გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.03.2019
საქმის ნომერი
190210118002287704
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/404-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21.03.2019 წ. ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე ტ------ მ--------ა

მოპასუხე შეგებებულ სარჩელში

წარმომადგენელი მანანა ლიპარტელიანი

მოპასუხე ტ--–--- ა-–---ი

მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში

წარმომადგენელი მაგული კორძაია

დავის საგანი ქორწინების დროს შეძენილი უძრავი ქონების გაყოფა

შეგებებულ სარჩელში ქორწინების დროს შეძენილი ქონების კომპენსაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. ტ------ მ--------ას სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ტ------ მ--------ას საკუთრების უფლების აღიარება გარდაბანში ს-------------------------ის (კოდი 8-------------------) 1/2 წილზე;

 

ტ--–--- ა-–---ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

 

1.2. ტ------ მ--------ასათვის ტ--–--- ა-–---ის სასარგებლოდ 11 763 ლარის დაკისრება.

 

(19.03.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

სარჩელის გარემოებები

 

2008 წლის 15 აპრილს მოხდა მხარეებს შორის ქორწინების რეგისტრაცია. 2016 წლის 22 დეკემბერს განქორწინდნენ. ქორწინების განმავლობაში 2010 წლის 5 ოქტომბერს შეიძინეს გარდაბანში ს------------------------, რომელიც აღირიცხა მეუღლის ტ--–--- ა-–---ის სახელზე. ქონება შეძენილია ქორწინების პერიოდში, რის გამოც ორივე მეუღლე თანაბარწილად არის მისი მესაკუთრე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

ტ--–--- ა-–---ის შეგებებული სარჩელი გარემოებები

 

ტ--–--- ა-–---მა შეგებებულ სარჩელით მოითხოვა ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების კომპენსაციის დაკისრება. მოპასუხის განმარტებით, განქორწინების შემდეგ მოპასუხემ წაიღო ბინაში განთავსებული ყველა მოძრავი ნივთი, მათ შორის წაიყვანა ავტომობილი, რაც შეძენილი იყო მათი ქორწინების დროს. ამ ნივთების ღირებულება ბინის ღირებულებაზე მეტია. ბინის ღირებულებაა 7 200 აშშ დოლარი. მოძრავი ნივთების სარგებლობაზე პრეტენზიას არ აცხადებს, თუმცა მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ამ ნივთების ღირებულების ნახევარი.

 

ტ--–--- ა-–---მა არ ცნო სარჩელი, რადგან მოპასუხის მიერ წაღებული ქონების ღირებულება ბინის ფასს აღემატება.

 

ტ------ მ--------ამ ნაწილობრივ ცნო შეგებებული სარჩელი შედეგი საფუძვლების გამო:

 

ქორწინების პერიოდში შეძენილი არ არის სარეცხი მანქანა, იგი დაქორწინებამდე თავად შეიძინა. ავტომობილით მხოლოდ იგი სარგებლობდა, ბავშვები დაჰყავდა სკოლაში, მეუღლემ იგი აჩუქა, რის გამოც არის მისი ინდივიდუალური სარგებლობის ნივთია. ასევე ინდივიდუალური სარგებლობის ნივთია ლეპტოპი, რადგან არის სკოლის მასწავლებელი და სამსახურისთვის იყენებდა. მოპასუხე არ დაეთანხმა ბინის ღირებულების შეფასებას და განმარტა, რომ ბინის ღირებულებაა 10 2000 აშშ დოლარი. ავტომობილი კი გაყიდა 1900 აშშ დოლარად. მოპასუხის განმარტებით, მას არ წაუღია გაზის გამათბობელი, ჭურჭელი, ფარდის კარნიზები, საცხობი, ტახტის გადასაფარებელი.

 

ტ------ მ--------ამ ცნო შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მაცივრის ღირებულების 200 ლარის და სამზარეულოს სამეულის ღირებულების 200 ლარის დაკისრების შესახებ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები უნდა დადგინდეს მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ტ------ მ--------ასა და ტ--–--- ა-–---ს შორის ქორწინება დარეგისტრირდა 2008 წლის 15 აპრილს, ხოლო განქორწინდნენ 2016 წლის 22 დეკემბერს. მათ ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი.

 

საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობის თანახმად, ტ--–--- ა-–---ს და ტ------ მ--------ას შორის ქორწინება დარეგისტრირდა 2008 წლის 15 აპრილს, სააქტო ჩანაწერი N21164000069.

 

განქორწინების მოწმობის თანახმად, მხარეებს შორის ქორწინების შეწყვეტა რეგისტრირებულია 2016 წლის 22 დეკემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (ს.ფ. 3-6. ტომი 1)

- შესაგებელი ( ს.ფ. 31-35. ტომი 1 )

- ქორწინების და განქორწინების მოწმობის ასლები (ს.ფ. 18. 230. ტომი 1)

 

3.1.2. ქორწინების პერიოდში მეუღლეთა მიერ შეძენილია უძრავი ქონება მდებარე გარდაბანში ს------------------------ ქონების ღირებულებაა 7 200 აშშ დოლარი (19 562 ლარი).

 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, 2010 წელის 5 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონება გარდაბანში, ს------------------------ (კოდი 8------------------). ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია ტ--–--- ა-–---ი.

 

მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ ეს ქონება შეძენილია მათი ქორწინების პერიოდში, თუმცა მხარეებს შორის სადაოა ამ ქონების საბაზრო ღირებულება. ტ--–--- ა-–---ის განმარტებით ქონების ფასია 7 200 აშშ დოლარი, ხოლო ტ------ მ--------ას განმარტებით ქონების ღირებულებაა 10 200 აშშ დოლარი.

 

ტ------ მ--------ას მიერ წარმოდგენილია შპს ტობ 2008“-ს აუდიტის დასკვნაა, რომლის თანახმად, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაა 10 200 აშშ დოლარი. ბინა მდებარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე და ბინის ფართია 17 კვ.მ. უძრავი ქონების 1 კვ.მ ფართის ღირებულებაა 600 აშშ დოლარი. შესაბამისად, ბინის მთლიანი ღირებულებაა 10 200 აშშ დოლარი.

