლები, არ არის დასაბუთებული შესაბამისი მტკიცებულებით. რაც შეეხება მიწის ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებით მოპასუხეების მიმართ არსებულ მოთხოვნას, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ბინის მსგავსად ძმებს შორის მოჩვენებითი გარიგების - ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება და შემდგომში აღნიშნული მიწის ნაკვეთის გასხვისება, ბინის მსგავსად, მიზნად ისახავდა ნ------------------ის და ბავშვების საკუთრების უფლების ხელყოფას. ძმებს შორის გაფორმებული მოჩვენებითი გარიგების გაფორმება იყო შეთანხმებული და მართლსაწინააღმდეგო, რაც მათთვის სოლიდარულად ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს ქმნის.

(იხ. სარჩელი, 1--0--2--- წ. დაზუსტებული სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმები).

 

1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით

1.2.1. დაეკისროს ნ------------------ს მ------რ ჭუ--------ის სასარგებლოდ 18 487 ლარისა და 11 650 აშშ დოლარის გადახდა.

 

მოსარჩელის მოთხოვა ემყარება იმ ფაქტს, რომ ნ------------------მა ნებართვის გარეშე გახარჯა მ------რ ჭუ--------ის მიერ მისთვის მიბარებული თანხები. სამოქალაქო კანონმდებლობით, მ------რ ჭუ--------ე უფლებამოსილია მოითხოვოს ნ------------------ზე იმ თ----- დაკისრება, რომელიც მან გახარჯა ოჯახის ერთობლივი შემოსავლებიდან და არ მოახმარა ოჯახის საერთო ინტერესებს. მოპასუხე ნ------------------ს აღებული აქვს სესხები, რომელიც შემდეგ დაფარა ერთობლივი შემოსავლებიდან და რომლის შესახებაც მ------რ ჭუ--------ისათვის ცნობილი გახდა ამ სასამართლო დავიდან. მ------რ ჭუ--------ეს ჰქონდა საკმაოდ მაღალი შემოსავალი და მოპასუხის მხრიდან სესხის აღება საჭირო არ იყო. მან სხვა დანიშნულებით მოიხმარა ოჯახის ერთობლივი შემოსავლებით მიღებული თანხები, რის გამოც მან უნდა აანაზღაუროს ის ზიანი, რაც მ------რ ჭუ--------ეს მიაყენა. ნ------------------მა სარჩელში მიუთითა, რომ 2--- წელს აღებული ჰქონდა სესხი 20 0-- აშშ დოლარი ბინის შესაძენად, რომელიც მდებარეობს თბილისი, ლ----–----------------------. შესაგებელზე დართული მტკიცებულებებით, კერძოდ, ამხანაგობის კრების ოქმით, წინარე ხელშეკრულებით და ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დადასტურდა, რომ სადავო ბინა შეძენილია 2--- წელს. შესაბამისად, 2--- წელს ბინის შესაძენად 20 0-- აშშ დოლარის აღების საჭიროება არ არსებობდა. როგორც ჩანს, მან სხვა მიზნებისათვის აიღო სესხი და ის გადაიხადა ოჯახის ერთობლივი შემოსავლებით. შესაბამისად, ოჯახიდან გასული თ----- ½ ნაწილი უნდა დაუბრუნდეს მ------რ ჭუ--------ეს. ასევე, მოსარჩელეს ნ------------------ისათვის, როგორც მეუღლისათვის მიბარებული ჰქონდა თანხები შესანახად. კერძოდ, მ------რ ჭუ--------ეს ნ------------------ისათვის ჩარიცხული აქვს 330- აშშ დოლარი სს ,,ბანკი რე------–---ს“ ანგარიშზე 2--- წლის 25 მაისს, რომელიც უნდა შეენახა როგორც ოჯახის დანაზოგი და 20-- ლარი იმავე ანგარიშზე 2--- წლის 30 სექტემბერს. ამ ნაწილში მ------რ ჭუ--------ე უფლებამოსილია მოითხოვოს ნ------------------ისათვის 1 650 აშშ დოლარისა და 1-0- ლარის დაკისრება. 2--- წლის 30 სექტემბერს მ------რ ჭუ--------ემ აიღო სესხი 6 80- ლარი, რომელიც უნდა დაფაროს 2020 წლის 07 ოქტომბრამდე. 2--- წლის 01 მაისიდან 2020 წლის 07 ოქტომბრამდე არის 41 თვე, შესაბამისად, ამ პერიოდში მოსარჩელემ უნდა გადაიხადოს 8077 ლარი. ამდენად, 8077 ლარის ½--ის გადახდა უნდა დაეკისროს ნ------------------ს, რაც შეადგენს 4038.5 ლარს. ნ------------------ს ასევე ფარულად აქვს აღებული ორი სესხი სს ,,ბანკი რ-------–---ში“ 2--- წლის 17 ივნისს 2443 ლარის ოდენობით და 2--- წლის 11 ივლისს 2296 ლარის ოდენობით. აღნიშნული სესხები გადახდილი აქვს ოჯახის ერთობლივი შემოსავლებიდან ისე, რომ სესხად აღებული თანხა ოჯახის საჭიროებებისათვის არ გამოუყენებია. ამ ნაწილში ნ------------------ს უნდა დაეკისროს მ------რ ჭუ--------ისათვის გადასახდელად 2369 ლარი. ნ------------------მა 2--- წლის 1-------------- სესხად აიღო 5-0- ლარი, რომელიც უნდა დაეფარა 6032 ლარის ოდენობით 2--- წლის დეკემბერში და 2--- წლის 19 დეკემბერს აღებული აქვს ახალი სესხი 7070 ლარის ოდენობით, რომელიც უკან უნდა დაებრუნებინა 2--- წლის 2- აპრილს 8255 ლარის ოდენობით. აღნიშნული სესხის აღების საჭიროება არ არსებობდა, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ ბინა უკვე შეძენილი ჰქონდათ 2--- წელს. 2--- წლის მაისის მდგომარეობით ბინის რემონტი და ავეჯით მოწყობა სრულად ჰქონდათ დასრულებული. 2--- წლიდან 2--- წლის ჩათვლით მ------რ ჭუ--------ეს ჰქონდა საკმაოდ მაღალი შემოსავალი, გარდა ამისა, გზავნილები აქვს სს ,,ლი------------ში“, სადაც ჩანს, რომ და - მ--- ჭუ--------ე ძმას პირადად საჩუქრად უგზავნიდა თანხებს. აქედან გამომდინარე, მ------რ ჭუ--------ე უფლებამოსილია ნ------------------ისაგან მოითხოვოს (ზიანის სახით) 5-0- ლარისა და 8255 ლარის ½, რაც შეადგენს ჯამში 6977 ლარს. ასევე, საბანკო ამონაწერების გაცნობის შემდეგ, ნ------------------ს ოჯახის ერთობლივი შემოსავლებიდან წაღებული აქვს 3--0 ლარი, რაც სს ,,თი---------ის“ ანგრაიშიდან გადაურცხა მის დას - რუ------ნ გო----------ს 2--- წლის 09 მარტს და 2--- წლის 07 მარტს. ამ ნაწილში უფლებამოსილია მ------რ ჭუ--------ე მოითხოვოს ამ თ----- ნახევარი, რაც შეადგენს 1750 ლარს. ნ------------------მა, 2--- წლის 30 ივნისს შეიძინა საცხოვრებელი ბინა, მდებარე თბილისში, დ--------------------------------------------------. განაცხადები აღნიშნულ ბინაზე იპოთეკის წარმოშობაზე შეიტანა ნ------------------ის მამამ ომარ გო----------მა და სარეგისტრაციო მომსახურების საფასურიც გადაიხადა მან, ხოლო ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა თამარ გო----------ი, თუმცა ბინის შესაძენად სესხი აიღო ნ------------------მა ჯამში 68 0-- ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ 2--- წლის ივლისში და აგვისტოში აღნიშნული სესხის ყოველთვიური მიმდინარე გადასახადი გადახდილია ნ------------------ის ანგარიშიდან. ეს გარემოება მეტყველებს იმაზე, რომ ნ------------------მა აღნიშნული ბინა შეიძინა ოჯახიდან წაღებული დანაზოგებით. ნ------------------ს ბანკმა თავისი 70-- ლარის გათვალისწინებით მისცა 74 585 ლარი, მას მოუწია 2445 ლარს დამატება, რომელიც ასევე მისი დანაზოგი იყო - წაღებული ოჯახის საერთო შემოსავლებიდან. ამდენად, ამ ნაწილში მ------რ ჭუ--------ე უფლებამოსილია მოითხოვოს ნ------------------ისათვის 70-- ლარის და 2445 ლარის ½ ნაწილის დაკისრება მოპასუხისათვის, რაც შეადგენს 472--5 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. თავდაპირველი სარჩელით მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნებს არ ეთანხმება. მ------რ ჭუ--------ესა და ვა------ ჭუ--------ეს შორის 2--- წლის ჩუქების ხელშეკრულება არ უნდა იქნეს ბათილად ცნობილი, რადგან აღნიშნული უძრავი ქონება არ წარმოადგენს იმ ქონებას, რომელიც შესაძლებელია განხილულ იქნეს მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ერთობლივ ქონებად. გარდა საერთო ქონებისა, კანონი განმარტავს ინდივიდუალური საკუთრების უფლებას ქონებაზე. ნ------------------თან ქორწინებამდე, მ------რ ჭუ--------ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა თბილისში, გ-–----------------–- ბინა. აღნიშნული ქონება წარმოადგენდა მ------რ ჭუ--------ის ოჯახის საკუთრებას. 2--- წელს მ------რ ჭუ--------ის ოჯახმა გაასხვისა ეს ბინა და მიღებული თ----- ნაწილით მ------რ ჭუ--------ემ შეიძინა დიღმის მასივში ამჟამად სადავოდ გამხდარი ბინა. ეს ბინა ასევე მისი ოჯახის წევრებისგან მიღებული დამხარებით მოაწყო. მ------რ ჭუ--------ეს კანონი აძლევს უფლებას განკარგოს მისი საკუთრება თავისი შეხედულების მიხედვით. არც მოსარჩელეს და არც სხვა ნებისმიერ პირს არ აქვს უფლება იმ ქონებაზე, რომელიც მ------რ ჭუ--------ემ გაასხვისა, რადგან ეს ქონება წარმოადგენს მხოლოდ მ------რ ჭუ--------ის ინდივიდუალურ საკუთრებას. მ------რ ჭუ--------ეს და ვა------ ჭუ--------ეს შორის გარიგების დადება არ ისახავდა რაიმე თვალთმაქცობის მიზანს და არის ნამდვილი. სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლი გულისხმობს გარიგების ბათილობის დაუშვებლობას იმ საფუძვლით, რომ ერთ-ერთმა მეუღლემ არ იცოდა გარიგების შესახებ ან არ ეთანხმება მას. სადავო ქონებაზე მოსარჩელეს რომც ჰქონდეს უფლება, მითითებული ნორმით მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ნ------------------ს ჰქონდა თავისი დამოუკიდებელი შემოსავალი, თუმცა არანაირი მონაწილეობა საერთო საოჯახო მეურნეობაში არ მიუღია. ანალოგიურად უნდა შეფასდეს ავტომანქანა ,,N-----------”-თან დაკავშირებული მოთხოვნაც, რადგან ა/მანქანა არის მ------რ ჭუ--------ის დის, მ--- ჭუ--------ის საჩუქარი ძმისთვის, რისთვისაც მან 2--- წლის 2------------ 450- აშშ დოლარი გადაურიცხა ძმას მ------რ ჭუ--------ეს. ხსენებულ მანქანაში მ------რმა გადაიხადა 2--0 აშშ დოლარი და განბაჟების საფასური 60- ლარი. კანონის შესაბამისად, აღნიშნული ქონებაც არის მოპასუხე მ------რ ჭუ--------ის ინდივიდუალური საკუთრება.

მოსარჩელე ითხოვს ასევე ზიანის ანაზღაურებას ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ, თითქოსდა ერთობლივი შემოსავლებით შეძენილი ავტომანქანა ,,M------------” და მიწის ნაკვეთის გასხვისების გამო, დაუსაბუთებელია. მისთვის კარგადაა ცნობილი ავტომანქანის გაყიდვის დრო და მიწის ნაკვეთის ვა------ ჭუ--------ეზე გადაფორმების მიზეზი. მოსარჩელისათვის ცნობილია, რომ ავტომანქანა შეძენილი იქნა 5198 აშშ დოლარად 2--- წლის 18 მაისს და ჯერ კიდევ ქორწინების პერიოდში გასხვისდა 50-- აშშ დოლარად. ავტომანქანის გასხვისება წარმოადგენდა აუცილებლობას ოჯახის საჭიროებებისათვის. მანქანის ღირებულება განისაზღვრება არა მისი გამოშვების წელით, მარკით და მოდელით, არამედ მისი ფერით, გარბენით, ძრავის მდგომარეობით და სხვა ტექნიკური მახასიათებლებით. ნასყიდობის დროს, მხარეები, მ------რ ჭუ--------ე და შო-----------ი შეთანხმდნენ, რომ მანქანის ღირებულება განსაზღვრულიყო 50-- აშშ დოლარის ოდენობით, რაც მოხმარდა ოჯახის საჭიროებას. ნ------------------ს ავტომანქანის გასხვისებით ზიანი არ მისდგომია.

ზე----------ს რაიონში, სოფელ ზო------–ი მდებარე მიწის ნაკვეთი შეძენილი იყო ვა------ ჭუ--------ისათვის, რადგან მ------რ ჭუ--------ეს სოფელ ზო------–ი ერგო მამაპაპისეული სახლი, რომელსაც იგი იყენებს სააგარაკედ, ხოლო ვა------ ჭუ--------ეს, როგორც ოჯახიდან გამოყოფილ წევრს, ცალკე შეუძინეს მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილშიც, მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე მიუთითებს, რომ სასამართლომ რომც მიიჩნიოს სადავო ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებად, არ არსებობს მეუღლეთა წილთა თანაბრობის პრინციპიდან გადახვევის წინაპირობა. არასრულწლოვან შვილებზე ზრუნვის ვალდებულებას თავს არ არიდებს მ------რ ჭუ--------ე, იგი არის მზრუნველი მამა და ალიმენტის იძულებით წესით დაკისრების გარეშე, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, უზრუნველყოფს ბავშვების კეთილდღეობას.

(შესაგებელი, 0--0--2--- წ. შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

 

2.2. შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შეგებებული სარჩელის მოთხოვნას არ ეთანხმება. არ არსებობს ნ------------------ისათვის 20 0-- აშშ დოლარის ღირებულების ნახევრის დაკისრების საფუძველი. მ------რ ჭუ--------ის სახელით შეძენილი იქნა ბინა, მდებარე ქ. თბილისი, ლ----–-------------------------------------------–-------------, შავი კარკასის მდგომარეობაში, მშენებარე სახლში, ბინა გარემონტდა ერთობლივი ხარჯებით, მათ შორის ერთობლივი სესხის, რომელიც გამოტანილი იქნა სს ,,პრ-----------------დან“ 20 0-- აშშ დოლარის ოდენობით. დაზუსტებულ სარჩელში მითითებულია იგივე ფაქტობრივი გარემოება, თ----- ოდენობად აღნიშნულია 15 0-- აშშ დოლარი. ბანკიდან გამოთხოვილი იქნა მითითებული სესხის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია ბანკსა და მ------რ ჭუ--------ეს შორის, ხოლო სესხის თავდები არის ნ------------------ი. სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულების გაცნობის შედეგად დადასტურდა მ------რ ჭუ--------ის მიერ 15 0-- აშშ დოლარის სესხის სახით აღება, 2--- წლის ოქტომბრის თვეში. ნ------------------ი მშობლების დახმარებით, თანხების მ------რ ჭუ--------ისათვის ხელზე მიცემის გზით, 3 წლის განმავლობაში იხდიდა ყოველთვიურ შენატანს 80- ლარის ოდენობით. ამჟამად კი, მ------რ ჭუ--------ე უკვე ხელმეორედ ითხოვს ნ------------------ისაგან იმ თ----- ნახევრის გადახდას, რომელიც მხარეს ერთხელ უკვე გადახდილი აქვს მშობლების დახმარებით.

2--0--2---წ. მ------რ ჭუ--------ის მიერ ნ------------------ის საბანკო ანგარიშზე შეტანილი იქნა 3 30- აშშ დოლარი, ხოლო 1--0--2--- წ. 1-0- აშშ დოლარი. თანხა შეტანილი იქნა ნ------------------ის ანგარიშზე იმის გამო, რომ მ------რ ჭუ--------ის მიერ დაფუძნებულ შპს ,,პრ------------–----------------------ს“ ანგარიშზე დაფიქსირებული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. მითითებული თანხა ნ------------------ის მიერ, მ------რ ჭუ--------ის თანხლებით სრულად იქნა გატანილი სს ,,ბანკი რე------–---დან“ იმ მიზნით, რომ მ------რ ჭუ--------ეს გადაეხადა 2--1-.2---წ. აშშ-ში აუქციონზე შეძენილი ა/მანქანის (20-9 წლის ,,მე------------–ი“-ს E---) საფასური.

მ------რ ჭუ--------ის მიერ 3--0--2---წ. 680- ლარის ოდენობით აღებულ სესხის თაობაზე ნ------------------ისათვის ცნობილი იყო სესხის 20-- ლარის ოდენობით აღების შესახებ, რაც ჩარიცხულია ნ------------------ის ანგარიშზე 3--0--2---წ. მოსარჩელე ვერ უთითებს, კონკრეტულად ოჯახის რომელი საჭიროებისათვის მოხდა სესხის აღება. ალიმენტის თაობაზე დავაში საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით ნათლად ჩანს, უფროსი ბავშვის სწავლის გადასახადის იანვარი, თებერვალი, მარტის თვეში ნ------------------ის ანგარიშიდან გადარიცხვის შესახებ. ასევე, ერთდროულად 50- ლარის გატანის შესახებ, რომელსაც მოპასუხე უხდიდა ძიძას.

