განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N2ბ/4552-2019
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
თბილისის სააპელაციო სასამართლო
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - მაია გიგაური
მოსამართლეები - ნატალია ნაზღაიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი - ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - თ-------------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ს----------------–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების 2/3 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით თ-------------------–---–ის (პირადი N0----------) თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა; თ-------------------–---–ი (პირადი N0----------) ცნობილ იქნა ს----------------–---–ის (პირადი N0----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე: თ---–--------–------------------; საკადასტრო კოდი N--.1-.0-.0--.0-- - 1/2 ნაწილის მესაკუთრედ; თ-------------------–---–ი (პირადი N0----------) ცნობილ იქნა ს----------------–---–ის (პირადი N0----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე: თ---–--------–------------------; საკადასტრო კოდი N--.1-.0-.0--.0-- - 1/2 ნაწილის მესაკუთრედ; თ-------------------–---–ი (პირადი N0----------) ცნობილ იქნა ს----------------–---–ის (პირადი N0----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე: თ---–--------–------------------; საკადასტრო კოდი N--.1-.0-.0--.0-2 - 1/2 ნაწილის მესაკუთრედ; ს----------------–---–ის (პირადი N0----------) შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; თ-------------------–---–ს (პირადი N0----------) ს----------------–---–ის (პირადი N0----------) სასარგებლოდ დაეკისრა მეუღლეთა თანაცხოვრების განმავლობაში შეძენილი ქონების, მდებარე: თ---–-----------------------, საკადასტრო კოდი N--.1-.1-.---.0--- გასხვისებით მიღებული თანხის - 96000 ლარის 1/2 ნაწილის 48000 ლარის გადახდა; თ-------------------–---–ს (პირადი N0----------) ს----------------–---–ის (პირადი N0----------) სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 1440 ლარის გადახდა; თ-------------------–---–ს (პირადი N0----------) ს----------------–---–ის (პირადი N0----------) სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით; დაუბრუნდა თ-------------------–---–ს (პირადი N0----------) მისი წარმომადგენლის ს------------------ს (პირადი N--0-------) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში (სს "თ-----------", საგადახდო დავალება №0, მიმღების ანგარიში №30--73150) 2017 წლის 14 ივლისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1020 ლარი; ს----------------–---–ს (პირადი N0----------) თ-------------------–---–ის (პირადი N0----------) სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ანაზღაურება;
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1.1. თ-------------------–---–ი და ს----------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1988 წლის 30 აგვისტოდან;
2.1.2. მხარეებმა ქორწინების პერიოდში 11.12.2012 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინეს უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ---–--------–------------------ -დან შენობა-ნაგებობა N1 (საერთო ფართობით 170.5 კვ.მ.) და შენობა ნაგებობა N2-დან (საერთო ფართით 87.95 კვ.მ.) 1/2 ნაწილი (ს/კ N--.1-.0-.0--.0--).
2.1.3. 2015 წლის 25 მაისს უძრავი ქონების მესაკუთრეს, ს----------------–---–ს და ი-----------------ს შორის დაიდო გამიჯვნის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც უძრავი ქონება დაიყო ინდივიდუალურ საკუთრებად და ნაწილი დარჩა საერთო საკუთრებაში; გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, კ--–------------------, დაზუსტებული ფართობი 370 კვ.მ. ფართიდან, ს----------------–---–ის სახელზე აღირიცხა 123 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობები: შენობა N1/2 თავზე არსებული საზაფხულო ფართი 98.97 კვ.მ., შენობა N1/2 II სართულის გეგმა, საერთო ფართი 100.26 კვ.მ., შენობა N1/2 I სართულის გეგმა, საერთო ფართი 96.89 კვ.მ., შენობა N2/1 საერთო ფართი 13.80 კვ.მ. და მიენიჭა საკადასტრო კოდი N--.1-.0-.0--.0--, მისამართი დარჩა ქ. თბილისი, კ--–-------------------. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, ს----------------–---–ის სახელზე აღირიცხა 14 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა: შენობა N1/1 საერთო ფართი 10.69 კვ.მ. და მიენიჭა საკადასტრო კოდი N--.1-.0-.0--.0-2, მისამართი დარჩა თბილისი, კ--–-------------------. ს----------------–---–ის და ი-----------------ს საერთო საკუთრებაში დარჩა ნაკვეთი N2, 233 კვ.მ. მმიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ს----------------–---–ის სახელზე აისახა ნახევარსარდაფში ფართი 28.55 კვ.მ. I სართულზე ფართი 25.39 კვ.მ., ხოლო ი-----------------ს საკუთრებაში დარჩა ნახევარსარდაფში ფართი 31.64 კვ.მ., I სართულზე ფართი 44.72 კვ.მ. და მიენიჭა საკადასტრო კოდი N--.1-.0-.0--.0--, მისამართი დარჩა თბილისი, კ--–-------------------.
2.1.4. მხარეების, ს----------------–---–ის და თ-------------------–---–ის ქორწინების განმავლობაში, თ-------------------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ---–-----------------------, დაზუსტებული ფართობი 313 კვ.მ. (ს/კ N--.1-.1-.---.---);
2.1.5. თ-------------------–---–ი და ს----------------–---–ი განქორწინდნენ 2017 წლის 13 სექტემბერს. 2017 წლის 17 აგვისტოს თ-------------------–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. მათ შორის დღემდე დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა.