 

ტ--–--- ა-–---ის მიერ ბინის შეფასების შესახებ წარმოდგენილია აუდიტორ თამარ კაპანაძის დასკვნა, რომლის მიხედვით ბინის ღირებულებაა 7 200 აშშ დოლარი, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 19 562 ლარს. დასკვნაში მითითებულია, რომ უძრავი ქონება შეფასებულია სხვა ანალოგებთან შედარების შედეგად და მითითებულია, რომ შედარებულია განაცხადებში (ss.ge ID-2374595, ID-2273461) მითითებულ ბინების ფასთან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბინის ღირებულება უნდა განისაზღვროს თამარ კაპანაძის დასკვნის საფუძველზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ აუდიტის დასკვნა თავისი შინაარსით ექსპერტიზის დასკვნის მნიშველობის მქონე მტკიცებულებაა. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ პუნქტის მიხედვით, აუდიტორი არის სერტიფიცირებული ბუღალტერი, რომელიც არის ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციის წევრი, რეგისტრირებულია აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში (შემდგომ – რეესტრი) და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება), მათ შორის, ინდივიდუალურად; ამავე მუხლის „ნ“ პუნქტის მიხედვით, აუდიტორული დასკვნა – აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რამდენად არის ფინანსური ანგარიშგება მომზადებული ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, წარდგენის შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად, ან უარს განაცხადებს მოსაზრების გამოთქმაზე;

 

ამდენად, აუდიტორის მიერ მომზადებული შეფასების ანგარიში არის სპეციალური ცოდნის მქონე პირის, ბუღალტრული ცოდნის მქონე პირის მიერ გაკეთებული შეფასება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, 1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

თამარ კაპანაძის მიერ მომზადებულ დასკვნაში მითითებულია, რომ ქონება შეფასდა ქალაქ გარდაბანში მდებარე სხვა ანალოგიური ბინების ფასებთან შედარებით. შეფასებისას გამოყენებული ამ მეთოდის შესახებ მითითებული არ არის შპს „ტობ 2008“-ის მიერ მომზადებულ საექსპერტო დასკვნაში. დასკვნაში მითითებულია, რომ შეფასების დროს იხელმძღვანელა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალებით და საბაზრო კონიუქტურით, თუმცა დაკონკრეტებული არ არის ამგვარი ბინის საბაზრო ფასები რომელი კრიტერიუმით დადგინდა ან ბინის ინდივიდუალური რომელი მახასიათებელია (მაგალითად რემომტის მდგომარეობა და სხვა) ასეთი ფასის განმსაზღვრელი გარემოება.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაა 7200 აშშ დოლარი, რაც ეროვნული ვალუტაში შეადგენს 19 562 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 19. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 3-6. ტომი 1)

- შესაგებელი ( ს.ფ. 31-35. ტომი 1 )

- შპს ტობა 2008-ის დასკვნა (ს.ფ. 164-167. ტომი1 )

- თამარ კაპანაძის დასკვნა (ს.ფ.160 )

 

3.2.1. ტ--–--- ა-–---ის და ტ------ მ--------ას მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილია ავტომობილი მერსედეს ბენცი A 160 სახ ნომერი E------, რომელიც რეგისტრირებული იყო ტ--–--- ა-–---ის საკუთრებად. ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტის შემდეგ ტ------ მ--------ამ გაასხვისა 1900 აშშ დოლარად. ქორწინების დროს არის ასევე შეძენილი საძინებლის გარნიტური შავ-თეთრი ტონალობით; სამზარეულოს გარნიტური; სამზარეულოს სამეული; ბეკოს ფირმის მაცივარი; ნოუთბუქი; ბოშის ფირმის ხორცის საკეპი მანქანა; სხვადასხვა ჭურჭელი; გაზის გამათბობელი; უთო; წყლის გამაცხელებელი; ფარდის კარნიზები; ელექტროსაცხოი ღუმელი; 4 ცალი ტახტის გადასაფარებელი .

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დავის საგანი ქორწინების დროს შეძენილი ქონების გაყოფა, ხოლო ტ--–--- ა-–---ი მოითხოვს იმ მოძრავი ნივთების ღირებულების გაყოფას, რომელიც არის ტ------ მ--------ას მფლობელობაში. შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის უნდა დადგინდეს 3 ძირითადი გარემოება: რა მოძრავი ნივთები შეიძინეს მხარეებმა ქორწინების პერიოდში, რა არის თითოეულის ღირებულება, ტ------ მ--------ა მეუღლეთა გაყრის შემდეგ რა ნივთებს დაეუფლა.

 

შეგებებულ სარჩელში ტ--–--- ა-–---ი განმარტავს, რომ მეუღლეთა მიერ შეძენილია შემდეგი მოძრავი ნივთები

· საძინებლის გარნიტური შავ-თეთრი ტონალობით -1200 აშშ დოლარი

· სამზარეულოს გარნიტური - 530 აშშ დოლარი

· სამზარეულოს სამეული - 300 აშშ დოლარი

· ბოშის ფირმის სარეცხი მანქანა - 400 აშშ დოლარი

· ბეკოს ფირმის მაცივარი - 500 აშშ დოლარი

· ნოუთბუქი - 400 აშშ დოლარი

· ბოშის ფირმის ხორცის საკეპი მანქანა - 100 აშშ დოლარი

· სხვადასხვა ჭურჭელი - 400 აშშ დოლარი

· გაზის გამათბობელი - 980 ლარი

· უთო - 100 აშშ დოლარი (245 ლარი)

· წყლის გამაცხელებელი - 100 აშშ დოლარი(245 ლარი)

· ფარდის კარნიზები 2 კომპლექტი - 150 აშშ დოლარი (367 ლარი)

· მიკროტალღური ღუმელი - 100 აშშ დოლარი (245 ლარი)

· 4 ცალი ტახტის გადასაფარებელი - 120 აშშ დოლარი (300 ლარი)

· ავტომობილი მერსედეს ბენცი A 160 სახ ნომერი E------

 

ტ------ მ--------ა არ უარყოფს, რომ ქორწინების პერიოდშია შეძენილი შემდეგი ნივთები:

· საძინებლის გარნიტური შავ-თეთრი ტონალობით

· სამზარეულოს გარნიტური

· სამზარეულოს სამეული

· ბეკოს ფირმის მაცივარი

· ნოუთბუქი

· ბოშის ფირმის ხორცის საკეპი მანქანა

· სხვადასხვა ჭურჭელი

· გაზის გამათბობელი

· უთო

· წყლის გამაცხელებელი

· ფარდის კარნიზები

· მიკროტალღური ღუმელი

· 4 ცალი ტახტის გადასაფარებელი

· ავტომობილი მერსედეს ბენცი A 160 სახ ნომერი E------

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში უარყო მიკროტალღური ღუმელის არსებობა, თუმცა სასამართლო სხდომაზე მხარეთა განმარტებებით დასტურდება, რომ შეგებებულ სარჩელში მოხსენიებულ ამ ნივთში იგულისხმება ელექტროსაცხობი ღუმელი.