მ------რ ჭუ--------ის თხოვნით ნ------------------ის მიერ სს ,,ბანკი რე------–---დან“ 1--0--2--- წელს აღებული იქნა სესხი 250- ლარის ოდენობით იმ მიზნით, რომ მ------რ ჭუ--------ის მიერ დაფარულიყო ა/მანქანის შეკეთებისათვის საჭირო თ----- ნაწილი. მითითებული სესხის ყოველთვიური შენატანის დაფარვა 1--0--2---წ., 1--0--2---წ., და 1--0--2---წ. განხორციელდა ნ------------------ის სახელფასო ანგარიშიდან თანხების ჩამოჭრის გზით, ხოლო 0--0--2---წ. განხორციელდა მ------რ ჭუ--------ის მიერ თ----- 230 ლარის ოდენობით ბანკში შეტანის გზით. სესხის თ----- წინსწრებით დაფარვა მოხდა მ------რ ჭუ--------ის მიერ ნ------------------ის სასესხო ანგარიშზე 20-- ლარის ოდენობით 3--0--2---წ. თ----- შეტანის გზით. საბანო ამონაწერი პირდაპირ აბათილებს მ------რ ჭუ--------ის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს მისთვის ცნობილი არ იყო ამ სესხის არსებობის შესახებ. ნ------------------ს 1--0--2---წ. 2296 ლარის ოდენობით სესხი არ აუღია. მ------რ ჭუ--------ე უთითებს იგივე სესხზე (N0--------) და თანხას განსხვავებულად ასახელებს. სესხის დაფარვის გრაფიკის თანახმად, სესხის დაფარვა იწყება არა სესხის აღების დღეს 1--0--2---წ., არამედ მომდევნო თვიდან - 1--0--2--- წელს და საბოლოო ნაშთის სახით მითითებულია 2296 ლარი. იგი ცდილობს ერთი სესხის ორ სესხად გარდაქმნას, მისი მითითების უსწორობის აღმოჩენა მარტივია, ვინაიდან ყველა წარმოდგენილ დოკუმენს აქვს ერთი ხელშეკრულების ნომერი.

უსაფუძლოა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა 5-0- ლარის და 7070 ლარის ნახევრის ნ------------------ისათვის დაკისრების თაობაზე. სწორედ სესხის აღების დღეს, 1--0--2---წ. არის შეძენილი და რეგისტრირებული ა/მანქანა ,,N-----------”. აღებული სესხის ოდენობა თანხვედრაშია ა/მანქანის ღირებულებასთან. 2--- წლის დეკემბრის თვეში, მითითებულ სესხს დაემატა 1-70 ლარი, რის გამოც 1--1-.2---წ. მოხდა თავდაპირველი 5-0- ლარის ოდენობით აღებული სესხის გადაფარვა და ახალი სესხის 7070 ლარის ოდენობით დამტკიცება, რაშიც შევიდა თავდაპირველი თანხა 5-0- ლარი. სესხის თ----- ჩამოჭრა ხდებოდა ნ------------------ის სახელფასო ანგარიშიდან, ხოლო საბოლოოდ თანხა წინსწრებით დაფარული იქნა ნ------------------ისათვის დეკრეტული შვებულების გამო ჩარიცხული თანხით და მ------რ ჭუ--------ის მიერ 240 ლარის დამატებით.

უსაფუძვლოა სარჩელის მოთხოვნა 1750 ლარის ნ------------------ისათვის დაკისრების თაობაზე. მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია, რომ 2--- წლის მარტის თვეში ნ------------------ის მიერ მისი დისთვის რუ------ნ გო----------ისათვის გადარიცხვა. წარმოდგენილი სასესხო ამონაწერის გრაფების დასათაურების გაცნობისას ნათელია, რომ თანხები გადმორიცხულია ნ------------------ის სასესხო ანგარიშზე რუ------ნ გო----------ის მიერ და არა პირიქით. ასევე, უსაფუძვლოა შეგებებული სარჩელის მოთხოვა თამარ გო----------ის მიერ ბინის შეძენისას დამატებული თ----- ნახევრის დაკისრების თაობაზე. არარელევანტურია მ------რ ჭუ--------ის მითითება იმის შესახებ, რომ სესხის თ----- ჩამოჭრა მოხდა ნ------------------ის ანგარიშიდან. ნ------------------ის იმ დროისათვის არსებული შემოსავლის - 1-0- ლარის ოდენობით სტიპენდიის გათვალისწინებით, ორი არასრულწლოვანი შვილის აღზრდა და სესხის თ----- 80- ლარის გადახდა ერთდროულად, შეუძლებელია. 2--- წლის ოქტომბრის თვიდან საცხოვრებელი ბინა აღრიცხულია ომარ გო----------ის სახელზე. ნ------------------ს ყველა სესხი აღებული აქვს ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე, მ------რ ჭუ--------ის თხოვნითა და თანდასწრებით და ყოველთვიური შენატანები გადახდილია ნ------------------ის სახელფასე ანგარიშიდან თანხების ჩამოჭრის გზით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სამართლებრივი თვალსაზრისით შეგებებული სარჩელის მოთხოვნები უსაფუძვლო და უპერსპექტივოა.

(შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ნ------------------ი და მოპასუხე მ------რ ჭუ--------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2--- წლის 1---------------. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2--- წლის 03 სექტემბერს დაბადებული და-- ჭუ--------ე და 2--- წლის 2- აპრილს დაბადებული ვ--- ჭუ--------ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი Nმ--------- (ტომი 1, ს.ფ. 17);

_დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი Nნ---------- (ტომი 1, ს.ფ. 18);

_დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ტომი 1, ს.ფ. 19).

 

3.1.2. 2--- წლის აპრილის თვიდან ნ------------------სა და მ------რ ჭუ--------ეს შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა. არასრულწლოვანი და-- ჭუ--------ე და ვ--- ჭუ--------ე ცხოვრობენ დედასთან, ნ------------------თან ერთად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.1.3. უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ლ----–-------------------------------------------–-------------, 1--.0- კვ.მ. 0--0--2--- წლის საჯარო რეესტრის მონაცემებით საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მ------რ ჭუ--------ის სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 0--0--2--- წელი, ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ი.ბ.ა. ,,ახ--–-----------------“-ს დამფუძნებელ წევრთა კრების ოქმი N2-, რეესტრის N1--------, დამოწმების თარიღი 2--0--2---, ნოტარიუსი ე--–----–---–--

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 0--0--2--- წელი (ს.ფ. 20-2-);

 

3.1.4. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, მ------რ ჭუ--------ის სახელზე 0--0--2--- წლიდან რეგისტრირებულია შემდეგი სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა რეკვიზიტებია: 1. ,,N-----------”, სახ. ნომერი - N-----, გამოშვების წელი 2---, საიდენტიფიკაციო - A---------- სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, რეგისტრაციის თარიღი 1--0--2--- წელი; 2. ,,M------------” E 3--- სახ. ნომერი M------, საიდენტიფიკაციო - W----------------, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, რეგისტრაციის თარიღი - 1--0--2--- წელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 1--0--2--- წელს გაცემული ცნობა, დანართი (ტომი 1, ს.ფ. 22-23).

 

3.1.5. მოსარჩელე ნ------------------ს და მოპასუხე მ------რ ჭუ--------ეს შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა. მოსარჩელე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მამის, ომარ გო----------ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაში, მდებარე ქ. თბილისი, დ-----------------------------–--------------------------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.1.6. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, ნ------------------ის მიერ 0--0--2--- წლიდან 0--0--2--- წლის ჩათვლით მიღებული შემოსავალი შეადგენს 2-40--68 ლარს;

საქართველოს უზენაეს სასამართლოს ყოფილი თანამშრომლის ნ------------------ის დარიცხულმა ხელფასმა 2--- წელს შეადგინა 1842--05 ლარი, 2--- წელს - 2--72.35 ლარი; ნ------------------ი 2----2--- წელს დაზღვეული იყო შპს ,,ს--------------------------–---“-ში კორპორაციული დაზღვევით საქართველოს უზენაესი სასამართლოდან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 0--0--2--- წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 183);

_საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 1--0--2--- წელს გაცემული ცნობა N1----- (ტომი 1, ს.ფ. 174);

_საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 1--0--2--- წელს გაცემული ცნობა N1------1 (ტომი 1, ს.ფ. 175).

 

3.1.7. ნ------------------ი 2--- წლის 2--------------- სწავლობდა სსიპ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა 1- თვიან სასწავლო კურსზე და მისი სტიპენდიის ოდენობა შეადგენდა თვეში 1-0- (ათასი) ლარს; იუსტიციის უმაღლესი სკოლის, იუსტიციის მსმენელთა მე-1- ჯგუფის წევრების სასწავლო ვიზიტი ს---------------------------------------------–- 2--- წლის 25-26 აპრილს განხორციელდა. სასწავლო ვიზიტი სრულად იყო მხარდაჭერილი პარტნიორი ორგანიზაციის-ევროპის საბჭოს მიერ. შესაბამისად, თითოეულ მსმენელთა დაკავშირებით სრულად დაიფარა ტრანსპორტირების, სასტუმროში განთავსების და ყოველდღიური ხარჯები;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ 2--0--2--- წელს გაცემული ცნობა N02/1508 (ტომი 1, ს.ფ. 75);

_სს ბანკი ,,რ-------–---ს“ ამონაწერი ნ------------------ის საბანკო ანგარიშიდან, პერიოდი 3--1--2--- – 1--0--2--- (ტომი 1, ს.ფ. 39-44);

_იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ 1--0--2--- წელს გაცემული ცნობა N02/1620 (ტომი 1, ს.ფ. 263).

 

3.1.8. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, მ------რ ჭუ--------ის მიერ 0--0--2--- წლიდან 3--1-.2--- წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 1-9086.38 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი 261-9.1- ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის 1-.0--2--- წლის მონაცემებით, მ------რ ჭუ--------ის მიერ 2--- წლიდან 2--- წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 148 249.69 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადის თანხა - 29971.78 ლარს. 2--- წელს მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 17663.31 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადის თანხა 3532.66 ლარს. 2--- წელს მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 150- ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადის თანხა 30- ლარს. 2--- წელს მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 0--0--2--- წელს გაცემული ცნობა, ინფორმაცია მ------რ ჭუ--------ეს მიერ 0--0--2--- წლიდან 3--1-.2--- წლის ჩათვლით მიღებული შემოსავლების შესახებ, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 1-.0--2--- წელს გაცემული ცნობა N2---------- (ტომი 2, ს.ფ. 64-68);

 

3.1.9. მ------რ ჭუ--------ე 2--- წლიდან ირიცხება სსიპ ,,სა---------–----------------------–--–--ს“ წევრთა ერთიან, მოქმედ სიაში, საერთო სპეციალიზაციით, სიითი N6---- შპს ,,პრ------------–----------------------“ ირიცხება საადვოკატო ფირმების რეესტრში, საზოგადოების დირექტორად და 1-0%-იანი წილის მფლობელად რეგისტრირებულია მ------რ ჭუ--------ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_სსიპ ,,სა---------–----------------------–--–--ს“ მიერ 1--0--2--- წელს გაცემული ცნობა 7--- (ტომი 1, ს.ფ. 18);

_ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 144-145);

 

3.1.1-- უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ-–-----------------------------------–------------------------------------–-------–---------------------, 0--0--20-5 წლის მდგომარეობით საკუთრების უფლებით ირიცხება ვა------ ჭუ--------ის სახელზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 0--0--20-5 წელი (ტომი 1, ს.ფ. 26-2-).

 

3.1.1-- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 02 ივნისის განჩინების საფუძველზე, სამოქალაქო საქმეს N2/1-----17, რომლის დავის საგანს წარმოადგენს განქორწინება, ალიმენტის დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა 2/3 ნაწილში, უძრავ-მოძრავი ქონების 2/3 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა, ცალკე წარმოებად გამოეყო სასარჩელო მოთხოვნა - ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და უძრავ-მოძრავი ქონების 2/3 ნაწილის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში და მას მიენიჭა საქმის ახალი ნომერი;

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ------------------ის სარჩელი ალიმენტის დაკისრების თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ------რ ჭუ--------ის შეგებებული სარჩელი არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 02 ივნისის განჩინება, საქმე N2/1-----17 (ტომი 1, ს.ფ. 88-89);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2--- წლის 16 იანვარს მ-------–---------- და მ------რ ჭუ--------ეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მ------რ ჭუ--------ემ იყიდა საცხოვრებელი ბინა, მდებარე თბილისი, გ-–-------------------------------------------- და ეს უკანასკნელი აღირიცხა უძრავი ქონები ქონების მესაკუთრედ;

მ------რ ჭუ--------ემ აღნიშნული უძრავი ქონება 2--0--2--- წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა მ--- ჭუ--------ეზე და ამ უკანასკნელის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა უძრავი ნივთი (მდებარე ქ. თბილისი, გ-–-----------------------------------------------------------------------------) საჯარო რეესტრში. 2--0--2--- წლის ნასყიდობის საგნის ღირებულების 3--0- აშშ დოლარის მ------რ ჭუ--------ისათვის გადაცემა განხორციელდა ამავე ბინის გაყიდვის დღეს - 2--0--2--- წელს, გამყიდველის მ------რ ჭუ--------ის მინდობილი პირის ა.წ გარდაცვლილი თე-------------–---ს მეშვეობით, რაც დაადასტურეს მოწმეებმა ა-----– ა--–---მ და მ--- ჭუ--------ემ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_2--- წლის 16 იანვრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რეესტრში რეგისტრაციის N1--- (ტომი 2, ს.ფ. 159-161);

_2--0--2--- წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 2, ს.ფ. 173-176);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 3--0--2--- წელი (ტომი 2, ს.ფ. 172);

_მოწმეების ა-----– ა--–---- და მ--- ჭუ--------ის ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2. 2--- წლის 29 ივლისს ,,ახ--–-----------------“-ს ამხანაგობასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, მ------რ ჭუ--------ეს, როგორც ამხანაგობის წევრს მიენიჭა უფლება მიიღოს წილობრივი მონაწილეობა ამხანაგობის საქმიანობაში, კერძოდ, ქ. თბილისში, ლუ--–-----------ს მიმდებარედ მრავალსართულიანი, მრავალბინიანი შენობის (საცხოვრებელი, ოფისები და სხვა) მშენებლობაში. სულ გადასახდელი თანხა შეადგენდა 32984 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში. ამავე ხელშეკრულების 2.2. მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულია, რომ 86 კვ.მ.-იანი ,,მანსარდის“ ბინას გააჩნდა ,,დახრილი სახურავი“, რომლის უმაღლესი წერტილი იყო 5 მეტრამდე, ხოლო დაბალი წერტილი 2.4 მ. ამავე 2.2 პუნქტიდან ირკვევა, რომ ბინა უნდა ყოფილიყო ,,თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში.

2--- წლის 29 სექტემბრის იბა ,,ახ--–-----------------“-ს გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ვინაიდან მ------რ ჭუ--------ეს ამხანაგობის წინაშე დაკისრებული ვალდებულებები სრულად აქვს შესრულებული, შესაბამისად მთლიანად აქვს საწევრო შენატანები დაფარული, ნება დაერთო იპოთეკით დატვირთოს მისივე მომავალი საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთი (ს/კ 0-------------------------), მდებარე ქ. თბილისი, ლუ--–-----------------------------------------------------------–-----------;

2--- წლის 29 ივლისს შემდგარი N---- ხელშეკრულების დანართი N1-დან დგინდება, რომ 29 984 აშშ დოლარი გადახდილი იქნა 3--0---2--- წელს, რითაც სრულად შესრულდა ამხანაგობაში მ------რ ჭუ--------ის მხრიდან შენატანის ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_2--- წლის 29 ივლისის ხელშეკრულება N---- ამხანაგობა ,,ახ--–-----------------“-ს წევრობის შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 162-165);

_2--- წლის 29 სექტემბრის იბა ,,ახ--–-----------------ს“- გამგეობის სხდომის ოქმი (ტომი 2, ს.ფ. 166-169);

 

3.2.3. 2--- წლის 20 ოქტომბერს სს ,,პრ-----------------ა“ და მ------რ ჭუ--------ეს შორის დაიდო ბინათმენაშენეთა ამხანაგობაში წილი მიწის ნაკვეთის იპოთეკის ხელშეკრულება N1----------, რომლის მიხედვითაც, მსესხებელსა და ბანკს შორის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით N1-----------ით და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად მესაკუთრე მ------რ ჭუ--------ე ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით ტვირთავს მის საკუთრებაში არსებულ ქონებას - ამხანაგობაში არსებულ თავის კუთვნილ წილ მიწის ნაკვეთს. იპოთეკის საგანია: უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ლუ--–-----------ს მიმდებარედ (ნაკვეთი N18----), მესაკუთრე ი.ბ.ა. ,,ახ--–-----------------“, ფართი (მშენებარე), ს-------------------------–--------------------------, ფართი 86.55 კვ.მ. მომავალი მესაკუთრე მ------რ ჭუ--------ე. კრედიტის ძირითადი თ----- ოდენობა განსაზღვრულია 15 0-- (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით.

მოპასუხე მ------რ ჭუ--------ის განმარტებით, მის სახელზე სს ,,პრ-----------------სგან“ გაცემული იყო 15 0-- აშშ დოლარიანი სესხი ,,საკრედიტო ხაზის“ ფარგლებში, რაც არ ნიშნავს რომ გაცემული იყო 15 0-- აშშ დოლარი, არამედ ადასტურებს, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა სრული თ----- მოცულობის ათვისება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_2--- წლის 2--------------- იპოთეკის ხელშეკრულება N1---------- (ტომი 1, ს.ფ. 151-155).