2.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო საქმე N2--------- თ-------------------–---–ის სარჩელის გამო ს----------------–---–ის მიმართ, სადაც დავის საგანს წარმოადგენს ვალის მეუღლეთა საერთო ვალად აღიარება და თანხის დაკისრება. მოცემულ საქმეზე დავა დასრულებული არ არის;
2.1.7. ინდივიდუალური აუდიტორის შეფასების ანგარიშით, ს----------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, კ--–-------------------, საკადასტრო კოდით N--.1-.0-.0--.0--, N--.1-.0-.0--.0--, N--.1-.0-.0--.0-2, საბაზრო ღირებულება განისაზღვრა სულ 68 000 ლარის ოდენობით;
2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2.1. მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) თ-------------------–---–ის განმარტებით, მან 2011 წლის 10 ნოემბერს გ------------------ისგან მიიღო თანხა 40 000 აშშ დოლარი, რაც გამოყენებული იქნა ქ. თბილისში, კ--–---------------ში მდებარე უძრავი ქონების შესაძენად. საქმეში წარმოდგენილია 10.11.2011 წელს შედგენილი ხელწერილი, რომლითაც თ-------------------–---–მა გ------------------ისგან მიიღო სესხის თანხა 40 000 აშშ დოლარი. მოწმის სახით დაკითხულმა გ------------------მა განმარტა, რომ მას აღნიშნული თანხა ჰქონდა დედის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის გაყიდვის შედეგად, რომელიც მან გაყიდა 2009 წელს 59 000 აშშ დოლარად. გ------------------ი აღნიშნული თანხით აპირებდა საცხოვრებელი სახლის შეძენას. იგი მეუღლესთან, შვილებთან, დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს მისამართზე ქ. თ---–-----–----------------------–-------------------------ში. გ------------------ის მითითებით, იგი დასაქმებულია და აქვს შემოსავალი დაახლოებით თვეში 1500 ლარი. იგი ასევე დასაქმებული იყო თ-------------------–---–თანაც და ეს უკანასკნელი უხდიდა ანაზღაურებას. მოწმის განმარტებით, რაც გაიგო მეუღლეებს, თ-------------------–---–ის და ს----------------–---–ის განქორწინების და კონფლიქტური სიტუაციის თაობაზე, მან სესხის თანხის დაბრუნების მოთხოვნით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წარმოების დაწყების მოთხოვნით; აღსრულების ეროვნული ბიუროს 29.06.2017 წლის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების მიხედვით, აპლიკანტ გ------------------ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების 40 000 აშშ დოლარის გადახდევინების მოთხოვნით;
2.2.2. აღსრულების ეროვნული ბიუროს 05.07.2017 წლის შეტყობინების მიხედვით, თ-------------------–---–მა შეტყობინების ჩაბარებიდან 10 კალენდარულ დღის ვადაში, წარმოადგინა განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ. რესპოდენტის მიერ განხორციელდა შემდეგი სახის მორიგების პირობების შეთავაზება: თ-------------------–---–ი ეთანხმება წარმოდგენილ მოთხოვნას სრულად, ჯამში 40 800 აშშ დოლარის და 10- ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავს აპლიკანტის მოთხოვნას და გამარტივებული წარმოების საფასურს და აცხადებს თანხმობას აღნიშნული დავალიანება დაფაროს 2017 წლის 15 ივლისიდან 2017 წლის 31 ივლისამდე სრულად; მოწმე გ------------------ის ჩვენების მიხედვით, თ-------------------–---–მა მას 2011 წლის 10 ნოემბერს გადაცემული სესხის თანხის - 40 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ---–-----------------------, დაზუსტებული ფართობი 313 კვ.მ. აღნიშნული პირობა გ------------------ისთვის მისაღები იყო, ვინაიდან იგი აღნიშნული თანხით აპირებდა საცხოვრებელი სახლის შეძენას. 2017 წლის 10 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, თ-------------------–---–მა კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თ---–-----------------------, დაზუსტებული ფართობი 313 კვ.მ. (ს/კ N--.1-.1-.---.---), გაასხვისა გ------------------ზე, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელის სახელზე საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონება. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 96 000 ლარის ოდენობით. ამ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ნასყიდობის საგნის თანხის გადახდა განხორციელდა სრულად 2011 წლის 10 ნოემბრის ვალის აღიარების ხელწერილის საფუძველზე; მოწმე გ------------------ის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება 2017 წელს დაიდო, ქ. თბილისში, დ--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დღემდე ცხოვრობს თ-------------------–---–ი და მისი შვილი ჯ------------–---–ი თავისი ოჯახით. მან, როგორც მესაკუთრემ თ-------------------–---–ს დართო ნება ნასყიდობის გარიგების შემდგომ გარკვეული პერიოდი ეცხოვრა ზემოაღნიშნულ მისამართზე. მოწმის მითითებით, თ-------------------–---–ის მიერ სახლის დაცლის შემდგომ, თავად გ------------------ი აპირებს ამ სახლში ცხოვრებას. მოწმე განმარტავს იმასაც, რომ მან ქ. თბილისში, კ--–--------------ბ-ის მომიჯნავედ ასევე შეიძინა უძრავი ქონება 24 500 აშშ დოლარად, სადაც ამჟამად საცხოვრებელი პირობები არ არის. 2017 წლის 18 ივლისს აპლიკანტ გ------------------ს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაუბრუნდა წარმოდგენილ დავალიანების გადახდევინების შესახებ N1-------- განცხადებაზე დართული დოკუმენტაცია დედნის სახით;
2.2.3. ძველი თბილისის რაიონული პროკურორის 2018 წლის 08 დეკემბრის წერილის მიხედვით, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილებას ქვემდებარეობით შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ს----------------–---–ის ადვოკატის მ---------------–--ის განცხადება დოკუმენტის გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით;
2.2.4. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, კ--–-------------------, საკადასტრო კოდით N--.1-.0-.0--.0--, N--.1-.0-.0--.0--, N--.1-.0-.0--.0-2, შეძენილია მეუღლეების, თ-------------------–---–ის და ს----------------–---–ის მიერ ქორწინების განმავლობაში, ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს თ-------------------–---–ისა და ს----------------–---–ის საერთო საკუთრებას. მხარეები განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ აღნიშნული უძრავი ქონების შეძენის დროს ნასყიდობის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით. თ-------------------–---–ის განმარტებით, მან აღნიშნული უძრავი ქონების შესაძენად თანხა ისესხა გ------------------ისგან. თ-------------------–---–მა ე-–----------------ას და მის მეუღლეს, ა-----------------ს უძრავი ქონების გაფორმებამდე ბეს სახით მისცა თანხა 20 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგების შემდგომ, 20 000 აშშ დოლარი გადაუხადა მათ. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს მოწმე ა-----------------ი, რომელიც განმარტავს, რომ მან სრულად მიიღო ნასყიდობის თანხა 40 000 აშშ დოლარის ოდენობით. თუმცა კონკრეტულად ვერ იხსენებს, დარჩენილი 20 000 აშშ დოლარი ნაწილ-ნაწილ გადაუხადა თ-------------------–---–მა თუ ერთიანად. ს----------------–---–ის განმარტებით კი, მას ნასყიდობის დარჩენილი საფასური ნაწილ-ნაწილ მიჰქონდა ე-–----------------ასთან და მის მეუღლესთან, რასაც არ ეთანხმება მოწმე ა-----------------ი. თ-------------------–---–ის განმარტებით, აღნიშნული სახლის შეძენა მოხდა ოჯახის საერთო ვალით, რომლის დაბრუნების ვალდებულებით ს----------------–---–ი არ დაინტერესებულა;
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3.1. მოსარჩელე თ-------------------–---–მა ძირითადი სარჩელით მოითხოვა: ს----------------–---–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე თბილისი, კ--–-------------------, საკადასტრო კოდებით N--.1-.0-.0--.0--, N N--.1-.0-.0--.0--, N--.1-.0-.0--.0-2, თითოეული უძრავი ნივთის ½ ნაწილის მესაკუთრედ აღიარება.
საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამავე კოდექსის 183-ე მუხლით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები (სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლი).
სასამარათლოს განმარტებით, დადგენილია, რომ თ-------------------–---–ი და ს----------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1988 წლის 30 აგვისტოდან. ისინი განქორწინდნენ 2017 წლის 13 სექტემბერს. მხარეებს შორის დღემდე დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა. თ-------------------–---–მა ს----------------–---–მა ქორწინების პერიოდში 11.12.2012 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინეს უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ---–--------–------------------ დან შენობა-ნაგებობა N1 (საერთო ფართობით 170.5 კვ.მ.) და შენობა ნაგებობა N2-დან (საერთო ფართით 87.95 კვ.მ.) 1/2 ნაწილი (ს/კ N--.1-.0-.0--.0--). საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 2015 წლის 25 მაისს უძრავი ქონების მესაკუთრეს, ს----------------–---–ს და ი-----------------ს შორის დაიდო გამიჯვნის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც უძრავი ქონება დაიყო ინდივიდუალურ საკუთრებად და ნაწილი დარჩა საერთო საკუთრებაში. გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, კ--–------------------, დაზუსტებული ფართობი 370 კვ.მ. ფართიდან, ს----------------–---–ის სახელზე აღირიცხა 123 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობები: შენობა N1/2 თავზე არსებული საზაფხულო ფართი 98.97 კვ.მ., შენობა N1/2 II სართულის გეგმა, საერთო ფართი 100.26 კვ.მ., შენობა N1/2 I სართულის გეგმა, საერთო ფართი 96.89 კვ.მ., შენობა N2/1 საერთო ფართი 13.80 კვ.მ. და მიენიჭა საკადასტრო კოდი N--.1-.0-.0--.0--, მისამართი დარჩა ქ. თბილისი, კ--–-------------------. ამავე ხელშეკრულებით, ს----------------–---–ის სახელზე აღირიცხა 14 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა: შენობა N1/1 საერთო ფართი 10.69 კვ.მ. და მიენიჭა საკადასტრო კოდი N--.1-.0-.0--.0-2, მისამართი დარჩა თ---–--------–------------------. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ს----------------–---–ის და ი-----------------ს საერთო საკუთრებაში დარჩა ნაკვეთი N2, 233 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ს----------------–---–ის სახელზე აისახა ნახევარსარდაფში ფართი 28.55 კვ.მ. I სართულზე ფართი 25.39 კვ.მ, ხოლო ი-----------------ს საკუთრებაში დარჩა ნახევარასარდაფში ფართი 31.64 კვ.მ., I სართულზე ფართი 44.72 კვ.მ. და მიენიჭა საკადასტრო კოდი N--.1-.0-.0--.0--, მისამართი დარჩა თ---–--------–------------------.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობათა წარმოშობას. განსახილველი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ამდენად, სამართლებრივი ნორმა მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივი ინსტიტუტის შემოღებით ემსახურება სწორედ მეუღლეთა ურთიერთვალდებულებების სამართლიანი და ობიექტური ბალანსის უზრუნველყოფის მიზანს. უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის. ამდენად, დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, კ--–-------------------, საკადასტრო კოდით N--.1-.0-.0--.0--, N--.1-.0-.0--.0--, N--.1-.0-.0--.0-2, შეძენილია მეუღლეების, თ-------------------–---–ის და ს----------------–---–ის მიერ ქორწინების განმავლობაში, ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში. შესაბამისად, წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას. მართალია, მხარეები ერთიან პოზიციას არ აფიქსირებენ აღნიშნული უძრავი ქონების შესაძენად ნასყიდობის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული არ ცვლის ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოპასუხე ს----------------–---–მა ცნო სასარჩელო მოთხოვნა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე თბილისი, კ--–--------------ბ-ში, რეგისტრირებული შემდეგი საკადასტრო კოდებით: N--.1-.0-.0--.0--, N--.1-.0-.0--.0-2, N--.1-.0-.0--.0--, 1/2 ნაწილზე თ-------------------–---–ის მესაკუთრედ აღიარების შესახებ, რაც წარმოადგენს თ-------------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლომ თ-------------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა და იგი ცნო ს----------------–---–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე: თ---–--------–------------------; საკადასტრო კოდი N--.1-.0-.0--.0-- - 1/2 ნაწილის, თ---–--------–------------------; საკადასტრო კოდი N--.1-.0-.0--.0-- – 1/2 ნაწილისა და თ---–--------–------------------; საკადასტროკოდიN--.1-.0-.0--.0-2–1/2 ნაწილის მესაკუთრედ.