 

მოპასუხე ასევე განმარტავს, რომ ავტომობილი მას მეუღლემ აჩუქა და მისი ინდივიდუალური სარგებლობის ნივთია, მხოლოდ იგი იყენებდა ამ ნივთს, მიდიოდა სამსახურში და დაჰყავდა შვილები. მოპასუხე ასევე ინდივიდუალური სარგებლბის ნივთად მიიჩნევს ლეპტოპს. ამდენად, სადაო არ არის, რომ ავტომობილი და ლეპტოპი შეძენილია ქორწინების პერიოდში, ხოლო არის თუ არა იგი ინდივიდუალური სარგებლობის ნივთი და ექვემდებარება თუ არა მეუღლეებს შორის გაყოფას, სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

რაც შეეხება სარეცხ მანქანას, ტ------ მ--------ას მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით - საგარანტიო ტალონით დასტურდება, რომ ბოშის ფირმის სარეცხი მანქანა 2007 წლის 12 აპრილს შეძენილია მაღაზია ელიტელექტრონიკსში ტ------ მ--------ას მიერ. ამდენად, ეს ნივთი შეძენილი მხარეთა დაქორწინებამდე, რადგან მხარეებს შორის ქორწინება დარეგისტრირდა 2008 წლის 15 აპრილს.

 

ქორწინების პერიოდში ზემოთმითითებული ნივთების შეძენის ფაქტი (გარდა სარეცხი მანქანისა) მხარეთა განმარტებებით დასტურდება და სადაო არ არის, თუმცა მხარეებს შორის სადაოა ამ ნივთების ღირებულება.

 

საძინებლის ღირებულება ტ--–--- ა-–---ის განმარტებით არის 1200 აშშ დოლარი, ხოლო ტ------ მ--------ას განმარტებით იგი ერთად შეიძინეს და გადაიხადეს 1600 ლარი. სასამართლო აღნიშნავს, რომ ტ--–--- ა-–---ის მოთხოვნაა მეუღლეთა თანასაკუთრება მოძრავ ნივთებზე გაიყოს მისი ღირებულების კომპენსაციის გზით, რის გამოც შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე მას ეკისრება მტკიცების ტვირთი, დაასაბუთოს ნივთების ის ღირებულება, რაც სარჩელში მიუთითა (სსსკ მე-4 და 102-ე მუხლები). სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარის ახსნა-განმარტება მტკიცებულების ერთერთი სახეა, თუმცა ახსნა-განმარტების საფუძველზე ამა თუ იმ გარემოების არსებობის მტკიცებისათვის გასათვალისწინებელია თავად დასადგენი გარემოების თავისებურება. ისეთ პირობებში როცა მხარეების განმარტებებს შორის წინააღმდეგობაა, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება კონკრეტული სადაო გარემოების მტკიცებისათვის საკმარისი არ არის და იმ მხარემ, რომელიც თავის პოზიციას ამ თუ ამ ფაქტს აფუძნებს, სხვა მტკიცებულებით უნდა დაასაბუთოს მიერ მითითებული ფაქტის არსებობა. ამ შემთხვევაში ნივთების ღირებულების კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნა ტ--–--- ა-–---ს აქვს აღძრული, რის გამოც მასზეა ამ ნივთის ღირებულების დასაბუთების მტკიცების ტვირთი. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ საძინებლის ღირებულებაა 1200 აშშ დოლარი, რის გამოც სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ამ ნივთის ღირებულებაა 1600 ლარი, ის ფასი რაც მიუთითა მოპასუხემ.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სამზარეულო კარადის ღირებულებაა 1100 ლარი, ხოლო სამზარეულოს სამეულის - მაგიდის და სავარძლების ფასია 300 აშშ დოლარი (797 ლარი). მოპასუხის განმარტებით, სამზარეულო კარადების ღირებულებაა 530 აშშ დოლარი (1300 ლარი), იგი დაამზადა თამაზ გოგოლაძემ. ტ--–--- ა-–---ის მიერ წარმოდგენილია თამაზ გოგოლაძის 2018 წლის 28 თებერვალს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, სადაც მითითებულია, რომ ტ--–--- ა-–---მა მის ავეჯის საამქროში შეიძინა სამზარეულოს გარნიტური დაახლეობით 900 ლარის ღირებულებით, რაც დაამონტაჟა ტ--–--- ა-–---ის სახლში 3-4 წლის წინ. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვის დროს თამაზ გოგოლაძემ განმარტა, რომ ტ--–--- ა-–---ის შეკვეთით დაამზადა სამზარეულოს კარადები 3,4 წლის წინ. თავდაპირველად გადაიხადა 900 ლარამდე თანხა, ხოლო შემდეგ კიდევ დაამატა ტ--–--- ა-–---ის თხოვნით კარადა, რის გამოც სულ 1100 ლარამდე აქვს გადახდილი. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ სამზარეულოს კარადების ღირებულებაა 1100 ლარი.

 

რაც შეეხება სამზარეულოს მაგიდას და დივანს. ტ------ მ--------ას განმარტებით, მაგიდა იყიდეს 40 ლარად, ხოლო დივანი 300 ლარად. მოპასუხემ ცნო მოთხოვნა სამზარეულოს ავეჯის ღირებულებიდან 200 ლარის გადახდის შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ იგი რამდენიმე წლის წინ არის შეძენილი და სარგებლობით გამოწვეული ცვეთის გამო მისი ღირებულება შემცირდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი განმარტების პირობებში მოპასუხეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, თუ რას შეადგენს ამჟამად ნივთების რეალური ღირებულება მათი შეძენის შემდეგ სარგებლობის შედეგად რას შეადგენს მისი ფასი. ასეთი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, რის გამოც მისი ღირებულება უნდა განისაზღვროს მოსარჩელის მიერ მითითებული ფასით.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით საგარანტიო ტალონებით დასტურდება, თუ რა თანხაა ტ------ მ--------ას მიერ გადახდილი შემდეგი ნივთების შეძენის დროს:

 

2010 წლის 13 აპრილს 150 ლარად შეძენილია კენვუდის ფირმის ხორცის საკეპი მანქანა. 2013 წლის 17 აგვისტოს 560 ლარად შეძენილია acer-ის ფირმის ნოუთბუქი.

2014 წლის 30 დეკემბერს მაღაზიაში ტექნოლუქსი შეძენილია უთო 90 ლარად.

 

2010 წლის 9 იანვარს ტ------ მ--------ას მიერ შეძენილია ბეკოს ფირმის მაცივარი 26080M ლილოს ბაზრობაზე. ტ--–--- ა-–---ის განმარტებით, ამ ნივთის ღირებულებაა 500 აშშ დოლარი, ხოლო მოპასუხის განმარტებით იგი შეიძინეს 725 ლარად. ტ--–--- ა-–---ს არ წარმოუდგენია მაცივრის 500 აშშ დოლარად შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულება, რის გამოც მის ღირებულებად უნდა განისაზღვროს 725 ლარი.