 

3.2.4. 2--- წლის 25 ოქტომბერს სს ,,პრ----------------თან“ ნ------------------მა გააფორმა ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ N1----------. მსესხებელს წარმოადგენს მ------რ ჭუ--------ე. კონტრაჰენტი ნ------------------ი იღებს ვალდებულებას და თანახმაა მსესხებელსა და ბანკს შორის 2--- წლის 25 ოქტომბერს გაფორმებული გერენალური საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებები მსესხებელთან ერთად იკისროს სოლიდარულად. სოლიდარულ ვალდებულების თ----- ოდენობა შეადგენს 150-- აშშ დოლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_2--1--2--- წლის ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ 1---------- (ტომი 2, ს.ფ. 223-224);

 

3.2.5. საქმეში წარმოდგენილი სს ,,პრ-----------------ს“ ამონაწერით, ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ნაწილობრივ იქნა ათვისებული 150-- ლარიანი შეთავაზება, ხოლო შედარებით მოგვიანებით (2--- წლის მარტის თვეში) ამ სესხის გადაფარვის მიზნით 2--03.2--- წელს აღებული იქნა სესხი 18 40- ლარი. მითითებულ თარიღში ტრანზაქციით მოხდა რეფინანსირება (დაფარვა) 1--1942.2311-ით გათვალისწინებული სასესხო დავალიანებისა. მოპასუხე მ------რ ჭუ--------ის განმარტებით, ბანკთან პირველი საბანკო ხელშეკრულება გაფორმდა 2--- წლის 20 ოქტომბერს, ხოლო სადავო საცხოვრებელი ბინის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დაწყებული იყო დაახლოებით 2--- წლის ივლისის თვის ბოლოს, შესაბამისად, მოპასუხისვე მითითებით, სესხის მიზანი იყო არა რემონტი, არამედ რემონტის შემდეგ ავეჯის და ტექნიკის ნაწილობრივი უზრუნველყოფა. მ------რ ჭუ--------ის განმარტებით, რემონტისთვის გათვალისწინებული 15 0-- აშშ დოლარის მცირე ნაწილით და ბანკიდან 18 40- ლარიანი სესხით ბინაში დამონტაჟდა ე.წ. ,,ჩაშენებული“ სამზარეულო 50-- ლარის ღირებულებით, შემოსასვლელი 2 კარადა, ხატების კუთხე, წიგნების ღია თარო, მანსარდის მე-2 სართულზე 2 კარადა, სამუშაო ოთახის კარადა და საოფისე თარო. აღნიშნული ავეჯის საერთო ღირებულებად ავეჯის ხელოსანმა და---- ჭუ--------ემ მიუთითა 1- 0-- ლარი. ნ------------------ი ეჭვქვეშ აყენებს მოპასუხის ნათესავის და ახლო მეგობრის, და---- ჭუ--------ის ჩვენებას ავეჯის შეძენა/ჩაშენების შესახებ. უპირველესად სადავო ბინაში ავეჯის შეძენა/ჩაშენება ნამდვილად ეტაპობრივად მოხდა, თუმცა მოპასუხის მიერ არ არის წარმოდგენილი ავეჯის ამ პიროვნების მიერ დამზადების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, აგრეთვე მ------რ ჭუ--------ის მიერ აღნიშნული პირისთვის თ----- გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. ორივე მხარის პოზიციის შეფასების შედეგად, მხოლოდ მოწმის ჩვენებით სარწმუნოდ ვერ მიიჩნევა მხარის პოზიცია საცხოვრებელ ბინაში ავეჯის დამზადების, საჭირო მასალის შეძენასა და დამონტაჟებისათვის მითითებული თ----- 1- 0-- ლარის გადახდის თაობაზე;

გარდა აღნიშნულისა, სადავო საცხოვრებელ ბინაში სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით დაიკითხნენ მოწმეები სუ-–-------------- და მუ----ნ მაჭ----–---–-. ორივე მათგანმა დაადასტურა რომ საცხოვრებელი წარმოადგენდა ე.წ. მანსარდის ტიპის ბინას, სადაც ,,ანტრესოლის“ სახით გაკეთებული იყო მეორე სართული ორი ოთახით, დახრილი ჭერით. სულხან თაბაგარმა დაამონტაჟა გათბობა, ხოლო მუ----ნ მა-----–---–-- ჩაატარა სხვა სარემონტო სამუშაოები (დააგო მეტლახი-კაფელი აბაზანასა და შემოსასვლელში). სულხან თაბაგარმა მიუთითა, რომ ლუბლიანაზე მდებარე სახლში, მ------რ ჭუ--------ე ოჯახთან ერთად გადმოვიდა დეიდის საცხოვრებელი სახლიდან. ორივე მოწმე ადასტურებს, რომ სარემონტო სამუშაოები კეთდებოდა მხოლოდ მ------რ ჭუ--------ის უშუალო ფიზიკური თუ თანხობრივი მონაწილეობით და სამუშაოების ჩატარების დროს მ------რის მეუღლე, ნ------------------ი იქ არ უნახავთ. მუ----ნ მაჭ----–---–-ს ჩვენებით, მ------რ ჭუ--------ემ აუნაზღაურა სამუშაოების ღირებულება როგორც მას ასევე, მის ბრიგადას, რომლებიც ეხმარებოდნენ რემონტის მიმდინარეობისას. მოწმეების მითითებით, საცხოვრებელ სახლში სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდგომ არაფერი შეცვლილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_სს ,,პრ-----------------ს“ ამონაწერი მ------რ ჭუ--------ის ანგარიშიდან, პერიოდი 0--0--2----3--1-.2--- (ტომი 3, ს.ფ. 83-85).

_ მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

_მოწმე და---- ჭუ--------ის, სუ-–--------------ს, მუ----ნ მაჭ----–---–-ს ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.6. 2--- წლის 2- ოქტომბერს რა-----–-------სა და მ------რ ჭუ--------ეს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მ------რ ჭუ--------ემ შეიძინა ზე----------ს რ-ნი, სოფ. ზო------–ი, მდებარე უძრავი ქონება, საკ. კოდით 3----------- (სასოფლო-სამეურნეო მიწა 2611 კვ.მ.). ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღრა 160- ლარით. აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ 2--1--2--- წელს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მ------რ ჭუ--------ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_2--- წლის 2- ოქტომბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 156-15-);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 2--1--2--- წელი (ტომი 1, ს.ფ. 163-164);

 

3.2.7. მ------რ ჭუ--------ემ 2--- წლის 2- აპრილის ჩუქების ხელშეკრულებით კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ზე----------, სოფელი ზო------ი, სასოფლო-სამეურნეო მიწა - 26 11 კვ.მ. საკ. კოდი - 3-----------, საკუთრებაში გადასცა ვა------ ჭუ--------ეს და ეს უკანასკნელი აღირიცხა აღნიშნული ქონების მესაკუთრედ;

ვა------ ჭუ--------ემ 2--- წლის 0--------- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ზე----------, სოფელი ზო------ი, 2611 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა, ს/კ 3-----------, 160- ლარად გაასხვისა ვა------ ცხ--------ე და ეს უკანასკნელი 1-.0--2--- წელს საჯარო რეესტრში აღირიცხა მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრედ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_2--- წლის 2- აპრილის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 158-159);

_2--- წლის 0--------- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 160-161);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 2--1--2--- წელი (ტომი 1, ს.ფ. 163-164);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 26.0--2--- წელი (ტომი 1, ს.ფ. 165-166);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 1-.0--2--- წელი (ტომი 1, ს.ფ. 167-168).

 

3.2.8. მ------რ ჭუ--------ეს 0--0--2--- წლიდან 0--0--2--- წლამდე სს ,,ლი------------ში“ განხორციელებული აქვს სწრაფი გზავნილების მიღება გაგზავნა. კერძოდ, მ------რ ჭუ--------ე ფიქსირდება შემდეგი გზავნილების მიმღებად: 03.0--2--- წელს - 1-0- აშშ დოლარი, 2--0--2--- წელს - 20- აშშ დოლარი, 0--1--2--- წელს - 50- აშშ დოლარი, 2--0--20-9 წელს - 30- აშშ დოლარი, 1--0--2--- წელს - 50- აშშ დოლარი, 2-.0--2--- წელს - 50-- აშშ დოლარი, 1--0--2--- წელს - 50-- აშშ დოლარი, 15.0--2--- წელს - 50-- აშშ დოლარი, 03.0--201- წელს - 20- აშშ დოლარი, 0--03.201- წელს - 30- აშშ დოლარი, 29.1--201- წელს - 1-0- აშშ დოლარი, 0--1--201- წელს - 1-0- აშშ დოლარი, 2--0--2--- წელს - 50- აშშ დოლარი, 1--0--2--- წელს - 20- აშშ დოლარი, 29.0--2--- წელს - 450- აშშ დოლარი, 1--1--2--- წელს - 150 აშშ დოლარი, 2--0--2--- წელს - 20- აშშ დოლარი, 20.0--2--- წელს - 1-0- აშშ დოლარი, 1--1--2--- წელს - 150- აშშ დოლარი, 26.1-.2--- წელს - 30- აშშ დოლარი, 1-.0--2--- წელს - 50- აშშ დოლარი, 1--0--2--- წელს - 11-0 აშშ დოლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_სს ,,ლი------------ის“ მიერ გაცემული ცნობა, დანართი (ტომი 2, ს.ფ. 2-5-2-6);

_სს ,,ლი------------ის“ მიერ გაცემული ცნობა, დანართი (ტომი 2, ს.ფ. 2-8-2-9);

 

3.2.9. 1--0--2--- წელს ნ------------------მა სს ბანკი ,,რ-------–---სგან“ აიღო სესხი - 5-0- ლარი. ნ------------------ის მითითებით, სწორედ სესხის აღებისა და თ----- გამოტანის დღეს 1--0--2--- წელს არის შეძენილი და რეგისტრირებული ა/მანქანა ,,N-----------” სახ. ნომრით - N-----.

1--1-.2--- წელს ნ------------------მა სს ბანკი ,,რე------–---სგან“ სესხის სახით მიიღო 7070 ლარი. სესხის თ----- ჩამოჭრა ხდებოდა ნ------------------ის სახელფასო ანგარიშიდან, ხოლო საბოლოო თანხა წინსწრებით დაფარული იქნა ნ------------------ისათვის დეკრეტული შვებულების გამო ჩარიცხული თანხით. სს ,,თი---------ის“ მიერ 2-.0--2--- წელს გაცემული ცნობით, ბანკი ადასტურებს, რომ ნ------------------ი იყო სს ბანკი ,,რე------–---ს“ კლიენტი და ჰქონდა სესხი (N0--------). 2--- წლის 2- აპრილს საბანკო ანგარიშზე მოხდა 240 ლარის შემოტანა და ანგარიშზე არსებულ ნაშთთან ერთად სესხის სრულად წინსწრებით დაფარვა;

ნ------------------ის განმარტებით, 1--1-.2--- წელს მოხდა მიღებული სესხის თანხით 7070 ლარით მოხდა თავდაპირველი 1--0--2---წ.მიღებული სესხის 5-0- ლარის დაფარვა. საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება, მ------რ ჭუ--------ეს არ წარმოუდგენია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_ამონაწერი სესხზე 0--25-7, ამობეჭდვის თარიღი 0--0--2--- (ტომი 1, ს.ფ. 176-177);

_ამონაწერი სესხზე 0--------, ამობეჭდვის თარიღი 0--0--2--- (ტომი 1, ს.ფ. 178-179);

_ამონაწერი ნ------------------ის საბანკო ანგარიშიდან, პერიოდი 0--03.2----2--0--2--- (ტომი 1, ს.ფ. 180);

_სს ,,თი---------ის“ მიერ 2-.0--2--- წელს გაცემული ცნობა N842-1-3-01 (ტომი 2, ს.ფ. 236).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.2.1-- 0--1--2--- წელს სს ბანკი ,,რ-------–---ს“ და ნ------------------ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საკრედიტო ლიმიტის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 150- ლარით. კრედიტის სარგებლობის ვადა 0--1--2--- წლამდე. 2--0--2--- წელს ნ------------------მა სს ,,თი---------თან“ გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე განვადებით შეიძინა ტელევიზორი - ,,------------------“. ნ------------------მა 29.1-.2--- წელს სწრაფი განვადებით, სს ,,თი---------თან“ დადებული საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა საათი, ფასი 2-5 ლარი. ასევე, 2--- წლის 30 იანვრის საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებით, ნ------------------მა მიიღო კრედიტის თანხა მობილური ტელეფონის შესაძენად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_0--1--2--- წლის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება N6----, დანართი (ტომი 3, ს.ფ. 252-262);

_2--0--2--- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება NP-------------- (ტომი 3, ს.ფ. 338-342);

_29.1-.2--- წლის განაცხადი განვადებაზე, სანაკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულება (ტომი 3, ს.ფ. 330-335);

_3--1--2--- წლის საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება N2-------------- (ტომი 3, ს.ფ. 322-32-).

 

3.2.1-- 1--0--2--- წელს სს ბანკი ,,რ-------–---ს“ და ნ------------------ს შორის დაიდო N0-------- საკრედიტო ხელშეკრულება სახელფასო სესხისთვის, რომლის მიხედვითაც, კრედიტის ოდენობად განისაზღვრა 250- ლარი და სარგებლობის ვადად 01 წელი. ყოველთვიური შენატანის ოდენობად დაფიქსირდა 222 ლარი, ხოლო პირველად შეტანის თარიღი მიეთითა 1--0--2--- წელი. 1--0--2--- წელს N0-------- სესხის ნაშთად მიეთითა 2296 ლარი;

საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება ნ------------------ის მიერ 1--0--2--- წელს ახალი სესხის ხელშეკრულების გაფორმება და სესხის სახით ბანკისგან 2296 ლარის მიღება; N 0-------- სესხის დაფარვა განხორციელდა შემდეგნაირად: 0--0--2--- წელს 230 ლარი მ------რ ჭუ--------ის მიერ ნ------------------ის საბანკო ანგარიშზე თ----- შეტანით, 1--0--2---წ., 1--0--2---წ. და 1--0--2---წ. ნ------------------ის სახელფასო ანგარიშიდან თანხების ჩამოჭრით. საბოლოოდ სესხის თ----- წინსწრებით დაფარვა მოხდა მ------რ ჭუ--------ის მიერ 3--0--2---წ. ნ------------------ის სასესხო ანგარიშზე 20-- ლარის ოდენობით თ----- შეტანის გზით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_1--0--2--- წელს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება სახელფასო სესხისთვის N0--------, სესხის დაფარვის გრაფიკი (ტომი 1, ს.ფ. 2---2-6);

_სს ბანკი ,,რ-------–---ს“ 1--0--2--- წლის ქვითარი (ტომი 1, ს.ფ. 2-7);

_სს ბანკი ,,რ-------–---ს“ 3--0--2--- წლის სალაროს შემოსავლის ორდერი (ტომი 1, ს.ფ. 2-8);

_ამონაწერი ნ------------------ის საბანკო ანგარიშიდან, პერიოდი 0--0--2----0--0--2--- (ტომი 1, ს.ფ. 261-262).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.2.1-. სს ,,სა---------–---------დან“ გამოთხოვილი ცნობით, ნ------------------ს სს ,,საქ--------–--------ში“ სესხით/კრედიტით არ უსარგებლია. წარმოდგენილი მონაცემებით, ნ------------------ი სისტემატურად იხდიდა კრედიტის თანხას (0--1--15; 2-.1-.15; 26.0--16; 2--0--16; 2-.03.16; 26.04 16; 2--0--16 და ყოველთვიურად). ნ------------------ი სს ,,საქ--------–--------ში“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იხდიდა სს ,,პრ----------დან“ პორტირებულ სესხს. ამავე ამონაწერიდან ჩანს, რომ ნ------------------მა 1--1--15 წელს შეიტანა თანხა 70-.50 ლარის ოდენობით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_სს ,,სა---------–---------ს“ ამონაწერი ნ------------------ის საბანკო ანგარიშიდან, პერიოდი 0--1--15-3--0--17 (ტომი 3, ს.ფ. 1-1-142)

 

3.2.1-. მ------რ ჭუ--------ის მიერ ნ------------------ის საბანკო ანგარიშზე 2--0--2--- წელს 3 30- აშშ დოლარის, ხოლო 1--0--2--- წელს 1-0- აშშ დოლარის ოდენობის თანხა იქნა შეტანილი. პირადი ანგარიშიდან ნ------------------ის მიერ თ----- გატანის თარიღად ფიქსირდება 2--1-.2--- წელი;

მოპასუხის ნ------------------ის (შეგებებული სარჩელით) განმარტებით, აღნიშნული თანხები შეტანილი იქნა ნ------------------ის ანგარიშზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების თავიდან აცილების მიზნით. მითითებული თანხა 4268 აშშ დოლარი ნ------------------ის მიერ, მ------რ ჭუ--------ის თანხლებით გატანილი იქნა ბანკი ,,რ-------–---ს“ ფილიალიდან 2--1-.2--- წელს იმ მიზნით, რომ მ------რ ჭუ--------ეს გადაეხადა 2--1-.2--- წ. აშშ-ში აუქციონზე შეძენილი ა/მანქანის (M------------ E 3--- გამოშვების წელი 2---, კოდი:W---------------) საფასური. აღნიშნულის დასტურად მხარე წარმოადგენს აუქციონზე გაყიდვის დამადასტურებელ მტკიცებულებას, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს, მ------რ ჭუ--------ეს საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება არ აქვს წარმოდგენილი. მ------რ ჭუ--------ემ სს ,,ტე-------ში“ ანგარიში დახურა 2--- წლის 2- ივლისს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_სს ბანკი ,,რ-------–---ს“ მიერ 2--0--2--- წელს გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერი (ტომი 2, ს.ფ. 75)

_ამონაწერი ნ------------------ის საბანკო ამონაწერიდან, სს ბანკი რ-------–---, პერიოდი 0--0--2----3--0--2--- (ტომი 2, ს.ფ. 22--22-);

_სს ,,ტე--------ს“ მიერ 2--0--2--- წელს გაცემული ცნობა 02-4223 (ტომი 2, ს.ფ. 234);

_აუქციონის დამადასტურებელი ამონარიდი ვებგვერდიდან (ტომი 2, ს.ფ. 230-231);

_ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 1--0--2--- წელი (ტომი 2, ს.ფ. 22--229);

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.2.14. მ------რ ჭუ--------ეს სს ,,ლი------------ის“ მეშვეობით 1--0--2--- წელს მიღებული აქვს ,,Western Union”-ით თ----- ჩარიცხვა 450- აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე მ------რ ჭუ--------ის განმარტებით, თავის დისგან მ--- ჭუ--------ისაგან ჩარიცხული აღნიშნული თანხით შეიძინა ა/მანქანა, N-----------, სახ. ნომით N----- და სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მის ინდივიდუალურ საკუთრებას. ნ------------------ის მითითებით, აღნიშნული თანხა გადმორიცხული იქნა მ------რ ჭუ--------ის სახელზე არა საჩუქრის სახით, არამედ მ--- ჭუ--------ის მიერ ქ. ბ------–- შეძენილ ბინასთან დაკავშირებით ხარჯების დაფარვის მიზნით. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბა--------------–---–----------------------------–-------------------–---------------------------------------------------, 1--0--2--- წლის მდგომარეობით საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მ--- ჭუ--------ის სახელზე. სადავო სატრანსპორტო საშუალება N-----------, სახ. ნომით N-----, შეძენილი და რეგისტრირებული იქნა 1--0--2--- წელს, ნ------------------ის მიერ სს ბანკი ,,რე------–---დან“ სესხის (5-0- ლარის ოდენობით) აღების დღეს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_სს ,,ლი------------ის“ 29.0--2--- წლის გასავლის ორდერი N2------- (ტომი 2, ს.ფ. 73);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 1-.0--2--- წელი (ტომი 2, ს.ფ. 237-238);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 1--0--2--- წლი (ტომი 2, ს.ფ. 239-240);

_საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 1--0--2--- წელს გაცემული ცნობა, დანართი (ტომი 1, ს.ფ. 22-23);

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.2.15. 3--0--2--- წელს სს ,,თი---------ს“ და მ------რ ჭუ--------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მსესხებელმა მიიღო კრედიტი 680- ლარის ოდენობით 140- დღის ვადით. სესხის საბოლოო დაფარვის ვადად განსაზღვრულია 0--1--2020 წელი; მ------რ ჭუ--------ემ 20-- (ორი ათასი) ლარი გადარიცხა ნ------------------ის სს ბანკი ,,რ-------–---ს“ ანგარიშზე, სადაც 3--0--2--- წელს წინსწრებით დაიფარა ნ------------------ის N0-------- სესხის დავალიანება;

ნ------------------ის განმარტებით, მისთვის ცნობილი არ იყო მ------რ ჭუ--------ის მიერ 3--0--2--- წელს 680- ლარის ოდენობით ბანკიდან კრედიტის მიღების თაობაზე;

მ------რ ჭუ--------ის სახელზე 3--0--2--- წელს გაცემული სესხი წარმოადგენს მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში აღებულ ვალს, რაც მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს. მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეული წილის თანაზომიერად. მოპასუხე ნ------------------ი (შეგებებული სარჩელით) არ უარყოფს მითითებული სესხის ოჯახის საერთო ინტერესებისათვის გამოყენებას. საერთო ვალების გაყოფის ვალდებულებისაგან ნ------------------ი ვერ გათავისუფლდება მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მან არ იცოდა აღნიშნული სესხის ოდენობა. კრედიტის თანხა წარმოადგენს მ------რ ჭუ--------ესა და ნ------------------ის ქორწინების პერიოდში, საერთო საოჯახო მეურნეობის წარმოების დროს აღებულ საერთო ვალს. საწინააღმდეგო გარემოების დადასტურება მოპასუხემ (შეგებებული სარჩელით) სათანადო მტკიცებულებით ვერ შესძლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_3--0--2--- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N---------------, სესხის დაფარვის გრაფიკი (ტომი 2, ს.ფ. 98-1-2);

_ამონაწერი ნ------------------ის სს ,,ბანკი რე------–---ს“ ანგარიშიდან, პერიოდი 0--0--2----0--0--2--- (ტომი 1, ს.ფ. 264-265);

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.2.1-- სადავო უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ლ----–----------------------------------------------------------–-------------------------------------–-------------, (მანსარდა), ს/კ N0-------------------------, ფართი 86.55 კვ.მ. 2--0--2--- წლის მდგომარეობით ი.ბ.ა. ,,ახ--–-----------------“-ს დამფუძნებელ წევრთა კრების ოქმი N1-, რეესტრის N1--------, დამოწმების თარიღი 14.0--2---, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ამხანაგობა ,,ახ--–-----------------“ სახელზე. მომავალ მესაკუთრედ კი ირიცხებოდა მ------რ ჭუ--------ე.