3.2.2. ს----------------–---–მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა მოპასუხე თ-------------------–---–ს მოსარჩელე ს----------------–---–ის სასარგებლოდ დაკისრებოდა მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების, მდებარე თბილისი, დ-------------, ს/კ N--.1-.1-.---.0--- გასხვისებით მიღებული თანხის 96 000 ლარის 1/2 -ის 48 000 (ორმოცდარვაათასი) ლარის გადახდა.
მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების უფლების წარმოშობასთან დაკავშირებით, თ-------------------–---–ის სარჩელთან მიმართებით გადაწყვეტილების 2.3.1. ნაწილში მითითებული სამართლებრივი ნორმები გაიზიარა სასამართლომ ს----------------–---–ის შეგებებულ სარჩელთან მიმართებითაც.
სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ მხარეების, ს----------------–---–ის და თ-------------------–---–ის ქორწინების განმავლობაში, თ-------------------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ---–-----------------------, დაზუსტებული ფართობი 313 კვ.მ. (ს/კ N--.1-.1-.---.---). საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აღნიშნულ ქონებაზე, თ-------------------–---–ის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს: ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი, საქმე N2-------, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 2001 წლის 7 ნოემბერს გაცემული საინვენტარიზაციო გეგმა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე თ-------------------–---–მა 1991 წელს იყიდა სახლი, მდებარე დ--------------ში რიმა ბაგიანისაგან, გადაიხადა სახლის საფასური და დაიწყო ცხოვრება ოჯახით. მხარეები არ უარყოფენ იმ გარემოებას, რომ თ-------------------–---–ი ს----------------–---–თან და შვილთან ერთად რამდენიმე წელი ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე მათ შორის ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტამდე. მოცემულ საქმეზე, უდავოა, რომ ს----------------–---–ი და თ-------------------–---–ი ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1988 წლის 30 აგვისტოდან. ისინი განქორწინდნენ 2017 წლის 13 სექტემბერს. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, სადავო უძრავი ქონება, რომელიც ქორწინების პერიოდში საკუთრების უფლებით აღირიცხა თ-------------------–---–ის სახელზე, წარმოადგენს მეუღლეების, ს----------------–---–ისა და თ-------------------–---–ის ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებას.
სასამართლომ განმარტა, რომ თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება, რომელიც შეძენილია (ან შემქნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი. მეუღლეთა საერთო ქონება არის ქონება, რომელიც მეუღლეებმა ერთობლივად შეიძინეს. შეძენაში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება მხოლოდ ფულადი თანხის გადახდა, არამედ ორივე მეუღლის ნება მიმართულია ქონების მათ საკუთრებაში გადასვლაზე. ამდენად, უძრავი ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევის საკითხის დადგენისას განმსაზღვრელია უძრავი ქონების მეუღლეების მიერ ერთობლივად, რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში საერთო სახსრებით შეძენის ფაქტი და ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების საფუძვლის წარმოშობის თარიღი.
მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი კი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიერ დადგენილი კანონისმიერი პრეზუმფციის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, რომელიც საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე მიუთითებს. სასამართლოს განმარტებით, მითითებული საქმის განხილვისას, მოპასუხე თ-------------------–---–მა ვერ შესძლო მიეთითებინა და წარმოედგინა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მხარეთა ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე (მდებარე ქ. თ---–-----------------------, დაზუსტებული ფართი 313.00 კვ.მ.) საკუთრების განსხვავებული რეჟიმის არსებობას. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ მითითებული უძრავი ქონება, შეძენილია მეუღლეების, თ-------------------–---–ისა და ს----------------–---–ის ქორწინების პერიოდში და შესაბამისად, მასზე ვრცელდება მეუღლეთა საერთო საკუთრება.
სასამართლოს განმარტებით, ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე თ-------------------–---–მა კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თ---–-----------------------, დაზუსტებული ფართობი 313 კვ.მ. (ს/კ N--.1-.1-.---.---), გაასხვისა გ------------------ზე, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელის სახელზე საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონება. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 96 000 ლარის ოდენობით. ამ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ნასყიდობის საგნის თანხის გადახდა განხორციელდა სრულად 2011 წლის 10 ნოემბრის ვალის აღიარების ხელწერილის საფუძველზე. განსახილველი შემთხვევაში, მოსარჩელე ს----------------–---–ი მოითხოვს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებით მიღებული სარგებლის 96 000 ლარის ნახევრის 48 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი ადგენს, რომ სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანიმიადგეს სხვას.
სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. ამავე კოდექსის 1166-ე მუხლის მიხედვით, თუ საერთო ქონების გაყოფისას ერთერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს მიეცემა შესაბამისი ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცია. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის სამართლებრივ შედავებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ სადავო ქონების გასხვისებით, 2017 წლის 10 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, თ-------------------–---–ს სარგებელი არ მიუღია, რაც პირდაპირ არის აღნიშნული ხელშეკრულებაშიც. ნასყიდობის საგნის თანხის გადახდა განხორციელდა სრულად 2011 წლის 10 ნოემბრის ვალის აღიარების ხელწერილის საფუძველზე და მას თანხა (ნასყიდობის საფასური) 2017 წლის 10 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას არ მიუღია.
სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) თ-------------------–---–ის განმარტებით, მან 2011 წლის 10 ნოემბერს გ------------------ისგან მიიღო თანხა 40 000 აშშ დოლარი, რაც გამოყენებული იქნა ქ. თბილისში, კ--–---------------ში მდებარე უძრავი ქონების შესაძენად. გ------------------ისგან თანხის მიღებას ადასტურებს 10.11.2011 წელს შედგენილი ხელწერილი, რომლითაც თ-------------------–---–მა გ------------------ისგან მიიღო სესხის თანხა 40 000 აშშ დოლარი. მოწმის სახით დაკითხულმა გ------------------მა განმარტა, რომ მას აღნიშნული თანხა ჰქონდა დედის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის გაყიდვის შედეგად, რომელიც მან გაყიდა 2009 წელს 59 000 აშშ დოლარად. გ------------------ი აღნიშნული თანხით აპირებდა საცხოვრებელი სახლის შეძენას. იმ დროისათვის თანხა ჰქონდა სახლში და თ-------------------–---–ს ასესხა საჭიროებიდან გამომდინარე. გ------------------ი მეუღლესთან, შვილებთან, დედასთან და ძმასთან ერთად დღემდე ცხოვრობს მისამართზე ქ. თ---–-----–----------------------–-------------------------ში. გ------------------ის მითითებით, იგი დასაქმებულია და აქვს შემოსავალი დაახლოებით თვეში 1 500 ლარი. იგი ასევე დასაქმებული იყო თ-------------------–---–თანაც და ეს უკანასკნელი უხდიდა ანაზღაურებას. მოწმის განმარტებით, რაც გაიგო მეუღლეების, თ-------------------–---–ის და ს----------------–---–ის განქორწინების და კონფლიქტური სიტუაციის თაობაზე, მან სესხის თანხის დაბრუნების მოთხოვნით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წარმოების დაწყების მოთხოვნით. აღსრულების ეროვნული ბიუროს 29.06.2017 წლის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების მიხედვით, აპლიკანტ გ------------------ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების 40 000 აშშ დოლარის გადახდევინების მოთხოვნით. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა გ------------------ი და თ-------------------–---–ი მორიგდნენ. ამ უკანასკნელმა განაცხადა თანხმობა აღნიშნული დავალიანება დაეფარა 2017 წლის 15 ივლისიდან 2017 წლის 31 ივლისამდე სრულად. მოწმე გ------------------ის ჩვენების მიხედვით, თ-------------------–---–მა მას 2011 წლის 10 ნოემბერს გადაცემული სესხის თანხის - 40 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ---–-----------------------, დაზუსტებული ფართობი 313 კვ.მ. აღნიშნული პირობა გ------------------ისთვის მისაღები იყო, ვინაიდან იგი აღნიშნული თანხით აპირებდა საცხოვრებელი სახლის შეძენას. გ------------------ის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება 2017 წელს დაიდო, ქ. თბილისში, დ--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დღემდე მესაკუთრის გ------------------ის კეთილი ნების საფუძველზე ცხოვრობს თ-------------------–---–ი და მისი შვილი ჯ------------–---–ი თავისი ოჯახით. ხოლო თ-------------------–---–ის მიერ სახლის დაცლის შემდგომ, თავად გ------------------ი აპირებს ამ სახლში ცხოვრებას. მოწმე განმარტავს იმასაც, რომ მან ქ. თბილისში, კ--–--------------ბ-ის მომიჯნავედ ასევე შეიძინა უძრავი ქონება 24 500 აშშ დოლარად, სადაც ამჟამად საცხოვრებელი პირობები არ არის.
სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ თ-------------------–---–მა ს----------------–---–თან ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ---–------------------------ში 2017 წლის 10 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა სხვა პირზე. საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის გარიგების ნამდვილობას მხარეები მოცემულ შემთხვევაში სადავოდ არ ხდიან. ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის საგნის ფასია 96 000 ლარი. მოპასუხე მხარის განმარტებით, მან აღნიშნული უძრავი ქონება გ------------------ს საკუთრებაში გადასცა ვალის სანაცვლოდ, რომელიც 2011 წელს, ასევე მეუღლეთა ქორწინების პერიოდში აიღო და მისი გასტუმრება ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის ივლისის თვიდან სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს გ------------------ი, სადავო სახლში ცხოვრობს მოპასუხე თ-------------------–---–ი. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ თ-------------------–---–ის მიერ უძრავი ქონების გასხვისების დოკუმენტს - ნასყიდობის გარიგების ნამდვილობას მხარეები დღეისობით სადავოდ არ ხდიან. მართალია, თ-------------------–---–ი უარყოფს ამ ხელშეკრულების შედეგად რაიმე სარგებლის მიღებას, თუმცა უდავოა, რომ მან გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცა აღნიშნული ქონება გ------------------ს საკუთრებაში. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან გამომდინარე, ქონებრივი უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებით, მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს იმას, ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის საფასური როდის მიიღო. ნათელია, რომ თ-------------------–---–ს თანხა მიღებული აქვს და ამ თანხის სანაცვლოდ ქონება გასხვისებულია სხვა პირზე, რასაც ადასტურებს მოწმე გ------------------ი. სასამართლომ აქვე ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ თუკი უძრავი ქონების გასხვისებით მოხდა მეუღლეთა საერთო ვალების გადახდა (როგორც ამას მოპასუხე მხარე მიუთითებს), აღნიშნული წარმოადგენს სხვა დავის საგანს და დამოუკიდებელი მოთხოვნის საფუძველია. საქმის მასალებიდან კი ირკვევა, რომ თ-------------------–---–ს სარჩელი აქვს აღძრული სასამართლოში ს----------------–---–ის მიმართ მეუღლეთა საერთო ვალად აღიარებისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით. სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფის წესს. საქმეში არ მოიპოვება მყარი სახის მტკიცებულება, რომელიც დამაჯერებელს გახდიდა იმ გარემოებას, რომ თ-------------------–---–ის მიერ თანაცხოვრების პერიოდში აღებული ვალი ცნობილი იყო ს----------------–---–ისათვის და აღნიშნული თანხა მოხმარებული იყო თუნდაც ოჯახური თანაცხოვრებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების - მდებარე: ქ. თბილისი, დ--------------ში, გასხვისებით მიღებული სარგებლიდან - 96 000 ლარიდან 1/2 ნაწილის - 48 000 ლარის მოპასუხე თ-------------------–---–ისათვის დაკისრების საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ნაწილობრივ, კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტს, რომლითაც ს----------------–---–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და თ-------------------–---–ს (პირადი N0----------) ს----------------–---–ის (პირადი N 0----------) სასარგებლოდ დაეკისრა მეუღლეთა თანაცხოვრების განმავლობაში შეძენილი ქონების, მდებარე: თ---–-----------------------, საკადასტრო კოდი N--.1-.1-.---.0--- გასხვისებით მიღებული თანხის - 96 000 ლარის 1/2 ნაწილის 48 000 ლარის გადახდა.