 

რაც შეეხება გაზის გამათბობლის, ჭურჭლის, წყლის გამაცხელებლის, სამზარეულოს ელექტროღუმელის, ფარდის კარნიზების და ტახტის გადასაფარებლის ღირებულებას. ტ--–--- ლაიევის განმარტებით, გაზის გამათბობლის ღირებულებაა 980 ლარი, რაზეც მოპასუხემ განმარტა, რომ ეს ნივთი მას არ წამოუღია და მის მფლობელობაში არ არის., ამდენად, ამ ნივთის ღირებულება სადაო არ არის და იგი უნდა განისაზღვროს 980 ლარით.

 

წყლის გამაცხელებელი მოსარჩელის მიერ შეფასებულია 100 აშშ დოლარად, ხოლო მოპასუხის განმარტებით, იგი შეიძინეს 250 ლარად, რაც 100 აშშ დოლარის ეროვნული ვალუტაში ექვივალენტის თანხის ფარგლებში მითითებული ფასია, შესაბამისად, წყლის გამაცხელებლის ფასი უნდა განისაზღვროს 250 ლარით. სამზარეულოს ელექტროღუმელის ფასი სარჩელის მიხედვით არის 100 აშშ დოლარი, რომლის შესახებ მოპასუხემ განმარტა, რომ მიკროტალღური ღუმელი არ ჰქონიათ, თუმცა სხდომაზე მხარეთა განმარტებებით დასტურდება, რომ ტ--–--- ა-–---ის მიერ მიკროტალღურ ღუმელად მითითებული ნივთი არის ელექტროსაცხობი ღუმელი, რომლის კონკრეტული ფასი მოპასუხეს არ მიუთითებია, ამდენად, მისი ღირებულება უნდა განისაზღვროს 245 ლარით. გადასაფარებლის ღირებულად მოსარჩელემ მიუთითა 120 აშშ დოლარი, ხოლო ფარდის კარნიზების ღირებულება 150 აშშ დოლარი, რაზეც მოპასუხემ განმარტა, რომ ეს ნივთები არ წაუღია, ხოლო მათი კონკრეტული ფასი არ მიუთითებია. შესაბამისად, მათი ღირებულება მოსარჩელის მიერ მითითებული ფასით უნდა განისაზღვროს.

 

ტ------ მ--------ა ნივთების ღირებულების შესახებ განმარტავს, რომ სარგებლობის შედეგად გამოწვეული ცვეთის გათვალისწინებით მათი თავდაპირველი ღირებულება, შეძენის დროს არსებული ფასი შემცირდა ყოველწლიურად 10%-ით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ძირითად საშუალებათა შეძენის, დადგმისა და სხვა კაპიტალიზებადი ხარჯები გამოიქვითება ეტაპობრივად, ამორტიზაციის ანარიცხების სახით, გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საამორტიზაციო ანარიცხების სრული გამოქვითვის უფლების გამოყენების შემთხვევისა.

 

ამავე კოდექსის 111-ე მუხლის მიხედვით, 1. ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. მე-3 ნაწილის თანახმად, ძირითადი საშუალებები, რომლებიც ამორტიზაციას ექვემდებარება, ჯგუფდება ამორტიზაციის ნორმების მიხედვით. კერძოდ, ცხრილის მე-2 პუნქტის მიხედვით სპეციალური ინსტრუმენტები, ინვენტარი და მოწყობილობა; კომპიუტერები, მონაცემთა დამუშავების პერიფერიული მოწყობილობები და აღჭურვილობა; ელექტრონული მოწყობილობა, საამორტიზაციო ნორმაა 20%. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაგებობაზე საამორტიზაციო ანარიცხების (ანუ ქონების სარგებლობით გამოწვეული ცვეთით ღირებულების შემცირება) გამოქვითვა ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო კოდექსით მიზნებისათვის გადასახადების ადმინისტრირების მიზანს ემსახურება, რაც განსახილველ საქმეში სადაო არ არის. საქმეზე სასარჩელო მოთხოვნაა მეუღლეთა მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების ღირებულების დაკისრება, რის გამოც საქმისათვის მნიშვნელოვანია ნივთების ღირებულების დადგენა. თუკი მოპასუხეს არ ეთანხმება მოსარჩელის შეფასებას, შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მას უნდა წარმოედგინა მტკიცებულება, სადაც შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად იქნება შეფასებულია სადაო ნივთების ღირებულება. ასეთი მტკიცებულება ტ------ მ--------ას არ წარმოუდგენია.

 

ქორწინების პერიოდში შეძენილი მოძრავი ნივთია სატრანსპორტო საშუალება მერსედეს ბენცი A 160 სახ ნომერი E------, რომლის ღირებულება მხარეებს შორის სადაოა.

 

კერძოდ, ტ------ მ--------ას მიერ წარმოდგენილი შპს ტობო 2008-ის 2019 წლის 11 თებერვლის საექსპერტო დასკვნის თანახმად, ავტომობილის ღირებულება შეფასების დროისათვის (2019 წლის 11 თებერვალი) მოიაზრება 1500 აშშ დოლარის ოდენობით. დასკვნაში მითითებულია, რომ ტ------ მ--------ას განცხადებული ჰქონდა ავტომობილის რეალიზაციის შესახებ საიტზე MY AUTO.GE , ხოლო ავტომობილი გასხვისებულია 1900 აშშ დოლარად, რასაც ადასტურებს ტ------ მ--------ა და ავტომობილის გასხვისების დამსწრე ვლადიმერ ბუდაევი. დასკვნის თანახმად, ავტომობილის ფაქტობრივად რეალიზაციის გათვალისწინებით მის ღირებულებად განისაზღვრება რეალიზაციის დროს გადახდილი თანხა 1900 აშშ დოლარი.

 

ტ--–--- ა-–---ის მიერ წარმოდგენილი აუდიტორ თამარ კაპანაძის მიერ შედგენილ 2018 წლის 30 ოქტომბრის შეფასების ანგარიშში ავტომანქანის საბაზრო ღირებულებად განსაზღვრულია 6520 ლარი, რაც არის 2 413 აშშ დოლარი (დასკვნის შედგენის დღეს 1 აშშ დოლარის გაცვლის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსია 2,7020 ლარი). სასამართლო განმარტავს, რომ ისეთ შემთხვევაში, როცა შესაფასებელი ავტომობილი მხარეების მფლობელობაში არ არის და მისი დათვალიერების შედეგად ფასი ვერ განისაზღვრება, საექსპერტო შეფასების დროს დგინდება მსგავს ნივთებთან შედარების გზით ქონების საშუალო ღირებულება და არა ამ კონკრეტული ნივთის ღირებულება მისი ინდივიდუალური მახასიათებლების და თავისებურების გათვალისწინებით. შპს ტობი 2008-ის დასკვნაში არ არის მითითებული, რა კონკრეტული მახასიათებლების ან და შესადარებელი ობიექტების კვლევის შედეგად დადგინდა მითითებული ფასი.