შემდგომში მოხდა ამ ფართის დაზუსტება, დაემატა მანსარდის ტიპის ფართი და მოპასუხე მ------რ ჭუ--------ის სახელზე აღირიცხა გაზრდილი ფართი 1--.0- კვ.მ. სწორედ აღნიშნულ ფართში ცხოვრობდნენ მ------რ ჭუ--------ე და ნ------------------ი არასრულწლოვან შვილებთან ერთად მხარეთა შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტამდე, 2--- წლის აპრილის თვემდე. ამავე სახლში მიიღეს მათ სტუმრები 201- წლის დასაწყისში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 0--0--2--- წელი (ტომი 1, ს.ფ. 20-2-);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 2--0--2--- წელი (ტომი 2, ს.ფ. 303-304);

_მოწმეების სა-–---------------ს, ელ------–---–-ს, ლა–-----------ს, მ--- ჭუ--------ის, და---- ჭუ--------ის ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმები);

 

3.2.1-- მ------რ ჭუ--------ემ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ლ----–-------------------------------------------–-------------, 1--.0- კვ.მ., (საკადასტრო კოდი N0-------------------------) 2--0--2--- წელს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ვა------ ჭუ--------ეს და ეს უკანასკნელი საჯარო რეესტრში აღირიცხა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 2--0--2--- წელი (ტომი 1, ს.ფ. 24-25);

 

3.2.1-- სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას ჯერ მ------რ ჭუ--------ის მიერ, 2--- წლის 2- აპრილს ჩუქების ხელშეკრულების, ხოლო შემდგომ, ვა------ ჭუ--------ის მიერ 2--- წლის 0--------- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გასხვისების გამო მოპასუხეების მ------რ ჭუ--------ის და ვა------ ჭუ--------ის მიმართ სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის შესახებ. საქმის მასალებით, სადავო უძრავი ქონება, მდებარე ზე----------ს რაიონი, სოფ. ზო------ი, ფართობი 2611 კვ.მ. (ს/კ 3-----------) შეძენილი მეუღლეების, ნ------------------ის და მ------რ ჭუ--------ის ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში 2--1--2---წ. ერთ-ერთმა მეუღლემ ქორწინების განმავლობაში განკარგა საერთო საკუთრებაში არსებული ქონება იმგვარად, რომ გასხვისების შედეგად მეორე მეუღლეს, ნ------------------ს რაიმე სახის სარგებელი არ მიუღია. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის მტკიცებით, ვა------ ჭუ--------ისათვის ცნობილი იყო მეუღლეების კონფლიქტის არსებობისა და ამ დაძაბული ურთიერთობის გამო საერთო ქონების განკარგვის შესახებ, ვა------ ჭუ--------ისათვის, როგორც მესამე პირისათვის ნ------------------ის წინაშე სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძველი ვერ გახდება. მოსარჩელე ნ------------------ს საოჯახო-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე (სამოქალაქო კოდექსის 1166-ე მუხლი) აქვს უფლება მეუღლეს, ამ შემთხვევაში კი მ------რ ჭუ--------ეს მოსთხოვოს ქორწინების განმავლობაში შეძენილი საერთო ქონების გასხვისების გამო ფულადი სახის კომპენსაცია თავისი წილის პროპორციულად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_2--- წლის 2- აპრილის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 158-159);

_2--- წლის 0--------- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 160-161);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 2--1--2--- წელი (ტომი 1, ს.ფ. 163-164);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 26.0--2--- წელი (ტომი 1, ს.ფ. 165-166);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 1-.0--2--- წელი (ტომი 1, ს.ფ. 167-168).

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.2.1-- მ------რ ჭუ--------ემ 2--- წლის 18 მარტს ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ავტომანქანა ,,M------------” E----- სახ. ნომრით - M------, გამოშვების წელი - 2---, გაასხვისა შო-----------ზე 50-- აშშ დოლარად;

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე ნ------------------ის მოსაზრებას აღნიშნული ავტომანქანის გასხვისების დროისათვის არარეალური საბაზრო ღირებულებით გასხვისების თაობაზე.

მოსარჩელე ნ------------------ის განმარტებით, სადავო ავტომანქანის გასხვისება მოხდა მეუღლეთა, ნ------------------ის და მ------რ ჭუ--------ეს შორის ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მისგან მალულად. საქმეზე წარმოდგენილი რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით, სადავო ა/მანქანა შო-----------ის სახელზე დარეგისტრირდა 1--0--2--- წელს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_1--03.2--- წლის ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 2, ს.ფ. 180);

_რეგისტრაციის მოწმობა (ტომი 2, ს.ფ. 33);

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.2.20. შპს ,,აუ------------–--------------–-ს“ მიერ შეფასდა მოძრავი ქონების, ავტომანქანის ,,ME-----------” E 3-- ღირებულება და მიუთითა, რომ 2--- წლის 22 ნოემბრის მდგომარეობით, შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულება შეფასებულ იქნა 520- აშშ დოლარად. შეფასების ობიექტი დასეტყვილია სრულად და საჭიროებს კაპიტალურ გასწორებას ყველა მხრიდან. ასევე აქვს სავალი ნაწილების პრობლემა, არ მუშაობს სავარძლების გათბობა და კონდიციონერი. დამკვეთის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2--0--2--- წლიდან 2--1--2--- წლამდე პერიოდში ობიექტის სარემონტო სამუშაოებზე დახარჯული იქნა - 2----0- ლარი;

სასამართლო მტკიცებულების არარსებობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ავტომანქანის ,,ME-----------” E 3--- გამოშვების წელი - 2---, ღირებულება შეადგენდა 1- 0-- აშშ დოლარს. ა/მანქანის ღირებულების შესახებ სადავო გარემოების დასადგენად, სასამართლო სათანადო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს ავტომანქანის გაყიდვების ინტერნეტ ვებგვერდიდან მოძიებული ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ოდენობის თანხა იყო მითითებული სადავო მანქანის გაყიდვის დროს და ასევე, ინფორმაცია თუ რას შეადგენდა საშუალოდ იმავე მახასიათებლების მქონე მანქანების საბაზრო ღირებულება. მეუღლეთა ქორწინების პერიოდში შეძენილი სატრანსპორტო საშუალება გასხვისებული იქნა და ერთ-ერთმა მეუღლემ ნ------------------მა ამ გასხვისების შედეგად სარგებელი ვერ მიიღო. საბაზრო ღირებულების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს საქმეზე წარმოდგენილი მოძრავი ქონების შეფასების შესახებ დასკვნა. ამასთან, თავად მოძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ ნასყიოდბის საგნის საფასურთან დაკავშირებით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_შპს ,,აუ------------–--------------–-ს“ მიერ 2--1--2--- წელს მომზადებული დასკვნა N2--------- (ტომი 2, ს.ფ. 20-35).

_ამონარიდი ინტერნეტ ვებგვერდიდან (ტომი 2, ს.ფ. 169-173);

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.2.2-- 2--- წლის 30 ივნისს სს ,,თი---------ს“, ნ------------------ს და თამარ გო----------ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (N2--------------), რომლის მიხედვითაც მსესხებლებმა ნ------------------მა და თამარ გო----------მა ბანკისგან მიიღეს თანხა 68 0-- ლარი და კრედიტის ვადად განისაზღვრა - 5484 დღე. კრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინის შეძენა. 3--0--2--- წელს სს ,,თი---------ის“ მიერ გაცემული ამონაწერის მიხედვით, ნ------------------ის მიერ საბანკო ანგარიშზე შეტანილი იქნა 70-- (შვიდი ათასი) ლარი;

2--- წლის 29 ივნისს სს ,,თი---------თან“ გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N1------------, რომლის მიხედვითაც იპოთეკის საგანს წარმოადგენს უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, დ-----------------------------------------------------------------------–------------------------------------------). ამავე დღეს, სს ,,თი---------ს“ და ომარ გო----------ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N1------------- რომლითაც უზრუნველყოფილია ძირითადი ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებები, ხოლო იპოთეკის საგანს კი წარმოადგენდა უძრავი ნივთი. მდებარე ქ. გო---------------–-----------------------–------------., ფართი 51.30 კვ.მ.

უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, დ-----------------------------–-------------------------- (ს/კ 0----------------------) საკუთრების უფლებით აღირიცხა თამარ გო----------ის სახელზე, ხოლო შემდგომ 1--1--2--- წლის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცა ომარ გო----------ს;

ომარ გო----------მა ნ------------------ს საბანო ანგარიშზე 0--1--2--- წელს, 2--1--2--- წელს, 0--1-.2--- წელს და 0--0--2018 წელს გადაურიცხა თანხა თითოეულ ჯერზე 80- (რვაასი) ლარის ოდენობით, სადაც შემოტანის დანიშნულებად მითითებულია - იპოთეკური სესხის (2--------------) დასაფარად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_2--- წლის 30 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2-------------- (ტომი 2, ს.ფ. 241-242, ტომი 3, ს.ფ. 196-209);

_2--- წლის 30 ივნისის შეთანხმება დამატებითი პირობების შესახებ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების N2-------------- დანართი, ინფორმაცია სიცოცხლის დაზღვევის შესახებ, ინფორმაცია ქონების დაზღვევის შესახებ, დაფარვის გრაფიკი (ტომი 3, ს.ფ. 209-22-);

_2--- წლის 29 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულება N1------------ (ტომი 3, ს.ფ. 222-22-);

_2--- წლის 29 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულება N1------------ (ტომი 3, ს.ფ. 22--233);

_2--- წლის 29 ივნისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები N0----2------.0-- და N0------------0-- (ტომი 3, ს.ფ. 234-251);

_სს ,,თი---------ის“ ამონაწერი ნ------------------ის საბანკო ანგარიშიდან, პერიოდი 3--0--2----3--0--2--- (ტომი 3, ს.ფ. 172-173);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 1--1--2--- წელი (ტომი 2, ს.ფ. 243-244);

_0--1--2--- წლის, 2--1--2--- წლის, 0--1-2--- წლის, 0--0--2018 წლის სალაროს შემოსავლის ორდერები (ტომი 2, ს.ფ. 245-248).

 

3.2.2-- სადავო საცხოვრებელი ბინა, მდებარე მისამართზე, ლ----–-------------------------------------------–------------- (ს.კ 0-------------------------) წარმოადგენს მეუღლეების, ნ------------------ის და მ------რ ჭუ--------ეს ქორწინების განმავლობაში შეძენილ საერთო ქონებას. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით, დასტურდება, რომ სადავო ქონების შეძენის დროისათვის, მხარეები ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას. დაძაბული ურთიერთობის ფონზე მოპასუხე მ------რ ჭუ--------ის მხრიდან იმის მითითება, რომ მოსარჩელე მხარე ახდენდა საერთო თანხების ფლანგვას და არ იღებდა მონაწილეობას ერთობლივი მეურნეობის გაძღოლაში ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მხარეს არ აქვს წარმოდგენილი სარწმუნო, უტყუარი მტკიცებულება. ის გარემოება, რომ სარემონტო სამუშაოებში უშუალო მონაწილეობას იღებდა მხოლოდ მ------რ ჭუ--------ე, არ გამორიცხავს ნ------------------ის, როგორც ერთ-ერთი მეუღლის უფლებას მეუღლეთა საერთო საკუთრებაში არსებულ ქონების კუთვნილ წილზე. უძრავი ქონების შეძენის თარიღი ემთხვევა ქორწინების პერიოდს, რა დროსაც მხარეები ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და ეწეოდნენ საერთო მეურნეობას. როგორც თავად მოპასუხე ადასტურებს, იგი მეუღლესთან ნ------------------თან და არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა დეიდის საცხოვრებელ ბინაში და საყოფაცხოვრებო ნივთებით დაეხმარა მისი მეგობარი ა-----– ა--–---, რაც ამ უკანასკნელმაც დაადასტურა თავის ჩვენებაში. სადავო ქონების შეძენის დროისათვის, რა დროსაც ქონების ღირებულების თ----- გადახდა მოხდა ეტაპობრივად, საქმის მასალებში ფიქსირდება რომ, როგორც მ--- ჭუ--------ისაგან მ------რ ჭუ--------ის სახელზე მოხდა თ----- გადმორიცხვა, ასევე, მ------რ ჭუ--------ემ გაასხვისა თვისი კუთვნილი უძრავი ქონება მ--- ჭუ--------ისაგან და მიიღო ნასყიდობის საფასური და ასევე, მ------რ ჭუ--------ის სახელზე სს ,,პრ-----------------სგან“ გაიცა სესხი. მოპასუხე მ------რ ჭუ--------ის მითითებით, სს ,,პრ-----------------ს“ დავალიანება 0--0--2--- წელს შესრულებული ტრანზაქციით - 17 337.2- ლარის შეტანით იქნა დაფარული. ხოლო იპოთეკის შეწყვეტა რეესტრში დაფიქსირდა N8----------- 0--0--2--- რეგისტრაციით. შესაბამისად, როგორც სესხის აღება, ასევე ამ სესხის დაფარვა განხორციელდა მ------რ ჭუ--------ის და ნ------------------ის ქორწინების პერიოდში. მ--- ჭუ--------ის მიერ თანხების გადმორიცხვა დასტურდება როგორც სს ,,ლი------------იდან“ წარმოდგენილი ცნობით, ასევე მოწმე მ--- ჭუ--------ის ჩვენებით. თავის დისგან მ------რ ჭუ--------ის სახელზე გადმორიცხული თანხები არ უნდა იქნეს მიჩნეული მხოლოდ მ------რ ჭუ--------ის საკუთრებად, ვინაიდან იმ პერიოდისათვის ეს უკანასკნელი იმყოფებოდა საქორწი--- ურთიერთობაში ნ------------------თან, ეწეოდა მასთან ერთად საოჯახო მეურნეობას და თავად მოწმის ჩვენებითაც, აღნიშნული თანხები გამიზნული იქნა მ------რ ჭუ--------ისა და მისი ოჯახის კეთილდღეობისთვის, რაც თავის თავში მოიცავდა საცხოვრებელი ბინის კეთილმოწყობას, სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, ტექნიკის და ავეჯის შეძენას და დამონტაჟებას. მოწმე მ--- ჭუ--------ის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ნ------------------ს და მ------რ ჭუ--------ეს ურთიერთობა დაეძაბათ მ------რ ჭუ--------ის დედასთან, რის გამოც მათი ერთ ოჯახად ცხოვრება შეუძლებელი გახდა. მ--- ჭუ--------ე 1--- წლიდან ძირითადად ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ მ-------–-, იგი არის პროფესიით მეან-გინეკოლოგი, დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი. მ--- ჭუ--------ემ თავის ძმისგან, მ------რ ჭუ--------ისგან შეიძინა თბილისში, გლდანში არსებული ბინა და მისივე განმარტებით 35 000 აშშ დოლარი გადასცა თავის ძმას. კონკრეტულად, 10 000 აშშ დოლარი გამოატანა ა-----– ა--–---ს, რომელიც იმ პერიოდში ცხოვრობდა რუსთავის ფედერაციაში, ქალაქ მ-------–-, ხოლო ნაწილი 20 000 აშშ დოლარი თავად მ--- ჭუ--------ემ ჩამოიტანა საქართველოში ჩამოსვლისას. ხოლო მისგანვე სამ ნაწილად გამოგზავნილი თანხა, მთლიანობაში 15 000 აშშ დოლარი, მოწმის განმარტებით განკუთვნილი იყო საცხოვრებელი სახლის რემონტისთვის. მ--- ჭუ--------ის ჩვენების მიხედვით, და-ძმებს, მას, ვა------ ჭუ--------ეს და მ------რ ჭუ--------ეს აქვთ განსაკუთრებული თბილი და მზრუნველი ურთიერთდამოკიდებულება, რის გამოც მათ უძრავი ქონებაც კი დათმეს სოფელში ერთმანეთის სასარგებლოდ. ამასთან, ამ ურთიერთობიდან გამომდინარე არ არის გასაკვირი ის გარემოება, რომ მ------რ ჭუ--------ემ თავისი ქონება აჩუქა ვა------ ჭუ--------ეს. მოწმის მითითებით, ამ ეტაპზე, სადავო საცხოვრებელ ბინაში პერიოდულად იმყოფება ვა------ ჭუ--------ე, თუმცა ძირითადად მ------რ ჭუ--------ეც და ვა------ ჭუ--------ეც ცხოვრობენ დედასთან; მ--- ჭუ--------ის განმარტებით, მან გადაიხადა თავისი ძმის, მ------რ ჭუ--------ის ოპერაციის თანხაც, რომელიც მას ჩაუტარდა რუსეთში. როგორც ოპერაციის ჩასატარებლად ასევე რეაბილიტაციისათვის საჭირო დიდი ოდენობის თანხები გაღებული იქნა მ--- ჭუ--------ის მიერ. მოწმე ა-----– ა--–--- ადასტურებს, რომ მან გარკვეული პერიოდი მისი საყოფაცხოვრებო ავეჯი განათავსა სადავო საცხოვრებელ სახლში ოჯახის გადასვლის დროისათვის და შემდეგ, დაახლოებით 2--- წელს დაუბრუნდა მას კუთვნილი ავეჯი. ა-----– ა--–---- ჩვენების მიხედვით, ანალოგიური პროექტის, ანუ ,,მანსარდის“ ტიპისაა მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინა. მანსარდის ფართი თავდაპირველად საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული და შემდგომ მოხდა ფართის დაზუსტება. ა-----– ა--–--- გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში და იგი ადასტურებს, რომ მონაწილეობა აქვს მიღებული მ--- ჭუ--------ის მიერ თ----- რუსეთიდან გამოგზავნაში. როგორც მისთვის ცნობილია, მ--- ჭუ--------ემ მ------რ ჭუ--------ისაგან შეიძინა უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობდა თბილისში, გლდანში. ამ ბინის ღირებულება, მთლიანობაში 35 0-- აშშ დოლარი ა-----– ა--–---- ძმის, თე-------------–---ს მეშვეობით იქნა გადაცემული მ------რ ჭუ--------ისათვის. ა-----– ა--–--- ადასტურებს, რომ მეუღლეებს ნ------------------ს და მ------რ ჭუ--------ეს ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა და მათ შორის ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში კონფლიქტური ურთიერთობა არ ყოფილა. იგივე გარემოებას ადასტურებენ მოწმეები სა-–--------------ე და ელ------–---–-, რომლებიც 201- წლის 1 იანვარს იმყოფებოდნენ სტუმრად ნ------------------ის და მ------რ ჭუ--------ის ოჯახში სადავო ბინაში, სადაც ე.წ. ,,ახალმოსახლეობას“ აღნიშნავდა ოჯახი. მოწმე სა-–--------------ე არის მ------რ ჭუ--------ის მეგობრის მეუღლე. ორივე მათგანი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საცხოვრებელი ბინა მათი სტუმრობის დროს იყო გარემონტებული, ავეჯით და ტექნიკით მოწყობილი. ბინა წარმოადგენდა მანსარდის ტიპის ბინას და მეორე სართულზე იყო ორი ოთახი, დახრილი ჭერით. მათთვის მეგობრებისგან არის ცნობილი, რომ ეს ბინა შეძენილი იყო მხოლოდ მ------რ ჭუ--------ის მიერ, მისივე ფულადი სახსრებით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_2--- წლის 29 ივლისის ხელშეკრულება N---- ამხანაგობა ,,ახ--–-----------------“-ს წევრობის შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 162-165);