შესაბამისად, ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ს----------------–---–ის შეგებებული სარჩელი და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს----------------–---–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდება. ასევე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის საოქმო განჩინება, რომლითაც თ-------------------–---–ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შეჩერდება საქმის წარმოება ს----------------–---–ის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით.
აპელანტის განმარტებით, 2017 წლის 03 მაისს ს----------------–---–მა აღძრა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილი იქნა - მოპასუხე თ-------------------–---–ს დაეკისროს მეუღლეთა თანაცხოვრების განმავლობაში შეძენილი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, დოესის ქ. 69, ს/კ 01.1-.1-.---.---) გასხვისებით მიღებული თანხის 96 000 (ოთხმოცდათექვსმეტი ათასი) ლარის 1/2-ის 48000(ორმოცდარვაათასი) ლარის გადახდა.
თ-------------------–---–მა ს----------------–---–ის შეგებებულ სარჩელზე აღძრა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილი იქნა ვალის მეუღლეთა საერთო ვალად აღიარება. 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით უარი ეთქვა თ-------------------–---–ს შეგებებული სარჩელის მიღებაზე, თუმცა განჩინებით განმარტებული მითითებების შესრულება და დაზუსტებული შეგებებული სარჩელის შეტანა ვერ მოხერხდა იქიდან გამომდინარე, რომ განჩინება თ-------------------–---–ის შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ ჩაბარდა იმ დროს, როდესაც უკვე მთავარ სხდომაზე იყო საქმე გადასული. ყოველივე აღნიშნულის შესაბამისად, იძულებული გახდა ცალკე სარჩელი აღეძრა მოცემული შეგებებული სარჩელით დაყენებული მოთხოვნით.
2018 წლის 24 ოქტომბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა ს----------------–---–ის შუამდგომლობა, მოწმის სახით გ------------------ის დაკითხვის თაობაზე, ასევე, დაკმაყოფილდა თ-------------------–---–ის შუამდგომლობა მოწმის სახით ა-----------------ის დაკითხვასთან დაკავშირებით. მოწმის სახით მოწვეული იქნა გ------------------ი იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მას საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ---–------------------------ში 2017 წლის 10 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, თ-------------------–---–მა აღნიშნული უძრავი ქონება გადასცა ვალის სანაცვლოდ, აღნიშნულთან დაკავშირებით თ-------------------–---–ი მიუთითებდა როგორც შესაგებელში, ასევე შეგებებულ სარჩელში, რომელიც სასამართლოს მიერ არ იქნა მიღებული. ხოლო სასამართლოს მიერ ს----------------–---–ის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით მოწვეული იქნა მოწმედ გ------------------ი. ხოლო ა-----------------ი მოწვეული იქნა იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, კ--–-------------- ბ შეძენილია თ-------------------–---–ის მიერ 40 000 აშშ დოლარად.
აპელანტის განმარტებით, ვინაიდან, ქონების გასხვისებით მეუღლეთა საერთო ვალების გადახდა უნდა დადასტურებულიყო ან შეგებებული სარჩელით ან ახალი დამოუკიდებელი სარჩელით და რადგანაც მიმდინარე საქმეზე სასამართლოს მიერ არ იქნა დაშვებული შეგებებული სარჩელი და ახალი სარჩელი ქონდა აღძრული, რომელიც სხვა მოსამართლის წარმოებაში იყო, რის შესახებაც წერილობით წარდგენილი იქნა შესაბამისი მტკიცებულება, მიიჩნია, რომ სხვა სამოქალაქო დავის განხილვამდე წარმოება უნდა შეჩერებულიყო, რის შესახებაც დააყენა შუამდგომლობა საქმის წარმოების ნაწილობრივ შეჩერების შესახებ ს----------------–---–ის შეგებებულ სარჩელთან მიმართებით, რადგანაც გამოსაკვლევი იყო იდენტური ფაქტობრივი გარემოებები, რომლის თაობაზეც მიმდინარე საქმეზე სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული იყო შუამდგომლობები.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე საქმეზე 2019 წლის 27 თებერვლის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა თ-------------------–---–ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებაში 3.2 პუნქტში (დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები) სასამართლომ მოწმედ დაკითხულ პირთა მიერ მიცემულ ჩვენებებს, როგორც ფაქტობრივი ასევე სამართლებრივი შეფასება მისცა და მეორე მხრივ, ამავე გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ აღნიშნული წარმოადგენს სხვა დავის საგანს და დამოუკიდებელი მოთხოვნის საფუძველია. ამავდროულად ამავე გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მიმდინარე საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თ-------------------–---–ს სარჩელი აქვს აღძრული სასამართლოში ს----------------–---–ის მიმართ მეუღლეთა საერთო ვალად აღიარებისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით.
აპელანტი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სხვა სამოქალაქო საქმის ფარგლებში იხილებოდა მეუღლეთა საერთო ვალად აღიარებისა და თანხის დაკისრების მოთხოვნა, მიმდინარე საქმეზე სასამართლომ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასება მისცა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც მიმდინარე საქმეში არსებულ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით არ შედიოდა მტკიცების საგანში, და წარმოადგენდა სხვა სამოქალაქო საქმის მტკიცების საგანში შემავალ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის სამართლებრივი შეფასება მხოლოდ სხვა სამოქალაქო დავის ფარგლებში იყო შესაძლებელი. მიმდინარე საქმეზე კი სასამართლომ დაადგინა და შეფასება მისცა სხვა სამოქალაქო საქმეზე დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებს, ამდენად, მიმდინარე საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება წარმოადგენს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულ გადაწყვეტილებას.