 

ამდენად, მხარეთა ქორწინების პერიოდში შეძენილი ნივთების ღირებულებაა:

1. საძინებლის გარნიტური შავ-თეთრი ტონალობით - 1600 ლარი

2. სამზარეულოს გარნიტური - 1100 ლარი.

3. სამზარეულოს სამეული - 735 ლარი.

4. ბეკოს ფირმის მაცივარი - 725 ლარი

5. ნოუთბუქი -560 ლარი.

6. ბოშის ფირმის ხორცის საკეპი მანქანა - 150 ლარი.

7. სხვადასხვა ჭურჭელი 980 ლარი

8. გაზის გამათბობელი - 1063 ლარი

9. უთო - 90 ლარი

10. წყლის გამაცხელებელი - 245 ლარი

11. ფარდის კარნიზები -367 ლარი

12. მიკროტალღური ღუმელი - 245 ლარი

13. 4 ცალი ტახტის გადასაფარებელი 300 ლარი

14. ავტომობილი მერსედეს ბენცი A 160 სახ ნომერი E------ – 5133,8 ლარი

ამ ნივთების საერთო ღირებულებაა 12 558,8 ლარი.

 

საქმის განხილვისათვის მნიშვნელოვანი გარემოებაა ასევე ის, თუ რა ნივთებია ტ------ მ--------ას მფლობელობაში, რადგან შეგებებული სარჩელით მოთხოვნილია მის მფლობელობაში არსებული ნივთების ღირებულების ნახევრის ანაზღაურება, რის გამოც უნდა დადგინდეს განქორწინების შემდეგ რა ნივთებს დაეუფლა ტ------ მ--------ა, საცხოვრებელი ბინიდან რა ნივთები წაიღო.

 

მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ ტ------ მ--------ას მფლობელობაშია საძინებელი, სამზარეულოს კარადები, სამზარეულოს სამეული, ბეკოს ფირმის მაცივარი, ნოუთბუქი ხორცსაკეპი ელექტრომანქანა, უთო, წყლის გამაცხელებელი. ტ------ მ--------ა დაეუფლა ავტომობილს, რომელიც გაასხვისა 1900 აშშ დოლარად.

 

მოპასუხის განმარტებით, სხვადასხვა სახის ჭურჭლის შესახებ ინფორმაცია არა აქვს, არ წაუღია, ასევე არ წამოუღია გაზის გამათბობელი და ფარდის კარნიზები, ასევე ტახტის გადასაფარებელი და საცხობი ღუმელი. რადგან ეს გარემოება სადაოა, მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, რათა დაასაბუთოს, რომ ეს ნივთები მოპასუხის მფლობელობაშია. ასეთი მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. მან წარმოადგინა ვალერი თეიმუროვის წერილობითი განცხადება, სადაც ვალერი თეიმუროვი აცხადებს, რომ მან რამდენიმე სხვა პირთან ერთად ტ--–--- ა-–---ის ბინიდან გამოიტანა საძინებლის გარნიტური, სამზარეულოს გარნიტური, სარეცხის მანქანა, მაცივარი, ორი დივანი, გამათბობელი, ასევე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ყველაფერი დეტალურად არ ახსოვს, ბინა ფაქტობრივად ცარიელ მდგომარეობაში დატოვეს, ხოლო ნივთები გადაიტანეს ტ------ მ--------ას დედის ჰაჯა მ--------ას სახლში.

 

მოპასუხე ტ------ მ--------ა სარჩელში მითითებული ზემოთდასახელებული ნივთების დაუფლებას უარყოფს, რის გამოც მოსარჩელეს ეკისრება იმის მტკიცების ვალდებულება, რომ ეს ნივთები საერთო ბინიდან მოპასუხემ წაიღო. ტ--–--- ა-–---მა მოითხოვა ვალერი თეიმუროვის მოწმედ დაკითხვა, თუმცა ვერ უზრუნველყო მისი სხდომაზე წარმოდგენა და საბოლოოდ მათი მოწმედ დაკითხვა ვერ შედგა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი გარემოების სადაობის შემთხვევაში მოსარჩელემ ახსნა-განმარტებაში მითითებული ფაქტები უნდა დაასაბუთოს სხვა მტკიცებულებებით, რაც მას არ წარმოუდგენია.

 

ამდენად, მხარეთა ქორწინების პერიოდში შეძენილი ნივთებიდან მეუღლეების განშორების შემდეგ ტ------ მ--------ას დაეუფლა შემდეგ მოძრავ ნივთებს:

 

1. საძინებლის გარნიტური შავ-თეთრი ტონალობით - 1600 ლარი

2. სამზარეულოს გარნიტური - 1100 ლარი.

3. სამზარეულოს სამეული - 735 ლარი.

4. ბეკოს ფირმის მაცივარი - 725 ლარი

5. ნოუთბუქი -560 ლარი.

6. ბოშის ფირმის ხორცის საკეპი მანქანა - 150 ლარი.

7. უთო - 90 ლარი

8. წყლის გამაცხელებელი - 245 ლარი

9. ავტომობილი მერსედეს ბენცი A 160 სახ ნომერი E------ – 5133,8 ლარი.

 

ამ ნივთების საერთო ღირებულება 10 338,8 ლარი.