_2--- წლის 29 სექტემბრის იბა ,,ახ--–-----------------ს“- გამგეობის სხდომის ოქმი (ტომი 2, ს.ფ. 166-169);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 0--0--2--- წელი (ტომი 1, ს.ფ. 20-2-);

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

_მოწმეების სა-–---------------ს, ელ------–---–-ს, ა-----– ა--–----, მ--- ჭუ--------ის ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმები);

_ფოტოსურათები (ტომი 3, ს.ფ. 18-22);

 

3.2.2-- მოპასუხე ვა------ ჭუ--------ე ფაქტობრივად არ ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სახლში. სს ,,ყა-------------------–---ს“ მიერ გაცემული ცნობით, ქ. თბილისი, ლუ--–--------------------------–-------------ში ბუნებრივი აირის მოხმარება აქტიურად აღარ ხდება 2--- წლის აპრილის თვის შემდეგ. იმავე გარემოებას ადასტურებს სს ,,თე-–---ს“ მიერ გაცემული ბრუნვის ისტორია. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სსიპ თბილისის სოციალური სამსახურის დიდ------------------ს სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის მიერ 2--- წლის 31 ივლისის დასკვნის მიხედვით, სოციალური მუშაკი არასრულწლოვან ბავშვებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე დავის გადაწყვეტის ფარგლებში მ------რ ჭუ--------ეს ესტუმრა და მისი საცხოვრებელი გარემო შეამოწმა მისამართზე თბილისი, ლ----–-----------------------ში. საქმეზე დაკითხულ არც ერთ მოწმეს არ დაუდასტურებიათ ის სადავო გარემო, რომ ამ ეტაპზე ბინაში ცხოვრობს, ფლობს ან თავისი შეხედულებით განკარგავს ბინის ამჟამინდელი მესაკუთრე ვა------ ჭუ--------ე. ხოლო მ--- ჭუ--------ის (ვა------ ჭუ--------ის დის) ჩვენების მიხედვით კი, ვა------ ჭუ--------ე ძირითადად ცხოვრობს დედასთან ერთად სხვა საცხოვრებელ მისამართზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_შპს ,,ყა--------------------–---ს“ მიერ 20.0--2--- წელს გაცემული ცნობა, აბონენტის ბარათი, სს ,,თე-–---ს“ მიერ გაცემული აბონენტის ბრუნვის ისტორია (ტომი 3, ს.ფ. 42-45);

_დიდ------------------ს სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის მიერ 3--0--2--- წელს გაცემული დასკვნა N1---- (ტომი 2, ს.ფ. 225-226);

_მოწმე მ--- ჭუ--------ის ჩვენება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.2-- სადავო უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ლუ--–---------------, (ს/კ 0-------------------------), სართული 7, ბინა 11, შპს ,,აუ------------–--------------–-ს’ მიერ 2--- წლის 2- ნოემბრის მდგომარეობით შეფასდა 55 000 აშშ დოლარად. საცხოვრებელი ბინების ყიდვა-გაყიდვისათვის განკუთვნილი ინტერნეტ ვებგვერდიდან 1--0--2--- წელს განთავსებული განაცხადის საფუძველზე, სადავო საცხოვრებლის გასაყიდი თანხა შეადგენდა 82 000 აშშ დოლარს. ხოლო მოწმე ლაშა ჩიქვინიძემ დაადასტურა, რომ დღეის მდგომარეობით, ამ მისამართზე არსებული ფართის საბაზრო ღირებულება 1 კვ.მ. საშუალოდ შეადგენს 600 აშშ დოლარს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში არ არის მნიშვნელოვანი კონკრეტულად რას შეადგენს სადავო ქონების ღირებულება, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნაა ქონების ½ ნაწილზე აღრიცხვა და არა წილის კომპენსაცია. ამასთან, მეუღლეთა თანასაკუთრებად აღიარების მოთხოვნას, მხარე ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ ქონება შეძენილი და საცხოვრებლად მოწყობილი იქნა ქორწინების განმავლობაში. ამასთან, მშენებარე ფართის საცხოვრებლად მოწყობისა და მასში სარემონტო სამუშაოების ჩატარების შედეგად ბუნებრივია, გაიზრდებოდა სადავო საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_შპს ,,აუ------------–--------------–-ს“ მიერ 2--1--2--- წლის დასკვნა N2---------- უძრავი ქონების შეფასების შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 38-63);

_ამონარიდი ინტერნეტის ვებგვერდიდან (ტომი 1, ს.ფ. 28-30);

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

_მოწმე ა-----– ა--–---- ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების და სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ------------------ის სასარჩელო მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ გაუქმების, ქონების თანამესაკუთრედ აღრიცხვის და თ----- დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4.2. სასამართლომ განიხილა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მოპასუხე ნ------------------ისათვის თ----- დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე, 62-ე, 115-ე, 173-ე, 183-ე, 185-ე, 312-ე, 463-ე, 524-ე, 525-ე, 982-ე, 1158-ე, 1159-ე, 1161-ე, 1164-ე, 1166-ე, 1168-ე და 1169-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე ნ------------------მა ძირითადი სარჩელით მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი მ------რ ჭუ--------ის და და ვა------ ჭუ--------ეს შორის ქ. თბილისი, ლუ--–------------------------------------–--------------ზე (ს/კ 0-------------------------) გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება 2/3 ნაწილში, ცნობილ იქნეს ნ------------------ი უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ლუ--–------------------------------------–------------- (ს/კ 0-------------------------) 2/3 ნაწილის მესაკუთრედ; ცნობილ იქნეს ნ------------------ის ავტომანქანის, მარკა, მოდელი N----------- სახ. ნომერი N------, 2/3 წილის მესაკუთრედ; დაეკისროს მ------რ ჭუ--------ეს ნ------------------ის სასარგებლოდ ა/მანქანა M------------ ღირებულების 2/3-ის ანაზღაურება, კერძოდ, 1- 0-- აშშ დოლარის 2/3 – 670- აშშ დოლარის ოდენობით; დაეკისროთ მ------რ ჭუ--------ის და ვა------ ჭუ--------ეს 2--0--2--- წელს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ვა------ ჭუ--------ისათვის გადაცემული 2611 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, მდებარე სოფელი ზო------–ი (ს/კ 3-----------) რეალიზაციის შედეგად მიღებული თ----- 160- ლარის 2/3 -ის ანაზღაურება 1-66 ლარის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ ნ------------------ი და მ------რ ჭუ--------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2--- წლის 1---------------. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2--- წლის 03 სექტემბერს დაბადებული და-- ჭუ--------ე და 2--- წლის 2- აპრილს დაბადებული ვ--- ჭუ--------ე. 2--- წლის აპრილის თვიდან, მხარეებს შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა. არასრულწლოვანი და-- ჭუ--------ე და ვ--- ჭუ--------ე ცხოვრობენ დედასთან, ნ------------------თან ერთად. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 02 ივნისის განჩინების საფუძველზე, სამოქალაქო საქმეს N2/1-----17, რომლის დავის საგანს წარმოადგენს განქორწინება, ალიმენტის დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა 2/3 ნაწილში, უძრავ-მოძრავი ქონების 2/3 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა, ცალკე წარმოებად გამოეყო სასარჩელო მოთხოვნა - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის 2/3 ნაწილში, უძრავ-მოძრავი ქონების 2/3 ნაწილის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში და მას მიენიჭა საქმის ახალი ნომერი სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ------------------ის სარჩელი ალიმენტის დაკისრების თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ------რ ჭუ--------ის შეგებებული სარჩელი არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 1-.0--2--- წლის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით, შეწყდა ქორწინება ნ------------------სა და მ------რ ჭუ--------ეს შორის რეგისტრირებული 2--- წლის 15 ნოემბერს, გაუქმდა ქორწინების სააქტო ჩანაწერი №მ---------

 

საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამავე კოდექსის 183-ე მუხლით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწი--- ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები (სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლი).

 

სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ლ----–-------------------------------------------–-------------, 1--.0- კვ.მ. 0--0--2--- წლის საჯარო რეესტრის მონაცემებით საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მ------რ ჭუ--------ის სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 0--0--2--- წელი, ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ი.ბ.ა. ,,ახ--–-----------------“-ს დამფუძნებელ წევრთა კრების ოქმი N2-, რეესტრის N1--------, დამოწმების თარიღი 2--0--2---. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით კი, მ------რ ჭუ--------ის სახელზე 0--0--2--- წლიდან რეგისტრირებულია შემდეგი სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა რეკვიზიტებია: 1. ,,N-----------”, სახ. ნომერი - N-----, გამოშვების წელი 2---, საიდენტიფიკაციო - A---------- სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, რეგისტრაციის თარიღი 1--0--2--- წელი; 2. ,,M------------” E 3--- სახ. ნომერი M------, საიდენტიფიკაციო - W----------------, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, რეგისტრაციის თარიღი - 1--0--2--- წელი. ასევე, 2--- წლის 2- ოქტომბერს რა-----–-------სა და მ------რ ჭუ--------ეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, მ------რ ჭუ--------ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ზე----------ს რ-ნი, სოფ. ზო------–ი, მდებარე უძრავი ქონება, საკ. კოდით 3----------- (სასოფლო-სამეურნეო მიწა 2611 კვ.მ.). ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 1600 ლარით. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, უდავოა, რომ მოპასუხე მ------რ ჭუ--------ის სახელზე სადავო უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა მოხდა მხარეთა, ნ------------------ისა და მ------რ ჭუ--------ის ქორწინების განმავლობაში, რაც საოჯახო-სამართლებრივი ნორმებით მიხედვით, გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა, მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია.

 

საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობათა წარმოშობას. განსახილველი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ამდენად, სამართლებრივი ნორმა მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივი ინსტიტუტის შემოღებით ემსახურება სწორედ მეუღლეთა ურთიერთვალდებულებების სამართლიანი და ობიექტური ბალანსის უზრუნველყოფის მიზანს. ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის.

 

იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო უძრავ და მოძრავ ნივთზე მეუღლეთა საერთო საკუთრების უფლება არ ვრცელდება, ეკისრება მოპასუხეს, რომელიც საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე მიუთითებს. იგი ვალდებულია სარწმუნოდ დაადასტუროს, რომ სადავო ქონებაზე არ წარმოშობილა მეორე მეუღლის თანასაკუთრების უფლება. კერძოდ, მან უნდა ამტკიცოს, რომ სადავო ქონება არ არის შეძენილი ქორწინების განმავლობაში, მეურნეობის ერთობლივი გაძღოლის შედეგად. სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს თითოეული მეუღლის საკუთრებას.

 

მოპასუხე მხარე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას სრულად და მიუთითებს, რომ თითოეული სადავო ქონება (უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ლუ--–------------------, ა/მანქანები N----------- და M------------ E 3-- და ასევე მიწის ნაკვეთი, მდებარე ზე----------ს რ-ნი, სოფელი ზო------ი) შეძენილია მხოლოდ მისი კუთვნილი ფულადი სახსრებით, თავისი დის და ოჯახის წევრების დახმარებით და წარმოადგენს მხოლოდ მის ინდივიდუალურ საკუთრებას. მისი მტკიცებით, მოსარჩელე ნ------------------ს არ მიუღია მონაწილეობა ქორწინების პერიოდში საერთო საოჯახო მეურნეობაში და ისინი ერთობლივად, საერთო მიზნით არ მოქმედებდნენ ოჯახის საკეთილდღეოდ. მოპასუხე მიუთითებს ნ------------------ის მიერ თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შემქნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახრსებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოკიდებელი შემოსავალი. მოცემული დავის ფარგლებში, დადგენილია, რომ სადავო ქონებათა შეძენის პერიოდისათვის, ორივე მეუღლე დასაქმებული იყო და გააჩნდათ შემოსავალი. საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, ნ------------------ის მიერ 0--0--2--- წლიდან 0--0--2--- წლის ჩათვლით მიღებული შემოსავალი შეადგენს 2-40--68 ლარს. საქართველოს უზენაეს სასამართლოს ყოფილი თანამშრომლის ნ------------------ის დარიცხულმა ხელფასმა 2--- წელს შეადგინა 18421.05 ლარი, 2--- წელს - 2--72.35 ლარი. ხოლო, რაც შეეხება მოპასუხის მიერ მირებულ შემოსავლებს, სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, მ------რ ჭუ--------ის მიერ 0--0--2--- წლიდან 3--1-.2--- წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 129086.38 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი 26139.12 ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის 1-.0--2--- წლის მონაცემებით, მ------რ ჭუ--------ის მიერ 2--- წლიდან 2--- წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 148 249.69 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადის თანხა - 29971.78 ლარს. 2--- წელს მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 17663.31 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადის თანხა 3532.66 ლარს. 2--- წელს მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 1500 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადის თანხა 300 ლარს. 2--- წელს მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.

 

სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეოებები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. სასამართლო მიუთითებს, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტული ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა დამტკიცებას საჭიროებს.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და დადგენილ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ მითითებული სადავო ქონება (უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ლუ--–------------------, ა/მანქანები N----------- და M------------ E 3-- და ასევე მიწის ნაკვეთი, მდებარე ზე----------ს რ-ნი, სოფელი ზო------ი), როგორც ქორწინების განმავლობაში შეძენილი, წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. დადგენილია, რომ სადავო ქონების შეძენის დროისათვის, მხარეები ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას. დაძაბული ურთიერთობის ფონზე მოპასუხე მ------რ ჭუ--------ის მხრიდან იმის მითითება, რომ მოსარჩელე მხარე ახდენდა საერთო თანხების ფლანგვას და არ იღებდა მონაწილეობას ერთობლივი მეურნეობის გაძღოლაში ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მხარეს არ აქვს წარმოდგენილი სარწმუნო, უტყუარი მტკიცებულება. საქმის მასალებით, სადავო უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ლ----–----------------------------------------------------------–-------------------------------------–-------------, (მანსარდა), ს/კ N0-------------------------, ფართი 86.55 კვ.მ. 2--0--2--- წლის მდგომარეობით ი.ბ.ა. ,,ახ--–-----------------“-ს დამფუძნებელ წევრთა კრების ოქმი N1-, რეესტრის N1--------, დამოწმების თარიღი 14.0--2---, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ამხანაგობა ,,ახ--–-----------------“-ს სახელზე. მომავალ მესაკუთრედ კი ირიცხებოდა მ------რ ჭუ--------ე. შემდგომში მოხდა ამ ფართის დაზუსტება, დაემატა მანსარდის ტიპის ფართი და მოპასუხე მ------რ ჭუ--------ის სახელზე ი.ბ.ა. ,,ახ--–-----------------“-ს დამფუძნებელ წევრთა კრების ოქმი N2- (რეესტრის N1--------, დამოწმების თარიღი 2--0--2---) საფუძველზე აღირიცხა გაზრდილი ფართი 1--.0- კვ.მ. აღნიშნულ ქონებასთან მიმართებით, მოპასუხე აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი ბინა შეძენილი იქნა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, გლდანის მე-3ა მკ/რ) გასხვისებით მ--- ჭუ--------ისაგან გადმოცემული თანხით, ხოლო შემდგომში სარემონტო სამუშაოები განხორციელდა ისევ მ--- ჭუ--------ის მიერ ეტაპობრივად გადმორიცხული თანხებით. სს ,,ლი------------ის“ მიერ გაცემული ცნობით, ცალსახად დასტურდება, რომ 0--0--2--- წლიდან 0--0--2--- წლამდე სს ,,ლი------------ში“ განხორციელებული აქვს სწრაფი გზავნილების მიღება, რასაც თავის ჩვენებაში ასევე ადასტურებს თ----- გამომგზავნი მ--- ჭუ--------ე. თუმცა ამ შემთხვევაში საგულისხმოა თავად მოწმის განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი ამ თანხებს აგზავნიდა მ------რ ჭუ--------ისა და მისი ოჯახის კეთილდღეობის მიზნით. ის გარემოება, რომ სარემონტო სამუშაოებში უშუალო მონაწილეობას იღებდა მხოლოდ მ------რ ჭუ--------ე, არ გამორიცხავს ნ------------------ის, როგორც ერთ-ერთი მეუღლის უფლებას მეუღლეთა საერთო საკუთრებაში არსებულ ქონების კუთვნილ წილზე. სადავო ქონების შეძენის დროისათვის, რა დროსაც ქონების ღირებულების თ----- გადახდა მოხდა ეტაპობრივად, საქმის მასალებში ფიქსირდება რომ მ--- ჭუ--------ისაგან მ------რ ჭუ--------ის სახელზე მოხდა თ----- გადმორიცხვა, ასევე, მ------რ ჭუ--------ემ მისი განმარტებით გაასხვისა თავისი კუთვნილი უძრავი ქონება მ--- ჭუ--------ისაგან და მიიღო ნასყიდობის საფასური (როგორც ხელშეკრულებიდან ირკვევა) და ასევე, მ------რ ჭუ--------ის სახელზე სს ,,პრ-----------------სგან“ გაიცა სესხი. მოპასუხე მ------რ ჭუ--------ის მითითებით, სს ,,პრ-----------------ს“ დავალიანება 0--0--2--- წელს შესრულებული ტრანზაქციით - 17 337.2- ლარის შეტანით იქნა დაფარული. ხოლო იპოთეკის შეწყვეტა რეესტრში დაფიქსირდა N8----------- 0--0--2--- რეგისტრაციით. შესაბამისად, როგორც სესხის აღება, ასევე ამ სესხის დაფარვა განხორციელდა მ------რ ჭუ--------ის და ნ------------------ის ქორწინების პერიოდში. ზემოაღნიშნული მსჯელობის მიხედვით, თავის დისგან მ------რ ჭუ--------ის სახელზე გადმორიცხული თანხები არ უნდა იქნეს მიჩნეული მხოლოდ მ------რ ჭუ--------ის საკუთრებად, ვინაიდან იმ პერიოდისათვის ეს უკანასკნელი იმყოფებოდა საქორწი--- ურთიერთობაში ნ------------------თან, ეწეოდა მასთან ერთად საოჯახო მეურნეობას და თავად მოწმის ჩვენებითაც, აღნიშნული თანხები გამიზნული იქნა მ------რ ჭუ--------ისა და მისი ოჯახის კეთილდღეობისთვის, რაც თავის თავში მოიცავდა საცხოვრებელი ბინის კეთილმოწყობას, სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, ტექნიკის და ავეჯის შეძენას და დამონტაჟებას. მოწმე მ--- ჭუ--------ის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ნ------------------ს და მ------რ ჭუ--------ეს სადავო საცხოვრებელი ბინის შეძენამდე, ურთიერთობა დაეძაბათ მ------რ ჭუ--------ის დედასთან, რის გამოც მათი ერთ ოჯახად ცხოვრება შეუძლებელი გახდა. მ--- ჭუ--------ე 1--- წლიდან ძირითადად ცხოვრობს რუსეთში, ქალაქ მ-------–-, იგი არის პროფესიით მეან-გინეკოლოგი, დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი. მ--- ჭუ--------ემ თავის ძმისგან, მ------რ ჭუ--------ისგან შეიძინა თბილისში, გლდანში არსებული ბინა და მისივე განმარტებით 35 0-- აშშ დოლარი გადასცა თავის ძმას. კონკრეტულად, 1- 0-- აშშ დოლარი გამოატანა ა-----– ა--–---ს, რომელიც იმ პერიოდში ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ მ-------–-, ხოლო ნაწილი 20 000 აშშ დოლარი თავად მ--- ჭუ--------ემ ჩამოიტანა საქართველოში ჩამოსვლისას, ხოლო მისგანვე სამ ნაწილად გამოგზავნილი თანხა, მთლიანობაში 15 000 აშშ დოლარი, მოწმის განმარტებით განკუთვნილი იყო საცხოვრებელი სახლის რემონტისთვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ მ------რ ჭუ--------ეს თავისი დისგან მიღებული აქვს ნასყიდობის საფასური 35 000 აშშ დოლარის ოდენობით, არ არის წარმოდგენილი, ამასთან, მ--- ჭუ--------ისაგან თანხების გამოგზავნა ნაწილ-ნაწილ ხდებოდა და კონკრეტულად ბინის შეძენისათვის საკმარისი ღირებულების თ----- გამოგზავნა არც ერთი ფულადი გზავნილით არ დასტურდება და ამასთან, უცნობია, მ--- ჭუ--------ეს საქართველოში ჩამოსვლისას რა ოდენობის თანხა ჩამოჰქონდა ძმასთან. ნ------------------ის ამ გარემოებებს არ ეთანხმება. ამასთან, საგულისხმოა სს ,,პრ-----------------სგან“ მიღებული სესხის თანხაც, რომელიც სრულად დაფარული იქნა ასევე მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში.

კანონმდებელი ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლების წარმოშობას უკავშირებს ქორწინების პერიოდს, როდესაც ისინი ერთიანი ძალებით უძღვებიან საოჯახო მეურნეობას. ქორწინების პერიოდში, ერთ-ერთი მეუღლისათვის ჩუქების საფუძველზე გადაცემული ქონება ამ მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას განეკუთვნება და მეორე მეუღლეს მასზე რაიმე სახის ქონებრივი უფლება არ წარმოეშობა. კანონის მიზანი განქორწინებულ მეუღლეებს ქონებრივი მდგომარეობის სამართლიანი ბალანსის შენარჩუნების და განაწილების გარანტს უქმნის როგორც ინდივიდისათვის აღიარებული უფლების უზრუნველყოფაში, ისე თანაზიარ თუ წილობრივ ვალდებულებებში. სამოქალაქო კოდექსის მიერ მეუღლეთა ინდივიდუალური და საერთო საკუთრების უფლებრივი მდგომარეოებების განსაზღვრის აუცილებლობა და ლეგიტიმურობა სწორედ ზემოაღნიშნული გარანტიების სამართლიანი გადანაწილების უზრუნველყოფას ემსახურება. სადავო ქონებას, საცხოვრებელ ბინას, მდებარე ქ. თბილისი, ლ----–-------------------------------------------–-------------, 1--.0- კვ.მ., სასამართლო მიიჩნევს ნ------------------ის და მ------რ ჭუ--------ის საერთო ქონებად, ვინაიდან აღნიშნულ ქონებაზე, როგორც ქორწინების განმავლობაში შეძენილ უძრავ ნივთზე, მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივი რეჟიმისაგან განსხვავებული საკუთრების უფლების წარმოშობა, მოპასუხე მხარემ ვერ შესძლო სათანადო მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენით.

 

დადგენილია, რომ მ------რ ჭუ--------ემ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, ლ----–-------------------------------------------–-------------, 1--.0- კვ.მ., (საკადასტრო კოდი N0-------------------------) 2--0--2--- წელს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ვა------ ჭუ--------ეს და ეს უკანასკნელი საჯარო რეესტრში აღირიცხა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ.

 

მოსარჩელე მხარე მოითხოვს მოპასუხეებს მ------რ ჭუ--------ესა და ვა------ ჭუ--------ეს შორის გაფორმებული ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას 2/3 ნაწილში იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გარიგება დადებულია მოჩვენებით იმ განზრახვის გარეშე რომ მას რაიმე იურიდიული შედეგი მოჰყვეს. გარიგება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და გარიგების რეალური მიზანს წარმაოდგენდა მოპასუხე ვა------ ჭუ--------ისათვის სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებაში მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 525-ე მუხლის მიხედვით, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

ჩუქების ხელშეკრულება განეკუთვნება ცალმხრივად მავალდებულებელ გარიგებათა რიცხვს და თავისი შინაარსით საკუთრების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. ჩუქების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების პირველივე მუხლი მიუთითებს, რომ იგი მიმართულია ქონებაზე დასაჩუქრებულის საკუთრების უფლების წარმოშობისაკენ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულებების ნამდვილობის შემოწმებისას განხილული უნდა იქნას მიმართული იყო თუ არა იგი იმ სამართლებრივი შედეგებისაკენ, რაც ჩუქების ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენს. ზოგადად, ჩუქებისას, როგორ უსასყიდლო გარიგების საფუძველზე წარმოშობილი უფლება ნაკლები სიმტკიცით ხასიათდება, ვიდრე ამას ადგილი აქვს საკუთრების სასყიდლიანი გზით შეძენისას.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლზე, რომლის მეორე ნაწილის თანახმად, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად კი, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

 

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების ბოროტად გამოყნება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, 1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). 2. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

დადგენილი სასამართლოს პრაქტიკით, მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში, ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა არ არსებობს. ამ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები შეთანხმებით მოქმედებდნენ და ნების ნაკს ორივე აცნობიერებდეს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სამართლებრივი ნორმის დისპოზიცია გულისხმობა, რომ მოჩვენებითია ისეთი გარიგება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ ურთიერთშეთანხმებით და იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. მოჩვენებითი ხელშეკრულების დადების დროს, გარიგების ორივე მხარეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. პრაქტიკის მიხედვით, ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან, როგორიცაა მესამე პირების მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ. ამდენად, იმისათვის, რომ სადავო გარიგება მიჩნეულ იქნეს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე ფიქტიური გარიგების შესახებ ,,ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადების დროს, 2--0--2--- წელს საჯარო რეესტრში სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო მ------რ ჭუ--------ე, რომელიც იმ პერიოდში იმყოფებოდა ქორწინებაში მოსარჩელე ნ------------------თან. მოპასუხემ ჩუქების ხელშეკრულება დადო ძმასთან, ვა------ ჭუ--------ესთან. ასეთ შემთხვევაში, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, მნიშვნელოვანია პრეუმზციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრა. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას. მოსარჩელე მხარე ევალება სადავო გარიგებათა მონაწილე პირების არაკეთილსინდისიერებაზე მითითება და ამის მტკიცება. თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს ან სხვა ოჯახის წევრებს (განსახილველ შემთხვევაში კი ძმებს შორის), ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებებისა და ასევე მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისგმებლობისაგან თავის არიდების თაობაზე. აღნიშნული მსჯელობის ანალიზი ცხადყოფს, რომ დასაჩქრებულისათვის, ვა------ ჭუ--------ისათვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ სადავო ქონება შეძენილია ნ------------------ის და მ------რ ჭუ--------ის ქორწინების განმავლობაში ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში. შესაბამისად, უძრავ ნივთზე ვრცელდება მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი. ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე და მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების უფლების გათვალისწინებით, ქონების ნაწილზე მეუღლის უფლება უპირატესია ჩუქების ხელშეკრულებებით წარმოშობილ საკუთრების უფლებაზე. მოსარჩელე ნ------------------ს უკვე მოპოვებული ჰქონდა საკუთრების უფლების მოთხოვნის უფლება სადავო უძრავი ნივთის ნახევარზე მეუღლეთა ერთად ცხოვრების განმავლობაში ერთობლივად ქონების შეძენით, რომელიც ჩუქების საფუძველზე არამართლზომიერად გადაეცა მოპასუხე ვა------ ჭუ--------ეს.

 

გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვა------ ჭუ--------ე ფაქტობრივად არ ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სახლში. სს ,,ყა-------------------–---ს“ მიერ გაცემული ცნობით, ქ. თბილისი, ლუ--–--------------------------–-------------ში ბუნებრივი აირის მოხმარება აქტიურად აღარ ხდება 2--- წლის აპრილის თვის შემდეგ. იმავე გარემოებას ადასტურებს სს ,,თე-–---ს“ მიერ გაცემული ბრუნვის ისტორია. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სსიპ თბილისის სოციალური სამსახურის დიდ------------------ს სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის მიერ 2--- წლის 31 ივლისის დასკვნის მიხედვით, სოციალური მუშაკი არასრულწლოვან ბავშვებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე დავის გადაწყვეტის ფარგლებში მ------რ ჭუ--------ეს ესტუმრა და მისი საცხოვრებელი გარემო შეამოწმა მისამართზე თბილისი, ლ----–-----------------------ში. საქმეზე დაკითხულ არც ერთ მოწმეს არ დაუდასტურებიათ ის სადავო გარემო, რომ ამ ეტაპზე ბინაში ცხოვრობს, ფლობს ან თავისი შეხედულებით განკარგავს ბინის ამჟამინდელი მესაკუთრე ვა------ ჭუ--------ე. ხოლო მ--- ჭუ--------ის (ვა------ ჭუ--------ის დის) ჩვენების მიხედვით კი, ვა------ ჭუ--------ე ძირითადად ცხოვრობს დედასთან ერთად სხვა საცხოვრებელ მისამართზე. აღნიშნული გარემოებები ამყარებს იმ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ სადავო ჩუქების გარიგებას რეალური იურიდიული შედეგი არ მოჰყოლია, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს მ------რ ჭუ--------ესა და ვა------ ჭუ--------ეს შორის სადავო ქონებაზე (თბილისი, ლ----–-----------------------ზე) დადებული ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას და არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხე მხარის პოზიციაზე იმ ნაწილში, როდესაც იგი მიუთითებს, რომ მოთხოვნა გარიგების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე იმთა----ვე გულისხმობს გარიგების დანარჩენი ნაწილის ნამდვილობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 62-ე მუხლი ადგენს გარიგების ნაწილის ბათილად ცნობის სამართლებრივ შედეგს. სასამართლო მიუთითებს მოსარჩელე მხარის ინტერესს გარიგების ნაწილობრივ ბათილად ცნობის სამართლებრივი შედეგების მიმართ, ხოლო სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე უფლება არ აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნას ცნობილი ნაწილობრივ, ხოლო გარიგების ბათილობის წილობრივ მონაცემებს სასამართლო განსაზღვრას მეუღლეთა წილის თანაბრობის პრინციპის გადახვევის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით საკითხის მსჯელობისას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო ქონებას წარმოადგენს ასევე ავტომანქანა N----------- და M------------ E 3-- და ასევე მიწის ნაკვეთი, მდებარე ზე----------ს რ-ნი, სოფელი ზო------ი. მოცემულ ეტაპზე, ა/მანქანა N-----------, სახ. ნომრით N-----, საკუთრების უფლებით ირიცხება მ------რ ჭუ--------ის სახელზე. განსხვავებული პოზიცია აქვთ მხარეებს აღნიშნული ა/მანქანის შესაძენად თ----- წარმომავლობასთან და იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ინდივიდუალურ სარგებლობაში იმყოფებოდა აღნიშნული ავტომანქანა.

 

საქმეში არსებული მასალებით, 1--0--2--- წელს ნ------------------მა სს ბანკი ,,რ-------–---სგან“ აიღო სესხი - 5-0- ლარი. ნ------------------ის მითითებით, სწორედ სესხის აღებისა და თ----- გამოტანის დღეს 1--0--2--- წელს არის შეძენილი და რეგისტრირებული ა/მანქანა ,,N----------” სახ. ნომრით - N-----. ა-----რ ჭუ--------ეს სს ,,ლი------------ის“ მეშვეობით 1--0--2--- წელს მიღებული აქვს ,,Western Union”-ით თ----- ჩარიცხვა 450- აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე მ------რ ჭუ--------ის განმარტებით, თავის დისგან მ--- ჭუ--------ისაგან ჩარიცხული აღნიშნული თანხით შეიძინა ა/მანქანა, N-----------, სახ. ნომით N----- და სატრანსოპრტო საშუალება წარმოადგენს მის ინდივიდუალურ საკუთრებას. ნ------------------ის მითითებით, აღნიშნული თანხა გადმორიცხული იქნა მ------რ ჭუ--------ის სახელზე არა საჩუქრის სახით, არამედ მ--- ჭუ--------ის მიერ ქ. ბ------–- შეძენილ ბინასთან დაკავშირებით ხარჯების დაფარვის მიზნით. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბა--------------–---–----------------------------–-------------------–---------------------------------------------------, 1--0--2--- წლის მდგომარეობით საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მ--- ჭუ--------ის სახელზე. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ ვერ შესძლო იმ გარემოების მტკიცების რეალიზება, რომ აღნიშნული სტრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მის ინდივიდუალურ საკუთრებას. სათანადო მტკიცებულებით ვერ დადასტურდა, რომ მან ნ------------------თან ქორწინების პერიოდში დისგან, მ--- ჭუ--------ისგან საჩუქრად მიღებული თანხით იქნა სატრანსპორტო საშუალება შეძენილი. თავად მ--- ჭუ--------ე მიუთითებს, რომ თანხებს, რასაც იგი აგზავნიდა საზღვარგარეთიდან განკუთვნილი იყო მ------რ ჭუ--------ის და მისი ოჯახის საერთო მიზნებისთვის. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ სადავო სატრანსპორტო საშუალება N-----------, სახ. ნომით N-----, შეძენილი და რეგისტრირებული იქნა 1--0--2--- წელს, ნ------------------ის მიერ სს ბანკი ,,რე------–---დან“ სესხის (5-0- ლარის ოდენობით) აღების დღეს. ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციების შეჯერების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება შეძენილია მეუღლეთა ქორწინების პერიოდში ერთობლივი საოჯახო მეურნეობის გაძღოლის პირობებში და წარმოადგენს ნ------------------ის და მ------რ ჭუ--------ის საკუთრებას. ამ შემთხვევაში, ნაკლებ მნიშნელოვანია თუ რომელი მეუღლე სარგებლობდა ამ მანქანით.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მეორე სადავო ავტომანქანა ,,M------------ E 3--“-ზე, რომელიც შეძენის თარიღი ასევე ემთხვევა მხარეთა ქორწინების პერიოდს, დადგენილია, რომ მ------რ ჭუ--------ის მიერ ნ------------------ის საბანკო ანგარიშზე 2--0--2--- წელს 3 30- აშშ დოლარის, ხოლო 1--0--2--- წელს 1-0- აშშ დოლარის ოდენობის თანხა იქნა შეტანილი. პირადი ანგარიშიდან ნ------------------ი მიერ თ----- გატანის თარიღად ფიქსირდება 2--1-.2--- წელი. მოპასუხის ნ------------------ის (შეგებებული სარჩელით) განმარტებით, აღნიშნული თანხები შეტანილი იქნა ნ------------------ის ანგარიშზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების თავიდანა ცილების მიზნით. მითითებული თანხა 4268 აშშ დოლარი ნ------------------ის მიერ, მ------რ ჭუ--------ის თანხლებით გატანილი იქნა ბანკი ,,რ-------–---ს“ ფილიალიდან 2--1-.2--- წელს იმ მიზნით, რომ მ------რ ჭუ--------ეს გადაეხადა 2--1-.2--- წ. აშშ-ში აუქციონზე შეძენილი ა/მანქანის (M------------ E 3--- გამოშვების წელი 2---, კოდი:W---------------) საფასური. აღნიშნულის დასტურად მხარე წარმოადგენს აუქციონზე გაყიდვის დამადასტურებელ მტკიცებულებას, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს, მ------რ ჭუ--------ეს საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება არ აქვს წარმოდგენილი. მ------რ ჭუ--------ემ სს ,,ტე-------ში“ ანგარიში დახურა 2--- წლის 2- ივლისს. შესაბამისად, ნათელია, რომ სადავო მოძრავი ნივთი - სატრანსპორტო საშუალება შეძენილია მ------რ ჭუ--------ის და ნ------------------ის ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში, ქორწინების განმავლობაში ერთობლივი ძალით და სახსრებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1166-ე მუხლის მიხედვით, თუ საერთო ქონების გაყოფისას ერთ-ერთი მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს მიეცემა შესაბამისი ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცია. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის ზემოაღნიშნული ავტომანქანის, M------------ E 3--- გამოშვების წელი 2---, გასხვისების გამო 50-- აშშ დოლარის ოდენობით წილის კომპენსაციას.