აპელანტს მიაჩნია, რომ მიმდინარე საქმეზე სასამართლო გასცდა ს----------------–---–ის შეგებებული სარჩელის ფარგლებს. სასამართლომ დაარღვია არა მხოლოდ შეჯიბრებითობის პრინციპი არამედ კანონის უზენაესობაც, ვინაიდან იმ პირობებში, როდესაც თ-------------------–---–ის შეგებებული სარჩელი არ მიიღო და ასევე არ შეაჩერა საქმის წარმოება, არც გააერთიანა თუნდაც თავისი ინიციატივით სხვა მოსამართლის წარმოებაში არსებული თ-------------------–---–ის სარჩელი, ამასთან არ იცნობდა ს----------------–---–ის პოზიციას და ასევე, პოზიციას როგორც ფაქტობრივი ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლომ მიმდინარე საქმეზე გადაწყვეტილებაში მიუთითა შემდეგი: (იხ. გადაწყვეტილება გვ.17) "საქმეში არ მოიპოვება მყარი სახის მტკიცებულება, რომელიც დამაჯერებელს გახდიდა იმ გარემოებას, რომ თ-------------------–---–ის მიერ თანაცხოვრების პერიოდში აღებული ვალი ცნობილი იყო ს----------------–---–ისათვის და აღნიშნული თანხა მოხმარებული იყო თუნდაც ოჯახური თანაცხოვრებისათვის."
მართლმსაჯულება განეკუთვნება განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ საქმიანობათა კატეგორიას, რომელიც შეიძლება განახორციელოს მხოლოდ საერთო სასამართლოებმა. თავის მხრივ, მართლმსაჯულების განხორციელება სამოქალაქო საქმეებზე ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ განუხრელად უნდა იხელმძღვანელოს საქმეთა განხილვის იმ წესებით რომელიც დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. სამოქალაქო საქმეთა განხილვა ამ წესების უგულებელყოფით ამ წესებიდან არსებითი გადახვევით აღარ იქნება მართლმსაჯულება.
აპელანტის განმარტებით, თავდაპირველ მოსარჩელეს წარმოადგენდა თ-------------------–---–ი. თ-------------------–---–მა სარჩელით მოითხოვა უძრავი ქონებების მდებარე: ქ. თბილისი კ--–-------------------ზე 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა. ს----------------–---–მა შეიტანა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილი იქნა შემდგეგი - მოპასუხე თ-------------------–---–ს დაეკისროს მეუღლეთა თანაცხოვრების განმავლობაში შეძენილი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, დოესის ქ. 69, ს/კ 01.1-.1-.---.---) გასხვისებით მიღებული თანხის 96 000 (ოთხმოცდათექვსმეტი ათასი) ლარის 1/2-ის 48000 (ორმოცდარვაათასი) ლარის გადახდა. თ-------------------–---–ის მიერ იქნა შეტანილი შესაგებელი სადაც მითითებული იქნა რომ ოჯახის საერთო ინტერესებისათვის შეძენილი იქნა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი კ--–-------------------ში ქორწინების პერიოდში გ------------------ისგან აღებული საერთო ვალით. ამდენად, უძრავი ქონება მდებარე ქ------–-----------------------ში, მიყიდული იქნა გ------------------ზე ხოლო თანხის გადახდა განხორციელდა სრულად 2011 წლის 10 ნოემბრის ვალის აღიარების ხელწერილის საფუძველზე.
აპელანტს მიაჩნია, რომ ამ ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და ს----------------–---–ის შეგებებულ სარჩელზე თ-------------------–---–ის შეგებებული სარჩელის აღძვრის პირობებში, მაშინ როდესაც, სასამართლო ინფორმირებული იყო, რომ თ-------------------–---–ი საერთო ვალის აღიარებასთან დაკავშირებით აყენებდა მოთხოვნას და ამ მოთხოვნის გარეშე ვერ გააქარწყლებდა და ვერ გააბათილებდა ს----------------–---–ის მიერ აღძრულ სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლომ ისე განიხილა საქმე, რომ არც საქმის წარმოება შეაჩერა და არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლება გამოიყენა საქმეთა გააერთიანების შესახებ, თუნდაც მხარეს საქმეთა გაერთიანებაზე არ დაეყენებინა შუამდგომლობა, სასამართლო უფლებამოსილი იყო საქმეზე საქმის გარემოებების სრულფასოვანი გამოკვლევისა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების მიზნით გამოეყენებინა უფლება საქმეთა გაერთიანების თაობაზე, მაშინ როდესაც, მიმდინარე საქმეზე იმ სახის შუამდგომლობები იქნა დაკმაყოფილებული, რითაც სხვა დავის ფარგლებში იჭრებოდა.
ამდენად, როგორც აპელანტი აღნიშნავს, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის კანონის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება და გაცდა სასამართლო უფლებამოსილებას, იმ ფარგლებში განიხილა, რაც სასარჩელო მოთხოვნის გაცდენას წარმოადგენს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული სასამართლო აქტების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ თ-------------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თ-------------------–---–ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
4.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
4.1.1. სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- თ-------------------–---–ი და ს----------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1988 წლის 30 აგვისტოდან, ისინი განქორწინდნენ 2017 წლის 13 სექტემბერს.
- მხარეების, ს----------------–---–ის და თ-------------------–---–ის ქორწინების განმავლობაში, თ-------------------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თ---–-----------------------, დაზუსტებული ფართობი 313 კვ.მ. (ს/კ N--.1-.1-.---.---). საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აღნიშნულ ქონებაზე, თ-------------------–---–ის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს: ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი, საქმე N2-------, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 2001 წლის 7 ნოემბერს გაცემული საინვენტარიზაციო გეგმა.
- 2011 წლის 10 ნოემბერს შედგენილი ხელწერილით, თ-------------------–---–მა გ------------------ისგან მიიღო სესხის თანხა 40 000 აშშ დოლარი.
- თ-------------------–---–მა კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თ---–-----------------------, დაზუსტებული ფართობი 313 კვ.მ. (ს/კ N--.1-.1-.---.---), 2017 წლის 10 ივლისს გაასხვისა გ------------------ზე, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელის სახელზე საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონება. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 96 000 ლარის ოდენობით. ამ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ნასყიდობის საგნის თანხის გადახდა განხორციელდა სრულად 2011 წლის 10 ნოემბრის ვალის აღიარების ხელწერილის საფუძველზე.
პალატა ვერ გაიზიარებს როგორც წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში, ისე სასამართლო სხდომაზე აპელანტის მიერ გაჟღერებულ პოზიციას, რომ სადავო ქონების გასხვისებით სარგებელი არ მიუღია და განხორციელდა უძრავი ქონების ვალის სანაცვლოდ გადაცემა, ამასთან, პირველი ინსტანციის მიერ საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შედეგად არ მიეცა საშუალება ედავა საერთო ვალების გაყოფის მოთხოვნით, რაც საფუძველი გახდებოდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა შინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
პალატა განმარტავს, რომ თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვიდან მიღებული სარგებლის მოთხოვნისას მნიშვნელოვანია სახეზე იყოს ის წინაპირობები, რაც დასახელებული ნორმების თანახმად კანონმდებლის მიერ იქნა დადგენილი, კერძოდ, უნდა დადგინდეს, იყო თუ არა მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება და წარმოადგენს თუ არა მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობა არსებობდა 1988 წლის 30 აგვისტოდან 2017 წლის 13 სექტემბრამდე.
ამასთან, პალატას მიაჩნია, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი როგორც 2011 წლის 10 ნოემბრის ვალის აღირების შესახებ ხელშეკრულება, ისე 2017 წლის 10 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება და ნასყიდობის საფასური, სადავო უძრავი ქონება შეძენილი და გასხვისებულ იქნა ს----------------–---–ისა და თ-------------------–---–ის თანაცხოვრების პერიოდში, რის გამოც იგი უნდა ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, ხოლო მისი განკარვით მიღებული შემოსავალი წარმოადგენს იმ ქონებრივ სარგებელს, რომელიც მიღებულია საზიარო ქონების გასხვისების შედეგად.
ამდენად, დადგენილად უნდა იქნეს ცნობილი, რომ თ-------------------–---–მა უძრავი ქონების განკარგვის შედეგად მიიღო ქონებრივი სარგებელი, რაც შეადგენს 96 000 ლარს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ქონების გაყიდვის შედეგად მოსარჩელე ს----------------–---–მა, რომელსაც გააჩნდა აღნიშნული ქონების განკარგვის შედეგად სარგებლის მიღების კანონისმიერი საფუძველი, გადაეცა მიღებული თანხიდან რაიმე წილი. ამასთან, არ დგინდება, რომ მიღებული თანხა მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს.
ამდენად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიანიჭა ს----------------–---–ს უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიღებული სარგებელიდან 1/2 წილის ოდენობის თანხა, შესაბამისად, არ არსებობს თ-------------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
4.1.2. საქართველოს სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს შემთხვევებს, როცა სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება საპროცესო კოდექსით პირდაპირ განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას და, როცა სასამართლო არ არის ვალდებული, მაგრამ უფლებამოსილია, შეაჩეროს საქმის წარმოება.
საქმის წარმოების შეჩერების ფაკულტატური შემთხვევებისას, სასამართლოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რომ ობიექტური შეფასების საფუძველზე, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ესა თუ ის საპროცესო ინსტიტუტი.
ნორმატიული დათქმა – საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნებიდან, კერძოდ, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება, აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.
მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა.
სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ცალკე არსებული დავით არ იკვეთებოდა სასამართლოს მხრიდან აღნიშნულ ურთიერთობაზე გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობა. საქართველოს საპროცესო კანონმდებლობა შეგებებული სარჩელის აღძვრის წინაპირობებს განსაზღვრავს არა სავალდებულოდ, არამედ მხარეს ანიჭებს შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში მისი აღძვრის უფლებას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ თ-------------------–---–ი ცალკე დავას აწარმოებს მოწინააღმდეგე ს----------------–---–თან მეუღლეთა შორის საერთო ვალების გაყოფის შესახებ, არ შეიძლება გახდეს იმ ფაქტის გამაბათილებელი საშუალება, რომ ერთი მეუღლის მიერ უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მეორე მეუღლეს არ ეკუთვნის აღნიშნულის შედეგად მიღებული სარგებელიდან შესაბამისი წილი. თ-------------------–---–ის სარჩელის სამომავლოდ დაკმაყოფილების შემთხვევაში მხარეებს შორის შესაძლოა დამატებით წარმოიშვას ურთიერთვალდებულებათა გაქვითვის საჭიროება.
შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობდა საქმის წარმოების შეჩერების განმაპირობებელი საფუძველი, ვინაიდან არ დადასტურდა ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც შეუძლებელს გახდიდა წინამდებარე დავის გადაწყვეტას აპელანტის მიერ მითითებული სამოქალაქო ან ადმინისტრაციული დავის განხილვის დასრულებამდე, რასაც ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობები. ამიტომ, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის. შესაბამისად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 1920 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ადვოკატისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობაზე და განმარტავს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრული ფარგლების დადგენას განაპირობებს. ნიშანდობლივია, რომ მითითებული გარემოებები გასათვალისწინებელია სასამართლოს მხრიდან საკუთარი დისკრეციის გამოყენების პირობებში, მოგებულ მხარეს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი 4%-მდე აუნაზღაუროს. 4 %-იანი ლიმიტი იმ ოდენობის მაქსიმუმია, რომელიც მეორე მხარეს შეიძლება დაეკისროს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. პალატა მიიჩნევს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს.
მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე ს----------------–---–ის წარმომადგენელი მ---------------–--ე მოითხოვს აპელანტისთვის იურიდიული დახმარებისთვის გაწეული ხარჯის 1 000 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრებას, რაც უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. აპელანტს თ-------------------–---–ს მოსარჩელე ს----------------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარების ხარჯის სანაცვლოდ გაწეული ხარჯის 1 000 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ-------------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება;
3. თ-------------------–---–ს ს----------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 1 000 ლარის გადახდა;
4. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: მაია გიგაური
მოსამართლეები: ნატალია ნაზღაიძე
ვლადიმერ კაკაბაძე