 

ამდენად, მხარეთა ქორწინების პერიოდში შეძენილი მოძრავი ნივთების საერთო ღირებულებაა 12 558,8 ლარი, ხოლო ტ------ მ--------ას მფობელობაშია 10 338,8 ლარის ღირებულების ნივთები.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას

- შეგებებული სარჩელი ( ს.ფ. 48-56. ტომი 1 )

- შესაგებელი შეგებებული სარჩელზე (ს.ფ. 82-86. ტომი 1)

- შპს ტობა 2008-ის დასკვნა (ს.ფ. 164-167. ტომი1 )

- თამარ კაპანაძის დასკვნა (ს.ფ.160. ტომი 1 )

- საგარანტიო ტალონები (ს.ფ. 116-129. ტომი 1 )

- მომსახურების სააგენტოს ცნობა (ს.ფ. 147. ტომი 1)

- ერთობლივი განცხადება (ს.ფ. 130. ტომი 1)

- მხარეთა განმარტებები (14.02.2019, 05.03.2019წ და 19.03.2019წ სხდომის ოქმები CD დისკები )

- მოწმეთა ჩვენება (13.09.2018 სხდომის ოქმი CD დისკები )

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ტ------ მ--------ა ცნობილი უნდა იქნას ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების თანამესაკუთრედ. შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ტ------ მ--------ას უნდა დაეკისროს ტ--–--- ა-–---ისათვის მის მფლობელობაში არსებული ნივთების ღირებულების ½ ნაწილის ღირებულების დაკისრება.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე, 1158-ე, 1162-ე, 1161-ე, 1165-ე, 148-ე, 1168-ე, 1166-ე მუხლები, 1160-ე მუხლის მე-3 ნაწილის

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის საფუძველზე მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

1158-ე მუხლის საფუძველზე ქორწინების პერიოდში მეუღლეთა ან ერთერთი მეუღლის მიერ შეძენილი ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებაა, თუ იგი შეძენილია მეუღლეთა საერთო შრომით, საერთო სახსრებით, რადგან ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში მეუღლეთა საქმიანობის მიზანია ოჯახის საერთო მეურნეობის განვითარება, ამ საკითხში საერთო პასუხისმგებლობის გაზიარება.

 

სამოქალაქო კოდექსი ადგენს ამ წესიდან გარკვეულ გამონაკლისებს. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1162-ე მუხლის მიხედვით, ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით. ამ ნორმის მიხედვით, მეუღლეთა საერთო ქონებად არ ითვლება ქორწინების განმავლობაში შეძენილი ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის მიხედვით, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

 

სადაო ნივთებიდან ტ------ მ--------ას მიერ დაქორწინებამდეა შეძენილი სარეცხი მანქანა, რის გამოც ეს ნივთი მის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს და ისინი მეუღლეებს შორის ვერ გაიყოფა.

მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილია უძრავი ქონება, ქალაქ გარდაბანში მდებარე საცხოვრებელი ბინა, ასევე მოძრავი ნივთები - სატრანსპორტო საშუალება, კომპიუტერი, საძინებლის გარნიტური, სამზარეულოს ავეჯი, მაცივარი, ხორცის საკეპი მანქანა, სხვადასხვა ჭურჭელი, გაზის გამათბობელი, უთო, წყლის გამაცხელებელი, ფარდის კარნიზები, მიკროტალღური ღუმელი, 4 ცალი ტახტის გადასაფარებელი.

 

სასამართლო არ იზიარებს ტ------ მ--------ას იმ განმარტებას, რომ კომპიუტერი და ავტომობილი მისი ინდივიდუალური სარგებლობის ნივთებია და ამის გამო მეუღლეებს შორის არ უნდა გაიყოს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დასახელებული ნივთები არც მათი ჩვეულებრივი დანიშნულების და არც ტ------ მ--------ას საქმიანობის ხასიათიდან, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე არ არის მისი ინდივიდუალური სარგებლობის ნივთი. სადაო სატრანსპორტო საშუალების გამოყენება, მისი შესაბამისი დანიშნულებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს, იგი არის ქონებრივი აქტივი, რომელიც შეძენილა მხარეების ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა საერთო შრომით და სახსრებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1165-ე მუხლის მიხედვით, მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა ხდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ხოლო, თუ ასეთი შეთანხმება არ არის მიღწეული, მაშინ – სასამართლოს მიერ. სასამართლო განსაზღვრავს, თუ რომელი ნივთი რომელ მეუღლეს უნდა მიეკუთვნოს. პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთები (მუსიკალური ინსტრუმენტები, საექიმო მოწყობილობა, ბიბლიოთეკა და ა.შ.), თუნდაც ქორწინების პერიოდში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო სახსრებით, გადაეცემა იმ მეუღლეს, რომელსაც ეს ნივთები თავისი საქმიანობისათვის სჭირდება.

 

ამ ნორმის თანახმად, მეუღლეებს შორის არ გაიყოფა

?????????? ???????????????? ?????? ???????, ?????? ??? ???? ??????? ??????????? ?????????? ??????????? ?????? ??????? ?????????? ??????, ????????? ?????????????? ???????, ??? ????? ??????????? ?? ??????? ???????????? ??????????, ??????? ?? ?????? ?????????? ?? ???? ?????????? ??????????? ????????????? ???? ?? ????????? ????? ???????????????? ?????? ??????.

ტ------ მ--------ა მისი ინდივიდუალური მოხმარების ნივთებად მიიჩნევს ავტომობილს და ნოუთბუქს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148-ე მუხლის მიხედვით, ნივთი შეიძლება იყოს მოძრავი ან უძრავი, თავის მხრივ სამოქალაქო კოდექსის რიგი ნორმებით გათვალისწინებულია გვაროვნული და ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრული ნივთების სამართლებრივი ბედი.

 

ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი სახეზეა, თუ ვალდებულების შესრულების საგანი კონკრეტულად განსაზღვრულია და აქედან გამომდინარე სხვა ნივთით ვალდებულების შესრულება დაუშვებელია. (http://civilcode.ge _148-? _?????? ?????????). ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთებია, მაგალითად: ხელოვნების ნიმუშები, შემკვეთის განსაკუთრებული სურვილის შესაბამისად დამზადებული ავეჯი, სპეციალურად დამზადებული მოდელები (ავტომობილი, ტანსაცმელი), ანტიკვარული ნივთები, ვინაიდან თითოეული მათგანი ინდივიდუალური, განსაკუთრებული ნიშან-თვისებებით ხასიათდება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1162-ე მუხლით მეუღლეთა თანასაკუთრებად არ ითვლება ერთერთი მეუღლის ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ხოლო ინდივიდუალური სარგებლობისაა ისეთი ნივთი, რომელიც თავისი დანიშნულებით პერსონალური მოხმარებისათვისაა განკუთვნილი ან ერთერთი მეუღლის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მისთვის აუცილებელი ნივთია (1165-ე მუხლის მე-2 წინადადება).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო ავტომობილი ინდივიდუალური სარგებლობის ნივთი არ არის, რადგან იგი არის სერიული წარმოების ავტომობილი, არ არის სპეციალურად დამზადებული მოდელი (მაგალითად სპორტული ავტომობილი), რის გამოც იგი მეუღლეთა საერთო საკუთრებას წარმოადგენს და იგი ერთერთი მეუღლის ინდივიდუალური სარგებლობისათვის განკუთვნილი არ არის..