 

სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 1-2-ე მუხ.). მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა არა მხოლოდ ავტომანქანაზე საკუთრებითი რეჟიმი, არამედ ქონების გასხვისების დროს ნივთის ღირებულებაც. როგორც დადგინდა, სასამართლო აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას, როგორც ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას, მიიჩნევს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით დადგენილი დანაწესისა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მ------რ ჭუ--------ემ 2--- წლის 18 მარტს ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ავტომანქანა ,,M------------” E----- სახ. ნომრით - M------, გამოშვების წელი - 2---, გაასხვისა შო-----------ზე 50-- აშშ დოლარად;

მოსარჩელე ნ------------------ის განმარტებით, სადავო ავტომანქანის გასხვისება მოხდა მეუღლეთა, ნ------------------ის და მ------რ ჭუ--------ეს შორის ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მისგან მალულად. საქმეზე წარმოდგენილი რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით, სადავო ა/მანქანა შო-----------ის სახელზე დარეგისტრირდა 1--0--2--- წელს. ამდენად, საქმის მასალებით, ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება კონკრეტულად როდის მოხდა ქონების სხვა პირზე გასხვისება, თუმცა მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმ გარემოებას, რომ მყიდველზე, შო-----------ზე მანქანა დარეგისტრირდა 1--0--2--- წელს, მხარეთა შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის შემდეგ და ასევე, იმასაც, რომ მოსარჩელე ნ------------------ს ამ ქონების გასხვისების შედეგად რაიმე სახის სარგებელი არ მიუღია. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე ნ------------------ის მოსაზრებას აღნიშნული ავტომანქანის გასხვისების დროისათვის არარეალური საბაზრო ღირებულებით გასხვისების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,აუ------------–--------------–-ს“ მიერ მომზადებული დასკვნით, ავტომანქანა ,,ME-----------” E 3-- 2--- წლის 22 ნოემბრის შეფასებულ იქნა 520- აშშ დოლარად. დასკვნაში აღნიშნულია, რომ შეფასების ობიექტი დასეტყვილია სრულად და საჭიროებს კაპიტალურ გასწორებას ყველა მხრიდან. ასევე აქვს სავალი ნაწილების პრობლემა, არ მუშაობს სავარძლების გათბობა და კონდიციონერი. დამკვეთის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2--0--2--- წლიდან 2--1--2--- წლამდე პერიოდში ობიექტის სარემონტო სამუშაოებზე დახარჯული იქნა - 2----0- ლარი. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით სადავო ავტომანქანის ,,ME-----------” E 3--- გამოშვების წელი - 2---, ღირებულება შეადგენდა 1- 0-- აშშ დოლარს. ა/მანქანის ღირებულების შესახებ სადავო გარემოების დასადგენად, სასამართლო სათანადო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს ავტომანქანის გაყიდვების ინტერნეტ ვებგვერდიდან მოძიებული ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ფასად იყო შეთავაზება გაკეთებული და ასევე, ინფორმაციას თუ რას შეადგენდა საშუალოდ იმავე მახასიათებლების მქონე მანქანების საბაზრო ღირებულება. აღნიშნული მტკიცებულებანი არ არის კონკრეტული და არ მოიცავს მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო მოძრავ ნივთთან მიმართებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. ცალსახად დგინდება, რომ მეუღლეთა ქორწინების პერიოდში შეძენილი სატრანსპორტო საშუალება გასხვისდა და ერთ-ერთმა მეუღლემ ნ------------------მა ამ გასხვისების შედეგად სარგებელი ვერ მიიღო. მოწინააღმდეგე მხარემ ვერ შესძლო იმ გარემოების დადასტურება, რომ სადავო ქონების გასხვისებით მიღებული თანხა მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სადავო გასხვისების დროც. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ავტომანქანა შო-----------ის სახელზე რეგისტრაციაში გატარდა 1--0--2--- წელს, მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის და კონფლიქტური ურთიერთობების წარმოშობის შემდგომ. ამდენად, სასამართლო ადგენს, რომ საბაზრო ღირებულების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს საქმეზე წარმოდგენილი მოძრავი ქონების შეფასების შესახებ დასკვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, მოსარჩელე მხარეს შესაძლოა პრეტენზია ჰქონდეს დასკვნაში მანქანის საბაზრო ღირებულებად მითითებული თანხიდან - 520- აშშ დოლარიდან შესაბამის წილზე.

 

სადავოა ასევე, მ------რ ჭუ--------ის მიერ 2--- წლის 2- ოქტომბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი უძრავი ქონება, მდებარე ზე----------ს რ-ნი, სოფ. ზო------–ი, საკ. კოდით 3----------- (სასოფლო-სამეურნეო მიწა 2611 კვ.მ.). ხსენებული ხელშეკრულებით, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 160- ლარით. ამდენად, უდავოა ის გარემოება, რომ 2--1--2--- წელს შეძენილი ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქორწინებაში მყოფი მეუღლეების საერთო ქონებას, რის გამოც მოსარჩელე ნ------------------ს უდავოდ გააჩნია უფლება ქონების წილზე. საქმის მასალებით, მ------რ ჭუ--------ემ 2--- წლის 2- აპრილის ჩუქების ხელშეკრულებით კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ზე----------, სოფელი ზო------ი, სასოფლო-სამეურნეო მიწა - 26 11 კვ.მ. საკ. კოდი - 3-----------, საკუთრებაში გადასცა ვა------ ჭუ--------ეს და ეს უკანასკნელი აღირიცხა აღნიშნული ქონების მესაკუთრედ. 2--- წლის 0--------- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კი, ვა------ ჭუ--------ემ ზემოთაღნიშნული უძრავი ქონება, მდებარე ზე----------, სოფელი ზო------ი, 2611 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა (ს/კ 3-----------) 160- ლარად გაასხვისა ვა------ ცხ--------ე და ეს უკანასკნელი 1-.0--2--- წელს საჯარო რეესტრში აღირიცხა მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრედ. შესაბამისად, დგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება გასხვისდა ორჯერ, ჯერ მ------რ ჭუ--------ის მიერ თავის ძმაზე, ხოლო შემდგომ მისი ძმის, ვა------ ჭუ--------ის მიერ სხვა პირზე ნასყიდობის ხელშეკრულებით. სამოქალაქო კოდექსის 477-ე და 183-ე მუხლის შესაბამისიდ, სადავო ქონება საბოლოოდ აღირიცხა ვა------ ცხადაძის სახელზე. მოსარჩელე მხარე არ მოითხოვს ზემოთ მითითებულ გარიგებათა ბათილობას კეთილსინდისიერი შემძენის (სამოქალაოქ კოდექსის 185-ე მუხლი) ინტერესებიდან გამომდინარე, მისი ინტერესია ქონების გასხვისების შედეგად იმ წილის მიღება, რაც მას მეუღლეთა საერთო ქონების განკარგვის შედეგად არ მიუღია. მოპასუხე აღნიშნული კომპენსაციის ფულადი სახით ანაზღაურებას მოითხოვს მოპასუხეებისგან მ------რ ჭუ--------ისა და ვა------ ჭუ--------ისაგან სოლიდარულად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სამართლებრივი ნორმა ზუსტად განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში მოვალეები სოლიდარულ მოვალეებად ჩაითვლებიან. ამავდროულად იგი სოლიდარული ვალდებულების შემადგენელ აუცილებელ ელემენტებსაც განსაზღვრავს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით (სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას სადავო ქონების გასხვისების გამო მოპასუხეების მ------რ ჭუ--------ის და ვა------ ჭუ--------ის მიმართ სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის შესახებ. როგორც უკვე აღინიშნა, საქმის მასალებით, სადავო უძრავი ქონება, მდებარე ზე----------ს რაიონი, სოფ. ზო------ი, ფართობი 2611 კვ.მ. (ს/კ 3-----------) შეძენილი მეუღლეების, ნ------------------ის და მ------რ ჭუ--------ის ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში 2--1--2---წ. ერთ-ერთმა მეუღლემ ქორწინების განმავლობაში განკარგა საერთო საკუთრებაში არსებული ქონება იმგვარად, რომ გასხვისების შედეგად მეორე მეუღლეს, ნ------------------ს რაიმე სახის სარგებელი არ მიუღია. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის მტკიცებით, ვა------ ჭუ--------ისათვის ცნობილი იყო მეუღლეების კონფლიქტის არსებობისა და ამ დაძაბული ურთიერთობის გამო საერთო ქონების განკარგვის შესახებ, ვა------ ჭუ--------ისათვის, როგორც საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობებისაგან დამოუკიდებელი, მესამე პირისათვის ნ------------------ის წინაშე სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძველი ვერ გახდება. მოსარჩელე ნ------------------ს საოჯახო-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე (სამოქალაქო კოდექსის 1166-ე მუხლი) უფლება აქვს მეუღლეს, მ------რ ჭუ--------ეს მოსთხოვოს ქორწინების განმავლობაში შეძენილი საერთო ქონების გასხვისების გამო ფულადი სახის კომპენსაცია თავისი წილის პროპორციულად. სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები განსახილველ შემთხვევაში არ გამოიკვეთა. ამასთან, სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სადავო ქონების ღირებულების - 160- ლარის ოდენობასთან დაკავშირებით მოპასუხე მხარეს საწინააღმდეგო პოზიცია არ დაუფიქსირებია.

 

ზემოთ აღნიშნული მსჯელობის მიხედვით, დგინდება ის სადავო გარემოებანი, რომ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული თითოეული ქონება, კერძოდ, კი უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ლუ--–------------------ (ს/კ 0-------------------------), ა/მანქანები N-----------, გამოშვების წელი 2---, შასი A---------- სარეგისტრაციო მოწმობის NA-------- და M------------ E 3--- სარეგისტრაციო მოწმობა NA-------- და ასევე მიწის ნაკვეთი, მდებარე ზე----------ს რ-ნი, სოფელი ზო------ი (ს/კ 3-----------) წარმოადგენს ნ------------------ის და მ------რ ჭუ--------ის თანასაკუთრებას, ვინაიდან სადავო ნივთები შეძენილია მეუღლეების მიერ ერთობლივი ძალით, საერთო საოჯახო მეურნეობის გაძღოლის პირობებში მათი ქორწინების განმავლობაში. შესაბამისად, ნ------------------ი წარმოადგენს თანასაკუთრებიდან წილზე მოთხოვნის მქონე უფლებამოსილ პირს. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ასევე სადავოა მისაკუთვნებელი წილის ოდენობაც.

 

სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, 1. იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. 3. აღნიშნული საფუძვლით სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მეუღლეთა შორის ქონების გაყოფისას კანონით დადგენილი და განმტკიცებულია თანაბრობის პრინციპი, თუმცა, პატივსადები გარემოებისას, 1168-ე მუხლი ასევე ითვალისწინებს ერთ-ერთი მეუღლის სასარგებლოდ წილთა თანაბრობის პრინციპის დარღვევას. მეუღლეთა შორის განმსაზღვრელია პირადი ურთიერთობები, ქორწინება წარმოადგენს მეუღლეთა პირად კავშირს, რომელშიც არაქონებრივი ხასიათის უფლებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან მეუღლეთა პირადი და ქონებრივი უფლება-მოვალეოებების თანაბრობა საოჯახო ურთიერთობათა არსებობის ყველა ეტაპისათვის გარანტირებული აუცილებლობაა. აღნიშნულის გამონაკლისს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლოსათვის მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისის გადახვევის შესაძლებლობის უფლების მინიჭება. კერძოდ, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის პრეზუმფციას არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გაიზარდოს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. განსახილველი ნორმა აკონკრეტებს, თუ რა ფაქტები და გარემოებები უნდა იქნას გათვალისწინებული არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების შემოწმების დროს, ეს შესაძლებელია იყოს: ერთ-ერთ მეუღლესთან არასრულწლოვანი შვილების ცხოვრების ფაქტი; მისი შრომისუუნარობა ან/და მეორე მეუღლის მიერ საერთო ქონების ოჯახის ინტერესების საზიანოდ ხარჯვის ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მეორე ნაწილით, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი. ამავე კოდექსის 1-01-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ არასრულწლოვანი ბავშვები, და-- ჭუ--------ე და ვ--- ჭუ--------ის საცხოვრებელი ადგილი არის დედის, ნ------------------ის საცხოვრებელი ადგილი. ზემოთ როგორც აღინიშნა, ერთ-ერთ მეუღლესთან არასრულწლოვანი შვილების ცხოვრება, შესაძლოა, გახდეს მეუღლეთა წილის თანაბრობიდან გადახვევის საფუძველი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არასრულწლოვანი შვილების ცხოვრება უპირობოდ არ წარმოშობს ერთი მეუღლისათვის მეორესთან შედარებით გაზრდილი წილის მიკუთვნების წინაპირობას. ამისათვის, აუცილებელია სახეზე იყოს ის გარემოებები, რომელთა არსებობაც მიუთითებს მშობლის მოვალეობის არასათანადო განხორციელებას არასრულწლოვანი შვილების მიმართ, რაც ეწინააღმდეგება და ზღუდავს ბავშვების საუკეთესო ინტერესებს. ამდენად, მეუღლესთან ერთად მცხოვრები არასრულწლოვან შვილების იმ ჭეშმარიტი ინტერესებისა და უფლებების დაცვის მიზნით, კანონმდებლობა ანიჭებს სასამართლოს შესაძლებლობას გადაუხვიოს მეუღლეთა თანაბრობის საწყისს. სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილი მიუთითებს არასრულწლოვანი შვილის ან მეუღლის ყურადსაღები ინტერესებზე. შეფასებითია კატეგორია, თუ რა უნდა იქნეს მიჩნეულ საკმარის საფუძვლად, რათა გაიზარდოს ერთ-ერთი მეუღლის წილი მეორე მეუღლის უფლებების დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ შეუზღუდავად. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე მ------რ ჭუ--------ეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დადგენილი აქვს საალიმენტო ვალდებულება, ამასთან, იგი, როგორც მშობელი არ გაურბის არასრულწლოვანი შვილებზე ზრუნვის მოვალეობას. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია ასევე მამის შვილებთან ურთიერთობის წესი, შესაბამისად, გარკვეულ დროს არასრულწლოვანი ბავშვები მამასთან გაატარებენ. მოსარჩელე მხარე შრომისუნარიანია და ასევე, არ გამოიკვეთა სხვა რაიმე პატივსადები მიზეზი იმისა, რომ მეუღლეთა წილის თანაბრობის პრინციპი დაირღვეს. სამოქალაქო კანონმდებლობით, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მათ თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე აქვთ თანაბარი უფლებები. ორივე მხარის ოჯახური, ჯანმრთელობის მდგომარეობისა თუ ბავშვების აღზრდაში მონაწილეობის მიღების თვალსაზრისით, სასამართლო მოცემულ შემთხვევაში, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მოსარჩელე მხარისათვის გაზრდილი წილის მიკუთვნებას და ადგენს, რომ მხარეთა თანასაკუთრების თანაბრად გაყოფა გავლენას არ მოახდენს არასრულწლოვანი შვილების ინტერესებზე და მათ ნორმალურ პირობებში აღზრდაში. ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვების ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, მათთვის ოჯახური გარემოს შექმნა და ამ ვალდებულებას არც ერთი მშობლები თავს არ არიდებს.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მ------რ ჭუ--------ემ ვერ უზრუნველყო თავისი მტკიცების ტვირთის რეალიზაცია სადავო ქონებაზე განსხვავებულ საკუთრებითი რეჟიმის არსებობის თაობაზე. ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას მეუღლეთა თანაბრობის პრინციპიდან გადახვევის თაობაზე, შესაბამისად, ნ------------------ის სარჩელი როგორც ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე ქონების თანამესაკუთრედ და თ----- მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ½ ნაწილში: მ------რ ჭუ--------ესა და ვა------ ჭუ--------ეს შორის 2--- წლის 2- აპრილს დადებული უძრავი ქონების (ქ. თბილისი, ლუ--–------------------) ჩუქების ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ½ ნაწილში და ნ------------------ი ცნობილ უნდა იქნეს აღნიშნული ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ, ასევე, მოსარჩელე ცნობილ იქნეს ავტომანქანის - N-----------, გამოშვების წელი 2---, შასი - A---------- ½ ნაწილის მესაკუთრედ. მ------რ ჭუ--------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს: ავტომანქანის ,,ME----------- E----- სარეგისტრაციო მოწმობა N A--------, გასხვისების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 260- აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის და ასევე, ზე----------ს რაიონის სოფ. ზო------–ი მდებარე უძრავი ქონების მიწის ნაკვეთის (ს/კ 2----------20)-ისდ გასხვისების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება 80- ლარის ოდენობით. ხოლო დანარჩენ ნაწილში ნ------------------ის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოსარჩელე შეგებებული სარჩელით მოითხოვა ნ------------------ისათვის მ------რ ჭუ--------ის სასარგებლოდ 18 487 ლარისა და 11 650 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

 

მოცემული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში (6.1. პუნქტი) მითითებულ სამართლებრივ ნორმებს და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლო იზიარებს მ------რ ჭუ--------ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნასთან მიმართებითაც.

 

დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 1-2-ე მუხ.).

მ------რ ჭუ--------ის პირველ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ნ------------------ისათვის ამ უკანასკნელის მითითებითვე სარჩელში მითითებული ქორწინების განმავლობაში აღებული სესხის - 20 0-- აშშ დოლარის ნახევრის - 1- 0-- აშშ დოლარის ოდენობით დაკისრება. საქმის მასალებით, 2--- წლის 20 ოქტომბერს სს ,,პრ-----------------ა“ და მ------რ ჭუ--------ეს შორის დაიდო ბინათმენაშენეთა ამხანაგობაში წილი მიწის ნაკვეთის იპოთეკის ხელშეკრულება N1----------, რომლის მიხედვითაც, მსესხებელსა და ბანკს შორის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით N1-----------ით და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად მესაკუთრე მ------რ ჭუ--------ე ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით ტვირთავს მის საკუთრებაში არსებულ ქონებას - ამხანაგობაში არსებულ თავის კუთვნილ წილ მიწის ნაკვეთს. იპოთეკის საგანია: უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ლუ--–-----------ს მიმდებარედ (ნაკვეთი N18----), მესაკუთრე ი.ბ.ა. ,,ახ--–-----------------“, ფართი (მშენებარე), ს-------------------------–--------------------------, ფართი 86.55 კვ.მ. მომავალი მესაკუთრე მ------რ ჭუ--------ე. კრედიტის ძირითადი თ----- ოდენობა განსაზღვრულია 15 0-- (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით. 2--1--2--- წელს სს ,,პრ----------------თან“ ნ------------------მა გააფორმა ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ N1----------. მ------რ ჭუ--------ის განმარტებით, მის სახელზე სს ,,პრ-----------------სგან“ გაცემული იყო 15 0-- აშშ დოლარიანი სესხი ,,საკრედიტო ხაზის“ ფარგლებში, რაც არ ნიშნავს რომ მან სრულად მიიღო 15 0-- აშშ დოლარი, არამედ ადასტურებს, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა სრული თ----- მოცულობის ათვისება. თავად მხარე ადასტურებს, რომ მან ბანკისგან არათუ 20 0-- აშშ დოლარი, არამედ 15 0-- აშშ დოლარიც არ მიუღია სრულად სესხის სახით. ხოლო თვადაპირველი სარჩელით მოსარჩელემ 20 0-- აშშ დოლარის სესხის ოდენობა დააზუსტა და მიუთითა, რომ ქორწინების პერიოდში სს ,,პრ-----------------სგან“ მიღებული იქნა 15 0-- აშშ დოლარის ოდენობის სესხი. აღნიშნული სესხი მიღებული, გახარჯული და დაფარული იქნა ნ------------------ისა და მ------რ ჭუ--------ის მიერ ოჯახის საერთო ინტერესების შესაბამისად, ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.

 

მოსარჩელე ასევე ითხოვს ნ------------------ისათვის მეუღლისათვის მიბარებული თანხების 330- აშშ დოლარის (2--0--2--- წელი) და 20-- ლარის (3--0--2--- წელი) ნახევრის მოპასუსიხათვის დაკისრებას. მხარეები განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ აღნიშნული თანხების ნ------------------ის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვასა და გახარჯვასთან დაკავშირებით. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მ------რ ჭუ--------ის მიერ ნ------------------ის საბანკო ანგარიშზე 2--0--2--- წელს 3 30- აშშ დოლარის, ხოლო 1--0--2--- წელს 1-0- აშშ დოლარის ოდენობის თანხა იქნა შეტანილი. პირადი ანგარიშიდან ნ------------------ი მიერ თ----- გატანის თარიღად ფიქსირდება 2--1-.2--- წელი. მოპასუხის ნ------------------ის (შეგებებული სარჩელით) განმარტებით, აღნიშნული თანხები შეტანილი იქნა ნ------------------ის ანგარიშზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების თავიდან აცილების მიზნით. მითითებული თანხა 4268 აშშ დოლარი ნ------------------ის მიერ, მ------რ ჭუ--------ის თანხლებით გატანილი იქნა ბანკი ,,რ-------–---ს“ ფილიალიდან 2--1-.2--- წელს იმ მიზნით, რომ მ------რ ჭუ--------ეს გადაეხადა 2--1-.2--- წ. აშშ-ში აუქციონზე შეძენილი ა/მანქანის (M------------ E 3--- გამოშვების წელი 2---, კოდი:W---------------) საფასური. აღნიშნულის დასტურად მხარე წარმოადგენს აუქციონზე გაყიდვის დამადასტურებელ მტკიცებულება, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს, მ------რ ჭუ--------ეს საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება არ აქვს წარმოდგენილი. მ------რ ჭუ--------ემ სს ,,ტე-------ში“ ანგარიში დახურა 2--- წლის 2- ივლისს. აღნიშნულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული თანხები მართალია შეტანილია ნ------------------ის საბანკო ანგარიშზე, თუმცა ამ უკანასკნელის მხრიდან არამიზნობრივი ხარჯვა არ დასტურდება. ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში თანხები გახარჯული იქნა ერთობლივი მეურნეობის გაძღოლის პირობებში, შესაბამისად, ამ ნაწილში შეგებებული სარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოსარჩელე მხარე მოითხოვს მასსა და და სს ,,თი---------ს“ შორის 3--0--2--- წელს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული კრედიტის 680- ლარის ნახევრის მოპასუხისათვის დაკისრებას. ნ------------------ის განმარტებით, მისთვის ცნობილი არ იყო მ------რ ჭუ--------ის მიერ 3--0--2--- წელს 680- ლარის ოდენობით ბანკიდან კრედიტის მიღების თაობაზე. მ------რ ჭუ--------ემ 20-- (ორი ათასი) ლარი გადარიცხა ნ------------------ის სს ბანკი ,,რ-------–---ს“ ანგარიშზე, სადაც 3--0--2--- წელს წინსწრებით დაიფარა ნ------------------ის N0-------- სესხის დავალიანება. მ------რ ჭუ--------ის სახელზე 3--0--2--- წელს გაცემული სესხი წარმოადგენს მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში აღებულ ვალს, რაც მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს, თუმცა მისი სრულად დაფარვამდე მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა. კერძოდ, ნ------------------ი და მ------რ ჭუ--------ე 2--- წლის აპრილის თვიდან ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ხოლო მითითებული ვალის საბოლოოდ დაფარვის ვადა განსაზღვრულია 0--1--2020 წელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფის წესს: მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში კუთვნილი წილის თანაზომიერად. მოპასუხე ნ------------------ი (შეგებებული სარჩელით) არ უარყოფს მითითებული სესხის ოჯახის საერთო ინტერესებისათვის გამოყენებას. საერთო ვალების გაყოფის ვალდებულებისაგან ნ------------------ი ვერ გათავისუფლდება მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მან არ იცოდა აღნიშნული სესხის ოდენობა. კრედიტის თანხა წარმოადგენს მ------რ ჭუ--------ესა და ნ------------------ის ქორწინების პერიოდში, საერთო საოჯახო მეურნეობის წარმოების დროს აღებულ საერთო ვალს. საწინააღმდეგო გარემოების დადასტურება მოპასუხემ (შეგებებული სარჩელით) სათანადო მტკიცებულებით ვერ შესძლო. შესაბამისად, მოპასუხე ნ------------------ს აკისრია ვალდებულება მონაწილეობა მიიღოს საერთო ვალების გადახდაში. მეუღლეთა წილი საერთო ქონებაში კი თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნებთან დაკავშირებით, სასამართლომ განსაზღვრა თანაზიარ ქონებაში ½ ნაწილის ოდენობით. გამომდინარე აღნიშნულიდან, ნ------------------ს მ------რ ჭუ--------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის სახით მიღებული თ----- 6 80- ლარის და მასზე დარიცხული სარგებლის ნახევრის - 4038.5 ლარის გადახდა.

 

შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ასევე შეეხება ნ------------------ის მიერ 2--- წლის 17 ივნისს მიღებულ სესხს - 2443 ლარის , ასევე, 2--- წლის 11 ივლისის სესხს - 2296 ლარის, 2--- წლის 1-------------- მიღებული სესხის 5-0- ლარის და 2--- წლის 19 დეკემბრის სესხის - 7070 ლარის ნახევრის მოპასუხისათვის დაკისრებას. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, 1--0--2--- წელს ნ------------------მა სს ბანკი ,,რ-------–---ს“-გან მიიღო სესხი 250- ლარი. ყოველთვიური შენატანის ოდენობად დაფიქსირდა 222 ლარი, ხოლო პირველად შეტანის თარიღი მიეთითა 1--0--2--- წელი. 1--0--2--- წელს N0-------- სესხის ნაშთად მიეთითა 2296 ლარი. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება ნ------------------ის მიერ 1--0--2--- წელს ახალი სესხის ხელშეკრულების გაფორმება და სესხის სახით ბანკისგან 2296 ლარის მიღება; N 0-------- სესხის დაფარვა განხორციელდა შემდეგნაირად: 0--0--2--- წელს 230 ლარი მ------რ ჭუ--------ის მიერ ნ------------------ის საბანკო ანგარიშზე თ----- შეტანით, 1--0--2---წ., 1--0--2---წ. და 1--0--2---წ. ნ------------------ის სახელფასო ანგარიშიდან თანხების ჩამოჭრით. საბოლოოდ სესხის თ----- წინსწრებით დაფარვა მოხდა მ------რ ჭუ--------ის მიერ 3--0--2---წ. ნ------------------ის სასესხო ანგარიშზე 20-- ლარის ოდენობით თ----- შეტანის გზით. ასევე, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, 1--0--2--- წელს ნ------------------მა სს ბანკი ,,რ-------–---სგან“ აიღო სესხი - 5-0- ლარი. ნ------------------ის მითითებით, სწორედ სესხის აღებისა და თ----- გამოტანის დღეს 1--0--2--- წელს არის შეძენილი და რეგისტრირებული ა/მანქანა ,,N----------” სახ. ნომრით - N-----. 1--1-.2--- წელს ნ------------------მა სს ბანკი ,,რე------–---სგან“ სესხის სახით მიიღო 7070 ლარი. სესხის თ----- ჩამოჭრა ხდებოდა ნ------------------ის სახელფასო ანგარიშიდან, ხოლო საბოლოო თანხა წინსწრებით დაფარული იქნა ნ------------------ისათვის დეკრეტული შვებულების გამო ჩარიცხული თანხით. სს ,,თი---------ის“ მიერ 2-.0--2--- წელს გაცემული ცნობით, ბანკი ადასტურებს, რომ ნ------------------ი იყო სს ბანკი ,,რე------–---ს“ კლიენტი და ჰქონდა სესხი (N0--------). 2--- წლის 2- აპრილს საბანკო ანგარიშზე მოხდა 240 ლარის შემოტანა და ანგარიშზე არსებულ ნაშთთან ერთად სესხის სრულად წინსწრებით დაფარვა. ნ------------------ის განმარტებით, 1--1-.2--- წელს მოხდა მიღებული სესხის თანხით 7070 ლარით მოხდა თავდაპირველი 1--0--2---წ. მიღებული სესხის 5-0- ლარის დაფარვა. აღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებათა სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მითითებული სასესხო ვალდებულებები ნ------------------ის მიერ მიღებული იქნა მ------რ ჭუ--------ესთან ქორწინების პერიოდში ოჯახის საერთო ინტერესების შესაბამისად და აღნიშნული ცნობილი იყო მ------რ ჭუ--------ისათვისაც. საწინააღმდეგო სახის მტკიცებულებაზე, მ------რ ჭუ--------ეს არ მიუთითებია და არც წარმოუდგენია. შესაბამისად, მითითებულ ნაწილში, შეგებებული სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

შეგებებული სარჩელის მოთხოვნა არის სათანადოდ დასაბუთებული და შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული ნ------------------ის მიერ თავისი დის, რუ------ნ გო----------ისათვის 2--- წლის 09 მარტს გადარიცხული თ----- 3--0 ლარის ნახევრის 1750 ლარის და 2--- წლის 30 ივნისს სს ,,თი---------ისგან“ მიღებულ სესხზე 68 0-- ლარზე დამატებული ნ------------------ის სახელით განხორციელებული შენატანის 70-- ლარის ნახევრის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 2--- წლის 30 ივნისს სს ,,თი---------ს“, ნ------------------ს და თამარ გო----------ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (N2--------------), რომლის მიხედვითაც მსესხებლებმა ნ------------------მა და თამარ გო----------მა ბანკისგან მიიღეს თანხა 68 0-- ლარი და კრედიტის ვადად განისაზღვრა - 5484 დღე. კრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინის შეძენა. 3--0--2--- წელს სს ,,თი---------ის“ მიერ გაცემული ამონაწერის მიხედვით, ნ------------------ის მიერ საბანკო ანგარიშზე შეტანილი იქნა 70-- (შვიდი ათასი) ლარი. 2--- წლის 29 ივნისს სს ,,თი---------თან“ გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N1------------, რომლის მიხედვითაც იპოთეკის საგანს წარმოადგენს უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, დ-----------------------------------------------------------------------–------------------------------------------). საბოლოოდ აღნიშნული უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ------------------ის მამის, ომარ გო----------ის სახელზე. სწორედ ეს უკანასკნელი ფიქსირდება სადავო ქონების შესაძენად მიღებული კრედიტის დაფარვის მიზნით ყოველთვიურად თ----- შემომტან პირად. შეგებებული სარჩელის ავტორს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ნ------------------ის მიერ ბანკში გადარიცხული თანხების ნ------------------ის საკუთრების ფაქტს, ასევე, საგულისხმოა ისიც, რომ 2--- წლის ივნისის თვეში, მასსა და მ------რ ჭუ--------ეს შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილი იყო, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებით ვერ დასტურდება, რომ მითითებული თანხები წარმოადგენდა ნ------------------ისა და მ------რ ჭუ--------ის ოჯახის მეურნეობის გაძღოლის შედეგად მიღებულ ფინანსურ სახსრებს, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მ------რ ჭუ--------ეს წარმოდგენილი მასალებით, 2--- წლისათვის მიღებული დასაბეგრი შემოსავლები არ უფიქსირდება. ამდენად, სათანადო მტკიცებულებათა არარსებობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის პოზიციას ზემოაღნიშნული თანხების მოპასუხე მხარის მიერ მითვისება და ოჯახის ინტერესების საწინააღმდეგოდ გახარჯვის ფაქტთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის რეალიზება სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის (სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი) შედეგებთან მიმართებით, რის გამოც, შეგებებული სარჩელი მითითებულ ნაწილში უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------რ ჭუ--------ის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე ნ------------------ს მ------რ ჭუ--------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3--0--2--- წელს მ------რ ჭუ--------ესტან დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული კრედიტის და გადასახდელი პროცენტების ნახევრის - 4038.5 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. – 7.2 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომაროების გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 24 მაისის განჩინებით, მოსარჩელე ნ------------------ს შუამდგომლობის საფუძველზე, გადაუვადდა სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, ნ------------------ს თავდაპირველ სარჩელზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 560 ლარის ოდენობით. ხოლო მოპასუხე მ------რ ჭუ--------ეს თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2440 ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 18 დეკემბრის განჩინებით, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მ------რ ჭუ--------ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ დაკმაყოფილდა. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, მოპასუხე ნ------------------ს შეგებებულ სარჩელზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1-1 ლარის ოდენობით, ხოლო მ------რ ჭუ--------ეს შეგებებულ სარჩელზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1--- ლარის ოდენობით. სასამართლო უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისი ლუბლიანას ქ. N44( შეფასებისას გონივრულად მიიჩნევს ნ------------------ის მოსაზრებას წარმოდგენილ მტკიცებულებებზე მითითებით, ვიდრე მ------რ ჭუ--------ის მოსაზრებას შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ვინაიდან შეესაბამება რეალურ საბაზრო ღირებულებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 0-- ლარამდე ოდენობით.

სამოქალაქო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, 1. პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. 2. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები

ორივე მხარემ მოითხოვა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება. სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის საგნის ღირებულების და გაწეული შრომის ღირებულების გათვალისწინებით, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების შესაბამისად, ნ------------------ს მ------რ ჭუ--------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 50- ლარის ოდენობით, ხოლო მ------რ ჭუ--------ეს ნ------------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 150- ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც სა--ვრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასა--ვრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 24 მაისის განჩინებით დადგინდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ვა------ ჭუ--------ეს აეკრძალა მის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ლუ--–--------, სადარბაზო პირველი, სართული 7, ბინა N11 ს/კ 0------------------------- - 2/3 ნაწილის გასხვისება, რაიმე სახის უფლებით დატვირთვა და განკარგვა. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 2- აგვისტოს განჩინებით ყადაღა დაედო მოპასუხე მ------რ ჭუ--------ის (2--0--2--- წ. განჩინება შესწორების შეტანის შესახებ) სახელზე რეგისტრირებული ა/მანქანის N------------ის (გამოშვების წელი - 2---, შასი - A---------- სახელმწიფო ნომერი - N-----, ტექ. პასპორტი - A-------- – 2/3 ნაწილს.

იმის გათვალისწინებით, რომ ქონების თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ------------------ის სასარჩელო მოთხოვნა, სასამართლო არ აუქმებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 24 მაისის და 2--- წლის 2- აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებებს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 47-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 25--ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნ------------------ის (პირადი N5----------) თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი მ------რ ჭუ--------ესა (პირადი N5----------- და ვა------ ჭუ--------ეს (პირადი N5----------) შორის 2--- წლის 2- აპრილს დადებული ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, ქ------–----–--------- / ს/კ N0-------------------------/ – ½ ნაწილში;

1.2. ნ------------------ი (პირადი N5----------) ცნობილ იქნეს უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ქ------–----–--------- /ს/კ N0-------------------------/ – ½ ნაწილის მესაკუთრედ;

1.3. ნ------------------ი (პირადი N5----------) ცნობილ იქნეს ავტომანქანის - /"N-------------გამოშვების წელი - 2---, შასი A---------- ყვითელი 5--, ტექ. პასპორტი A--------/ – ½ ნაწილის მესაკუთრედ;

1.4. მ------რ ჭუ--------ეს (პირადი N5----------- ნ------------------ის (პირადი N5----------) სასარგებლოდ დაეკისროს ავტომანქანის - /„ME-----------E 3--- გამოშვების წელი 2---, რუხი 1--- ტექ. პასპორტი A--------/-ის გასხვისების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 260- აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით;

1.5. მ------რ ჭუ--------ეს (პირადი N5----------- ნ------------------ის (პირადი N5----------) სასარგებლოდ დაეკისროს ზე----------ს რაიონის სოფელ ზო------–ი მდებარე უძრავი ქონების მიწის ნაკვეთის /ს/კ N------------/ - ის გასხვისების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება 80- ლარის ოდენობით;

1.6. მ------რ ჭუ--------ეს (პირადი N5----------- დაეკისროს თავდაპირველ სარჩელზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2440 ლარის ოდენობით;

1.7. ნ------------------ს (პირადი N5----------) დაეკისროს თავდაპირველ სარჩელზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 560 ლარის ოდენობით;

 

2. მ------რ ჭუ--------ის (პირადი N5----------- შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2.1. ნ------------------ს (პირადი N5----------) მ------რ ჭუ--------ის (პირადი N5----------- სასარგებლოდ დაეკისროს - 4038.5 ლარის ანაზღაურება;

2.2. მ------რ ჭუ--------ეს (პირადი N5----------- შეგებებულ სარჩელზე დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1--- ლარის ოდენობით;

2.3. ნ------------------ს (პირადი N5----------) შეგებებულ სარჩელზე დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1-1 ლარის ოდენობით;

 

3. ნ------------------ს (პირადი N5----------) მ------რ ჭუ--------ის (პირადი N5----------- სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 50- ლარის ოდენობით;

 

4. მ------რ ჭუ--------ეს (პირადი N5----------- ნ------------------ის (პირადი N5----------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 150- ლარის ოდენობით;

 

5. გადაწყვეტილების გასა--ვრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასა--ვრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასა--ვრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

 

მოსამართლე: გიორგი მაისურაძე