 

ასევე მეუღლეთა საერთო ქონებაა და ტ------ მ--------ას ინდივიდუალური სარგებლობის ნივთი არ არის კომპიუტერი. სასამართლოს აღნიშნავს, რომ პერსონალური კომპიუტერი არის სტაციონარული კომპიუტერი ე.წ. Desktop computer და იგი არის კომპიუტერი, რომელიც დგას მაგიდაზე, მასზე მიერთებულია მონიტორი, კლავიატურა, ე.წ მაუსი. პერსონალურ კომპიუტერს არ უწოდებენ ლეპტოპს. პერსონალური კომპიუტერი თავისი დანიშნულებით არ წარმოადგენს მხოლოდ ერთი პირის ინდივიდუალური სარგებლობის ნივთს, რადგან მისი გამოყენება ოჯახის სხვა წევრებსაც შეუძლით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლით განსაზღვრულია მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრების წარმოშობის საფუძვლები. ამ ნორმის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა. ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ. ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

 

ტ------ მ--------ას განმარტებით, ავტომობილი მას მეუღლემ აჩუქა, რაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება. კერძოდ, თავად ტ------ მ--------ას მიერ არის წარმოდგენილი ერთობლივი განცხადება N04574705, სადაც ტ------ მ--------ამ, როგორც ტ--–--- ა-–---ის წარმომადგენელმა და ალექსი წიქარიშვილმა 2017 წლის 14 იანვარს ერთობლივი განცხადებით მიმართეს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვეს ავტომობილის მერსედეს ბენცი A 160 სახ ნომერი E------ რეგისტრაცია ალექსი წიქარიშვილის სახელზე. ამდენად, ავტომობილი რეგისტრირებული იყო ტ--–--- ა-–---ის საკუთრებად, ხოლო ტ------ მ--------ა იყო მინდობილი პირი რწმუნებულების საფუძველზე. ტ------ მ--------ა ავტომობილს მისთვის ნაჩუქარ ნივთად მიიჩნევს იმის გამო, რომ ავტომობილს იგი მართავდა. სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარი ქმედება მეუღლეთა ქონების ერთი მერუღლისთვის ინდივიდიალურ საკუთრებას არ ადასტურებს.

 

საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო - თანაზიარ საკუთრებად. ინდივიდუალურია ისეთი ქონება რომელიც ერთერთ მეუღლეს ეკუთვის და თვითონვე განკარგავს. ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიერ საჩუქრად მიღებული ნივთის საკუთრების ფრომის განსაზღვრისათვის, არსებითი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს მჩუქებლის ნება. ასევე მნიშვნელოვანია, ნაჩუქარი ნივთის დანიშნულების თავისებურება. ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლისთვის ნივთის გადაცემა თავისთავად არ ნიშნავს, რომ მეორე მეუღლეს ნივთზე უფლებები აღარ გააჩნია. განსახილველ შემთხვევაში ავტომობილი მხოლოდ იმ პირის სარგებლობისთვის განკუთვნილი არ არის, ვინც მას მართავს. იგი როგორ ქონებრივი აქტივი საოჯახო მოხმარების ნივთია, ოჯახის კეთილდღეობის და ოჯახის საერთო მიზნით სარგებლობისთვის განკუთვნილი ნივთია. ეს თავად ტ------ მ--------ას იმ განმარტებით დასტურდება, რომ მანქანით ბავშვები დაყავდა სკოლაში. ამდენად, ავტომობილი განკუთვნილი იყო საოჯახო სარგებლობისათვის და როგორც საჩუქარი მოკლებული იყო ინდივიდუალური მოხმარების ხასიათს. ამდენად, ავტომობილი მეუღლეთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ ნორმით დადგენილი ზოგადი წესის მიხედვით, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან თითოეული მეუღლის წილი თანაბარია.შესაბამისად, ქორწინების პერიოდში შეძენილი ნივთების ½ წილი მხარეთა განქორწინების დროისათვის შეადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას, ხოლო თითოეულის წილია 1/2 .

 

ტ------ მ--------ას მფლობელობაშია ქორწინების პერიოდში შეძენილი მოძრავი ნივთების ნაწილი, ასევე მან გაასხვისა ავტომობილი.

 

ტ--–--- ა-–---ის სარგებლობაშია ქორწინების დროს მეუღლეთა მიერ შეძენილი საცხოვრებელი ბინა და მოძრავი ნივთების ნაწილი.

 

ტ--–--- ა-–---ის მოთხოვნაა პასუხისათვის საერთო ქონების წილის კომპენსაციის დაკისრება 11 763 ლარის ოდენობით. მისი განმარტებით, მეუღლის მფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთების ღირებულება უძრავი ქონების ღირებულებაზე მეტია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1166-ე მუხლის მიხედვით, თუ საერთო ქონების გაყოფისას ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს მიეცემა შესაბამისი ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცია.

 

ამ ნორმის მიხედვით, კომპენსაციის გადახდა ეკისრება იმ მეუღლეს, რომელსაც საერთო ქონების გაყოფის შედეგად გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულება საერთო ქონებიდან მის კუთვნილ წილს აღემატება. ამ ნორმის საფუძველზე დავის გადაწყვეტისათვის უნდა შეფასდეს მეუღლეთა საერთო საკუთრებაში არსებული ყველა ნივთის საერთო ღირებულება, რომლის ნახევარი არის თითოეული მეუღლის წილი. ამის შემდეგომ უნდა შეფასდეს თითოეული მეუღლის სარგებლობაში რა ღირებულების ქონებაა, აღემატება თუ არა მისი წილის ღირებულებას.

მეუღლეთა მიერ შეძენილი მოძრავი ნივთების საერთო ღირებულებაა 12 558,8 ლარი, უძრავი ქონების ღირებულებაა 7 200 აშშ დოლარი (19 562 ლარი). ამდენად, მეუღლეთა საერთო ქონების ღირებულება ჯამურად არის 32 120,8 ლარი. საერთო ქონებაში მეუღლეთა წილი თანაბარია, რის გამოც თითოეულის წილის ღირებულებაა 16 060,4 ლარი.

 

ტ------ მ--------ას მფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთების საერთო ღირებულებაა 10 338,8 ლარი.

 

განსახილველ დავაში კომპენსაციის დაკისრების მიზანია, ქონების გაყოფის შედეგად ტ--–--- ა-–---ის საკუთრებაში დარჩეს და მეუღლეებს შორის არ გაიყოს უძრავი ქონება, ხოლო ტ------ მ--------ას დაეკისროს მის სარგებლობაში არსებული მოძრავი ნივთების კომპენსაციის დაკისრება.

 

ტ------ მ--------ას სარგებლობაში არსებული მოძრავი ნივთების ფასი ნაკლებია უძრავი ქონების ღირებულებაზე, რის გამოც არ არსებობს იმის საფუძველი, რომ მეუღლეთა საერთო ქონება გაიყოს ტ--–--- ა-–---ის მიერ მოთხოვნილი წესით და მას საკუთრებაში დარჩეს უძრავი ქონება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 1166-ე მუხლი აწესრიგებს მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფის წესს. ამ ნორმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მეუღლეთა მიერ შეძენილი კონკრეტული ნივთებიდან გარკვეული ნივთები ერთერთ მეუღლეს გადაეცემა, ხოლო თუ ნივთის ღირებულება მეუღლის წილს აღემატება, მან უნდა გადაუხადოს მეორე მეუღლეს კომპენსაცია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მეუღლეთა საერთო საკუთრების უფლება ვრცელდება მათ მიერ შეძენილ ყველა საერთო სარგებლობის ნივთზე, რის გამოც სადაო ქონებაზე თითოეულ მეუღლეს ეკუთვნის 1/2 წილი. შესაბამისად, ტ------ მ--------ა ცნობილი უნდა იქნას უძრავი ქონების 1/2 წილის თანამესაკუთრედ.

 

ტ------ მ--------ას სარგებლობაში არსებული მოძრავი ნივთების ღირებულებაა 10 338,8 ლარი, რომლის ნახევარი 5 169,4 ლარი უნდა აუნაზღაუროს ტ--–--- ა-–---ს, რადგან ეს ნივთები შეძენილია მეუღლეთა მიერ ქორწინების პერიოდში, ამჟამად ისინი ტ------ მ--------ას სარგებლობაშია, რის გამოც ტ--–--- ა-–---ს მათი სარგებლობის შესაძლებლობა არა აქვს, რის გამოც მას ფულადი თანხით უნდა აუნაზღაურდეს მათი ღირებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1166-ე მუხლის განმარტების საკითხზე სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 25 ოქტომბრის განჩინებას საქმეზე ას-631-592-2010.

 

ავტომობილის ღირებულების ½ ნაწილის ანაზღაურების შესახებ სასამართლო დამატებით განმარტავს შემდეგს:

 

ავტომობილი და ტ------ მ--------ას მფლობელობაში არსებული სხვა სადაო ნივთები შეძენილია მხარეთა ქორწინების რეგისტრაციის განმავლობაში. შესაბამისად, ეს ნივთები არის მხარეთა საერთო საკუთრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის დადგენილი ზოგადი წესის მიხედვით, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან თითოეული მეუღლის წილი თანაბარია.

 

მხარეთა თანასაკუთრების ობიექტებია ავტოსატრანსპორტო საშუალება და საყოფაცხოვრები დანიშნულების მოძრავი ნივთები, რომელთა ნატურით გაყოფა, მისი ნაწილებად გაყოფა ისე, რომ არ მოისპოს ნივთის სამეურნეო დანიშნულება, შეუძლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი. ტ------ მ--------ამ სადაო ავტომობილი გაასხვისა 1900 აშშ დოლარად, რის გამოც ტ--–--- ა-–---ს, როგორ თანამესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი - ნასყიდობის ღირებულების ½ წილი, რაც შეადგეს 950 აშშ დოლარს.

 

7. პროცესის ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ტ------ მ--------ას სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, ტ--–--- ა-–---ს უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის და სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის გადარიცხვისათვის ბანკისათვის გადახდილი საკომისიოს 414,25 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის და სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის გადარიცხვისათვის ბანკისათვის გადახდილი საკომისიოს 51 ლარის გადახდა.

 

შეგებებულ სარჩელზე სასამართლო ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

შეგებებული სარჩელით ტ--–--- ა-–---მა საბოლოოდ მოითხოვა 11 763 ლარის გადახდა, რომლის დავის საგნის ღირებულების 3% შეადგენს 352,98 ლარს. სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟის 500 ლარი, საიდანაც ზედმეტად გადახდილი თანხა 147,02 ლარი უნდა დაუბრუნდეს ტ--–--- ა-–---ს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი წესით მხარეებს შორის უნდა განაწილდეს 352,98 ლარი. გათვალისწინებული უნდა იქნას ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი თანხიდან 11 763 ლარი მოპასუხეს დაეკისრა 5 169,4 ლარი, რაც არის მოთხოვნის 44%. შეგებებული სარჩელზე ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟის 352,89 ლარის 44% არის 155,27 ლარი, რაც უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს, რადგან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მას სახელმწიფო ბაჟი აუნაზღაურდება დაკმაყოფილდებული ნაწილის პროპორციულად.

 

სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაკისრების დროს გასათვალისწინებელია, რომ დაკისრებული თანხიდან (5 169,4 ლარი) ტ------ მ--------ამ ცნო 400 ლარის გადახდის მოთხოვნა, რაც არის დაკისრებული თანხის 8%. 155,27 ლარის 8% არის 12,42 ლარი, რაც ნახევრდება, რადგან მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო მთავარ სხდომაზე. შესაბამისად, მოსარჩელე ტ--–--- ა-–---ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 6,21 ლარი. საერთო ჯამში ტ--–--- ა-–---ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 153,23 ლარი, ხოლო ტ------ მ--------ას უნდა დაეკისროს ტ--–--- ა-–---ისათვის 149,06 ლარის გადახდა. გადახდილი ბაჟიდან 203,83 ლარი მოსარჩელეს არ აუნაზღაურდება, რადგან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მას არ აუნაზღაურდება სახელმწიფო ბაჟი იმ პროპორციით, რა ნაწილშიც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე 2018 წლის 2 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს ტ------ მ--------ას სარჩელი;

 

1.1. ტ------ მ--------ა ცნობილი იქნას გარდაბანში, ს-------------------------ის (კოდი 8-------------------) 1/2 წილის თანამესაკუთრედ;

 

2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ტ--–--- ა-–---ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

 

2.1. ტ------ მ--------ას დაეკისროს ტ--–--- ა-–---ისათვის 5 369 ლარის დაკისრება.

2.2. არ დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელი 6593,6 ლარის ანაზღაურების ნაწილში;

 

3. ტ--–--- ა-–---ს დაეკისროს ტ------ მ--------ასათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 414,25 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 51 ლარის გადახდა;

 

4. ტ------ მ--------ას დაეკისროს ტ--–--- ა-–---ისათვის შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 149,06 ლარის გადახდა;

 

5. ტ--–--- ა-–---ს დაუბრუნდეს სახელწმიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 153,23 ლარი, თანხა გადახდილია 2018 წლის 28 მარტს მაგული კორძაიას მიერ შემდეგ ანგარიშზე - ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი 300063150 (საგადახდო დავალება N4);

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი